მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 პაციენტი – 9 ნოემბერი

09.11.2020
დადასტურდა კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 პაციენტი – 9 ნოემბერი

8 ნოემბრის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 24  ადამიანი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი. მონაცემებს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.

  • ბოლო 24 საათში თბილისში გარდაიცვალა  13 ადამიანი,  აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, კახეთში – 1 ადამიანი.
  • გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 74, გურიაში – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 79, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.
  • ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  15 113.
  • 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 356, აჭარაში – 759. მძიმე პაციენტია – 645, მათ შორის, თბილისში – 320, აჭარაში – 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი,  მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 111.
  • 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეშია 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 645, აჭარაში-1 316.
  • დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, მათგან თბილისში  5 637 პირი, აჭარაში – 16 360, იმერეთში – 4 403.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-მდე გაიზარდა; აქედან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 45 042, გარდაიცვალა სულ 499 პაციენტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: