მთავარი,სიახლეები

„ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – ცერცვაძე პანდემიისას აქციის ცივი წყლით დაშლის საფრთხეზე

09.11.2020
„ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – ცერცვაძე პანდემიისას აქციის ცივი წყლით დაშლის საფრთხეზე

„მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – უპასუხა თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „მთავარი არხის“ შეკითხვას პანდემიისას, ნოემბრის ცივ ღამეს მომიტინგეების ცივი წყლის ჭავლით დაშლის შესახებ.

„ვერ გეტყვით, ეს ეპიდემიოლოგიური საკითხები NCDC-ის [დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი] კომპეტენციაა. ჩემი კომპენტენცია არის ავადმყოფის მკურნალობა. თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ სატელეფონო საუბრისას, რომლის ჩანაწერი ტელეკომპანიამ გაავრცელა.

„მთავარი არხი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძესაც დაუკავშირდა.

„ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, მე მკითხეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია. ეს სხვა ტიპის პოლიტიკურ კითხვაა, მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

8-9 ნოემბერს თბილისში, ცესკოს წინ გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცივი წლის ჭავლი ორჯერ გამოიყენა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: