მთავარი,სიახლეები

არ აყვეთ პროვოკაციებს – ბათუმში ოპოზიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

08.11.2020
არ აყვეთ პროვოკაციებს – ბათუმში ოპოზიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა მოწოდებით – მოერიდონ პროვოკაციებს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ პოლიციას, რომელიც აქციაზეა მობლიზებული.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელისუფლება ახლა შეეცდება აქციის მარგინალიზაციას და აქციაზე პროვოკატორებს შემოგზავნიან.

საპროტეტსო აქციაზე აცხადებენ, რომ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, თბილისში კი ოპოზიცია ცესკოს შენობის პიკეტირებას აპირებს. ეს გეგმა ბათუმში და თბილისში ერთდროულად მიმდინარე აქციებზე მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამოიწურა მთავრობისთვის საღამოს 8 საათამდე მიცემული ვადა – ოპოციზია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ცესკოს ხელახლა დაკომპლექტებას და რიგგარეშე არჩევნებს.

ბათუმში აქციაზე აცხადებენ, რომ მათი ქმედება იქნება მშვიდობიანი და კონსტიტუციის ჩარჩოებში.

ოპოზიციის აქცია ბათუმში 8 ნოემბერი, 2020

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: