მთავარი,სიახლეები

2 ათასი ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც გადაადგილების შეზღუდვის წესს დაარღვევს

07.11.2020 • 1731
2 ათასი ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც გადაადგილების შეზღუდვის წესს დაარღვევს

9 ნოემბრიდან ქვეყნის 7 დიდ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა.  მოქალაქეები, რომლებიც ღამის ათიდან დილის ხუთამდე ქუჩაში გავლენ, 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

„ჩვენ გვაქვს სანქციები განსაზღვრული კანონმდებლობით. ეს არ არის  კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული. კერძოდ 2 ათასი ლარი ფიზიკურ პირებზე,“ – თქვა ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 7 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ჯერჯერობით მთავრობას არ განუმარტავს, რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული შეზღუდვა.

ამავე თემაზე:

ღამით, დიდ ქალაქებში ფეხით და ტრანსპორტით გადაადგილება 9 ნოემბრიდან იკრძალება – მთავრობა

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: