მთავარი,სიახლეები

ოპოზიციის საპროტესტო ღამე აჭარის მთავრობის სახლის წინ

09.11.2020
ოპოზიციის საპროტესტო ღამე აჭარის მთავრობის სახლის წინ

ბათუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის მთავრობის სახლის წინ. პროტესტანტებმა ღამე სამთავრობო შენობის წინ, ქუჩაში გაათენეს.

აჭარის მთავრობის სახლის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე, კარვებია გაშლილი. იქვეა მოწყობილი სცენა. სცენის ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილის მუყაოს ფიტული ჰკიდია, მეორე მხარეს კი  – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ფიტული.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის წინ, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ

ბიძინა ივანიშვილის მუყაოს ფიტული აჭარის მთავრობის სახლთან    ბათუმი, 9 ნოემბერი, 2020

ოპოზიციის კარვები აჭარის მთავრობის სახლის წინ  ბათუმი,  9 ნოემბერი, 2020

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: