გაიზარდა სკოლების დაფინანსება, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ

2021 წლის სექტემბრიდან იმ საჯარო სკოლებს, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, დამატებითი დაფინანსება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით გაეზრდებათ. შესაბამისი ცვლილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. ახალი ცვლილების მიხედვით: საჯარო სკოლებს ზემოთ აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, …

პრიორიტეტული ჯგუფებიდან ყველაზე ცოტა მასწავლებელი აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, პრიორიტეტული ჯგუფებიდან, რომლებიც მოიცავს ექიმებს, ექთნებს, სხვა მედპერსონალს, სკოლის პერსონალს, შს სამინისტროს პერსონალს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემას, ყველაზე ცოტა ადამიანი Covid 19-ის ვაქცინით სკოლის პერსონალიდან აიცრა, ასეთი სულ 572 ადამიანია. NCDC-ს 18 ივლისის მონაცემებით, მასწავლებლებს შორის სრულად ვაქცინირებულია 192. მასწავლებლები ხშირად მონაწილეობენ ანტივაქსერულ კამპანიაში, რომელიც სოციალურ ქსელებში …

რატომ არ უნდა ვცემოთ, ჩავქოლოთ ურჩი ბავშვი – ინტერვიუ სიმონ ჯანაშიასთან

რატომ ქადაგებენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები ბავშვების მორჩილება/ჩაქოლვაზე, რატომ აღიზიანებთ მათ ბავშვთა უფლებები და რატომ უნდა ესმოდეს საზოგადოებას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ უფლებების სწავლებაც და დაცვაც. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია საუბრობს. ბატონო სიმონ, მოხშირდა სასულიერო პირების მხრიდან ქადაგება იმის შესახებ, რომ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ უფლებები, რომ ისინი მშობლების მორჩილები უნდა იყვნენ …

როგორ შეაფასებენ იმ მოსწავლეებს, ვინც სკოლას აცდენდა – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წელს, მე-12 კლასის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს სასწავლო საათების რაოდენობის 30 პროცენტი, შემაჯამებელი ან კომპლექსური დავალებების საფუძველზე შეფასდებიან. ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი ან კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. „შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა“, – …

შშმ პირების მიმართ დისკრიმინაცია და გამოწვევები – დისკუსია მახოს საჯარო სკოლაში

ხელვაჩაურის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ გამართა შეხვედრა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებსა და თანამედროვე გამოწვევებს ეხებოდა. მახოს სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6 მოსწავლე სწავლობს, ამიტომ ეს თემა დისკუსიაში მონაწილე მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. სადისკუსიო თემის იდეა ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ლიანა გორგაძეს ეკუთვნის. მან „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ …

ვინ არიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შერჩეული პედაგოგები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის ათეულში შერჩეული პედაგოგების ვინაობა ცნობილია. ათეულის უმრავლესობა თბილისის კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგებისგან არის დაკომპლექტებული. სოფო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტში მარადისისა და კასულმოს სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის 168-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი …

რა ცვლილებებია მასწავლებლის გამოცდებზე წელს – კითხვები და პასუხები

14 ივლისს პრაქტიკოსი მასწავლებლები საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გამოცდების დეტალებთან დაკავშირებით. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა რამდენია?[checklist] უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60 პროცენტზე მეტი …

18 წლის ბათუმელი სტუდენტი, რომელიც მათემატიკის წიგნებს წერს

„ჯერ კიდევ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა კედელთან ვიდექი და გამოგონილ  მოსწავლეებს ვამეცადინებდი მათემატიკაში. ჩემი ჟურნალები და ტესტებიც მქონდა. იქედან მოყოლებული ვფიქრობდი, რომ მასწავლებელი გამოვსულიყავი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 18 წლის ლაშა შენგელია. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე სწავლობს და მათემატიკას ეუფლება. ლაშამ ამ ასაკში ელექტრონული სასწავლო რესურსიც შექმნა, რომელსაც სკოლის მასწავლებლებიც იყენებენ …

ეს პროფესია არ მოგცემს უფლებას დაბერდე – ისტორიის მასწავლებელი ბათუმიდან

ავტორი: გურანდა ქათამაძე  __________________________ „რომ მქონდეს შანსი რამდენჯერმე დავიწყო ხელახლა ცხოვრება, ისევ მასწავლებელი ვიქნებოდი, ისევ, ისევ და ისევ“ – გვითხრა ბათუმელმა მასწავლებელმა, მადონა გვიანიძემ, რომელიც წლებია მსოფლიო ისტორიას ასწავლის. იგი გაკვეთილზე სოციალურ ქსელებსაც იყენებს და ამბობს, რომ ცდილობს, ყველა გაკვეთილი განსხვავებული იყოს. ინტერვიუში იგი თავის გამოცდილებას გვიზიარებს. ქალბატონო მადონა, როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრება ამ …

14 წლის მოზარდი განათლების სამინისტროს და სკოლას უჩივის – დავა 4 წელია არ სრულდება

განათლების სამინისტროს და სკოლის წინააღმდეგ, დისკრიმინაციის დადგენის მიზნით, სასამართლოს 14 წლის მოზარდმა მიმართა. ბავშვის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს. მოზარდის ადვოკატი ანა არგანაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შემთხვევა 2017 წელს მოხდა, თუმცა სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ანა არგანაშვილის თქმით, 2017 წელს თელავის ერთ-ერთმა საჯარო სკოლამ მილენიუმის პროგრამის ფარგლებში სკოლის რემონტი დაიწყო. ამის გამო …

„ადამიანებს ყველაზე მეტად გარიყვის ეშინიათ“ – ლიტერატურული მარათონის 16 წლის გამარჯვებული

თამარ წითელაძე აჭარაში, სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში სწავლობს. მეთერთმეტეკლასელია და უკვე მესამედ გახდა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული  ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული. „ლიტერატურა ჩემთვის ემოციების წყაროა. ის არის, რაც მაბედნიერებს და სიამოვნებას მანიჭებს“ – გვეუბნება თამარი. როგორ შეიყვარა კითხვა და რას ურჩევს ის სკოლის მასწავლებლებს? – ამ თემაზე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული მოსწავლე „ბათუმელებს“ ესაუბრა. თამარ, რადგან …

რატომ სწავლობენ თურქეთში ქართულს – ინტერვიუ დუზჯეს უნივერსიტეტის ლექტორთან

თურქეთში, დუზჯეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიური ენებისა და კულტურის შემსწავლელი განყოფილება 2013 წელს გაიხსნა. ვინ არის ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული და როგორია ამ ფაკულტეტის მომავალი, ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ მაკა სალია ესაუბრა, რომელიც დუზჯეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის დაარსების დღიდან მუშაობს და ლექციებსაც კითხულობს. ქალბატონო მაკა, ძირითადად ვინ ინტერესდება ქართული ენის შესწავლით, თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები თუ სხვებიც? სტუდენტების …

სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტი ტესტებიდან მოსასმენი ნაწილის ამოღებას ითხოვს

ტერეზა გალსტიანი 18 წლისაა. მან სკოლა წელს დაასრულა და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ტერეზას სმენის დარღვევა აქვს, შესაბამისად, მას გამოცდების ჩასაბარებლად სპეციალური გარემოს შექმნა სჭირდება. ტერეზა ამბობს, რომ მან გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამის თაობაზე წერილობით აცნობა. ცენტრს სთხოვა, რომ ინგლისური ენის გამოცდის ტესტებიდან მოსასმენი ნაწილი ტექსტური სავარჯიშოებით ჩაენაცვლებინათ, რადგან ამ დავალებას ის იმ მიზეზით ვერ შეასრულებდა, …

ქართველი სტუდენტის ცხოვრება იაპონიაში

მე და იაპონია პირველად 2012 წელს გადავიკვეთეთ, როცა თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ექვსი აღმოსავლური ენიდან ერთ-ერთის შესწავლის არჩევანის წინაშე დავდექი – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბიბილაშვილი, რომელიც ამჟამად იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. მარიამი გვიყვება იაპონური განათლების სისტემის, ცხოვრების სტილის და იმ წარმოდგენების შესახებ, რაც ამომავალი მზის ქვეყანაში მცხოვრები ხალხის მიმართ შესაძლოა გაგვაჩნდეს. „არაბული, იაპონური, …

ბათუმელი და-ძმა, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ, სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს

მარიამი, ჯანი და აზიფე  სკოლაში აუცილებლად ისწავლიან – ირწმუნება განათლების სამინისტრო. ეს ის სამი ბავშვია, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ. მათი ისტორია საზოგადოებას „ბათუმელებმა“ გააცნო. ამავე თემაზე: და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ[Video] 9, 11 და 16 წლის ბავშვები ვერ სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებით – მიიღონ საბაზო განათლება. ბავშვების დედა ამბობს, რომ სკოლებს ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით ორჯერ …

ბავშვების 60% ამბობს, რომ უფრო სევდიანი გახდა – მოზარდები პანდემიაში

კვლევაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია SAVE THE CHILDREN-მა 46 ქვეყანაში ჩაატარა 2020 წელს, 31 683-მა მშობელმა და მზრუნველმა, ასევე 11-17 წლამდე ასაკის 13 477-მა ბავშვმა  მიიღო მონაწილეობა. გამოკითხული ბავშვების 74-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ უფრო მეტად ნერვიულობდნენ, ვიდრე პანდემიამდე. 62 პროცენტი თავს ნაკლებად ბედნიერად მიიჩნევდა. ბავშვების 60 პროცენტი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში მათ ჰქონდათ მობეზრება, უფრო სევდიანი …

ყველაფერი ჩემი ფრანგულის მასწავლებლის შესახებ

უსახურ, 90-იან წლებში ერთხელ ჩვენი სახლის კარი გაიღო და შლაპიანი, წითელპომადიანი, ქერა ქალი მოვიდა სტუმრად. ქალი ბევრს და ხალისიანად ლაპარაკობდა, იცინოდა, შიგადაშიგ დედაჩემს მხარზე უტყაპუნებდა ხელს და ჩემთან და ჩემს ძმასთანაც ასწრებდა ლაპარაკს: აინტერესებდა რომელ კლასში ვიყავით, რა გვიყვარდა, რა არ გვიყვარდა, სკოლაში როგორ გვქონდა საქმეები, ყველაფერი აინტერესებდა. ქალი იყო ფერადი და ხალისიანი. და ეს …

და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ [Video]

მარიამი, ჯანი და აზიფე – სამი ბავშვი ერთ ოჯახში ცხოვრობს. სკოლაში არც ერთი მათგანი არ დადის. ბავშვები ძველი ბათუმის უბანში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მარიამი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ტკივილი, რაც განიცადა, სწორედ იმის გააზრება იყო, რომ სკოლაში ვეღარ ივლიდა. „უსწავლელი დამტოვეს“- გვეუბნება ის და ამაში სახელმწიფოს ადანაშაულებს. ის დარწმუნებულია, რომ ქართულმა სახელმწიფომ მისი განათლებისთვის არაფერი …

პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან გასვლისთვის 75.5 მილიონი დაიხარჯა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2019-2018-2017 წლებს მოიცავს. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება მასწავლებელთა სქემით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას. აუდიტის დასკვნაში  წერია, რომ 2019 წელს სახელმწიფომ საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პროფესიიდან გასვლისთვის 75.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ (რომელიც ორი …

სკოლებში შესასვლელად სამინისტრომ 28 სოცმუშაკი შეარჩია

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ კონკურსის საფუძველზე შეარჩია 28 სოციალური მუშაკი, რომლებიც მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში განთავსდებიან და მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევენ. შერჩეული სოციალური მუშაკები თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში აპრილიდან განაწილდებიან. სამინისტრო ამბობს, რომ დამატებით კიდეც აპირებს 22 სოციალური მუშაკის შერჩევას და ამის შემდეგ ყველა რეგიონის …

მაძიებელ მასწავლებელს კოლეგებმა საათები გაუნაწილეს

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თამუნა ლაბაძე საზოგადოებამ თოვლში გადაღებული ცეკვის ვიდეოთი გაიცნო. ის მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფლის, ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ასწავლის. 25 წლის მაძიებელი პედაგოგი ამ სკოლაში დროებით, მისი ერთ-ერთი კოლეგის ადგილზე იყო დასაქმებული. მასწავლებლის დეკრეტული შევებულებიდან დაბრუნების შემდეგ, თამუნა ლაბაძე უმუშევარი დარჩა. „სკოლა რომ უნდა დამეტოვებინა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, გამომდინარე …

სკოლებში სამედიცინო კაბინეტების გახსნა სავალდებულო გახდა – ახალი კანონი

სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, სამედიცინო კაბინეტები 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გაიხსნას, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია – 2022 წლის 15 სექტემბრამდე. სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ახალი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლებიც 2021 წლის 13 აპრილიდან ამოქმედდა. ამ კანონით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში, სამედიცინო სივრცის [კაბინეტი/პუნქტი] ფუნქციონირება, საქართველოს …

სტატუსი შეუჩერდება მოსწავლეს, რომელიც ზედიზედ 45 დღეს გააცდენს სკოლას

განათლების მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესებში. ცვლილების მიხედვით, სკოლა ვალდებულია როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას. აქამდე მოსწავლეს სტატუსი უჩერდებოდა სკოლის ზედიზედ 90 დღის გაცდენის შემთხვევაში. …

დიდია მასწავლებლების გადაწვის და სკოლიდან წასვლის რისკი – რატიანი

ვებინარზე, რომელიც შეეხებოდა პანდემიის გამო მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის სტრატეგიებს, მკვლევარის სტატუსით მიწვეული იყო მანანა რატიანი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე. მან მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის შესაძლო გზებზე ისაუბრა და იმ გამოწვევებზე, რაც კვლევის პროცესში გამოჩნდა. რატიანის თქმით, კვლევის შედეგებიც მაისის ბოლოს იქნება ცნობილი. კვლევა რემედიაციის [აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის გზები] საკითხებსაც მოიცავს. მანანა …

მიაკვლია თუ არა განათლების სამინისტრომ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს

სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტრომ „ბათუმელებს“ 15 მარტს მოაწოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 6-16 წლამდე ასაკის 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლაში. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, როგორ მოიპოვა ამ ბავშვების შესახებ ინფორმაცია და გაარკვია თუ არა ის მიზეზები, რის გამოც ბავშვები სკოლის გარეთ დარჩნენ. 26 მარტს „ბათუმელები“ გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების …

რომელ სტუდენტებს დაუფინანსებენ სწავლის გადასახადს – სამინისტროს განმარტება

„დაფინანსებას მიიღებს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2021 წლის 11 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით კონკურსში მონაწილე ყველა ის პირველი კურსის სტუდენტი, რომელთა განცხადებები აკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის გამო ყველა სტუდენტს დაუფინანსებენ …

კონკურსები და საგნობრივი ოლიმპიადა აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის

საგნობრივი ოლიმპიადის, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსისა და ესეების კონკურსის ჩატარებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ოლიმპიადა და კონკურსები ეტაპობრივად, 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. ტენდერი 26 250 ლარზეა გამოცხადებული და გამარჯვებულმა კონკურსების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 8 აპრილს დასრულდება. საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება აჭარის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო …

აჭარის 30 საჯარო სკოლა განათლების ესტონურ მოდელში ჩაერთვება

აჭარაში 30 საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც პედაგოგებს ესტონური განათლების მოდელის მიხედვით გადაამზადებენ. პროექტი ხორციელდება UNICEF-ესტონეთი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში. პროექტის მიზანია, ესტონური განათლების მოდელი 2024 წლისთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დაინერგოს. პროექტის დეტალებზე „ბათუმელები“ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს ესაუბრა. „ამ 30 სკოლის მასწავლებლები 18 თვის განმავლობაში გაივლიან მომზადების კურსს. წვრთნის პროცესში ჩართული …

დგებუაძე ირწმუნება, რომ მესამე თაობის სასწავლო გეგმის​ შემუშავებაში ყველა სკოლაა ჩართული

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში, თუნდაც სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალის შერჩევისას, რამდენად გაითვალისწინეს სკოლის პედაგოგების მოსაზრებები? – ეს კითხვა დაუსვა „ბათუმელებმა“ ბათუმში მყოფ განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოში არსებული ყველა სკოლა იყო ჩართული. არადა სოციალურ ქსელებში პედაგოგები საუბრობენ იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში …

რას ამბობს ნორვეგიის ელჩი ქართულ განათლებასა და პოლიტიკურ კრიზისზე – ექსკლუზიური ინტერვიუ

დღეს, 25 მარტს, ბათუმში იმყოფებოდა ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენა სანდ ანდრესენი, რომელმაც „იუნისეფთან“ ერთად წარმოადგინა ოთხწლიანი პროექტი. ეს პროექტ ინკლუზიური განათლებისა და ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. „ბათუმელებს“ შესაძლებლობა ჰქონდა დიპლომატთან ესაუბრა ამ საკითხზე. ელჩმა ასევე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ქალბატონო ელჩო, როგორია ნორვეგიის საელჩოს თანამონაწილეობა „იუნისეფის“ ამ პროექტში და კონკრეტულად …

სად არიან და როგორ ცხოვრობენ სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები – კატასტროფული მაჩვენებელი

საქართველოში 10 ათასზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ ოფიციალურად დაუდასტურა დღეს, 15 მარტს, „ბათუმელებს“. რატომ დატოვა სახელმწიფომ ათასობით ბავშვი განათლებისა და ზრუნვის გარეშე, სად არიან და როგორ ცხოვრობენ მოზარდები, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ, ამ კითხვაზე სახელმწიფოს დღეს პასუხი არ აქვს. რაზე მეტყველებს ეს ციფრი და რატომ გამორჩა სახელმწიფოს …

საქართველოში 10 404 ბავშვს არასდროს ჰქონია მოსწავლის სტატუსი

სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ ზუსტი ინფორმაცია „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს 23 თებერვალს მოსთხოვა. ინფორმაცია დღეს, 15 მარტს, მოგვაწოდეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების 1.7 პროცენტი ანუ 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლის მოსწავლე. სამინისტრომ აღნიშნული მონაცემების შეგროვება მხოლოდ  შვიდი თვის წინ დაიწყო, რადგან მონაცემები, რაც „ბათუმელებს“ მოგვაწოდეს, „პირველადი  სტატისტიკური ინფორმაციაა“ და …

21 წლის სტუდენტი, რომელიც მარნეულში ახალგაზრდებს ქართულს ასწავლის

არზუ ბაირამოვა 21 წლისაა. მარნეულში, სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველოში დაიბადა, აქ დაამთავრა სკოლაც, ახლა ილიას უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, კარგად ფლობს ქართულ ენას. არზუ მარნეულში დედასთან, ბებიასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. „ქართულად ჩემი დაც კარგად საუბრობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სოციოლოგიას სწავლობს. ჩვენ არ გვისარგებლია 1+4-ის პროგრამით, რომელიც  ეთნიკური უმცირესობებისთვის არის შექმნილი. სიმართლე …

აჭარის განათლების სამინისტრო ღარიბი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ იყიდის

აჭარის განათლების სამინისტრო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ ყიდულობს. ამის შესახებ დღეს, 2 მარტს, უთხრეს სამინისტროში „ბათუმელებს“. კითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა სამინისტრომ კომპიუტერების ყიდვა, სამინისტროში ამბობენ, რომ „რადგან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, ეს პროექტი გაჩერდა“. სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი უნდა გამოეყო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომლებიც პანდემიის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ სასწავლო პროცესში ჩართვას …

კერძო სკოლას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსწავლის სკოლიდან გაშვება შეეძლება – ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში შესულია ინიციატივა, რომელიც კერძო სკოლებს უფლებას აძლევს მოსწავლეს შეუჩეროს სტატუსი, თუ მას სწავლის გადასახადის დავალიანება აქვს. როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის დოკუმენტაცია მოთხოვნისთანავე გადასცეს მშობელს. რას ცვლის ეს საკანონმდებლო ინიციატივა კერძო სკოლებისთვის და ირღვევა თუ არა ბავშვის უფლება? „ბათუმელები“ ამ საკითხზე კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის იურისტს, ელენე კალანდაძეს …

სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან განახლდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდება. ხოლო კონფერენცია-ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან. სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამატებით განმარტა, რომ  პირველი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებს და კოლეჯებს უფლება ექნებათ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. „ეს ნებაყოფლობითია. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლები ჩვენთან შეთანხმებით. შემდგომი …

Exit mobile version