მთავარი,სიახლეები

ბათუმში აქცია ღამითაც არ დაიშლება – ოპოზიცია

08.11.2020
ბათუმში აქცია ღამითაც არ დაიშლება – ოპოზიცია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციამ კარავი გზის სავალ ნაწილზე, პირდაპირ ქუჩაში გაშალა.

აქციაზე აცხადებენ, რომ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, თბილისში კი ოპოზიცია ცესკოს შენობის პიკეტირებას აპირებს. ეს გეგმა ბათუმში და თბილისში ერთდროულად მიმდინარე აქციებზე მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამოიწურა მთავრობისთვის საღამოს 8 საათამდე მიცემული ვადა – ოპოციზია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ცესკოს ხელახლა დაკომპლექტებას და რიგგარეშე არჩევნებს.

ბათუმში მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა მოიტანეს კასრები, შეშა და ცეცხლს ანთებენ. აქციაზე აცხადებენ, რომ მათი ქმედება იქნება მშვიდობიანი და კონსტიტუციის ჩარჩოებში.

აქცია ბათუმში. 8 ნოემბერი, 2020 წელი

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

დღეს, საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდიდან გამოეხმაურნენ ოპოზიციის მოთხოვნებს და ხვალ, 9 ნოემბრისთვის შეხვედრაზე მიიღეს წინადადება, თუმცა სანამ შეხვედრა არ მოხდება, დაშლას არ აპირებენ.

აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: