მთავარი,სიახლეები

აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე: „ველოდებით მოვლენების განვითარებას“

08.11.2020
აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე: „ველოდებით მოვლენების განვითარებას“

დღეს, 8 ნოემბერს, აჭარის მთავრობის წინ გრძელდება ოპოზიციური პარტიების აქცია, სადაც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

აქციაზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საპოლიციო ძალების მობილიზება აქციას უკავშირდება და არავის ეზღუდება გადაადგილება.

ქუჩაში კარვის დადგმასთან დაკავშირებით კოტე ანანიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის „ტექნიკური გადაკეტვა“: „ველოდებით მოვლენების განვითარებას. თუ არ იქნება პროვოცირება სამართალდამცავი სტრუქტურების, ჩვენ ვდგევართ და ვიცავთ საზოგადოებრივ  წესრიგს“ – განაცხადა მან.

ანანიაშვილს ასევე ჰკითხეს, როგორ მოიქცევა პოლიცია ხვალ, როცა ძალაში შევა გადაადგილების აკრძალვა ღამის 10 საათის შემდეგ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ეს რეგულაციები იქნება ძალაში, იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ხვალ ვისაუბროთ მაგ საკითხზე“ – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. აქციის მონაწილეებმა აქ კარავი დადგეს.

დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისშიც. აქციის მონაწილეები თბილისში ცესკოს შენობისკენ გაემართნენ, მათ შენობის პიკეტირება ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა ცესკოსთან წყლის ჭავლი გაუშვეს და პოლიციამ აქციის დაშლა გაფრთხილების გარეშე დაიწყო.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: