ბათუმელი სტუდენტები: “მაშინ ყველა უნივერსიტეტი უნდა დაიხუროს”

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის ჩამორთმევის თემაზე დისკუსია გამართა.

ღია კარის დღე და კონცერტი მე-12 კლასელებისთვის


დღეს 2 სათზე ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბათუმის რუსთველის უნივერსიტეტი ატარებს ღია კარის დღეს მე-12 კლასელებისთვის. ეს ამ აქციის დასკვნითი ეტაპია, მანამდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს სკოლებში მართავდნენ. „ჩვენ შევხვდით აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ყველა მე-12 კლასელს. გავაცანით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სოციალური, ასევე გაცვლითი პროგრამები და ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს“, – ამბობს ნინო დოლიძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ნინო დოლიძის ინფორმაციით, დღეს ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მე-12 კლასელებისთვის ლუკა ზაქარიაძე, თამუნა მიქელაძე, სოფო პაპუაშვილი და სხვები, ანუ ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი და ამჟამინდელი სტუდენტები იმღერებენ.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები 2013 წლის 27 მარტს ჩატარდება. საარჩევნო კომისია, რომლის თავმჯდომარედ სულხან დუმბაძე დაამტკიცეს, დაკომპლექტებულია ხუთი სტუდენტისაგან, რომლებიც ფაკულტეტების მიხედვით შეირჩნენ. განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტს ნინო გალოგრე და ლანა ბურკაძე წარმოადგენენ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს – თამილა გაბაიძე, ტურიზმის ფაკულტეტს – ნინო ხელაძე, ტექნოლოგიურს კი – სულხან დუმბაძე. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="427" >

პილოტირებული ჯგუფები საუკეთესო სტუდენტებისათვის

 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისათვის პილოტირებული ჯგუფები გაიხსნება. სტუდენტებს ამ ჯგუფში თავად შეეძლებათ ლექტორის არჩევა. უნივერსიტეტის რექტორი, ალეკო ბაკურიძე სტუდენტებს დაჰპირდა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ლექტორებს მოიწვევენ, რადგან უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლების საკმარისი რაოდენობა არ არის და სტუდენტებს ამ მხრივ დიდი არჩევანი არ ექნებათ.  

სპორტის გაკვეთილები მაღაზიაში


 


ეკა ბარამიძე

ქედის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საჯარო სკოლას სპორტდარბაზი არ აქვს, რის გამოც სპორტის გაკვეთილები მოსწავლეებს საკლასო ოთახებში ან სოფლის ყოფილი მაღაზიისა და  თემის ადმინისტრაციულ შენობაში უტარდებათ. 

სკოლები დაფინანსების შეცვლის მოლოდინში

 


<!** Image 1 align="" alt="მცირეკონტიგენტიანი სკოლა აჭარის მთაში" sub="მცირეკონტიგენტიანი სკოლა აჭარის მთაში" width="600" height="584" >


მანანა ქველიაშვილი


აჭარაში მდებარე 229 სკოლიდან 11 ე.წ. „მინუსიანი“ სკოლაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლებს ხარჯების გასასტუმრებლად ვაუჩერული დაფინანსება არ ჰყოფნით. სკოლის ხელმძღვანელების მთავარი ამოცანა პერსონალისათვის კუთვნილი ხელფასის დარიგებაა. „მინუსიან“ სკოლებს ხშირად ინვენტარისა და გათბობისთვის საჭირო თანხაც კი არ რჩებათ.

 

 

უნივერსიტეტის რექტორი განცხადების დაწერის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს

ლელა დუმბაძე

 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო ბაკურიძემ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან წასვლის თხოვნით რამდენიმე დღის წინ აკადემიურმა საბჭოს მიმართა, თუმცა საბჭომ რექტორის განცხადება არ დააკმაყოფილა.

 

 

ალეკო ბაკურიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მან აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით სხვა თანამდებობაზე არჩევის გამო მიმართა: „რექტორად არჩევის შემდეგ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელად ამირჩიეს, რაც შეუთავსებადია რექტორობასთან, რადგან ასოციაციაში არის ათი ათასამდე თანამშრომელი და ათასი საქმეა გადასაკეთებელი, როგორც საინიციატივო, ასევე საკანონმდებლო კუთხით, რაც მოითხოვს თბილისში ყოფნას. მაგრამ ვემორჩილები აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას და უარს ვამბობ ასოციაციის ხელმძღვანელობაზე და რექტორის პოსტზე ვრჩები“.

 

 

ალეკო ბაკურიძე განცხადების დაწერის პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავს: „განცხადების დაწერის არც პოლიტიკური და არც სხვა რაიმე მიზეზი არ ყოფილა“. ალეკო ბაკურიძე რექტორად აკადემიურმა საბჭომ გასული წლის მაისში აირჩია. იგი რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო, უნივერიტეტის სხვა პროფესორ-მასწავლებლებს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

 

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის და არამხოლოდ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის „WEBB – მთელი ევროპა საზღვრებს მიღმა“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პრეზენტაცია გამართა ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ფრანჩესკა მალტაურომ, რომელმაც გაცვლით პროგრამებზე ესაუბრა სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და მკვლევარებს.


პროგრამა ითვალისწინებს როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, აგრეთვე იმ პირთა მობილობასაც, რომლებსაც ერთი აკადემიური ხარისხი მოპოვებული აქვთ და მომდევნო ხარისხის მოპოვება სურთ რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში.

 

 

 

პროექტი სრულად აფინანსებს გრანტის მფლობელის მასპინძელ უნივერსიტეტში მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს. ასევე სტუდენტები იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 1000-1500 ევროს ოდენობით, მკვლევარები – 1800 ევროს, აკადემიური პერსონალისთვის დასაშვებია მობილობა 1-3 თვის ხანგრძლივობით, თვიური ანაზღაურება – 2500 ევრო.

 

 

 

ბათუმის უნივერსიტეტის ექვსი სტუდენტი „ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამით“ დაფინანსდა გიოტინგენისა და ვარშავის (პოლონეთი) სიცოცხლის შემსწავლელ უნივერსიტეტში, ასევე ერთმა პროფესორმა გაიარა სტაჟირება ტალინის უნივერსიტეტში.

 

 

 

ბათუმის უნივერსიტეტში პროგრამის კოორდინატორი ლელა თურმანიძე ამბობს, რომ სტუდენტების დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება: „სტუდენტები უფრო ადვილად ითვისებენ ყველაფერს, გონება უფრო ხალასია, დროსაც უკეთ ანაწილებენ,  ერთი უცხო ენაც რომ ისწავლონ, შეუძლიათ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გაიღრმავონ ცოდნა. უცხო ენის შესწავლაში უნივერსიტეტიც ეხმარება, ენის შემსწავლელი ცენტრებია შექმნილი ამისთვის. ერაზმუს მუნდუსის მეორე ეტაპისთვის აპლიკანტთა შერჩევა ამჟამად მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება მომდევნო სტიპენდიანტების ვინაობა. ვიმედოვნებ, რომ სამი სტუდენტი მაინც შეძლებს სტიპენდიის მოპოვებას ჩვენი უნივერსიტეტიდან.

 

 

 

მესამე ეტაპი გამოცხადდება სადოქტორო დონეზე, საქართველოში გატარებული რეფორმის გამო, ასპირანტურიდან დოქტორანტურაზე რომ გადავიდა ჩვენთან სწავლება, ამას გარკვეული წყვეტა მოყვა, პროგრამაში თავისუფალი ადგილები ვერ აითვისეს საბჭოთა ქვეყნებმა, ამიტომ ცოტათი წესები შეიცვალა. იმ პირებს, რომელთაც დაიცვეს ხარისხი, შეუძლიათ კვლევა აწარმოონ საზღვარგარეთ“, – ამბობს ლელა თურმანიძე. მისი თქმით ამჟამად ბათუმის უნივერსიტეტში ხუთი გაცვლითი პროგრამა ფუნქციონირებს. ბათუმის უნივერსიტეტში კი „ერაზმუს მუნდუსის“ პროგრამით ორი პოლონელი სტუდენტი სწავლობს.

 

 

 

 „ერაზმუს მუნდუსი“ არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. გაცვლით პროგრამაში მოხვედრის მსურველებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ პროექტის ვებგვერდზე https://www.unibo.it//WEBB/ 

 

 


უნივერსიტეტში თვალთვალი გრძელდება


<!** Image 1 align="left" alt="ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გამართულ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე სტუდენტებმა უნივერსიტეტში სათვალთვალო კამერების მოხსნაზე ისაუბრეს" sub="ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გამართულ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე სტუდენტებმა უნივერსიტეტში სათვალთვალო კამერების მოხსნაზე ისაუბრეს" width="600" height="490" >
























 

ქეთი ლაბაძე

 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N12 დადგენილებაში, რომელიც 19 პუნქტისგან შედგება, მეცხრე პუნქტში ვკითხულობთ: „სასწავლო აუდიტორიებში დამონტაჟდეს ვიდეოთვალი“. დადგენილების შედეგად გასულ წელს  უნივერსიტეტმა 64 ათასი ლარის ღირებულების კამერები შეიძინა და უნივერსიტეტის აუდიტორიებში, დერეფნებსა და საგამოცდო ცენტრებში დაამონტაჟა.  

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტმა წიგნები შეიძინა

 ქეთი ლაბაძე

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტმა 26 630  ლარის ღირებულების წიგნები შეიძინა. „წიგნები შეძენილია ყველა მიმართულებით, სულ 100 დასახელების, 986 ეგზემპლარი, თანაბარი რაოდენობით  არ არის შემოტანილი, მაგალითად ისტორიის სახელმძღვანელო ყველაზე მეტი შემოვიდა.”- გვითხრა  საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ირინა ბერიძემ.

უნივერსტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი, შპს „ბესტ სელერმა” მოიგო, შპს-მ ხელშეკრულება უნივერსიტეტთან 7 სექტემბერს გააფორმა, ოთხ ოქტომბერს კი წიგნები შემოიტანა.

მერაბ ხალვაში, ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საჭირო ლიტერატურის სია საფინანსოს გადასცეს დეკანატებმა: „იქ შედგა  ერთიანი სია. შემოსულია თითქმის ყველა მიმართულებით საჭირო ლიტერატურა. ძირითადად აქცენტი გაკეთდა სილაბუსების მიხედვით.

ტენდერი ისევ უნდა გამოცხადდეს და შემოვა უნივერსიტეტში სხვა წიგნებიც, სრულად მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ დიდი შეღავათი ნამდვილად იქნება, ახალი გამოცემული ლიტერეტურაა, ქსეროქსებითაც თუ შევავსებთ, იმედია, მოგვარდება სიტუაცია.” – ამბობს მერაბ ხალვაში.

ბათუმის უნივერსიტეტში სახელმძღვანელოების დეფიციტსა და მოძველებულ ლიტერატურაზე სტუდენტები ბოლო თვეების მანძილზე აქტურად საუბრობენ.

 

 

 

სტუდენტები: უნივერსიტეტი პრობლემებს არ იმჩნევს

ქეთი ლაბაძე 

აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე დღეს, 27 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სტუდენტებს სამინისტროს ახალ პროგრამებზე, მათ შორის გაცვლით პროგრამებზე ესაუბრა. 

 

რიგები სახელმძღვანელოების შესაძენად

 მარი ხანჯალიაშვილი

ვიდეო: ლელა დუმბაძე  

 

სწავლის დაწყების პირველივე დღეს ბათუმის სამ საჯარო სკოალსთან, სადაც სკოლის სახელმძღვანელოები იყიდება, რიგებია. 

განათლების სამინისტროს ინიციატივა, რომლის თანახმადაც წიგნები არა წიგნის მაღაზიაში, არამედ სკოლის შენობებში გამართულ  ბაზრობებზე უნდა გაიყიდოს,  რომ რიგები იქნას თავიდან აცილებული, ჯერ-ჯერობით არ გამართლდა. ბაზრობები საღამოს შვიდ საათზე დაიკეტა და მშობლების ერთმა ნაწილმა სახელმძღვანელოების შეძენა ვერ მოახერხეს. 

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა ოთხ ნაწილად შეეძლებათ

 ქეთი ლაბაძე 

 

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვა სასწავლო წლის განმავლობაში, ოთხ ნაწილად შეეძლებათ.

 

15 სექტემბრამდე სტუდენტებმა სწავლის საფასურის მეოთხედი უნდა გადაიხადონ.

 

 

გასულ წლებში სტუდენტები სწავლის თანხას შემოდგომასა და ზამთრის სესიების წინ ფარავდნენ, რის გამოც, სტუდენტების ერთი ნაწილი საფასურის გადახდას ვერ ახერხებდა და სტუდენტის სტატუსი უჩერდებოდა.  

 

 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლის მინიმალური გადასახადი 1500 ლარია, ხოლო მაქსიმალური- 2500.

 

სწავლა უნივერსიტეტის ბაკალავრიატში 17 სექტემბერს იწყება, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში კი 1 ოქტომბერს.

ბათუმის უნივერსიტეტში სწავლა განახლდება

 თათია ლაშაური  

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="300" > 

1035 პირველკურსელი და განახლებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები – ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი 17 სექტემბერს განახლდება. რეგისტრაცია გავლა სტუდენტებს 10 სექტემბრიდან შეუძლიათ.   

 

 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ამჟამად 4000-ზე მეტ სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში ოცამდე  ფაკულტეტია,  უნივერსიტეტს პრესსამსახურის განცხადებით ყველაზე მოთხოვნადი ბოლო წლებში ტურიზმის მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ფაკულტეტზე სწავლის საფასურიც  მაღალია – 2250 ლარი წელიწადში. შედარებით დაბალი კონკურენციაა საინჟინრო და სამთო-სამრეწველო განხრებზე, სადაც განათლების მიღება წლიურად 1500 ლარი ღირს.  

რა ელის არასერთიფიცირებულ მასწავლებელს

 ვადა კიდევ ერთი წლით გაზარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგებს სასურველი სერტიფიკატის მიღების შანსი კიდევ ორჯერ მიეცემათ. ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს, გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არასერტიფიცირებულ პედაგოგებს სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ. განსხვავებულად ფიქრობენ დირექტორები, მათი თქმით „მასწავლებელი, რომელმაც სახელმწიფოს თავისი კვალიფიკაცია დაუმტკიცა, სკოლაში არასერტიფიცირებულ მასწავლებელს შეავიწროებს.“

 

ცაგო კახაბერიძე

პედაგოგებს დანამატები ურიგდებათ

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პედაგოგების 30%-იან ხელფასის დანამატის გაუცემლობამ აჭარის ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ადრე ადგილობრივი მთავრობა აცხადებდა, რომ ეს თანხები ცენტრის დასაფარი იყო, ცენტრი კიდევ ბიუჯეტში გადაურიცხავ თანხებს ახსენებდა რეგიონს. საბოლოო ჯამში პედაგოგები რჩებოდნენ დაზარალებულები. ახალი წლიდან აჭარის ხელისუფლებამ გამონახა თანხები და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გასული წლის დავალიანების დაფარვაც დაიწყო. ეს, რა თქმა უნდა, …

Exit mobile version