მთავარი,სიახლეები

გოგებაშვილის ქუჩაზე მრავალწლოვანი ხე დააბეტონეს

25.11.2019
გოგებაშვილის ქუჩაზე მრავალწლოვანი ხე დააბეტონეს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, დღეს დილით მრავალწლოვანი ხის ძირში ბეტონის საფარი დააგეს. ფოტომასალა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ მოაწოდა.

ჩვენ ქალაქის მერიას დაუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ სამუშაოებს სავარაუდოდ კერძო პირი ატარებს და გაარკვევენ აქვთ თუ არა შესაბამისი ნებართვა.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა მონიტორინგის ჯგუფი. „კერძო კომპანიას არ ჰქონდა ნებართვა, შედგა ოქმი და ის 1000 ლარით დაჯარიმდა. ამასთან, დაევალა აიღოს ბეტონის საფარი და მოაწესრიგოს ტერიტორია“ – გვითხრეს სააგენტოში.

გოგებაშვილის ქუჩა, ბათუმი, 25.11.2019

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: