9 ნოემბრის 21 საათიდან 10 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა აჭარაში იქნება:
- სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო;
- მთაში, ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო.
ზღვის ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.
მომდევნო ორ დღეს, 11 და 12 ნოემბერს, აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში ღამით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა. 13 და 14 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.