მოსყიდვა, გათავისუფლება და სხვა დარღვევები აჭარაში არჩევნების წინ – კვლევა

დღეს, 8 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში  განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო.

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი;
  • წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 შემთხვევა;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 4 შემთხვევა;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 1 შემთხვევა;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 შემთხვევა;
  • ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 6 შემთხვევა;
  • მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის 2 შემთხვევა;
  • ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

სამსახურიდან, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით ანგარიშში მოხვდა  პოლიტიკური პარტია „ლელოს“  შუახევის შტაბის ხელმძღვანელის ზვიად დაიასამიძის ამბავიც.  ის „ხულოში წმინდა აბუსერიძე ტბელის სახელობის სკოლაში“ მუშაობდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად და ამავე სკოლაში – დირექტორის მოადგილედ  სასწავლო აღმზრდელობით დარგში.

„ბათუმელებთან“ საუბარში ზვიად  დიასამიძე ამბობს, რომ  სკოლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება თვითონ მიიღო.  „არჩევანის წინაშე დამაყენეს. მითხრეს, რომ ან სკოლაში უნდა ვყოფილიყავი ან პოლიტიკაში. გადაწყვეტილება მივიღე და სკოლიდან წამოვედი“ – ამბობს ის.

კითხვაზე, სკოლის დირექტორისთვის მიუღებელი იყო ზოგადად მისი, როგორც პედაგოგის პოლიტიკური აქტიურობა თუ ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა, ზვიად დაიასამიძე ამბობს, რომ „უფრო პოლიტიკური შეხედულებები“.

მან სკოლა 1 სექტემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

როგორც ზვიად დიასამიძე ამბობს, ის სკოლაში მუშაობის დაწყებამდე შუახევის გამგეობაშიც მუშაობდა გამგებლის მოადგილედ  და „ქართული ოცნების “ შტაბშიც, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს.  „თუმცა შემდეგ განცხადება დავწერე და იქედანაც წამოვედი“ – ამბობს დიასამიძე.

მედიაზე ზეწოლა

აჭარასთან დაკავშირებით ISFED-ის ანგარიშში კიდევ ერთი ფაქტი მოხვდა. შემთხვევა უკავშირდება ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლის ფაქტს ქობულეთში, 5 აგვისტოს.

„ქობულეთში, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შესახებ გადასაღებად მისულ ტვ პირველის ჟურნალისტებს და გადამღებ ჯგუფს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აგრესიულად დახვდნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ჟურნალისტმა ერეკლე ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მას ნამდვილად დაემუქრა მამუკა შათირიშვილი (რომელიც ბოსტნეულის დარიგებისას ინიშნავდა მისული პირების სახელ-გვარსა და პირად ნომერს) შემდეგი სიტყვებით „ქუჩაში გავლა არ გინდა?!” ასევე, ადგილობრივებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოსტნეულის დარიგებაში, ჟურნალისტებს მოუწოდეს, რომ ინფორმაცია არ გაეშუქებინათ ტელევიზიით“ – ნათქვამია ანგარიშში.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ბათუმელებიც“ წერდა 31 აგვისტოს. საუბარია შემთხვევაზე, როცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახი კალაძემ ხელვაჩაურში „ქართული ოცნების” კანდიდატები წარადგინეს. წინასაარჩევნო შეხვედრა სამუშაო საათებში ჩატარდა და მას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე მათგანის ინდენტიფიცირება შეძლო, მათ შორის: მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ტარიელ ნაკაშიძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი – მირზა ბახტაძე, განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ქეთევან დევაძე“ – წერია ანგარიშში.

ამომრჩევლის მოსყიდვა

19 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეის“ თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად სტუმრობდა ხელვაჩაურში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს.

„ლევან ჩაჩუამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ სხვა პირებთან ერთად ფუტკარაძეების ოჯახს საჩუქრად სამზარეულოს ინვენტარი, ავტომობილი, შინაური ცხოველები და სხვა მატერიალური ქონება გადასცეს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის დასახმარებლად, 45 000 ლარი რუსეთის მოქალაქემ გაიღო. ფაქტის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები მოიპოვება როგორც „პრიმაკოვის ფონდის“ დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის, ასევე, „ქართული იდეას“ თავმჯდომარის „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე“ – წერია ანგარიშში.

სავარაუდო მოსყიდვის კიდევ ერთ შემთხვევაზე ვკითხულობთ ანგარიშში:

„22 აგვისტოს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ეწვია ც.დ., მეზობელი უბნიდან, რომელმაც განუცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დავალებით მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებდა.

კითხვარში აღნიშნული იყო მოქალაქის სახელი, გვარი, მისამართი და ასევე გრაფა „პარტიული“, რაც პარტიის კოორდინატორის განმარტებით ნიშნავდა იმის აღნიშვნას, თუ ვისთვის აპირებს ამომრჩეველი ხმის მიცემას. როგორც ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას ც.დ.- მ განაცხადა, მას დავალებული ჰქონდა კარდაკარ გამოკითხვისას ჩაენიშნა შეჭირვებული ოჯახების სია, რომელსაც, მათი თანხმობის შემთხვევაში, მიაწვდის „ქართულ ოცნებას” და, ამის შემდეგ, პარტია ამ ოჯახებს მედიკამენტებს და სხვა ფასიან საჩუქრებს გადასცემს“.

კიდევ ერთ შემთხვევაზეა საუბარი ანგარიშში.  კერძოდ, 5 აგვისტოს ქობულეთში   „ქართული ოცნების“ მიერ ბოსტნეულის უსასყიდლოდ დარიგების შესახებ.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ ბოსტნეულის, კერძოდ, ქობულეთის სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციის, დარიგება აჭარის სოფლის მეურნეობის პროგრამით განხორციელდა. მისივე თქმით, ქობულეთში მერის წარმომადგენელმა დავით ზოიძემ, რომელსაც დაევალა დახმარების გადანაწილება ადგილობრივ მოსახლეობაზე, აღნიშნული პროდუქცია მამის კუთვნილ ფართში დაასაწყობა და იქედან გასცემდა. რადგანაც დავით ზოიძის მიერ არ იქნა ახსნილი მოსახლეობისათვის დახმარების წყარო და მიზანი, ადგილობრივებმა ეს „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირეს“ – ნათქვამია აღნიშნულ ანგარიშში.

იმისათვის, რომ საარჩევნო პერიოდში არ მოხდეს ამომრჩევლის მოსყიდვა და კანონდარღვევა, აღნიშნული ორგანიზაციები ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ.

ორგანიზაციის რეკომენდაციები მიმართულია სასულიერო პირების მიმართაც, სადაც ნათქვამია, რომ სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

___________

კადრი 31 აგვისტოს ხელვაჩაურში გამართული შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალიდან.

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურიდან: ონკანში ყვითელი წყალი მოდის, იატაკიც არ იწმინდება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ნათია დუმბაძე აცხადებს, რომ კლინიკაში ინფრასტრუქტურული და სანიტარული პრობლემებია. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა. ნათია დუმბაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინეს.

„სასმელი წყალი არ გვაქვს, ვერ დავლევთ ონკანის წყალს, ყვითელი ფერის წყალი მოდის. იატაკიც არ იწმინდება, ანტიბაქტერიული ხსნარები არ გვაქვს… ვითხოვე სპირტი, რომელიც რამდენიმე დღის მერე მომაწოდეს ბევრი ხვეწნის მერე. მითხრეს, რად გინდა სპირტი, მაინც დაავადებული ხართ უკვეო,“ – ამბობს ნათია დუმბაძე.

ნათია დუმბაძე ასევე ამბობს, რომ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ, ზოგიერთ მედპერსონალს პირბადეც კი არ უკეთია, ორ სართულს კი ერთი სანიტარი ემსახურება. პაციენტის თქმით, კლინიკაში საკმარისი თერმომეტრიც კი არ აქვთ.

ნათია დუმბაძის ნათქვამი დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე კატეგორიულად უარყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა, თუმცა პრობლემებს აღიარებს თავად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, სოლომონ ფუტკარაძე.

„ვიღებთ ამ შენიშვნებს და უკვე გამოსწორებულია ეს პრობლემები, ჩვენ ორ დღეში მივიღეთ ერთდროულად 70 პაციენტი, ამისთვის არ ვიყავით მზად, ჩავატარეთ თათბირი და ვამატებთ მედპერსონალს, დეზინფექციაც კეთდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სოლომონ ფუტკარაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.

სოლომონ ფუტკარაძე ადასტურებს იმასაც, რომ ახალ კლინიკაში სასმელი წყალი ზოგჯერ ყვითელია და კლინიკის დირექტორმა, სადაც ახლა კოვიდინფიცირებულები მკურნალობენ, ზუსტად არ იცის, წყლის ხარისხი შემოწმებულია თუ არა.

„ხარისხობრივად ქალაქის წყალია, შემოწმებული უნდა იყოს… ნამდვილად არის ეს პრობლემა და არ ვიცი, ეს „წყალკანალს“ უკავშირდება, თუ იმ კომპანიას, რომელმაც სამუშაოები ჩაატარა. შესაძლოა, მილი დაიჟანგა, რადგან ეს პალატები რამდენი ხანია მოწყობილია და აქამდე არ გამოუყენებია არავის, ამ საკითხს ვსწავლობთ“, – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი კატეგორიულად მხოლოდ იმას უარყოფს, რომ ექიმებს პირბადეები არ უკეთიათ. სოლომონ ფუტკარაძის განმარტებით, სრულ ეკიპირებას ახალი რეგულაციებით სამედიცინო პერსონალი მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა პაციენტი სხვაგან გადაჰყავთ ან გამოსაკვლევად გადაჰყავთ კლინიკის კონკრეტულ სამედიცინო კაბინეტში.

სხვა პრეტენზიებთან დაკავშირებით სოლომონ ფუტკარაძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე რესპუბლიკურის კლინიკური დირექტორი გია კიკაბიძე ესაუბრება ნათია დუმბაძეს და კლინიკა დეტალურად მოიკვლევს ინფორმაციას პრობლემების შესახებ, რაზეც პაციენტი საუბრობს.

 

ფოთში მეხანძრე-მაშველს კოვიდი დაუდგინდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთში ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეხანძრე-მაშველს გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა და ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მანამდე, აღნიშნულმა პირმა გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრე გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო.

მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, დაკვირვების ქვეშაა და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

სამინისტროს ცნობით, მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები. იგი ფოთის საავადმყოფოში მკურნალობს.

8 დღეში კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა – აჭარა წითელ ზონაშია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს, 9 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირებული 104 პაციენტია. ეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობაა აჭარაში.

კორონავირუსის სტატისტიკის ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის შემთხვევები ბათუმში დაფიქსირდა: საკონდიტროში, ბაზრობაზე, ტელევიზიაში, სკოლაში, ბანკში, იუსტიციის სახლში, გარემოსდაცვით დეპარტამენტში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 

სტატისტიკა დღეების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 1 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 2 სექტემბერი – 26 ახალი შემთხვევა
  • 3 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 4 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 5 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 6 სექტემბერი – 12 ახალი შემთხვევა
  • 7 სექტემბერი – 20 ახალი შემთხვევა
  • 8 სექტემბერი – 21 ახალი შემთხვევა 

დღეს, 8 სექტემბერს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“.

მთავრობის ინფორმაციით, არ განიხილება ბათუმის ჩაკეტვის საკითხი, თუმცა ბათუმსა და ქობულეთში სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბერს არ დაიწყება, ამ ქალაქებში სწავლება პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად შედგება.

ბათუმის რესპუბლიკურს 27 სასუნთქი აპარატი აქვს და 170 პაციენტის მიღება შეუძლია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ბოქსირებული პალატები და კოვიდცენტრია განთავსებული, აქვთ ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს უკვე 104 ინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 21 ახალი შემთხვევა ბათუმში დღეს, 8 სექტემბერს, დაფიქსირდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ინფიცირებულთაგან ორის მდგომარეობა შედარებით რთულია, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატი არც ერთს არ სჭირდება.

ამ კლინიკას ერთდროულად 170 პაციენტის მიღება შეუძლია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1 729 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 19.

ამჟამად კარანტინშია 5 882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

აჭარა წითელ ზოლშია – მარინა ეზუგბაია

ორსულ ქალს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გუშინ, 7 სექტემბერს, საკეისრო კვეთა გაუკეთეს ორსულ ქალს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

როგორც რუსუდან შავიშვილი ამბობს, დედაც და ბავშვიც ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, დაიტესტა თუ არა ახალშობილი კორონავურისზე, შავიშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან საკეისრო კვეთა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა.

„ბათუმელები“ საუნივერსიტეტო კლინიკას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ახალშობილი კორონავირუსზე დატესტილია, თუმცა ჯერ შედეგი ცნობილი არ არის. „ამ დროისთვის დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ“, – გვითხრეს კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში თქვეს, ინფიცირებულ ორსულს საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“ ჰქონდა კავშირი.

დღეს, 8 სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, აჭარა წითელ ზონად გამოცხადდა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხადებს

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს, რომელშიც ნებისმიერ ბლოგერს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ავტორი უნდა ეხმაურებოდეს 2019-2020 წლებში ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის პოსტები, რომლებიც დაიწერა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში და გამოქვეყნდება 2020 წლის 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.

საუკეთესო ხუთი ბლოგი შევა თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის ელექტრონულ კატალოგში. ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური.

საკონკურსო ტექსტს აუცილებლად უნდა ახლდეს შემდეგი წარწერა: „დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის“. ასევე, კონკურსის მონაწილეებმა  უნდა გამოიყენონ მონიშვნები: GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია  Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 14 სექტემბერი. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ საუკეთესო სამი ბლოგის ავტორებისათვის დააწესა საგანგებო პრიზები – ვაუჩერები, რომლითაც გამარჯვებულები ფესტივალის ფარგლებში შეძლებენ წიგნების შეძენას.

I ადგილი – 150-ლარიანი ვაუჩერი
II ადგილი – 100-ლარიანი ვაუჩერი
III ადგილი – 50-ლარიანი ვაუჩერი

მონაწილეობისათვის პოსტის ბმული, რომელიც განთავსებული იქნება ავტორის ბლოგზე ან ფეისბუქნოუთის სახით, უნდა გაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: info@gpba.ge

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს [ვიდეო]

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს. იშვიათი ჯიშის თუთიყუშები ბულვარს ამირან მურვანიძემ აჩუქა, იგი წლებია ზოოკუთხის მოვლა-პატრონობას ხელმძღვანელობს და თითოეული ბინადარი საკუთარი ოჯახის წევრივით უყვარს.

თუთიყუშების კუთხეს ბევრი დამთვალიერებელი და მოყვარული ჰყავს ბათუმის ბულვარში. მათი მხიარულება და ფერები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.

„აჭარის ჩაკეტვაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე არ არის“ – მარინა ეზუგბაია

საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ინციდენტობის მაჩვენებელი გაზრდილია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განმარტებით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ქვეყანაში  რვას აღწევს:

„მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, იმიტომ, რომ ათზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება. ჩვენი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას, ეზუგბაიას თქმით, „მეორე ტალღაზე შეგვიძლია ვისაუბროთ მაშინ, როდესაც დაიწყება ახალი რესპირატორული დაავადებების სეზონი, რომელიც უკავშირდება ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვებს. ამას დაემატება გრიპი და სხვა ვირუსული ინფექციები, რომელიც ალბათ გააძლიერებს და გაართულებს ვითარებას. მეორე ტალღაზე საუბარია ამ პერიოდში ჯერჯერობით ვსაუბრობთ იმაზე, რომ მატებასთან გვაქვს საქმე.“

დღესვე მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“. თუმცა მისივე ინფორმაციით ჯერჯერობით აჭარის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.

აჭარა წითელ ზოლშია – მარინა ეზუგბაია

აჭარაში გარემოს ზედამხედველობის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ დღეს 8 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის სამსახურიც ადასტურებს.

ინფიცირებული პირი მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, თითოეულ თანამშრომელს უტარდება PCR ტესტი, ხოლო შენობაში სრული დეზინფექცია ტარდება.

PCR ტესტების პასუხების მიღების შემდგომ, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული მუშაობას განაგრძობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად.

ბათუმის იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ბათუმის იუსტიციის სახლმა მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა. იუსტიციის სახლი ბათუმში მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერით ემსახურებიოდა. დღეს, 8 სექტემბერს, კი, წინასწარი ჩაწერაც [ონლაინდაჯავშნაც] შეჩერებულია.

„ვინაიდან შენობაში ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა, გადაწყდა, რომ მთლიანად შენობას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია. როგორც მოქალაქეთა მისაღები სივრცეების, ასევე სამუშაო სართულებისაც. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, იუსტიციის სახლი განაახლებს მუშაობას. პარალელურად, შეჩერებულია დაჯავშნაც“, – გვითხრეს იუსტიციის სახლში.

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმის იუსტიციის სახლის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტესტირება ჩაუტარდება აჭარის პროკურატურის თანამშრომლებსაც. პროკურატურა და იუსტიცია ბათუმში ერთ შენობაში, სხვადასხვა სართულებზეა განთავსებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“.

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის სულ 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR ტესტი:

3 შემთხვევა „ხოფის ბაზრობაზე“, 21 ახალი ინფიცირება ბათუმში

 

აჭარა წითელ ზოლშია – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“.

ეზუგბაიას თქმით, ამ მონაცემების გათვალისწინებით, აჭარაში საჭირო იქნება დამატებითი ღონისძიებების გატარება:

„ეს არის რეკომენდაციის შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და კონტროლის გაფართოება. საჭირო იქნება ასევე ტესტირების გაფართოება“, – განაცხადა მან.

____

ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR ტესტი.

გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 უკავშირდება ე.წ. „ხოფის ბაზრობას“, მათ შორის მამა-შვილია ინფიცირებული. ამ ბაზრობაზე დღეს მასობრივი ტესტირება დაიწყო. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება.

„ხოფის ბაზრობაზე“  4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 729-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC)-ის ფეისბუქგვერდზეა მოცემული.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს უკვე 110 ადამიანია მოთავსებული. ამ კლინიკას ერთდროულად 170 პაციენტის მიღება შეუძლია.

მათივე მონაცემებით, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1321 გახდა.

3 შემთხვევა „ხოფის ბაზრობაზე“, 21 ახალი ინფიცირება ბათუმში

ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR ტესტი.

გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 უკავშირდება ე.წ. „ხოფის ბაზრობას“, მათ შორის მამა-შვილია ინფიცირებული. ამ ბაზორბაზე დღეს მასობრივი ტესტირება დაიწყო. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება.

„ხოფის ბაზრობაზე“ დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 729-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC)-ის ფეისბუქგვერდზეა მოცემული.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს უკვე 104 ადამიანია მოთავსებული. ამ კლინიკას ერთდროულად 170 პაციენტის მიღება შეუძლა.

მათივე მონაცემებით, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1321 გახდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა გადაიდო

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის გახსნა, რომელიც 12 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა: „თავი დავიზღვიეთ. კონკრეტულად როდის გაიხსნება სტადიონი, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის“. სტადიონი შესაძლოა ოქტომბერში გაიხსნას.

12 სექტემბერს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა ჩატარებულიყო. „შეხვედრა ახალ სტადიონზე არ ჩატარდება, სად გაიმართება მატჩი – ანგისის სტადიონზე თუ სხვაგან, ჯერ არ არის გადაწყვეტილი“ – გვითხრეს ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურში.

„აჭარაში აგვისტო-სექტემბერში 156 დადებითი შემთხვევა გვაქვს, აქედან 40 უკავშირდება საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერს, 30 – ქობულეთს და ერთი ჩაქვის „ოაზისს“. დღევანდელი დღით დაძაბულ და ცხელ წერტილად რჩება აჭარა,“ – აღნიშნა 7 სექტემბერს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ორი დღით ადრე კი, სტადიონის გახსნასთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „… პირბადით და ორი სკამის გამოტოვებით, თუ დავიცავთ წესს და რიგს, ამას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილება. ალბათ, შესაბამისი, ისეთი პომპეზური გახსნა ვერ იქნება, მაგრამ მოხდება წესის და რეგულაციის დაცვით“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 8 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 21 აჭარაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 2 767  PCR ტესტირებიდან, დადასტურდა 21 ახალი შემთხვევა. ე.წ. ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებულია 3 შემთხვევა. დღეს, 8 სექტემბერს, დაიწყო ბაზრობაზე მასიური ტესტირება. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება“.

ბათუმში, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიებას, 12 სექტემბერს, 6 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა. ღონისძიებისთვის კი, 490 895 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა იგეგმება. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ შესყიდვების სააგენტოდან შესაბამისი განაცხადი გამოიხმო.

ამ თემაზე:

ვინ უნდა მართოს ბათუმის სტადიონი – კერძო კომპანიამ თუ სახელმწიფომ? [გამოკითხვა]

 

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა – 8 სექტემბრის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 8 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი.

ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსზე 363 ადამიანს მკურნალობენ.

დღესვე, მალევე, გახდება ცნობილი ახალი შემთხვევებიდან კორონავირუსის რამდენი შემთხვევაა ბათუმში.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1729 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

უაქციზო სიგარეტის შენახვისთვის პირს შესაძლოა 6-დან 8 წლამდე მიუსაჯონ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამეგრელოს რეგიონში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, თავის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონელს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის  ღირებულება 29 000 ლარს აღემატება“ , – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის   მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ანა დოლიძე პრემიერად „კუპატას“ ასახელებს

„მოძრაობა ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ბათუმელი ძაღლის, „კუპატას“ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მათი პარტიის პრემიერობის კანდიდატი „კუპატა“ იქნება.

„მეგობრებო, კამპანია დაწყებული არ იყო ერთი გამოხტა პრემიერობა მინდაო. რა დროს პრემიერობაა, ჯერ არჩევნებია მოსაგები. ბოლოს ჩვენ ვითათბირეთ და წარვადგენთ ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს. მხარი დაუჭირეთ, უალტერნატივოა“ – ვკითხულობთ ანა დოლიძის გვერდზე.

2020 წლის არჩევნებზე ანა დოლიძე თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატია.

სკოლებში ჟურნალები უქმდება – მინისტრის ბრძანება 2021-2022 სასწავლო წლისთვის

საქართველოს განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, 2021-202გ2 სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალები გაუქმდება, ელექტრონული ჟურნალის წარმოება კი, სავალდებულო იქნება. მინისტრის ბრძანება ძალაში დღეს, 2020 წლის 7 სექტემბერს შევიდა.

ამავე ბრძანებით, სკოლებმა ელექტრონული ჟურნალის წარმოება მიმდინარე წლიდანვე უნდა დაიწყონ.

2020-2021 სასწავლო წელს სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. თუ საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად გააგრძელებს ჟურნალის წარმოებას და მასწავლებლები დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონულ ჟურნალში ყოველი კვირის ბოლოს შეიტანენ.

„ამისთვის მასწავლებლები საჯარო/კერძო სკოლის რესურსს (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი) გამოიყენებენ“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

მინისტრის ახალი ბრძანებით:

„2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი)“;

„ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჟურნალში არსებულ ინფორმაციას“;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებულნი არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისაგან“;

„2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება.“

2020-21 სასწავლო წლისთვის აჭარის 16 საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება:

[red_box]16 სკოლა აჭარის მთაში, სადაც პირველკლასელი არ ეყოლებათ – 2020 წელი[/red_box]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი, 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ბათუმსა და ქობულეთში სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არა 15 სექტემბერს, არამედ 1-ელ ოქტომბერს დაიწყება:

ბათუმსა და ქობულეთში 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად დაიწყება – გახარია

 

300-ლარიანი კომპენსაცია 3 404 პირის გარდა ყველა რეგისტრირებულმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მისაღებად სულ   251 690 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მათგან ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე გადაერიცხა 248 286 პირს. ამ მიზნით სულ 74 485 800 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულები პორტალზე პირველ აგვისტომდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.

სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით კომპენსაცია უნდა მიიღოს კიდევ 3 404-მა დარეგისტრირებულმა, ჯამში 1 021 200 ლარი. რა ვადაში მიიღებენ დარეგისტრირებულები კომპენსაციას? – სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „უნდა აღმოიფხვრას ხარვეზები და რა ვადას მოიცავს ეს, წინასწარ არ იციან“.

კითხვაზე, თუ რა ხარვეზებზეა საუბარი? – სააგენტოში განმარტეს, რომ დარეგისტრირებულები უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამის პირობებს:

„ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკური პირებზე – ამ პირობას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ; ასევე დარეგისტრირებულებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი საბანკო ანგარიშები და სხვა“.

300 ლარი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 2020 წლის 31 ივლისს დასრულდა.

ქალებმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში. მათი აქტიურობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის გაეცა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად.

მოქალაქეები 2 სექტემბერს ბათუმში ისევ შეიკრიბნენ და გააჟღერეს მოთხოვნა – მიიღონ მრავალჯერადი, სამასლარიანი დახმარება, სანამ თურქეთის საზღვარი არ გაიხსნება და ისინი სამსახურში დაბრუნებას შეძლებენ:

თურქეთში დასაქმებული ქალები მრავალჯერად დახმარებას ითხოვენ საზღვრის გახსნამდე

 

 

ენმ-მ აჭარაში ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტენატიული გეგმა შეიმუშავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექიმმა ლევან ანთაძემ, რომელიც პანდემიის საწყის ეტაპზე კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა [სწორედ ამ კლინიკაში იღებდნენ კოვიდპაციენტებს – ავტ], დღეს, 7 სექტემბერს, ბრიფინგზე ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტერნატიული გეგმა წარადგინა. მისი შეფასებით, „ოცნების“ მთავრობა პანდემიას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.

„ქართულმა ოცნებამ უნდა დაამთავროს პანდემიის გამოყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ასეთი ყალბი მიდგომა იწვევს უნდობლობას არამარტო ქართული ოცნების, არამედ ეპიდღონისძიებების მიმართაც“, – განაცხადა ლევან ანთაძემ ბრიფინგზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული გეგმის მიხედვით, უნდა  გაუქმდეს იძულებითი კარანტინი, „რადგან ეს ძვირადღირებული, კორუფციული და ნეპოტისტური რისკების შემცველი ღონისძიებები  პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანაში არ გამოიყენება.“

ალტერნატიული გეგმის მიხედვით, უნდა გაიზარდოს PCR ტესტირების ჩატარების დღიური რაოდენობა. მომზადდეს დღევანდელი რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჰოსპიტალური სექტორის რეაგირების გეგმა აჭარის რეგიონისთვის, მათ შორის, პაციენტების დაყოფის გეგმა დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით. აუცილებელია ბავშვთა ასაკის კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლფონდის ფორმირება აჭარაში.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე მედპერსონალს [კოვიდკლინიკების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ცხელების ცენტრების თანამშრომლებს] დაენიშნოს ხელფასზე სახელმწიფო დანამატი.

პარტიაში მიიჩნევენ ასევე, რომ უნდა გამკაცრდეს ადმინისტრირება და ზედამხედველობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების დარღვევაზე.

ალტერნატიული მართვის გეგმა ჩაკეტილ საზღვრებსაც ეხება.

„პირველ რიგში, უნდა გაიხსნას საზღვრები და სრულად აღდგეს საჰაერო ფრენები. კარგად მესმის, რომ ეს დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, მაგრამ მსოფლიოში ბევრი წარმატებული მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საზღვრების გახსნით არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის გაუარესება“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

გეგმის მიხედვით, შემოსვლა თავისუფალი უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის [განურჩევლად მოქალაქეობისა], რომლებიც ბოლო 14 დღე იმყოფებოდნენ საიმედო ქვეყანაში. კითხვაზე, რომელი ქვეყანა მივიჩნიოთ საიმედოდ? – ლევან ანთაძე პასუხობს, რომ ამისთვის შეიძლება ვისარგებლოთ შემთხვევათა კუმულაციური ციფრით. ეს გულისხმობს 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელებას 100 000 მოსახლეზე.

„თუ ეს ციფრი 16-ზე ნაკლებია, ქვეყანა ითვლება კორონავირუსის გავრცელების კუთხით კეთილსაიმედოდ. თუ ადამიანი მოდის არასაიმედო ქვეყნიდან, ანუ კუმულაციური ციფრი 16-ზე მეტია, მაშინ ის მიდის თვითიზოლაციაში და მე-12 დღეს იკეთებს PCR ტესტს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალება.

უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა აუცილებელი, გადაუდებელი ეპიდღონისძიების გატარებისას. ჩვენი გეგმა მიმართულია იქითკენ, რომ შევძლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება ისე, რომ დაბალანსებული იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესები“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

1 ლარი ძალადობის მსხვერპლი, ღარიბი ქალებისთვის – „ფემინა” უკვე 8 ქალს დაეხმარა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინა“ ძალადობის მსხვერპლი და უკიდურესად ღარიბი ქალების დასახმარებლად 1 წლის წინ შეიქმნა. ფონდი ფემინა კი სულ 2 თვეა რაც არსებობს. მოხალისეები ყოველთვიურად რიცხავენ სიმბოლურ 1 ლარს, რითაც ,,ფემინა“ შეჭირვებულ და ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება.

„ორგანიზაცია მოხალისეობრივ პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენი ფსიქოლოგები და იურისტები სრულიად უსასყიდლოდ უწევენ კონსულტაციას ქალებს. მათ უნდათ რაღაც გააკეთონ ქალებისთვის და ჩვენ მათ ვაძლევთ ამის საშუალებას.

თავდაპირველად ვუწევდით იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდებოდა, თუმცა ქალები ხშირად გვეკითხებოდნენ, გვქონდა თუ არა სოციალური სერვისებიც. ჩვენივე სახსრებით და სოცქსელებში დაანონსებული აქციებით ვაგროვებდით სხვადასხვა საჭიროების მქონე ქალებისთვის ბინის ქირის, მედიკამენტების, საკვების თანხას. მერე ფონდის იდეა მოგვივიდა და ორ თვეში უკვე 8 ქალს დავეხმარეთ. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი გაიცა ჯანმრთელობის, მათ შორის რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის ხელშესაწყობად, მედიკამენტებისთვის, ბინის ქირის თანხაც შეგროვდა 2 ქალისთვის. სამომავლოდ ვაპირებთ ქალთა განათლების ხელშეწყობისკენაც მივმართოთ ფინანსური სახსრები და იმ სტუდენტ გოგოებს, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა, სწავლის საფასურის 30, 40%-იანი თანადაფინანსებით მაინც დავეხმაროთ“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინას“ დამფუძნებელი ნინო ბაისონაშვილი.

დახმარებისთვის ქალები „ფემინას“ სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მიმართავენ, შემდეგ კი მათ საჭიროების მიხედვით აკავშირებენ ფსიქოლოგებსა და იურისტებთან.

„თუ ქალებს ერთმანეთის მიმართ ემპათია არ გვექნება, ძალიან გაგვიჭირდება აღმოვფხვრათ სხვადასხვა ფორმით ღია თუ დაფარული ძალადობა ქალების მიმართ. ჩვენ არ ვაგროვებთ მხოლოდ ფულს. ჩვენ ვაგროვებთ და გავცემთ ფულის საშუალებით თანადგომას, ემპათიას, სოლიდარობას და ვაძლიერებთ, ვაფართოებთ ქალ დონორთა წრეს. ეს ნიშნავს, რომ დღეს შენ გეხმარებიან, ხვალ კი შენ უნდა დაეხმარო. ეს ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა იმ საზოგადოებაში, სადაც ქალების მიმართ ემპათია ძალიან დაბალია“, – ამბობს ნინო ბაისონაშვილი.

„ფონდი „ფემინა“ ფულს არ გასცემს ხელზე, ის თავად აფინანსებს ბენეფიციართა საჭიროებებს აპლიკანტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საგულდაგულოდ გადამოწმების შემდეგ.

ფონდის საქმიანობა ღია და საჯაროა, პროცესი კი – სრულიად გამჭვირვალე“, – წერია ფონდის საქმიანობის აღწერაში.

ძალადობის მსხვერპლი და უკიდურესად ღარიბი ქალების დახმარების მსურველები ფონდ ფემინას ანგარიშზე:  GE32TB7664836020100005  ყოველთვიურად ავტომატურად რიცხავენ 1 ლარს, ან სურვილისამებრ ნებისმიერი ოდენობის თანხას.

16 სკოლა აჭარის მთაში, სადაც პირველკლასელი არ ეყოლებათ – 2020 წელი

ხულოს მუნიციპალიტეტში 4 საჯარო სკოლაა, სადაც პირველკლასელები არ მიუღიათ. ესენია: რიყეთის, ძმაგულას, კალოთისა და სკვანას საჯარო სკოლები. აქედან ბოლო ორ სკოლაში პირველკლასელი არც გასულ წელს ყოფილა.

ყველაზე მეტი – რვა საჯარო სკოლა დარჩა პირველკლასელი მოსწავლეების გარეშე შუახევის მუნიციპალიტეტში. აქედან სამი სკოლა საშუალო საფეხურისაა, ხუთი კი – საბაზო საფეხურის.

სოფლები, სადაც საშუალო საფეხურის საჯარო სკოლებში პირველკლასელები არ ეყოლებათ:

  • სოფელი ჩანჩხალო
  • სოფელი ტბეთი
  • სოფელი ხაბელაშვილები

სოფლები, სადაც საბაზო საფეხურის საჯარო სკოლებში პირველკლასელები არ ეყოლებათ:

  • სოფელი სხეფი
  • სოფელი კვიახიძეები
  • სოფელი ტომაშეთი
  • სოფელი ტაკიძეები
  • სოფელი ვანი

გასულ წელს ამ მუნიციპალიტეტში ათ საჯარო სკოლას არ ჰყავდა პირველკლასელი.

მიუხედავად ამისა, შუახევის რესურსცენტრში გვითხრეს, რომ წელს პირველკლასელთა მატებაა სკოლებში. „დაბის სკოლას ჰყავს ბევრი პირველკლასელი, ასევე ფურტიოს საჯარო სკოლაში მიიღეს 17 პირველკლასელი, ზოგან თითო-თითო პირველკლასელია და მთლიანობაში 149 პირველკლასელი მივიღეთ სკოლებში, გასულ წელს კი 112 გვყავდა“, – ამბობს ედუარდ გოგრაჭაძე, შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ ოთხ საჯარო სკოლაში არ ეყოლებათ პირველკლასელი.

ეს საჯარო სკოლებია:

  • სოფელ ძენწმანის
  • სოფელ ბზუბზუს
  • სოფელ ჯალაბაშვილების

გასულ წელს აჭარის მთის 19 სოფელში არ ჰყავდათ პირველკლასელი.

რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს, გასული წლისგან განსხვავებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას ეყოლება პირველკლასელი.

ამავე თემაზე:

სკოლები, რომლებმაც პირველკლასელები ვერ მიიღეს

_____________________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

რატომ არ მისცეს კომპენსაცია ამ დრომდე სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს

„დაისეტყვა თუ არა ჩვენი ბაღები, მაშინვე მოვიდნენ მერიიდან, ფოტოები გადაუღეს ყველაფერს და წავიდნენ… მერე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, იქნება დახმარებაო. არ ვიცი, მივიღებთ თუ არა რამეს, არავინ მოსულა, არ გამიგია, ვინმეს მიეღოს,“ – ამბობს ხულოში, სოფელ მთისუბანში მცხოვრები ნანა შაინიძე. ასობით ოჯახი ხულოში, შუახევსა და ქედაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსავლის კომპენსაციას ელის. ძლიერი სეტყვა ხულოს, შუახევისა და ქედის რამდენიმე სოფელში 14 და 15 ივნისს მოვიდა.

„…ისეთი სეტყვა იყო, არაფერი ჩანდა,“ – გვიყვება ნანა შაინიძე მთისუბნიდან. -„როცა გავიხედე გარეთ, სულ განადგურებული იყო ყველაფერი, ვტიროდი… არც ლობიო მოვიდა, არც პომიდორი, კიტრი, კარტოფილიც დაზიანდა, ხილიც არაა, ვყიდულობთ ხილს, მაგრამ რამდენს იყიდი? ჩემი შვილები ერთი მეორეკლასელია, მეორე – 5 წლის, სოციალური დახმარებაც ახლა შეჩერებული გვაქვს.“

ხულოს მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ზარალი უკვე დათვლილია და ოჯახები მალე მიიღებენ კომპენსაციას. აქ ვერ დაგვიკონკრეტეს, რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი თითქმის 3 თვე ზარალის დასათვლელად და კომპენსაციის გასაცემად.

ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში სეტყვის შედეგად 587 ოჯახი დაზარალდა, კიდევ სამი ოჯახი კი – ქარიშხლისგან. სეტყვისგან დაზარალებულები სარეზერვო ფონდიდან ჯამში 235 909 ლარს მიიღებენ, ქარიშხლისგან დაზარალებულები – 11 306 ლარს.

კომპენსაცია არ მიუღიათ ქედაშიც. აქ დანდალოში, ხარაულაში, ტაკიძეებსა და ჯალაბაშვილებში მცხოვრები ოჯახები დაზარალდნენ სეტყვისგან. ქედის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან გორგილაძე ვერ ამბობს, კონკრეტულად როდის მიიღებენ კომპენსაციას დაზარალებულები. მისი თქმით, ამ დრომდე ტექნიკური დეტალები ზუსტდება.

„ზარალის დათვლის პროცესი უკვე დასრულებულია. ჯამში სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს 260 ათას ლარამდე და ახლა ზუსტდება ტექნიკური დეტალები – ანგარიშის რომელ ნომერზე უნდა ჩაერიცხოს თანხა, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ეს ოჯახები დახმარებას მიიღებენ,“ – გვითხრა ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ.

სეტყვის შედეგად შუახევში ძირითადად ორ სოფელში დაზარალდნენ. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, 199 ოჯახს უკვე მისცეს კომპენსაცია – ჯამში 70 637 ლარი.

ბათუმში 89 ინფიცირებულს მკურნალობენ, ორი პაციენტი რეანიმაციაშია – კორონავირუსი აჭარაში

7 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 89 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. კლინიკაში ძირითადად ახალი პაციენტები არიან.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, 15 პაციენტს პნევმონია აქვს, ორი პაციენტი კი, რეანიმაციაში იმყოფება, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე არ არიან.

გია კიკაბიძე ამბობს, რომ ხვალ კოვიდინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს სხვა ქალაქებში გადაიყვანენ: „ორსული ქალია და გადავა თბილისში. ასევე, კლინიკაში გვყავს დედა, რომლის ბავშვიც დაინფიცირდა და დედა-შვილს გადაიყვანენ საჩხერეში, რადგან ჩვენ ბავშვებს ვერ ვიღებთ“.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულ პაციენტთა შორის ორი ასაკოვანია: 78 წლის ქალი, რომელსაც გადატანილი აქვს ინსულტი, აღენიშნება გულის უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია; ასევე, 63 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა, გია კიკაბიძის თქმით, მძიმე იყო და ახლა, შედარებით გაუმჯობესდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამ დროისთვის ერთდროულად 130 კოვიდინფიცირებულის მიღება შეუძლია, საავადმყოფოში 105 საწოლი და 25 ადგილია რეანიმაციაში, თუმცა დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად დაიტვირთება უახლოეს დღეებში და აქ იქნება 170 საწოლი.

„25 ახალი სუნთქვის აპარატი გვაქვს. საბედნიეროდ, ახლა არც ერთი არ გვჭირდება. თუ ჟანგბადის მიწოდება სჭირდება პაციენტს, ნიღბით ვაწოდებთ“, – ამბობს გია კიკაბიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტების რეკორდული მაჩვენებელია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი კადრების დამატებაც დასჭირდა:

„ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ვიცით, რომ ომში ვართ. ჯერჯერობით მედპერსონალი უმკლავდება და, ასევე, ვამატებთ მედპერსონალს. ჩვენი შიდარესურსებით ვცდილობთ შევსებას, გარედანაც მივიღეთ რამდენიმე ექთანი და სანიტარი. მივიღეთ უმცროსი ექიმები, რომლებიც ექიმებს ეხმარებიან“, – გვითხრა გია კიკაბიძემ.

მისივე თქმით, პალატები, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ერთ და ორსაწოლიანია.

„ოჯახის წევრები ერთად არიან, ცოლ-ქმარი თუ ხვდება კლინიკაში, ერთად არიან პალატაში. ჩვენ გვაქვს ორ და ერთადგილიანი პალატები, ასე, რომ ორზე მეტი პაციენტი ჩვენთან პალატაში არ წევს“, – ამბობს გია კიკაბიძე.

„აჭარაში ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა“ – გახარია კონტროლის გამკაცრებაზე

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულ სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ჩატარებაზე კონტროლი მკაცრდება. როგორც დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა თქვა, მსგავსი სოციალური ღონისძიების დროს ინფიცირების გავრცელების რამდენიმე შემთხვევაც გამოვლინდა.

“აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი იყო აჭარაში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა. იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა [ვირუსის] გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება,”-ამბობს გახარია.

პრემიერი ასევე განმარტავს, რომ სოციალურ ღონისძიებებზე კონტროლის გამკაცრება ღია სივრცეებს არ ეხება, თუმცა მთავრობას ამ მიმართულებით დამატებითი მოთხოვნები ექნება.

ამას გარდა, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

  • 15 სექტემბრიდან ყველა უცხოელმა, მათ შორის, ვისაც ნაცვალგების პრინციპზე დაყრდობით აქამდე არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, საქართველში შემოსვლისას თან უნდა იქონიონ 72-საათიანი პისიარტესტი.
  • ბათუმსა და ქობულეთში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 1 -ელ ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.
  • 12 დღის ნაცვლად კარანტინის პერიოდი 8 დღემდე შემცირდა.

შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია – საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს, 7 სექტემბერს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

„ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში“, – აცხადებს აღნიშნული სამსახური.

სამაშველოს ინფორმაციით, შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.

აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელიც ორ სკოლაში ასწავლის

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნონა ეფაძე აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც ორ საჯარო სკოლაში ასწავლის.

როგორც აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ ორი სკოლის პედაგოგების სიას გადაუგზავნიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ანუ დანარჩენ პედაგოგებსაც ჩაუტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე.

სკოლებში ასამდე მასწავლებელი მუშაობს.

სამუშაო პროცესი სკოლებში 20 აგვისტოდან განახლდა.

დღეს, 7 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლის შენობებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე ვერ განახლდება. სკოლები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას 15 სექტემბრიდან.

დღეს აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან დახლოებით 17 შემთხვევა „დონას“ კლასტერს უკავშირდება.

აჭარაში აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 156 შემთხვევა დაფიქსირდა – ამირან გამყრელიძე

„აჭარაში აგვისტო-სექტემბერში 156 დადებითი შემთხვევა გვაქვს, აქედან 40 უკავშირდება საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერს, 30 – ქობულეთს და ერთი ჩაქვის „ოაზისს“. დღევანდელი დღით დაძაბულ და ცხელ წერტილად რჩება აჭარა,“ – აღნიშნა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სტატისტიკა მზარდია, თუმცა ქვეყანა მწვანე ზონად რჩება.

„ინციდენტობის მაჩვენებლებით, რაც ნიშნავს 100 ათას კაცზე დაავადებულთა რაოდენობას, ივლისის პირველ კვირაში ჩვენ გვქონდა 0.7, აგვისტოს პირველ კვირაში – 1.2,  სექტემბრის პირველ კვირაში – 5.3 ტენდენცია ზრდისა არის, მაგრამ ჩვენ სამფეროვანი შუქნიშნის მიხედვით, ვართ, რა თქმა უნდა, მწვანე ზონა…. ყვითელი ზონა არის მაშინ, როცა 100 ათასზე არის 10-დან 30-მდე შემთხვევა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითდამშვიდებული ვიყოთ, ეს პროგნოზირებადი იყო,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა მოსახლეობას მოუწოდა, მასობრივი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

„ქორწილები კარგია, მაგრამ არ შეიძლება 300 და 400-კაციანი ქორწილი,“ – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 7 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავისურით დაინფიცირების  34 ახალი შემთხვევაში დაფიქსირდა, მათ შორის, 20 ბათუმში.

ბათუმში „ხოფის ბაზრობა“ ერთი დღით იკეტება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბათუმში ხვალ, 8 სექტემბერს, ხოფის ბაზრობა დაიკეტება.

„ხოფის ბაზრობას“ აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო კეტავენ, ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა სწორედ „ხოფის ბაზრობას“ უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, დღეს ბაზრობა დაკეტილია, რადგან სანიტარული დღეა და დაკეტილი იქნება ხვალაც. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეებს კვლევები ჩაუტარდებათ.

„ხოფის ბაზრობა“ ბათუმში, სავარაუდოდ, 9 სექტემბერს გაიხსნება.

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

 

სავალდებულო კარანტინი მხოლოდ 8 დღე გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 7 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 12 დღის ნაცვლად კარანტინის პერიოდი 8 დღემდე შემცირდა. მე-9 დღეს კარანტინში მოთავებულ პირს ჩაუტარდება პისიარტესტირება, მე-12 დღეს კი ტესტი განმეორდება.

პრემიერის განცხადებით, არსებულმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მე-8 დღიდან ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი უკიდურესად მცირეა და სწორედ ამიტომ გადაწყდა საკარანტინო პერიოდის შემცირება.

გიორგი გახარიასვე თქმით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. დანარჩენ რეგიონებში სწავლა დაგეგმილ დროს, 14 სექტემბრიდან განახლდება აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური ვითარება პოლიტიკურ პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის და არჩევნები დაგეგმილ დროს ჩატარდება.

ბათუმსა და ქობულეთში 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად დაიწყება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არა 15 სექტემბერს, არამედ 1-ელ ოქტომბერს დაიწყება.

პრემიერის განცხადებით, მანამდე მოსწავლეები და სტუდენტები ბათუმში დისტანციურად ისწავლიან.

„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, იქნება დისტანციურად, პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან. მანამდე დაიწყებენ სწავლას დისტანციურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს, 7 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო ერთი კვირაა ბათუმში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი უკავშირდება „დონას კლასტერს“. დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბათუმის ჩაკეტვა არ განიხილება.

ელისაშვილის პარტიამ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

პარტია „მოქალაქეებმა“, რომლის ლიდერი ალეკო ელისაშვილია, აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

საქართველოს პარლამენტში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმიდან იქნება გენრი დოლიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი – გიორგი მასალკინი. რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატს, ალეკო ელისაშვილმა ამ პოზიციაზე გიორგი გაბაიძე დაასახელა. პარტიას არ დაუსახელებია მაჟორიტარობის კანდიდატი ქობულეთში.

„ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაში ერთადერთი დიდი პოლიტიკური გამოცდილების ადამიანი არის გიორგი მასალკინი, დანარჩენი ყველანი დამწყებები ვართ და ამიტომაც გვჯერა, რომ უკეთესად გამოგვივა, იმიტომ, რომ არ ვივლით იმ გატკეპნილ გზებზე, რომლითაც სხვა პარტიები დადიან. ძირითადად ვერიდებით ცნობად სახეებს, რადგან ეს ცნობადობა ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდ რელსებზე დგას, ამიტომ გვინდა ახალი, წესიერი, კვალიფიციური, ამ ქვეყანაზე თავზეხელაღებულად შეყვარებული ხალხი“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ბათუმში ხმათა უმრავლესობის მოპოვებას და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას შეეცდებიან შემდეგი კანდიდატები: რესან კონცელიძე [„ქართული ოცნება“], ლევან ვარშალომიძე [„ნაციონალური მოძრაობა“], იაგო ხვიჩია [„გირჩი“], გენრი დოლიძე [„მოქალაქეები] და ზაურ გაბაიძე [„პატრიოტთა ალიანსი“].

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ტიტე აროშიძე [„ქართული ოცნება“], გიორგი კირთაძე [„ნაციონალური მოძრაობა“], გიორგი მასალკინი [„მოქალაქეები“] და ჯუმბერ ტაკიძე [„პატრიოტთა ალიანსი“].

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩამონათვალი არასრულია, რადგან პარტიების ნაწილს ჯერ არ დაუსახელებია კანდიდატები, მათ ამისათვის ვადა სექტემბრის ბოლომდე აქვთ.

საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები წელს 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

5 000 ფერმერი აჭარაში შესაწამლ აპარატს ითხოვს, სამინისტრო ამჯერად 500 ცალს იყიდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში 5000-მდე ფერმერი ითხოვს შესაწამლ/შემასხურებელ აპარატს. სამინისტრო მიმდინარე წელს 500 ცალ ასეთ აპარატს შეიძენს, რომლებსაც თანადაფინანსებით ფერმერებს გადასცემს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 575 ათასი ლარია.

„ტენდერით შეძენილი 500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის ფერმერებისთვის გადაცემა 2020 წლის ბოლომდე იგეგმება. თანადაფინანსების პრინციპი არ შეცვლილა – აპარატის ღირებულების 70%-ს სამინისტრო დაფარავს, ფერმერი კი, ღირებულების 30%-ს გადაიხდის“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ტენდერის მიხედვით, ერთი ცალი შესასხურებელი აპარატისთვის 1 150 ლარია ბიუჯეტიდან გათვალისწინებული. აპარატის საბოლოო ღირებულება კი ტენდერზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შესთავაზებენ სამინისტროს.

ტენდერში გამარჯვებულმა შესაწამლი აპარატები სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიაწოდოს. წინადადებების მიღება 2020 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, შესასხურებელი აპარატის „საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 18 თვეს. მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას საქონლის საგარანტიო ვადაში მომსახურებაზე. სწორი ექსპლუატაციის პირობებში, თუ დაზიანდა ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის რომელიმე ნაწილი ან იქნა აღმოჩენილი ქარხნული წუნი, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, საგარანტიო პერიოდში (არანაკლებ 18 თვე) თავისი ხარჯებით 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს უშუალოდ ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის ან/და მისი რომელიმე ნაწილის შეკეთება, ხოლო შეუკეთებლობის შეთხვევაში შეცვლა ან სამინისტროსთვის წუნდებული საქონლის ღირებულების თანხის ანაზღაურება“.

გარანტიის მოქმედების ვადის ათვლა იწყება სამინისტროსა და ფერმერს შორის საქონლის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებიდან. ბენეფიციარს [ფერმერს] საგარანტიო მომსახურება უნდა გაეწიოს აჭარაში, ადგილმდებარეობის მიხედვით.

2020 წლის გაზაფხულზე დარიგებული ერთი ერთეული შესაწამლი აპარატის ღირებულება, სამინისტროს ინფორმაციით, 1000 ლარი იყო. ფერმერი თანადაფინანსების პირობებში 190 ლარს იხდიდა:

ვინ მიიღებს და როდის სოფელში შესაწამლავ აპარატს?

მთავარი ფოტო არქივიდან / აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტო

კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა ბათუმში – ბოლო 24 საათის მონაცემები

აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში – ამის შესახებ დღეს, 7 სექტემბერს, განაცხადა ჟურნალისტებთან რუსუდან შავიშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ახალი შემთხვევები უკავშირდება უკვე ინფიცირებული პირების ოჯახურ კონტაქტებს, მისივე თქმით, 20-დან 2 პირის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. მანვე აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევები არ უკავშირდება „დონას“ კლასტერს. 

ერთი შემთხვევა უკავშირდება „ხოფის ბაზრობას“, რუსუდან შავიშვილის თქმით, ამ მიმართულებით მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

აჭარაში დღეს საღამოს 600-ზე მეტ ტესტის პასუხს ელოდებიან კორონავირუსზე.

7 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი.

______________

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა„ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

მსოფლიოში კორონავირუსის 27 მილიონზე მეტი შემთხვევაა, გარდაიცვალა 883 529 ადამიანი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, 7 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 27 114 051 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ცენტრია აშშ-ი, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და პერუ.

ბოლო დღეებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა ინდოეთში, ქვეყანა უკვე მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით, აშშ-ის შემდეგ. ინდოეთში დადასტურებულია კორონავირუსის 4 204 613 შემთხვევა.

7 სექტემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 883 529 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი – 188 941 ადამიანი Covid19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 126 650 – ბრაზილიაში, 71 642 კი – ინდოეთში.

პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის იანვრიდან დღემდე, კორონავირუსისგან განიკურნა 18 139 392 ადამიანი.

____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FEHIM DEMIR

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 სექტემბრის 21 საათიდან 8 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს – 9-10 სექტემბერს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

_______________

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

Exit mobile version