სიახლეები

„აია სოფიას“ ცნობილი კატა 16 წლის ასაკში მოკვდა

08.11.2020
„აია სოფიას“ ცნობილი კატა 16 წლის ასაკში მოკვდა

სტამბოლში, „აია სოფიაში“ მცხოვრები კატა სახელად „გლი“ 16 წლის ასაკში მოკვდა – ამის შესახებ თურქული მედია წერს.

კატას კარგად იცნობდნენ „აია სოფიას“ დამთვალიერებლები, მასთან ფოტო აქვს გადაღებული არა ერთ ცნობილ პირს, მათ შორის აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას.

„გლის“ საკუთარი გვერდიც ჰქონდა ინსტაგრამზე, 116 ათასზე მეტი მიმდევრით. კატა 16 წელი ცხოვრობდა „აია სოფიაში“.

24 სექტემბრიდან სტამბოლის ყველაზე ცნობილ კატას კერძო ვეტერინარულ კლინიკაში მკურნალობდნენ, იგი ასაკის გამო მოკვდა.

„გლის“ სიკვდილს ტვიტერზე გამოეხმაურა სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიქაია. „არასდროს დაგივიწყებ, გლი“ – წერს ის.

„გლი“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: