რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება? – მასწავლებლის მოსაზრება

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება. დღეს საქართველოს და მსოფლიო ისტორია ერთ საგნად ისწავლებაი. რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე გამოტანა სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის №16 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ თევზაძე საუბრობს. ქალბატონო თამარ, ფიქრობთ, რომ საქართველოს ისტორია ცალკე უნდა ისწავლებოდეს? რა შეიცვლება ამით? ეს ფაქტი, …

სკოლებში „საქართველოს ისტორია“ ცალკე საგნად გამოიყო

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფას ითვალისწინებს მე-10 და მე-12 კლასებში. ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო მოდებაძის განმარტებით, „დღევანდელი მდგომარეობით, საგანი ისტორია ისწავლება მე-7 კლასიდან მე-12 ჩათვლით, ოღონდ საქართველო და მსოფლიო ისტორია ერთად“. მოდებაძის თქმით, მეცხრე კლასის სახელმძღვანელოები ახალია, თუმცა მასაც „საქართველო და მსოფლიო ისტორია“ აწერია. …

ქედის სკოლებში მზის პანელების მონტაჟზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალების დამონტჟებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა უცვლელია – 349 645 ლარი. წინა ტენდერი, რომელშიც წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდა – არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ახალ ტენდერში კი, წინადადებების მიღება 2022 წლის 18 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. სკოლებში მზის …

24 წლის ბათუმელ ქალს 3 შვილი ჰყავს, მისი ბავშვები სკოლასა და ბაღში ვერ დადიან

თეონა 24 წლისაა და 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ პირველი შვილი 15 წლის ასაკში გააჩინა. ახლა სამივე შვილს მარტო ზრდის. საბავშვო ბაღსა და სკოლაში არასდროს უვლია. თეონამ არც წერა-კითხვა იცის სრულყოფილად. ამბობს, რომ წიგნი არასდროს წაუკითხავს და არც კი იცის ეს რა განცდაა. ანბანიც სულ რამდენიმე წელია, რაც ისწავლა. „როცა მარშრუტკაში გინდა ასვლა, ციფრები …

იცის ინგლისური, შვედური და უკვე სომხურიც – გოგო, რომელიც სომეხ ბავშვებს ქართულს ასწავლის 

სალომე ლომიძე თითქმის ათი წელია, რაც ჯავახეთის სომხურენოვან სკოლებში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. განათლებით ფილოლოგია, იცის ინგლისური, შვედური, რუსული და ახლა უკვე სომხური ენაც. სომხური ჯავახეთში ისწავლა, აქ მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ უკვე ესმის სომხური ენის სხვადასხვა დიალექტიც კი. ახლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებელია. 10, 15 წლის წინ სოფელ ფოკაში ძნელად იპოვიდით ვინმეს, ვისაც ქართული …

ვინ შეიძლება იყოს მაძიებელი მასწავლებელი – ცვლილება კანონში

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილება შევიდა, რის მიხედვითაც ოფიციალურად განიმარტა, თუ ვინ შეიძლება იყოს მასწავლებლობის მაძიებელი. მაძიებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი, ასევე, სახელოვნებო და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მინიმუმ ორი წელია მუშაობს. ამასთან, მაძიებელი მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს …

მასწავლებელი ორ სკოლაში არ უნდა მუშაობდეს – ინტერვიუ სკოლის დირექტორთან

საქართველოში 60 ათასამდე მოქმედი მასწავლებელია. აქედან უმრავლესობამ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, ზოგიერთი წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ფლობს, მცირე რაოდენობა კი მენტორი მასწავლებელი გახდა. იცვლება თუ არა სკოლებში სწავლის ხარისხი მასწავლებლის სტატუსის ზრდის პარალელურად? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის №15 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე საუბრობს. ქალბატონო ნინო, როგორ ფიქრობთ, მასწავლებლის სტატუსის ზრდა აისახა სწავლა-სწავლების ხარისხზე თუ …

როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ესტონეთში

ვაკო გოგუაძე ბათუმელია. ის ბოლო შვიდი წელია ესტონეთში ცხოვრობს და მუშაობს. ვაკო იმ მიზეზებზე გვიყვება, რის გამოც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ევროპაში. ვაკო, რამდენი წელია, რაც ესტონეთში ცხოვრობთ და რატომ დატოვეთ საქართველო? უნივერსიტეტი ბათუმში 2009 წელს დავამთავრე და მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ და მინდოდა ჩემს …

საჩინოს სკოლის სახურავის აღდგენაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

80 876 ლარი დაიხარჯება ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის სახურავის აღდგენაში. აჭარის განათლების სამინისტრო სამუშაოებს ტენდერის გარეშე შეისყიდის. „2022 წლის 15 იანვარს ძლიერმა ქარმა დააზიანა სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სახურავი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახურავის ნაწილი მთლიანად გადახდილია ხის კონსტრუქციასთან ერთად, შენობა დაუცველია ნალექისგან, ასევე არსებობს დაზიანებული სახურავის სკოლის ტერიტორიაზე ჩამოყრის საფრთხე.“ – აღნიშნულია …

16,4 მილიონი ლარი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობისთვის ბათუმში – ტენდერი

კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი 16 420 243 ლარით გამოაცხადა. კოლეჯის ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქ N1-ში უნდა აშენდეს. „პროექტით გათვალისწინებულია 3-სართულიანი შენობა, შეკიდული ვიტრაჟული სისტემით, უმეტეს ნაწილზე გამოყენებულია საჩრდილობლები კომპოზიტური პანელებით. პირველ სართულზე ძირითადად განლაგებულია სახელოსნოები, სასადილო დარბაზი სამზარეულოთი, ჰოლი სპორტული სივრცით. II და III სართულებზე – ადმინისტრაციული …

ბავშვების 60%-მა საშუალო და დაბალი შეფასება მიიღო პანდემიაში – პარლამენტის კვლევა

პარლამენტის განათლების კომიტეტმა თემატური მოკვლევის ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ ზოგად განათლებაზე.  პანდემიის გავლენა მოსწავლეების განვითარებაზე  განათლების სამინისტროს ჯერჯერობით არ შეუფასებია, ამიტომ კომიტეტის დასკვნები, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ირიბ ინდიკატორებზე დაყრდნობით არის გაკეთებული. დასკვნის მიხედვით, სასკოლო ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში, „თუმცა სხვა საფეხურებზე მასწავლებლებსა და დირექტორებს უჭირთ სასწავლო დანაკარგის შეფასება,“- წერია ანგარიშში. …

სწავლის დაწყებამდე სკოლებში პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები კოვიდზე დატესტეს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვარს სწავლა საკლასო ოთახებში განახლებამდე რეგიონის სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარეს. სწავლის დაწყებამდე პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირება განხორციელდა „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დასაცავად, სკოლები უზრუნველყოფილია სადეზინფექციო მარაგებით და ყველა საჭირო ინვენტარით. სწავლის დაწყებამდე სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირება განხორციელდა. კვლავ, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებში წერტილოვანი …

პროფსასწავლებლებს უფლება აქვთ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება გაყიდონ – მთავრობა

სახელმწიფო სასწავლებლებისთვის, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, მთავრობამ, შექმნილი პროდუქციისა და ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, ასევე, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, სასწავლებლებს უფლება აქვთ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შემოსავალი. ეკონომიკური საქმიანობა კი, ამ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე სასწავლო პროცესში, ან საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის …

სკოლებში სწავლება 17 იანვარს განახლდება – დისტანციური სწავლება ამ სემესტრშიც დაუშვეს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა შემდეგი ორშაბათიდან, ანუ 17 იანვრიდან განახლდება. კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა. დისტანციურად სწავლის მოსურნე ბავშვებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ მისამართზე სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. სარეგისტრაციო ველი დღეიდან უკვე გახსნილია. …

პედაგოგების ხელფასები 100 ლარით იზრდება – სტატუსის დანამატი I მინისტრის ბრძანება

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, 2021 წლის 30 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით, მასწავლებლები მიმდინარე წლის იანვრიდან გაზრდილ დანამატებს მიიღებენ. დადგენილებაში შეტანილი ახალი ცვლილებით, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა: უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით [იყო 570]; წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით [იყო 950]; მენტორის …

29 საჯარო სკოლში მზის პანელებს დაამონტაჟებენ – ქედა

ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალები უნდა დაამონტაჟონ. მომსახურების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 349 645 ლარია. პანელების მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერის პირობის მიხედვით, „ამ ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები [მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი …

რამდენად სწორია 1-კრედიტქულიანებისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება – ინტერვიუ პედაგოგთან

როლანდ შავაძე ინგლისურ ენას ასწავლის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში. მას ვთხოვეთ 2021 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ დოკუმენტში შეტანილ ცვლილების შეფასება, რომლის თანახმად უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ, როგორც ერთკრედიტქულიანი, ისე ათკრედიტქულიანი მასწავლებლები. როლანდ შავაძე ასწავლის პროგრამის ფარგლებში – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“. ბატონო როლანდ, აქამდე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება შეძლეს …

მოსწავლეებისთვის ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი. საგანმანათლებლო პლატფორმა აერთიანებს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, განმარტებით ვიდეოებს, ჩეთბოტებსა და სხვადასხვა სახის სავარჯიშოს. საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს. ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსის პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, …

1-კრედიტქულიან პედაგოგებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭებათ – ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობამ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 30 დეკემბერს გამოაქვეყნა. ცვლილებების თანახმად, უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება, როგორც 1-კრედიტქულიან მასწავლებლებს, ისე 10-კრედიტქულიანებს. 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს. „იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან …

ვაკანსიები პედაგოგების პოზიციაზე ბათუმის საჯარო სკოლებში

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგის პოზიციაზე არაერთი მიმდინარე ვაკანსიაა გამოცხადებული. ამჟამად ბათუმის სკოლებში 30 მასწავლებელს ეძებენ, თუმცა მონაცემები იცვლება. ქალაქის მასშტაბით ყველაზე მეტ ახალ ვაკანსიას ამჯერად მეცხრე საჯარო სკოლა აცხადებს. გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით, ბათუმის მე-9 საჯარო სკოლა 5 მასწავლებელს ეძებს, ვაკანსიის განაცხადის შევსების ვადად კი 6 იანვარია გაწერილი.  გამოცხადებული ვაკანსიების საბოლოო ვადა ძირითადად 4 …

44 687-მა სტუდენტმა სტატუსი შეიჩერა – რას ჰყვებიან სტატუსაღდგენილი სტუდენტები

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში 44 687-მა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი სხვადასხვა მიზეზით. უწყების ინფორმაციით, იმავე პერიოდში 25 998-მა სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი. უწყების ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლებში: 23 202 სტუდენტს ჰქონდა სტუდენტის სტატუსი წლის განმავლობაში შეჩერებული 13 226-მა სტუდენტმა შეძლო სტატუსის აღდგენა 2020-2021 სასწავლო წლებში: 21 485 სტუდენტს ჰქონდა …

რას შეცვლის პედაგოგებისთვის სასწავლო პროცესში რესურსცენტრების ჩარევა

განათლების მინისტრმა  მასწავლებლის კარიერული სქემის ცვლილებები დააანონსა მომავალი წლიდან და ასევე თქვა, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე პასუხისმგებელი რესურსცენტრები იქნებიან. რას მოუტანს ცვლილებები სკოლებს და რა სჭირდება რეალურად მასწავლებელს პროფესიული განვითარებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მზია სალაძეს ესაუბრა. ის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, კურიკულუმის დანერგვის ექსპერტია ბათუმსა და …

ჩხენკელის თქმით, რესურსცენტრების უფლებები და ვალდებულებები იზრდება

დღეს, პირველ დეკემბერს, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე საქართველოს პარლამენტში ისაუბრა. მისი თქმით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მომავალში ახალი ფუნქცია მიენიჭებათ. „იქმნება რესურსცენტრების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები რეგიონულ დონეზე გახდებიან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც. საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების …

ბაბლერი – სოციალური ქსელი, რომელიც ქართველმა ბიჭებმა პანდემიისას შექმნეს

ავტორი: ევა ართმელაძე  Bubbler App, იგივე „ბაბლერი“ ქართული სოციალური ქსელია საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის, რომლის შექმნის იდეაც ავტორებს პანდემიის დროს დაებადათ.  „ბაბლერი“ სამმა ქართველმა ბიჭმა შექმნა: ლუკამ, ნიკამ და დაჩიმ.  ლუკა ხათრიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტია და მარკეტინგის სფეროში, პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობს. ბავშვობაში ხელოვნება და მუსიკა აინტერესებდა, რის გამოც თეატრალურზე ჩაბარებას ფიქრობდა, თუმცა 18 …

უნივერსიტეტში დაბრუნება 8 წლის შემდეგ სტუდენტის აღდგენილი სტატუსით

ავტორი: ევა ართმელაძე 28 წლის ირმა მელაძე წელს ბათუმის უნივერსიტეტში დაბრუნდა, სტუდენტობის 8 წლით შეწყვეტის შემდეგ. ირმამ ბსუ-ში 2012 წელს ჩააბარა ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე, თუმცა პირველი კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტის სტატუსის შეჩერება მოუხდა, როგორც თავად ამბობს, ოჯახური პირობების გამო და უნივერსიტეტს წელს, 8 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ირმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანიდანაა, თუმცა ახლა ქედაში ცხოვრობს …

4 ოქტომბერს სწავლა განახლდება სკოლის შენობებსა და უნივერსიტეტებში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განახლდება. ასევე მუშაობას განაახლებენ ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.  გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ყველა რეკომენდაციის დაცვით უნდა დაიწყოს, ყველა მოსწავლისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

აჭარაში სწავლა სკოლის შენობებში, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს განახლდება

აჭარაში სწავლა სკოლის შენობებში, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს განახლდება. ამის საფუძველს იძლევა კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი რეგიონში. დღევანდელი, 27 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი არის 1.8%, ბოლო 7 დღის განმავლობაში – 2.9%, ბოლო 14 დღის კი – 3.2%. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც …

ინდოელ სტუდენტებს საქართველოს მთავრობა კვლავ დისკრიმინაციულად ეპყრობა – TDI

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები ინდოელი სტუდენტების მიმართ კვლავ დისკრიმინაციულია და შეიცავს სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“. ორგანიზაციის განცხადებით, ინდოეთის მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, უკვე თვეებია ვერ ახერხებენ ინდოეთიდან საქართველოში დაბრუნებას. მათთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საფუძვლით დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული, არაგონივრული და დისკრიმინაციულია. „2021 წლის 15 აპრილს პანდემიის …

სახელმწიფო სასწავლო გრანტი სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსება ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას. ეს კატეგორიებია: მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები; სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან; აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები; …

უნივერსიტეტებში 100%-იანი გრანტით – ბათუმელი სტუდენტები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება ათასამდე აბიტურიენტმა მოიპოვა. დაახლოებით ამდენივე დააფინანსა გასულ წელსაც სახელმწიფომ. „ბათუმელები“ რამდენიმე სტუდენტს ესაუბრა, რომლებმაც წელს ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვეს. წელს 29 362 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა. ელენე შაინიძე ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში სწავლობდა, წელს თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართლის …

ჩვენი მასწავლებლების 70-80 პროცენტი აცრილია – ბათუმის 4 სკოლის დირექტორი 

ბათუმში საჯარო სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ მათი თანამშრომლების 70-80 პროცენტი ვაქცინირებულია. „ბათუმელები“ ოთხი საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა, აღნიშნული სკოლები მაღალკონტინგენტიანია. ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ 125 თანამშრომლიდან 82 აცრილია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით. „ნაწილი კი, ვინც დარჩა, ზოგს პირველი დოზა აქვს გაკეთებული და მეორეს ელოდება. ნაწილს რაღაც ჩვენება აქვს“, – ამბობს მარიზა …

სკოლებში სწავლა დაიწყება, თუ მასწავლებლების 80% აიცრება, აცრილია 46%

სწავლა სკოლის შენობებში რომ განახლდეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასწავლებლების 80 პროცენტი უნდა იყოს აცრილი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, ქვეყანაში დღეს მასწავლებლების მხოლოდ 46 პროცენტია აცრილი. „სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ს ქვემოთ და სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალის, პედაგოგ-მასწავლებლების 80% არ აიცრება, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ“, – განაცხადა 27 აგვისტოს ამირან …

ბათუმის „კომაროვის“ სკოლაში 75 ადგილზე 145 მოსწავლე დარეგისტრირდა

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების [„კომაროვის“] სკოლაში მოსახვედრად გამოცდაზე 145 მოსწავლე დარეგისტრირდა. სკოლაში მოსწავლეები მათემატიკაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხებიან. მათემატიკის გამოცდა 2021 წლის 25 აგვისტოს ჩატარდება. სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა წელს მხოლოდ სამი კლასი იქნება და 75 მოსწავლეს მიიღებენ – 50 მოსწავლეს მე-7 კლასში [25-25 თითო კლასში] და 25 მოსწავლეს მე-8 კლასში. გამოცდის ჩასაბარებლად …

უცხო ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ენებში ჩატარებული გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. აბიტურიენტი შედეგის გასაცნობად უნდა შევიდეს აღნიშნულ ვებგვერდზე და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობაც. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. …

ბათუმის მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ახალ სკოლაში პედაგოგებს კონკურსით შეარჩევენ

ბათუმის მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მოსწავლეთა მიღება დაიწყო, რაც შეეხება პედაგოგებს, მათ კონკურსის წესით შეარჩევენ. „პედაგოგების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსი, თუმცა რამდენი პედაგოგი იქნება საჭირო და როდის გამოცხადდება კონკურსი, დამოკიდებულია იმ პროცესის დასრულებაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ესაა მოსწავლეთა რეგისტრაცია მათემატიკის გამოცდაზე, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები სკოლაში. გაირკვევა რამდენი მოსწავლე ჩაირიცხება, დაზუსტდება საათების რაოდენობა და …

ბათუმის „კომაროვის“ სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო

ბათუმის „კომაროვის“ [ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების] სკოლაში მოსწავლეების მისაღებად რეგისტრაცია დაწყებულია. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან მათემატიკაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე. მისაღები გამოცდების ონლაინრეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 2021 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. ამასთან, არ არის სავალდებულო მოსწავლე ბათუმში ან აჭარის სხვა მუნიციპალიტეტში იყოს რეგისტრირებული. სკოლას აქვს საერთო საცხოვრებელი, თუმცა წელს საერთო საცხოვრებელი არ იფუნქციონირებს. …

Exit mobile version