მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა აჭარაში, 5 გარდაცვლილი

09.11.2020 • 1423
კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა აჭარაში, 5 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 5 ადამიანი.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკით ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის მასშტაბით დღე-ღამეში  გამოჯანმრთელდა 2 470 პირი.

აჭარაში მდებარე საავადსმყოფოებში, 9 ნოემბრის მონაცემებით, 759 პაციენტი მკურნალობს. აქედან 111 მძიმე პაციენტია, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. 1 480 პირი კი კოვიდსასტუმროში მკურნალობს. ქვეყნის მასშტაბით ბინაზე კორონავირუსს 7 454 პირი მკურნალობს. უცნობია აქედან რამდენი პირი მკურნალობს აჭარაში.

9 ნოემბრის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 37 675 პირი იმყოფება,აქედან  5 637 – თბილისი, 16 360 – აჭარაში და 4 403 პირი – იმერეთში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: