მთავარი,სიახლეები

რომელ სტუდენტებს დაუფინანსებენ სწავლის გადასახადს – სამინისტროს განმარტება

30.03.2021
რომელ სტუდენტებს დაუფინანსებენ სწავლის გადასახადს – სამინისტროს განმარტება

„დაფინანსებას მიიღებს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2021 წლის 11 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით კონკურსში მონაწილე ყველა ის პირველი კურსის სტუდენტი, რომელთა განცხადებები აკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დღეს, 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის გამო ყველა სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლის გადასახადს, ვისი განცხადებაც შესულია აჭარის განათლების სამინისტროში.

აჭარის განათლების სამინისტროში დაგვიკონკრეტეს, რომ სწავლის გადასახადს აჭარის რეგიონში მცხოვრებ 230 პირველკურსელს დაუფინანსებენ. ეს სტუდენტები სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და დაფინანსების მოსაპოვებლად განცხადება უკვე შევსებული აქვთ. შესაბამისად, ამ 230 პირიდან საკონკურსო კომისია აღარ შეარჩევს იმ სტუდენტებს, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ – ყველა მათგანის სწავლის საფასური დაიფარება ბიუჯეტიდან. პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 350 ათას ლარამდე გაიზარდა.

აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით, დაფინანსების გაზრდის გარეშე 230-დან დაახლოებით 56 სტუდენტის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი.

ჯამში კი სამინისტრო 650-ზე მეტი სტუდენტის გაზაფხულის სემესტრის სწავლას დააფინანსებს. საუბარია იმ სტუდენტებზეც, რომლებიც პირველ კურსზე აღარ არიან.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება იმ სტუდენტების სწავლის საფასური, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71%-ისა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას:
  •  სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან;
  •  სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო;
  •  სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები;
  •  სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე;
  •  სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  •  სტუდენტები, რომლებსაც ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: