განათლება,მთავარი,სიახლეები

რა ცვლილებებია მასწავლებლის გამოცდებზე წელს – კითხვები და პასუხები

14.06.2021 • 7361
რა ცვლილებებია მასწავლებლის გამოცდებზე წელს – კითხვები და პასუხები

14 ივლისს პრაქტიკოსი მასწავლებლები საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას ჩააბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გამოცდების დეტალებთან დაკავშირებით.

  • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა რამდენია?[checklist]
  • უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60 პროცენტზე მეტი ანუ 33 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობა არის 4 საათი. პროფესიული უნარების ტესტში 3 ტიპის დავალებაა: არჩევითპასუხებიანი, შესაბამისობისა და ღია დავალებები.

[/checklist]

  • თუ სთავაზობთ მასწავლებლებს რაიმე სახის დამხმარე მასალას, რაც მათ უკეთესად მომზადებაში დაეხმარება და სად შეიძლება მოვიძიოთ ამის შესახებ ინფორმაცია?

[checklist]

  • დამხმარე მასალები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია.

[/checklist]

  • მასწავლებლობის მსურველს რა შემთხვევაში ეთვლება ზღვარი დაძლეულად? 

[checklist]

  • მაძიებელ მასწავლებელს ზღვარი დაძლეულად ეთვლება იმ შემთხვევაში, თუ ის გამოცდაზე მაქსიმალური ქულის 60 პროცენტზე მეტს დააგროვებს.

[/checklist]

  • მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი?

[checklist]

  • მასწავლებლობის მსურველი პირები აბარებენ მხოლოდ საგნის გამოცდას. პროფესიული უნარების ჩაბარების ვალდებულება კი აქვთ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს. პროფესიული უნარების ტესტი მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენად შეუძლია მას სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრება.  მასწავლებლის პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურება იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ პროფესიისათვის აუცილებელი უნარებიც.

[/checklist]

  • მასწავლებლობის მსურველები და მოქმედი მასწავლებლები ერთსა და იმავე ტესტს აბარებენ? და თუ განსხვავდება რამით მათი გამოცდა ერთმანეთისაგან?

[checklist]

  • პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგების ტესტი იდენტურია. ისინი ერთად და ერთსა და იმავე დღეს გადიან ტესტირებაზე. მათი განაწილება საგამოცდო ცენტრებსა და სექტორებში ხდება შემთხვევითობის პრინციპით.

[/checklist]

  • მასწავლებლის გამოცდა შეიძლება თუ არა ჩააბაროს სტუდენტმა?

[checklist]

  • საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს მხოლოდ დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, რადგან დიპლომის გარეშე შედეგის გამოყენება შეუძლებელია პედაგოგიური საქმიანობისათვის.

[/checklist]

  • ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს წელს ცვლილება თუ შეეხო?

[checklist]

  • ტესტი კვლავ სამი ნაწილისაგან შედგება:  ქართული ენა;  ქართული ლიტერატურა და მხატვრული ტექსტის ანალიზი. თუმცა ცვლილებები შეეხო ტესტის სამივე ნაწილს. ქართული ენა  – 2021 წელს სტილისტიკის, გრამატიკისა და პუნქტუაციის ცოდნა შემოწმდება 6 ორქულიანი ღია ტიპის დავალებით, გასულ წელს ამ ტიპის დავალება იყო 7. ასევე, ამოღებულია ერთი კომპლექსური (ოთხქულიანი) დავალება, რომელიც გრამატიკის თეორიულ ცოდნასა და სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ამოწმებდა. დარჩა ორი კომპლექსური დავალება: პირველი, პუბლიცისტურ ტექსტში დასმულ პრობლემატიკაზე მსჯელობა, რომელიც შეფასდება 11 ქულით, ნაცვლად 7 ქულისა და მეორე – მოსწავლის ნაწერის შეფასება, რომელსაც ცვლილებები არ შეხებია. ქართული ლიტერატურა – 2021 წელს ლიტერატურის ცოდნა შემოწმდება 15 არჩევითპასუხებიანი დავალებით (15 ქულა), გასულ წელს ამ ტიპის დავალება იყო 20. მხატვრული ტექსტის ანალიზი – დავალების პირობა იგივე რჩება. ცვლილებები შეეხება შეფასების კრიტერიუმებს. მაქსიმალური შეფასება იქნება 20 ქულა (გასულ წელს ამ დავალების მაქსიმალური შეფასება იყო 15 ქულა). 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს მოაკლდა 10 არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება). როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, შესაძლებელი გახდა ტესტირების ხანგრძლივობის შემცირება. 2021 წელს ტესტური დავალებების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა და მთლიანობაში შეადგინა 17 დავალება. ამდენად, 2021 წელს ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, ხოლო ტესტირების ხანგრძლივობა – 4 საათი.

[/checklist]

  • სამოქალაქო განათლების გამოცდას 2021 წელს შეეხო გარკვეული ცვლილებები, კონკრეტულად რა ცვლილებას გულისხმობთ?

[checklist]

  • 2021 წლის სამოქალაქო განათლების საგამოცდო ტესტის ფორმატის განახლების შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდა 55, ტესტის შესრულებისათვის საჭირო დრო კი – 4 საათი, ტესტურ დავალებათა რაოდენობა – 23. 2021 წლის საგამოცდო ტესტში აღარ შევა შემდეგი დავალებები: დავალება N11 (1-ქულიანი) – სამოქალაქო განათლების საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა ცოდნას შეამოწმებს 10 არჩევითპასუხიანი დავალება, ნაცვლად 11 დავალებისა; დავალება N 19 (6-ქულიანი) – დავალებაში მოცემული იყო ერთ თემასთან დაკავშირებული ორი ტექსტი (პირობითად მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება) და შეფასების სქემა. გამოსაცდელს მოეთხოვებოდა ტექსტების გაანალიზება, შეცდომების აღმოჩენა და ქულების მინიჭება შეფასების სქემით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. 2 ქულა გადანაწილდება სხვა ღია დავალებებზე.

[/checklist]

  • თუ შეიძლება ისაუბრეთ პასუხების მონიშვნის ინსტრუქციაზე, რათა შეცდომა არ დავუშვათ.

[checklist]

  • პასუხების ფურცელზე მოძებნეთ დავალების შესაბამისი ნომერი. თქვენ მიერ არჩეული პასუხი აღნიშნეთ X ნიშნით. მაგალითად, თუკი მე-3 საკითხის პასუხად აირჩიეთ B პასუხის ვარიანტი, მაშინ პასუხების ფურცელზე უნდა მოძებნოთ მე-3 საკითხის დავალების რიგი და ამ რიგში პასუხის (B) სვეტის შესატყვის უჯრაში დასვათ X ნიშანი. დასაშვებია, რომ X ნიშანი გამოსცდეს თეთრ უჯრას, მაგრამ იგი არ უნდა იყოს უჯრაზე მოკლე. თითოეული საკითხის შესაბამის რიგში უნდა მონიშნოთ მხოლოდ ერთი პასუხი, ანუ მხოლოდ ერთ უჯრაში დასვით X ნიშანი. თუ რიგში ერთზე მეტ X ნიშანს დასვამთ, ამ საკითხის არც ერთი პასუხი არ ჩაითვლება სწორად. თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). ელექტრონული პროგრამა არჩეულ პასუხად მხოლოდ X-ნიშნიან უჯრას აღიქვამს. ღია დავალებების შემთხვევაში პასუხების ფურცელზე, დავალების შესაბამისი ნომრის გასწვრივ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ჩაწერეთ თქვენი პასუხი. შესაძლებელია პასუხის გადასწორება (არასწორი პასუხის გადახაზვა და გვერდით სწორი პასუხის დაწერა). თქვენი პასუხი არ უნდა გასცდეს დავალებისათვის გამოყოფილ არეს. პასუხების ფურცლის ნიმუში მოცემულია ცალკე ფაილად.

[/checklist]

2021 წლის საგნობრივ გამოცდაზე 28 700-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.

___________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: