დღეიდან, 9 ნოემბრის 22:00 საათიდან, ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. იმის გამო, რომ საღამოს ათი საათიდან დილის ხუთ საათამდე საქართველოს 7 ქალაქში როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია, შეიცვალა მატარებლების მოძრაობის განრიგიც.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი დღეში ორჯერ 08:00 და 15:05 საათზე გავა, ბათუმიდან კი 07:50-ზე და 15:25 საათზე.