ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის ბათუმში – გამოძიება დაიწყო

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოზარდებს შორის კონფლიქტი ჯერ სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი სკოლის გარეთ გაგრძელდა. როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, მოზარდები ტელეფონის დასამუხტის გამო შეკამათდნენ, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი ფიზიკურად სკოლის გარეთ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „სკოლასთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსთან გაუგრძელებიათ ჩხუბი. ერთ მოზარდს ცხვირი აქვს დაზიანებული, …

უნივერსიტეტმა ფეისბუქპოსტის გამო სტატუსი შემიწყვიტა – სტუდენტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ყოფილი სტუდენტი, თამარ ლომიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტის სტატუსი ფეისბუქპოსტის გამო შეუწყვიტა. „ფაქტობრივად, გამაგდეს, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ლომიძე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი მიიჩნევს, რომ სტუდენტის პოსტი არაეთიკური იყო. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მან შეტყობინება 6 სექტემბერს წერილობით მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა, მობილობა ერთ დღეში მოესწრო. „ოქმში …

აშშ-ის საელჩო მოზარდებს ინგლისური ენის შემსწავლელ 2 წლიან კურსს სთავაზობს – კონკურსი

ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ინგლისური ენის შესასწავლად, საქართველოს 13 ქალაქში, მათ შორის ბათუმში მოზარდებისთვის კონკურსს აცხადებს. ენის შესწავლასთან ერთად ამერიკის მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამა სკოლის მოსწავლეებს ჩართავს მრავალფეროვან ღონისძიებებში, რომლის მიზანიც მათი თვალსაწიერის გაფართოება და პიროვნული განვითარებაა. ბათუმის გარდა კონკურსი გაიმართება ახალქალაქში, პანკისში, რუსთავში, გორში, ნინოწმინდაში, საგარეჯოში, თელავში, ახალციხეში, დუშეთში, მარნეულში, ოზურგეთსა და ზუგდიდში. …

„ჯაყოს ხიზნების“ სკოლაში სწავლება სავალდებულო გახდა – სამინისტროს ბრძანება

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, სადაც „სავალდებულო ლიტერატურის“ ჩამონათვალში დაზუსტდა, მიხეილ ჯავახიშვილის რომელი ნაწარმოები იქნება სავალდებულო სკოლაში სწავლებისას. აქამდე არსებულ რედაქციაში ეწერა: მიხეილ ჯავახიშვილი – „სულ მცირე, ერთი მოთხრობა“. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლას, მასწავლებელს არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდა და არ არსებობდა „ჯაყოს ხიზნების“ სწავლების ვალდებულება. ბრძანება 21 სექტემბერს გამოქვეყნდა. ეს ჩანაწერი – „სულ მცირე ერთი …

სკოლა ვალდებულია შინსწავლაზე გადაიყვანოს ბავშვი, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, სკოლა ვალდებულია შინ სწავლის რეჟიმზე გადაიყვანოს ბავშვი, რომელსაც სამედიცინო ცნობის საფუძველზე ესაჭიროება მკურნალობა, ერთ თვეზე მეტი ხნით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეკუთვნება რისკჯგუფს პირისპირ სწავლების შემთხვევაში. სკოლას ამ საჭიროებისთვის ბავშვის მშობელმა უნდა მიმართოს. აქ არ იგულისხმებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. მინისტრის ამავე ბრძანების მიხედვით, საშუალო საფეხურზე სახვით …

სტაჟირებაზეც კი არ ამიყვანეს – ნიუ იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქვეყნიდან ტვინების გადინებაზე

რატომ მიდიან ახალგაზრდები ქვეყნიდან და როგორ აისახება ინტელექტუალური რესურსის გადინება საქართველოს მომავალზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. ის ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში მუშაობს. დავით, ბოლო პერიოდში, თვალში საცემია ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების ტენდენცია. ნაწილმა უკვე დატოვა საქართველო, დარჩენილი ნაწილიც წასვლაზე საუბრობს. მათ შორის არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს მსგავსად, დასავლეთში მიიღო …

აჭარის მთიან სოფლებში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს

აჭარის მაღალმთიანი სოფლების 20 სკოლას 2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ ჰყავს. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 7 საჯარო სკოლაში პირველკლასელები არ იქნებიან. ხულოში ესაა გელაურის, კორტოხის, პარტნარის, პაქსაძეების, სკვანის, ტაბახმელის და ფუშრუკაულის საჯარო სკოლები. ამ სკოლებიდან, მაგალითად სკვანის და გელაურის სკოლებს პირველკლასელი არც 2019-2020 სასწავლო წელს ჰყოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებიდან …

მთის სკოლებში მოსწავლეებს სამხედრო გაკვეთილებს ჩაუტარებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს განცხადებით, 2022-2023 წლიდან 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე სამხედრო მომზადების პროგრამაში ჩაერთვება. პროგრამის განხორციელება დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონის სკოლების ბაზაზე. სამინისტროს თქმით, ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. „პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა, როგორც 12 ყოფილი …

დასაქმდებით თუ არა უცხოეთში ქართული პროფესიული განათლების დიპლომით – ინტერვიუ

შეუძლია თუ არ პირს დასაქმდეს ლეგალურად ევროპის რომელიმე ქვეყანაში ქართული პროფესიული განათლების დიპლომით ან სერტიფიკატით? – სწორედ ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებთ ახალგაზრდებს პროფესიული განათლების პროგრამის შერჩევისას. „ბათუმელები“ ამ თემაზე პროფესიული კოლეჯის, „ბლექსის“ დირექტორის მოადგილეს, მაია თოიძეს ესაუბრა. ქალბატონო მაია, თქვენი კოლეჯის მაგალითზე შეგიძლიათ აგვიხსნათ პრინციპი, თუ როგორ უნდა ჩაირიცხონ ახალგაზრდები ისეთ პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგ მათ …

როგორ დავეხმაროთ სკოლის დაწყების წინ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან

საქართველოს საჯარო სკოლებში საშუალო განათლების მიღება უფასოა, მაგრამ განათლებასთან დაკავშირებული ისეთი ხარჯები, როგორიცაა: სკოლის ფორმა, ჩანთა, საკანცელარიო ნივთები და სხვა, დიდ გავლენას ახდენს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებსა და ოჯახებზე. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სასკოლო ხარჯების ნაწილის დასაფარად ამჟამად შემოწირულობებს აგროვებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად ბავშვებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან თანხა უგროვდებათ როგორც ნაღდი …

„ჯერ ვერ ვფიქრობ საკუთარ თავზე“ – 19 წლის იაკობის ცხოვრება ნინოწმინდის პანსიონის შემდეგ

„დიდი არაფერი. ერთხელ აღმზრდელმა სილა გამაწნა. გული მეტკინა. არ მესმოდა რა დავაშავე. კუთხეში დავჯექი და ვტიროდი. პანსიონის ერთი ბავშვი მოვიდა ჩემთან. გვერდით დაჯდა, მხარზე ხელი მომკიდა და მითხრა, არაფერია, მალე გავიზრდებით და წავალთ აქედანო. გამიხარდა. როცა მარტო ხარ და მხარდამჭერი არ გყავს, მხოლოდ ცუდზე ფიქრობ: არავინ მყავს… ყურადღებას არავინ მაქცევს… ასე ფიქრობ. ორმა სიტყვამ შეიძლება …

დაიწყო გამოძიება უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მყისიერად დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.“ სამსახური აცხადებს, რომ „გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, …

რა უნდა შეიცვალოს 55 მლნ დოლარით საქართველოს განათლების სისტემაში – ინტერვიუ

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე მომდევნო ხუთ წელიწადში 55 მლნ-ზე მეტ დოლარს დახარჯავს. კონკრეტული პროექტები შეეხება როგორც სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში ხარისხის გაზრდას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ნინო უძილაურს ესაუბრა, რომელიც USAID-ში განათლების გუნდის ხელმძღვანელია. ქალბატონო ნინო, რომ გვითხრათ, კონკრეტულად  რისი გაკეთება იგეგმება ამ თანხით და …

დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლების ეროვნული სტრატეგია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა. სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ეროვნული სტრატეგია სამ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს. ეს არის: საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი და მდგრადი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა; თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა; განათლებისა და მეცნიერების …

ცვლილება სტუდენტების მობილობის წესში – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის ბრძანებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის წესში ცვლილება შევიდა. ცვლილება შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც სხვა სასწავლებლებში აპირებენ მობილობას. ბრძანების მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის შეცვლის შემთხვევაში სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას კი სტუდენტი ვალდებულია …

იღებ დიპლომს, რა ხდება შემდეგ? – რას ჰყვებიან ბაკალავრები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი გასულ კვირას დამთავრდა. მეოთხე კურსელებმა ჩაიცვეს მანტიები და ბევრი ფოტოც გადაიღეს უნივერსიტეტის სხვადასხვა სართულსა და ეზოში. ბსუ-ს კურსდამთავრებულებს, ანა ვარშანიძესა და მარიამ ფუტკარაძეს ვკითხეთ, თუ რა ხდება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. ანა ამბობს, რომ პროფესია ჯერ არ აქვს, მიუხედავად იმის, რომ მან ახლახან ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრიატი დაასრულა. „დიპლომის გარდა სხვა უნარები …

მე-15 სკოლის პროექტი იცვლება – ემატება 2 სართული საკლასო ოთახებისთვის

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი კორპუსი და სპორტდარბაზი უნდა აშენდეს. სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტში შედის ცვლილება. ერთსართულიან სპორტდარბაზს, რომელიც ცალკე უნდა აშენებულიყო, დაემატება ორი სართული, სადაც საკლასო ოთახები განთავსდება. პროექტის ცვლილება სპორტდარბაზის ზომებში შემცირებასაც გამოიწვევს. დოკუმენტების მიხედვით „N15 საჯარო სკოლა მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა და შესაბამისად, სკოლა მოსწავლეების რაოდენობის …

„ქიმია მომავლის დარგია, ამიტომ ვირჩევ“ – აბიტურიენტები გამოცდების წინ

საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათ შორის, ქიმიის შესწავლას, არც ისე ბევრი აბიტურიენტი გეგმავს. ქიმიის რეპეტიტორები, რომლებიც აბიტურიენტებთან მუშაობენ, ამბობენ, რომ მათთან ქიმიაში ძირითადად ის მოსწავლეები ემზადებიან, რომლებიც სამედიცინოზე აპირებენ ჩაბარებას, ქიმიის ფაკულტეტზე ჩაბარებას კი თითო-ოროლა აბიტურიენტი თუ გეგმავს. რატომ აირჩიეს ქიმია? რატომ არ არის ეს საგანი პოპულარული საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ 2 აბიტურიენტს ესაუბრა, რომლებსაც …

პირველკლასელებისთვის 700 ათას ლარად ჭადრაკის დაფებს შეიძენენ

700 ათასი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებისთვის საჭირო სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფების შესაძენად. დაფებს პირველკლასელებისთვის შეიძენენ, ვინაიდან ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ჭადრაკის დაფების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. სააგენტო, ტენდერის ფარგლებში, 4 000 ჭადრაკის სადემონსტრაციო …

აბიტურიენტი, რომელიც მუშაობს და თვითონ იხდის რეპეტიტორის ფულს

18 წლის ნიკოლოზ ალაფიშვილი აბიტურიენტია. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მომზადების პარალელურად იგი ბარმენად მუშაობს ბათუმში, გამომუშავებული თანხით მეცადინეობის ხარჯებს ფარავს და თან ფულს აგროვებს სტუდენტური ცხოვრებისთვის. ნიკოლოზს ვთხოვეთ ეამბო, როდის და რატომ გადაწყვიტა მუშაობა და როგორია, იყო აბიტურიენტი და პარალელურად მუშაობდე კიდეც. „მუშაობა 15 წლისამ გადავწყვიტე. ჩემს ოჯახს ამ პერიოდში ფინანსურად უჭირდა და მინდოდა, რომ …

ახალი სასწავლო ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის

„განათლების კოალიცია“, „გაეროს ბავშვთა ფონდი“ და  „საერთაშორისო პლატფორმა CK-12“  სკოლებისთვის ახალ ინიციატივას იწყებენ. უნდა შეიქმნას „საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“, რომლის მიზანი CK-12-ის რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 60 საჯარო სკოლა და პროექტის დასკვნით ეტაპზე გამორჩეული პრაქტიკის მქონე 10 მათგანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება. „განათლების კოალიციის“ ინფორმაციით, ამ ქსელში ის სკოლები ჩაერთვებიან, …

ქიმია და ბიოლოგია მედიცინის შესწავლის ნაცვლად – ბათუმელი სტუდენტის არჩევანი

გიორგი მიქაძე 19 წლის სტუდენტია ბათუმიდან. მან სკოლა გასულ წელს დაასრულა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, 70%-იანი გრანტით, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა გიორგიმ გადაწყვიტა წელს ხელახლა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები და შეიცვალოს პროფესია – ამჯერად იგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას აპირებს აგრარულ უნივერსიტეტში. ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია გიორგის საყვარელი საგნებია ბავშვობიდან. რატომ შეცვალა პროფესიული არჩევანი და …

როგორ გავხდეთ „ფლექსის“ ფინალისტი? – რჩევები პროგრამის 5 გამარჯვებულისგან

FLEX-ი, მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა აშშ-ში, რომელსაც სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ბევრი მოსწავლის ოცნებაა. ზოგი მოსწავლე პირველივე ცდაზე ხდება პროგრამის გამარჯვებული, ზოგი რამდენიმე ცდის შემდეგ აღწევს მიზანს. 2022 წელს „ფლექსის“ ფარგლებში საქართველოდან 70 მოსწავლე გაემგზავრება აშშ-ში სასწავლებად, მათგან 8 მოსწავლე აჭარიდანაა. რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ „ფლექსის“ ფინალისტი გავხდეთ? – „ბათუმელებმა“ 5 ფინალისტს სთხოვა, გაეზიარებინათ …

ბათუმელი გოგო ჩიკაგოში მოლეკულურ ინჟინერიას 100%-იანი გრანტით ისწავლის

18 წლის ბათუმელმა მარიამ კაცაძემ წელს ამერიკაში, ჩიკაგოს უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით, მოლეკულური ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა. მარიამმა წელს დაამთავრა სომხეთში United World Colleges Dilijan-ის სკოლა, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა. 4 თებერვალს, როცა სამი უცხოური უმაღლესი სასწავლებლიდან ერთდროულად მიიღო ჩარიცხვის თანხმობა, იგი დილიჟანში, სკოლის კამპუსში იყო. „პასუხები ჩარიცხვასთან დაკავშირებით დილის 6 საათზე გავხსენი. მაგ დღეს …

სტუდენტი, რომელიც ბათუმში ფოთიდან დადის უნივერსიტეტში – „ბინა ვერ დავიქირავე“

20 წლის ფოთელი სოფია ლუპა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის მეორე კურსის სტუდენტია. სოფია ბსუ-ში ყოველ სასწავლო დღეს ფოთიდან დადის. იგი გვიყვება, რომ ბათუმში ბინის დაქირავებას ვეღარ ახერხებს, თუნდაც უნივერსიტეტისგან მოშორებით, რადგან ბოლო თვეებია ბათუმში ბინების დაქირავება გაძვირდა: „როგორც ბევრი სტუდენტი, მეც ვერ ვახერხებ ბინა ვიქირავო ბათუმში, რადგან ფასები ძალიან გაიზარდა. …

ბათუმის მე-20 სკოლაში უკრაინული სექტორი გახსნეს, სადაც 100 ბავშვი ისწავლის

დღეს, 18 მაისს, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. სკოლაში ასი უკრაინელი ბავშვი ისწავლის 1-4 კლასების ჩათვლით. სექტორის გახსნას ესწრებოდნენ  საქართველოს და აჭარის განათლების მინისტრები, ასევე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი. უკრაინელი მოსწავლეები ბათუმში განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ. უფრო ადრე უკრაინელი სექტორი თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, …

მასწავლებლების დეფიციტის გამო სათანადო განათლება 15 ათასმა მოსწავლემ ვერ მიიღო – აუდიტი დისტანციურ სწავლებაზე

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში მასწავლებლების დეფიციტის გამო, „არსებობს რისკი, რომ 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში სათანადო განათლება ვერ მიიღო ჯამში, დაახლოებით, 15 000-მა მოსწავლემ“. „მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა „დისტანციური სწავლება“,  რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული …

რატომ გადაწყვიტა მარნეულელმა ბიჭმა სტუდენტობა ბათუმში

„არ აქვს მნიშვნელობა  ვინ ვართ – ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები თუ სომხები. მე ვფიქრობ, ყველამ, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო ენა“, – ამბობს ჰადი ბადირხანოვი. 20 წლის ჰადი ბადირხანოვი მარნეულიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. მან ბსუ-ში პროგრამით  – 4+1 ჩააბარა. იგი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლას ივლისის ბოლოს ამთავრებს. მას სამომავლოდ მუშაობა საჯარო …

კოლეჯ „ბლექსის“ მშენებლობის თანხა 1,1 მილიონით გაიზარდა და 17,5 მილიონია – ტენდერი

კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხელახალი ტენდერი 17 534 630 ლარით გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება წინა ტენდერთან შედარებით 1 114 387 ლარითაა გაზრდილი. კოლეჯის ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქ N1-ში უნდა აშენდეს. წინა ტენდერი 16 420 243 ლარით იყო გამოცხადებული, თუმცა, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, სააგენტოს სამუშაოებს …

რატომ ვსწავლობთ გეოგრაფიას? – ბათუმელი მოსწავლეების შეხვედრა სახელმძღვანელოს ავტორთან

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში მოსწავლეები გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს, მაია ბლიაძეს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები კითხვებს სვამდნენ მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ, გლობალურ დათბობაზე და ბუნებრივ კატასტროფებზე. ორი შეკითხვა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც დასვეს მოსწავლეებმა. მათ აინტერესებთ, თუ რა გავლენას ახდებს ომები გარემოზე, კერძოდ, გლობალურ დათბობაზე? წიგნის ავტორმა მაია ბლიაძემ, პირველ რიგში …

თბილისში 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. უკრაინიდან ლტოლვილ მოსწავლეებს I-XI კლასის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ. სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულ სექტორზე სწავლის სურვილი 130-მა ბავშვმა გამოთქვა. ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში უკრაინული სკოლა 1999 წელს საქართველოში მცხოვრები უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს მიმართვის საფუძველზე დაფუძნდა და ფუნქციონირებდა. „2011 წელს, …

„თავისუფლება ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა“ – ინტერვიუ პედაგოგთან

რა სჯობს, მშვიდობა თუ თავისუფლება, – „უკრაინელებმა დღეს დაამტკიცეს, რომ არც ილია, არც ვაჟა და არც ჰომეროსი ტყუილ-უბრალოდ არ დაწერილა და ჩვენ ისევ ვსვამთ კითხვას, ვინ არის მტერი?“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფო გოგოხია, „ბათუმელებთან“ ეროვნული ცნობიერების მნიშვნელობასა და თავისუფლებაზე საუბრობს. ქალბატონო სოფო, დღეს, ისევე როგორც ალბათ წინა წლებში, …

თბილისში უკრაინელი ბავშვებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. სამინისტროს ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას ექნებათ. ამ დროისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა ასაკის 190 უკრაინელი ლტოლვილი ბავშვია ჩარიცხული. საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინელი ხალხისა და მოსწავლეების მხარდაჭერისათვის და …

№2 სკოლის რემონტის გამო ონლაინსწავლებაზე გადასვლას მშობლების ჯგუფი აპროტესტებს

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის რემონტის გამო მოსწავლეები ონლაინსწავლებაზე გადადიან. სკოლის გადაწყვეტილებას ზოგიერთი მშობელი აპროტესტებს, მათ მიაჩნიათ, რომ პანდემიის პერიოდში ბავშვები ისედაც დაზარალდნენ და ვერ მიიღეს ხარისხიანი განათლება. „ახლა კი ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, თითქოსდა ბავშვების ინტერესების გამო ვაკეთებთ რემონტს, მეორე მხრივ კი, ვაზარალებთ მათ ყველაზე საუკეთესო ინტერესებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება,“ – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, …

BTU აბიტურიენტისთვის უფასო ტრენინგების სერიას 10 ქალაქში ჩაატარებს

ტრენინგების სერია აბიტურიენტებისთვის საჩუქრად – ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი შეთავაზებაა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი აბიტურიენტისთვის. 2020 წლის შემდეგ BTU აბიტურიენტებს სხვადასხვა კურსს, ტრენინგსა თუ აქტივობაში ჩართვას უფასოდ სთავაზობს. კამპანია „BTU აბიტურიენტებისთვის“ წელსაც გრძელდება და ამჯერად უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს უფასო ტრენინგების სერიას სთავაზობს. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, BTU მოსამზადებელ ტრენინგებს …

25 000 ლარი და 4 წელი დავხარჯე – აბიტურიენტი რომ ვიყო, უნივერსიტეტში არ ჩავაბარებდი

გოჩა ხმალაძემ საჯარო მართვისა და პოლიტიკის სპეციალობა ბათუმში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ისწავლა. მან ბაკალავრი 2018 წელს დაამთავრა. ამბობს, რომ სტუდენტობის წლებში თავს თურქეთში, სეზონური სამუშაოებით ირჩენდა და მხოლოდ სწავლის საფასურში 20 000 – 25 000 ლარი აქვს დახარჯული. გოჩა ახლა 31 წლისაა და იხსენებს, რომ სტუდენტობის წლებში ქირით ცხოვრობდა და ცდილობდა, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად  ემუშავა კიდეც. …

Exit mobile version