ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, შესაბამისი სასაზღვრო-ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ბელგიის სამეფოს, ჰოლანდიის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის სამი შესაბამისი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს.
„აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია მეორედ დაფიქსირდა. კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდა,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია 2019 წლის 9 სექტემბერს გაავრცელა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს, თუ რა პროდუქტებზე და რომელ საწარმოებზეა საუბარი. თუმცა სამსახურმა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
„გაცნობებთ, რომ საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება,“ – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.
სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ნორმალურ პირობებში სალმონელას ბაქტერია ძირითადად ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ძირითადად ინფიცირდებიან დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.
მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციისა და პროფესიული უნარების გამოცდაში მეორე ეტაპი გამოცხადდა. პედაგოგებსა და მაძიებლებს, ვინც ზაფხულის გამოცდაზე ვერ შეძლო კომპეტენციის დადასტურება, შესაძლებლობა აქვთ, გამოცდაზე მეორედ გავიდნენ. რამდენმა პენსიონერმა პრაქტიკოსმა შეძლო კომპეტენციის დადასტურება, რამდენმა ვერ გადალახა ზღვარი და რატომ დარჩა საჯარო სკოლებში ვაკანსიები – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანი საუბრობს.
ქალბატონო მანანა, ზაფხულის საგნობრივი და პროფესიული უნარებისგამოცდაზე ბევრი პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელი გავიდა. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რამდენმა შეძლო კომპეტენციის დადასტურება და რამდენმა ვერა?
გამოცდების შედეგები ასაკის მიხედვით ჩაშლილი არ გვაქვს, თუმცა ამას მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ გავაანალიზებთ. ამ ეტაპზე პენსიონერ მასწავლებლებს საშუალება აქვთ გააგრძელონ მუშაობა. 31 იანვრამდე პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ სკოლაში დარჩენა. იქნება ჯილდოზე გასვლის მეორე ეტაპიც. ვნახოთ, რამდენი დაწერს იანვარში ჯილდოზე განცხადებას, ამით გავიგებთ, დაძლიეს თუ არა მათ გამოცდის ბარიერი.
ზაფხულის გამოცდის შედეგები აჩვენებს, რომ 70-მა პროცენტმა ვერ გადალახა კომპეტენციის ზღვარი. იყო კატეგორია, ვინც მიიღო 0,1,2,3 და ათზე ნაკლები ქულა. როგორც ფიქრობთ, რაშია პრობლემა, შეიძლება პედაგოგმა ან მაძიებელმა, რომელსაც გავლილი აქვს 60-კრედიტიანი პროგრამა, გამოცდაზე ათზე ნაკლები ქულა მიიღოს?
ეს აჩვენებს იმას, რომ პროფესიაში შესვლისთვის სწორი ფორმა გვაქვს შერჩეული. სხვა შემთხვევაში, სკოლებს ვერ დავაზღვევთ ნაკლებკვალიფიციური კადრების შესვლისგან.
60-კრედიტიანებთან იმ ადამიანებს, ვინც კვალიფიკაცია ვერ დაადასტურა, ვერ დავაკავშირებ, რადგან ამ პროგრამის გავლა წინაპირობაა, რომ მათ 10 კრედიტზე უნდა ჰქონდეთ გამოცდა ჩაბარებული. ის, რომ 1 და 2 ქულა მიიღეს გამოცდაზე, ვფიქრობ, დიპლომირებული ადამიანი არ უნდა იღებდეს ასეთ დაბალ შეფასებას. აქ უნივერსიტეტის პრობლემაცაა. შეიძლება იყო კომპიუტერის ფაქტორი, სტრესი და ალბათ, არაკომპეტენტურობისაც.
რომელიკატეგორიაა ის, ვინც ათზე ნაკლები ქულა დააგროვა?
ალბათ, ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში მუშაობენ. ამავდროულად, ჩვენ გვყავს უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, რომლებიც ასევე აბარებდნენ გამოცდას იმიტომ, რომ მათ სხვა საგნის სწავლებაც უნდათ სკოლაში და ამ შემთხვევაში, ცოტა განსხვავებული სურათი იყო. უფროს მასწავლებლებს უფრო მაღალი შედეგები ჰქონდათ. გარდა ამისა, მოქმედ მასწავლებლებს ამ გამოცდაზე ჰქონდათ ნაწილობრივი კრედიტქულების დაგროვების საშუალება, შემსვლელ მასწავლებლებს კი – არა. მათ 60 პროცენტზე მეტი ქულა უნდა დაეგროვებინათ. აქედან გამომდინარე, შედარებით დაბალი პროცენტი ალბათ ამის მაჩვენებელია.
ის ადამიანები, ვინც მიზნად ისახავენ სკოლაში შესვლას, იანვარში მეორედ შეძლებენ გამოცდაზე გასვლას და კომპეტენციის დადასტურებას, მანამდე კი ალბათ სწორად გაანალიზებენ, რაში სჭირდებათ დახმარება.
პენსიონერი პედაგოგების პროფესიიდან გასვლის კამპანიის დროს ითქვა, რომ ეს იქნებოდა შესაძლებლობა სკოლაში ახალგაზრდა კადრები მიეზიდათ. ამ გამოცდების შემდეგრეალურად ვიღებთ იმ სურათს, რასაც სამინისტრო გაზაფხულზე აანონსებდა?
მე მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა სკოლაში მაძიებლად დაიწყებენ მუშაობას და იმუშავებენ მიზანმიმართულად, შეძლებენ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას ორი წლის მანძილზე და ამაში ჩვენც დავეხმარებით. სხვა შემთხვევაში, ისინი სკოლაში ვერ დარჩებიან. ხელფასებისა და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდამ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ბევრად უფრო მაღალკვალიფიციური მოსწრების ახალგაზრდები დაინტერესდნენ სკოლით.
პირველი ეტაპისთვის ცუდი შედეგი არ არის, რადგან გამოცდაზე გასული 9 ათასამდე ადამიანიდან 26 პროცენტს სკოლაში შესვლის საშუალება აქვს.
არიან ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გასაუბრება ფორმალურ სახეს ატარებს. რამდენად გამჭვირვალეა პროცესები და თუ არსებობს ნეპოტიზმის, ახლობლობის ნიშნით კადრების შერჩევის რისკი?
ძალიან რთულია 2 650 ადამიანზე თქვა, რომ ყველა რაღაც არასწორი გზით შემოვიდა. ვფიქრობ, სკოლა დაინტერესებული იყო, რომ კვალიფიციური კადრები მიეღო და, პირველ რიგში, აქცენტი გააკეთა სწორედ ამ პირების კვალიფიციურობაზე. როცა ერთ განაცხადზე 70 კაცი მოდის, 69 უკმაყოფილო დარჩება. მე, პირადად, ვნახე არაერთი სკოლა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა პირობების შექმნას, როცა კვალიფიციურ ადამიანს ხედავდა.
როცა თანაბარი შანსები აქვთ კანდიდატებს, ვის სასარგებლოდ კეთდება არჩევანი?
ცოტა ხანში ჩვენ გვექნება სრული სურათი, რამდენი მაძიებელი მიიღეს კონკურსით და მერე უკვე გიპასუხებთ ამ კითხვაზე. ფაქტია, რომ ქალაქებში უფრო მეტად გააკეთეს აქცენტი კვალიფიციურ კადრებზე იმიტომ, რომ კონკურენცია მაღალი იყო, მაგრამ რაიონებში შესაძლებელია არჩევანი უფრო ახალგაზრდა კადრებზე გაკეთდა.
ჩვენ უფრო მეტი მაძიებელი გვყავს რეგიონის სკოლებში, სოფლის სკოლებში და ნაკლები – ქალაქში.
პედაგოგს შესაძლებლობა აქვს ორ საგანში დაადასტუროს კომპეტენცია. როცა გამოცდილი პედაგოგი და მაძიებელი დგას კონკურენციაში, ეს ხომ ამცირებს ახალი კადრების შესვლის შანსს?
საათებზე სამინისტროს მხრიდან არის შეზღუდვა დაწესებული, 25 საათზე მეტი მასწავლებელს არ უნაზღაურდება. თუმცა აქ შეზღუდვას ვერ დავაწესებდით, რადგან არის საგნები, რომელთა დატვირთვა არის 10 ან 12 საათი და, შესაბამისად, მასწავლებელმა სრულად რომ აიღოს დანამატი, შესაძლებლობა აქვს გავიდეს სხვა საგანზე და ამით მოიპოვოს დამატებითი საათი.
ჩვენი მიზანია ადამიანი იყოს კომპეტენტური იმ საგანში, რასაც ასწავლის, ეს იქნება არსებული კადრი თუ ახალი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
დაახლოებით მაინც თუ ვიცით, რამდენი ახალი კადრი შევიდა სკოლაში კონკურსის გზით?
2 650 კადრი შევიდა ამ ეტაპზე სკოლაში, თუმცა აქ არიან ის პირებიც, ვინც სკოლა შეიცვალა. კიდევ დარჩენილია 1500 ვაკანსია, სადაც 14-15 სექტემბერს ჩატარდება გასაუბრება.
რატომ დარჩა ამდენი ვაკანსია, მოთხოვნა ხომ არსებობს?
ის ვაკანსიები დარჩა, სადაც არ მივიდნენ კადრები ან ვერ შეარჩიეს კვალიფიციური კადრები. ზოგიერთ სკოლაში ადგილობრივმა კადრებმა დატოვეს სკოლა და გაიუმჯობესეს პირობები.
ვინც კრედიტების დასაგროვებლად გავიდა საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაზე, იქ რა ვითარება გვაქვს?
სექტემბრის ბოლოს გვექნება სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი იცვლის სტატუსს. ნაწილზე, ვისაც გამოცდის გარეშე ჰქონდა სტატუსზე წარდგენილი განაცხადი, ბრძანება მზადდება. სულ 4 ათასზე მეტია ის პედაგოგი, ვინც უფროსს ზემოთ იცვლის სტატუსს და არ სჭირდება გამოცდის შედეგი. გამოცდის შედეგი ვისაც სჭირდება სტატუსის შესაცვლელად, მათი რაოდენობა აპელაციების შემდგომ გვეცოდინება.
როდის იქნება საბოლოო ანალიზი იმ პროცესების, თუ რა შედეგი გამოიღო პენსიონერი პედაგოგების პროფესიიდან გასვლამ, საგნობრივი გამოცდების და ახალი კადრების სკოლაში შესვლამ?
როდესაც პედაგოგებს ახალ სტატუსებს მივანიჭებთ და ვაკანსიებიც შეივსება, გამოჩნდება, სად დაგვრჩა დეფიციტი. ალბათ, ოქტომბერში გვექნება საბოლოო სურათი.
აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, გასული წლის პირველ ორ კვარტალში უცხოურმა ინვესტიციებმა აჭარაში 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში კი – 48,6 მილიონი აშშ დოლარი.
2019 წლის პირველ კვარტალში აჭარაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 26 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ამავე წლის მეორე კვარტალში – 22,5 მილიონი აშშ დოლარი.
5,5-ჯერ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით.
თუ რა რაოდენობის უცხოური, ასევე, ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში 2017 და 2018 წელს – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით 2019 წლის დასაწყისში მივმართეთ, თუმცა სამინისტროდან ასევე წერილობით გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ.
საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის მე-2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელი ქვეყნის მასშტაბით 53.7%-ით შემცირდა. მე-2 კვარტალში ქვეყანაში სულ 187 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ანუ 216.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლები, ვიდრე 2018 წლის შესაბამის პერიოდში.
დღეს ინტერნეტსივრცეში ბათუმზე გადაღებული ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა, რითაც დასრულდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთთვიანი კამპანია ,,აირჩიებათუმი“. ვიდეორგოლში 15 პერსონაჟი – მსახიობები, მუსიკოსები, მწერლები, შოუმენები და ტელეწამყვანები ერთადაა თავმოყრილი, ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტში აჭარის სხვადასხვა ადგილის შესახებ ისინი საკუთარ ემოციურ კავშირებსა და დამოკიდებულებაზე საუბრობდნენ.
კამპანია ,,აირჩიებათუმი“ აგვისტოდან დაიწყო და მისი მიზანი აჭარის რეგიონში შიდა ტურისტების მოზიდვაა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ქვეყნის მასშტაბით სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს. აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს უცხოეთის სამიზნე ქვეყნებში კი წლის ბოლომდე გაეცნობიან.
წინანდლის მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად ტარდება წინანდლის ისტორიულ მამულში. 22 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის დღის და საღამოს კონცერტები გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (Pan Caucasian Youth Orchestra) დაფუძნდა, რომელიც 6 ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტდა. ასევე შეიქმნა წინანდლის ფესტივალის აკადემია. როგორც ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, დავით საყვარელიძემ პრესკონფენერციაზე აღნიშნა, ახალგაზრდული ორკესტრი კონცერტების პარალელურად, სასწავლო პროცესშია ჩართული. 5 კვირის განმავლობაში მათ მასტერკლასები და სემინარები ჩაუტარდდებათ.
მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა – ფესტივალის მუსიკალური დირექტორი: “იმისათვის, რომ შეიკრას ახალი ორკესტრი, საჭიროა განსაკუთრებული ნაწარმოების შესრულება. პირველი კონცერტისთვის ჩვენ ავარჩიეთ მალერის მეორე სიმფონია, რომელიც არის მუსიკალური თვალსაზრისით მარადიული ძეგლი, თუმცა, მეორეს მხრივ, ამ არჩევანს კიდევ ერთი, უფრო ღრმა და სიმბოლური დატვირთვა ქონდა. მის შესასრულებლად საჭიროა უდიდესი ძალისხმევა და ერთიანობის შეგრძნება – ორკესტრის, სოლისტების, გუნდის. თუ გინდა, რომ მიაღწიო სრულყოფილებას, ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთო და სწორედ ამის შემდეგ მოვა წარმატება. ახალგაზრდა ორკესტრმა შესანიშნავად იმუშავა. წარმატება ერთი ადამიანის მიერ არ მიიღწევა, იგი ყოველთვის გუნდური მუშაობის შედეგად მოდის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სული შთაბერა ამ ფესტივალს. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს აქვთ დასახული მიზანი და იბრძვიან ამ მიზნის შესასრულებლად.“
საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება.
„წინანდალი ყოველთვის იყო კულტურის და განათლების კერა. ჩვენ ვაგრძელებთ მის ისტორიას. ჩვენი ოცნება ყოველთვის იყო წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრად გვექცია. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ წინანდლიდან დღეს მშვიდობის გზავნილს ვუგზავნით რეგიონს. რადგანაც, მუსიკალური აკადემია და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ეს არის უნიკალური შანსი, უნიკალური მაგალითი, როგორ შეგვიძლია გავუზიაროთ ეს ლამაზი და პოზიტიური გზავნილი მსოფლიოს და რეგიონს, რომელიც, როგორც ყველა ვიცით, საკმაოდ რთულია.“ – განაცხადა წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
8-22 სექტემბრის ჩათვლით, წინანდლის ისტორული მამული 40 მდე საორკესტრო, კამერული, და სოლო კონცერტს უმასპინძლებს. წინანდლის მუსიკალური ფესტივალის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.
In the context of strengthening the bonds between Lebanon and Georgia on cultural, societal, educational, economical and touristical levels, the Georgian Lebanese Chamber of Commerce took the initiative of offering a fully sponsored business training and touristic week, from August 18 till August 25, 2019, for a group of Lebanese managers and professionals from different fields of business and professions.
The initiative was taken by H.E Dr. Anestass El Murr, Honorary Consul of Lebanon in Georgia / President of the Georgian Lebanese Chamber of Commerce, with the full sponsorship of Dr. Nabih Tohme, an international Lebanese businessman and Head of the Chamber in Batumi.
The support from the Georgian side was amazing. Mr. Zurab Garuchava, Legal and Management Consultant and C.E.O of Hoshbau for Real Estate in Batumi, strongly supported H.E Consul El Murr and offered both his personal and company assistance.
Mrs. Nona Baramia, head of Aldagi insurance company in Batumi, visited the trainees as a guest speaker and offered nice gifts for them.
Mr. David Ebralidze, Manager of Poti Free Zone made a very nice presentation and offered his assistance and support.
Ms. Diana Khomeriki, represented the Georgian Chamber of Commerce, and made a very nice presentation about business research methods.
Professor Sam Sade, a Lebanese American lecturer, gave amazing courses in Finance and Economics, while Doctor Marie Ange Khayat dazzled the trainees with an excellent presentation about the basics of marketing. Dr. Stepan Avagyan from Armenia, C.E.O of Global Consultant group and GB technology treated the topics of leadership and management while Ms. Maria Armena Gedeonian gave deep insights about business research.
Advisors to the president, Ms. Randa Badr, Mr. Dal Hitti and Mr. Mtanous Loutfi, also played an important role in the promotion and the organization of the event.
At the end, H.E Consul El Murr thanked both Georgian and Lebanese sides, for their support, and thanked Dr. Nabih Tohme, the sponsor, and joined the stage with him to offer all participants their certificates of participation.
The event was strongly welcomed in Georgia and most visitors loved Batumi and expressed their wish to visit again to invest and do business in Georgia.
ქართულ-ლიბანურმა სავაჭრო პალატამ ლიბანიდან ოც წამყვან სპეციალისტს უმასპინძლა ბათუმში
საქართველოს სავაჭრო პალატას ბიზნესკვირეულზე წარადგენდა დიანა ხომერიკი, მისი მოხსენება ბიზნესკვლევების მეთოდებს ეხებოდა.
ლიბანური წარმოშობის ამერიკელმა პროფესორმა სემ სადმა ეკონომიკისა და ფინანსების მოკლე კურსი წაიკითხა ტრენინგებზე, მარია ენჯ ჰაიატმა კი მარკეტინგის საფუძვლებზე ისაუბრა საინტერესოდ.
კომპანია Global Consultant-ისა და GB technology-ს ხელმძღვანელმა, სტეფან ავაგიანმა სომხეთიდან, განიხილა ბიზნესლიდერობისა და მართვის სპეციფიკის საკითხები, მარია არმენა გედეონიანმა კი ბიზნესკვლევების სიღრმისეულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ლიბანის საპატიო კონსულისა და ქართულ-ლიბანური სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ანესტას ელ-მურის მრჩევლებმა: რენდა ბადრმა, დალ ჰიტმა და მტანუს ლოუთფიმ.
ღონისძიების დასასრულს კონსულმა ელ მურიმ მადლობა გადაუხადა როგორც ლიბანურ, ასევე ქართულ მხარეს მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის, სპონსორს ნაბი ტომს, მასთან ერთად ლიბანის საპატიო კონსულმა კვირეულის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
ბიზნესკვირეული საქართველოში ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ტრენინგ-სემინარების მონაწილეთა უმრავლესობამ შეიყვარა ბათუმი, დაგეგმეს კიდევ არაერთხელ სტუმრობა საქართველოში და რაც მთავარია ბიზნესმენებს გაუჩნდათ ქვეყანაში ინვესტირების, ბიზნესსაქმიანობის დაწყების სურვილი.
„განათლების მიღება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. განათლება ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება დამოუკიდებლობის მოპოვებას. ერთნაირ ჩაგვრას არ განიცდიან ქალები, რომლებიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ და, მაგალითად, ისინი, ვისაც შვილის ექიმთან მიყვანის საშუალება არ აქვს,“ – მიიჩნევს ნაცო ბერიძე-გაბაიძე. ნაცო მოგვიყვა, რომ ფემინისტური ხედვები მასში მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამის – პოლიტიკური მეცნიერებების სასწავლად ჩავიდა.
ნაცომ განათლების პოლიტიკაზე სამაგისტრო პროგრამა ჯერ ამერიკაში, ვანდერბილტის უნივერსიტეტში გაიარა, შემდეგ კი – ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტში – UCL-ში, სადაც უთხრეს, რომ ქალებს ამ უნივერსიტეტში განათლების მიღების შესაძლებლობა სულ რაღაც 100 წლის წინ მიეცათ… ნაცო დაინტერესებულა ადგილებითაც, სადაც მწერალი ვირჯინია ვულფი ცხოვრობდა და რეალობით, როცა ქალები საკუთარ ნაწარმოებებს, მაგალითად, ვერ აქვეყნებდნენ მარტო იმის გამო, რომ ქალები იყვნენ. არსებობდა „გამოსავალიც“ – წიგნს კაცის სახელს დააწერდნენ.
ნაცო ბერიძე-გაბაიძე ამჟამად აჭარის განათლების სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას, როგორც ფემინისტს, ვესაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომლებიც მისი დაკვირვებით და პირადი გამოცდილებითაც არსებობს დაქვრივებული ქალების მიმართ – ნაცოს მეუღლე, თემურ გაბაიძე 2016 წელს კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დაიღუპა.
როგორ გავხდი ფემინისტი
„უცნაურია. მანამდე თითქოს ეს პრობლემა არ იდგა. არ მქონდა პროტესტი. არც იმაზე მქონდა პროტესტი, დედაჩემს ბევრი საქმე რომ ჰქონდა, რადგან თავად არ წუწუნებდა, არც მე ვაპროტესტებდი,“ – იწყებს თხრობას ნაცო. მასთან ინტერვიუ სახლში ჩავწერეთ.
„ამ ცნობილ ბრიტანულ უნივერსიტეტშიც, სადაც 2014 წელს ვსწავლობდი, წარსულში ძირითადად კაცებს იღებდნენ ან რელიგიური ოჯახის წევრებს. UCL ყოფილა თურმე ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ ქალებსაც მისცემდნენ განათლების მიღების უფლებას. ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში, რაც ახლანდელი გადასახედიდან შორი არ არის. მაშინ ჩაუტარებიათ ასეთი ექსპერიმენტიც: ქალის მიერ დაწერილი მხატვრული ნაწარმოები წააკითხეს ორ ჯგუფს. ნაწარმოები იქ მოეწონათ, სადაც უთხრეს, რომ იგი კაცმა დაწერა.
არც 2011 წელს ვიყავი ფემინისტი, როცა ბრიტანეთში წასვლამდე დავოჯახდი და გვარი გადავიკეთე – „ბერიძე -გაბაიძე“. მაშინ ეს რომანტიკულ თავგადასავლად მივიჩნიე და ქმრისგან არც კი მქონია მოლოდინი, რომ მასაც შეეცვალა გვარი, თუ ეს რომანტიკული იყო. ეს დიდი სიხარულით და ჩემი ნებით გავაკეთე.
ნაცო ბერიძე-გაბაიძე
ყველაზე დიდი გავლენა მაინც ოჯახის შექმნაა – ფარული ჩაგვრა, რაც მანამდე ზედაპირზეა, ოჯახის შექმნის შემდეგ, ქალები კიდევ უფრო მეტად გრძნობენ ამას. თუკი მანამდე დასაოჯახებელი გოგო ხარ, შეიძლება ყველა ფეხის ნაბიჯზე ვერ დაინახო ეს დამოკიდებულება. დაოჯახების შემდეგ კი ყველაზე ხშირად გავიგონებთ ოჯახში შრომის გაყოფის საკითხს. ეს როლები კიდევ უფრო მყარდება და ქვავდება კიდეც, რაც უფრო მეტ ფუნქციას იძენს ქალი ოჯახში. შემდეგ ხდები დედა და აქ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნები ჩნდება, რომელიც კაცზე არ ვრცელდება.
არ მოსწონთ ხოლმე ქალებს, როცა ჩაგვრას ვამბობთ, მაგრამ ჩაგვრაა, სხვა არაფერი, როდესაც ადამიანი შრომობს დაუბალანსებლად და ამ შრომას არ მიიჩნევენ არც დამღლელად, არც მომაბეზრებლად. რომანტიკულად თუ წარმოვიდგენთ, დედობა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამას თუ დავშლით იმ საქმიანობებად, თუ რამდენჯერ უნდა აჭამო, გამოუცვალო საფენი, დააძინო, ეს ძალიან რთული შრომაა ქალებისთვის, ართმევს მათ პირად სივრცეს თვითგანვითარებისთვის. ჩვენ გვიწევს ჩვენი ცხოვრება დავაბალანსოთ სამსახურს, ოჯახსა და საზოგადოებას შორის.
ჩემი მეუღლე – თემური მასწრებდა ფემინისტობაში, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.
რა იცვლება ქალის დაქვრივების შემდეგ?
მე ვფიქრობ, რომ ქალები ერთნაირ ჩაგვრას არ განიცდიან – რაც უფრო დიდია გაჭირვება, გაცილებით მეტი ჩაგვრის წინაშე დგები. ჩემი დაქვრივების შემდეგ, არ მიმაჩნია, რომ იმავე გამოწვევის წინაშე დავდექი, როგორც სხვა ბევრი ქალი. უმრავლესობა, ვინც დაკარგა მეუღლე, დაკარგა ამავდროულად შემოსავლის წყაროც, დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება. ისინი იძულებული ხდებიან იცხოვრონ ან მშობლებთან, ან დედამთილთან და მამამთილთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ პირადი სივრცე, ფაქტობრივად, არ აქვთ.
ეს ნიშნავს იმასაც, რომ თუკი გადაწყვეტენ, ჰქონდეთ ურთიერთობები ქორწინებით თუ ქორწინების გარეშე, ეს მათთვის რთულად წარმოსადგენი და მოსახერხებელია.
იყო შემთხვევები, როცა აკეთებდნენ ერთგვარ დასკვნებს ჩემს ქცევაზეც, რომ თითქოს არანაირი მომავალი არ მაქვს. არ ტოვებდნენ ამ საკითხს ჩემს გადასაწყვეტად. ძალიან რთულია, ზოგადად, საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ წასვლა. ეს მოქმედებს თითოეულ ჩვენგანზე. მე ძალიან მალე გავიხადე შავები – თემურის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ და ბევრისთვის ეს იყო წარმოუდგენელი.
შავი ტანსაცმლის ჩაცმა არ არის მხოლოდ გლოვის გამოხატვის ფორმა, ეს ჩვენი სექსუალობის კონტროლიც არის. მგლოვიარე დედების შემდეგ მგლოვიარე ცოლები ატარებენ ყველაზე დიდხანს შავს. რაც უფრო ასაკშია ქალი, მით უფრო დიდხანს უწევს შავების ტარება და ნაკლებია მოლოდინი, რომ ის ისევ შექმნის ოჯახს. შავი ტანსაცმლის ტარება იძლევა სიგნალს, რომ შენ, უბრალოდ, ჯერ არ ხარ მზად ურთიერთობებისთვის, რომ პატივი უნდა სცენ შენს მდგომარეობას.
რაში სჭირდება საზოგადოებას ქალის სექსუალობის კონტროლი?
დაოჯახებისთანავე ქალი აღიქმება საკუთრებად. სიტყვებითაც რომ ვიმსჯელოთ, მე „დაოჯახებას“ ვიყენებ, მაგრამ ძირითადად იყენებენ „გათხოვებას“, ანუ გასაგნებულია ქალი. ის ქმრის საკუთრებაა და დამოუკიდებელი ავტონომია არ გააჩნია. ბევრ ქალს, რომელიც ახალგაზრდა დაქვრივდა და ვესაუბრე, მითხრეს, რომ მათ ოჯახის წევრებმა უთხრეს, შავები უნდა გაიხადო, პაემანზე წახვიდეო. ანუ ქალი ამ დროს ლეგიტიმაციას ელოდება სხვებისგან. თუკი ქვრივი ქალი ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს სხვებისგან, მიიჩნევა, რომ ამის დრო არ არის, ან ახლა არ არის ამის დრო, ან არც არასდროს იქნება.
ჩვენ, ქალებმა, უნდა მივიღოთ, ასე ვთქვათ, დავალება, რის გაკეთება არის კულტურულად შესაფერისი.
რა შეცვლის ამ დამოკიდებულებას?
მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ყოველ ქალს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკურ თეორიებს მიჰყვეს და ისე დაალაგოს თავისი ცხოვრება, როგორც ამას სამართლიანობა მოითხოვს. უთქვამს ჩემთან ზოგიერთ ქალს, რომ ქმარი სცემს, მაგრამ მას არ აქვს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რომ მივიდეს სახლში და თქვას, დღეს ამ ძალადობას ვასრულებ და აღარ მოვითმენო. მარტო პირადი მაგალითით რომ ვთქვა, იოლია ამის კეთება-მეთქი, ასე არაა. ცვლილებების პროცესი არის ძალიან ნელი და რთული.
განათლების მიღება ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება დამოუკიდებლობის მოპოვებას, მაგრამ მხოლოდ განათლება არაა საკმარისი. სოლიდარობაა ალბათ მნიშვნელოვანი. ქალებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პრობლემების დანახვა და ხელშეწყობა. მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ბევრი საერთო გვაქვს და პირველი ჩვენი საერთო არის სქესი.
შესაძლოა, დედობა ყველამ სხვადასხვაგვარად გამოვცადოთ. სხვაა, როცა შვილი ავად გაგიხდება და ექიმთან წასაყვანად ფული არ გაქვს და დედობა, როცა შვილი უპრობლემოდ მიგყავს ექიმთან, მაგრამ შეძლებული დედაც და გაჭირვებული დედაც საერთო პრობლემებს აწყდება. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გაზიარებაა მნიშვნელოვანი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ჩვენთვის არ ვაკეთებთ და ეს უნდა დავინახოთ სისტემურად.
რატომ დავბრუნდი საქართველოში?
სამუშაო ადგილის შოვნა დასავლეთის ქვეყნებშიც შესაძლებელია, მაგრამ კონკურენცია გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. მე დავამთავრე ვანდერბილტის უნივერსიტეტი და იმ წელს დაამთავრა კიდევ 60-მა ჩემთან ერთად. სამოცივე შეიძლებოდა ჩემი კონკურენტი ყოფილიყო. კიდევ რამდენი უნივერსიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სტუდენტებს უშვებს.
სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ სამსახურს არ ნიშნავს: ჩვენ აქ გვყავს ოჯახები, გვესმის ერთი და იგივე ხუმრობები, ერთი და იმავე მულტფილმებისთვის გვიყურებია ბავშვობაში, გვესმის პოლიტიკური კონტექსტი, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი არავინ იცის ამერიკაში და ვერ იხუმრებ ამ თემაზე. იქ უნდა ისწავლო პრაქტიკულად მთელი კონტექსტი. მე როცა ჩავედი ამერიკაში, ქუჩაში გადასვლასაც ვსწავლობდი. არადა, მანამდე მიმაჩნდა, რომ დამოუკიდებელი ვიყავი და არათუ ქუჩაში გადასვლა, არამედ დამოუკიდებელი ცხოვრებაც შემეძლო. აღმოვაჩინე, რომ ლამის ბავშვის დონეზე მჭირდება რაღაცების სწავლა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დისკომფორტია. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში ავტომატურად გვაქვს ეს კულტურული ცოდნა და ეს აადვილებს ჩვენს ცხოვრებას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008-2010 წლებში ვსწავლობდი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. როცა დავბრუნდი, უკვე მქონდა განათლების სამინისტროში მუშაობის გამოცდილება და პოლიტიკის შემუშავების კუთხით მუშაობა შემომთავაზეს. იმ ასაკში ვიყავი, როცა გინდა, შენი ცოდნა გამოიყენო სხვების სასარგებლოდ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. სულ მეკითხებიან, რატომ არ მივდივარ ევროპაში, ან არ გადავდივარ თბილისში. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ ამ საქმის კეთება – სტუდენტების ხელშეწყობა, ვისაც განათლების მიღება სურს. თანაც, დაბალანსებულია ჩვენი პროგრამები გენდერული ნიშნით. რომ არა ეს პროგრამები, ამ ადამიანების დიდი ნაწილისთვის არ იქნებოდა ხელმისაწვდომი განათლების მიღება, მათ შორის, საქართველოში.
ელენე პროშიკიანი, ბოშათა საკითხების კოორდინატორი „ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრში“
ჩემი აზრით, საქართველოში მცხოვრები ბოშები საერთოდ არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში.
სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება ნაკლებია, რადგან საქართველოში მცხოვრები ბოშები არ არიან იმდენი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებად განიხილონ და მათთვის რამე გააკეთონ. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ძალიან გვეხმარება, მაგალითად, პირადობის მოწმებების აღებაში. ეს სერვისი არ არის უფასო, ამაში ხელს გვიწყობენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ იმ ბოშებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი დოკუმენტები, უფასო გახდეს ეს სერვისები. ასევე კარგი იქნება, თუ მთავრობა ყურადღებას მიაქცევს ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს.
ყურადღება უნდა მიექცეს ასევე განთლების სფეროს, ეს იქნება ბაღები თუ სკოლები. განათლების სისტემაში ჩემი არასამთავროებში მუშაობის 10-წლიან პერიოდში, სამწუხაროდ, მხოლოდ 223 ბავშვის ჩართვა მოხერხდა.
საზოგადოებას დიდი როლი აქვს ინტეგრაციაში. სტერეოტიპების გამოა, რომ ბოშებს საზოგადოებაში არ იღებენ. ხშირად ამბობენ, რომ მათი ადგილი არ არის საქართველოში და უნდა გავყაროთ, თუ ეს შეხედულებები შეიცვლება, რა თქმა უნდა, ინტეგრაციის საკითხიც წინ წაიწევს.
სახელმწიფო და საზოგადოება თანაბრად უნდა იყოს ჩართული სტერეოტიპების მსხვრევაში, თუმცა მნიშვნელოვანია თავად ბოშათა თემის მხრიდან დაინტერესება, რომ სტერეოტიპები გაქრეს მათ შესახებ. სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს მათ მიმართ ინტერესი და ნდობა დაიბადოს თავიდან. სამწუხაროდ, ამჟამად ბოშათა მიმართ ნდობა დაკარგულია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე A ტიპის ტესტს 4334 კანდიდატი აბარებდა, B ტიპის ტესტს – 3937, ხოლო C ტიპის ტესტს – 1963 კანდიდატი.
წაკითხულის გააზრებაში – A ტიპის ტესტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 22.9 პროცენტმა, B-ში – 16.3-მა, ხოლო C ტიპის ტესტში – 23.3-მა პროცენტმა.
ამ კატეგორიაში A ტიპის ტესტში მაქსიმალური ქულა მიიღო 21-მა, B ტიპის ტესტში – 100-მა, ხოლო C ტიპის ტესტში 15-მა კანდიდატმა.
ანალიტიკური წერის კატეგორიაში A ტიპის ტესტში მაქსიმალური ქულა მიიღო ერთმა კანდიდატმა, B-ში – ექვსმა, ხოლო C ტიპის ტესტში – ოთხმა კანდიდატმა.
ლოგიკური მსჯელობის კატეგორიაში A ტიპის ტესტში უმაღლესი ქულა მიიღი მხოლოდ რვა კანდიდატმა, B-ში 77-მა, ხოლო C ტიპის ტესტში 40-მა კანდიდატმა.
ტესტი A* (RC-I, AW1-I, LR-I, QR1)-ის კატეგორიაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა კანდიდატთა 29.88-მა პროცენტმა.
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე A ტიპის ტესტებს აბარებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული მეცნიერების, ხელოვნების, აგრარული, განათლების და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებაზე,
B ტიპის ტესტებს – საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა), ბიზნესისა და ეკონომიკის, მათემატიკა და ფიზიკის მიმართულების კანდიდატები,
ხოლო C ტიპის ტესტებს აბარებენ სამართლის მიმართულების კანდიდატები.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდაში წელს მონაწილეობა მიიღო 10 237-მა კანდიდატმა, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 2 849 კანდიდატმა.
სულ რამდენ ადგილზეა მიღება, ამის ზუსტი სტატისტიკა არც განათლების სამინისტროს და არც გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ აქვს.
მთავარი ფოტო: საერთო სამაგისტრო გამოცდა/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ა.პ.-სა და ქ.პ.-ს საქმის განხილვას დღეს, 10 სექტემბერს, დაიწყებს მოსამართლე დავით მამისეიშვილი. დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ ისინი 4 ბავშვს ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ. ბრალდებულები დაზარალებულად ცნობილი ბავშვების დედა და დეიდაა.
„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმის დასადასტურებლად, რომ ეს არ იყო ბავშვთა ტრეფიკინგი. არ არის წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმას, რომ ბავშვებს ბრალდებულები ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ,“ – ამბობს ადვოკატი მზია ზოიძე.
საქმეში მთავარი მტკიცებულება ქუჩაში გადაღებული ვიდეოკადრებია.
დაზარალებულად ცნობილი სამი გოგო და ერთი ბიჭი 7-დან 12 წლამდე ასაკის არიან. ისინი წარმოშობით მოლდოვიდან, ხოლო დაბადებით საქართველოს მოქალაქეები არიან. ადვოკატის თქმით, თავად დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვნები გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 14-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივი, ფოტო არ უკავშირდება ამ სისხლის სამართლის საქმეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების გ.ი.-სა და ზ.ჰ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 7 703.194 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (91.27 გრამი) და ვერცხლის (5.68 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 7 703.194 ლარის ოდენობით შეეფარდათ,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
7-9 სექტემბერს კი, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართვლოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 9,140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, სომხეთის მოქალაქე ვ.დ.-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” სასამართლო დარბაზი ხალხით ისევ გაივსო, თუმცა დღევანდელმა პროცესმა მშვიდად ჩაიარა – საპროტესტო აქციების, შეძახილებისა და ქუჩის გადაკეტვის გარეშე.
“დღეს რამე არ იქნება. საპროცესოს ველოდებით პროკურატურისგან და ვნახოთ,” – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა.
ამ საქმეზე დღეს, 9 სექტემბერს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ჩხუბის შემსწრე მედდისა და დაცვის პოლიციელის ჩვენებები მოისმინა.
საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს – სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.
ეს ის საქმეა, სადაც ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილე შეირაღებული პირი – გიორგი ტ. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ჩხუბში მონაწილე 4 პირი კი, ვისაც იარაღი არ ჰქონია, წინასწარ პატიმრობაში რჩება.
ამ დრომდე არ არის დაკავებული ის, ვინც 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პირი დაჭრა.
“ექიმთან ვიყავი და ჩხუბის ხმა გავიგონე, არ გაცოცხლებ, მოგკლავო… გამოვედი დერეფანში და დავინახე – კიბეზე ხროვა ჩადიოდა, იგინებოდნენ. მერე ითქვა, თავდგური დაჭრესო…. შევედი იმ განყოფილებაში და ჩემი თანამშრომელი დამხვდა ჩამხობილი… არაფერი ჭირდა, შეეშინდა, ალბათ,” – დაახლოებით ასე აღწერა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე მედდამ, ნარგიზ სანიკიძემ “რესპუბლიკურში” მომხდარი ჩხუბის ამბავი.
ბრალის მიხედვით, ჩხუბის მონაწილეებმა ექიმებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა და სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვიეს.
“როგორ ექცეოდნენ ისინი სამედიცინო პერსონალს?” – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ.
“პერსონალთან რა ესაქმებოდათ… ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ,” – დასძინა მედდამ. მან ასევე თქვა, რომ ჩხუბის დროს ექიმს, ვისთანაც იგი მუშაობს, პაციენტი არ დაუტოვებია.
მორიგი მოწმის შემოსვლამდე მოსამართლე საპროცესო შეთანხმებით დაინტერესდა.
“ჩვენც კი გვინდა, მაგრამ…” – მხრები აიჩეჩეს ადვოკატებმა.
“ვინ გიშლით ხელს: პროკურორი თუ ბრალდებულები?” – ნახევრად ხუმრობით იკითხა მოსამართლემ, თუმცა მისთვის პასუხი არავის გაუცია – დარბაზში მორიგი მოწმე, საავადმყოფოს დაცვის პოლიციის უფროსი შემოვიდა.
“არეულობა იყო. არეულობა გამოიწვიეს ამ ბიჭებმა… ვინ რას აკეთებდა, ვეღარ მივხვდი. მოვუწოდე სიმშვიდისკენ,” – აღნიშნა მოწმე ჯემალ ჭაღალიძემ.
“იქ, რომ ვინმეს ჩავლა სდომოდა, ვერ გაივლიდა?” – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი ზვიად მარკოიძე.
“ვერ ჩაივლიდა… ჩხუბი იყო,” – თქვა მოწმემ.
ბრალდებულები, რომლებიც ახლა წინასწარ პატიმრობაში არიან, ჩხუბის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ ეთანხმებიან პროკურატურას “წინასწარი განზრახვით ხულიგნობის” ჩადენას.
საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბრალდებულები ბრალს აღიარებენ და სასამართლო განხილვა შეწყდება.
გიორგი არობელიძეს სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია აქვს. მან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარა, რის შემდეგაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. როგორც გიორგი არობელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ჩაბარებული აქვს პედაგოგის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდაც.
პენსიონერი მასწავლებლების ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლის შემდეგ საჯარო სკოლებში ვაკანსიები გაჩნდა. ვაკანსიები ჰქონდათ გამოცხადებული ბათუმის საჯარო სკოლებსაც.
როგორც გიორგი არობელიძემ გვითხრა, ვაკანსიის დასაკავებლად მან ბათუმის სამ საჯარო: მე-2, მე-8 და 28-ე სკოლაში შეიტანა განაცხადი.
„განაცხადი შევავსე სპეციალურ პორტალზე და ველოდი შეტყობინებას გასაუბრებაზე, თუმცა 28-ე სკოლა საერთოდ არ გამოვიდა კონტაქტზე. მე-8 სკოლაში როცა მივედი გასაუბრებაზე და თავი წარვუდგინე, ამის შემდეგ ველოდებოდი, როდის დამისვამდნენ კითხვებს კომისიის წევრები, თუმცა კითხვები არ დამისვეს. საკმაოდ დიდი ხანი იყო უხერხული სიჩუმე და შემდეგ ვიკითხე, ჰქონდათ თუ არა კითხვები. გამიჩნდა განცდა, რომ მაინც და მაინც არც აინტერესებდათ რას ვიტყოდი და კანდიდატიც უკვე შერჩეული ჰყავდათ,“ – გვითხრა გიორგი არობელიძემ.
გიორგი ამბობს, რომ მერვე სკოლიდან უარყოფითი პასუხი მიიღო. ასეთივე პასუხი მიიღო ბათუმის მეორე საჯარო სკოლიდან, საიდაც მისი თქმით, უკეთესი მოლოდინი ჰქონდა.
„მე-2 სკოლის გასაუბრების შედეგები გავასაჩივრე. საპრეტენზიო კომისიას მივწერე აეხსნათ უარის საფუძველი. ასევე მაინტერესებდა იმ ადამიანის კვალიფიკაცია, ვინც გასაუბრების შედეგად აარჩიეს, თუმცა არ მომწერეს. მომწერეს, რომ კომისია ხუთპუნქტიანი გეგმით ხელმძღვანელობდა, მე-4 პუნქტი იყო გაკვეთილის გეგმის წარდგენა და მე-5 საკანონმდებლო ბაზის ცოდნა. ამ ორ პუნქტში მქონდა უარყოფითი შეფასება“.
გიორგი არობელიძე ამბობს, რომ ხუთი გაკვეთილის გეგმა ჰქონდა მომზადებული, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ არ მიიჩნია საჭიროდ სამოდელო გაკვეთილის ჩვენება.
„საკანონმდებლო ბაზას რაც შეეხება, მივწერე, რა მკითხეთ და ვერ გიპასუხეთ-მეთქი. ვნახოთ, რას მომწერენ. მე მაინც მაქვს განცდა, რომ წინასწარ ჰყავთ შერჩეული კანდიდატები და გასაუბრებას აქვს ფორმალური სახე,“ – მიიჩნევს გიორგი.
„ბათუმელები“ იმ სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რომლებშიც გიორგი არობელიძე იღებდა გასაუბრებაში მონაწილეობას.
მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ თქვა, რომ კონკურსანტს უარის მიზეზი ოფიციალურად მისწერეს: „კვალიფიკაციას აკმაყოფილებდა, თუმცა გასაუბრების კრიტერიუმებს რაღაც თვალსაზრისით ვერ აკმაყოფილებდა.“
დირექტორის თქმით, ყველა ვაკანსიაზე უკვე შეარჩიეს ახალი კადრები, „ძირითადად უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, ისინი, ვისაც ჰქონდათ მუშაობის გამოცდილება,“ – ამბობს მარიზა აბაშიძე.
მისი თქმით, კონკურსში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მაგალითად, ისტორიის ვაკანსიაზე 53 მსურველი იყო, სამოქალაქოში განათლებაში – 27 . „ავიყვანეთ უფროსი მასწავლებელი მთვარისა კვირკველია, რომელსაც აქვს სამუშაო გამოცდილება,“ – ამბობს სკოლის დირექტორი. ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სულ 15 ვაკანსია იყო გამოცხადებული.
28-ე საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩხეიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისია იმ კანდიდატებს დაუკავშირდა გასაუბრებისთვის, ვინც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. სკოლაში ორი ვაკანსია იყო და როგორც დირექტორი ამბობს, ორივეზე გამოცდილი კადრი დაასაქმეს.
მე-8 სკოლაში 12 ვაკანსია იყო გამოცხადებული, აქედან ათი – მასწავლებლის. სკოლის დირექტორი, გივი ხალვაში ამბობს, რომ გასაუბრებაში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა „როგორც ვიცი, პრეტენზიები გასაუბრებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ახლებიც ავიყვანეთ და გამოცდილებიც. მაკა ხინთიბიძე ავიყვანეთ სამოქალაქო განათლებაში“.
გიორგი არობელიძე კი ამბობს, რომ ელოდება პროგრამის დაწყებას „ასწავლე მომავალი საქართველოსთვის“ და იმედოვნებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მაინც შეძლებს სკოლაში მუშაობის დაწყებას.
მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას კვლავ ის 6 კომპანია აპირებს, რომლებმაც ასეთი ნებართვა [ლიცენზია] წინა კონკურსით მიიღეს, ანუ ის კომპანიები, რომელთა მიკროავტობუსებიც დღეს ემსახურებიან მგზავრებს. მერია ნებართვებს ერთი წლის ვადით გასცემს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში განაცხადის წარდგენა წელს კერძო ფიზიკურ პირებსაც შეეძლოთ, მერიაში გვითხრეს, რომ ასეთი განაცხადი არ შესულა.
ტექდათვალიერებაზე ამჯერადაც 700-მდე მიკროავტობუსია წარდგენილი. მერიის ინფორმაციით, ყოველდღიურად ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მხოლოდ 250 მიკროავტობუსი იმოძრავებს. შარშან 696 მიკროავტობუსიდან შემოწმება გაიარა და მინიმალური ზღვარი გადალახა 564-მა.
მერია კონდიციონერების სისტემის ქონას მიკროავტობუსების მფლობელებს არც ამჯერად ავალდებულებს.
„მიკროავტობუსი, რომელსაც აქვს კონდიცირების სისტემა, მიიღებს მეტ ქულას შეფასებისას, თუმცა მძღოლს ექნება ვალდებულება, რომ საჭიროების შემთხვევაში კონდიციონერი აუცილებლად ჩართოს. ამჯერად, სავალდებულოა მიკროავტობუსს ჰქონდეს მინიმუმ 4 გასაღები ფანჯარა [სამის ნაცვლად, რაც ადრე იყო] და აუცილებლად ჰქონდეს ლუქი, რაც ადრე მოთხოვნაში არ იყო“, – გვითხრეს მერიაში.
ჯერჯერობით სამარშრუტო მიკროავტობუსები მერიას არც ელექტრონული გადახდის სისტემაზე გადაჰყავს.
საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება ბათუმში, გოგოლის ქ. N1-ში (ავტოსადგურ „მეტროს“ ტერიტორიაზე) 2019 წლის 12-19 სექტემბერს.
ქალაქის სამარშრუტო ხაზებს ორი ახალი ხაზიც დაემატება – N23 და N27, რომლებზეც მიკროავტობუსები კონკურსის დასრულების შემდეგ იმოძრავებენ.
ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, გმირთა ხეივანთან, შენდება კვარტალი, სადაც შესაძლოა თაურებმა ერთმანეთი დაჩრდილოს, რადგან მრავალბინიანი სახლის წინ მაღლივი სასტუმრო, ან სხვა სახლი, ან სასტუმროს წინ ისევ სასტუმრო შენდება… სპეციალისტები აღიარებენ, რომ ამ შენობებში განსაკუთრებით დაბალ და შუა სართულებზე პრობლემა იქნება როგორც მზის სხივის, ასევე ჰაერის ნაკადების გადანაწილება. დიდი ალბათობით, აქ ბინების გასანათებლად მზიან დღესაც კი ნათურის ანთება დასჭირდებათ.
ამ საკითხზე კულტრული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ზონალური საბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს, სადაც სამშენებლო პირობები განიხილეს. თუმცა ეს პრობლემა ნებართვის გაცემას ხელს ვერ შეუშლის, რადგან მოთხოვნა პროექტი იყოს გათვლილი მზის სხივის გადანაწილებაზე, კანონიდან დიდი ხანია ამოღებულია და ის მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, როცა სრულად ამოქმედდება ახალი სამშენებლო კოდექსი.
აბუსერიძის #11-ში მშენებარე სტადიონის მოპირდაპირედ შპს „ტერმინალი 99“ მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ სამშენებლო პირობების შესათანხმებლად ბათუმის მერიასა და კმდს-ს ზონალურ საბჭოს მიმართა [ტერიტორია ძეგლის დაცვის არეალშია]. პროექტი სამ საკადასტრო ერთეულზე, ჯამში 6279 კვადრატულ მეტრზეა დაგეგმილი და ორი მაღლივი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. ზონალური საბჭოს სხდომაზე, სადაც ეს საკითხი განიხილეს, თქვეს, რომ დაგეგმილი შენობის უმაღლესი ნიშნული 107 მეტრია, თუმცა ამავე სხდომაზე წარდგენილ რენდერზე წერია, რომ შენობის სიმაღლე 132,70 მეტრი იქნება.
შემოსაზღვრული საპროექტო ტერიტორია
სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის გვერდით, აბუსერიძის #13-ში [აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთა] კიდევ ერთი თაუერის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს შპს „ლაიქ ჰაუსს“. ეს შენობა 110-მეტრი სიმაღლის იქნება. რენდერის მიხედვით, „ლაიქ ჰაუსის“ პროექტი ორ მაღლივ კარკასს გააერთიანებს, ერთი 38-სათულიანი, მეორე კი 41-სართულიანია.
„ლაიქ ჰაუსის“ მომიჯნავედ, შარტავას გამზირის მხრიდან [შარტავას#10], 38-სართულიან შენობას აშენებს შპს „სახლი ხეივანში“. ამ პროექტის გვერდით – შარტავას #10-ში შპს „დარ ბილდინგის“ 39-სართულიანი პროექტი შენდება. გვერდით კი, ფიროსმანის ქუჩის მხრიდან, 41-სართულიან შენობას „ბათმშენი“ აშენებს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ კონკრეტული პროექტის მოპირდაპირე მხარეს „ეიჩ გრუპის“ 38-სართულიანი პროექტი სრულდება.
თუ კვარტალს ფიროსმანის მხრიდან შემოვუვლით და ისევ აბუსერიძის ქუჩაზე გამოვალთ, აბუსერიძის #5 ა-ში „DS GROUP“-ის უკვე აშენებული თაუერი დაგვხდება, რომელიც ოთხი მაღლივი კორპუსისგან შედგება.
როგორი იქნება ეს კვარტალი მომავალში, ამის წარმოდგენა ამ რენდერის მიხედვით შეიძლება. დააკვირდით კვარტალს, სადაც საპროექტო ტერიტორია წითლადაა შემოხაზული:
სხდომაზე წარმოდგენილი რენდერი
აბუსერიძის #11-ში ბათუმის საბალეტო სკოლის შენობა მდებარეობს. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომაც მიმდებარედ მშენებლობის დასაწყებად კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თანხმობა სჭირდება. საკითხის განხილვისას საბჭოს თავმჯდომარემ ზაურ ახვლედიანმა თქვა, რომ პროექტს ძეგლთან მიმართებაში უარყოფითი გავლენა ვერ ექნება. ის დაინტერესდა, ხომ არ შეეშლება ხელი გვერდით წამოწყებულ სხვა პროექტს და ხომ არ დააზარალებს ინვესტორს.
სამშენებლოდ გამიზნულ სამ საკადასტრო ერთეულს ორი მეპატრონე ჰყავს: ტერიტორიის 4 881 კვადრატული მეტრი ნებართვის მაძიებელს, შპს „ტერმინალი 99“-ს ეკუთვნის, 1398 კვ.მეტრი კი შპს – „ტუნაძე და კომპანიას“.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს ჩატარდება. 2006 წელს დაარსებული კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ იმართება და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერია.
უკვე ცნობილია BIAFF 2019-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი 10 ფილმი, ესენია:
[checklist]
“ ბიუზჰალტერი”, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018 წელი, 90 წთ.
საუკეთესო მხატვრულ ფილმებს კონკურსზე ოთხ ნომინაციაში გამოავლენენ: საუკეთესო ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი, საუკეთესო რეჟისურა და ქალისა და მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი.
BIAFF 2019 – ის საერთშორისო ჟიური 5 წევრისგან შედგება: ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) – ჟიურის თავჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), 3. მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი) და რუსუდან გლურჯიძე (საქართველო).
ფესტივალის კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო “Wyndham”-ის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე.
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფოცენტრში.
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“, თბილისის მერიის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ და შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ერთიანდება.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას აღნიშნული სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებდა. გაერთიანების შემდეგ კი, ისინი ცენტრალიზებულად იმუშავებენ.
აღნიშნული სამსახურების გაერთიანების შემდეგ, ერთიანი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება და დაფინანსებასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების გაერთიანების მიზანი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაა, „რომელიც მიმართული იქნება პაციენტის ინტერესებისა და მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე“.
სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები არ გამოიწვევს თანამშრომელთა შემცირებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადებით, აჭარის რეგიონში განხორციელებული შემოწმების ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის” მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 77 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ პერიოდულად შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ეროვნული ბანკი ამავე განცხადებაში მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე: – 2 406 406
ბათუმში, დაახლოებით 15:11 წუთზე, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში მოპედი და მერსედესის მარკის ავტომობილი შეეხაჯა ერთმანეთს.
მოპედის მძღოლს სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი. შსს-ში აცხადებენ, რომ ავარიის შესახებ შეტყობინება არ შესულა.
ხუთი დასახელების პარფიუმერიაში საფრთხის შემცველი ნივთიერებები აღმოჩნდა. 35 დასახელების პროდუქცია, რომლებიც შესასწავლად საფრანგეთის ლაბორატორიებში გადააგზავნეს, მომხმარებელი.გე-მ თბილისის მაღაზიებში შეიძინა. აქედან ხუთი დასახელების პროდუქციაში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.
აკრძალული პარაბენები აღმოჩნდა:
[checklist]
ნაოჭებისსაწინააღმდეგოსაცხი „Garnier“ (პარტიის 28R700). მწარმოებელი ქვეყანა გერმანია.
ქერტლისსაწინააღმდეგოშამპუნი “Amalfy”. გამოშვებისთარიღი: 08.03.19. პარტიის 10:70. მწარმოებელი ქვეყანა, ესპანეთი.
თმისსაღებავი “CLAIROL“.პარტიის 0267030300. მწარმოებელი ქვეყანა, მექსიკა.
თხევადიტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline. შტრიხკოდის 5902082520757. წარმოებულია EU-ში.
ფრჩხილისლაქი “Olivia“. გამოშვებისთარიღი: 14.05.2019. მწარმოებელი ქვეყანა, თურქეთი.
[/checklist]
პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.
დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე – მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.
ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“-ი, სადაც ჯანმრთელობსითვის საშიში პარაბენები აღმოჩნდა
პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.
ფრჩხილის ლაქი, რომელიც შეიცავს აკრძალულ პარაბენებს
momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ თუ გამოვლენილ საფრთხეებს.
momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა. ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება – სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლებში გაუქმდა.
ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი “Amalfy”, რომელიც აკრძალულ პარაბენებს შეიცავს.
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.
„ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს.
თმის საღებავი “CLAIROL-ი აკრძალულ პარაბენებს შეიცავს
მოცემული კვლევით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას ამ პრობლემის შესახებ და მოვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია მომხმარებელი.გე-ის განცხადებაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდებზე: www.naec.ge ან online.naec.ge.
პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი, მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.
პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.
2019 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.
აბუსერიძის ქუჩა „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ მთლიანად გადაიკეტა. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ამ მონაკვეთში ცალმხრივი მოძრაობა იყო. გადაკეტილია ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაც. ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო მილი და ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხი კეთდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აბუსერიძის ქუჩა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი. „დამოკიდებული ვართ ამინდზე,“ – გვითხრეს მერიაში.
აღნიშნული სამუშაოების გამო თითქმის პარალიზებულია ავტომობილების, შესაბამისად, მუნიციპალური და სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა. გადატვირთულია მოძრაობა გრიბოედოვის, გორგასლის, პუშკინის ქუჩებზე.
საკანალიზაციო ქსელის სამუშაოები აბუსერიძის ქუჩაზე ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღესაც გრძელდება.
აბუსერიძის ქუჩიდან მომავალი ტრანსპორტი, ვინაიდან „რესპუბლიკურთან“ ვერ გაივლის, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მარშრუტით გადის. პირველი: ლორია-პუშკინი-გრიბოედოვი-ჭავჭავაძე, და მეორე: ჟიული შარტავა-ფიროსმანი-ჯავახიშვილი-გორგასალი-გრიბოედოვი-ჭავჭავაძე. იმავე მარშრუტით, ოღონდ პირიქით მოძრაობს ტრანსპორტი, რომელიც ჭაჭავაძისა თუ გორგილაძის ქუჩებიდან „რესპუბლიკურის“ გავლით „კარფურთან“ გადიოდნენ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში სამუშაოების დასრულების და გზის გახსნის შემდეგ ჩაიკეტება პუშკინისა და ჯავახიშვილის კვეთა [აქ ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის იქეთ-აქეთ აშენებული ნაწილები დაერთდება ერთმანეთზე], ამის შემდეგ ჩაიკეტება ჯავახიშვილის ქუჩა გორგასალსა და ფიროსმანის ქუჩებს შორის, შემდეგ კი – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა [აქ სანიაღვრე არხი დაერთდება არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურზე] – ამით ჯავახიშვილის არხის მშენებლობა დასრულდება.
აბუსერიძის ქუჩა [გრიბოედოვიდან „კარფურამდე“] მთლიანად გადაიკეტა / 9.09.2019აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა / 9.09.2019აბუსერიძის ქუჩა „რესპუბლიკურის“ პირდაპირ / 9.09.2019ჯავახიშვილის ქუჩა [გორგასლისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის] / 9.09.2019გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში თითქმის მუდმივად საცობია / 9.09.2019
დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმის ნავსადგურში თურქული გემი TCG SANCAKTAR-ი შემოდის. გემზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტები გაივლიან სწავლებას, რომელიც მათ გემისა და ნაოსნობის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.
სტუდენტები წვრთნებს გაივლიან სანავიგაციო, ტექტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში პირველი რანგის კაპიტნის, ეროლ ქუჩუქის მეთაურობით.
ბათუმში თურქეთის საკუნსულოს ინფორმაციით, წვრთნებში 263 სტუდენტი მონაწილეობს. სწავლების ფარგლებში ვიზიტები დაგეგმილია შავის ზღვის აუზის ქვეყნების ნავსადგურებში: ერეღლი/თურქეთი, ბათუმი/საქართველო, კონსტანცა/რუმინეთი და ვარნა/ბულგარეთი.
ოფიციალური ცერემონია დაგეგმილია 11:30 წუთზე. ცერემონიას დაესწრებიან თურქეთის კონსული ბათუმში და ოფიციალური პირები აჭარის მთავრობიდან.
6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს მოქალაქეს, რომელმაც პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ სასტუმრო „შერატონი“ ნახევარ საათში აფეთქდებოდა. მსჯავრდებული ორხან სელიმზადე აზერბაიჯანის მოქალაქეა. მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მამუკა ზოიძე ამბობს, რომ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საუბარია ბათუმში 31 მარტს ღამით მომხდარ შემთხვევაზე – 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ სასტუმრო “შერატონში” ბომბი იყო. იმ ღამით სასტუმრო და კაზინოც სტუმრებისგან დროებით დაიცალა.
სასამართლო განხილვის დროს მოსამართლეს ორხან სელიმზადემ უთხრა, რომ იგი კაზინოში სათამაშოდ ჩამოვიდა ბათუმში და მხოლოდ 30 ლარი წააგო. „ნასვამი ვიყავი. მე მხოლოდ ტელეფონზე დავრეკე და ვთქვი, რომ „შერატონში“ ბომბია“, – ამბობდა ბრალდებული.
ადვოკატი მამუკა ზოიძე ფიქრობს, რომ ეს არ იყო ტერორიზმის შესახებ შეტყობინება, რადგან კონკრეტული მოთხოვნა არ იყო დასმული და არც „მნიშვნელოვანი ზიანი“ გამოუწვევია ორხანის სატელეფონო ზარს, რის გამოც იგი გაასამართლეს.
საქართველოს შვიდ ქალაქში მოქმედი პროფესიული სასწავლებლებისთვის სახელმწიფო სხვადასხვა პროფილის სახელოსნოების აშენებას გეგმავს.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სახელოსნოების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 99 ათასი ლარია.
ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური დავალება გაწერილია დამოუკიდებელი შენობების დასაპროექტებლად, ქვემოთ ჩამოთვლილი პროფესიული სასწავლებლებისათვის, შემდეგი სასწავლო პროგრამების პრაქტიკული (სახელოსნოების) სწავლებისათვის:
[checklist]
თბილისში – სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიულ მომზადების ცენტრისთვის“ C გარემო-სახელოსნო/ბოქსი მოდულური სწავლებისთვის მსუბუქი ავტომობილის შეკეთება, ამწის ოპერირება
ქობულეთში – სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ახალი ტალღისთვის“ მსუბუქი ავტომობილის შეკეთება, შედუღების სახელოსნო, ხის მხატვრული დამუშავება, კულინარია, კონდიტერია
გურჯაანში – სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისისთვის“ მსუბუქი ავტომობილის შეკეთება;
ახალციხეში – სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზრისთვის“ ხის მხატვრული დამუშავება, მსუბუქი ავტომობილის შეკეთება, შედუღების სახელოსნო, აგრარული ტექნოლოგიების სახელოსნო, სამშენებლო სპეციალობების სახელოსნო
ქუთაისში – სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერია სთვის“ შედუღების სახელოსნო, მსუბუქი ავტომობილის შეკეთება – სავალი ნაწილი და ძრავი, ამწის ოპერირება, სამშენებლო სპეციალობების სახელოსნო, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბი“.
[/checklist]
სახელოსნოების სრული საპროექტო სასარგებლო ფართობი ჰოლებისა და კორიდორების გარეშე ჯამში 2 539 კვ/მ უნდა იყოს. სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს სახელოსნოების ანალოგიები.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად უნდა იყოს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში [ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში უნდა მოხდეს არქიტექტურული ესკიზის წარმოდგენა. იმ შემთხვევაში, თუ ესკიზი არ იქნა დამაკმაყოფილებელი დამკვეთისათვის, ავტორს მიეცემა დამატებით 2 დღე კონკრეტული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ესკიზური პროექტის შეთანხმების შემდეგ, 40 დღის ვადაში უნდა მოხდეს სრული პროექტის წარმოდგენა – მომზადდეს სპეციფიკაციები, კვანძები და სრული მუშა დოკუმენტაცია].
მთავარი ფოტო: სახელოსნოს ერთ-ერთი ანალოგი / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან
„დეტალებში მე ვერ შემოვალ იქედან გამომდინარე, რომ ჩემი სამსახური არ იძიებდა [ამ საქმეს] და ორ დღეში, დიდი ბოდიში, მე მთლიანად 10-ტომიან და 20-ტონიან საქმეებს ვერ შევისწავლიდი. საყვედურს ვერ მივიღებ, თუ რატომ არ ვიცი ზეპირად, ვთქვათ, მთელი საქმე 20-21 ივნისის. მივალ იქ და გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ გომელაურმა, რომელიც დღეიდან, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.
„რაც შეეხება 20 ივნისის საქმის გამოძიებას, პროკურატურას მიყავს და რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული შსს-დან და ასევე მოქალაქეების მხრიდან, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. დღეს რა გითხრათ, რა ვიცი, მივალ, ვნახავ და გავეცნობი“, – უთხრა ჟურნალისტებს გომელეურმა.
ვახტანგ გომელაურს დღევანდელ აქციაზე დეპუტატ ემზარ კვიციანთან დაკავშირებულ ინციდენტზეც ჰკითხეს. დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მყოფი ახალგაზრდები სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო. „მე არ მიყურებია, დააგვიანა თუ არა რეაგირება პოლიციამ. როგორც ვიცი, ეს ადამიანი გაიყვანეს იქედან. მე არ ვიცი რა მოხდა, ვიცი, რომ საქმე აღიძრა. შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცას, თუ ერთმანეთს მიაყენეს, გავერკვევი ამაში და კანონის ფარგლებში, როგორც საჭირო იქნება პროკურატურასთან ერთად გავივლით და ისე მივყვებით საქმეს. ასე დეტალები, პირველი ვინ დაიწყო და ვინ რა დაიძახა, ვინ ხელი გაიქნია – დეტალები არ ვიცი, დარბაზში ვიჯექი“, – განაცხადა გომელაურმა.
გომელაურს ასევე ჰკითხეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებაც, რომელიც სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს და 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. ვახტანგ გომელაური ამ სპეცოპერაციის დროს სუს-ს ხელმძღვანელობდა, რომელმაც სპეცოპერაცია ჩაატარა პანკისის ხეობაში. გომელაურმა მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ მან ამ საკითხზე კომენტარი ერთხელ უკვე გააკეთა და გამეორებას აზრი არ აქვს.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ აპირებს.
დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა გიორგი გახარიას და ახალი მთავრობა დაამტკიცა. გახარიას გაპრემიერება გააპროტესტა არასამთავრობოების ნაწილმა. მათი თქმით, 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.
ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც „სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობდა მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად.
ინციდენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი მონაწილეობდა. მას აქციის მონაწილეები „პუტინის მონას“ ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო. საბოლოოდ დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ კვიციანის ინციდენტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა. მოგვიანებით შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.
მას შემდეგ, რაც დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა 98-ი ხმით, გახარიამ ჟურნალისტებთან პრემიერის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. მან ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და თქვა, რომ ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მოსმენაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ მოკურცხლა დარბაზიდან…“
გახარიამ ასევე ისაუბრა „ევროპულ საქართველოზეც“ და ამ პარტიის წევრსა და რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს შორის ტოლობის ნიშანი დასვა.
„ევროპულმა საქართველომ“ უფრო დიდი სასწაული გააკეთა [ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით] – კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება არ მომცეს და თქვეს, რომ თუ მოგვეწონება, რასაც გვეტყვი, მაშინ ჩაგირთავთ მიკროფონს და თუ არ მოგვეწონება, მაშინ არ ჩაგირთავთო.
მე მართლა ვერ ვხედავ რა განსხვავება იყო ამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და ბატონ სერგი კაპანაძეს შორის. ვერ ვხედავ. სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივ ქართველი გავრილოვი. განსხვავება აქ არ არის. ადამიანმა, რომელსაც ჰქვია „ევროპული საქართველო“ და რომლებიც გველაპარაკებიან ევროპულ დემოკრატიულ ფასეულობებზე, იჯდა მიკროფონთან და უყურებდა, ბატონი გიგა ბოკერია როდის მისცემდა ბრძანებას, რომ „კნოპკისთვის“ დაეჭირა ხელი და გამოეთიშა.
ჩემთვის ეს მიუღებელია და სწორედ ამიტომ ვთქვი მე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ პერსონალურად არავის ვერჩით, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ კულტურას ჩვენ დავასრულებთ და ამაში მოგვეხმარება ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობის მეხუთე პრემიერ-მინისტრია.
რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს კი 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმეს, საიდანაც მან რუსულ ენაზე მიმართა ასამბლეის მონაწილეებს.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას ნდობა გამოუცხადა, შესაბამისად გახარია ახალი პრემიერ-მინისტრია. მან 98 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იღებდნენ
პარლამენტის გადაწყვეტილებით შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მომავალში რამდენიმე მსხვილი სამინისტრო გაიყოს, მაგალითად განათლების სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს.
„სირცხვილიას“ აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მმართველ საპარლამენტო უმრავლესობასა და ცხვრებს შორის ბევრ მსგავსებას ხედავენ.
პარლამენტთან ინციდენტიც მოხდა – ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურად შეეხო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ კვიციანის ინციდენტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა. მოგვიანებით შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.
გახარიას პრემიერობის წინააღმეგ გამოვიდა არასამთავრობოების ნაწილი. მათი თქმით, 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, 3 სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე გახარიას დასახელებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მამუკა ბახტაძის ფეისბუკპოსტი გადადგომის შესახებ.
პრემიერის თანამდებობაზე გიორგი გახარია მამუკა ბახტაძეს ცვლის. გახარია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მე-5 პრემიერია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის შემდეგ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე 1.4-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე. ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე კი, იგივე კონცენტრაციები დაშვებულ ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებდა. აგვისტოს დასაწყისში ბათუმში, ასევე, აბუსერიძის ქუჩაზე, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებმა საშუალო წლიურ ნორმას 1.5-ჯერ გადააჭარბა.
სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება. ასეთი სადგური ბათუმში სწორედ აბუსერიძის ქუჩაზეა [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან] განთავსებული.
„თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. ასევე თბილისში ,,ილიას ბაღში“ პერიოდულად ფიქსირდებოდა ოზონის მომატებული მნიშვნელობები 27 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში 1.5-ჯერ; 30 აგვისტოს – „ილიას ბაღში“- 1.2-ჯერ, რუსთავში – 1.8-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ; 31 აგვისტოს – რუსთავში- 1.6-ჯერ, ხოლო თბილისში „ილიას ბაღში“ – უმნიშვნელოდ. 28 და 29 აგვისტოს, ასევე 1 და 2 სექტემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ “ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ 6 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში – „ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ნუცუბიძის ქ.N82, №126-ე საჯარო სკოლასთან; გრ. ფერაძის ქ.N5, N208-ე ბაგა-ბაღთან; გ.ჩოხელის ქ. N16, კერძო სკოლასთან „ქორალი“; ვარდისუბნის ქ.N8, N133-ე საჯარო სკოლასთან“.
სააგენტოს განცხადებით, ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში: „ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას“.
საქართველოს მთავრობის 30 აგვისტოს დადგენილებით, გაიზარდა საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა, ასევე საჯარო სკოლებს გაეზარდათ საბაზო და დამატებითი დაფინანსება. სიახლეა ასევე ის, რომ საჯარო სკოლებს, სადაც არ არის მანდატურის სამსახური, დამატებით თანხას გამოუყოფენ; ასევე დამატებით გამოეყოფათ დაფინანსება საჯარო სკოლებს – საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის მიზნით. გაიზარდა სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისთვის სკოლისთვის გადასაცემი თანხის ოდენობაც.
კერძო სკოლებისთვის ვაუჩერის ოდენობა არ გაზრდილა.
საჯარო სკოლებისთვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვრება ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით. მთავრობამ აღნიშნული კოეფიციენტებიც გაზარდა. შესაბამისად, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი დამტკიცდა შემდეგი ოდენობით:
ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისათვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:
საჯარო სკოლებისათვის რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 558 ლარი [იყო 546 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 759 ლარი [იყო 738 ლარი];
[/checklist]
ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისათვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსებაც [პირველიდან მე-12 კლასების ჩათვლით]. კერძოდ:
სკოლებისათვის/სექტორებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 33 500 ლარი [იყო 28 000 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 46 000 ლარი [იყო 41 000 ლარი];
[/checklist]
საჯარო სკოლებს, ზემოთ აღნიშნული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:
1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 7 200 ლარი [იყო 6 000 ლარი];
6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 13 200 ლარი [12 000 ლარი];
11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 19 200 ლარი [18 000 ლარი];
16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 25 200 ლარი [24 000 ლარი];
21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 31 200 ლარი [30 000 ლარი];
26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის – 37 200 ლარი [36 000 ლარი].
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის 470 ლარის ოდენობითა [ნაცვლად 395 ლარისა] და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
მთავრობის დადგენილებით სიახლეა ასევე ის, რომ საჯარო სკოლებს, სადაც არ არის მანდატურის სამსახური, დამატებით გამოეყოფათ დაფინანსება; საჯარო სკოლებს ასევე დამატებით გამოეყოფათ დაფინანსება საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის მიზნით.
„იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის წარმოდგენილი სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის 125 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესის, პირობების, ეტაპების, ვადებისა და ოდენობის მიხედვით გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის მიზნით“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
უცვლელი დარჩა კერძო სკოლებისათვის გადასაცემი ვაუჩერის ოდენობა, რომელიც 300 ლარითაა განსაზღვრული. თუმცა, კანონით, „ყოველ წელს კერძო სკოლებზე გასაცემი ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულების პროპორციული თანხა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 სექტემბრის 21 საათიდან 9 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 17-22, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა. დღისით უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა ღამით 4-10კმ. დღისით კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3 ბალი).
ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსი.
მომდევნო ორ დღეს, 10 და 11 სექტემბერს, აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა. ბათუმში კი, ძირითადად, მშრალი ამინდი იქნება.
ლიზა მეგრელიშვილი 9 წლის პიანისტია ქუთაისიდან. პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ და ფრანგმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა და ფილოსოფიის დოქტორმა მიშელ სონიმ მისი მუსიკალური ტალანტი შარშან აღმოაჩინა – როცა ლიზამ ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ მასტერკლასზე დაუკრა და ფრანგმა მაესტრომ ის მოსმენისთანავე მიიწვია პარიზში. ლიზამ პარიზელი მსმენელისთვის კონცერტზე იდეალურად შეასრულა ურთულესი ნაწარმოებები.
9 წლის პიანისტი 6 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ მიშელ სონის მასტერკლასზეც იყო მიწვეული. ლიზა ახლა სწორედ მიშელ სონის მეთოდით ეუფლება საფორტეპიანო ხელოვნებას იშვიათი ნიჭით გამორჩეულ რამდენიმე სხვა ბავშვთან ერთად – ისინი ელისო ბოლქვაძის ფონდ ,,ლირასა“ და მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდის „Sos Talents“-ის ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
9 წლის ლიზა მეგრელიშვილი მიშელ სონის მასტერკლასზე
ორივე ფონდის მიზანი ახალგაზრდა ვირტუოზი ქართველი პიანისტების აღმოჩენაა, რომლებიც მიშელ სონის მასტერკლასებს გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსებში.
5,6 და 7 სექტემბერს მიშელ სონის მასტერკლასები ბათუმის დრამატულ თეატრში უკვე შერჩეულ ახალგაზრდა პიანისტებთან ჩატარდა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში.
მაესტრო მიშელ სონის საფორტეპიანო ხელოვნების სწავლების მეთოდი ინოვაციური და შემოქმედებითია. ფრანგმა კომპოზიტორმა ეს მიდგომა, როგორც თავად ამბობს, 40 წლის წინ შეიმუშავა, მისი ერთ-ერთი პირველი მოსწავლე კი ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე იყო.
,,როცა მიშელ სონის მეთოდს გავეცანი უკვე შემდგარი პიანისტი ვიყავი, მაგრამ მივხვდი რამდენი რამ შეიძლება კიდევ გაიხსნას ადამიანში და დაინახო მეტი, ვიდრე ხედავდი. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო პროცესი – ახალი სამყაროს დანახვის, მუსიკის სხვანაირად აღქმის.
21-ე საუკუნეში ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება, ვითარდება მუსიკისადმი მიდგომაც, არ უნდა დავრჩეთ ძველ წარმოდგენებსა და მეთოდებში. მიშელ სონის მეთოდი სწორედ ამ სიახლეების მატარებელია, ჩვენ ვეძებთ ბავშვებს, რომლებსაც მათი ასაკის ბავშვებთან შედარებით სხვაგვარი, გაცილებით დიდი მუსიკალური შესაძლებლობები აქვთ, რამდენიმე მათგანს ახლა მაესტროს მასტერკლასზე ხედავთ. როცა ისინი პარიზში ჩამოდიან, უკრავენ და საერთაშორისო კონკურსებში ერთვებიან, იზრდება მათი პასუხისმგებლობა და ეს არის გზა პროფესიონალ პიანისტად ჩამოსაყალიბებლად“, – ამბობს ელისო ბოლქვაძე.
ილია ლომთათიძე
ილია ლომთათიძეც ლიზა მეგრელიშვილის მსგავსად 8 წლის ასაკიდანაა მიშელ სონისა და ელისო ბოლქვაძის ფონდების რჩეულია. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია. სულ ცოტა ხნის წინ კი მანჩესტერის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ყოველ წელს იღებს მონაწილეობას ბათუმის ფესტივალის მასტერკლასებში, უკრავს პარიზში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში. მიაჩნია, რომ განსაკუთრებული წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია, რადგან საკუთარი თავისგან ბევრს ელის და გეგმავს, რაც მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა.
„არ ვთვლი, რომ განსაკუთრებულად წარმატებული ვარ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ბევრი რამ უნდა გავაკეთო. მაესტრო მიშელ სონის სწავლების მეთოდი ძალიან დამეხმარა განვითარებაში, ეს მიდგომა ტექნიკის და ბგერის დახვეწის პროცესს აჩქარებს“, – ამბობს ახალგაზრდა პიანისტი, ლუკა ლომთათიძე.
,,ბათუმელებს“ საფორტეპიანო ხელოვნების სწავლების საკუთარ, ინოვაციურ მეთოდზე
მიშელ სონის მასტრეკლასიმიშელ სონის მასტრეკლასი
თავადაც ესაუბრა. როგორც ფრანგი კომპოზიტორი ამბობს, შესრულების ტექნიკური მეთოდის გარდა მისი მიდგომა პიანისტის, როგორც ხელოვანის ფორმირებაცაა.
,,არტისტში შესაძლებელია მუსიკის სხვადასხვაგვარად აღქმის უნარის განვითარება, ნელ-ნელა და მეთოდურად. როცა ეს ემოციური განვითარება მომწიფდება, მერე უკვე პიანისტს შეუძლია თვითგამოხატვა, თითების ბალიშებისა და ტექნიკის საშუალებით იმის გადმოცემა, რაც მან იგრძნო და დაინახა.
შეუძლებელია საფორტეპიანო ხელოვნება ისწავლო მოცარტის, შოპენისა თუ ბეთჰოვენის ნაწარმოებებით, ეს ურთულესი მუსიკაა და კომპოზიტორები ნაწარმოებებს არ ქმნიდნენ დამწყებთათვის. წარმოგიდგენიათ რომ ინგლისურის სწავლა გინდოდეთ და მაშინვე შექსპირის ტექსტებით დაიწყოთ? ეს ხომ შეუძლებელია. ასეა მუსიკაშიც, ამიტომაც შევქმენი სავარჯიშოების სასწავლო ბაზა, ემოციის ჩვენება და ბგერის გამოხატვა – ესაა ჩემი მეთოდის მიზანი, ეს მეთოდი კიბესავითაა, საფეხურებს შორის გარკვეული მანძილია და ვინც სიმაღლეზე ავა დაბლა აღარ ჩამოვარდება“, – ამბობს მაესტრო მიშელ სონი.
ფრანგი კომპოზიტორის მოსწავლეები ამბობენ, რომ მიშელ სონის მეთოდით საფორტეპიანო შესრულების ტექნიკის სწავლა სიამოვნებად იქცევა, რადგან პიანისტს ინტერპრეტაციის და თავისუფლად აზროვნების დიდი შესაძლებლობა ეძლევა.
მიშელ სონის მასტერკლასები ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, ფესტივალი UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით უკვე მეშვიდე წელია იმართება.
ფესტივალი წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მსმენელს კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების და ახალგაზრდა ვირტუოზების მოსმენის შესაძლებლობა ბათუმში პირველიდან ათ სექტემბრამდე აქვს.
ლიზა მეგრელიშვილი, ანაჰიტ სტელმაშოვა, ეკა ნიკოლაძე, ბარბარე ჩხაიძე, ილია ლომთათიძე და ბარბარე თათარაძე – 10 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში ფესტივალს სწორედ ამ ახალგაზრდა ვირტუოზების საფორტეპიანო კონცერტი დაასრულებს, რომლებიც ფრანგი კომპოზიტორის მასტერკლასებს ესწრებოდნენ 6, 7 და 8 სექტემბერს.
დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში დილიდან წვიმიანი ამინდია, თუმცა გუშინდელისგან განსხვავებით ქუჩები არ დატბორილა და არც საცობებზე წუწუნებენ სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ გარუჯვის ამინდი არ არის და ზღვაზეც წითელი ალმები ფრიალებს [ეს იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა არ შეიძლება], არც პლაჟი დაცარიელებულა და არც ბულვარი. აქ მაინც შეხვდებით ფერად საწვიმარ-ლაბადებში გამოწყობილ ტურისტებს, მათ განსაკუთრებულ ყურადღებას ალი და ნინო იპყრობს.
ფოტო: თედო ჯორბენაძეწვიმა ვერც მეთევზეებს აშინებს, კატარღით გასეირნება კი წვიმაში არავის უნდა. სამაგიეროდ ქვიშა ცხელია ყავის მოსახარშად.მედუზამაც გამოცურა სანაპიროსკენტურისტები სანაპიროსკენ მიემართებიანრა სჯობს ყავას წვიმიან ამინდში, მით უფრო თუ შენს წინ ზღვააეშმაკის ბორბალს წვიმიან ამინდში არავინ სტუმრობს
ესეც ბულვარი – წვიმისგან გაწუწლი, მაგრამ კმაყოფილი ტურისტებით
გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, 8 სექტემბერს „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს.
მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
08/09/2019 თბილისი – ბათუმი – თბილისი №888/887
გასვლა- თბილისი
ჩასვლა-ბათუმი
გამოსვლა-ბათუმი
ჩამოსვლა- თბილისი
09:05
14 :42
18:30
00:07
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
რეაბილიტირებული კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“ ბათუმში უფუნქციოდაა. მთავრობამ დაზუსტებით ჯერ არ იცის, რა ფორმით და პირობით გაასხვისებს მას.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გასულ კვირას „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მთავრობა ამ ეტაპზე ყველა შესაძლო ოპტიმალურ ვარიანტს განიხილავს რვაფეხას გასაცოცხლებლად. მან არ უარყო ისიც, რომ შესაძლოა შენობა მთავრობამ პირობიანი აუქციონის ფორმით გაასხვისოს. მისივე თქმით, დღის წესრიგში რჩება „რვაფეხაში“ სტუდენტური კაფეს მოწყობის საკითხიც, თუმცა ჯერ დაზუსტებული გადაწყვეტილება არ ვიცით.
21 აგვისტოს ბათუმში განახლებული კაფე „ფანტაზია“, რომელსაც ბათუმში ძირითადად „რვაფეხას“ უწოდებენ, საზეიმოდ გახსნა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის მერთან და აჭარის მთავრობასთან ერთად.
ფოტო: თედო ჯორბენაძე
კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“, ბათუმის ბულვარში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
საქართველოში დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი მნახველი, 2019 წლის პირველ ნახევარში, პრომეთეს მღვიმეს ეწვია – 74 289 ვიზიტორი იანვრიდან-ივნისის ჩათვლით პერიოდში.
დაცული ტერიტორიის სააგენტოს მონაცემებით, 20 დაცული ტერიტორიიდან, ამავე პერიოდში, ვიზიტორთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა მტირალას ეროვნული პარკი – 25 616 ვიზიტორით; მეთორმეტე ადგილზეა ქობულეთის დაცული ტერიტორიები – 5 229 ვიზიტორი; მეთხუთმეტე ადგილზე მაჭახელას ეროვნული პარკი – 3 722 ვიზიტორი და მეჩვიტმეტეზე – კინტრიშის დაცული ტერიტორიები 2 821 ვიზიტორით.
2019 წლის იანვარი-ივნისი / წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 2018 წელს მთლიანობაში 1 108 503 ვიზიტორი ეწვია. ეს მაჩვენებელი, როგორც სააგენტოს სტატისტიკიდან ჩანს, მზარდია 2012 წლიდან:
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიზიტორთა რაოდენობის პირველ ხუთეულში შედიან რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი, ემირატები და უკრაინა.