ბათუმში, სანაპიროსთან ახლოს, შერიფ ხიმშიაშვილის #12-ში ე.წ. ჰოლანდიური სახლი და მასთან დაკავშირებული 501 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, 2044 წლამდე გაასხვისა ბათუმის მერიამ. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქონება აუქციონზე არ გაუტანიათ, მოაღნაგეს ხელშეკრულება გაუგრძელეს [აღნაგობის ხელშეკრულებას აფორმებდნენ, როცა მიწის ნაკვეთზე შენობაც დგას].
მონიშნულია ე.წ. ჰოლანდიური სახლი ბათუმში
ამ ეტაპზე უცნობია, თუ შეიცვალა შეთანხმების პირობები და რა გადასახადებს იხდის მოაღნაგე ბიუჯეტში ქონებით სარგებლობის სანაცვლოდ – ეს ინფორმაცია საჯარო მონაცემებში ასახული არ არის. წესით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე საკრებულოსაც უნდა ემსჯელა.
თუმცა, მერია ამ თემაზე კითხვებს ჯერ არ პასუხობს.
ბოლო წლებში, ბათუმის მერიამ მუნიციპალური ქონების მართვის პოლიტიკა ერთი შეხედვით გაამკაცრა – განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, თუმცა მუნიციპალური ქონებით მაინც სარგებლობდა.
არის გამონაკლისები, ვისაც ვადა გაუვიდა და მაინც სარგებლობს ქონებით. არიან ისეთები, ვისაც გასულ წლებში გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, მაგრამ უპრობლემოდ გაუგრძელეს, მათ შორის არის თემურ თხილაიშვილიც [როგორც დოკუმენტებშია მითითებული, მისი უფლებამონაცვლე დავით შამილაძეა].
საჯარო რეესტრის მონაცემებით, თემურ თხილაიშვილი მერიის მოაღნაგეა 2006 წლიდან, 2024 წელს კი მას აღნაგობის ხელშეკრულება 2044 წლამდე გაუგრძელეს. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა ისიც, რომ 2006 წელს, როდესაც მერიამ ეს მიწის ნაკვეთი იჯარით გასცა, აქ შენობა არ იდგა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხიმშიაშვილის ქუჩის #12-ში მდებარე ჰოლანდიური სახლი თემურ თხილაიშვილის აქვს სარგებლობაში.
საჯარო რეესტრის 2016 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიას 19-წლიანი ხელშეკრულება ჰქონდა, შესაბამისად ვადა ზუსტად 2024 წელს ეწურებოდათ.
მოძალადე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე ახალ თანამდებობაზე დანიშნეს: ამიერიდან ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, დეტექტივების მთავარ სამმართველოს უხელმძღვანელებს. აქამდე ის 6 თვის განმავლობაში ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. იქამდე, ცოტა ხნას კრიმინალურ პოლიციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელობდა.
ბოლო 10 თვეში, ბათუმის პოლიციის სამმართველოდან წასვლის შემდეგ მან სამი სხვადასხვა თანამდებობა შეიცვალა.
დგებუაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო, როცა დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე. ის ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად მას ლოყა გაუწითლდა და ეტკინა. „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების დროს ირაკლი დგებუაძე აგინებს და ემუქრება.
ინციდენტი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მოხდა. ამ დღეს უწყვეტი პროევროპული აქციების არაერთი მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული წესით – საპროტესტო სტიკერის გაკვრის და პოლიციელის მოწოდებაზე დაუმორჩილებლობის საბაბით. მათი დიდი ნაწილი დაკავების შემდეგ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს, მათ შორის, პირადად ირაკლი დგებუაძის მხრიდან.
ირაკლი დგებუაძემ ფიზიკური ძალადობა სცადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მზია ამაღლობელსაც – დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. პოლიციის უფროსის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა პროკურატურამ არ გამოიძია.
ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწნის გამო მზია ამაღლობელს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს. 9-თვიანი განხილვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას წარდგენილი ბრალი პოლიციელის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით მისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით შეუცვალა და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი უკვე წელიწად-ნახევარია, რაც უკანონო პატიმრობაშია.
მისი ინტერესების დამცველმა იურისტებმა მზია ამაღლობელის სახელით უკვე 4 სარჩელი გააგზავნეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
“There was a cracked pipe that should have been welded and properly repaired. Instead, they just covered it with a thick layer of paint. All that mattered was that the inspector took a quick look and said, ‘Yes, it’s been fixed,'” recalls Sandro (name changed), a young Georgian seafarer describing the most harrowing voyage of his life aboard one of Russia’s so-called shadow fleet tankers.
When Sandro signed on, he expected just another routine contract. Recruited by a local crewing agency, he knew nothing about the vessel’s technical record — or even its true destination.
The reality set in at the very first port. When the crew arrived in Belgium, they found the tanker under detention.
“We were stuck there for two months. Then we sailed straight to Ust-Luga in Russia. The ship wasn’t seaworthy at all — everything started breaking down along the way. Nobody tells you where you’re going in advance. We only learned we were headed to Ust-Luga after we boarded. Why would they tell you? They know you can’t turn back once you’re at sea,” Sandro says.
Before leaving port, the tanker should have undergone major repairs in dry dock. Instead, the owners cut corners. Specialized engineering work that should never have been attempted at sea was left to the crew.
“We were expected to make repairs out at sea — physically impossible tasks on a moving ship,” he recalls.
After loading sanctioned Russian oil, the decrepit tanker offloaded its cargo near Greece and then set course for Europe with empty tanks. That’s when the ordeal truly began. Entering the Bay of Biscay, infamous for its violent storms, the vessel — never built for such conditions — started to come apart.
“The Bay of Biscay destroys ships — and it nearly destroyed us. Sailing empty, the ship rolled even more violently. The hull cracked. It felt as if the entire vessel was coming down on us. We barely had any food and sometimes went hungry for days. Then, a fire broke out onboard. Nothing was working anymore,” Sandro remembers.
From shore, the company’s instructions were unchanging:
“They kept telling us: just make it to Spain somehow.”
When the all-Georgian crew finally reached a Spanish port, they made a collective decision that almost certainly saved their lives — they refused to sail any further.
“As soon as we docked, we declared the ship too dangerous to work on. We all signed a statement together. Even the captain, also Georgian, refused to give the order to leave port. We weren’t going anywhere,”Sandro says.
With no other choice, the shipowners released the crew from the hazardous vessel.
What would drive a young man who loved music, friends, and life on land far more than the sea into such a situation?
At the time, as he transported sanctioned Russian oil aboard a crumbling tanker, Sandro still had little understanding of what the shadow fleet truly was.
Life at sea became a relentless cycle. The natural rhythm of day and night vanished, replaced by a rigid schedule: six hours on, six hours off.
When asked why he took the job in the first place, Sandro doesn’t hesitate.
“Money. Just money — nothing else. But now I know that no amount of money is worth those conditions or that kind of work.”
What Is the Shadow Fleet?
After Russia’s full-scale invasion of Ukraine in 2022 and the imposition of sweeping Western sanctions, the Kremlin assembled the so-called “shadow fleet” — a vast network of tankers now essential for moving Russian oil beyond the reach of sanctions. Comprised mostly of aging vessels, the fleet routinely flouts international maritime standards. Tactics include switching off Automatic Identification System (AIS) signals, frequently changing flags of registration, hiding ownership, and ignoring basic safety regulations.
According to Razom We Stand, the shadow fleet had grown to 848 vessels by last year. Although the European Union, the United States, the United Kingdom, and their allies had sanctioned 621 individual tankers by the end of 2025, many blacklisted ships still load cargo at Russian ports undeterred — and the fleet keeps expanding.
From afar, Russia’s shadow fleet might seem a tale of sanctions, intrigue, and international cat-and-mouse. In Batumi, however, the reality is more personal: the city’s maritime economy relies on seafarers, and for many Georgian sailors, finding work has grown increasingly difficult.
As of June 2026, Georgia’s Maritime Transport Agency listed no job vacancies for the country’s 7,000-plus registered seafarers.
Against this bleak backdrop, Georgian sailors have become especially vulnerable to recruitment by the shadow fleet.
For this investigation, we interviewed five Georgian seafarers from a range of ranks and backgrounds. They report that pay aboard shadow fleet vessels is generally no better than on legitimate ships. Most who accept such risky work do so out of poverty, unemployment, limited English proficiency, or the hope of faster career advancement.
The Language Barrier and the “Unofficial Fee”
Mirza Putkaradze, now a chief mate on ocean-going vessels and an instructor at two maritime academies, began his career seventeen years ago as an ordinary deckhand. Today, he navigates some of the world’s largest 350,000-ton Very Large Crude Carriers (VLCCs). In his view, the greatest obstacles facing Georgian seafarers are inadequate English-language skills and weak foundational training.
Mirza Putkaradze
Putkaradze argues that without adequate English proficiency, a maritime diploma effectively isolates seafarers from the international job market. Many graduates fail their first interviews with reputable global shipping companies. Some give up the profession altogether; others resort to questionable practices — including paying for jobs aboard ships.
For Georgian seafarers seeking work in the global fleet, there are generally two paths.
The first is safe and transparent: major international shipping companies like V.Ships and Columbia operate offices in Batumi, recruiting and training seafarers directly — no middlemen required.
The second path goes through crewing agencies that act as intermediaries between seafarers and foreign employers. According to Putkaradze, weak oversight and lax regulation have allowed dubious practices to flourish. In theory, these agencies are paid by shipping companies to recruit crew. In practice, many demand payments from the seafarers themselves.
“Every time you join a ship, there’s an 80 to 90 percent chance you’ll have to pay — a month’s salary, or sometimes a third of it,” says Sandro, the young seafarer who ended up on a detained tanker after being recruited by a local agency.
This “unofficial fee” is more than just an unfair tradition — it’s illegal under international law.
Georgia ratified the Maritime Labour Convention (MLC), which came into force in February 2025. The convention explicitly prohibits recruitment agencies from charging seafarers job placement fees. Yet despite this legal obligation, the practice remains widespread in Batumi’s crewing offices.
As part of this investigation, we asked Georgia’s Maritime Transport Agency what mechanisms it has implemented to enforce the convention and how many agencies have been fined or warned for illegally charging recruitment fees. The agency did not respond to our requests for comment.
On 20 March 2026, the French Navy detained the oil tanker Deyna in the Mediterranean Sea on suspicion that it was part of Russia’s shadow fleet. Photo: EPA/Guillaume Horcajuelo
The Illusion of Fast Promotion and the Reputational Risks
Finding work in the shadow fleet is relatively easy—international regulations are lax, and inspections are infrequent. For many seafarers, this creates the illusion of fast-track career advancement. They can add officer positions to their résumés without undergoing the rigorous interviews, assessments, or certification required by reputable international shipping companies.
“There’s almost nothing to do. It’s like a sealed tank — no one checks what’s inside. All that matters is the ship gets loaded and keeps moving. Nothing else matters,” says Mirza Putkaradze.
But serving on these vessels comes with serious risks.
“Where international rules don’t apply, there’s no guarantee you’ll make it home at the end of the voyage — instead of winding up in a foreign prison,” says the chief mate, who declined a similar job offer for exactly that reason.
Moreover, returning to legitimate shipping after working in the shadow fleet can be extremely difficult. Reputable companies routinely scrutinize employment histories. Because shadow fleet vessels operate without regular inspections or strict cargo controls, theft of oil and fuel is reportedly widespread.
Georgian involvement in the shadow fleet could have consequences far beyond individual reputations — it could undermine Georgia’s standing as a maritime nation.
The country has faced such a reputational crisis before: from 2010 to 2014, the European Union suspended recognition of Georgian maritime certificates after a fake diploma scandal — placing thousands of Georgian seafarers on a blacklist and shutting them out of the European shipping market for years.
Why Are the Unions Silent?
What happens when something goes wrong at sea and a seafarer needs institutional support? In theory, that’s when a trade union should step in. Yet, according to the Georgian seafarers interviewed for this investigation, the organization tasked with defending their rights is, in practice, almost invisible.
The problem begins with a lack of information. Respondents say Georgian trade unions have never publicly warned seafarers about the dangers of working on vessels in Russia’s shadow fleet.
Chief Mate Mirza Putkaradze notes that, unlike their Indian or Filipino counterparts — who know strong unions have their backs — Georgian seafarers are largely left to fend for themselves when crises arise. “I simply don’t see what leverage our trade union has to help us,” he says.
Container ship officer Luka Kogoshvili points to the Philippines as a model of how unions should work. There, he says, unions carefully vet shipping companies and can stop captains from arbitrarily dismissing crew members.
Sulo Chubinov
Third Officer Sulo Chebinov, who has worked for a German shipping company since 2021, says he’s never even heard of a Georgian union affiliated with the International Transport Workers’ Federation (ITF).
“I’ve never had any contact with seafarers’ unions. They may exist somewhere on paper, but whether they actually do their job is another question,” he told us.
Yet Georgia’s maritime union officially holds an ITF mandate. Second Officer Iakob Khalvashi says many crews don’t even know the names or contact details of union representatives. In his view, the problem is a lack of communication.
“If you’re not active on social media today, it’s as if you’re not speaking to the public at all,” Khalvashi says.
During this investigation, we requested an interview with Merab Chijavadze, the ITF’s representative in Georgia, but received no response.
We also sent questions to Georgia’s Maritime Transport Agency about the risks facing Georgian seafarers working in the shadow fleet and what measures are being taken to address them. We will update this article if the agency responds.
The Real Cost: Abandonment, Prison — and Drone Strikes
Container ship officer Luka Kogoshvili has never served on a shadow fleet vessel — but he came dangerously close. While entering port aboard a German-operated ship, he watched authorities detain a tanker suspected of sanctions evasion.
“A tanker was detained right beside us for transporting sanctioned Iranian oil with forged documents,”recalls the chief mate, who is accustomed to the strict oversight of the international shipping system.
Watching the incident unfold from the safety of a regulated environment convinced him that the shadow fleet carries extraordinary risks. In his view, the greatest danger is the total absence of accountability.
“These people are sitting on a ticking time bomb. No one knows what might happen, where they’ll be detained, or how things will unfold. A ship can be seized, and there’s no one to help the crew. Most crewing agencies and companies in the shadow fleet are unlicensed, so there’s no one you can hold accountable. These Georgian seafarers are effectively on their own.”
According to the International Transport Workers’ Federation (ITF), the number of seafarers abandoned aboard ships hit a record high in 2025 — 6,223 crew members stranded on 410 vessels, marking the sixth consecutive annual increase. They were collectively owed $25.8 million in unpaid wages; trade unions managed to recover only $16.5 million.
Most alarming, however, is the shadow fleet’s disproportionate role. A January 2026 Lloyd’s List study found that 66% of abandoned tankers belonged to the shadow fleet, even though it makes up only 20% of the world’s tanker fleet.
In other words, a seafarer on a shadow fleet vessel is more than three times as likely to be abandoned by their employer.
But the risks go far beyond financial loss: shadow fleet crews also face serious legal jeopardy.
Consider the case of 47-year-old Georgian captain Avtandil Kalandadze. According to the U.S. Department of Justice, Kalandadze captained a shadow fleet tanker carrying Iranian and Venezuelan oil. He pleaded guilty in a U.S. federal court after refusing to comply with Coast Guard orders during a weeks-long pursuit from the Caribbean to the North Atlantic. He now faces prosecution in the United States.
Yet even imprisonment may not be the greatest danger. Sanctioned vessels on covert routes are increasingly being targeted at sea.
Several such incidents occurred in late 2025 alone. On 27 November, the tanker Mersin was hit by an explosion off the coast of Senegal. The next day, Ukrainian Sea Baby naval drones damaged two sanctioned vessels near the Turkish coast. On 2 December, the tanker Midvolga 2 — transporting sunflower oil from Russia to Georgia — was struck about 129 kilometers off Turkey’s coast.
For crews aboard the shadow fleet, the risks go far beyond sanctions: they include abandonment, criminal prosecution — and, increasingly, being caught in the crossfire of modern warfare.
Sixty Minutes to Save Yourself: Personal Responsibility in the Absence of Protection
Iakob Khalvashi, a second officer on chemical and oil tankers, never dreamed of going to sea as a child. Only after his first voyage at 19 did he discover something unexpected: the strict routine of life on board brought him a rare mental calm and space for reflection.
Once a ship leaves port, geopolitics stays ashore. Khalvashi approaches the shadow fleet not from a moral standpoint, but from a practical one.
“No one asks where the cargo comes from or where it’s headed. For a seafarer, what matters most are the conditions on board, the salary, and the contract terms,” he says.
This pragmatic perspective leads him to reject the idea of an inevitable “information vacuum.” Khalvashi doesn’t advocate for banning anyone from shadow fleet work—what matters, he says, is that seafarers make truly informed decisions. In the absence of real institutional protection, that responsibility falls largely on the individual — and increasingly, on digital research.
The necessary information isn’t available in one user-friendly place, and verifying a ship’s background takes effort. But Khalvashi insists that anyone genuinely interested can find the essential facts in about an hour.
Those 60 minutes, he says, could determine a seafarer’s future: whether they serve on the bridge of a reputable international vessel—or become another invisible part of the shadow fleet.
Ironically, that same invisibility is the shadow fleet’s greatest weapon.
Third Officer Sulo Chebinov explains how this information gap works in practice:
“Before entering territorial waters, they switch the AIS [Automatic Identification System] back on. Everything else is already wiped—the ship’s name, its flag, ownership records. The real picture is deliberately hidden from the crew. A seafarer signs the contract, boards the vessel, and only discovers they’re transporting sanctioned cargo once they’re already at sea. By then, there’s no way back. No one is coming to take you home from the middle of the ocean.”
Yet personal responsibility alone can’t solve the problem.
Khalvashi believes the industry lacks a transparent, publicly accessible registry. Rather than just a list of licensed crewing agencies, he says, seafarers need a platform showing how many people each agency has placed, the average salaries offered, and whether there have been complaints against particular companies.
Chebinov believes the government could do more, even before such a registry exists.
“The state should take responsibility. Since it already has a database with our personal information, it could at least send SMS alerts warning seafarers about the risks. Everyone should have the chance to understand exactly what they’re signing up for — ending your career, or ending up blacklisted, is a very real danger.”
Until the industry is more transparent and Georgian seafarers receive real institutional protection, survival at sea will continue to depend largely on personal judgment.
No one knows the cost of that vulnerability better than Sandro.
After surviving the storm in the Bay of Biscay, Sandro decided to give the sea one more chance. But on his next voyage, in the Israeli port of Haifa, he learned he’d be living in the very cabin where—just a day earlier—the body of another Georgian seafarer had lain after suffocating inside a cargo tank. The young man died while performing work demanded by shipowners—work that was outside his professional duties.
“I lasted one month in that cabin, and then I left,” Sandro recalls. So far, it has been his last voyage in international waters.
__
Cover photo: A vessel sailing under the Syrian flag off the coast of southern Sweden, believed to be part of Russia’s shadow fleet. May 2026. Photo: EPA/Johan Nilsson
კომპანია „იგლ ჰილს საქართველომ“ საჯარო რეესტრს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასა და მიმდებარე ნაკვეთებზე უზუფრუქტის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა.
ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 2 588 888 კვადრატული მეტრია [258,8 ჰექტარი]. „Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ კი გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ეს მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც სახელმწიფოს საკუთრებაში აჭარის მთავრობამ გადასცა უსასყიდლოდ 2025 წელს.
2026 წლის 6 ივლისს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ გონიოს ნაკვეთებზე უზუფრუქტის რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრში ოთხი განცხადებაა შეტანილი. რეესტრმა გადაწყვეტილება 11 ივლისამდე უნდა მიიღოს.
„იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტით გადასაცემი 258,8 ჰექტარი ტერიტორია ჭოროხის დელტაში / მონიშნულია წითელი ფერით.
შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წილის 66,67 პროცენტის მესაკუთრეა შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედ“[არაბთა გაერთიანებული საემიროები], ხოლო წილის 33,33 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის [ამ წილის მმართველი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა].
ამ დროისთვის უცნობია რამდენი წლით და რა პირობებით გადაეცემა არაბულ-ქართულ კომპანიას უზუფრუქტით ნაკვეთები ბათუმში[გონიოში], თუმცა, თბილისთან, კრწანისის პარკისა და მიმდებარე ტერიტორიები ამავე კომპანიაზე 2 წლით არის გადაცემული.
განახლება: საჯარო რეესტრის 2026 წლის 10 ივლისის ამონაწერებით ოთხივე ნაკვეთი „იგლ ჰილს საქართველოზე“ ორწლიანი უზუფრუქტით არის გადაცემული.
თბილისსა [კრწანისის პარკი] და ბათუმში [გონიოს ყოფილი პოლიგონი] „ოცნების“ მთავრობას არაბული „იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტების განხორციელება აქვს დააანონსებული.
„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოში / რენდერი
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები „ოცნების“ მთავრობამ გაასაიდუმლოვა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით „თბილისსა და ბათუმში „იგლ-ჰილსის“ პროექტი ხორციელდება არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, მასში არ მონაწილეობს საზოგადოება, ხოლო პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და დოკუმენტაცია კომერციულ საიდუმლოებად არის გამოცხადებული, რაც კანონს და საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება“.
გონიოს ნაკვეთებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში წარდგენილია ასევე „საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის N453 განკარგულება“, თუმცა აღნიშნული განკარგულებაც გასაიდუმლოებულია. მთავრობის ოფიციალურ საიტზე ეს განკარგულება დღემდე არ არის გამოქვეყნებული.
2026 წლის 27 თებერვლის N453 განკარგულება მთავრობის ოფიციალურ საიტზე ამ დრომდე [9.07.2026] არ არის გამოქვეყნებულიირაკლი კობახიძის განცხადებების მიუხედავად, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებენ, „ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ მთავრობა ათობით განკარგულებას მალავდა და მალავს [მარტო მიმდინარე წელს 20-ზე მეტი განკარგულება არ არის გასაჯაროებული, მათ შორის ზემოთ აღნიშნული N453 განკარგულებაც].
ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორია შედის ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ [საიტის] საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს.
საქართველოს ასოცირების შეთანხმებითაც აქვს ვალდებულება შექმნას და დაიცვას ზურმუხტის ტერიტორია. არაბული საინვესტიციო პროექტის გამო კი მთავრობა, „საჭიროების შემთხვევაში“, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის საზღვრის კორექტირებასაც განიხილავს.
2026 წლის 11 ივლისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს ბათუმში აღნიშნავს.
შეხვედრა სახელწოდებით – „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“, 11 ივლისს, დღის 12:00 საათიდან, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.
საინტერესო გამოფენები, პრაქტიკული ვორქშოფები, დისკუსიები და კულტურული აქტივობები არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რაც ევროპის დღეზე მისულებს დაგხვდებათ.
ამ დღეს გამართული ყველა ღონისძიების მიზანია გაეცნოთ, როგორ აგრძელებს ევროკავშირი ადამიანების, თემებისა და ბიზნესის მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ევროპის დღის“ ძირითად ღონისძიებამდე ერთი ადრე, 10 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმის „კავეა გრანდ მოლის“ კინოთეტრში, ლატვიელი რეჟისორის, გინტ ზილბალოდისის ოსკაროსანი ანიმაციური ფილმის, FLOW-ს ჩვენებით „ევროპული კინოტური“გაიხსნება, ხოლო 19 საათზე რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დოკუმენტურ ფილმს – „დედა-შვილი ანუ ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი“ – ნახავთ.ფილმის ჩვენებას რეჟისორი ლანა ღოღობერიძეც დაესწრება.
„ევროპული კინოტური“ 10 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარადგენს ქართულ და ევროპულ ფილმებს.
რაც შეეხება 11 ივლისს ბათუმში, გარდა სასტუმრო „ჰილტონ ბათუმისა“, „ევროპის დღის“ ფარგლებში გასხვავებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, სადაც საშუალება გექნებათ ჩაერთოთ ევროკავშირის პარტნიორების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობაში.
„ევროპის დღის“ საზეიმო აღნიშვნა ბათუმის ბულვარში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მახლობლად, ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტით დასრულდება, სადაც ქართული ბენდი Mechanical Rainbow-ი და გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა იმღერებენ.
ევროპის გუნდი (TEAM EUROPE) – ეწვიეთ ინტერაქციულ სივრცეს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები წარმოგიდგენენ იდეებს, გამოგონებებსა და აღმოჩენებს, რომლებიც ევროპამ მსოფლიოს აჩუქა და რომელმაც თანამედროვე სამყარო შექმნა.
ევროკავშირის პროექტები – პარტნიორობის 30 წელზე მეტი – გაეცანით ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სამ ათწლეულს რეალური ისტორიების, გამოცდილების გაზიარების, ინტერაქციული თამაშების, საინტერესო ინსტალაციების და აქტივობების საშუალებით.
Live პოდკასტი „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ – დაიკავეთ ადგილი პოდკასტის სტუდიაში და გახდით საინტერესო საუბრების ნაწილი ევროპის, საქართველოსა და საერთო მომავლის შესახებ. თქვენ მხოლოდ მსმენელი კი არა, დიალოგის მონაწილეც გახდებით.
მწვანე კუთხე – აღმოაჩინეთ ნივთების ხელახალი გამოყენების, შეკეთებისა და განახლების პრაქტიკული გზები. გაეცანით, როგორ მუშაობენ ევროკავშირი და საქართველო ერთად უფრო მწვანე მომავლისთვის პრაქტიკული ვორქშოპების მეშვეობით, რომლებიც გარემოსდაცვით იდეებს სახალისოსა და ხელშესახებ ხდის.
პრაქტიკული ფოტოგრაფიის ვორქშოპი – იმუშავეთ რეალურ ღონისძიებაზე პროფესიონალი ფოტოგრაფების მენტორობით. შეიძინეთ გამოცდილება, დახვეწეთ ხედვა და აღბეჭდეთ „ევროპის დღე“ საკუთარი ობიექტივით.
VR მოგზაურობა – გაიკეთეთ ვირტუალური რეალობის სათვალე და იმოგზაურეთ ევროპის 20-ზე მეტ ქალაქში.
საბავშვო თეატრი „გაფუჭებული ტელეფონი“ – „თამაშობანას“ სახალისო და ინტერაქციული სპექტაკლი, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდა მაყურებლისთვისაა შექმნილი.
ცოდნის ბორბალი – შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ ჩვენს ინტერაქციულ ვიქტორინაში და მოიგეთ პრიზები!
მთავარი სცენა – მოუსმინეთ სასკოლო ანსამბლების, გუნდებისა და ნიჭიერი ადგილობრივი მოსწავლეების ცოცხალ შესრულებას მთელი დღის განმავლობაში.
„დასავლეთ საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება თხილის უეცარი ხმობის შემთხვევები, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაავადება კომპლექსური ხასიათისაა,“ – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ახალ რეკომენდაციებში.
ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებაა. სამინისტრომ წელს მეთხილეებისთვის სუბსიდია გააუქმა. იმ ფონზე, როცა თხილის ბაღები დასავლეთ საქართველოში მასობრივად ნადგურდება და წელს მოსავლის უპრეცედენტოდ მცირე მოსავალი იქნება, „ოცნების“ მთავრობამ გამოსცა რეკომენდაციები: რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომ უშველოს თხილის ბაღს.
სამინისტროს რეკომენდაციებში ნათლად ჩანს, რამდენად გაეზარდათ ხარჯი მეთხილეებს. კრიზისულ ვითარებაში ჩავარდნილი მეთხილეები ვეღარ იღებენ სუბსიდიას, რასაც „ოცნების“ მთავრობა 2023-2025 წლებში გასცემდა.
„მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბაქტერიული დაავადებები – ბაქტერიული კიბო (Pseudomonas avellanae) და ბაქტერიული სიდამწვრე (Xanthomonas arboricola), თუმცა დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს მცენარის დასუსტება, კლიმატური ცვლილებები, გვალვა, ჭარბტენიანობა, ნიადაგის მაღალი მჟავიანობა და სხვა ბიოტური თუ აბიოტური სტრესფაქტორები.
თხილის უეცარი ხმობის დამახასიათებელი სიმპტომებია: მცენარის ფოთლების გაყვითლება მუქი ნეკროზული ყავისფერი ლაქებით, ტოტებზე ვერტიკალური ნახეთქები, ჭკნობის და ხმობის ნიშნებით, ტოტის ჰორიზონტალურ გადანაჭერზე ღეროს გულის (ქსილემის) გამუქება, შტამბზე კორძებით შემოსაზღვრული ნახეთქები, სპეციფიკური ლაქები და სხვა.
როგორ შევამციროთ თხილის უეცარი ხმობის განვითარების რისკი?
➡️ თხილის ნარგაობაში მნიშვნელოვანია მაღალი აგროტექნიკური ფონის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს: ნიადაგის pH-ის კორექტირებას მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში, ნიადაგის ანალიზზე დაფუძნებულ დაბალანსებულ განოყიერებას, ორგანული და მინერალური სასუქების მიზნობრივ გამოყენებას, ფოთლოვან კვებას, მცენარეთა ინტეგრირებული (ფიტოსანიტარული, ბიოლოგიური და ქიმიური) დაცვის ღონისძიებების განხორციელებას და ყველა მოვლითი აგროღონისძიების აგროვადებში ჩატარებას.
➡️ სარეველების კონტროლი, როგორც რიგთაშორისებში, ისე მცენარეებს შორის. რეკომენდებულია მექანიკური გათიბვა განათიბის ადგილზე დატოვებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კონტაქტური ჰერბიციდების გამოყენება.
➡️ აუცილებელია სადრენაჟო-წყალშემკრები სისტემის გამართვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ახალი სადრენაჟო არხების მოწყობა. გვალვიან პერიოდში რეკომენდებულია მცენარის მორწყვა შესაძლებლობის ფარგლებში.
➡️ დასუსტებული მცენარეები ზაფხულის განმავლობაში უნდა მოინიშნოს, რათა გასხვლისას ცალკე დამუშავდეს.
➡️ საშემოდგომო-საგაზაფხულო გასხვლის დროს სამუშაოები რეკომენდებულია დაიწყოს დაავადებული ბუჩქებიდან. დაზიანებული დედა-ტოტები უნდა ამოიჭრას, ბაღიდან გაიტანოს და განადგურდეს.
➡️ საბაღე ინსტრუმენტები ყოველი დაზიანებული მცენარის შემდეგ უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით, სხვა სადეზინფექციო ხსნარით ან სანთებელას ალზე გადატარებით. დეზინფექცია აუცილებელია ყოველ ახალ მცენარეზე გადასვლისას.
➡️ გასხვლის შემდეგ მცენარეები უნდა დამუშავდეს სპილენძის შემცველი პრეპარატებით, ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად.
➡️ ფოთოლცვენის დაწყებისას (50–70%) აუცილებელია სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენება. რეკომენდებულია სპილენძის შემცველი პრეპარატების ორჯერადი შესხურება შემოდგომით და ორჯერადი შესხურება ადრე გაზაფხულზე, ეტიკეტზე მითითებული დოზირებით.
➡️ უნდა შეიზღუდოს რიგთაშორისებში ნიადაგის მოხვნა და კულტივაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება დაზიანებული ფესვების ნაწილებით.
➡️ იმ ბაღებში, სადაც დაავადების ძლიერი კერებია და ბუჩქები მთლიანად გამხმარია, ხოლო ახალი ამონაყრები აღარ ვითარდება, მცენარეები აუცილებელია მთლიანად ამოიძირკვოს და განადგურდეს.
➡️ აუცილებელია ამბროზიის ხოჭოს (Anisandrus dispar) და შავი ხარაბუზას (Oberea linearis) სისტემატიური კონტროლი, რათა შემცირდეს ბაქტერიის გავრცელების ალბათობა.
➡️ სავეგეტაციო პერიოდში უნდა შეიზღუდოს სისტემური ჰერბიციდების (გლიფოსატი) გამოყენება.
📌რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, თუ თხილის უეცარი ხმობის პირველი ნიშნები უკვე გამოვლინდა?
თხილის უეცარი ხმობით დაზიანებული მცენარეების სრულად განკურნება რთულია, რადგან პათოგენი სისტემურად ვრცელდება მცენარის ქსოვილებში, აზიანებს როგორც ქსილემას, ისე ფლოემას. გარდა ამისა, დასუსტებულ მცენარეებს ხშირად ემატება სხვა ტრაქეომიკოზური სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა ბოტრიოსფერია და ვერტიცილიოზი. თუმცა დროული ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია დაავადების გავრცელებისა და მიყენებული ზიანის მნიშვნელოვნად შემცირება.
თუ დაავადების პირველი ნიშნები უკვე გამოვლინდა, რეკომენდებულია:
➡️ მცენარის ზედა ნაწილში ფოთლების სწრაფი გაუფერულების, შეყვითლებისა და ჭკნობის შემთხვევაში რეკომენდებულია მცენარის გადაჭრა 90–110 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო გადაჭრილი ადგილის დამუშავება 2–3%-იანი სპილენძის შემცველი პრეპარატით.
➡️ მთლიანად დაზიანებული მცენარე და მისი ნაწილები უნდა გაიტანოთ ბაღიდან და გაანადგუროთ. თუ მცენარე უკვე სრულად გამხმარია, მისი ამოძირკვისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა ბაქტერია არ გავრცელდეს.
➡️ სეტყვის, წაყინვის ან სხვა მექანიკური დაზიანების შემდეგ რეკომენდებულია მცენარეების პროფილაქტიკური დამუშავება სპილენძის შემცველი პრეპარატებით. დამატებით შესაძლებელია ამინომჟავების შემცველი ბიოპრეპარატების გამოყენება, თუმცა მათი სპილენძის შემცველ პრეპარატებთან შერევა დაუშვებელია.
➡️ დაავადებულ მცენარეებზე მუშაობისას სეკატორები და სხვა საჭრელი იარაღები ყოველი გამოყენების შემდეგ დაამუშავეთ 70%-იანი ეთანოლის ხსნარით ან სანთებელას ალზე გადატარებით, რათა შემცირდეს ბაქტერიის გავრცელების რისკი.
➡️ რეკომენდებულია ნიადაგის მჟავიანობის განეიტრალება შესაბამისი საშუალებების – კირის, დოლომიტის, დეფეკატი ტალახისა და სხვ. გამოყენებით.
➡️ დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენის შემდეგ რეკომენდებულია თხილის ბუჩქისა და ფესვთა სისტემის დამუშავება 7-10-დღიანი ინტერვალით, 3-4-ჯერ, ფართო სპექტრის ბაქტერიციდული მოქმედების სისტემური პრეპარატებით – უპირატესად სპილენძის შემცველი პრეპარატებით, ასევე ალუმინის ფოსეტილით, მეტალაქსილით და სხვა. პრეპარატები გამოიყენეთ ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად (საორიენტაციოდ 50–100 გ/10 ლ წყალზე).
➡️ სასურველია ფესვთა სისტემის 1–2-ჯერ დამუშავება სისტემური ფუნგიციდების კომბინირებული ნაზავით (დიფენოკონაზოლი, ტებუკონაზოლი, კარბენდაზიმი და სხვა), ეტიკეტზე მითითებული დოზირების შესაბამისად (საორიენტაციოდ 5–10 მლ/10 ლ წყალზე).
➡️ ბიოორგანული მეთოდებიდან რეკომენდებულია Bacillus amyloliquefaciens-ის (ყოფილი subtilis) შემცველი ბიოფუნგიციდების გამოყენება – 100 მლ/10 ლ წყალზე, 10–14-დღიანი ინტერვალით, 3–4-ჯერ.
✅ პირველადი კვლევების მიხედვით, დაავადების მიმართ განსაკუთრებით მიმღებიანია ტონდა ჯიფონის და ანაკლიურის ჯიშები, განსაკუთრებით ტონდა ჯიფონი,“ – წერია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
The substantive hearings in the so-called “sabotage” case against Georgia’s eight opposition leaders are continuing at an accelerated pace. The defendants and their lawyers expect a verdict by the end of this month or, at the latest, in August.
While the court initially held roughly one hearing per month, over the past month proceedings have accelerated to two hearings a week. As prosecutor Ani Khubejashvili describes it, the accelerated pace demonstrates the prosecution’s intensive work, with at least four witnesses examined at each hearing.
Eight opposition leaders are being tried behind closed doors. Neither the media nor the public has access to the proceedings, leaving observers unable to hear the testimony, watch the hearings, or scrutinise what takes place inside the courtroom. Information reaches the public only through the accounts and interpretations of the parties involved.
On 23 February, the substantive hearings in the case against eight opposition leaders began in court. On the same day, Judge Tamar Makharoblidze closed the proceedings to the public, ordering the media and those attending the hearing to leave the courtroom.
At the latest hearing on 9 July, prosecutors called four additional witnesses in the case against Mikheil Saakashvili, Giorgi Vashadze, Nika Gvaramia, Nika Melia, Zurab (Girchi) Japaridze, Elene Khoshtaria, Mamuka Khazaradze and Badri Japaridze. The witnesses included two police officers and two forensic experts.
According to the defendants and their lawyers, the witnesses once again failed to provide evidence supporting the prosecution’s case.
“One witness — a police officer — made a statement which, according to the prosecution, supposedly supports the charges. He said the politicians were addressing the crowd during the protests. That was the strongest piece of evidence presented today. We will challenge it. As for everything else, he said he had neither heard nor seen anything,” said lawyer Zviad Kordzadze, who represents Badri Japaridze and Mamuka Khazaradze.
Before the hearing began, Badri Japaridze and Zurab Japaridze reiterated what the defendants and their lawyers have argued from the outset: that the case is politically motivated and that the ruling Georgian Dream party aims to eliminate its political opponents. They say the prosecution’s witnesses have little to testify about beyond having seen opposition politicians at demonstrations, observing them speaking, moving their lips or making gestures. However, they have been unable to reconstruct those gestures or testify to what was actually said.
“A few days ago, we saw around twenty representatives of Georgian Dream physically assault two members of the For Georgia party in parliament. They severely beat them, yet the Speaker of Parliament later claimed there had never been a precedent for opening a criminal investigation over such violence.
… There is no precedent anywhere in the world for criminally prosecuting political leaders over gestures — even if such gestures had actually been made. It is obvious that Georgian Dream’s objective is to neutralise political leaders and political parties through repression. It is an entirely futile attempt,” Badri Japaridze said.
Zurab Japaridze also commented on the reasons behind the accelerated pace of the trial.
“Every political leader who collectively defeated Georgian Dream in the 2024 elections will either end up in prison or be forced out of the country. That is their objective. It is also a message to the West: either we reach an arrangement on our terms, or we will imprison or drive out the people you are talking to.
They are also clearing the political field. They are making room for those political actors who have spent months and years saying that the old faces should leave and new ones should take over. They are leaving them the field to themselves. Naturally, someone will step in and carry on.
Bidzina Ivanishvili cares about nothing except avoiding sanctions against himself. His personal sanctioning has become the central issue. Apparently, sanctioning Ivanishvili is now being portrayed as weakening the country. Therefore, according to this logic, everyone who advocated for sanctions has ‘weakened’ Georgia because the West sanctioned Ivanishvili.
But sanctions do not depend on us. We may say a million times that someone deserves to be sanctioned, but sanctions are ultimately the result of decisions made under the policies of individual countries,” Japaridze said.
Most of the defendants did not attend the hearing. Nika Melia and Elene Khoshtaria have not attended any of the proceedings.
Charges against the opposition leaders:
Mikheil Saakashvili is charged under Article 317 of Georgia’s Criminal Code with publicly calling for the violent overthrow of the constitutional order or the government.
Zurab (Girchi) Japaridze and Giorgi Vashadze are charged under Article 318(1) and Article 319 with sabotage and assisting a foreign state in hostile activities.
Elene Khoshtaria is charged under Article 318(1), Article 319, and Article 321¹(1) with sabotage, providing material resources for the commission of sabotage, and assisting a foreign state in hostile activities.
Mamuka Khazaradze, Badri Japaridze, Nika Gvaramia and Nika Melia are charged under Article 318(1) with sabotage.
წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეოთხედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა და 205 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 250-მდე პრემია გაიცა და 200-მდე ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები არიან:
თამარ კვიჟინაძე, იუნ ფოსეს „დილა და საღამო“ (პოლინომიალი)
გიორგი ლობჟანიძე, ალი იბნ აბი ტალიბის „ნაჰჯ ალ-ბალაღა (გზა სრულქმნილი მჭევრმეტყველებისა)“ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
დღევანდელ პროცესზე იმ გამომძიებელმა მისცა სასამართლოს ჩვენება, რომელსაც გასული წლის დეკემბერში მიუღია ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია მორიგ „ქურდულ გარჩევაზე“.
ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების საქმეზე დღეს, 9 ივლისს, მორიგი არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ამ პროცესის განხილვის დროს ყოველთვის ტევა არაა სასამართლოს შესასვლელში – პროცესზე დასწრების მსურველი ბევრია, მანდატური კი, ხმამაღლა პერიოდულად იმეორებს, თითოეული ბრალდებულის მხოლოდ 3 ახლობელი შემიძლია დარბაზში შევუშვაო.
ბრალდებული დღევანდელ პროცესზე 16 პირია.
დღევანდელ სხდომაზე არცერთ მხარეს არ უხსენებია საპროცესო შეთანხმება, რაზეც საუბარი წინა სხდომაზე დაიწყო. დარბაზში ბრალდებულების ახლობლებმა გვითხრეს: ვერ შეჯერდნენ, ვიღაც წავიდეს საპროცესოზე და ვიღაც – არა, ასე არ გამოვაო.
ამიტომაც, მოწმეების დაკითხვის ეტაპი დაიწყო. ვიდრე გამომძიებელი შემოვიდოდა სხდომათა დარბაზში, პროკურორმა თემურ გურამიშვილმა მოსამართლეს „ჩიპები“ მიაწოდა: ფარული საგამოძიებო მოქმედებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ის ჩანაწერებია, რაზეც ექსპერტიზა ტარდებაო.
ადვოკატებმა ამ ფორმით საქმისთვის აუდიო ფაილების დართვა გააპროტესტეს:
„ვინც ეს ჩანაწერები დისკზე გადაიტანა, უნდა მოხდეს მისი დაკითხვაც. ეს მტკიცებულება საქმეს არ უნდა დაერთოს“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ და სხვა, იდენტურ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტებაც გააჟღერა, რომ უნდა დაიკითხოს ის პირიც, ვინც მტკიცებულება მოიპოვა.
„არ დგინდება საიდან სად გადაიტანეს… ეს კითხვებს გააჩენს“, – თქვა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა და მანდატურს თვალით ანიშნა, “ჩიპები” პროკურორს მიუბრუნეო.
„რას მედავებით, რა საქციელს?“ – ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რამაზ კ.-მ მიმართა პროკურორს და გისოსებით გამოყოფილი ადგილიდან ცალი ხელიც გამოყო.
„ბრალში წერია ეს ყველაფერი“, – ბრალდებულის დამშვიდება სცადა მოსამართლემ.
„მეც ხომ საქართველოს მოქალაქე ვარ, მეც ხომ მაქვს უფლებები“, – აყვირდა ბრალდებული. მას „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებიან და განსაკუთრებით მძიმე სასჯელი ელის ბრალის დადასტურების შემთხვევაში.
მოსამართლემ ბრალდებულს შენიშვნა მისცა და დასძინა, თუ ისევ შემიშლით ხელს, გაგაძევებთო.
„ცხადზე ცხადია, აქ რაც ხდება“ – ხელი ჩაიქნია იგივე ბრალდებულმა და სკამზე ჩამოჯდა. მოსამართლემ რეპლიკა აღარ შეიმჩნია. დარბაზმა ამოიგმინა.
გამომძიებელმა გიორგი ცეცხლაძემ კი, ჩვენების მიცემის დროს რამდენიმე „ქურდული გარჩევა“ აღწერა, რაზეც მისივე თქმით, მას ინფორმაცია მიაწოდეს.
გამომძიებლის თქმით, ბრალდებულები ე.წ. კანონიერი ქურდების – ასლან ქობულაძის და „ენცოს“ დავალებით აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს, კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ბიზნესმენებს, დაშინების გზით სძალავდნენ თანხას და მოქმედებდნენ „ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად“.
გამომძიებლის თქმით, ერთ-ერთი ავარიის შედეგად დაზარალებულს უთხრეს, რომ ავტომანქანას გაურემონტებდნენ, შემდეგ კი, კაცს, ვისი ბრალეულობაც იყო ეს ავარია ახალი ავტომანქანა მოსთხოვეს. ამ კაცს ე.წ. ქურდებისთვის მიუმართავს.
აქ გამომძიებელმა იმ ორი ბრალდებულის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებიან.
გამომძიებლის ვერსიით, ე.წ. ქურდული შეკრება ხელვაჩაურში გამართულა: ავტომანქანის შერემონტება, თუ ახალი ავტომობილი?
„ამ დროს სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე“ – დასძინა გამომძიებელმა.
„ვინ მიმართა რამაზს, რა ფორმით?“ – ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ მიმართა ისევ ავარიის შემთხვევაზე გამომძიებელს.
გამომძიებელმა თქვა, რომ არ იცის, რა ფორმით მიმართეს ბრალდებულს.
„პირველად ოპერატიული ინფორმაცია მიიღეთ, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები“, – იკითხა ისევ ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.
მერე სხვა შემთხვევების შესახებ მოჰყვა გამომძიებელი, მათ შორის, იმ გარჩევაზე, სადაც ქალი ბრალდებული მელანია ზ. მონაწილეობს. „ქურდულ სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებული ქალი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. ის უძრავი ქონების აგენტი ყოფილა და ერთ-ერთ საქმეზე თავისი წილი ვერ მიუღია. გამოძიების ვერსიით, თანხის აღების მიზნით ქალს „ქურდული სამყაროსთვის“ მიუმართავს.
„ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ და პატაკი დაწერეთ, არ გეკითხებით ვინ არის, მაგრამ მე თვითონ შევესწარი რომელიმე განხილვას, ჩემი ყურით მოვისმინეო?“ – მოწმეს მიმართა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
„შევესწარი არა, სხვებისგან ვიციო“ – თქვა გამომძიებელმა.
„ვინ არის ეს სხვა?“ – გამომძიებელს აღარ მოეშვა ადვოკატი.
„არ მიკითხავს ეგ“ – თქვა მოწმე გამომძიებელმა.
„იქნებ მარშუტკაში ჭორაობდნენ ქალები“ – იკითხა ისევ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
მოწმემ განმარტა, რომ ე.წ. გარჩევის შემსწრე კონკრეტული პირისგან ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ მან მოწოდებული ინფორმაცია კონკრეტული პირების წინააღმდეგ „ბაზებში გადაამოწმა“.
ამ საქმეში ფარული სატელეფონო მოსმენების მთავარი მტკიცებულება. ეს მტკიცებულება ჯერ არ გამოუკვლევიათ.
A British citizen, Matthew Roy Desmond, faces between 8 and 12 years in prison in Georgia.
According to his lawyers, the Prosecutor’s Office has charged him under Paragraphs 1 and 2 of Article 262 of Georgia’s Criminal Code, which concern the illegal importation of large quantities of narcotic and psychotropic substances into the country.
His legal representatives argue that the medication at the centre of the case had been legally prescribed by a doctor to manage chronic pain. They say Desmond is a war veteran who sustained a serious spinal injury.
“In reality, this man is completely innocent. He is a British citizen and a war veteran who served in both Afghanistan and Iraq, where he received numerous awards. During one of his military deployments, he suffered a severe spinal injury. As a result, doctors in the UK officially prescribed these pain medications to enable him to live with his condition,” one of his lawyers said during a press conference at the Mtavari Media Centre.
The lawyer said that, as a veteran, Desmond had travelled to numerous countries carrying both the medication and the corresponding medical prescription. According to the defence, he had visited 25 countries without encountering any problems.
“However, after entering Georgia, he was arrested and has now spent approximately three months behind bars. I repeat: this man is completely innocent. He had the prescription for the exact medications he brought into Georgia. He was arrested simply because certain formal requirements had not been met — specifically, the prescription had not been notarised or apostilled. We have since obtained all the necessary documents, had them notarised, secured apostilles, translated them, and submitted them to both the Prosecutor’s Office and the court. Despite this, there has been absolutely no response, and he remains behind bars while suffering from a serious medical condition and severe pain,” the lawyer said.
The defence has called on the Prosecutor’s Office either to terminate the criminal prosecution through a diversion mechanism or to offer a reasonable plea agreement.
“Otherwise, we reserve the right to take other effective measures that will be damaging to the Prosecutor’s Office’s reputation.”
According to the lawyers, the case concerns three medications: pregabalin,buprenorphine, and codeine.
They argue that it is neither reasonable nor logical to claim that Desmond intentionally imported narcotic substances into Georgia with the intention of selling them or profiting from other illegal activities, as all three medications correspond exactly to those listed in his doctor’s prescription.
The lawyers also said that the British Embassy is actively involved in the case.
Netgazeti has contacted the Prosecutor’s Office for comment. The article will be updated if a response is received.
50 წლის რობერტ ბროვდის უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ნდობის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს ბოლო გამოკითხვისთანახმად. რატომ ენდობიან უკრაინელები მას? – ამ სტატიაში, უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, გიამბობთ, ვინ არის რობერტ ბროვდი.
რობერტ ბროვდი წარმოშობით უნგრელია, თუმცა უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა. მისი მეტსახელი – „მადიარი“ – სწორედ მის ფესვებს უკავშირდება. „მადიარი“ უნგრელს ნიშნავს. ასე გამოხატავს იგი პატივისცემას საკუთარი წარმოშობის მიმართ.
ბროვდი პროფესიით ეკონომისტია, წლების განმავლობაში ჰქონდა არაერთი კომპანია, თუმცა უკრაინული მედიის ცნობით, მისი სახელი ბიზნესში ყველაზე მეტად აგროსექტორს უკავშირდება. ბროვდი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტიორთა ტოპ ხუთეულში შედიოდა და არ დარჩენილა არც პოლიტიკის მიღმა – ხელმძღვანელობდა პარტია „ფრონტ ზმინის“ (ცვლილებათა ფრონტი) ორგანიზაციას იმიერკარპატიაში და იყო საოლქო საბჭოს დეპუტატიც. პარალელურად დააფუძნა არტ-ფონდი „ბროვდიარტი“, რომელიც თანამედროვე უკრაინულ ხელოვნებას უწევდა პოპულარიზაციას.
უკრაინული მედია წერს, რომ 2022 წლის ომამდე რობერტ ბროვდი კლასიკურ წარმატებულ მეწარმეს ჰგავდა: მდიდარ, თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერ, ფილანთროპსა და კარგი კავშირების მქონე ბიზნესმენს, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა.
ეს განსხვავება ბროვდის ომამდელ და ომის შემდეგ ფოტოებში განსაკუთრებით ცხადად იგრძნობა.
რობერტ ბროვდი, 2017 წელი/facebookრობერტ ბროვდი/telegram
ჯერ კიდევ 2022 წლის 7 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ბროვდი კიევში, ობოლონის ტერიტორიულ თავდაცვაში ჩაირიცხა. ის ოცეულის მეთაური იყო. ომის დაწყების პირველივე დღეს კი, 24 თებერვალს, ბროვდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა და პირველი კვირების განმავლობაში ირპენიდან, ბუჩადან და ბოროდიანკადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში მონაწილეობდა.
2022 წლის აპრილ-ივნისში ქვედანაყოფი ხერსონის მიმართულებაზე გაემგზავრა. უკრაინული მედია წერს, რომ სწორედ იქ გაჩნდა იდეა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა – ბროვდი მიხვდა, რომ ტრადიციულ არტილერიასა და ქვეით ჯარს „თვალები“ სჭირდებოდათ. მან სახალხო დონაციის შესახებ გამოაცხადა, იყიდა პირველი დრონები და აეროდაზვერვის ქვედანაყოფი შექმნა.
ასე გაჩნდა „მადიარის ჩიტები“, დრონების ქვედანაყოფი, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდა და უკრაინის თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
„მადიარის ჩიტებმა“ მუშაობა რამდენიმე ათეული პილოტითა და ასობით ჩინური დრონით დაიწყო, თუმცა, როგორც მედია წერს, პირველივე დღეებიდან ისინი ხუთი სახის ამოცანას ასრულებდნენ: აეროდაზვერვა, პატრულირება, ცეცხლის კორექტირება, დარტყმები დრონი-კამიკაძეებით და საბრძოლო მასალის ჩამოგდება.
2022 წლის ნოემბრიდან ქვედანაყოფი ტერიტორიული დაცვის 251-ე ცალკეული ბრიგადის შემადგენლობაში იყო; 2023 წლის ივნისიდან – ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ „დონეცკში“, ხოლო 2023 წლის ოქტომბრიდან საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობას დაექვემდებარა.
2024 წლის 16 იანვარს კი ქვედანაყოფი დარტყმითი უპილოტო საავიაციო სისტემების 414-ე ცალკეულ ბრიგადად გადაკეთდა. ისინი მხოლოდ კი არ იბრძოდნენ, არამედ სხვა ქვედანაყოფებსაც ასწავლიდნენ დისტანციურ დანაღმვას, დრონების მართვასა და სხვა მნიშვნელოვანი ოპერაციების წარმართვას.
2025 წლის 3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაიორი რობერტ ბროვდი უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდლად დანიშნა.
ბროვდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დრონები არა მხოლოდ უბრალოდ ტექნიკაა, არამედ ეფექტური პასუხია მტრის რიცხობრივ უპირატესობაზე.
იგი ამბობს, რომ „მადიარის ჩიტებს“ განსაკუთრებულს ხდის არა მხოლოდ დრონების რაოდენობა, არამედ მიდგომა – დრონების ინტეგრაცია რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებთან, დისტანციური დანაღმვა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამიზნეების ამოსაცნობად და ა.შ., რასაც ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
ბროვდის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ომში, მათ შორის უკრაინის გმირის „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენი.
2025 წლის 28 აგვისტოს ორბანის უნგრეთმა ბროვდის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, როგორც ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ განხორციელებული დარტყმების ორგანიზატორს.
თავად ბროვდი მაშინ უნგრეთის გადაწყვეტილებას პოსტის გამოქვეყნებით გამოეხმაურა და ვიქტორ ორბანს მიმართა:
„…მე უკრაინელი ვარ და მამაჩემის სამშობლოში თქვენს შემდეგ ჩავალ. ნამდვილი მადიარები უნგრეთში საკმარისად არიან და ოდესმე მათაც ყელში ამოუხვალთ“.
ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი, ტარიელ რიჟვაძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო.
დღეს, 9 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილს ამ საქმეზე მოწმეებისთვის უნდა მოესმინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 5 მოწმე, ვინც დღეს უნდა დაეკითხათ, დაცვის მხარეს სადავოდ აღარ მიაჩნია. შესაბამისად, მათი დაკითხვა მოსამართლეს აღარ შეუძლია.
ბრალდებული ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზია 2026 წლის 23 თებერვალს დააყაჩაღა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
„ვადასტურებ აღნიშნულ გარემოებას“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა თენგიზ კახიძემ პროკურორის სიტყვის შემდეგ. პროკურორმა მოსამართლეს განუმარტა, რატომ აღარ მოიყვანა მოწმეები დღევანდელ პროცესზე.
მსგავსი ნაბიჯი დაცვის მხარეს ხშირად იმისთვის სჭირდება, რომ საპროცესოზე უფრო მარტივად გაურიგდეს პროკურატურას, თუმცა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმება ჯერჯერობით არ განიხილება.
მოწმეები, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე აღარ დაკითხეს, გამომძიებლები არიან, ასევე იმ მარკეტის დაცვის სამსახური, სადაც ყაჩაღობის ეს შემთხვევა მოხდა.
„სხვა მოწმე დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი არ გვყავს“, – უთხრა მისამართლეს პროკურორმა აკაკი მოქერიამ.
ბრალდებულს დღევანდელ სხდომაზე არაფერი უთქვამს. სხდომა გადაიდო.
„2915 ლარი გასტაცა მაღაზიის მენეჯერს, აღნიშნული თანხის დაუფლების შემდეგ მან დატოვა მარკეტის ტერიტორია… მაღაზიის მენეჯერი იყო ადგილზე, რომელსაც ხელში ეჭირა თანხა, მას ნავაჭრი თანხა უნდა გადაერიცხა კომპანიის ანგარიშზე, როდესაც ის დახლთან მივიდა, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული თანნაქონი საკანცელარიო დანის გამოყენებით ახორციელებს თავდასხმას… დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
საქმეში მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი: თმაში ხელი მოკიდა და ამ გზით წაართვა აღნიშნული თანხა. ამან გამოიწვია ტკივილი, როგორც დაზარალებული განმარტავს…“ – აღნიშნა 15 აპრილს გამართული წინასასამართლო სხდომის შემდეგ „ბათუმელებთან“ პროკურორმა აკაკი მოქერიამ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ნინოწმინდისა და სადახლოს საბაჟოებიდან, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 22 290 ცალი მოჭრილი ვარდით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება დააბრუნა ექსპორტიორ ქვეყანაში.
სამსახურის ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კერძოდ – მცენარეებზე ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები.
„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“- წერს შემოსავლების სამსახური.
თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას და ახალი თაობისთვის თანამედროვე პროფესიების შესწავლის შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებათიბისიკამპუსი – უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 18 წლიდან ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან დაეუფლოს ბიზნესმიმართულებებს და პრაქტიკულ უნარებს.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ონლაინ ფორმატი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, სრულიად უფასოდ მიიღონ ცოდნა და განივითარონ კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები.
რამდენიმე წლის განმავლობაში თიბისი კამპუსმა დაამტკიცა, რომ ონლაინ განათლება ეფექტიანი, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მოდელია, ამას იცის ადასტურებს რომ მონაწილეთა57% საქართველოსსხვადასხვარეგიონიდანაა.დღეს კამპუსს 1000-მდე მონაწილე ჰყავს, ხოლო ბოლო ნაკადი 112-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა. პროგრამა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ თავიანთ ინტერესებზე მორგებული გრაფიკით, იმუშაონ რეალურ ბიზნეს და ტექნოლოგიურ ამოცანებზე და ცოდნა პრაქტიკაში გამოცადონ.
თიბისი კამპუსში მსურველები სწავლობენ თანამედროვე და მოთხოვნად მიმართულებებს, როგორიცაა: მარკეტინგი, პროდუქტის მენეჯმენტი, ბიზნეს ანალიზი და პროექტების მართვა.
კამპუსი თიბისის ონლაინ განათლების ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც ასევე აერთიანებს ტექსკოლას, IT აკადემიას, ტექ ოლიმპიადების ჰაბსა და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებს. თითოეული პროგრამა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და გამოცდილების მქონე ადამიანების განვითარებას ემსახურება და ტექნოლოგიური განათლების უწყვეტ გზას ქმნის.
პროგრამის პარტნიორია კოლაბი. მისი ჩართულობით სასწავლო პროცესი მაქსიმალურად პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. მონაწილეები ინდუსტრიის პროფესიონალების მენტორობით მუშაობენ რეალურ პროექტებზე, ავითარებენ ანალიტიკურ, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.
თიბისი კამპუსის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყება. პროგრამა კიდევ ერთხელ მისცემს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ მიიღონ თანამედროვე განათლება, პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი კარიერის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის განხორციელებული ორმხრივი თავდასხმების შემდეგ, მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. აღნიშნული ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ომის დასრულების შესახებ არსებულ ხელშეკრულებას – ტრამპმა ასევე დასძინა, რომ შესაძლოა ირანზე ახალი დარტყმები დღესვე განხორციელდეს.
„ვფიქრობ, ყველაფერი დასრულდა. მათთან საქმის დაიჭერა აღარ მსურს. ისინი არამზადები არიან“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ანკარაში (თურქეთი), სადაც იგი ნატო-ს სამიტს ესწრება.
საზოგადოებრივი აზრი მკაფიოდ ასახავს ამ სკეპტიციზმს. კვინიპიაკის უნივერსიტეტის (Quinnipiac University) გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 60%-ს მიაჩნია, რომ სამხედრო მოქმედებები არ ღირდა ამად, ხოლო YouGov/The Economist-ის კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელთა 54% ომის დაწყების გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევს. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა უმრავლესობას კონფლიქტის სწრაფი მოგვარება სურს, Navigator Research-ის მონაცემებით, აბსოლუტური უმრავლესობა (71%) შეშფოთებულია, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდება.
ეს წუხილები ზუსტად ემთხვევა იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ექსპერტებმა ვაშინგტონში, სტიმსონის ცენტრში (Stimson Center) გამართულ ღონისძიებაზე გააჟღერეს. პანელმა, სახელწოდებით „ღირდა კი ირანის ომი ამად?“, რომლის მოდერატორიც The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯონ ჰადსონი გახლდათ, დაასკვნა, რომ 2026 წლის ომი არ შეესაბამებოდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და ამერიკა ბევრად უფრო სახიფათო მტრის წინაშე დატოვა.
ვერანაირი რეალური მიზანი ვერ იქნა მიღწეული
„მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს? პასუხია – არა. რეალურად ვერაფერს მივაღწიეთ“.
მაიკლ კოენი, სტიმსონის ცენტრი
ადმინისტრაციამ ომი ირანის რაკეტების განადგურების, მისი ბირთვული პროგრამის შეჩერებისა და მისი მოკავშირე დაჯგუფებების (პროქსების) განადგურების მიზნით დაიწყო. კოენმა განმარტა, რომ აქედან არაფერი მომხდარა და აღნიშნა, რომ ამ მიზნებს ისედაც მცირე გავლენა ჰქონდა აშშ-ის ძირითად უსაფრთხოებაზე. ირანის რაკეტების დაახლოებით 70% ხელუხლებელია, ხოლო მათი ბირთვული პროგრესი ომამდელ ნიშნულზეა. სავაჭრო საზღვაო გზების ხელახლა გახსნაც კი ფუჭი გამარჯვება იყო: ეს იყო „მიზანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ომი საერთოდ დავიწყეთ“.
რეჟიმი კიდევ უფრო გაძლიერდა
„ჩვენ აღვადგინეთ რევოლუცია 47 წლის შემდეგ…“
ბარბარა სლავინი, სტიმსონის ცენტრი
ირანის მთავრობის დასუსტების ნაცვლად, აშშ-ის თავდასხმებმა რეალურად სიცოცხლე შთაბერა რადიკალურ რეჟიმს და გაანადგურა ადგილობრივი მომიტინგეების იმედები. სლავინმა აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ ომის დასაწყისში ირანელი ხალხისთვის მიცემული თავისუფლების აღთქმა „სასტიკი ნაბიჯი იყო“, რადგან ომმა დიქტატურა მხოლოდ უფრო გაამყარა.
ეკონომიკური ბრმა ზონები
„ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ… რისკის ძალიან არასათანადო, შემცირებული აღქმით“.
გრეგ პრიდი, ეროვნული ინტერესების ცენტრი
აშშ-მა სრულიად არასწორად გათვალა, თუ რამდენად მძიმედ დააზარალებდა ომი გლობალურ ნავთობისა და სურსათის ფასებს. როდესაც ბაზარს ნავთობის მასშტაბური დეფიციტი დაატყდა თავს, მზარდმა ეკონომიკურმა კრიზისმა ტრამპი აიძულა ხელი მოეწერა არახელსაყრელ სამშვიდობო შეთანხმებაზე. პრიდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპმა ეს გარიგება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ეკონომიკურად „განკითხვის დღემდე მხოლოდ ოთხი კვირა აშორებდა“.
არაპროგნოზირებადი მტერი
„ამ უსარგებლო ომმა რეალურად უფრო მეტი თავდაჯერებულობა შესძინა ირანს“.
სუზან დიმაჯიო, კარნეგის ფონდი
წარსულში, აშშ-ის ზეწოლაზე ირანის რეგიონული რეაქციები პროგნოზირებადი და კონტროლირებადი იყო. დიმაჯიომ გააფრთხილა საზოგადოება, რომ ამ ომმა ყველაფერი შეცვალა. ირანმა ყოველგვარი თავშეკავება უკუაგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ისინი აღარ იქნებიან პროგნოზირებადი… ჩვენ თავად შევუწყვეთ ხელი მონსტრის შექმნას“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ყალბი მინდობილობა დაამზადეს, რომლითაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა სანოტარო ბიუროში ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და საკუთრებაში დაირეგისტრირა დაზარალებულის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი 2 500 000 აშშ დოლარად გაასხვისეს.
ორ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 414 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 107 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 24 906 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 45 628 ერთეული [+59]
MLRS – 1 922 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 479 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 437 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 398 763 ერთეული [+1 843]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 857 ერთეული [+4]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 117 910 ერთეული [+363]
სპეცტექნიკა – 4 402 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 887 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 ბიჭი-მოსწავლე ამავე სკოლის 2 ბიჭს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. მათ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან
ბათუმში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის 5 მოსწავლეს ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის ყაჩაღობად კვალიფიცირება აბსურდია.
საქმის მასალების მიხედვით, სკოლის მოსწავლე 5 ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლე 2 ბიჭს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე, „წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა არასრულწლოვნებს… ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა“, – აღნიშნულია საქმის მასალებში.
ბრალდების შესახებ დადგენილებით არ ირკვევა, გამოართვეს თუ არა ფული ბრალდებულებმა დაზარალებულებს.
ეს შემთხვევა 2024 წელს მოხდა. ბრალდებული არასრულწლოვნები სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილთან. დღეს, 8 ივლისს, ამ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, თუმცა სხდომები დახურულია, რადგან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან.
ერთ-ერთ სხდომაზე სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა, მაგალითად, ბრალდებულის ბებიამ, რომელსაც უთქვამს, რომ მისი შვილიშვილს თავდასხმის დროს სცემეს.
„ის თანხა მოსთხოვეს, რაც ჯიბეში ექნებოდათ, ამაზეა ლაპარაკი, ეს იყო უბრალოდ კამათი და ჩხუბი არასრულწლოვან ბავშვებს შორის, სკოლის მოსწავლეებს შორის და არა მატერიალური სიკეთის მიღებაზე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ზაზა პაპიძე. – „დაზარალებული თავგამოდებით ამტკიცებს, ეს არის ყაჩაღობაო და ეს გაიზიარა პროკურატურამ.
კამათსა და კონფლიქტზე ყაჩაღობის ბრალდების წაყენება არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. არამართლზომიერია პროკურატურის ასეთი მიდგომა არასრულწლოვანთან მიმართებით. აქ შესაძლოა ყოფილიყო ძალადობაზე საუბარი, რომ შესაძლოა არასრულწლოვანმა ტკივილი განიცადა, მაგრამ ყაჩაღობა არის დაუშვებელი. ჯერ ფულადი თანხა არ ჰქონია არასრულწლოვანს და მერე რა თანხა უნდა მოეთხოვათ? არც თანხა არის ამოღებული, თანხა არ წაურთმევიათ და ამიტომ ეს ბრალი არის აბსურდული.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს… ჩხუბი და შეხლა-შემოხლა გვქონდა, მანამდე შეურაცხყოფა მომაყენეს და ამიტომო,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.
ადვოკატის თქმით, ცემის შედეგად მოზარდებს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა [სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტი] ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თუმცა მოსამართლეს არასრულწლოვნების კოდექსი უფლებას აძლევს, ეს სასჯელი შეცვალოს.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების გამოყენების აკრძალვა გადაავადეს.
„ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი ჭიქების საშუალებით – 2027 წლის 1-ელ ივლისამდე.
დადგენილება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 2026 წლის 6 ივლისს მიიღეს და 7 ივლისს გამოაქვეყნეს, თუმცა ის 1-ლი ივლისიდან შევიდა ძალაში. საქმე ისაა, რომ აღნიშნული კონტეინერებისა და ჭიქების გამოყენება კვების ობიექტებს სწორედ 2026 წლის 1-ლი ივლისიდან ჰქონდათ აკრძალული წინა დადგენილებით.
2026 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდებაც უნდა აკრძალულიყო, თუმცა, „ოცნების“ მთავრობამ ეს თარიღიც გადაავადა.
შუახევის მუნიციპალიტეტმა 335 ათას 770 ლარით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა დაბა შუახევში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზის და სამუშაო ოთახების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
ტენდერში აღნიშნულია, რომ სამუშაოები აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდება.
„პროექტი ითვალისწინებს შუახევის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სააქტო დარბაზის სარემონტო სამუშაოებს.
აღნიშნული სივრცე გამოიყენება სხვადასხვა სახის ოფიციალური შეხვედრების, საკრებულოსა და მერიის ღონისძიებების, კონფერენციების, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებისა და მოქალაქეებთან შეხვედრების ჩასატარებლად.
პროექტის მიზანია სააქტო დარბაზის ფუნქციური და ესთეტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მოწესრიგებული გარემოს შექმნა.
არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოიკვეთა შიდა ინტერიერის განახლების, დაზიანებული კონსტრუქციული და მოსაპირკეთებელი ელემენტების აღდგენის, საინჟინრო სისტემების მოწესრიგებისა და დარბაზის ვიზუალური მხარის გაუმჯობესების აუცილებლობა“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
სააქტო დარბაზი შუახევის მერიის შენობაში – არსებული სიტუაცია და რენდერი / ფოტოები პროექტიდან
რაც შეეხება სამუშაო ოთახებს, „პროექტის მიზანია არსებული სამუშაო სივრცეების ფუნქციური, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი გარემოს შექმნა, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შენობის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
არსებული სამუშაო ოთახები საჭიროებს განახლებას, რადგან დროთა განმავლობაში დაზიანებულია კედლების, იატაკისა და ჭერის მოსაპირკეთებელი მასალები, რაც უარყოფითად აისახება, როგორც შენობის ესთეტიკურ იერ-სახეზე, ასევე სამუშაო გარემოს ხარისხზე.
პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი სამუშაოების შესრულება: არსებული დაზიანებული მოპირკეთების დემონტაჟი; კედლების გასწორება და შიდა მოპირკეთების მოწყობა; კედლების შეღებვა მაღალი ხარისხის წყალემულსიური საღებავით; იატაკის საფარის განახლება [ლამინატი, კერამოგრანიტი ან სხვა საპროექტო მასალა];
კარებისა და ფანჯრების დაზიანებული ელემენტების შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში შეცვლა; ელექტროგაყვანილობის, ჩამრთველებისა და სანათების მოწესრიგება“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
სამუშაო ოთახები შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში / ფოტოები პროექტიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 23 ივლისს დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება.
პირობაში აღნიშნულია, რომ ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო დღიდან და დაასრულოს 90 დღის ვადაში“.
და ბოლოს, დააკვირდით ქვემოთ ფოტო/რენდერს, რომელსაც პროექტში აწერია – „ინტერვიუს კუთხის მოწყობა მერის კაბინეტთან“
მართალია აქ არც „მუნიციპალიტეტის“ წერია სწორად და არც „შუახევი“ – გერბზე, თუმცა, შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ეს მხოლოდ კორექტურაა რენდერში და რეალობაში იგივეს არ მივიღებთ.
პროექტი, რომლის მიხედვითაც შუახევის მერიის შენობაში სააქტო დარბაზი და სამუშაო ოთახები უნდა გაარემონტონ, მუნიციპალიტეტმა შპს „ლეველ აპისგან“ შეისყიდა. ამ კომპანიასთან მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება 2026 წლის მარტში აქვს გაფორმებული 62 000 ლარზე.
ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტია: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შუახევის მუნიციპალიტეტზე გადმოსაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი (საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა) – შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების/ ეზოების/სკვერების/ პარკების/ სპორტული-სათამაშო მოედნების, ფერდსამაგრი კედლების, სასმელი წყლების, საკანალიზაციო სისტემების, სარწყავი არხების, გარე განათებების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების, გზების, საპიკნიკე ადგილების, სოფლის ცენტრების და სხვადასხვა ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე შენობა/ნაგებობის მშენებლობის/რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციის რემონტის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა“.
ცოტნე გვაჯაია ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასწავლის. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში დაასახელეს.
„ბათუმელები“ მასწავლებელს სკოლებში მობილურების აკრძალვაზე და სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ესაუბრა.
ბატონო ცოტნე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სექტემბრიდან სკოლებში მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალოს. თქვენ როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, რა აზრის ხართ ამ შეზღუდვაზე? სმარტფონების კარადებში ჩაკეტვით გაიზრდება მოსწავლის ინტერესი საგაკვეთილო პროცესის მიმართ?
ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაა, თუმცა მგონია, რომ ტელეფონის სრული აკრძალვა ყველა საგნის შემთხვევაში, ერთნაირად ეფექტური არ იქნება.
აი, მაგალითად, ჩემს საგანში, მობილური მოწყობილობა არის ერთ-ერთი სასწავლო რესურსი. მაგალითად, მოსწავლეები ტექნოლოგიების, ტელეფონების გამოყენებით სწავლობენ QR კოდით ინფორმაციის მიღებას და გაზიარებას, დასკანერებას.
არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს ორმაგი უსაფრთხოების სისტემა აქვთ მობილურ მოწყობილობაზე დაყენებული, Google ავთენტიფიკატორი ან თუნდაც Microsoft-მა დაამატა ახლა ჩვენს სტუდენტურ მეილებზე იგივე და თუ მოსწავლეს ეს სისტემები დამატებული აქვს ტელეფონზე, ამ შემთხვევაში ვერ შევა ვერც თავის გვერდზე – student.gov.ge-ს მეილებს ვგულისხმობ და შეექმნება პრობლემა.
რიგ შემთხვევებში ტელეფონი ყურადღების გამფანტველი ნამდვილად არ არის, ერთ-ერთი რესურსია და სასწავლო პროცესის ნაწილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემა მობილურ ტელეფონში კი არ არის, არამედ მის არასწორ გამოყენებაში.
ხშირად მსმენია მასწავლებლებისგან, რომ რა უნდა ასწავლო ბავშვს, როცა „ტელეფონში აქვს თავი ჩარგული“ და მსგავსი პრეტენზიები. ვისი პრობლემა ეს, თუკი მოსწავლე არ ინტერესდება გაკვეთილით, მხოლოდ მოსწავლის თუ სასწავლო პროცესისაც?
ტელეფონები კი არ უნდა ავკრძალოთ, არამედ ვასწავლოთ მოსწავლეებს ციფრული პასუხისმგებლობა. უფრო ამ ნაწილზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და არა ტექნოლოგიების აკრძალვაზე. ეს არ არის ნამდვილად გამოსავალი, მით უმეტეს, ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება და რაღაც სიახლეებს გვთავაზობენ სულ.
მე, მაგალითად, ტელეფონს ვიყენებ როგორც რესურსს. თუ კომპიუტერი არ არის მწყობრში, თავისუფლად შესაძლებელია გამოვიყენო მობილური მოწყობილობა. ამიტომ, ტელეფონიც სასწავლო რესურსია და არა რაღაც „ცუდი მოწყობილობა“, რომელიც მოსწავლეს ხელს უშლის კონცენტრაციაში.
AI-ს ეპოქაში ვცხოვრობთ და ვამბობთ კიდეც, რომ მომავალი არის ტექნოლოგიების. გამოწვევები მესმის, მაგრამ ამ ტექნოლოგიების სასწავლო პროცესიდან ამოღება რატომ უნდა იყოს სისტემის მიზანი?
რთული კითხვაა. არ ვიცი ვინ დააყენა ასე საკითხი და ვისი იდეა იყო ეს. ან საერთოდ რატომ დადგა ასე საკითხი დღის წესრიგში. მე, პირიქით, მომხრე ვარ სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების მეტი გამოყენების და ასევე სხვა მასწავლებლებიც, რომლებიც კონკრეტულად ჩემს საგანთან კოლაბორაციაში შემოდიან. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიებს.
AI ვახსენეთ და ხშირ შემთხვევაში მისი გამოყენება მობილურით უფრო მარტივია, ვიდრე კომპიუტერით, რადგან მობილურში ყველა მონაცემი შეყვანილი მაქვს და არ მჭირდება თავიდან შეყვანა და ამაზე დროის კარგვა.
სახელმწიფოს ხომ აქვს გარკვეული ვალდებულება, რომ ციფრული კომპეტენციები განუვითაროს მოსწავლეებს. ეს გადაწყვეტილება ამ მიზნებს არ ეწინააღმდეგება?
ვფიქრობ, ეს იქნება შემაფერხებელი პროცესი და არა რაღაც დადებითი. უბრალოდ ვერ შევაფასებ დადებითად მობილურების აკრძალვას. ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ტექნოლოგების გამოყენების კულტურა.
არაერთი პროექტი არსებობს მედიაწიგნიერებაზე, სადაც ჩვენც მიგვიღია მონაწილეობა და გვისაუბრია ყალბ ინფორმაციასთან გამკლავებაზე, რომელიც დღესდღეობით ინტერნეტით ვრცელდება. ამ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლის წყაროებზე გვქონდა საუბარი და ბავშვებს განუვითარდათ უნარ-ჩვევები, თუ როგორ უნდა განარჩიონ რეალური და ყალბი ამბავი.
მოსწავლეები უნდა აღვზარდოთ ციფრული პასუხისმგებლობით და სამოქალაქო განათლებას ენიჭება უფრო მეტი როლი. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებსაც.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მეტი კონტროლი დამყარდეს სკოლაზე, მოსწავლეზე?
ვფიქრობ მასწავლებელთა გარკვეული კატეგორიის მოთხოვნაც იყო ალბათ, რომ აეკრძალათ ტელეფონები, რადგანაც გაკვეთილზე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ ბავშვები. მაგალითად, შეიძლება შემაჯამებლის წერის დროს AI-ის დააწერინოს მოსწავლემ დავალება და ეს ვერ შეამჩნიოს მასწავლებელმა.
შემაჯამებლის წერისას ან სხვა გამოცდის შემთხვევაში შეეძლოთ შეეზღუდათ.
რა თქმა უნდა.
სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად და რა დროს უნდა შევზღუდოთ მობილურის გამოყენება და არა მთლიანად სკოლაში ტელეფონის გარეშე მივიღოთ მოსწავლეები. ტელეფონი არ იქნება, სხვა ფაქტორები იქნება, რომელიც ხელს შეგვიშლის გაკვეთილზე.
თუ მოსწავლეს კონკრეტული საგანი არ აინტერესებს და ტელეფონში თამაშობს, თუ ტელეფონს აუკრძალავ, სხვა რამით გაერთობა. ვერ გააჩერებ ასეთ მოსწავლეს.
ეს ვერ შეცვლის პროცესს, ამიტომ მოსწავლის დაინტერესება უნდა მოხდეს სხვა კუთხით.
ბევრი თქვენი კოლეგა, რომელსაც უნახავს არაერთი სკოლა დასავლეთში, ევროპაში, საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გამართულია იქ სასკოლო ინფრასტრუქტურა, როგორ არის აღჭურვილი კლასები ციფრული დაფებით, ინტერნეტით, კომპიუტერებით და როგორ იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს მოსწავლეები განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე საკლასო ოთახი და ჩვენ რა გვაქვს რეალურად?
თანამედროვე კლასში პროექტორის ნაცვლად ციფრული, ჭკვიანი დაფები უნდა იყოს, თუმცა დღეს პროექტორიც ძალიან დიდი ფუფუნებაა ბევრი სკოლისთვის. თანამედროვე კლასში, ცხადია, უნდა იყოს კარგი კომპიუტერები და ინტერნეტი, რაც დღემდე ასევე პრობლემაა საქართველოს ბევრი სკოლისთვის.
სამინისტრო აპირებს ფორმები ჩააცვას ბავშვებს სკოლაში, 45 მილიონი ლარი დაიხარჯება ამაში მხოლოდ ერთ წელიწადში. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეიძენდით ამ თანხით სკოლებისთვის?
ეს ფორმებიც ალბათ ექსპერიმენტის ნაწილია, რომელიც არა მგონია რომ გამართლებული იყოს. ამ თანხად ძალიან ბევრი სკოლის გარემონტება შეიძლებოდა, თუნდაც ჩემს რეგიონში, სადაც ბევრი ავარიული სკოლაა.
შევხვედრივარ, მისაუბრია მასწავლებლებთან, რომლებსაც კლასში 5 კომპიუტერი აქვთ და ჰყავთ 20 მოსწავლე. ასეთ დროს ჩვენ ვკრძალავთ ტელეფონებს და არ ვზრუნავთ იმაზე, რომ სკოლა აღვჭურვოთ საკმარისი ტექნოლოგიებით.
დაახლოებით 10 000 ლარი ღირს დიდი ზომის ჭკვიანი დაფა, ამ თანხით ასეთ დაფას ძალიან ბევრ ისეთ სკოლას შევუძენდით, რომლებსაც რესურსების დეფიციტი აქვთ.
ჭკვიან დაფას თუ ვერ ვუყიდით, კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია მაინც ხომ ექნებოდათ. როცა კლასში 28 მოსწავლეა და 5 კომპიუტერი გაქვს, როგორ უნდა გაანაწილო, რამდენი უნდა დასვა ერთ კომპიუტერთან?!
ისიც კი მსმენია, რომ ზოგიერთ სკოლას საერთოდ ჩაკეტილი აქვს კომპიუტერული კლასი, რომ არ დაზიანდეს ტექნიკა, ალბათ.
იყო ასეთი შემთხვევებიც, როდესაც შეფუთული იყო კომპიუტერი და არ ხსნიდნენ. ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად გამოდგებოდა ეს თანხები.
თანაც, როგორც ვიცი, ეს ფორმები ისევ მშობლებმა უნდა შეიძინონ და რა გამოდის?!
როგორც თქვეს, სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო მისცემს ფორმებს.
გასაგებია, მაგრამ ისეთი ოჯახებიც არსებობს, რომლებსაც შესაძლოა არ აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ მაინც რთული იყოს მათთვის ამ ფორმების შეძენა. სადღაც 150 ლარი გამოდის ერთი ბავშვის ფორმა, როგორ ვიცი და როგორ შესწვდებიან ასეთი ოჯახები ამხელა ხარჯს, მით უმეტეს, თუ ორი ან მეტი ბავშვი ჰყავთ სკოლაში. ისეთი ოჯახებიც მინახავს, როცა სხვისი ტანსაცმლით უშვებენ ბავშვებს სკოლაში, რადგან ახალს ვერ ყიდულობენ და ასეთმა ოჯახმა როგორ უნდა შეიძინოს ფორმა.
ახლა ვიმყოფები ერთ-ერთ ტექნოლოგიურ ბანაკში, სადაც მასწავლებლები გავდივართ ტრენინგს, თუ როგორ შიძლება დავნერგოთ სკოლებში რობოტიკა. ამ ბანაკში 2025 წლიდან ვიღებ მონაწილეობას და მსგავსი ტექნოლოგიური სწავლება ხშირად იმართება, რაც კარგია მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის. მასწავლებლებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის პროგრამირებადი მოწყობილობები, რომელიც უნდა შეიტანონ არაფორმალურ განათლებაში და გაგრძელდეს ეს პროცესი.
მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ სკოლების უმრავლესობას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ აქვთ კომპიუტერები და სად ჩაწერონ ეს კოდები? ისევ მივდივართ ტექნოლოგიურ სიმწირესთან, რაც უკვე დიდი დაბრკოლებაა.
ერთი მიმართულებით ძლიერდება მასწავლებელი, მაგრამ საჭიროა მეორე მიმართულების გაძლიერებაც. სკოლაში მისულ მასწავლებელს შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს, ხომ?! – ადგილი, სადაც შექმნის კლუბს და გააგრძელებს ამ პროცესს. ამის შესაძლებლობას ამჟამინდელი ტექნოლოგიები და კომპიუტერული ლაბორატორიები უმეტეს სკოლაში არ იძლევა.
არის სკოლები, სადაც ცუდი ხარისხის ინტერნეტი მიეწოდებათ. მე, მაგალითად, ქალაქის სკოლაში ვასწავლი და ჩემთანაც იყო ხოლმე პრობლემები ამ მხრივ და თვეში ერთხელ მაინც მიწევს IT სამსახურთან დარეკვა და ამ პრობლემაზე საუბარი.
როგორც ამბობენ, ციფრული ტექნოლოგიები სინათლის სისწრაფით ვითარდება და ჩვენ სად ვართ ციფრული ცოდნის, უნარების თვალსაზრისით დღეს?
სადღაც შუაში ვართ, ალბათ.
ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, მივაღწიე იმას, რომ რამდენიმე სახის დაფინანსება მოვიპოვე, მაქვს ახალი ტექნოლოგიები, რამდენიმე 3D პრინტერი ჩემს სკოლაში და ამ ტიპის პრობლემები თითქმის მოგვარებული მაქვს, მაგრამ სხვა სკოლებს თუ შევხედავთ, ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება განვითარებისთვის.
რა აინტერესებთ ბავშვებს დღეს ყველაზე მეტად
ბუნებრივია მასწავლებელზეა ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენმა წარმატებებმა გამოიწვია ის, რომ მოსწავლეები, განსაკუთრებით გოგონები, საკმაოდ კარგად არიან ჩართული ტექნოლოგიების სწავლის პროცესში.
თუ არ ვიქნებით ციფრული მოქალაქეები AI ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, ტექნოლოგიები მართლა ჩაგვანაცვლებს წლების შემდეგ.
მასწავლებლებსაც?
მასწავლებელს ვერ ჩაანაცვლებს, საბედნიეროდ.
მართალია, შესაძლებელია მასწავლებლის გარეშეც განვითარდე რაღაც კუთხით, თუმცა მასწავლებლის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან ადამიანური ფაქტორი უფრო მაღლა დგას და ადამიანის ხედვა უფრო მეტია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტი.
ვიტყვი იმასაც, რომ აუცილებელია ყველა მოსწავლემ გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები, როგორც რესურსი. ამიტომ არ მგონია, რომ გაამართლოს სმარტფონების სრულად აკრძალვამ სკოლაში. მე პირადად ხელს შემიშლის მობილურების აკრძალვა, შემაფერხებელი ფაქტორი იქნება ჩემთვის, ვიდრე პირიქით.
„მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არასდროს არ გასცდნენ საკუთარ პროფესიას. ასეთ ადამიანთან [ივანიშვილი] ურთიერთობას შეიძლება ახლდეს ცდუნება, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ აყოლილან…“ – ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ახალი პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველო“.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ახალ პოლიტიკურ პარტიაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ გაუჩნდა ნდობა პარტიის ლიდერის – ვიქტორ ყიფიანის მიმართ. ვიქტორ ყიფიანი წლების წინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო.
„ფაქტია, რომ ის პოლიტიკა, რაც დღეს საქართველოში კეთდება, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ… ჩვენ რამდენიმე საფეხურით უკეთესი პოლიტიკა უნდა შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეს. ეს არის „ჯერ საქართველოს“ სურვილი, სწრაფვა და აქეთკენ მივდივართ. ვინც იმავეს გაიზიარებს, მგონი, პრობლემა არ იქნება მათთან ურთიერთობის,“ – გვითხრა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ვისთან ერთად განიხილავს ერთობას ახალი პოლიტიკური პარტია და რას გვთავაზობს? – „ბათუმელებმა“ ყოფილ ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია:
ბატონო ვასილ, მოგვიყევით ახალი პოლიტიკური პარტიის „ჯერ საქართველოს“ შესახებ: როგორ და რატომ მიიღეთ მისი შექმნის გადაწყვეტილება, თქვენ როგორ აღმოჩნდით პარტიულ პოლიტიკაში?
იმ მოვლენების შემდეგ, რაც განვითარდა საქართველოში, აქტიურად ჩავერთე პროტესტში რუსთაველზე. ვფიქრობ, რუსთაველზე დაიბადა და ახლაც იბადება სამოქალაქო საზოგადოება. იქ მართლაც ძალიან ბევრ თემაზეა საქმიანი საუბარი. იქ არიან პროფესიონალები, საჯარო მოხელეები, რომლებიც გათავისუფლეს სამსახურებიდან – ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამოადგნენ სახელმწიფოს. მე 2013 წლიდან სულ ახალ ამბებთან მქონდა საქმე, საზოგადოებას ვაცნობდი ახალ ამბებს და თან მიმყავდა ინტერვიუები პოლიტიკოსებთან.
პოლიტიკის სფერო ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან შემოვიდა: 90-იანებში მამაჩემი აქტიურად უყურებდა პარლამენტს იმისთვის, რომ საქმის კურსში ყოფილიყო. ის იყო კინოდრამატურგი და მის შემოქმედებაშიც მუდმივად ეს ხაზი იყო: რა ხდება, სად ვართ, რატომ ვართ იქ, სადაც ვართ? დედაჩემი ტელე-რადიო ჟურნალისტი იყო და ის ყოველთვის მიმდინარე პროცესებს აშუქებდა.
მერე მეც ამ პროცესებს ვაშუქებდი და ეს ყველაფერი დატრიალდა ჩემს თავს. აქტიური სამოქალაქო პოზიციების გამო აღმოვჩნდი პროტესტში, ამ პროტესტში გავიცანი ამდენი საინტერესო ადამიანი და ქვეყანაში გვაქვს საერთო სურათი: პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოება ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალებს.
რომ გითხრათ, რომ სადმე წარმომედგინა ჩემი თავი პოლიტიკურ გაერთიანებაში-თქო, არასდროს ასეთი აზრი არ მქონია. „ჯერ საქართველო“ – როდესაც ეს იდეა გაჩნდა, მე შემხვდა ვიქტორ ყიფიანი. მანამდე რამდენჯერმე ქალაქში გადავიკვეთეთ შემთხვევით, სადღაც გასვენებაში შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ რაღაც ღონისძიებაზე და გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. ამ ლაპარაკს მოჰყვა ვიქტორის შემოთავაზება: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინიციატივის შექმნა და შემდეგ უკვე გამოჩნდება, პროცესი საითკენ წაგვიყვანსო.
ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ბირთვი, არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. მათი გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან: ხედავენ პრობლემებს და აქვთ რესურსი, ჩაუღრმავდნენ თითოეულ პრობლემას.
ეს იძლევა საშუალებას, თითოეული საკითხის ე.წ. ჩონჩხის ანატომია განვიხილოთ, დიაგნოზი დავსვათ და შემდეგ მოვსინჯოთ მსოფლიოში აპრობირებული გამოცდილებები. ჩვენი რეალობა რა არის, ამ რეალობაზე დავფიქრდეთ, შესაძლებლობები განვიხილოთ და უკვე დოკუმენტზე დაყრდნობილი პოლიტიკა ვაწარმოოთ, სადაც ეს ყველაფერი იქნება არა უბრალოდ პოპულისტური განცხადებები, არამედ ამას საფუძვლად ექნება კონკრეტული, აკადემიური კვლევა, ცოდნა, გამოცდილება და გვეცოდინება: სად ვართ, რა არის გასაკეთებელი, ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, როდის?
ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნდობაა. როგორ გაგიჩნდათ ნდობა, მაგალითად, ვიქტორ ყიფიანის მიმართ, რომელიც ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერია და მანამდე იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი? იქნებ ვიქტორ ყიფიანის ეს წამოწყებაც ივანიშვილის მორიგი ტრიუკია?
მე მქონია თავად ვიქტორთან ინტერვიუ ამ საკითხზე, მისი პუბლიკაციაც წამიკითხავს და ვიცოდი მისი წარმოდგენები. ეს არასდროს არ ყოფილა ისეთი წარმოდგენა, რომ „ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი მზე.“ ვიქტორი არის საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი იურისტი, იგი თავისი საქმის პროფესიონალია.
მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არასდროს არ გასცდნენ საკუთარ პროფესიას. ასეთ ადამიანთან [ივანიშვილი] ურთიერთობას შეიძლება ახლდეს ცდუნება, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ აჰყოლილან. არ გადაუდგამთ ნაბიჯი იქითკენ, საითკენაც ბევრი მიდის ხოლმე: შენი საქმის გარდა, მაგალითად, რაღაცაში კიდევ გაერიო, სხვის თამაშს აჰყვე, უკეთესად იცხოვრო, დივიდენდები მიიღო და ასე შემდეგ.
რამდენიმე ადამიანი ვიცი ასეთი, რომლებიც არ აყოლიან ამ ცდუნებას. ვიქტორ ყიფიანზეც შემიძლია იგივე ვთქვა.
ფიქრობთ, ივანიშვილი დაუშვებს იმას, რომ თავისი გარემოცვის ყოფილმა წევრმა წაართვას პოლიტიკური ძალაუფლება? ვიცით, როგორ იღებს ივანიშვილი ადამიანებს მის გარემოცვაში და როგორ უშვებს, გვახსოვს ბაჩიაშვილის შემთხვევაც: როგორ ჩამოაფარეს ტომარა თავზე და გაიტაცეს თანამდებობის პირებმა ივანიშვილის დაკვეთით…
ასეთი შიში შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, ღირს თუ არა პოლიტიკაში შესვლა? თუ მან რეალურად ძალაუფლების მპყრობელს გაუწია იმხელა კონკურენცია, რომ ხალხი მას უპირატესობას ანიჭებს, მსგავსი რისკი შეიძლება ყველას ჰქონდეს.
„ჯერ საქართველო“ არ არის ტრადიციული, ქართული, პოლიტიკური პარტია, რომ, მაგალითად, ჯერ ფული იშოვო, ბიზნესმენები გყავდეს, რომლებიც გაფინანსებენ და ვიღაცას რაღაც ინტერესი აქვს. აქ არის მაღალი კვალიფიკაციის გუნდი შეკრებილი, პატრიოტული განწყობების მქონე. ეს გუნდი როგორც ოპერირებს, მსჯელობს და პრიორიტეტებს აყენებს – მე ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას და უფლებას, რომ დიახ, აქ არ არის რაღაც ფარული ჩანაფიქრი.
ეს არის გუნდი, რომელიც ფიქრობს, როგორ გამოადგეს ქვეყანას და როგორ უზრუნველყოს ის, რომ ეს ქვეყანა ტრანსფორმირდეს კარგ სახელმწიფოდ.
გაგვაცანით თქვენი პოლიტიკური ძალის რამდენიმე ხედვა, მაგალითად, სასამართლოს კლანს რას უპირებთ: სად წავლენ ის მოსამართლეები, რომლებმაც ადამიანები უსამართლოდ გამოკეტეს ციხეებში?
„ჯერ საქართველოს“ ხედვები ჩვენ განვიხილეთ მხარდამჭერებთან ერთად და ამ ხედვის გაცნობა შესაძლებელია „ჯერ საქართველოს“ ფეისბუქგვერდზე. სასამართლოსთან დაკავშირებითაც კონცეპტუალური დოკუმენტია გამოქვეყნებული.
მართლმსაჯულების დოკუმენტში საუბარია რეფორმის მონახაზზე, იმაზე, თუ როგორ უნდა განიტვირთოს, მაგალითად, სასამართლო, გათავისუფლდეს სასამართლო, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება როგორ უნდა მოხდეს.
ანუ ემხრობით ე.წ. ვეტინგის ჩატარებას, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას? ევროკავშირის ამ პირობის შესრულებაზე „ოცნების“ მთავრობამ უარი თქვა.
სრულად არა, მაგრამ ამ დოკუმენტში ესეც გარკვეულწილად არის მიმოხილული, რა ნაწილი გვინდა, რომ გამოვიყენოთ… არაკეთილსინდისიერი მოსამართლე არავინ არ რჩება, არავინ არ უნდა დარჩეს. შეთავაზებულია სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს, ანუ ეს არ უნდა მოხდეს პოლიტიკური შურისძიებით.
„ჯერ საქართველო“ არ უყურებს საკითხს ისე, რომ პირობითად უმრავლესობით მოვიდა და ერთპიროვნულად რაღაცები გააკეთოს. პოლიტიკურ შურისძიებას კი არ უნდა მივმართოთ მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, არამედ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც თავად გამორიცხავს იმას, რომ არაკეთილსინდისიერი მოსამართლე არ დარჩეს სისტემაში და უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის ისეთ ხარისხს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვერავინ შეძლოს გავლენა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.
ასეთი მექანიზმი არსებობს? ეს მაინც პოლიტიკურ ნებაზე და კულტურაზეა დამოკიდებული, ასევე ვეტინგზე, რაც არის ევროპული გამოცდილება.
სრულად ვეტინგზე არ არის ლაპარაკი. კეთილსინდისიერების შემოწმება შეიძლება იყოს, მაგალითად, აუდიტი: ადამიანი თუ გამდიდრდა, დაუსაბუთებელი ქონება ხომ არ აქვს მას. მეორეა საქმეები, რაზეც მას გადაწყვეტილება აქვს მიღებული და არსებობს იგივე საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე, უზენაესი სასამართლო.
როგორც ცნობილია, არჩევნების გზით აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას. რა რესურსია დღევანდელ მოცემულობაში ამისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს? პარტიების დიდი ნაწილი განაგრძობს ბოიკოტის რეჟიმშია და პროევროპული აქციები ქვეყანაში 2024 წლის არჩევნების შემდეგ დღემდე გრძელდება.
დიახ, „ჯერ საქართველო“ ასე უყურებს პროცესს, რომ საქართველოში უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მოქალაქეს მაქსიმალურად უნდა უადვილდებოდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვით ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ეს არის დემოკრატიული პროცესი.
ჩვენ დეკლარირებული გვაქვს, რომ თუ არ მოხდა სიტუაციის ნორმალიზება, მათ შორის, ამკრძალავი კანონების გაუქმება, ტყვეების გათავისუფლება, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ნორმალური, სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას?
თუ თქვენი მოთხოვნები არ შესრულდა, არ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას?
მეორე საკითხია, წინასაარჩევნოდ საერთო კონტექსტი როგორი იქნება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა პოლიტიკური პარტია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეიტანა საკუთარი განაცხადი რეგისტრაციაზე და ველოდებით იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას.
შემდეგ იწყება გზა და ასპარეზობა პოლიტიკურ ველზე.
ჩვენ ისიც გვაქვს დეკლარირებული, რომ ერთ რომელიმე პარტიას ცალკე, დამოუკიდებლად არ ექნება ცვლილებების შესაძლებლობა. აუცილებელია გარკვეული ერთობა.
რომელ პოლიტიკურ ძალებთან წარმოგიდგენიათ ეს ერთობა და ვისთან არა?
ერთობა წარმოგვიდგენია უფრო მეტად იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც წარსულით არ არიან დამძიმებულები. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დაკვეთა ახალ პოლიტიკურ ძალებზე. ველზე უკვე გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები და ინიციატივები, რომლებიც შეიძლება ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. ეს არის, მაგალითად, „თავისუფლების მოედანი“, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“, „სართული“, ინიციატივა „ქართული რესპუბლიკა“.
ჩვენ ერთი შეხვედრა გვქონდა კიდევაც და განხილვის საკითხი იყო ურთიერთობის სტილი: სად ვხედავთ ჩვენ თავს, როგორ წარმოგვიდგენია პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან ურთიერთობა ცივილურად, როგორ გავანორმალუროთ და გავაადამიანუროთ პოლიტიკა.
ფაქტია, რომ ის პოლიტიკა, რაც დღეს საქართველოში კეთდება, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ. მე საქართველოს მოქალაქეებს არ ვყოფ პოზიციად და ოპოზიციად. საქართველოს მოქალაქე არის საქართველოს მოქალაქე და როდესაც ვწერთ გადაცემას „სახალხო მოამბეს“, გვხვდება სხვადასხვა მოსაზრების რესპონდენტი. ყველას აქვს ერთი აზრი, რომ მათ უნდათ უკეთესობა, ცვლილებები. მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ პოლარიზაციით და დაპირისპირებით საქმე არ გამოდის.
ჩვენ რამდენიმე საფეხურით უკეთესი პოლიტიკა უნდა შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეს. ეს არის „ჯერ საქართველოს“ სურვილი, სწრაფვა და აქეთკენ მივდივართ. ვინც იმავეს გაიზიარებს, მგონი, პრობლემა არ იქნება მათთან ურთიერთობის.
ბოლოს საზმაუს შესახებ მინდა გკითხოთ, რომლის დატოვებაც მოგიხდათ თქვენი კრიტიკული პოზიციების გამო: ხედავთ რესურსს, რომ ამ ქვეყანაში საზმაუმ მართლაც იმუშაოს საზოგადოებისთვის? გუშინ უნგრეთის საზმაუმ ბოდიში მოუხადა მაყურებელს, გატყუებდითო…
რესურსი საქართველოში ძალიან დიდია არამარტო საზმაუსთვის, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მოაზროვნე სახელმწიფო და ყველა ინსტიტუტი ჰქონდეს ძლიერი და გამართული. ამის რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ცოდნის მიმართულებით, არსებობს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩემი შეხედულებით საჭიროებს რეფორმას, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. დღევანდელი კანონმდებლობით ის, რაც დავალებული აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ის დაფინანსება, რომელსაც იგი იღებს, არ არის ერთმანეთთან კორელაციაში.
პირველ რიგში, სამეურვეო საბჭოა გასაძლიერებელი, შესაცვლელია მისი დაკომპლექტების წესი, რომ თავიდან ავირიდოთ აუცილებლად ის გარემოება, რაც ახლა გვაქვს. დღეს შესაძლებელია, უმრავლესობა ხელში ჩაიგდოს ერთმა გუნდმა და შემდეგ უკვე მის ხელთ არის ბერკეტები: მას შეუძლია ბიუჯეტი არ დაუმტკიცოს გენერალურ დირექტორს, გენერალურ დირექტორს უნდობლობა გამოუცხადოს და ისეთი კანდიდატი მოიყვანოს, რომელიც მის ინტერესებს გაატარებს.
საკანონმდებლო რეფორმა გასატარებელია აუცილებლად და ეს შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს. მან ის ფუნქცია უნდა შეასრულოს, რომელიც ჩვენ გვჭირდება – მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანი იყოს საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ძალიან ბევრი კარგი მაგალითი არსებობს საზღვარგარეთ, როგორ მუშაობენ საზოგადოებრივი მაუწყებლები. მაგალითად, შეიძლება გაგვიკვირდეთ, მაგრამ შეერთებულ შტატებში დიდ შტატებს აქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლები და ისინი კონცენტრირებულები არიან საგამოძიებო მედიაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პირველი მომთხოვნი მოქალაქეების ინტერესების დამცველი და პოლიტიკოსები ვალდებულები უნდა იყვნენ, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცენ. ამის უზრუნველყოფაც კი, შეიძლება საკანონმდებლო დონეზე.
შესაძლებლობები ძალიან ბევრია და დამიჯერეთ, საქართველოში ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც შეუძლიათ გამართული რეფორმის დაწერა და მისი განხორციელება…
უნგრეთში რომ ბოდიში მოიხადეს, საქმე იმაში კი არ არის, მაუწყებელი ბოდიშს მოიხდის თუ არა, კონკრეტულად უნდა მოხდეს იმის განხილვა: რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ – პრაქტიკულად სულს ღაფავს დამოუკიდებელი მედია, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია. იგი არ მაუწყებლობს ისე, როგორც პროპაგანდისტული არხები, მაგრამ იგი არ მაუწყებლობს ისე, როგორც უნდა მაუწყებლობდეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
ბათუმში, 10 ივლისს, „ევროპის დღის“ ფარგლებში, კინოთეატრ „კავეაში“, 17:00 საათზე, ლატვიელი რეჟისორის, გინტ ზილბალოდისის ოსკაროსანი ანიმაციური ფილმის – FLOW-ს ჩვენება გაიმართება.
ეს ანიმაციური ფილმი ლატვიის, საფრანგეთისა და ბელგიის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პრემიერა კანის 2024 წლის ფესტივალზე გაიმართა, ლატვიაში კი იმავე წლის შემოდგომაზე აჩვენეს – ანიმაციურმა ნამუშევარმა ლატვიის კინოთეატრებში ბოლო წლების რეკორდული რაოდენობის მაყურებელი მიიზიდა.
ამავე დღეს, 10 ივლისს, 19 საათზე, „კავეში“ კიდევ ერთ ფილმს ნახავთ – ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი – „დედა-შვილი ანუ ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი“.
ჩვენებას დაესწრება თავად რეჟისორიც.
კინოსურათი მოგვითხრობს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ხუციშვილ-ღოღობერიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ეს არის ემოციური მონოლოგი, სადაც რეჟისორი საკუთარი დედის ტრაგიკულ ბედს შვილის თვალით აცოცხლებს.
ორივე ფილმის ჩვენებაზე დასწრება უფასოა.
ღონისძიება ბათუმში „ევროპის დღის” ფარგლებში იმართება.
მისამართი: „კავეა“, ხიმშიაშვილის ქ. 15, Grand Mall.
თიბისი კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს და უკვე რამდენიმე წელია, ლაგოდეხისსაერთაშორისობლუზფესტივალისმთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია.
წელს ფესტივალი საიუბილეო, მეათე სეზონს აღნიშნავს და 11 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ლაგოდეხში, Blues Village-ის სივრცეში გაიმართება. ოთხი მუსიკალური საღამოს განმავლობაში ქართველ მსმენელს ბლუზის მსოფლიო სცენის გამორჩეული არტისტები შეხვდებიან:
11 ივლისი | Crystal Thomas და Sobo Blues Band;
18 ივლისი | JJ Thames;
25 ივლისი | Lakeetra Knowles;
1 აგვისტო | Leon Beal.
წლევანდელი პროგრამა ბლუზის საერთაშორისო სცენის ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ შემადგენლობას აერთიანებს, რაც ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალს მსოფლიო ბლუზის რუკაზეც განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს.
ფესტივალის სტუმრებს, მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებასაც შესთავაზებენ ბრენდ შეფი მიშა ავსაჯანიშვილი და აღმასრულებელი შეფი ლუკა კერვალიშვილი.
თიბისისთვის კულტურისა და თანამედროვე მუსიკალური პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი წლების განმავლობაში ქმნის სივრცეს მაღალი ხარისხის მუსიკის, საერთაშორისო კულტურული დიალოგისა და ახალი გამოცდილებების გასაზიარებლად, ხოლო თიბისის მხარდაჭერით ფესტივალი ყოველწლიურად კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მასპინძლობს და ინარჩუნებს იმ ხარისხს, რომელმაც ის საქართველოს ერთ–ერთ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებად აქცია.
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 ადამიანი. 3 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, „მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძეა“, – წერს შსს.
„სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში.
აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.
დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალური სამყაროს წესებისა და ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა.
გამოძიებით ასევე, დგინდება რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ.
ასევე, პოლიციის მიერ, ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა“.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
___
პოლიცია რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე. მაგალითად, 17 მარტს 72 პირი დააკავეს ხელვაჩაურში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის ბრალდებით. საქმეს უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც პროკურატურა ცდილობს დაკავებულ პირებთან საპროცესო გარიგებას აფორმებს.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მზია ამაღლობელის, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ ითხოვს. ორგანიზაცია მზია ამაღლობელის ფოტოსა და მხარდამჭერ ტექსტს ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი წერს: „ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში იხდის სასჯელს საქართველოში.
ჟურნალისტის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის დაკავება ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმების წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი რეპრესიების ნაწილი იყო.
პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა მისი სიმამაცე გვახსენებს, რომ დემოკრატია არასდროს გვეძლევა საჩუქრად.
მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. დაცული უნდა იყოს მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება. პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება კი სრულად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ“.
სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი უკვე 18 თვეა უკანონო პატიმრობაშია. ბელორუსმა გაათავისუფლა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი მას შემდეგ, რაც მას 2025 წლის ოქტომბერში მზიასთან ერთად გადაეცა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია.
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე [ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში] ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება. ეს დრო საგზაო ნიშნების მონტაჟს და შესაბამის მონიშვნებს სჭირდება, რაც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ უნდა გააკეთოს.
„ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის საჭირო საგზაო ნიშნებისა და გზის მონიშვნის სამუშაოები მიმდინარე კვირიდან უკვე დაწყებულია. სამუშაოები 15 სამუშაო დღეში დასრულდება“, – მოგვწერეს 7 ივლისს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.
სამუშაოს დაწყებას და „15 სამუშაო დღეს“ თუ გავითვალისწინებთ, გზა ორმხრივი მოძრაობისთვის მზად 25 ივლისს უნდა იყოს.
ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა შესაბამისი ნიშნების მონტაჟის დასრულებისთანავე აღდგება. მძღოლების ახალ წესთან შეგუების მიზნით კი, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ მეთვალყურეობას.
პუშკინის ქუჩაზე, პარმენ ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობის აღდგენაზე გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 30 ივნისს მიიღო.
ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის პუშკინის ქუჩაზე, მოძრაობის წესები, მერიის წინადადებით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 დეკემბრიდან შეიცვალა.
8 ივლისის ღამეს, დრონებმა შეუტიეს რუსეთის ქალაქებს – სარატოვსა და ბორისოგლებსკს.შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ნაწილია და ვოლგის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც საწვავით ამარაგებს რუსეთის არმიას. რუსული მედიის ცნობით, შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინის დრონები 31 მაისსაც დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
ქალაქ ბორისოგლებსკში, დრონების შეტევის შედეგად, პირველადი ცნობების თანახმად, ხანძარი გაჩნდა სამხედრო აეროდრომზე.
ადგილობრივმა ტელეარხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აეროპორტში თვითმფრინავების დაშვებასა და გაფრენაზე შეზღუდვები დაწესდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 413 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 100 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 903 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 45 569 ერთეული [+61]
MLRS – 1 918 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 478 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 396 920 ერთეული [+2 074]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 853 ერთეული [+5]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 117 547 ერთეული [+462]
სპეცტექნიკა – 4 398 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 887 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„ჩანს, რომ დასტურდება და ძლიერდება საქართველოს იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა. ნატოში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია ამ ეტაპზე. სახეზე გვაქვს არა პროგრესი, არამედ მნიშვნელოვანი რეგრესი. ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება,“ – ამბობს მეგი ბენია.
იგი წლებია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და მისთვის მტკივნეულია „ოცნების“ მიერ შექმნილ რეალობაზე საუბარი, როცა წარსულში საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებები ჰქონდა.
საქართველო მიწვეული არაა ნატოს სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. პროგრამის მიხედვით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე მიწვეული არიან ალიანსის შემდევი პარტნიორი ქვეყნებიდან: ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ბაჰრეინი, ქუვეითი, ყატარი, გაერთიანებულ არაბთა საამიროები.
სამიტის სტუმრებს შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტთან, ყოფილ დიპლომატთან, მეგი ბენიასთან. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატში მუშაობდა.
ქალბატონო მეგი, დღეს, 7 ივლისს, ანკარაში ნატოს სამიტი ტარდება, რომელსაც საქართველო არ ესწრება, როგორც პარტნიორი. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართულმა დიპლომატიამ, საჯარო სამსახურმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოს თავისი ადგილი ჰქონოდა ნატოს დღის წესრიგში. ბუნებრივია, ნატოს სამიტი იყო ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, სადაც ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ყოფილიყო მიღებული.
ბოლო ორი წლის ტენდენციაა – ჰააგის სამიტიდან მოყოლებული – საქართველო საერთოდ არ არის წარმოდგენილი, ან არის წარმოდგენილი იმ ფორმატში, რაც წელს არის შემოთავაზებული. ჩვენს აუდიტორიას კარგად რომ ავუხსნათ, ამ ფორმატს ე.წ. „საიდ ივენთი“ [side event] ჰქვია. ნატოს სამიტის ფარგლებში „საიდ ივენთები“, ანუ პარალელური ღონისძიება, არ არის ჩვეული მოვლენა. მაგრამ ანკარის სამიტი არის შანსი თურქული მხარისთვის – როდესაც მას აქვს ასეთი ღიაობა, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, უფრო მეტად კი, კვლევითი ორგანიზაციები ატარებენ სხვადასხვა ტიპის პარალელურ ღონისძიებას სამიტის მიმდინარეობის დროს.
ეს არ არის არავითარ შემთხვევაში ოფიციალური დღის წესრიგის ნაწილი. უბრალოდ, ერთ-ერთი თურქული კვლევითი ორგანიზაციის მიერ არის მიწვეული ქართული მხარე პარალელურ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად.
მეგი ბენია, უსაფრთხოების ექსპერტი
თუმცა ამ ღონისძიების – „მოკავშირეები ანკარაში“ – ერთ-ერთი ორგანიზატორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (MSC).
თუ შევხედავთ ამ ღონისძიების ვებგვერდს, ვნახავთ, რომ მთავარი მაინც არის თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდი (SETA). ეს თურქეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკიდან უფრო აიხსნება, ვიდრე ნატოს მხრიდან.
მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არ არის ნატოს მიერ ქართული მხარის ოფიციალური მიწვევა. ნატოს მხრიდან ოფიციალური მიწვევა იქნებოდა ის, რაც გასულ წლებში ხდებოდა – საქართველო მიწვეული ყოფილიყო უშუალოდ ნატოს სამიტის ფარგლებში მოკავშირეებთან ერთად ჩატარებულ ღონისძიებებზე.
მიეწვიათ, როგორც პარტნიორი, მაგალითად, უკრაინა?
დღეს უკრაინის მდგომარეობა ცალსახად განსხვავებულია და არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველო იყოს იმავე დონეზე წარმოდგენილი, როგორც უკრაინაა. ანკარის სამიტი მთლიანად ეხება უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას, სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვქონდა სხვადასხვა: პარტნიორებთან შეხვედრის ფორმატი, იყო ცალკე ფორმატი ნატო-საქართველოს კომისიის, რომელიც, სხვათა შორის არამხოლოდ ნატოს სამიტების ფარგლებში, არამედ ზოგადად იმართებოდა სხვადასხვა თემაზე და დონეზე.
იყო სამუშაო, მაღალი დონე, რაც, როგორც ვიცი, აღარ ჩატარებულა 2025 წლიდან. 2026 წელზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. საფეხბურთო კალკულაციას რომ შევადაროთ, „ათით ნულია“ იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა 2025 წლამდე.
სხვადასხვა ქვეყანას შორის, ნატოს სამიტს ესწრება აზერბაიჯანიც. ეს რის ხაზგასმაა?
აზერბაიჯანის საკითხი არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მაინცა და მაინც ნატოს მხარის ინიციატივაა. სამიტი ტარდება თურქეთში და თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები მოგეხსენებათ როგორია. ეს უფრო თურქული მხარის ინიციატივაა, ვიდრე ნატოს.
თუმცა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ნატოს სამიტი მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა, ეს ასე არ არის და ამას გვიჩვენებს საქართველოს გამოცდილებაც: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა სამიტებიდან წამოღებული. სამიტის დასრულების შემდეგ ქვეყნდება კომუნიკე, ან დეკლარაცია. ამ დოკუმენტში საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ჩანაწერი რომ მოხვედრილიყო, ამისთვის თვეებით ადრე ძალიან დიდი რესურსი იხარჯებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
მესმის, რომ დღეს უსაფრთხოების გარემო განსხვავებულია, საერთაშორისო ურთიერთობებიც განსხვავებულია, იგივე ტრამპის ადმინისტრაციიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ძალისხმევა ჩავდეთ და ამან არ იმუშავა. პირიქით, ის შედეგი, რაც დღეს დაგვიდგა, არის იმის შედეგი, რომ ჩვენ ძალისხმევას საერთოდ არ ვხარჯავთ ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
ბოლოს, 2024 წელს ვაშინგტონის სამიტზე იყო საქართველო წარმოდგენილი, ეს იყო საიუბილეო სამიტი და მას ნატოსთვის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. იქ უკვე გაჩნდა მინიშნებები დემოკრატიულ რეფორმებზე. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, რაც პირდაპირი ასახვა იყო იმ ცვლილებებისა, რაც თბილისში ხდებოდა.
მას შემდეგ ჩვენ უკვე აღარ ვიღებთ მონაწილეობას სამიტებში.
სხვათა შორის, 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია ახსენეთ და მსგავსი ფორმატები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსამზადებელი სამუშაოები გქონდეს მოკავშირეებთან. ჩვენ 2025 წელს იქ აღარ მიგვიწვიეს. 2026 წელს საერთოდ პარალელურ ღონისძიებაში აღმოვჩნდით.
ანუ სად ვართ საქართველო „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რა გამოდის?
ეს მოცემულობა ერთი შეხედვით მარტივად დასანახია, მაგრამ ეს ძალიან მძიმე მისაღებია – განსაკუთრებით ჩვენთვის, ვინც ამ მიმართულებაზე ვმუშაობდით. ჩანს, რომ დასტურდება და ძლიერდება საქართველოს იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა. ნატოში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. სახეზე გვაქვს არა პროგრესი, არამედ მნიშვნელოვანი რეგრესი. ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება.
საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გაზრდილია შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში უკრაინის ომის გამო, შეცვლილია რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისოც, მაგრამ საქართველოს აღარ აქვს ის პოლიტიკური ნება, რაც ჰქონდა აქამდე, აღარ აქვს ძალისხმევა, რასაც ის დებდა ევროპული და ევროატლატიკური ინტეგრაციის პროცესში.
ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ძალისხმევა და მზაობა გადაზრდილიყო ხელშესახებ შედეგში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს გამო, პირიქით, ჩვენ ვკარგავთ, ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას, დავუახლოვდეთ დასავლელ პარტნიორებს, რომ მოხდეს საქართველოს უფრო მეტად ინტეგრირება ევროატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურაში.
ივანიშვილის გათვლა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველო და ამიტომ უნდა გამიწიოს დასავლეთმა ანგარიში, აღმოჩნდა, რომ არ ჭრის არც ნატოსთან?
ხშირად ავიწყდებათ, რომ ნატო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა და არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია. ნატოსა თუ ევროკავშირში მოსახვედრად კრიტერიუმებია დასაკმაყოფილებელი, რადგან ეს ერთგვარია კლუბია. როდესაც ჩვენ ამ კრიტერიუმებს არ ვაკმაყოფილებთ, როგორი გეოგრაფიული მდებარეობაც არ უნდა გვქონდეს, თავისთავად ვერ მოხდება, რომ ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა პარტნიორებმა გამოიყენონ სათანადოდ.
სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს საქართველოს გასაძლიერებლად, თბილისში მუდმივად თავს ესხმიან და აკრიტიკებენ. კატასტროფულად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, რთულია გვქონდეს მოლოდინი, რომ მივიღებთ მნიშვნელოვან შედეგებს მხოლოდ იმის გამო, რომ გვაქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.
გვყავს მეზობელი სომხეთი, რომლისკენაც შეიძლება გადაკონვერტირდეს მდებარეობის საკითხი საქართველოს გვერდის ავლით. ამის ნიშნები უკვე სახეზეა.
ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ თავისივე პროპაგანდისტულ გზავნილს „მშვიდობა გვინდა“ უპირისპირდება? კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე რჩება საქართველო აგრესორი რუსეთის პირისპირ?
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორები – ისეთი თავდაცვის ქოლგის ქვეშ ყოფნა, როგორიც არის ნატო, ანუ კოლექტიური თავდაცვა. როდესაც ჩვენ ვშორდებით დასავლეთს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ვრჩებით პირისპირ რუსეთთან – მთავარ მტერთან. შესაბამისად, ვხდებით უფრო მოწყვლადი, როგორც სამხედრო, ისე ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, რასაც რუსეთი ყოველდღიურად იყენებს უშუალო სამეზობლოში.
რა გზავნილები აქვს დღევანდელ სამიტს – მარკ რუტემ თქვა, რომ საჭიროა ეკონომიკური სიძლიერე ითარგმნოს სამხედრო შესაძლებლობებში. რა იცვლება ნატოში, განსაკუთრებით ევროპასთან ტრამპის ერთგვარი უთანხმოების შემდეგ?
ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა გაუარესებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია – იგულისხმება ნატოს ევროპელ წევრებსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა. ეს გამომდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურიდან. მარკ რუტეს აქვს რთული მისია – შეინარჩუნოს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, რაც ნატოს სიძლიერის საფუძველია.
მეორე მხრივ, იმის გამო, რომ აშშ ათწლეულების განმავლობაში იყო ნატოს და ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტორი, შეკავების უზრუნველყოფა მასზე იყო დამოკიდებული, ევროპელი მოკავშირეები უკვე ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანია, მეტი რესურსი ჩაიდოს სამხედრო დანახარჯებში, თავდაცვით შესაძლებლობებში. შესაბამისად, ამ სამიტზე ყველაზე დიდი ყურადღება გამახვილებული იქნება სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ სამიტის პირველი დღე [სამიტი იმართება 7-8 ივლისს] თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური და სამხედრო კომპონენტი წინ წამოვიდა.
ცენტრალური საკითხი გახდა სამხედრო ინდუსტრია?
რა თქმა უნდა. ხვალ გამოქვეყდნება დეკლარაცია ან კომუნიკე. იმედი მაქვს, რომ გარდა სამხედრო ინდუსტრიისა, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს ნატო, როგორ გაუმკლავდეს რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებს.
ცხადია, უკრაინაა ამ სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი.
კონკრეტულად რა იცვლება? შეიძლება ველოდოთ უკრაინის მიმართ იმ მასშტაბის მხარდაჭერას, რომ ეს გადამწყვეტი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომში?
არ ვფიქრობ, რომ რამე გარდამტეხი იქნება, მაგრამ უკრაინა იქნება ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი. ეს ნატოს პროგრამიდანაც ჩანს. უკრაინასთან არის ცალკე შეხვედრები, უკვე იყო ზელენსკის გამოსვლა.
იქნება პოლიტიკური მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება უკრაინის დახმარება. შეეცდება ნატო, უფრო ევროპელი მოკავშირეები, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაუარესების ფონზე, შეინარჩუნონ დახმარება, რასაც უწევენ უკრაინას.
რას აჩვენებს ამ დროს „ოცნების“ რეაქცია, როცა საქართველოს ნატოს სამიტზე აღარ იწვევენ? მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თქვა: ორგანიზატორებს ჰკითხეთ, რატომ არ ვართ წარმოდგენილიო.
ეს განცხადებები გათვლილია საკუთარ ამომრჩეველზე.
ის პროგრესი, რასაც საქართველო წლების განმავლობაში აჩვენებდა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაც – 2014, 2016, 2018, 2021, 2022 წლების სამიტები – ამის შემდეგ საქართველო არათუ დოკუმენტებიდან არის გამქრალი, საერთოდ არ არის წარმოდგენილი ოფიციალურ შეხვედრებში.
„ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია თავის ამომრჩეველს უთხრას, რატომ ხდება ეს. მსგავსი ტაქტიკა ვნახეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიასთან დაკავშირებითაც – თითქოს ეს ქარტია არავითარი მნიშვნელობის მატარებელი არ არის – მაშინ, როცა ქარტია იყო საფუძველი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის.
ნატოს სამიტი არის ადგილი, სადაც მიიღება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან.
„ოცნება“ განზრახ უპირისპირდება ეროვნულ ინტერესს და კონსტიტუციას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას?
ძალიან რთულია საუბარი იმაზე, მოქმედ ძალას რა ტიპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა აქვს. ეს ხან არაპროგნოზირებადი, ხან – პროგნოზირებადი. ისინი საუბრობენ „მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზე“ და ამ გზით დასავლეთსა და აღმოსავლეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, რასაც საქართველოს მოცემულობის ქვეყანა მიჰყავს თვითიზოლაციამდე.
ჩვენ ვშორდებით ისტორიულ პარტნიორებს და ვუახლოვდებით აღმოსავლეთს, ავტორიტარულ სახელმწიფოებს.
ჩვენ არ გვაქვს ისეთი თავდაცვის შესაძლებლობები, რომ მარტომ დავიცვათ თავი აგრესორისგან – ეს იქნება პროვოკაციული ქმედებები, თუ პირდაპირი მოქმედება.
ამიტომ ყოველთვის გვჭირდება მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტორი და ამას ჩვენ ყოველთვის, ისტორიულადაც ვეძებდით დასავლეთში, დასავლეთის ცივილურ სახელმწიფოებში. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია ეს შეიცვალა. დღეს ეს პოლიტიკა კანონდება – ამ ყველაფრის კოდიფიცირება ხდება.
გონიოში, პეტრე იბერის პირველში, #29-ე საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოების დასრულებას მოსახლეობა მეოთხე წელია უშედეგოდ ელოდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ამ ბაღთან ერთად კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები დაუკვეთეს, 1 მილიონ 523 373 ლარი მიიღო, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია.
კომპანიას, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, მუშაობის მცდელობა ჰქონდა, თუმცა თავიდანვე ჩამორჩა გეგმა-გრაფიკს, შემდეგ კი, ფაქტობრივად, გაჩერდა და არ უმუშავია.
ამ ფოტოზე ჩანს, თუ რა ეტაპზე გააჩერა კომპანიამ სამუშაოები
2025 წელს კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
ახლა კი მერიაში ამბობენ, რომ შენობა უსაფრთხო არ არის და ახალი უნდა ააშენონ, ოღონდ ამ ადგილზე – არა.
ბათუმის საკრებულოს წევრმა მამუკა კაკაბაძემ, რომელსაც სამშენებლო სფეროში უკვე დიდი გამოცდილება აქვს, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა: აღნიშნული ლოკაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფართომასშტაბიანი ბაღი აშენდეს, ამიტომ მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღისთვის ადგილს არჩევსო.
მან დასძინა, რომ უკვე შერჩეულია ასეთი ადგილი, თუმცა არ დაუსახელებია, კონკრეტულად სად.
ბაღს რომ ადგილს უცვლიან, ეს ინფორმაცია მერიაში დაგვიდასტურეს.
მერიის ინფორმაციით, „2023 წელს ბათუმის №29 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელების პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.
შემდგომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, დადგინდა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო, მიზანშეწონილი იყო მისი დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება.
ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, არსებული ტერიტორიის ფართობი აღარ აკმაყოფილებს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საჭირო სტანდარტებს. ამ ეტაპისათვის გონიოს დასახლებაში ახალი ბაღის მშენებლობისათვის მიმდინარეობს შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.
გონიოში პეტრე იბერის პირველში მდებარე #29-ე საბავშვო ბაღის შენობა და მისი დამხმარე ნაგებობა 1058 კვ.მეტრზეა განთავსებული. ბათუმის საკრებულოს წევრს სხდომაზე არ უთქვამს, ხომ არ იგეგმება ამ ადგილის გაყიდვა მრავალბინიანი კორპუსის ან სასტუმროს ტიპის აპარტოტელის ასაშენებლად.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, #29-ე ბაღის ადგილის გამოსყიდვა კონკრეტულ ბიზნესმენს სამშენებლოდ სურს და ბაღის გვერდით მდებარე დაურეგისტრირებელ ფართობზეც უჭირავს თვალი. გაასხვისებს თუ არა მერია ამ ფართობს, მომავალში გამოჩნდება.
გონიოში #29-ე ბაღის ტერიტორია, მისი მდებარეობის მიხედვით, მშენებლობისთვის სარფიან ადგილად შეიძლება იქცეს. ეს ზღვის პირველი ზოლი არ არის, თუმცა მომაღლო ადგილზეა, ზღვისა და მთის ხედებით და პლაჟიდან ერთი კილომეტრის დაშორებით.
აქ აშენებულ კორპუსს მესამე ან მეოთხე სართულიდან ზღვის ხედი ექნება, ზღვის ხედით ბინას კი მშენებელი ბევრად ძვირად გაყიდის – შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი ფულის მოგების ბათუმში უკვე კარგად აპრობირებული შესაძლებლობაა.
წითელი ფერით მონიშნულია ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ბათუმის 29-ე საბავშვო ბაღი მდებარეობს
ბათუმის 29-ე და კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებზე ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს გააფორმა შპს „ლაგი კაპიტალთან“. ხელშეკრულების ღირებულება 12 მილიონ 190 000 ლარი იყო, პრეისკურანტი – 1 მილიონ 775 269 ლარი, დღგ-ს გარეშე.
კომპანიას #29-ე, #23-ე და #18-ე ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება ევალებოდა. ტენდერი მაშინ შპს „ლაგი კაპიტალმა“ მოიგო, დღეს ამ კომპანიის მფლობელები პატიმრობაში არიან.
ბათუმში ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მომსახურებაზე ხელშეკრულების დადებისა და სამუშაოების დაწყების შემდეგ კომპანიას სამუშაოები ეტაპობრივად უნდა ჩაებარებინა, თუმცა მიღება ჩაბარების არცერთი დოკუმენტი შესყიდვების პორტალზე ატვირთული არ არის. 2025 წელს ატვირთული დოკუმენტებით მხოლოდ იმის დადასტურება შეიძლება, რომ კომპანიამ „ფული გააკეთა“ და სხვა მნიშვნელოვანი – არაფერი.
გონიოს 29-ე ბაღი სამუშაოების დაწყებამდებაღის შენობა სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ – ფოტო გადაღებულია 2025 წელს
დაწყებული და დაუსრულებელი დარჩა #18 საბავშვო ბაღიც. სხვათა შორის, ეს ბაღიც ზღვასთან ახლოს მდებარეობს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას 4 204 კვ.მეტრს აერთიანებს, ამ ტერიტორიაზე არის საბავშვო სტადიონიც.
ამ ბაღის ადგილმონაცვლეობას მერია არ გეგმავს: „მიმდინარეა და დასრულდება“. ასეთივე ინფორმაცია მოგვაწოდეს მერიიდან #23-ე ბაღთან დაკავშირებითაც – ჯერ არც ამ ბაღის სამუშაოები დასრულებულა. ამ ბაღებს, ახალი ტენდერის ფარგლებში, კვლავ მუნიციპალური განვითარების ფონდი არემონტებს.
რაც შეეხება „ლაგი კაპიტალს“ – მისი მფლობელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, მათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საუბარია საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებაზე. ამ საქმეზე დაკავებული არიანალექსანდრე და ბესიკ ბერძენიშვილები.
ეს კომპანია „ოცნების“ პარლამენტარის, ირაკლი ზარქუას სიძეს, ყოფილ ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა. საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან და „ლაგი კაპიტალი“ ძმებ ალეკო და ბესო ბერძენიშვილებს მიჰყიდეს.
„მეშინია იმის, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეზღუდავს თავისუფლებას საკლასო ოთახში. მასწავლებელს მოუწევს გაჩუმება შიშის გამო და ეს იქნება ყველაზე დიდი უკუსვლა განათლების სისტემაში“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარიამ კვაჭაძე.
ის წელს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში შეარჩიეს. მარიამს ვესაუბრეთ „ქართული ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმაზე და იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგას დღეს ქართული სასკოლო სისტემა.
ქალბატონო მარიამ, როგორც „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რეფორმის მიზეზი ყოფილა ის, რომ სკოლებში „აქამდე, არ ისწავლებოდა ეროვნული ღირებულებები“ – ახლა უნდა ვასწავლოთო. რა ისწავლებოდა აქამდე სკოლებში, რას ასწავლიდით?
შეუძლებელი მგონია ამის თქმა და რაღაც სარკასტული სიტუაცია შეიქმნა ამ განცხადების გაკეთებით. ჩემი საგნიდან ამოვალ ამჯერად, რადგან შეუძლებელია ასწავლო მოსწავლეს ქართული ენა და ლიტერატურა, ასწავლო ის ნაწარმოებები, რომლებსაც ვასწავლით ამდენი წელია და გვერდი აუარო ეროვნულ ღირებულებას.
ეროვნული ღირებულებების სწავლება ყოველთვის იყო პრიორიტეტი სწავლა-სწავლების პროცესში. უბრალოდ, გვერდს ვერ აუვლი ამას და ეს არც არავის უცდია.
თავად არ აკონკრეტებენ რას გულისხმობენ „ეროვნულ ღირებულებებში“, მაგრამ თქვენ რასაც გულისხმობთ, იქნებ ამაზე ვისაუბროთ. რა არის ჩვენი ეროვნული ღირებულება?
ჩემთვის ეროვნული ღირებულება, პირველ რიგში, თავისუფლება, თვითმყოფადობა და სამშობლოს სიყვარულია. „სამშობლოს სიყვარული“, ალბათ სხვადასხვანაირად გვესმის ჩვენ და ამ „რეფორმის“ მესვეურებს. პატრიოტიზმი ყოველთვის იყო მთავარი ღირებულება და შეუძლებელია, პატრიოტიზმი თავისუფლების ცნების და თავისუფლების განცდის გარეშე ასწავლო, რადგან თავისუფლება და პატრიოტიზმი ერთმანეთზეა მიბმული და სწორედ ეს მიმაჩნია ეროვნულ ღირებულებად.
რაზე დაყრდნობით ასწავლით პატრიოტიზმს, თავისუფლების სიყვარულს, მის არსს?
მე მთის სკოლაში ვასწავლი. ამიტომ, პირველ რიგში, ვაჟა-ფშაველას დავასახელებ რა თქმა უნდა. ვაჟას ნაწარმოებებით ვაღრმავებთ, ვაყვარებთ თავისუფლებას, კოსმოპოლიტიზმს, პატრიოტიზმს და სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს განცდას და უნარს, რაც მოსწავლემ უნდა მიიღოს სკოლისგან.
ვაჟა იქნება ეს თუ ილია ჭავჭავაძე, სწორედ ამ მწერლების შემოქმედებით ვასწავლით თავისუფლებას და პატრიოტიზმს.
მაშინ, რატომ საუბრობს საპირისპიროზე „ოცნების“ ხელისუფლება. რას ნიშნავს ეს – პოპულიზმია, ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თუ რა მიზანი აქვთ?
ეს არის თვალში ნაცრის შეყრა, თვალის ახვევა და იმ სეგმენტზე აპელირება, ვისაც შეიძლება დააჯერონ, რომ თურმე აქამდე არ ისწავლებოდა სკოლაში ეს უნარები და აქამდე არ აქცევდა ამ ღირებულებებს მასწავლებელი ყურადღებას. თამაში მგონია იმ ამბების გადასაფარად, რა ამბებიც მოჰყვება ამ რეფორმას.
რა ამბები მოჰყვება, რა უნდა გადაფარონ?
მგონია, რომ პრიორიტეტები უკუღმაა დალაგებული ამ შემთხვევაში, რადგან არ შეიძლება ვსაუბრობდეთ სახელმძღვანელოს ყდაზე მაშინ, როდესაც არ გვაქვს სახელმძღვანელოს შინაარსი, არ გვაქვს სტანდარტი და არ ვიცით რა მიზნების ირგვლივ უნდა შეიქმნას ეს სახელმძღვანელო.
ამ დროს, როცა მეუბნები, რომ სახელმძღვანელოს ყდა იქნება მოხატული ამა და ამ გამოსახულებით, რა თქმა უნდა, ჩემი მოტყუების მცდელობა გაქვს, რომ აღარ დავსვა შეკითხვა, რას ემსახურება ერთ სახელმძღვანელოზე გადასვლა და ასე შემდეგ.
სტანდარტი აქამდეც ერთიანი იყო, აქამდეც ყველა საჯარო სკოლა ერთი და იგივე სტანდარტით ხელმძღვანელობდა ყველა საგანში. მაგრამ სხვადასხვა სახელმძღვანელოს არჩევის თავისუფლება და აკადემიური თავისუფლება არსებობდა. ახლა რას მოემსახურება ეს? არავის გაუკეთებია განმარტება. ყოველ შემთხვევაში, მე არ მომისმენია ვინმეს ჯეროვანი განმარტება ამაზე – რატომ გადავდივარ ერთ სახელმძღვანელოზე, რატომ იზღუდება აკადემიური თავისუფლება?
მასწავლებლების ნაწილი ამბობს, რომ „მე რაც მინდა, მაინც იმას ვასწავლი გაკვეთილზე“. თუ ყველაფერი მასწავლებელზეა დამოკიდებული, მაშინ ღირს კი ამდენი შფოთვა და თუ ეს ასე არ არის, გამოდის, რაღაც კონფლიქტი მაინც განვითარდება მომავალში?
ვინც ამას ამბობს, არ ვიცი რამდენად დარჩებიან მომავალში თავიანთი ღირებულებების ერთგული, ამ შეზღუდული თავისუფლების პირობებში. სხვა ამბავია, თავად რა ღირებულებების მატარებელნი არიან და რამდენად შეძლებენ იმ რესურსების თავისუფლად გამოყენებას, რაც მათ უნდათ, რომ გამოიყენონ გაკვეთილზე.
ერთ-ერთი ძირითადი რესურსი, რომლის მიხედვითაც სტანდარტზე უნდა გავსულიყავით, ეს ნამდვილად იყო სახელმძღვანელო და ვიტყვი იმასაც, რომ ასეთ პირობებში უფრო აღმოჩნდებიან მოსწავლეები არათანაბარ პირობეში. არ მინდა ვინმეს კომპეტენციას შევეხო, მაგრამ მაინც სახელმძღვანელო იყო დასაყრდენი რესურსი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსა არ შეეძლოთ დამატებითი რესურსების მოძიება.
როგორც გვითხრეს, სახელმძღვანელოების ყდებზე ხუროთმოძღვრების ძეგლები, ილია მეორე და კიდევ სხვა ბევრი ილუსტრაცია იქნება დატანილი. ახლა რა ახატია მაგალითად ქართულის სახელმძღვანელოს და არსებითად თუ შეიცვლება რაიმე ილუსტრაციების შეცვლით?
როგორც მახსოვს, ძველ სახელმძღვანელოსაც ეკლესია ახატია ყდაზე, ბევრგან არის ქრისტიანული სიმბოლიკები, ზოგან გამოჩენილი ქართველები ახატია. ისედაც არის ეს ეროვნული სიმბოლიკები გამოსახული ყდებზე. ამიტომ, ვერაფრით მივხვდი, რას ემსახურება ეს ამბავი. ან ამდენი საუბარი რატომ არის საჭირო ყდასთან დაკავშირებით.
როდესაც რაღაც პროექტს ვაკეთებთ, აუცილებლად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება და რას მოუტანს ეს მოსწავლეს, შეესაბამება თუ არა მიზნებს, ხომ არ არის აქტივობა აქტივობისთვის გაკეთებული და ტყუილად გაფლანგული დრო საგაკვეთილო პროცესში? სახელმძღვანელოს ყდაზე დახატული სიმბოლიკით ჩვენ ვერ გავალთ ვერანაირ მიზანზე. შეუძლებელია სახელმძღვანელოს ყდამ მოგცეს მიზანი.
როგორც ვიცი, გერბი, დროშა და ჰიმნიც არის განთავსებული პირველ გვერდზე.
რა თქმა უნდა, ყველა სახელმძღვანელოზეა ეს. ამიტომ, რატომ ქმნიან იმის განცდას, რომ თითქოს ახლა კეთდება ეს პირველად, არ ვიცი. უბრალოდ, პოპულიზმია და პრიორიტეტების უკუღმა შემოთავაზება საზოგადოებისთვის, რომ კითხვები არ დაისვას რეფორმაზე საზოგადოების მხრიდან. ამის გადაფარვა უნდათ ამ ყდებზე საუბრითაც.
თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა დაგხვდებათ სკოლაში სექტემბერში?
ძალიან მეშინია იმის, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეზღუდავს თავისუფლებას საკლასო ოთახში, რომ მასწავლებელს მოუწევს რაღაცებზე გაჩუმება შიშის გამო და ეს იქნება ყველაზე დიდი უკუსვლა განათლების სისტემაში.
თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენებს – შესაძლოა ვერ ვესაუბროთ იმ ღირებულებებზე მოსწავლეებს თავისუფლად, რაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად და საჭიროდ. ეს იქნება ძალიან ცუდი, განათლების მიზნებისა და მოსწავლისთვის.
არ მინდა, როგორც მასწავლებელი რაღაც ბრძოლაში ვიყო სულ. მირჩევნია ჩემს საქმეს მივხედო. მაგრამ თუკი მომიწევს ბრძოლა, მანამდე ვემსახურები იმ ღირებულებებს, რაც მიმაჩნია მნიშვნელოვნად. შემდეგ რა იქნება ნამდვილად არ ვიცი.
როგორ ფიქრობთ, საიდან უნდა დაწყებულიყო სკოლაში პრობლემების მოგვარება, რომ ხარისხიც გაუმჯობესებულიყო და მოსწავლის და მასწავლებლის მოტივაციაც გაზრდილიყო?
ხუთი წელია, რაც განათლების სისტემაში ვარ და უკვე ოთხ „რეფორმას“ მოვესწარი. თუ შენ გინდა რეფორმის შედეგი და მდგრადობა განსაზღვრო, ერთი წელი მაინც ხომ უნდა დააკვირდე პროცესებს? ამაზე ნაკლებ დროში ვერც დაინახავ და ვერც განსაზღვრავ შედეგს.
მთავარი რეფორმა, რაც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი აზრით, და ის, რაც მოგვცემდა რეალურ შედეგს, სასკოლო კვების დანერგვაა: მოსწავლეების უმეტესობა მთელ დღეს მშიერია სკოლაში და ეს დიდი პრობლემაა. მშიერი მოსწავლის გონებრივი აქტივობა გაკვეთილზე ძალიან რთული ამბავია.
ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. ზოგიერთ სკოლაში ინტერნეტი არ იჭერს წესიერად და უკვე საუბარი ზედმეტია სხვა რესურსების ჩართვაზე. ინფრასტრუქტურა იქნება, მასწავლებლების მოტივაცია, ხელფასი თუ სხვა რამ, ეს უნდა ყოფილიყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნებოდა რეალური საქმის გაკეთება და არა ის, რომ სულ რაღაცას ცვლიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ვიღებთ შედეგს.
სქემის მუდმივი ცვლილებაც აშფოთებთ მასწავლებლებს. იყოს ეს გამოცდები, მაგრამ ნუ მიაწვდიან ისე, მასწავლებლებს ეგონოს, რომ თუ გამოცდას ვერ ჩააბარებს, ცხოვრება თავზე ჩამოენგრევათ. ან ის, რომ ბოლო წუთამდე არ ელოდოს, რომ რაღაც შეიცვლება და აღარ მოუწევთ ამ გამოცდის ჩაბარება.
პროფესიული განვითარების გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მასწავლებლის არსებობა სკოლაში, მაგრამ განვითარებისთვის სხვა მოტივაციაც შეიძლება არსებობდეს. ეს კი, რაღაც სადამსჯელო ფორმა. მაგალითად, ძალიან მტკივნეული იყო, როცა მასწავლებლებმა გამოცდაც ჩააბარეს, პორტფოლიოც დაიცვეს, მიენიჭათ სტატუსები, შემდეგ კი წაართვეს სტატუსების დანამატი და შეუმცირეს ხელფასები.
თქვენთვის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლისთვის, რა არის მნიშვნელოვანი სწავლა-სწავლების პროცესში?
პირველი მთავარი ამბავი, რაც მოსწავლესთან მაქვს, ეს არის ნდობა. როდესაც გაკვეთილზე შევდივარ, მოსწავლე არ ელის ჩემგან, რომ მოვიდა ვიღაც, ვინც გააკრიტიკებს დავალების ან რაღაცის გამო. მთავარია, მოსწავლე გამოცდისთვის კი არ მოვამზადო, არამედ ჩემი გაკვეთილებით გაიზარდოს თავისუფალი და ჯანსაღი ღირებულებების მქონე მოქალაქე.
ზუსტად იმ ღირებულებებზე გაიზარდოს, რომელზეც თქვეს, რომ თურმე აქამდე არ ასწავლიდნენ სკოლაში. ამით დახუნძლული და შეიარაღებული გაუდგეს ცხოვრების გზას.
მე მცირეკონტინგენტიან სკოლაში ვასწავლი, სულ რვა ბავშვი გვყავს სკოლაში, კლასში მაქსიმუმ ორი მოსწავლე, ამიტომ ასეთი სკოლების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შუაფხოს სკოლა ერთადერთი წერტილია, რაც ამ სოფელს ამაგრებს. რომ არა სკოლა, არ იქნებოდა სოფელი. სულ ორი ოჯახის ბავშვები დადიან ამ სკოლაში. როცა ესენიც დაამთავრებენ, სოფელი დაცარიელდება და გაუკაცრიელების საფრთხის წინაშე დადგება.
ერთადერთი, რაც შეიძლება მოსწავლისთვის, ახალგაზრდისთვის საინტერესო ხდებოდეს ამ სოფელში, სკოლაა. მეტი არაფერი არსებობს – არც წრეები, არც კლუბები. სკოლაა ერთადერთი მაცოცხლებელი წერტილი და ასეთი სკოლის მასწავლებელი კიდევ სხვა ვალდებულებებით არის აღჭურვილი. შენ არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა გევალება, არამედ გევალება იმ მოსწავლის თავისუფალი დრო როგორმე დატვირთო საინტერესო აქტივობებით, რომ არ ჰქონდეს იმის დანაკლისი, რაც ვთქვათ, ქალაქთან ახლოს მცხოვრებ ბავშვებს აქვთ.
ფორმები შემოაქვთ წელს, უთანასწორობა უნდა აღმოვფხვრათო. სჭირდება კი შუაფხოს სკოლის მოსწავლეს ეს ფორმა?
არ ვიცი, რატომ არის ფორმის ჩაცმა ასეთი მნიშვნელოვანი. ის, რა ფორმითაც აპირებენ შესყიდვას, საერთოდ კარიკატურული ამბავია. ეს 45 მილიონი ლარი, მთელი ხეობის სკოლების ცხოვრებას შეცვლიდა უკეთესობისკენ. სკოლებს ექნებოდათ გამართული ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები. ბევრი რამ აკლიათ ამ სკოლებს და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა 45 მილიონით, ვიდრე ვთქვათ პლასტმასის ფორმები, რომლებსაც რამდენიმე თვეში ისევ კარადებში ჩამოკიდებენ.
ჩემთვის მთავარი საზომი, თუ როგორ ჩაიარა ჩემმა გაკვეთილმა არის ის, დასვამს თუ არა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე კრიტიკულ შეკითხვებს. აქვს თუ არა კრიტიკული დამოკიდებულება რაღაცის მიმართ, ცდილობს თუ არა იმის გადამოწმებას, რაშიც შეეპარა ეჭვი. ჩემი აზრით, მაშინ გავდივართ მაღალ სააზროვნო ღირებულებებზე.
უპირობო მორჩილება და შეკითხვის არდასმა მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსმა ასე თქვა და უფროსი არ შეიძლება ცდებოდეს, არ შეიძლება შევუბრუნოთ შეკითხვა მასწავლებელს ან ვინმე სხვას – ჩემზე უფრო მაღლა მყოფს, ეს, რა თქმა უნდა, დააჩლუნგებს ღირებულებებს.
შეეჩვევა მოსწავლე იმას, რომ საკუთარი აზრი არ უნდა გამოთქვას, არ უნდა გადაამოწმოს, მაშინ როცა, მთავარი ამბავი ახლა, ამ საუკუნეში არის ის, შემიძლია თუ არა ინფორმაციის გადამოწმება, კრიტიკული აზროვნება და გავხდები თუ არა ამ ზღვა პროპაგანდის მსხვერპლი, რაც ამ საუკუნეს თან ახლავს.
თუკი ამ უნარებით არ აღვჭურვე მოსწავლე გაკვეთილზე, ესე იგი არ შემისრულებია ჩემი მიზნები, როგორც მასწავლებელს, მით უმეტეს, როგორც ქართულის მასწავლებელს.
კიდევ ერთი, მინდა შევეხო უნივერსიტეტების თემასაც, რადგან სასკოლო რეფორმის პარალელურად ჩემთვის ასევე მტკივნეულია საუნივერსიტეტო რეფორმა – მე სოხუმის უნივერსიტეტის ყველა საფეხური დავამთავრე – ბაკალავრიდან დაწყებული დოქტორანტურამდე და ახლა, როცა ამ უნივერსიტეტს და განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტს ანგრევენ, სოხუმის უნივერსიტეტს კი გამოგლიჯეს პედაგოგიური ფაკულტეტი, ეს არის ტრაგედია.
სოხუმის უნივერსიტეტს მხოლოდ უნივერსიტეტის სტატუსი არ აქვს, სამშობლოს ერთიანობის სიმბოლოც იყო რაღაცნაირად. ამიტომ თუ „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ იდეა არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს იმედი, რომ სოხუმის დევნილი უნივერსიტეტი ოდესმე დაუბრუნდება თავის საწყის ლოკაციას და დაბინავდება აფხაზეთში.
ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე არსებული წყალგამანაწილებელი ნაგებობა, რომელზეც სენაკი-ფოთის საავტომობილო გზაც გადის, რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია. დაშლილია ნაპირდამცავი გაბიონებიც, რის გამოც ეს ჰიდროკვანძი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა რეაბილიტაცია-გამაგრებას საჭიროებს.
არსებული პროექტის მიხედვით, სამუშაოების ჩატარებას 28 მილიონი ლარი და თითქმის 3 წელი დასჭირდება.
სამუშაოების დაწყებამდე ნაგებობაზე ჯერ უნდა შეიზღუდოს, ხოლო ახალი საავტომობილო ხიდის დასრულების შემდეგ, საერთოდ უნდა აიკრძალოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„აღნიშნული ნაგებობის ძირითადი დანიშნულებაა მდინარე რიონის თხევადი და მყარი ჩამონადენის გადანაწილება ქალაქის არხსა და ნაბადას კალაპოტს შორის.
არსებული წყალგამყოფი კვანძის ნორმალურ, საიმედო ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქალაქ ფოთის უსაფრთხოებისათვის, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარეცხვისაგან დასაცავად“ – წერია პროექტში, რომლის მიხედვითაც ნაგებობაზე და მის მიმდებარედ სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„ქ. ფოთთან მდინარე რიონზე არსებული წყალგამყოფი კვანძის ქვედა ბიეფის ფლუტბეტისა და მდინარე რიონზე მარჯვენა ნაპირზე მოწყობილი გაბიონების ცალკეული მონაკვეთების აღდგენის“ სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო, ანუ სატენდერო ღირებულება 28 040 237 ლარია დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფინანსება გათვალისწინებულია 2026-2029 წლების ბიუჯეტით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის მიხედვით, „2026 წელს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე არსებული სახსრებიდან დაფარულ იქნება 10,2 მილიონი ლარი, 2027 წელს გათვალისწინებული იქნება 6 მილიონი, 2028 წელს – 6,3 მილიონი, ხოლო 2029 წელს – 6,5 მილიონი ლარი [შესყიდვის ჯამური ღირებულება – 29 111 415 ლარი]“.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.
პირობის მიხედვით „სამუშაოების შესრულების ვადაა 1047 დღე შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან [აქ გათვალისწინებულია მხოლოდ მშენებლობის ვადა, მძიმე კლიმატური პირობების გაუთვალისწინებლად]“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არახელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ გადაიწევს.
ფოთთან, მდინარე რიონზე არსებული ნაგებობა/ხიდი // „ბათუმელების“ არქივიდან
რიონზე მდებარე წყალგამყოფი ჰიდრონაგებობის შესახებ [დეტალური საინჟინრო პროექტის განმარტებითი ბარათიდან]:
„მდინარე რიონზე, ფოთიდან მე-7 კილომეტრზე, განთავსებულია წყალგამყოფი სათავე ნაგებობა [დასაშლელი კაშხალი სეგმენტური საკეტებით], რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1959 წელს და მიეკუთვნებოდა IV კლასის ნაგებობას იმ დროს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით.
ბოლო წლებში [2000-2003 წწ] ჩატარებული ტოპო-გეოდეზიური და ექოლოტური კვლევების საფუძველზე დადგენილი იყო, კაშხლის ქვედა ბიეფის სერიოზული დაზიანება, მთლიანად იყო გამქრალი რისბერმა [7200 კვ.მ] და ჩანგრეულ-დეფორმირებული იყო წყალსაცემი ფილის დიდი ნაწილი [დაახლოებით 40%].
მომდევნო კვლევებმა, რომელიც ჩატარებული იყო მსოფლიო ბანკის თაოსნობით და ჩატარებული იყო ასოციაცია „ჰიდროსფეროს“ მიერ 2004 წლის იანვარ-თებერვალში, კაშხლის ქვედა ბიეფში გამოვლენილი იყო საკმაოდ მძიმე სურათი. კერძოდ:
კაშხლისა და წყალსაცემი ფილის წყალქვეშა ნაწილის დეტალური აგეგმვის საფუძველზე, რომელიც განხორციელდა გლობალური პოზიციონერების სისტემის და ექოლოტის მეშვეობით, კაშხლის ცენტრალური ნაწილის ქვეშ დადასტურდა წინა წლების კვლევების შედეგად პროგნოზირებული გამორეცხვები, რომელთა მასშტაბები წლების განმავლობაში საგრძნობლად იყო გაზრდილი.
მე-5 ბურჯის ქვეშ გამორეცხვა გავრცელებული იყო 5მ-მდე, ხოლო სიღრმე ფიქსირდებოდა 11 მეტრზე. წყალსაცემი ფილისა და ფლუტბეტის ქვეშ შექმნილი იყო სიცარიელეები, რომლის მოცულობაც 2000 კუბ.მეტრს აღწევდა.
არსებული მასალებიდან გამომდინარე [ტოპო-გეოდეზიური გაზომვები, ბათიმეტრიული აგეგმვები, გამოკვლევა მყვინთავების მეშვეობით, ჰიდრავლიკური და სტატიკური ანგარიშები] შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ კაშხლის მდგრადობის ხანგრძლივობა არაპროგნოზირებადია და საერთო აზრით მოიცავს საკმაოდ მცირე დროს.
ამიტომ აუცილებელია, სათავე ნაგებობის კაპიტალური-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებამდე, მაქსიმალურად მოვაცილოთ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას დატვირთვა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს სატრანსპორტო გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვით ხოლო ქვედა ბიეფში გამოცხადებული ახალი ხიდის მშენებლობის შემდეგ სრულად შეზღუდვით.
ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ფუძის გრუნტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ნაგებობა არამყარია და საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას.
მდგომარეობას, დროებითი სამშენებლო ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით ართულებს ის გარემოებაც, რომ მდინარე რიონის ჰიდროგრაფით, წყალმცირობის პერიოდი, როდესაც მდინარის მთელი ხარჯი [<400 მ3/წმ] შეიძლება გატარებული იქნას ქალაქის არხის საშუალებით და როდესაც შესაძლებელია სამუშაოების ჩატარება ნაწილობრივ დახურული ფარების ქვეშ, მოიცავს მხოლოდ 2-2.5 თვეს.
მაგრამ არც ეს პერიოდია გარანტირებული, ვინაიდან წლის ნებისმიერ თვეშია მოსალოდნელი პიკური წყალმოვარდნები [1-5 დღის ხანგრძლივობით], რომელიც აჭარბებს ქალაქის არხის გამტარუნარიანობას“ – წერია განმარტებით ბარათში.
წყალგამყოფი ნაგებობის მდებარეობა მდინარე რიონზე [აღნიშნულია წითელი წრით] / მწვანე წრით კი აღნიშნულია ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ადგილიპროექტი, რომლის მიხედვითაც წყალგამყოფ ნაგებობაზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ 2019 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „გროს ენერჯი ჯგუფისგან“ 133 ათას 829 ლარად შეისყიდა.
დოკუმენტების მიხედვით ხელშეკრულება „გროს ენერჯი ჯგუფთან“ 2019 წლის დეკემბერში იყო გაფორმებული, საბოლოო პროექტის მიღება-ჩაბარების აქტი კი 2023 წლის ოქტომბერშია გაფორმებული.
„მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ყველა პირობა, რადგანაც არსებობს საშიშროება, მშენებლობის პროცესში მოხდეს ნაგებობის რღვევა და განვითარდება მისგან გამოწვეული გაუთვალისწინებელი უარყოფითი მოვლენები.“ – წერია პროექტში.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე, ახალი, 8-მალიანი, 436 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდის მშენებლობის დაწყებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ინფორმაცია 2021 წელს გაავრცელა. ამავე ინფორმაციით აშენდებოდა მისასვლელი გზებიც და სამუშაოები მთლიანად 2 წელიწადში, ანუ 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. ხიდი ამ დრომდე არ გახსნილა.
ახალი საავტომობილო ხიდი აუცილებელია წყალგამყობი ნაგებობის განტვირთვის, გამაგრებისა და შემდგომ მისი მდგრადობის შენარჩუნებისთვის. უშუალოდ წყალგამყოფი ნაგებობის ფუნქციონირება კი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ფოთის – წყალდიდობისგან, ხოლო ზღვის ნაპირის – წარეცხვისგან დასაცავად არის აუცილებელი.
ეს ხიდი მდინარე რიონზე წყალგამყოფი ნაგებობიდან დაახლოებით 700 მეტრში [სარკინიგზო ხიდის პარალელურად] შენდება.
5 თვის წინ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის დასრულება 2026 წლის მეორე ნახევარში არის დაგეგმილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის მაისის მონაცემებთან შედარებით – 4.1%-ით.
ეს ნიშნავს, რომ მშენებლობა გაძვირდა, რაც, როგორც წესი, პირდაპირ პროპორციულად შეიძლება აისახოს უძრავი ქონების ფასებზეც, როგორც საცხოვრებელ, ისე არასაცხოვრებელ სივრცეებზე.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო თვეში მშენებლობის ფასის გაზრდის ძირითადი მიზეზი სამშენებლო მასალებზე ფასების 0,6%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ბოლო ერთი წლის მაჩვენებელს, საქსტატის ცნობით, ამ შემთხვევაში ფასის ზრდა, მეტწილად სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების გაზრდამ გამოიწვია [17,2%].
ამავე დროს, საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში სამშენებლო სფეროში დაქირავებული მუშახელის ანაზღაურება 1,1%-ით გაიზარდა და მშენებლობის ხარჯებზე გავლენა ამანაც იქონია.