მთავარი,სიახლეები

„იმოქმედე“ – აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეები სცენას აწყობენ

08.11.2020 • 1007
„იმოქმედე“ – აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეები სცენას აწყობენ

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში აქცია ახლა უკვე აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია ჯერ ბათუმის დრამატული თეატრის წინ მიმდინარეობდა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს აქციის მონაწილეებს და მოითხოვეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, მოგვიანებით კი აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა.

აქციაზე ისმის შეძახილები: „იმოქმედე“, „წადი“, „მონებო“, „მიშა“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობას საღამოს რვა საათამდე აქვს დრო მათი მოთხოვნების შესასრულებლად.

აქციის მონაწილეები აქ სცენას აწყობენ, აქციაზე გამოჩნდა შეშის შეკვრები და კასრები – სავარაუდოდ საპროტესტო აქციის მონაწილეები აქ ღამით დარჩენას გეგმავენ.

აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია.

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: