„სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში“ – ინტერვიუ

„არ დარჩება უკრაინა მარტო. ჩემი აზრით, სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას და მთლიანად დაიკავოს უკრაინა, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში. დამერწმუნეთ, უკრაინელები არ შეწყვეტენ ბრძოლას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე, მას ტრამპის ბოლო განცხადებებზე ვესაუბრეთ: ხომ არ ნიშნავს ეს, რომ უკრაინას აშშ-ის მხარდაჭერა აღარ ექნება და თუ ასე მოხდა, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება უკრაინა? …

უკრაინელებმა შეტევა დაიწყეს ე.წ. მწვანე ველისკენ, რაც იყო ყურადღების გადატანა – ინტერვიუ გენერალთან

„შაჰედის“ სიჩქარე არის 150 კილომეტრი საათში, რეაქტიული დრონის – 600-800 კილომეტრი საათში. ამ დროში რუსული რადარები ვერ ასწრებენ ტრაექტორიის განსაზღვრას და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ამაზე რეაგირებას. ვოლგოგრადში დაარტყეს სხვადასხვა ობიექტს უკრაინელებმა და საჰაერო განგაშის გამოცხადებაც კი ვერ მოასწრეს. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ფაქტობრივად რჩება მოუმზადებელი რეაქტიული დრონების მიმართ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე რუსეთ-უკრაინის ომზე. სამხედრო …

„უკრაინელებმა რუსებს 3 რაკეტმზიდი ხომალდი დაუზიანეს ერთდროულად“ – ინტერვიუ

„რუსეთს ყოველთვის სჭირდება მეხუთე ტუზი სახელოში დამალული. გიორგაძე დაბერდა და, როგორც ჩანს, ახალი მოძებნეს… ეს იქნება სააგიტაციო დანაყოფი, ძირითადად პიარ-კამპანიისთვის განკუთვნილი,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიდის ომში. საუბარი გადამდგარ გენერალთან დღესაც იმით დავიწყეთ, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე: „უკრაინელები მოქმედებენ სწორი პრინციპით – ერთი ინგლისური გამოთქმაა …

„უკრაინამ კუპიანსკიში კონტრშეტევა დაიწყო“ – ინტერვიუ გენერალთან

„მობილიზაციის შიში იმდენად დიდია, რომ წარმოიდგინეთ, როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, მარტო ერთ დღე-ღამეში საქართველოში 20 ათასამდე კაცი გადმოვიდა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე და აქვე გვიზიარებს, ეს სადღაც 6 ქართული ბრიგადა გამოდის, ან სრულყოფილი 4 ბრიგადაო. „ერთი მესამედიც რომ ვიანგარიშოთ, რადგან იქ ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, გამოვა, რომ ორ-სამ ბრიგადამდე შემოვიდა ერთ ღამეში …

„პუტინის მიმართ უკმაყოფილება რუსეთში იზრდება, მაგრამ პუტინის გზა ომის გაგრძელებაა“ – გენერალი

„საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პუტინსაც აქვს უკვე შიშები და უნდობლობა თავისი გარემოცვის მიმართ. მაგალითად, 500-დან 800 კაცამდე გაზარდა პუტინის პირადი დაცვა… პუტინს უკვე ბლოგერები ეძახიან „ბუნკერის ბაბუს“,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მას რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო ცნობებზე ვესაუბრეთ. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ რუსეთი ისევ სარაკეტო დარტყმებით ცდილობს უკრაინაზე …

„უკრაინელებს ხელში ჩაუვარდათ საიდუმლო ბრძანება… ქერჩის ხიდი დაუტოვეს რუსებს გასაქცევად“ – ინტერვიუ

„რუსეთის ტერიტორიული სიდიდე გახდა მისი სუსტი წერტილი. ვერ ახდენენ საჰაერო თავდაცვის ორგანიზებას – ამხელა ტერიტორიის დაცვას. აღარ ჰყოფნით თავდაცვის საშუალებები და ამის გამო ჩნდება ე.წ. ღრიჭოები, რომელსაც კარგად იყენებენ უკრაინელები,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთს ამჯერად უკვე ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეექმნა. გადამდგარი …

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იმალება ნოვოროსიისკში, აზოვის ზღვაში კი ერთ ღამეში 12 ნავთობტანკერი დაუზიანეს – ინტერვიუ

„რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი გადამალულია ნოვოროსიისკში. რუსეთი, ფაქტობრივად, შავ ზღვაზე ვეღარ ოპერირებს. შეიძლება პერიოდულად გამოდის სარაკეტო ხომალდი, გაუშვებს რაკეტას და შემდეგ ისევ იმალება ნოვოროსიისკში,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მას რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მონაცემებზე ვესაუბრეთ. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსეთის მდგომარეობას ყველაზე კარგად ის ამბავი აჩვენებს, საწვავი რომ რუსებს საყიდელი დაურჩათ. გენერალი გვიყვება, ტომსკში …

„რუსებმა ქალების გაწვევა დაიწყეს დრონების ოპერატორებად“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთში ქალების გაწვევა დაიწყეს – 35 წლამდე ქალბატონები დრონების ოპერატორებად მიჰყავთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსებს ადამიანური რესურსების კუთხით „საგრძნობი პრობლემები“ გაუჩნდათ: „აღარ მიდის ხალხი – დაინახეს, როგორ მთავრდება ჯარში წასვლა. ტუვასა და ბურიატიაში გამოილია ხალხი, ხოლო სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან არავის უნდა ფრონტზე წასვლა. რუსებს დაეცალათ ციხეები, საიდანაც მსჯავრდებულები მიჰყავდათ …

„წარმოიდგინეთ ერთი ბომბი რომ ჩამოვარდეს მოსკოვის მდიდრულ რაიონში, რუბლიოვკაზე“ – ინტერვიუ

„რუსებს ომი დაუბრუნდათ სახლში… მოსახლეობაში ძლიერდება განცდა, რომ ეს ომი სადღაც შორს კი არ არის, არამედ მათ თავს ხდება, მათ გარშემოა. წარმოიდგინეთ, ერთი ბომბი რომ ჩავარდეს რომელიმე მდიდრულ რაიონში – რუბლიოვკაზე, ან სადმე, კიდევ უფრო სხვანაირი რეაქცია იქნება… უკრაინას შეუძლია დღეში 300-400 უპილოტო გაუშვას, მაგალითად, მოსკოვის მიმართულებით,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოსკოვში, დღეს, …

„რუსეთის საგაზაფხულო კამპანია უკრაინაში ისე დასრულდა, არც კი დაწყებულა“ – ინტერვიუ გენერალთან

„უკრაინელების დარტყმების შედეგად ცენტრალურ რუსეთში განლაგებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და საწარმოების 80% გაჩერებულია,“ – ამბობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასძენს, მსგავსი საწარმოების დიდი ნაწილი ურალს აქეთაა 3 ათასი კილომეტრის ფარგლებში, უკრაინას კი უკვე შეუძლია 2 ათას კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას რუსეთში სამიზნეებსო. გენერლის დაკვირვებით, რუსებს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ, თუმცა ამ ტემპით რუსეთს შეუძლია კიდევ …

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

„რთული ვითარებაა, მაგრამ ბურთი ფაქტობრივად არის ზელენსკის მხარეს“, – მიიჩნევს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსი იმ „ღრიჭოებზე“ საუბრობს მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს, სადაც უკრაინელებმა დრონით შეტევა შეძლეს. რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს მოსკოვში? „არ ვიცი, ევროპელი პარტნიორები ზელენსკის გადაარწმუნებენ თუ ვერა, რომ მოსკოვზე არ მოხდეს შეტევა. სხვათა შორის, ლავროვი დაუკავშირდა ევროპის ქვეყნებს თხოვნით, რომ დახმარებოდნენ …

უკრაინელებმა რუსი სამხედროები რობოტებით დაატყვევეს, ეს ისტორიაში შევა – ინტერვიუ გენერალთან

„საუბარია 3-5 კაციანი შეღწევის ჯგუფის პოზიციების დაკავებაზე ტყის საფარში, რაც მოახერხეს რობოტიზებულმა სისტემებმა. ეს უკვე ისტორიაში შევა,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, როგორ აჰყავთ უკვე უკრაინელებს ტყვეები რობოტების გამოყენებით. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივას იბრუნებს, თუმცა კონტრშეტევისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის. რუსები კი, უკვე მეხუთედ აცხადებენ, ლუგანსკი აღებაზე. „არ ცხრება კონსტანტინოვკაზე …

უკრაინის დაზვერვამ დრონებით ჩაძირა სატვირთო ბორანი, რუსებს დარჩათ ყირიმის ხიდი – ინტერვიუ

„უკრაინელებმა „Front Strike“-ის, ანუ საფრონტო დრონებით რუსებთან შექმნეს უპირატესობა სამი ერთთან. წარმოიდგინეთ, რამხელა უპირატესობაა. ესე იგი, 30%-ით უფრო მეტ დრონს იყენებენ უკრაინელები, ვიდრე რუსები,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტის ხაზს უკრაინაში. უკრაინული დრონების გააქტიურების პარალელურად, რუსებს „უპილოტო საფრენი აპარატების ძალები“ შეუქმნიათ: „ამ უპილოტო ძალების განვითარების ხელმძღვანელად დანიშნეს იური ვაგალოვი. …

პუტინს სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ მისთვის მომგებიანი პირობით, თუმცა ჯერ ასეთი პირობა არ ჩანს – ინტერვიუ

„უკრაინელების აქტიურობა არის გაცილებით მაღალი – დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკვე… პირველად 2023 წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზონები შემცირდა 37 კვადრატული კილომეტრით, ანუ უკრაინელებმა უფრო მეტი გაათავისუფლეს, ვიდრე დაკარგეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. იგი უკრაინის ფრონტის პარალელურად ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც აქტიურად აკვირდება. „დარწმუნებული ვარ, რომ კულუარული მუშაობენ ახალი ფრანკოს თუ …

„მსოფლიოს ყურადღება ახლა ირანზეა, მაგრამ რუსეთი ვერც ამით სარგებლობს“ – ინტერვიუ გენერალთან

„დასრულდება ირანის საკითხი და უფრო ადვილად იქნება რუსეთის დაყოლიება შესაძლებელი, ჩემის აზრით, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი მოკავშირე დააკლდება“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსს ვესაუბრეთ, როგორც უკრაინის ფრონტის სიახლეებზე, ისე ირანზე. „ამდენი ხანია ისევ პოკროვსკიზე ვლაპარაკობთ. რუსეთი ვერ მიიწევს წინ, ძალიან დიდ დანაკარგს ნახულობს თითოეულ კილომეტრზე. გასაგებია, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია ირანის მიმართულებაზე, …

„პუტინს შეუძლია ეს ომი გააგრძელოს 1-2 წელი მბჟუტავი ომის სტატუსით“ – რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელი

„ბოლო პერიოდში ზელენსკი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა. გასაგებია, რომ დასავლეთის მხარდაჭერა იზრდება, რუსეთის შესაძლებლობები კი თვალსა და ხელს შუა სუსტდება. ვერ ახერხებს რუსეთი შიდა სიცარიელის ამოვსებას ტექნოლოგიურად და ვერც ადამიანური რესურსით,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე, რომელიც უკვე 4 წელია აკვირდება ფრონტის ხაზს უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძის აზრით, პუტინს სურს „გარკვეულ შედეგს მაინც მიაღწიოს“, უკრაინა კი, …

„უკრაინის მხრიდან კონტრშეტევები გაძლიერდა“ – ინტერვიუ გენერალთან

„მოლოდინი იმის, რომ საომარი მოქმედება დაიწყება, ჩემი თვალსაზრისით, სადღაც 80%-ზე მეტია,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ირანში ომის დაწყებაზე. რაც შეეხება უკრაინას, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსების აქტივობა და გაძლიერდა უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევები. „რუსეთში „აღმოსავლეთი“ დაჯგუფების სამ მიმართულებაზე 29-ე, 36-ე, მე-5 არმიის პოზიციებზე კონტრშეტევები განახორციელეს უკრაინელებმა, გარკვეული წინსვლა მოახერხეს და …

„რუსებს აძლევენ დავალებას – შეიპარონ, ჩაარჭონ დროშა და სურათი გადაიღონ“ – ინტერვიუ

„ძალიან გახშირდა ე.წ. დროშის ჩამრჭობების ვიზიტები რუსების მხრიდან. ეს არის რუსების 3-5 კაციანი ჯგუფი, რომელსაც აძლევენ დავალებას – რაღაცნაირად შეიპარონ კუპიანსკში ან კუპიანსკ-უზლოვაიას რომელიმე დასახლებულ პუნქტში, ჩაარჭონ დროშა, გადაიღონ სურათი da შემდეგ ეს მიაჩეჩონ პროპაგანდისტულ არხებს, რომ თითქოს ეს რაიონი ექვემდებარება რუსების კონტროლს…,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზს. …

ვენესუელაში გამოჩნდა აშშ-ს რამხელა უპირატესობა აქვს – ინტერვიუ გენერალთან რუსეთ-უკრაინის ომზე

„რუსეთს თვალსა და ხელს შუა ააცალეს მეგობარი ქვეყანა – ვენესუელას პრეზიდენტი მოიპარეს თავისი საძინებლიდან და საღ-სალამათი ჩააბრძანეს ამერიკაში,“ – გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ სუსტდება რუსეთის პოზიციები. „რუსეთმა ბაქი-ბუქი ატეხა, რომ „S 300“-ები და ათეული მილიარდობით პროდუქცია მიჰყიდა ვენესუელას, ჩინური წარმოების ვითომდა მაღალტექნოლოგიური რადარები, რომელიც მთელ სანაპიროზე იყო განლაგებული. სულ რაღაც საათ-ნახევარში …

„უკრაინელებმა შეძლეს პუტინის პოლიტიკური დამარცხება კუპიანსკში“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსებს გზებზე ჰქონდათ განთავსებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და მოლოდინის რეჟიმში მყოფი დრონები, ე.წ. „ჟდუნები“. უკრაინელებმა გამოიყენეს გამნაღმველი ჯავშანმანქანები კოლონების სათავეში, რომელსაც ჰქონდა გამნაღმველი ტრალი. ამან საშუალება მისცა ტექნიკას სწრაფად და დანაკარგის გარეშე მიახლოებოდნენ იერიშზე გადასვლის ზღუდეს. სწორედ „აბრამსების“ ძალიან ეფექტიანი საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებით, უკრაინული ჯავშანმანქანები პირდაპირ მიადგნენ სახლებს, სადაც იყვნენ გამაგრებული რუსები,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ …

„ზალუჟნი გამოჩნდა ისევ უკრაინაში და დაასახელა 3 გარანტია“ – ინტერვიუ გენერალთან

„მირნოგრადს უწევს ალყაში ბრძოლა. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ რუსები მირნოგრადზე მთლიან კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე მოქმედებს 51-ე არმია… ფაქტობრივად, რუსები გერმანიის შეიარაღებული ძალების რაოდენობით უტევს აი, ქუთაისის ზომის დასახლებულ პუნქტებს,“ – უკრაინის ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ ეტაპზე რეალური გარანტიების მიღებაა …

ამ ტემპით თუ გააგრძელეს, 3-5 წელი დასჭირდებათ რუსებს დონბასის დასაკავებლად – ინტერვიუ გენერალთან

„დღეს რუსები ოთხჯერ ნაკლებ ტექნიკას კარგავენ ბრძოლის ველზე, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა არა იმის გამო, რომ რუსები უფრო კარგად ომობენ. ეს არის უბრალოდ იმის გამო, რომ ტექნიკას აღარ იყენებენ. ვირიდან დაწყებული გადაჭრილი „მარშრუტკით“ დამთავრებული, ყველაფერს ნახავთ ბრძოლის ველზე, “ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. გენერალი გვიყვება, სანდო პირებისგან მაქვს ინფორმაცია, დონბასის დაჯგუფების მეთაურები, უკრაინის …

„რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი, გარღვევების ძალა არ შესწევთ“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსები დიდი მსხვერპლის ხარჯზე, ნელი ტემპით ახერხებენ რაღაცნაირად წინ წაწევას. ეს იმდენად ნელა ხდება, რომ უკრაინელები ახერხებენ შემდეგი თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას,“ – უკრაინაში ომს ისევ ყურადღებით აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, წლის ბოლომდე ისევ განახლდება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე, მანამდე კი, რუსები პოკროვსკის აღებას ეცდებიან. პოკროვსკის აღების შემთხვევაში, მეტი პირობით მივლენ მოლაპარაკებაზე რუსებიო …

„ომის დაწყებისას რუსეთს სატანკო რეზერვების 24 ბაზა ჰქონდა, ახლა აქვს 9“ – ინტერვიუ გენერალთან 

„რუსეთი უკვე მისულია კულმინაციის წერტილში, მას ძალიან უჭირს შეტევის გაგრძელება,“ – ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს, მაგრამ გაჩერებაც არ სურს, იქნებ, დასავლეთს დასტყუო რამეო. „რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს რაღაც გადაინახოს და უბრალოდ ადამიანური რესურსი გამოიყენოს, ასევე მოტოციკლეტები, მაგრამ უკვე იწყება წვიმების სეზონი, ასე გადაადგილება ძალიან …

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – ინტერვიუ გენერალთან 

„ყველაზე ცხელი წერტილი ამ ეტაპზე დობროპოლიეს შვერილია“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვახტანგ კაპანაძე, გადამდგარი გენერალი, რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბრისას. „რუსები მომარაგებას ვერ ახერხებენ, მომარაგების ერთადერთი საშუალება დრონებია. ცხადია, ეს მომარაგება მასიური და დიდი მასშტაბის ვერ იქნება. უკრაინელებიც არ ჩქარობენ – არ უნდათ ზედმეტი დანაკარგები ამ მიმართულებაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ ალყაში მოქცეულების განადგურებას,“ – გვიყვება …

არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც უკრაინის სამშვიდობო გარანტიებში – ინტერვიუ

„მესამე ვარიანტია ყველაზე ეფექტიანი – ეს არის უშუალოდ დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ამერიკული, ბრიტანული ან ერთობლივი. მე არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც – ჩინელების მონაწილეობის შემთხვევაში, პუტინისთვის ძნელი იქნება ამაზე უარის თქმა და დასავლეთისთვისაც მისაღები იქნება,“ – თავის ვარიანტებს გვაცნობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის თეთრ სახლში გამართული შეხვედრების შემდეგ შესაძლებლად მიიჩნევს …

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადამდგარი გენერლის, სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსეთს უკვე იმდენი დანაკარგი აქვს ომში, ყველაზე მეტად პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტა აწყობს. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსებს პირველ რიგში მდინარეების ფორსირება უჭირთ, მით უმეტეს, როცა მდინარის მეორე ნაპირი შემაღლებულია და იქ უკრაინელი მებრძოლები არიან ჩასაფრებული: „ამ ომის გამოცდილებიდან რასაც ვხედავთ, ყველა მდინარის გადალახვა რუსებისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენს,“ – …

თუ ასეთი უშიშარია რუსეთი, ამერიკის არ ეშინია, ახლა რატომ არ ურტყამს კიევს? – ინტერვიუ 

„კიევს ჯერ კიდევ სტუმრობს აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი. ამ პერიოდში კიევში დარტყმა არ ყოფილა. თუ ასეთი უშიშარია რუსეთი და ამერიკის არ ეშინია, მაშინ რატომ არ ახორციელებს დარტყმებს?“ – კითხვა უჩნდება გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, თუმცა რუსების ისედაც მდორე ტემპი კიდევ უფრო შენელდა, …

„ამ ტემპით რუსეთს 90 წელი დასჭირდება უკრაინის ოკუპაციისთვის“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსების მოტოციკლეტებსა და სკუტერებზე გადაჯდომა არაფერს შველის – პირიქით ასე უფრო კარგი სამიზნე ხდები: უკრაინელები უფრო დიდი სიამოვნებით ააფეთქებენ მოტოციკლეტიან ჯარისკაცს,“ – გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, მორიგი ინტერვიუს დროს რუსეთის არმიის ახალ მიდგომაზე ვკითხეთ – მოტოციკლეტები ჯავშანტექნიკის ნაცვლად. ვახტანგ კაპანაძის აზრით, ეს რუსების მხრიდან ინოვაციას კი არა, სისუსტეს აჩვენებს და იმასაც, რომ რუსებს ჯავშანტექნიკის განადგურებას …

გერმანიის კანცლერმა ტრამპს უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა – ინტერვიუ

„სადღაც ხომ უნდა გავიდნენ, რაღაც შედეგი ხომ უნდა დადონ რუსებმა?“ – გადამდგარ გენერალს ეჭვი აქვს, რომ ვერც დნეპროპეტროვსკის მიმართულებით მიაღწევენ რუსები წარმატებას. ამ მიმართულებით წარმატება კი იმას ნიშნავს, რომ რუსები მდინარე დნეპრის ფორსირებას შეძლებენ, მაგრამ სად აქვთ რუსებს მაგის ძალა და რესურსიო, გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. „ტაქტიკურ დონეზე არსებობს წინსვლა და უკუსვლაც. ოპერატიულ გარღვევას …

„რუსი მფრინავი ისე ჩამოაგდეს აზრზე არ იყო, რომ მის წინააღმდეგ რაკეტა მოქმედებდა“ – ინტერვიუ

„ნატოს შეუტიოს კი არა, ტორეცკი ვერ აუღია რუსეთს ამ დრომდე“, – მოკლე, მაგრამ მკაფიო პასუხი აქვს გადამდგარ გენერალს იმ შეხედულებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი – თუ იგი საკმარისად არ დაასუსტეს – შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყანასაც თავს დაესხას. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის ბედი დასავლეთის მხარდაჭერის უწყვეტობაზეა დამოკიდებული, თუმცა გადამდგარ გენერალს ეჭვი არ ეპარება, რომ დახმარების შეწყვეტის …

„რუსებს კარგად რომ ჰქონდეთ საქმე, შეიარაღებას კორეას არ დაესესხებოდნენ“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსებს რომ კარგად ჰქონდეთ საქმე, კორეელებს არ დაესესხებოდნენ შეიარაღებას და პირად შემადგენლობას,“ – რუსეთ-უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. რა იცვლება „დიდი შვიდეულის“ მიერ რუსეთის მიმართ დაანონსებული სანქციებით? „იქ პუტინი ჩავიდა და განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ძეგლები უკრაინელებმა გაანადგურესო. ბოდიში, მაგრამ 1500 კილოიან ბომბებს რომ ჩამოაგდებ შენივე ტერიტორიაზე და მერე …

„პუტინს არ აწყობს, ფრონტიდან ჯარისკაცები დაუბრუნდნენ სოციალურად დაუცველ რუსეთს“ – ინტერვიუ

„არაფრით არ იყო საინტერესო ეს აღლუმი. ბოლომდე ვერც კი ვუყურე. როგორც ჩანს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ტანსაცმელი კინოსტუდიიდან გამოიტანეს და ძველი იარაღი გვაჩვენეს,“ – 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. „პუტინს გვერდით რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ეყოლება, რაზე უნდა ელაპარაკო?“ – კითხვას სვამს გენერალი და მერე გვიყვება, რა …

„პუტინს 9 მაისამდე წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა“ – ინტერვიუ გენერალთან

„პუტინს 9 მაისამდე რაღაც წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა. ის ვერც კურსკს ათავისუფლებს ბოლომდე, თუმცა დიდი მცდელობა აქვს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გააქტიურება რუსეთში ჭურვების საწყობის განადგურებას უკავშირდება. „ეს იყო რუსებისთვის დამახასიათებელი, გაბოროტებული პასუხი იმაზე, რაც მათ უკრაინელებმა დამართეს. უკრაინელებმა 22 აპრილს, სოფელ კურზაჩისთან მდებარე …

„რუსეთმა პატიმრების რესურსი ამოწურა, კონტრაქტს უკვე არალეგალებსაც უფორმებენ“- ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთს რომ უჭირს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალი კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეს, არამედ რუსეთში მყოფ არალეგალებსაც და ასეთი ბევრია რუსეთში შუა აზიიდან, ჩინეთიდან და აფრიკიდან, შეუძლიათ შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღება, თუ ცოცხალი გადარჩნენ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის …

„უკრაინას უპირატესობა აქვს იარაღის ხარისხში, მომზადებასა და დაზვერვაში“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთი ვერანაირად ვერ ახორციელებს წარმატებულ შეტევას. რამდენით წაიწია წინ რუსეთმა 2025 წლის დასაწყისიდან, მეტრებს თუ არ ჩავთვლით?!“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთი ძირითადად პოლიტიკური არგუმენტით აგრძელებს ომს უკრაინაში – თუ ომის შეწყდება, პუტინი ვეღარ მოატყუებს ხალხს, სამშობლოსთვის ვიბრძვით და ამიტომაც გვიჭირსო. გადამდგარი გენერლის აზრით, უკრაინელებმა დრონების ტექნიკაც დახვეწეს: უკვე …

Exit mobile version