„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია 130 თუჯის სხმულისაგან დამზადებულ საბაღე სკამებს შეისყიდის. ძელსკამების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 59 ათას 800 ლარია.
ბათუმელები
„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია 130 თუჯის სხმულისაგან დამზადებულ საბაღე სკამებს შეისყიდის. ძელსკამების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 59 ათას 800 ლარია.
ბათუმის პლაჟი, ბულვარი, 28 მარტი, 2015 წ.
ბათუმის ბულვარში 2015 წლის განმავლობაში სანაპირო ზოლის შერჩევითი მოსწორებითი სამუშაოს შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 ათასი ლარია.
უფრო მეტი მუსიკაზე დედაჩემი უკრავდა გიტარაზე და ფანდურზე, ამის შემხედვარემ მოვითხოვე მეც მომეცით გიტარა-მეთქი. სამი წლის ვიყავი, სათამაშო გიტარა მომიტანეს, ოთხსიმიანი, ჟღერადობა არ ჰქონდა, მაგრამ მე მაინც ვუკრავდი. დედაჩემმა ფანდურზე დაკვრა მასწავლა, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა, რაღაც მეტი მინდოდა. დედაჩემის ძმასთან დავდიოდი სოფელ ხალაში, იქ ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული. მდინარეში ვთევზაობდი ხოლმე. …
ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ბიუჯეტიდან წელს 5 144 600 ლარი დაიხრჯება, რასაც ბულვარის ადმინისტრაცია, კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან 560 000 ლარს დაამატებს.
“დიზაინერობა არ არის ჩემთვის ბიზნესი, ეს არის ჩემი ცხოვრება, მოდა არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ის ყოველდღიურობაა. ჩემი წარმატებულობის მიზეზი ის არის, რომ ვარ თავისუფალი მენტალური ბორკილებისგან” – ასე იწყებს საუბარს ბათუმელი დიზაინერი გოგა ნიქაბაძე. თავის საქმიანობაზე და 2015 წლის მოდის ტენდენციებზე ის “ბათუმელების” მკითხველს უამბობს.
ბავშვობიდან მოსწონს მაღალი ქუსლები და წითელი პომადა, სწორედ ეს გახდა იმ არჩევანის მიზეზი, რომელიც 14 წლისამ გააკეთა. 20 წლის მოდელი ლიზა მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან გოგა ნიქაბაძესთან მუშაობის საშუალება მიეცა. ლიზა მალე დედა გახდება.
ბენეფშე თემისქანი ბათუმში ორი თვის წინ დასახლდა. ის ბათუმში თურქეთის კონსულის – იასინ თემიზქანის მეუღლეა. დიპლომატის მეუღლეს ბათუმის არქიტექტურა მოსწონს და როგორც ხელოვნებათმცოდნეს, ბათუმთან დაკავშირებით საკუთარი გეგმებიც აქვს, რაზეც ის „ბათუმელებს“ ესაუბრა.
ბექა მსხილაძე 13 წლის იყო, როდესაც ფოტოგრაფიით მოიხიბლა. უკვე შვიდი წელია ყველგან ფოტოაპარატით დადის, ამბობს, რომ ფოტოაპარატი მუდამ ჩართული აქვს. ერთი თვის წინ ბექამ ძმასთან ერთად ბათუმში ფოტო სტუდია “FoTo MSX” გახსნა, სტუდიაში ამჟამად სამ პროექტზე მუშაობენ.
ჟურნალისტი თეა ხოფერია ბათუმში შვიდი წლის წინ დასახლდა. გადაწყვეტილება მეუღლის, გიორგი პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის გამო მიიღო. მაშინ ბევრი არ უფიქრია ისე მიატოვა სამსახური და მეუღლეს ბათუმში გამოყვა, ამბობს, რომ ასე აღმოაჩინა ევროპის ერთი პატარა ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად სისუფთავის გამო მოსწონს. თეა ბათუმში კიდევ ორ წელს დარჩება, ახლა ის “სოკარ ჯორჯიას” პრესამსახურში მუშაობს.
მოსწონს, როცა მისი მუსიკა ქუჩაში მიმავალ ყველა ასაკის მსმენელს აჩერებს. ეს მისთვის იმის საზომია, რომ კარგად აკეთებს თავის საქმეს, რომელიც მეხუთე წელია ყოველდღიურობად ექცა. გიორგი, იგივე გოშა რულენკო 28 წლისაა. თავს ქუჩის მუსიკოსს უწოდებს და კმაყოფილია იმით, რაც დღეს აქვს, თუმცა გულის სიღრმეში სჯერა, რომ მისი ვარსკვლავიც აენთება.
Fifi, იგივე სულხან ფიფია, შვიდი წელია ტანსაცმლის დიზაინითაა დაკავებული. ამბობს, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ის, რომ დღეს ტანსაცმლის საკუთარი ხაზი აქვს, დაუღალავი შრომის შედეგია. “ბათუმელებს” Fifi 2014 წლის შემოდგომის მოდასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
თამარ ხიტირი 23 წლისაა, თუმცა ამბობს, რომ 15 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ახლა დოქტორანტია და უკვე კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახლო წარსულში აჭარის განათლების სამინისტროს პიარსამსახურში მუშაობდა, ახლა ბათუმის საკრებულოს ფრაქციაში მუშაობს. ხუთი წლიდან სწავლობს უცხო ენებს, იცის რვა ენა და აქვს უამრავი ჰობი. აქვს არარეალური ოცნებებიც, უნდა რომ შეეძლოს ფრენა, ამბობს, ასე რომ იყოს, არ ივლიდა, მხოლოდ იფრენდა.
ტელეწამყვანი გიორგი მოისწრაფიშვილი საზოგადოებას ახალ ამპლუაში წარუდგა. გასულ კვირას ის რადიო “აჭარის” ხელმძღვანელად დაინიშნა. გიორგი პარალელურად ტელევიზიაშიც აგრძელებს მუშაობას, თუმცა შვიდი წლის შემდეგ “დილის ტალღა” ეთერში მის გარეშე გავა. “ბათუმელების” მკითხველს გიორგიმ რადიოს გეგმებზე, მუსიკაზე, ელენესა და ამერიკულ ოცნებაზე უამბო.
ბავშვობიდან რევოლუციონერს “მარია ჩე” ჩაცმულობის გამო დაარქვეს, 27 წლის მარია ზოიძე ფოტოგრაფია, ის ქობულეთიდან სასწავლებლად ევროპის აკადემიაში მოხვდა. ამბობს, რომ ეს მიზანდასახულობის შედეგია, ამიტომაც უყვარს ჩე გევარა და ზუსტად იცის, რომ მიზანსწრაფულობით ყველაფერი გამოდის.
სიმაღლე – 1.80; პარამეტრები: 90/58/90 – ეს 20 წლის ნინო ჯაყელის მონაცემებია, რომელიც „მის აჭარა 2014“ გახდა. ნინო „ბათუმელებს“ თავის გეგმებზე ესაუბრა.
ამერიკულ სამხედრო–საზღვაო ძალებში ეროვნებით ქართველი ოფიცერი გივი ტიბანელი მსახურობს, 29 წლის ოფიცერი სამხედრო გემის მთავარი იურისტია და ასევე ასრულებს მრჩევლის როლს საერთაშორისო სამართლის საკითხებში. გივი ტიბანელი ბათუმის პორტში შემოსული ამერიკული ხომალდის -“Mount Whitney”ის ეკიპაჟის წევრია.
პროფესიით ექიმი თამარ ქაჩლიშვილი ბათუმში ერთი წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. თამარი საზღვაო ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორია, მისი მთავარი საზრუნავი ჰოსპიტალის განვითარებაა, მომავალი გეგმები კი ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს განვითარებას უკავშირდება.
„რამდენიმე დღის წინ საყიდლებზე ვიყავი წასული, როცა მაღაზიებიდან დიდი პარკებით გამოვდიოდი, ახლობლები შემხვდნენ, მკითხეს, რატომ მომქონდა მარტოს ამხელა პარკები, სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ დამაკლდა არჩილი, იქამდე ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ახლა კი ოჯახისთვის ვეღარ იცლის, მთელი დღე სამსახურშია“ – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მეუღლე, 26 წლის თამუნა სირაბიძე. იგი იუსტიციის სახლში სამოქალაქო რეესტრის მთავარი სპეციალისტია.
ბათუმში პირველად უკრავს, თუმცა იცის, რომ აქ ბევრი მსმენელი ჰყავს. ზღვისპირა ქალაქიდან ხშირად წერენ თბილი წერილებს. მათი ავტორები 31 აგვისტოს მაღაზიის – “წიგნები ბათუმში” – წინ დათქმულ დროზე ადრე მოკალათდნენ და მოთმინებით ელოდებოდნენ მებო ნუცუბიძის გამოსვლას.
რიტმში ყოფნა და გადაღლილობა არ აშინებს. მთავარია, ის საქმე აკეთოს, რაც ასე უყვარს, მერე რა თუ ღამის გათენება უწევს, ან სხეულის ყველა კუნთი სტკივა, არ წუწუნებს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ცეკვას ეხება. დავით კუცია პროფესიით საჰაერო ნავიგაციის სამსახურის ინჟინერია. საპასუხისმგებლო სამსახურის შემდგომ მისი ფიქრები ლათინურ რიტმებში იკარგება. დათო დღეს აღარ ცეკვავს, თუმცა იცის, რომ დაბრუნდება, რადგან ცეკვისთვის არასოდეს არის გვიან.
„ცეკვაზე დამოკიდებულება” – ეს ნესტან შაშიკაძის დიაგნოზია, დიაგნოზი საკუთარ თავს თვითონ დაუსვა, ექიმია, თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულება ცუდი შედეგის მომტანია.
gogasus-ი საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი სტილისტია. თბილისში, “გოგასუს ჰაირ სტუდიოს” დამაარსებელი და საქართველოში “ჰეარ შოუების” (თმის შოუ) ორგანიზატორი ამჟამად ბათუმში მასტერკლასებს უტარებს სტილისტებს.
„ჩვენ დიზაინერები კი ვქმნით ახალს, თუმცა სინამდვილეში მოდა უკვე არის შექმნილი, ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ ინტერპრეტაციას, რაღაცას ვცვლით, რაღაცას ვახამებთ, ხან 60-იანი წლების ინსპირაციას ვიყენებთ, ხანაც – 80-იანების. დღეს საინტერესო სწორედ ის არის, თუ ვინ როგორ აკეთებს ამას” – ამბობს თაკო მექვაბიძე, ბათუმელი დიზაინერი, რომელიც „ბათუმელებს” საზაფხულო მოდის ტენდენციაზე ესაუბრა.
აკე პატარაია და ანა მალაზონია სამი თვის წინ დაქორწინდნენ, აკე და ანა მაყურებელმა “X ფაქტორიდან” გაიცნო, წყვილმა მაყურებლის სიმპათია მალევე დაიმსახურა.
27 წლის ანა ბერძენიშვილი ბათუმში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი უკვე შეყვარებულია ბათუმზე და ფიქრობს კიდეც, რომ სამუდამოდ აქ დარჩება: “ახლა ვფიქრობ აქამდე სხვაგან როგორ ვცხოვრობდი, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი სახლი, ყველა ქუჩა მიყვარს, შეიძლება ითქვას, ყველა კუნჭული.”
23 წლის ნიკა კიკნაძე მაყურებელმა პროექტ “X-ფაქტორით” გაიცნო. ნიკა ბათუმელია, მისი ოცნებაა ბათუმში აკეთოს საყვარელი საქმე: „მიჯაჭვული ვარ ამ ქალაქს, ხშირად ჩამოვდივარ, ძალიან მიჭირს დიდხანს შორს ყოფნა. მინდა მქონდეს შესაძლებლობა აქ, ბათუმში, დავკავდე მუსიკით იმ დოზით, რომ თავად ვიყო კმაყოფილი,“ – ამბობს ნიკა.
ამბობს, რომ მუსიკა მისთვის ყველაფერია, უფრო სიცოცხლისთვის აუცილებელი, ვიდრე ჰობი. მუსიკის მსგავსად ბუნება უყვარს, იქ თავისუფალია, თავისუფლებას კი გიორგი ბერიძე ყველაზე მეტად აფასებს. გიორგი 22 წლისაა, იგი მუსიკალური კონკურსის – “მაგთი ფანის” გამარჯვებულია და ამჟამად “X ფაქტორში” მონაწილეობს.
„ნებისმიერი შეზღუდვა ჩემთვის მიუღებელია, სადაც მზღუდავენ, მე იქ არ ვჩერდები, შესაბამისად, არ ვჩერდები ერთ ადგილზე, სულ ვმოგზაურობ. სინამდვილეში უფრო მეტი მინდა ვიმოგზაურო. ქვეყანას ოთხი მხარე აქვს, შანსი გაქვს წახვიდე იმ მხარეს, სადაც გინდა“, – ეს დათო ტრაპაიძეა, ადამიანი, რომელიც ყველგან პოზიტივს ეძებს, საუკეთესო ტრანსპორტად ველოსიპედს მიიჩნევს, მხარზე თუ ფოტოაპარატს შენიშნავთ, მისი მარშრუტის განსაზღვრა მარტივია – დათო რუტინულ დღეს გაურბის, დღის ბოლოს კი საკუთარი ხეტიალის ამბავს საკუთარ ბლოგზე, „მთვარის კლუბის“ მკითხველს უყვება.
მომღერალი მეგი გოგიტიძე დაქორწინდა. იგი ახლა მეუღლესთან ერთად ქობულეთში ისვენებს. მეგის მეუღლე დათუნა მერაბიშვილია.
ეს იყო ბათუმში, ძალიან დიდი ხნის წინ, ახალგაზრდა მხატვრის რაულ ხალვაშის ნამუშევრებმა პატარა გოგონა – ზაირა ნადირაშვილი მოხიბლა: „ისე ვიყავი აღფრთოვანებული, რომ გადავწყვიტე მივსულიყავი. საერთო მეგობარმა მიმიყვანა სახელოსნოში, 16 წლის ვიყავი, მისი ყველა ნამუშევარი ჩემთვის იყო შთამბეჭდავი, სახელოსნოში მივედი და იქ დავრჩი, აღარ წამოვსულვარ.” – იხსენებს ზაირა.
სამოდელო კარიერა მარი აშამბამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დის წარმატებით ანაც მოიხიბლა და უკვე ექვსი თვეა, რაც თავადაც ამ სფეროში ჩაერთო. მარი ჩინეთში მიიწვიეს, იგი პეკინში აგრძელებს სამოდელო საქმიანობას, ანა ჯერ მხოლოდ 13 წლისაა. უამრავი ოცნებითა და მიზნით აღსავსე ფიქრობს, რომ ყველაფერია შესაძლებელი და თუ რაღაც მართლა გინდა, ის აუცილებლად გამოვა.
ოცნება, ჰყოლოდა საკუთარი ბენდი, კახა ცინცაძემ მარტივად აისრულა, ჩამოუარა ყველა ნაცნობ შემსრულებელს და თავისი იდეა გააცნო. მაშინ მის სურვილს ღიმილით შეხვდნენ, წინადადებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდნენ, რომ კახასთვის გული არ გაეტეხათ. ეს თითქმის ორი წლის წინ მოხდა, დღეს კი ყველა იცნობს კახას მიერ შექმნილ „სითი ბენდს”, რომელიც გასულ წელს პროექტ “ნიჭიერში” მაყურებლის რჩეული გახდა.
მიდია რიგი 19 წლის ბათუმელი გოგოა, რომელსაც სჯერა, რომ კრივში ასპარეზობით შეძლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს.
დათო მოისწრაფიშვილი მხიარულთა და საზრიანთა კლუბში უკვე ცხრა წელია თამაშობს. პროფესიით მსახიობია, თუმცა დიდი ხანია შოუმენის როლი მოირგო. ამბობს, რომ თავს ყველაზე კომფორტულად სცენაზე გრძნობს, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებულად ღელავს. შეუძლია: სიმღერა, ცეკვა, თამაში, ხუმრობა და ქეიფი. ფიქრობს, რომ ხელოვნების გარდა “ვერაფერში ვერ გამოდგება”.