რა ხდება უკრაინაში დაანონსებული მოლაპარაკებების წინ – ინტერვიუ გენერალთან

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უახლოეს პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ომის ახალი ეტაპის დაწყებას ელოდება. სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლა უკვე ბევრი პირობა აქვს გაძლიერებისთვის, რუსეთმა კი, ომის დაწყებიდან 3 წლისთავზეც კი, ვერაფერი მოიგო: „საქმე იქამდეც მიდის, რომ რუსები თავიანთ ჯავშანტექნიკას ვეღარ იყენებენ ბრძოლის ველზე. ისინი იყენებენ ჯავშანტექნიკას მხოლოდ დახურული პოზიციებიდან საცეცხლე მხარდაჭერისთვის, …

„რუსებს არ ჰყავთ ანწუხელიძე, ჩვენებს არავინ მოუკლავთ ცემაში“ – ინტერვიუ გენერალთან

„პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში…“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ბრაზს არ მალავს: …

„უკრაინას მნიშვნელოვანი კოზირი აქვს მოლაპარაკების დაწყების წინ“ – ინტერვიუ გენერალთან

„პირველი ჯაველინები ტრამპის დროს მიიღო უკრაინამ“ – გადამდგარ გენერალ-მაიორს არ სჯერა იმის, რომ ტრამპი უკრაინის დახმარებას შეაჩერებს, თუმცა ვახტანგ კაპანაძე ელოდება იმას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან რუსეთი და უკრაინა. „მოლაპარაკების წინ მნიშვნელოვანი კოზირი აქვს უკრაინას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი და განმარტავს, რომ უკრაინას რუსეთში დაკავებული კურსკის დათმობის სანაცვლოდ, ზაპოროჟიეს, ან ხერსონის დათმობა მოითხოვოს, ამის დათმობა …

„კრემლმა ვერ გამოიცნო უკრაინელების ჩანაფიქრი“ – რა ხდება კურსკში

„უკვე სულ სხვა პოზიციით მივა იქ უკრაინა,“ – გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება კონკრეტული პირობით მივიდეს და დაკავებული კურსკის რუსეთისთვის დაბრუნების სანაცვლოდ ხერსონის და ზაპოროჟიეს გათავისუფლება მოითხოვოს. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რუსეთის საზღვართან უკრაინელების აქტიურობა შეინიშნებოდა, მაგრამ უკრაინელებმა რუსები დააბნიეს, თითქოს დაცვისთვის ემზადებოდნენ და უცებ შეტევა წამოიწყესო. „ახლა რუსები ცდილობენ …

„რუსებმა 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრით წაიწიეს წინ“ – გადამდგარი გენერალი ომზე და მის დასრულებაზე

„რუსები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვან წინსვლას – 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრი წაიწიეს წინ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში. გენერლის დაკვირვებით, მხარეებს 2024 წლის ბოლომდე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა მოუწევთ. რუსეთს აშშ-ში ტრამპის მობრუნების იმედი აქვს და მანამდე ტემპის შენარჩუნებას ცდილობსო, – ამბობს გენერალი. „რუსეთისთვის ყველაზე დიდი რესურსი არის ირანის …

რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ

„შემდეგ ძალიან გაუჭირდებათ მიახლოება უკრაინასთან, როცა უკრაინას ეყოლება F16 გამანადგურებელი“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით ომი უკვე გამოფიტვის ეტაპზე გადავიდა. „ახლა შევდივართ ფაზაში, როდესაც შეჯიბრი გამოფიტვაზეა. ევროპას და დასავლეთს გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია, დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, ვიდრე რუსეთს იმის პოტენციალი, რომ გაძლიერდეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და მოსაზრებას გვიზიარებს, რა შედეგითაც არ …

„რუსები წყვეტენ ხალხს, მაგრამ დონბასის საზღვარზე ვერ გადიან“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„მას შემდეგ, რაც გამოჩნდება F16-ები, და ეს ალბათ იქნება ივლისის დასაწყისში, უნდა შეიცვალოს გარკვეულწილად საჰაერო ვითარება. შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა შეიძლება დააპიროს უკრაინამ,“ – უკრაინაში დასავლეთიდან დაპირებული სამხედრო ტექნიკის გამოჩენას ელოდება გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, 2025 წლის გაზაფხულისთვის რუსებს აღჭურვილობის კრიზისი შეექმნება, თუმცა გამორიცხული არაა, ვითარება მანამდეც შეიცვალოს. „რუსები ვერ მიდიან წინ, ისინი …

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

2025 წლისთვის გამოჩნდება, რუსეთი რამდენად შეძლებს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას. 2025 წლისთვის მძიმე მდგომარეობა დაუდგება რუსეთს აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ. „შეტევაში ასე ჩანს, რომ რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, თანდათან შეტევის იმპულსი ქვეითდება,“ – ფრონტის ხაზს აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის ნაკლებად ელის, რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს შეტევაში, რასაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში განაგრძობს. „მაგალითად, რობოტინო შეიძლება …

რას ნიშნავს ქართული ჯარისთვის აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს. გადამდგარ გენერალს ასევე ვკითხეთ: რამდენად რეალურია მუქარა, რომ საყოველთაო პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ დასახმარებლად რუსეთს მიმართოს და რუსეთმაც საქართველოსთან ომი განაახლოს? ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პროვოკაციის დაწყება რუსეთს შეუძლია, თუმცა …

„სროლების დროს რა იქნება?“ – გენერალი ახალ აეროპორტზე ვაზიანში, სადაც ნატოს საწვრთნელი ბაზაა

„რუსებს რომ არ ეხატებოდათ გულზე, ცნობილია. ეს რომ გადაკეთებულიყო ნატოს თვითმფრინავების მიღების ადგილად, არც ეს დაეხატებოდათ,“ – გვითხრა გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილე ორჯერ იყო და პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს, 8 აპრილს გაჟღერებულ სიახლეზე ვესაუბრეთ: მთავრობა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მოწყობას აპირებს. ვაზიანში სამხედრო ბაზაა, სადაც ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში წვრთნები ტარდება. …

„რუსეთმა შესაძლოა თქვას, აი, გავჩერდიო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან“ – ინტერვიუ

„ფაქტია, ხმელეთზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს“, – კატეგორიული პოზიცია აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომელიც რუსეთ – უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება და მიიჩნევს, რომ რუსეთი სუსტდება. პოლკოვნიკის დაკვირვებით, რუსეთი სარაკეტო დარტყმებით ცდილობს უკრაინის გამოფიტვას. პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ამ ომის შედეგი გამოფიტვაზეა დამოკიდებული: რომელი უფრო სწრაფად? „ომი არაა დახუჭობანას თამაში, რომ რუსეთი გაჩერდეს. რუსეთმა შესაძლოა კი …

„რუსეთი შავ ზღვაზეც აღარაფერს წარმოადგენს, ხომალდებსაც კი ოჩამჩირეში მალავს“ – ინტერვიუ

„უკრაინელებმა განახორციელეს საკმაოდ ძველი მეთოდი: ჩასაფრება ახალი საწინააღმდეგო საშუალებებით, რაც იყო მოულოდნელი რუსებისთვის და მოახერხეს თვითმფრინავების ჩამოგდება. ეს საკმაოდ მტკივნეული დარტყმა იყო რუსებისთვის,“ – იმ ამბავზე გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი, უკრაინელებმა რუსების SU 34-ები რომ ჩამოაგდეს. ვახტანგ კაპანაძე ომის გარდატეხის ნიშნებს 2024 წელსაც ვერ ხედავს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ რუსეთი კარგავს გავლენას შავ ზღვაზე. „რა შავი …

„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ

„არ ვიცი, ვინ როგორ შეძლებს მომზადებას გაზაფხულამდე, მაგრამ ომი ჩიხში შევიდა,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის არც გაზაფხულზე ელის ფართომასშტაბიან დაპირისპირებას. „ორივე მხარე ახლა ცდილობს, რომ ბუნებრივი ეფექტი გამოიყენოს თავისი ოპერატიული პაუზისთვის და გაზაფხული – ზაფხულის კამპანიისთვის. ეჭვი მეპარება, ზამთრის განმავლობაში დიდი აქტიურობა იყოს გამომდინარე იმ გამოფიტვით, რასაც ორივე მხარე განიცდის,“ – გვიყვება …

„უკრაინელებს შედარებით წარმატება ხერსონში აქვთ, დნეპრზე პლაცდარმი ჩამოაყალიბეს“ – ინტერვიუ

„ყირიმიდან ოჩამჩირემდე 700 კილომეტრია, უკრაინელებს აქვთ უპილოტოები, რომელიც 1200 კილომეტრამდე დაფრინავს“ – ზელენსკის ნათქვამი რეალურად ეჩვენება გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, თუმცა მიაჩნია, რომ რუსებს სამხედრო ბაზის მოსაწყობად ოჩამჩირეში დიდი დრო დასჭირდებათ. „მნიშვნელოვანია, საქართველო რამდენად იაქტიურებს ამ მიმართულებით, მით უმეტეს, ასეთ პირობებში, როცა რუსეთი ოჩამჩირეში აპირებს სამხედრო ხომალდების განლაგებას – რაც შეიძლება მეტი ნატოს ხომალდი უნდა …

ამჟამად რუსეთს არ აქვს ფართომასშტაბიანი შეტევის ძალა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინის ფრონტზე და შეასუსტებს თუ არა ისრაელის მოვლენები დასავლეთის ყურადღებას უკრაინის მიმართულებით? – „ბათუმელები“ ამ თემაზე გადამდგარ გენერალს ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.  ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. ბატონო ვახტანგ, ბოლო დღეებია უკრაინული მედია წერს ანდრიივკასთან მიმდინარე მძიმე ბრძოლების შესახებ. დღეს სამხედრო …

„რუსებს შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა აფხაზეთში“ – რა საფრთხეა რუსული ბაზა 

„რუსებს შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა. შესაძლებელია, ასევე გააღრმაონ ფსკერი,“ – გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, რამდენი მიმართულებით შეიძლება შექმნას საფრთხე რუსულმა ბაზამ ოჩამჩირეში. გადამდგარი გენერლის აზრით, რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზის მოწყობა, პირველ რიგში, პოლიტიკური გზავნილის გამოსაკვეთად სურს: „არსადაც არ მივდივარო“. ვახტანგ კაპანაძის აზრით, გადამწყვეტი მოქმედებები უკრაინაში გაზაფხულზე დაიწყება, მანამდე კი, მხარეები ზამთრის კამპანიისთვის ემზადებიან. …

„უკრაინელები მიადგნენ ძირითადი თავდაცვის ზღუდეს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„იმედი მაქვს, თვითმფრინავებს საკმარის რაოდენობით მიაწვდიან უკრაინას და მაშინ შესაძლებელი იქნება ძალების გათანაბრება ჰაერში,“ – აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდების პროცესში გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ მთავარი რაოდენობაა. იგი საომარი მოქმედებების გააქტიურებას მომავალი წლის გაზაფხულისთვის ელის. გადამდგარი გენერალი ტაქტიკურ წარმატებად აფასებს თავდაცვის პირველი ზოლის გარღვევას, რაც უკრაინელებმა შეძლეს. „თუმცა შემდეგი ეტაპების გავლა ადვილია მაშინ, როცა ეს …

რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„უკრაინელები ახლა ცდილობენ ვერბოვოსთან გაფართოებას, რადგან რობოტინოსთან ისინი ხდებიან სამი მხრიდან დარტყმის ქვეშ. ამიტომაც, სჭირდებათ გაფართოება, რომ ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგის ბოლომდე ვერ სწვდებოდეს ცეცხლი. ფაქტობრივად, ეს პლაცდარმის შექმნის მცდელობაა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის რუკას აკვირდება და თავის მოლოდინს გვიზიარებს – დარჩენილი სიმაღლეებიც თუ წარმატებით დაიკავეს უკრაინელებმა, შემდეგ გაუადვილდებათ წინსვლა, მარიუპოლამდე დაბლობიაო. …

გადაწყვიტეს, მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკი – ინტერვიუ

15 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. რუსული რაკეტებით დაბომბეს ქალაქი ლვოვი. ამას წინ უძღოდა დრონებით თავდასხმა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მოსკოვშიც. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ლვოვის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა რუსეთის მხრიდან იყო ერთგვარი შურისძიება დრონებით თავდასხმის გამო. რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ომში და რას ნიშნავს წინსვლა, რომელიც უკრაინის არმიას …

ორივე მხარეს 160-160-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს დონბასში – ინტერვიუ

„ყველაზე რთულია პირველი 15 – 25 კილომეტრის გავლა, რაც არის ე.წ. უზრუნველყოფის ზოლი რუსული ტერმინოლოგიით და ნატოს ტერმინოლოგიით – უსაფრთხოების რაიონი,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ექსპერტი არ გამორიცხავს, თუ უკრაინელები წარმატებით გაივლიან რუსების მიერ დანაღმულ ველებს, შემდეგ ეშელონებს შორის კონტრშეტევის „ტემპი აჩქარდეს“. ვახტანგ კაპანაძე არც იმას გამორიცხავს, რომ აგვისტოში რუსები ხარკოვის მიმართულებით …

პრიგოჟინი მოკლეს, მასისთვის კი მას აპატიეს, რადგან პოპულარული იყო – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„ეს ბრძოლა არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, ბრძოლის მაღალი ინტენსივობის პირობებში რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა გაუჭირდება და გამოიფიტება. „ჩემი აზრით, სჯობია, ისევ გაგრძელდეს გამომფიტავი ომი, როცა რუსეთი კონტრშეტევით კი არ დამარცხდება, არამედ გამოიფიტება და ვეღარ შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ ვნახეთ უკრაინის უპირატესობა კიევთან, ხერსონის და იზიუმის გათავისუფლება. ყველა …

თუ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვი არ ჩამოიცილა, რუსეთში სამხედრო ფრთა გაიმარჯვებს, თუ მოხსნის – ФСБ

„უკრაინელებმა შეძლეს პიატიხატკაში კონტროლის მოპოვება და ახლა ჟერებრიანკისკენ იწევენ. თუ მათ ეს შეძლეს, ამით ფაქტობრივად კახოვკის წყალსაცავს უვლიან მარცხენა ნაპირიდან – ისინი დნეპრის მარცხენა ნაპირზე აღმოჩნდებიან. ვფიქრობ, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს რუსების გამოსვლა ზაპოროჟიეს სადგურიდან, თუმცა შესაძლოა, ეს იყოს როტაცია,“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, რუსეთში აპირებენ პუტინის შეცვლას, თუმცა უკრაინისთვის ამით არსებითად არაფერი …

„მნიშვნელოვანია, სად შეძლებენ უკრაინელები რუსების შეცდომაში შეყვანას“ – ინტერვიუ

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს: „…ეს ნაღმი არაფერს არ უზამს გემს, ან ნავს, მაგრამ საშიშია ადამიანისთვის – 5-დან 15 კილოგრამამდე დაწოლით ფეთქდება – არ დაღუპავს, მაგრამ დაასახიჩრებს,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე. გადამდგარი გენერალი დაახლოებით 10 დღეში ელის სამხედრო მოქმედებების გააქტიურებას, თუმცა ნაკლებად მოელის ხელშესახებ შედეგს, ვიდრე უკრაინელებს თვითმფრინავებს და …

უკრაინელები უკვე ნატოს სტანდარტით მოქმედებენ – ინტერვიუ 

რა ხდება უკრაინაში მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ რუსულმა ძალებმა „ნოვა კახოვკის“ კაშხალი ააფეთქეს და სამხრეთ უკრაინის ნაწილი დატბორეს. რა ვითარებაა ბახმუტთან – დაიწყო თუ არა უკრაინის კონტრშეტევა, რომელსაც დიდი ხანია ელის ყველა. „ბათუმელები“ ამ თემაზე გადამდგარ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია. ვახტანგ კაპანაძე ორჯერ იყო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი. ამჟამად ანალიტიკური ორგანიზაცია …

აპირებენ უკრაინას 50 ცალი F-16 გადასცენ, ეს 3 ესკადრილია და დიდი ძალაა – ინტერვიუ

„მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ პრიგოჟინის უკან პუტინის ჩრდილია. სხვაგვარად ამდენს არ გააბედვინებდნენ მას. არ არის გამორიცხული, პრიგოჟინის ამ ავყიობით წყალს უყენებენ შოიგუს და გერასიმოვს,“ – ეჭვი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს, როცა ის „ვაგნერის“ დაპირისპირებას აკვირდება ჯერ შოიგუსთან, შემდეგ კი კადიროვთან. ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ შემოდგომის წვიმების დაწყებამდე უკრაინამ წარმატებული კონტრშეტევა უნდა შეძლოს რომელიმე …

უკრაინამ ჩამოაყალიბა 65-ათასიანი დაჯგუფება და შეტევისთვის ელოდება თვითმფრინავებს – ინტერვიუ

„მოულოდნელობა“ – გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა ამ გზით უნდა სცადონ კონტრშეტევაში წარმატება. ვახტანგ კაპანაძე ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტს უკრაინაში. გადამდგარი გენერალი ეჭვობს, რომ უკრაინელები, რომლებიც კონტრშეტევისთვის ზაპოროჟიეს რაიონშიც განლაგდნენ, თვითმფრინავებს ელიან საჰაერო მხარდაჭერისთვის – უკრაინა ჯერ კიდევ ელის შესაბამის აღჭურვილობას დასავლეთიდან. „წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კონცენტრირებული იქნებიან, მასირებული გარკვეულ მონაკვეთზე,“ – აღნიშნავს ვახტანგ …

„ვფიქრობ, ეს უკრაინელების შეტევის პრელუდიაა“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„მაინც მგონია, რომ ეს უფრო შეტევის პრელუდიაა – უკრაინელები ცდილობენ კონკრეტულ მიმართულებებზე მოწინააღმდეგის ე.წ. სუსტი წერტილები გამოავლინონ, შემდეგ დაიწყება ძირითადი დარტყმები,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. გადამდგარი გენერალი ვარაუდობს, რომ უკრაინელები რუსების ყურადღების გადატანას ეფექტურად შეძლებენ. ვახტანგ კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს კატერებზეც, დნეპრის დელტაში რომ გამოჩნდნენ უკვე: „არაა გამორიცხული, უკრაინელები შეეცადონ მცირე ჯგუფებით კუნძულებზე კონტროლი …

შესაძლოა უკრაინელებმა ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ – ინტერვიუ

„შესაძლებელია, ყურადღების გადატანითი მოქმედებები განახორციელონ უკრაინელებმა – ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ, ძირითადი დარტყმა განახორციელონ,“ – უკრაინელებისგან კონტრშეტევის დაწყებას დღე-დღეზე ელის გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, უკრაინას შესაბამისი საჰაერო მხარდაჭერის და აღჭურვილობის გარეშე „შეზღუდული სახის წარმატება შეიძლება ჰქონდეს“. „თუკი უკრაინელები აზოვის ზღვამდე მიაღწევენ და იქ გამაგრდებიან, გაჭრიან სახმელეთო დერეფანს შუაში, ეს ძალიან …

„რუსები დღეში ხარჯავენ 20 ათას ჭურვს, უკრაინელები პასუხობენ 5 ათასი ჭურვით“ – ინტერვიუ

„ყოვლად დაუშვებელია, უკრაინამ წარუმატებელი კონტრდარტყმა განახორციელოს. ჯობს არ გააკეთოს საერთოდ და მოემზადოს ზამთრის კამპანიისთვის, ვიდრე ახლა ეცადოს და არ გამოუვიდეს. თუ ეს კონტრდარტყმა ვერ განახორციელა, მაშინ მას უფრო მეტი დრო დასჭირდება შემდეგი მომზადებისთვის. შედეგის გარეშე კი, ომი შევა ჩიხში,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს. გადამდგარი გენერლის აზრით, …

„უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, რუსებს აღარ აქვთ რესურსი“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ფინეთს 280 ათასი კაცის გამოყვანა შეუძლია ომის პირობებში და მილიონიანი რეზერვი ჰყავს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საარტილერიო სისტემებს აწარმოებს, უახლესი გამანადგურებლები აქვს…“, – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ამ ეტაპზე რუსეთის დასუსტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ფინეთის ნატოში შესვლას მიიჩნევს, რადგან რუსეთს რესურსის დახარჯვა ამ მიმართულებით მოუწევს, ფინეთის საზღვართან, სადაც საზღვარიც …

ალბათ ერთ კვირაში იქნება მნიშვნელოვანი შეტაკებები ბახმუტთან – ინტერვიუ

„რუსები უნდა ელოდონ უკრაინელების კონტრშეტევას,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაახლოებით ერთ კვირაში ელოდება დაპირისპირების ახალ ტალღას ბახმუტთან, სადაც უკრაინამ შესაძლოა ახალ დარტყმით დაჯგუფებას მოუყაროს თავი. ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის კი, უკრაინას დასავლეთიდან შესაბამისი სამხედრო ტექნიკა ჯერ არ მიუღია. ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ რუსეთი დასუსტებულია და ამას აჩვენებს ისიც, რომ ბახმუტის აღება 8 თვეა უჭირს. გადამდგარი გენერალი …

„რუსეთი რომ უკრაინას ვერ აიღებს, ფაქტია. ის შეეცდება ივაჭროს“ – ინტერვიუ გენერალთან

„ეს იყო მხოლოდ ბაქიბუქი, სხვა დასკვნა პუტინის გამოსვლიდან მე ვერ გამოვიტანე,“ – ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, როცა ბაიდენის კიევში ვიზიტის შემდეგ პუტინის განცხადებებს მოუსმინა. ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთს წარმატების არანაირი რესურსი არ დარჩა და ის მხოლოდ ვაჭრობისთვის ცდილობს ბრძოლის ველზე ხელსაყრელი პოზიციის დაჭერას. „ბახმუტში მდინარე, რომელიც შუაზე ყოფს ქალაქს აღმოსავლეთ და …

როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ბინოკლი გვაქვს და შუბლი მოვიჩრდილოთ“, – გადამდგარი გენერალ-მაიორი გვიხსნის, როგორ არის საჭირო თვალთვალი, შავი ზღვის სანაპიროსთან მორიგი ნაღმი რომ არ აფეთქდეს. ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ, პირველ რიგში, იმის გაცნობიერება გვჭირდება ყველას, რომ ჩვენ მეზობლად, შავი ზღვის რეგიონში ომია. სპეციალისტი შესაბამის სამსახურებს ურჩევს, მუდმივად დააკვირდნენ ზღვას. გადამდგარი გენერალი კი, ისევ აქტიურად აკვირდება საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში. „როგორც …

ეჭვი მეპარება, რომ რუსებს ბახმუტის შემდეგ რამე წარმატება ექნებათ – ინტერვიუ

„თუ უკრაინამ ის იარაღი მიიღო, რასაც მას ჰპირდებიან, ეჭვი მეპარება, რომ რუსებს ბახმუტის შემდეგ საერთოდ რამე წარმატება ექნებათ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსები ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას, ვიდრე უკრაინას დასავლეთი ახალი აღჭურვილობით მოამარაგებს. გადამდგარი გენერალი თითქმის ერთი წელია ისევ აქტიურად ადევნებს თვალს ფრონტის ხაზს და გვიყვება, რომ რუსებმა უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევა …

უკრაინას „ლეოპარდებს“ და „აბრამსებს“ აძლევენ, რამდენად შეძლებს კონტრდარტყმას – ინტერვიუ

„პირველი მსოფლიო ომის ტიპის ბრძოლები მიმდინარეობს ახლა,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის ფრონტის წინა ხაზზე ცვლილებასაც ამჩნევს – რუსული ძალების ნაწილი ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიურდებიან. „ზაპოროჟიე ყველაზე მოწყვლადი წერტილია და ეშინიათ რუსებს… უკრაინის დარტყმის შედეგად, მარტივი ლოგიკით იკითხება ის, რომ გაწყვეტს ყირიმს და ხერსონის რუსეთთან სახმელეთო კავშირს,“- გვიყვება გადამდგარი გენერალი. ვახტანგ კაპანაძე არ ფიქრობს, …

მთავარია, უკრაინამ 150 000-იანი დაჯგუფება შექმნას სტრატეგიული დარტყმისთვის – ინტერვიუ

„ნამდვილად არ მოსწონს შოიგუ-გერასიმოვის მხარეს ამ ახალგამოჩეკილი პირების წარმატება და სტატუსის ამაღლება,“ – პრიგოჟინის და პუტინის გარემოცვის ფარულ დაპირისპირებაზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ომის წინა ხაზს აქტიურად აკვირდება. მისი აზრით, სოლედარის დაკავება, რასაც პრიგოჟინი მხოლოდ „ვაგნერის“ დამსახურებად მიიჩნევს, რუსებს ტაქტიკურ უპირატესობას აძლევს მხოლოდ ბახმუტთან მიმართებით. „ფაქტობრივად ორივე მხარე უკვე გამოფიტულია, ორივე …

Exit mobile version