სიახლეები

„წადი! წადი!“ – აქციამ ბათუმში მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა

08.11.2020 • 1054
„წადი! წადი!“ – აქციამ ბათუმში მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა. „წადი! წადი“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მისამართით. ისმის სასტვენების უწყვეტი ხმა და შეძახილი: „მონებო!“.

აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია.

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

საპროტესტო აქციაზე დღეს გაჟღერდა მოთხოვნები: ოპოზიცია ითხოვს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას.

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: