თუ ფეხებზე ხშირად გიჩნდებათ უცნობი წარმოშობის ჩალურჯება, გამომწვევი მიზეზი კი არ გახსენდებათ, შესაძლოა ეს ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემაზე მიანიშნებდეს. ანგიოლოგი მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ ასეთ დროს ექიმთან ვიზიტია საჭირო, რათა სისხლის შემდედებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გამოირიცხოს.
ბატონო მერაბ, რა შეიძლება იყოს ქვედა კიდურებზე ტრავმის გარეშე გაჩენილი ჩალურჯებების მიზეზი?
ტრავმის გარეშე ჩალურჯებების ძირითადი მიზეზი არის ვენური წნევის მომატება ქვედა კიდურებში, ანუ ვენური ჰიპერტენზია.
ვენური ჰიპერტენზია ეს არის ვარიკოზული დაავადების პათოგენეზურ რგოლში ერთ-ერთი წამყვანი. ასეთ დროს ვენაში წნევა იზრდება და ჩნდება ვარიკოზული დაავადება. წვრილი კაპილარები, შესაძლოა, მაღალი წნევის ფონზე გასკდეს და განვითარდეს ჩალურჯება, ანუ ჰემატომა.
ჩალურჯება ასეთ შემთხვევაში არ წარმოადგენს საშიშროებას, იმიტომ, რომ ის თავისით გაიწოვება ან, შესაძლებელია, მედიკამენტოზური დახმარების ფონზე გაიწოვოს, თუ ეს არ არის მასიური და მსხვილი ჩალურჯებები, ანუ სისხლჩაქცევები, მაგრამ ცხადია, მაინც საყურადღებოა.
თუ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ჩალურჯება ხდება თუ არა ვენური ჰიპერტენზიის გამო, უნდა შევამოწმოთ, ხომ არ არის პრობლემები სისხლის შემდედებელ სისტემაში – კოაგულოგრამაში, თრომბოციტების რაოდენობა ხომ არ არის დაქვეითებული, ხომ არ არის დაბალი პროთრომბინის მაჩვენებელი და ა.შ.
ანუ ჩალურჯება ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით ზაფხულში, არის განპირობებული ვენური წნევის მატებით და ვარიკოზული დაავადებით.
თუ ეს არის ჩალურჯება, სისხლჩაქცევა და არ გვეშლება სიმპტომურად სხვა რამეში, ეს თრომბის განვითარებასთან კავშირში არ არის.
რაზე მიანიშნებს, როცა ჩალურჯებები ტრავმის შედეგად ჩნდება, მაგრამ უფრო ადვილად და ხშირად, ვიდრე აქამდე ხდებოდა?
მექანიზმი პრინციპულად იგივეა. თუ ადამიანს ვენური წნევა აქვს, ამ შემთხვევაშიც მიკროტრავმის დროს მალე განვითარდება ჩალურჯებები.
ქვედა კიდურის სისტემაში ვენური წნევა თუ არ არის მომატებული, მიკროტრავმის შემთხვევაში ჩალურჯებები შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს ან შეიძლება უფრო პატარა ზომის იყოს. სიცოცხლისთვის საშიში არც ერთი არ არის.
როგორ გამოიყურება?
ხშირად ეშლებათ ჰემატომა/სისხლჩაქცევა კაპილარული ქსელის განვითარებაში, რომელმაც შეიძლება მოლურჯო ელფერი მიიღოს.
კაპილარული ქსელი დარჩება ხანგრძლივად, მუდმივადაც კი, პროცედურებით თუ არ გაქრა. შესაბამისად, ეს არ არის ჩალურჯება.
სისხლჩაქცევა/ჰემატომა კაპილარული ქსელისგან განსხვავდება, თუმცა მიზეზი ქვედა კიდურებში, როგორც წესი, არის ერთი და იგივე – ვენური ჰიპერტენზია და ვარიკოზული დაავადება.
ვინ არიან რისკჯგუფში?
ვენური წნევის მომატება, როგორც აღვნიშნეთ, ვარიკოზული, ანუ ქრონიკული ვენური დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, შესაბამისად, ასეთი ჰემატომების წარმოქმნის რისკჯგუფში არიან ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უვითარდებათ ქრონიკული ვენური დაავადება.
ძირითადად, სქესის მიხედვით, ეს ქალებში უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში, ასაკიც წარმოადგენს რისკფაქტორს. კერძოდ, რაც მეტია ასაკი, მით მეტია ვენური ჰიპერტენზიისა და ვარიკოზული დაავადების განვითარების რისკი.
რისკფაქტორებში ძალიან მნიშვნელოვანია წონა, გარკვეული პროფესიები, მაგალითად, სამსახურები, სადაც ადამიანებს უწევთ დიდ ხანს ფეხზე დგომა, ან მთელი დღით ჯდომა. ასევე, ზოგადად არააქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები.
Mayo Clinic: ზოგიერთი ადამიანი – განსაკუთრებით ქალები – სისხლჩაქცევებისადმი უფრო მიდრეკილია. ასაკის მატებასთან ერთად კანიც უფრო თხელი ხდება და კარგავს დამცავ ცხიმოვან ფენას, რომელიც სისხლძარღვების დაცვას უწყობს ხელს.
პრევენცია როგორია?
განსაკუთრებით ზაფხულში, ბათუმში, როცა ვენური ჰიპერტენზიის და ქრონიკული ვენური დაავადების პრევენციაზე ვსაუბრობთ, უპირველესი რეკომენდაციაა ზღვა და ცურვა, ოღონდ ცურვა დილით და საღამოთი – გარუჯვის გარეშე, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
ზოგადად პრევენციაა აქტიური ცხოვრების წესი – ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ დიდხანს არ იდგეს, არ იჯდეს, თავისუფალ დროს ფეხი მაქსიმალურად დაასვენოს, ქალებმა ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ უნდა ატარონ, მამაკაცებმა – ძალიან უქუსლო. სადღაც 3-5 სმ არის ოპტიმალური სიმაღლე ფეხსაცმლისათვის.
უნდა შევეცადოთ, არ მოვამატოთ წონაში.
საერთოდ, ვენური სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით ზაფხულში, უნდა განვიხილოთ, როგორც ვარიკოზული დაავადების არსებობა, ქრონიკული ვენური დაავადების უკვე პროგრესირების ნიშანი და პაციენტმა უმჯობესია დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს.
აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ოჯახის ექიმთან სხვა მიზეზით მისული 10 ადამიანიდან მინიმუმ 7-ს აქვს ვარიკოზული დაავადება/ქრონიკული ვენური დაავადება, აქედან გამომდინარე, უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმმა უნდა მართოს ეს სიტუაცია.
„სწავლის დაწყებამდე ორჯერადად უნდა იყოს აცრილი ყველა მასწავლებელი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, თუ რამდენი პედაგოგია აცრილი, რადგან ვაქცინაციის პროცესი ნებაყოფლობითია. „ბათუმელებმა“ ამირან გამყრელიძეს ჰკითხა, დაახლოებით რა პროცენტია პედაგოგების აცრილი და რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ სწავლის დაწყებამდე არ აიცრება ყველა პედაგოგი?
„ამ დროისთვის რამდენი მასწავლებელია აცრილი, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, დაახლოებით 5-10 პროცენტზე მეტი არ იქნება. ვფიქრობ, როგორც ექიმების შემთხვევა გვაქვს, ისევე უნდა გაკეთდეს პედაგოგების შემთხვევაშიც, ერთიანი ბაზა და გადავატაროთ ვაქცინაციის ბაზას. ამის შემდეგ გვექნება ზუსტი მონაცემები. ამაზე მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან საუბარი“, – ამბობს გამყრელიძე.
მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უნივერსიტეტებთან, რომ ყველა სტუდენტი და უნივერსიტეტის თანამშრომელი იყოს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორჯერადად აცრილი. „თუ არ აიცრებიან, იქნებიან ისევ დისტანციურ სწავლებაზე“.
გამყრელიძე ამბობს, რომ ზაფხულში მატულობს სხვადასხვა კონფერენციები და ტრენინგები, ასეთ შემთხვევაშიც, მხოლოდ ორჯერ აცრილი პირები უნდა მონაწილეობდნენ შეხვედრებში.
გამყრელიძის თქმით, იგივე მოთხოვნები უნდა გავრცელდეს საბავშვო ბაღებზეც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – „ფაიზერის“ დოზების შემოტანა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად იქნება მოთხოვნა ვაქცინაზე.
„მილიონი დოზის შემოტანაზე ხელი მოწერილი გვაქვს, პირველი ეტაპი დაიწყება ივლისის მეორე ნახევარში, თუმცა „ფაიზერი“ დაგვაკვირდება, თუ რამდენად აქტიური იქნება ვაქცინაციის პროცესი და ამის შემდეგ გადაწყდება დანარჩენი დოზების მოწოდების კონკრეტული თარიღებიც“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამ ეტაპზე, როგორც გამყრელიძე ამბობს, უნდა გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის აუცილებლობაზე, რადგან დღევანდელი მონაცემებით, გაზრდილია კოვიდით ინფიცირების შემთხვევები, მათ შორის, ბავშვებში.
ჟურნალისტებმა ამირან გამყრელიძეს ჰკითხეს კოვიდპასპორტის შტრიხკოდების თაობაზეც, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში სისტემამ ვერ წაიკითხა.
გამყრელიძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების შესახებ აქამდე არ სმენია. „შტრიხკოდი რომ ვერ წაიკითხონ, ფურცელზე მითითებულია მოქალაქის მონაცემები, ვაქცინის სახელწოდება და ის, რომ ორჯერ არის აცრილი, ამიტომ ეს პრობლემა არ უნდა იყოს“, – ამბობს გამყრელიძე.
ამ პერიოდში ვაქცინაცია შესაძლებელია როგორც დაჯავშნით, ასევე ჯავშნის გარეშე კლინიკებში.
ყველა ვიდეოში მღერის, ცეკვავს ან ხუმრობს. ყველა ფოტოზე იცინის. აგერ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაღებული ვიდეოც, მეგობრებთან ერთადაა, ზღვისპირა, მყუდრო კაფეში ყველა ერთად ცეკვავს და ყველა ბედნიერია. მანოც აქვეა, მისი შეყვარებული. სულ, სულ ერთად ცეკვავენ ვიდეოში და ათას რამეზე იცინიან.
ჭიპა (დათო ჭიპაშვილი) და მანო როხვაძე
დათო ჭიპაშვილის, იგივე ჭიპასთვის, რას არ აკეთებენ მეგობრები. შექმნეს სპეციაური გვერდი ფეისბუქზე: ჭიპასთვის ყიდიან საკუთარ ნახატებს, ხელნაკეთ ნივთებს, სტარტაპერები თავიანთი პროდუქტების გაყიდვების ნაწილს ურიცხავენ ჭიპას, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები – ყოველდღე, ვისაც რა და რამდენი აქვს იმდენს აგროვებს ჭიპასთვის, 26 ბიჭისთვის, რომელიც მაშინაც ხუმრობს და იცინის, როცა მთელი სხეულის გადასაღებად მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში წვება და ნელი სვლით შეჰყავთ გვირაბში – შემდეგი გამოკვლევისთვის.
ჭიპა (დათო ჭიპაშვილი)
4 თვის წინ ჭიპას და მანოს ცხოვრება სულ სხვანაირი იყო. ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ, ჭიპას სტარტაპის იდეა ჰქონდა და ერთად უნდა დაეწყოთ საქმე, მაგრამ მხარზე უეცრად გაჩენილმა წანაზარდმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
26 წლის დათო ჭიპაშვილს 4 თვის წინ ბიფაზურ-სინოვიალური სარკომა დაუდგინდა, მე-3 სტადია. ოპერაცია ბათუმში გაუკეთეს, მაგრამ მალევე რეციდივი გამოვლინდა და ზუსტად იმავე ადგილას წანაზარდი ისევ გაჩნდა.
ჭიპა ახლა სტამბოლში, კლინიკა აჯიბადემშია მანოსთან და დედასთან ერთად. ჩაუტარდა საჭირო კვლევები და ექიმებმა დაადგინეს, რომ მალე კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება. ოპერაცია 85 ათასი დოლარი ღირს და 20 დღეში უნდა გაკეთდეს.
„თავიდან გვეგონა, რომ მაქსიმუმ 25 ათასი დოლარი იქნებოდა საჭირო. გვეგონა, ამას ახლობლებიც შევაგროვებდით. გავაკეთეთ დახურული ჯგუფი, სადაც მეგობრები, ნათესავები, ოჯახის ახლობლები ვიყავით მხოლოდ და ასე ვაგროვებდით თანხას.
თუმცა ექიმებმა გვითხრეს, რომ ეს საკმარისი არაა და 85 ათასი დოლარია საჭირო. დამოუკიდებლად ვეღარ შევძლებდით ამ რესურსის მოგროვებას და საჯარო, ღია ჯგუფი გავაკეთეთ ფეისბუქზე, რომელსაც ჰქვია „ჭიპასთვის“. რამდენიმე დღეა დავიწყეთ ეს კამპანია, ვისაც როგორ შეუძლია ყველა ეხმარება დათოს. სხვადასხვა ქალაქში ყუთებით დადიან, აწყობენ გარე ვაჭრობას და ბევრი ვინმე ცდილობს გააკეთოს თუნდაც მცირედი, რომ ეს თანხა შეგროვდეს. დრო გვაქვს ძალიან, ძალიან ცოტა“, – ამბობს მანო როხვაძე.
უკვე ერთი კვირაა, რაც ფეისბუქზე დათო ჭიპაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მისმა მეგობრებმა შექმნეს გვერდი „ჭიპასთვის“. გვერდზე ყოველდღიურად უამრავი პოსტი იდება, უამრავი ადამიანი გულშემატკივროს 26 წლის დათოს, რომ იცოცხლოს, ისევ იცინოს, თურქეთიდან ჯანმრთელი დაბრუნდეს და დაიბრუნოს 4 თვის წინანდელი, უდარდელი და სიცოცხლის ხალისით სავსე ყოფა – 85 ათას დოლარად.
___
თიბისი ბანკი:
GE02TB7285736515100024
საქართველოს ბანკი:
GE11BG0000000162629357
ლიბერთი ბანკი:
GE14LB0711171882575000
ასევე შეგიძლიათ გადარიცხოთ საქართველოს ბანკის Plus ქულები პირადი ნომრით: 01019075333
ასევე თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ „თიბისიდან“ ან „საქართველოს ბანკიდან“ პირადი ნომრითაც ნებისმიერ ანგარიშზე: 01019075333
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უკვე შესაძლებელია კორონავირუსზე აცრა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაციის [დაჯავშნის] გარეშე.
„მოქალაქეს, ვისაც სურს კორონავირუსზე აიცრას, შეუძლია მიმართოს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, თან იქონიოს პირადობის მოწმობა და მას ადგილზევე დაეხმარებიან დაჯავშნაში და აცრიან. აჭარის მასშტაბით რესპუბლიკურის გარდა არის კიდევ 12 სამედიცინო დაწესებულება, რომლებშიც საერთო ჯამში 28 აცრის კაბინეტი ფუნქციონირებს. ამ დაწესებულებებსაც მიეცათ რეკომენდაცია, რომ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მისულ მოქალაქეს დაეხმარონ ვაქცინაციაში – დაარეგისტრირონ და აცრან“, – გვითხრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
გარდა კლინიკებისა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა შესაძლებელია არასამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. შესაბამისი ბრძანება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 2021 წლის 8 ივლისს გამოსცა.
„ქვეყნისთვის საჭირო მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა და მათი გეოგრაფიული მდებარეობა განისაზღვრება საქართველოში COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიასთან შეთანხმებით“, – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებმა“ ჰკითხა, ხომ არ იგეგმება აცრის ცენტრის გახსნა ბათუმის ბულვარში [ისე, როგორც გასულ წელს ტესტირების კარვები გაიხსნა]. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე, მომართვიანობიდან გამომდინარე, არ დგას იმის აუცილებლობა, რომ ვაქცინაციის ცენტრები არასამედიცინო დაწესებულებებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც მოეწყოს.
„თუმცა, თუ ამის აუცილებლობა იქნება, სისტემა მზადაა. მიმდინარეობს ტრენინგები და სპეციალისტთა გადამზადება“, – გვითხრეს ცენტრში.
[toggle title=”როგორ უნდა მოეწყოს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, ნახეთ აქ: “]
ა) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის მოწყობა ნებადართულია დიდ სივრცეებში ან შენობებში, სადაც გათვალისწინებულია შემდეგი ფუნქციური სივრცეების გამოყოფა (იგულისხმება სივრცობრივი მოწყობა და არ არის სავალდებულო ფიზიკური გამიჯვნა):
ა.ა) გარე თავშეყრის სივრცე – ტერიტორია, სადაც მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში მოსული ვიზიტორების შენობაში შესვლამდე ხდება მათი თავშეყრა და რიგებში ორგანიზება;
ა.ბ) თერმოსკრინინგის სივრცე, სადაც შენობაში შესვლამდე ტარდება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში მოსული პირების თერმოსკრინინგი;
ა.გ) მასობრივი ვაქცინაციის ცენტის შესასვლელი;
ა.დ) ვიზიტორის რეგისტრაციის სივრცე;
ა.ე) სამედიცინო შეფასების სივრცე COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარის შევსებისა და ვაქცინაციის ექიმის მიერ აცრაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
ა.ვ) ვაქცინაციის სივრცე, სადაც ხდება ამცრელი პუნქტების ორგანიზება და უშუალოდ აცრის ადმინისტრირება;
ა.ზ) ვაქცინაციის შემდგომი ობსერვაციის/დაკვირვების სივრცე, სადაც ხდება აცრის შემდგომი დაკვირვება;
ა.თ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სივრცე;
ა.ი) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრიდან გამოსასვლელი (სასურველია გამიჯნული იყოს შესასვლელისგან, ან უზრუნველყოფილ იქნეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში შემსვლელ და გამომსვლელ ვიზიტორთა ნაკადების გადაკვეთის პრევენცია სპეციალური გამყოფი საშუალებების გამოყენებით);
ა.კ) ვაქცინების შესანახი იზოლირებული და დაცული სამაცივრო სივრცე, სადაც ინახება და დაცულია საჭირო ვაქცინის მარაგი;
ა.ლ) სამედიცინო ნარჩენების დაყოვნებისთვის განკუთვნილი იზოლირებული და დაცული სივრცე;
ა.მ) იზოლირებული და დაცული სასაწყობო სივრცე, სადაც ინახება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრისთვის საჭირო სამედიცინო და არასამედიცინო სახარჯი მასალა;
ა.ნ) სივრცე ადმინისტრაციისთვის და თანამშრომლების მოსასვენებლად (გამიჯნული სხვა სივრცეებისგან);
ა.ო) სანიტარიული კვანძები (ტუალეტებითა და ხელსაბანით) მამაკაცებისა და ქალებისთვის;
ა.პ) შესასვლელთან მოწყობილი თანამშრომელთა გასახდელი/გამოსაცვლელი სივრცე/სპეციალური კარადა საკიდებით.
ბ) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის ფართობი უნდა იყოს საკმარისი ამ ცენტრისთვის დაგეგმილი დღიური გამტარუნარიანობის (დღიური აცრა-ვიზიტების) უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ბ.ა) უნდა ჰქონდეს ადეკვატური განათება, იყოს მშრალი და დაცული მზის სხივების და ატმოსფერული ნალექის პირდაპირი ზემოქმედებისაგან;
ბ.ბ) უნდა ხდებოდეს სივრცეებში ტემპერატურის (24-280C) და აირცვლის/ვენტილაციის კონტროლი და/ან ჰქონდეს ადეკვატური ბუნებრივი ვენტილაცია;
ბ.გ) იატაკის საფარი მოსახერხებელი უნდა იყოს სველი წესით დასუფთავებისა და დამუშავებისთვის;
ბ.დ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შშმ პირების გადასაადგილებლად მოსახერხებელი პირობები (როგორც შენობის შესასვლელში და გასასვლელში, ასევე შენობის შიგნით ვაქცინაციის სივრცეში);
ბ.ე) ადეკვატურად უნდა მარაგდებოდეს ელექტროენერგიით და ჰქონდეს საკმარისი სიმძლავრის სარეზერვო დენის წყარო, რომელიც საჭირო იქნება ელექტრო, საოფისე, სავენტილაციო და სხვა საინჟინრო მოწყობილობების ოპერირებისთვის;
ბ.ვ) უნდა ჰქონდეს ადეკვატური მომარაგება ინტერნეტით და/ან შესაძლებელი უნდა იყოს მობილური ინტერნეტკავშირის მოწყობა;
ბ.ზ) შენობა უნდა აკმაყოფილებდეს „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების“ შესახებ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სახანძრო-უსაფრთხოების მოთხოვნებს;
ბ.თ) შენობას უნდა ჰქონდეს რამდენიმე შესასვლელი-გასასვლელი ვიზიტორების, ცენტრის მომარაგების, ნარჩენების გატანის და ხანძრის შემთხვევაში ვიზიტორთა ევაკუაციის მიზნით.
ვიზიტორთა ნაკადების მართვა:
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს უნდა ჰქონდეს ამ ცენტრისთვის დაგეგმილი დღიური გამტარუნარიანობის (დღიური აცრა-ვიზიტების) უზრუნველსაყოფად საჭირო ნაკადების მართვის ორგანიზებული სისტემა (ვიზიტორთა რიგების გამოყოფა ლენტებით, თოკებით ან სხვა ტიპის საშუალებებით), რომელიც უზრუნველყოფს ვიზიტორთა ნაკადების მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობას შესასვლელიდან გასასვლელამდე ნაკადების გადაკვეთის გარეშე.
ასაცრელი პირის რეგისტრაციის სივრცე:
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს უნდა ჰქონდეს ამ ცენტრისთვის დაგეგმილი დღიური გამტარუნარიანობის (დღიური აცრა-ვიზიტების) უზრუნველსაყოფად საჭირო ასაცრელი პირის რეგისტრაციის სივრცე საჭირო რაოდენობის მაგიდებით, კომპიუტერებით, სკამებითა და რეგისტრატორებით.
სამედიცინო შეფასების სივრცე:
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს უნდა ჰქონდეს ამ ცენტრისთვის დაგეგმილი დღიური გამტარუნარიანობის (დღიური აცრა-ვიზიტების) უზრუნველსაყოფად საჭირო სამედიცინო შეფასების სივრცე, COVID-19 ვაქცინაციის წინაშეფასების კითხვარის შევსებისა და ექიმის მიერ აცრის ჩატარების ან არჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
ამცრელი პუნქტები:
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს უნდა ჰქონდეს ამ ცენტრისთვის დაგეგმილი დღიური გამტარუნარიანობის (დღიური აცრა-ვიზიტების) უზრუნველსაყოფად საჭირო ამცრელი პუნქტების რაოდენობა და თითოეულ ამცრელ პუნქტზე უნდა იყოს:
ა) ერთი მაგიდა ვაქცინებისა და საინიექციო აღჭურვილობისათვის (ბამბა, სპირტის ფლაკონი, თვითბლოკირებადი შპრიცები, სპირტიანი ერთჯერადი ტამპონი, ლეიკოპლასტირი), ვაქცინის ფლაკონზე საწერი სპეციალური მარკერი ან ფანქარი. ბასრი ნარჩენების კონტეინერი გამოყენებული შპრიცებისა და ნემსების შესაგროვებლად;
ბ) ინფექციური ნარჩენების კონტეინერი ყველა სხვა ნარჩენის შესაგროვებლად, რომელიც წარმოიქმნება ვაქცინაციის დროს (ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, გამოყენებული ან ვადაგასული ფლაკონები, ბამბის ტამპონები, სხვა სახარჯი მასალა და ა.შ.);
გ) ორი სკამი – პაციენტისთვის და ამცრელი ექთნისთვის;
დ) ვაქცინის ადმინისტრირება ხდება მაგიდასთან, თუ ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოითხოვს სხვა პირობებს ვაქცინის ადმინისტრირებისთვის, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს ექიმი;
ე) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში არსებული ამცრელი პუნქტებიდან არანაკლებ ერთ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო ტახტი, შესაბამისი საჭიროების მქონე ვიზიტორებისთვის გამოსაყენებლად.
პერსონალი და მათი ფუნქციები
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს უნდა ჰყავდეს ამ ცენტრისთვის დაგეგმილი დღიური გამტარუნარიანობის (დღიური აცრა-ვიზიტების) უზრუნველსაყოფად საჭირო რაოდენობის პერსონალი შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) ვაქცინაციის ექიმი (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმი – სპეციალისტი), რომელმაც ვაქცინაციისთვის მისულ პირს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული ვაქცინისთვის სპეციფიური უკუჩვენებების, გაფრთხილებების, გვერდითი მოვლენების შესახებ; მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები, წინა შეფასების კითხვარის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება აცრის ჩატარების ან არჩატარების შესახებ, აგრეთვე, ობსერვაციის/დაკვირვების სივრცეში ვაქცინირებულ პირზე დაკვირვების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ექიმი ვალდებულია გააფრთხილოს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის მქონე ვიზიტორი ან კანონიერი წარმომადგენელი იმუნიზაციის შემდგომ მოსალოდნელი არასასურველი მოვლენების (იშგამ) განვითარების შესახებ;
ბ) ამცრელი ექთანი (ვაქცინატორი) – ვაქცინაციის ექიმის კონსულტაციისა და ნებართვის შემდეგ აცრას ატარებს ამცრელი ექთანი აცრების წარმოების ტექნიკისა და წესების დაცვით და კონკრეტული ვაქცინის მწარმოებლის მიერ შემუშავებული ინსტრუქციის მიხედვით. ამცრელ ექთნად შესაძლებელია დასაქმებულ იქნეს ,,სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის N 244/ნ ბრძანების შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების ექთნად დასაქმების უფლების მქონე პირი;
გ) ობსერვაციის/დაკვირვების სივრცის ექიმი ვალდებულია აცრის შემდგომ, 30 ან 45 წუთის განმავლობაში ვაქცინაციის ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად, დააკვირდეს ვაქცინირებულ პირებს, პასუხი გასცეს ობსერვაციის სივრცეში მყოფი ვიზიტორების კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს მათ;
დ) რეგისტრატორები და მონაცემების შემყვანი პირები შეიძლება იყვნენ სამედიცინო განათლების არმქონე, მაგრამ სპეციალურად გადამზადებული პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩატარებული აცრების შესახებ სათანადო ინფორმაციის შეტანას იმემ-ში. აცრაზე მოსული პირის და აცრის რეგისტრაცია ხორციელდება სხვადასხვა ფუნქციურ სივრცეებში განთავსებული ტერმინალებიდან იმემ-ში „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. იმემ-ში მონაცემების შეყვანა ხორციელდება მყისიერად, სანამ ვიზიტორი გადავა შემდეგ ფუნქციურ სივრცეში.“.
დღეს, 9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 35 წლის კაცი დაჭრეს. ის „მედცენტრში“ გადაიყვანეს.
„მედცენტრის“ ინფორმაციით, კაცი ქვედა კუდურის არეშია დაჭრილი და მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. კლინიკის პრესცენტრის განმარტებით, ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცი დანით დაჭრეს და კონფლიქტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის წინ, ქუჩაში მოხდა.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 9 ივლისის 21 საათიდან 10 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და დილის საათებში – ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 26- 31 გრადუსი
ღამით: 20 – 25 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 18- 23 გრადუსი სითბო
ღამით: 10 -15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 11-12 ივლისს, აჭარაში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა.
პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად, გასული წლის გაზაფხულზე საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი ბათუმში – ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდებოდა, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს. მიუხედავად ამისა, 2020 წლის საშუალო მონაცემებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში ნორმაზე მეტი დაფიქსირდა.
ჰაერში აზოტის დიოქსიდის საშუალოწლიური კონცენტრაცია ზღვრულ ნორმას ბათუმში ბოლო სამი წელია აჭარბებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის საშუალოწლიური კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობა არის მაქსიმუმ – 40.
ბათუმში კი, ეს მჩვენებელი 2018 წელს იყო – 59, 2019 წელს – 47, ხოლო 2020 წელს – 48.
აზოტის დიოქსიდი მოწითალო-ყავისფერი, მაღალი რეაქციის უნარის მქონე აირია, რომელიც საწვავის წვის შედეგად წარმოიქნება. მისი უმთავრესი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი. ასევე, მრეწველობის სექტორი და შინამეურნეობებში მოხმარებული საწვავი.
აზოტის დიოქსიდს [NO2] ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა აქვს – რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება და რესპირატორული სიმპტომები [მაგალითად, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება].
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში [ბაქრაძის ქუჩაზე აღებული სინჯების მიხედვით], ჰაერი მნიშვნელოვნადაა დაბინძურებული ასევე ბენზოლით. ეს ორგანული ნაერთი, თავისებური არამკვეთრი სუნის მქონე უფერო, მოძრავი აქროლადი სითხეა.
ორგანიზმში ბენზოლი შეიძლება სასუნთქი ორგანოებიდან ან დაზიანებული კანიდან მოხვდეს და მწვავე, ზოგჯერ კი ქრონიკული მოწამვლა გამოიწვიოს.
ბენზოლის [C6H6] შემცველობა ჰაერში 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით [შკალაზე ფერები მოცემულია ძალიან კარგი მაჩვენებლიდან – ძალიან ცუდ მაჩვენებლამდე] / წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტოფოტოზე ჩანს, რომ ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე აღებული სინჯების მიხედვით, ბენზოლის შემცველობა ჰაერში 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, 2021 წლის მარტში საკმაოდ გაზრდილია და მაჩვენებელი არის ძალიან ცუდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოდან „ბათუმელებმა“ ამავე ადგილიდან ივნისის თვის მონაცემებიც გამოითხოვა, თუმცა ის ვერ მივიღეთ.
„გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე 25 ქალაქში, მათ შორის ბათუმის ცხრა ლოკაციაზე, წელიწადში ოთხ ეტაპად [მარტი, ივნისი, სექტემბერი, ნოემბერი] ზომავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორებს, რომლის დროსაც ისაზღვრება ბენზოლის, აზოტის დიოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციები. გაზომვების მეთოდოლოგიის შესაბამისად, გარკვეული პერიოდის [ორი კვირა] განმავლობაში, სხვადასხვა დასახლებული პუნქტების წინასწარ შერჩეულ წერტილებში წარმოებს ინდიკატორული მილაკების განთავსება. შემდეგ მილაკების ანალიზი ტარდება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში“, – მოგვწერეს სააგენტოდან.
ინდიკატორული გაზომვებით ჰაერში ბენზოლის შემცველობის საშუალო ხარისხი დაფიქსირდა ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე [2021 წლის მარტის მდგომარეობით]. ამავე ადგილზე საშუალო ხარისხის იყო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მაჩვენებელიც.
მიმდინარე წლის მარტში ოზონის შემცველობის ძალიან კარგი ხარისხი [69.4] დაფიქსირდა ბათუმის ბულვარში ჩატარებული ინდიკატორული გაზომვებით. 2020 წლის მარტში კი, ბულვარში, ოზონის შემცველობის ხარისხი ჰაერში იყო ცუდი [221.9].
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზონი [O3]ტროპოსფეროში წარმოქმნილი დამბინძურებელი აირია: „მიწისპირა ოზონი ჰაერში პირდაპირ არ იფრქვევა. იგი მზის ენერგიის მეშვეობით მიმდინარე სხვა დამბინძურებლების ქიმიური რეაქციის გზით წარმოიქმნება. მიწისპირა ოზონი სატრანსპორტო საშუალებების, თბოელექტროსადგურების, სამრეწველო პროცესებისა და სხვა წყაროების მიერ მისი პრეკურსორების გამონაბოლქვის შედეგად წარმოიქმნება“.
ოზონი იწვევს თვალის და ყელის გაღიზიანებას, ხველას, სასუნთქი გზების პრობლემებს, ასთმას, ფილტვის დაზიანებას.
ბათუმში [2018 წლიდან დღემდე პერიოდში] ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან წერილობით გამოითხოვა.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი [გარდა ინდიკატორული გაზომვებისა] ხორციელდება ასევე შვიდი ავტომატური სადგურის საშუალებით, რომელთაგან ერთი მდებარეობს ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა N1-ში.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატურ სადგურზე ისაზღვრება შემდეგი დამაბინძურებლების კონცენტრაციები: მყარი ნაწილაკები (PM10, PM2,5), აზოტის ოქსიდები (NO, NOx, NO2), გოგირდის დიოქსიდი (SO2), ნახშირჟანგი (CO) და ოზონი (O3).
გაქვთ თუ არა ინფორმაცია რა არის ბენზოლის შემცველობის ხარისხის გაუარესების მიზეზი [ბაქრაძის ქუჩაზე] და რა ღონისძიებები ტარდება/გატარდა მდგომარეობის გამოსასწორებლად?
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2018-2021 წლებში ბათუმში მონიტორინგის შედეგად გაცემული იყო თუ არა რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის, ამა თუ იმ საწარმოს თუ ორგანიზაციის მისამართით?
კონკრეტულად რა რეკომენდაციები და თუ გაითვალისწინეს? – გარემოს ეროვნული სააგენტოდან ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.
2021 წლის 8 ივლისის 13:00 საათის მდგომარეობით, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგურის მონაცემებით ჰაერში დამაბინძურებლების შემცველობა ამ ლოკაციაზე ნორმის ფარგლებშია:
წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო
ბათუმში ჰაერი ხშირად დაბინძურებულია, ძირითადად მტვრის მყარი ნაწილაკებით. ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი და სხვა.
ხშირ შემთხვევაში „ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] კონცენტრაციების მატება, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი საჰარის უდაბნოს მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.
აშშ-ს კიბოს ასოციაციის მონაცემებით, „ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურება ზრდის ნაადრევად გარდაცვალების, გულის დაავადებების, ასთმური შეტევების რისკებს და მას ასევე შეუძლია შეაფერხოს ფილტვების ზრდა და ფუნქციონირება“; ასევე „უტყუარი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ჩვენ მიერ მოხმარებულ ჰაერს, რომელიც ბინძურდება როგორც ავტომანქანების გამონაბოლქვის ნაწილაკებით, ასევე ნებისმიერი სხვა ინდუსტრიული წყაროებიდან – შეუძლია გამოიწვიოს ფილტვის კიბო“.
ონკოლოგის, მედიცინის დოქტორის, მემედ ჯინჭარაძის თქმით, ფილტვის კიბოს უმრავლეს შემთხვევაში თამბაქოს მოხმარება იწვევს, თუმცა იგი ამბობს, რომ დაბინძურებული ჰაერის ფაქტორი სატრანსპორტო თუ საწარმოო გამონაბოლქვის სახით ასევე შეიძლება ფილტვის კიბოს მიზეზი გახდეს.
რაც შეეხება ზღვის წყლის ხარისხს აჭარაში, მას გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების არსებობაზე ამოწმებენ. 2021 წელს ყველაზე კარგი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვის, არის მწვანე კონცხზე, კვარიათსა და მახინჯაურში:
გომისმთაზე მასპინძლები უკვე დაბრუნდნენ, კოტეჯების ფანჯრები შეაღეს, დასასუფთავებელი დაასუფთავეს და შესაკეთებელი შეაკეთეს, ხელი შეავლეს ყველაფერს, რომ დამსვენებელს მომზადებულები დახვდნენ.
მასპინძლების თქმით, ტურისტები გამოჩნდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კოტეჯია თავისუფალი. სეზონი გომისმთაზე აქტიურად ახლა იწყება.
კოტეჯები 2-3 საძინებელს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოს და სველ წერტილებს მოიცავს, არის სამსაძინებლიანი სახლებიც, თუმცა ფართობი არ გულისხმობს, რომ სახლის დაქირავების შემთხვევაში დამსვენებელთა რაოდენობა ლიმიტირებული არ იქნება.
გომის მთაზე ოთახის დღიურად დაქირავების ფასი ერთ ადამიანზე 20-30 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ კოტეჯს ოჯახი ხანგრძლივად ქირაობს, ოთხ ადამიანზე დღიური ფასი 150 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. ზოგჯერ ღირებულება იმაზეცაა დამოკიდებული, რამდენად დიდ და კომფორტულ გარემოს ახვედრებს მასპინძელი დამსვენებელს.
ფიქრია ხოროზანიშვილი გომის მთაზე ორსართულიან სახლს აქირავებს:
„კოტეჯი არ არის, სახლია. შესაბამისად, საძინებლებიც დიდია – 20 კვ.მ-ია ერთი საძინებელი. არის ცხელი წყალი, გაზი, ჭურჭელი და თეთრეული“. ამ კოტეჯის ფასი 4 დამსვენებლის შემთხვევაში დღიურად 150 ლარია, ხოლო 4-ზე მეტის შემთხვევაში – 200 ლარი ან მეტი [დამსვენებლების რაოდენობის მიხედვით].
თითქმის იდენტური პირობებით აქირავებს ორსართულიან სახლს ნონა გოგმაჩაძე. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ საძინებლები იზოლირებული არ არის და მეორე საძინებელში გასასვლელად საძინებლის გავლა გიწევს. „ასევე მაქვს ძალიან დიდი ეზო, ლამაზი ხედებით.“
ნონას თქმით ერთი დღით ჯგუფის მიერ კოტეჯის დაქირავების შემთხვევაში ფასი ერთ ადამიანზე 20 ლარია, ხოლო ოჯახი თუ იქირავებს, ათი დღით ფასი 300 ლარია ივლისში, აგვისტოში კი – 500 ლარი. ეს ფასი მოქმედებს 4-5-წევრიანი ოჯახის შემთხვევაში.
„ათი თუ შევა, 300 ლარად ვერ მივცემ, რადგან იზრდება წყლის, ელექტროენერგიის მოხმარება, რასაც ჩვენ ვიხდით“, – ამბობს ნონა.
გომისმთა
ფასები თითქმის იდენტურია ბახმაროში. 1 ღამით კოტეჯის დაქირავება, სადაც ორი საძინებელი, ცხელი წყალი, სამზარეულო, მისაღები ოთახი და სველი წერტილი და ასევე, სარეცხი მანქანა დაგხვდებათ, 1-3 ადამიანზე 150 ლარია. ბახმაროში იმავე პირობების დაქირავება ორჯერადი კვებით ერთ ადამიანზე 40 დოლარი დაგიჯდებათ.
მზია აფრასიძის თქმით, წელს ბახმაროს კოტეჯებზე მოთხოვნა მაღალია: „უკვე ორჯერ მქონდა გაქირავებული. ბოლოს 2 ღამით 400 ლარად მქონდა გაქირავებული 4 ადამიანზე. 21-22 დღით 2000 ლარად ვაქირავებ“.
გომისმთისგან განსხვავებით ბახმაროში ავტოტრანსპორტი ყოველდღე მოძრაობს, არის ბაზარი და მაღაზიებიც. ბათუმიდან ბახმაროში სამარშრუტო ტაქსის ფასი 20 ლარია, თბილისიდან კი – 35 ლარი.
ბახმარო
ინფრასტრუქტურა – გზა, გადაადგილება ფასები
გომისმთაზე მასპინძლები ჩივიან, რომ „წელს დამსვენებელი ჭირს“, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი გადაადგილების პრობლემას ასახელებენ. გომისმთაზე ასვლა ორი გზით შეიძლება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან და შუახევიდან.
ოზურგეთიდან მიმავალ გზაზე ახლა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ გზაზე გადაადგილება დამსვენებლისთვის მხოლოდ შაბათ-კვირას არის შესაძლებელი.
„წლის განმავლობაში ერთი თვეა, როცა ჩვენთან დამსვენებელი ამოდის, არ შეიძლებოდა მთავრობას ეს არ გაეთვალისწინებინა, რომ რაღაც შემოსავალი ჩვენც მიგვეღო?! 25 დღე მაინც გაჩერებულიყვნენ“, – ამბობს ფიქრია.
დედაქალაქიდან გომისმთამდე მანძილი 340 კმ-ია, ოზურგეთის ცენტრიდან კი – 33 კმ. ოზურგეთიდან გომის მთის მიმართულებით კერძო ტრანსპორტი მხოლოდ შაბათ-კვირას მოძრაობს და ღირებულება 250 ლარია, ამ ფასად მძღოლს გომისმთაზე მიჰყავს ოჯახი და მიაქვს ტვირთიც, რომელიც დამსვენებელს სჭირდება.
შუახევიდან კი ფასი 300 ლარია. ეს გზა არ არის მოასფალტებული, თუმცა როგორც მძღოლები ამბობენ „ნორმალური გზაა“.
სამედიცინო პუნქტი
გომისმთაზე ამბობენ, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა სამედიცინო პუნქტის ამოქმედება იმ ერთ თვეს მაინც , როცა კურორტზე დამსვენებელია. ამბობენ, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში აქ ექიმი მხოლოდ ერთ სეზონზე მუშაობდა: „ ვერ მისცეს ალბათ ექიმს ისეთი ხელფასი, რომ 1 თვე მაინც აქ სპეციალისტმა იმუშაოს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენც მშვიდად ვართ და დამსვენებლისთვისაც იმედია.“
ბახმაროში კი სამედიცინო პუნქტი მოქმედია.
მზის ჩასვლა ბახმაროს მთაზე
მაღაზიები
გომისმთაზე ორი მაღაზია მოქმედებს, აქ მხოლოდ ძირითადი პროდუქტი იყიდება, არის ტკბილეული, სასმელები და ნაყინიც, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირია. დასასვენებლად ჩამოსული ოჯახები აქ თავიანთი პროდუქტით ადიან.
ნისლი გომისმთაზე დღეში რამდენჯერმე შეიძლება ჩამოწვეს, ან სულაც მთელი დღე ნისლიანი იყოს. ამ დროს ზოგ ქოხში ღუმელს ანთებენ
პრობლემები დამსვენებელთან
„დამსვენებლის დატოვებული სახლის დასუფთავებას 3 დღე სჭირდება“ – გვიყვება ფიქრია ხოროზანიშვილი. ის ამბობს, რომ ბედნიერია თუ დამსვენებელი უცხოელია, რადგან არც სახლში და არც ეზოში უცხოელები არც ნაგავს ახვედრებენ და არც დამტვრეულ ნივთებს. ფიქრიაძალიან სწუხს, რომ დამსვენებელი არ უფრთხილდება გარემოს, რომელსაც ქირაობს:
„რადგან ქირაობენ, ჰგონიათ, რომ თავზე უნდა დაიმხონ ყველაფერი. მხოლოდ ეზოს ნახევარ დღეს ვანდომებ, საზამთროს კანის ჩათვლით ყველაფერს ეზოში ტოვებენ.
ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობაში ტოვებენ სახლებს. ხანძარიც კი გააჩინეს ერთხელ კოტეჯში უყურადღებობის გამო. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის ახლოს კოტეჯში დავრჩე მე და მეთვალყურეობა გავუწიო. გვქონდა შემთხვევა, როცა დამსვენებლები მარშრუტკით ჩამოვიდნენ, აქვე ახლო კოტეჯში გაჩერდნენ ერთი ღამით, მეორე დღეს დილით წასულან ისე, რომ მესაკუთრეს არაფერი უთხრეს, ადგილზე რაც მოეწონათ, ყველაფერი წაიღეს“.
გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ გორის რესურსცენტრში დაუდასტურეს. ფეისბუქპოსტის თანახმად, ქარელი ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერია.
თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა სავარაუდოდ მის მიერ დაწერილ უხამს კომენტარს უკავშირდება, რომელიც ყოფილმა დირექტორმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
კომენტარში ქარელი წერს: ,,ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს, არ გსმენიათ?“.
საელჩოს პოსტი შეეხებოდა 5 ივლისს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს სცემეს.
„ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე“, – წერდნენ საქართველოს მეგობარი ქვეყნების საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივად.
ყოფილი დირექტორისთვის ვაპირებდით გვეკითხა, დატოვა თუ არა თანამდებობა აღნიშნული კომენტარის გამო და რას ფიქრობდა ძალადობაზე, რომელიც 5 ივლისს რუსთაველზე იხილა საზოგადოებამ. თუმცა ზურაბ ქარელს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
„ჩვეულებრივი, სტანდარტული განცხადებაა დაწერილი მინისტრის სახელზე და გადავგზავნეთ სამინისტროში. დღეს შემოიტანა განცხადება“, – უთხრა „ბათუმელებს“ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
მისი თქმით, ყოფილ დირექტორს სხვა რაიმე განმარტება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე არ გაუკეთებია.
ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს გვერდზე ქარელის მიერ დაწერილი კომენტარის სქრინები ნახა. ვკითხეთ, მისთვის რამდენად მისაღებია, როცა სკოლის დირექტორი მსგავს უხამსობას წერს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომენტარის შინაარსი მისთვის მიუღებელია.
„პირადად მე, როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ არასწორია ეს კომენტარი, რადგან ევროინტეგრაცია არის სახელმწიფოს შეუქცევადი გზა. ვთვლი, რომ შეურაცხყოფის მიყენება საელჩოს გვერდზე არასწორია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“, – ამბობს ტერმაკოზაშვილი.
ზურაბ ქარელი სამი წელია, რაც გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტად მუშაობდა. ის იყო არა არჩეული, არამედ დანიშნული დირექტორი.
ზურაბ ქარელი ამავე სკოლაში მასწავლებლადაც მუშაობს. ამიტომ გვინდოდა გაგვერკვია, იმსჯელებს თუ არა მის ქცევაზე სკოლის ეთიკის საბჭო და შეუნარჩუნდება თუ არა სკოლაში საათები, თუმცა სკოლასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.
რესურსცენტრში კი გვითხრეს, რომ მათ ყოფილი დირექტორის გარდა, სხვა პირის ტელეფონის ნომერი არ აქვთ, ვისაც სკოლაში დაუკავშირდებიან.
12 ივლისიდან იწყება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია, რომელიც 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაცით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2021 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ერთიანი ჩარიცხვის წესი მოქმედებს როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებშიც. რაც იმას ნიშნავს, რომ „ყველა ავტორიზებული, მათ შორის, კერძო დაწესებულება სტუდენტებს მხოლოდ ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის მეშვეობით ჩარიცხავს“.
სამინისტროს განცხადებით, 2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ.
„რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, დამსაქმებლებთან ერთად, თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას“, – წერს სამინისტრო.
______________
ფოტოზე: პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ დიზაინერის სპეციალობის სტუდენტები. ფოტო არქივიდან.
I-IV კლასების პედაგოგთათვის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი პროფესიაში შემსვლელთათვის არის 60 პროცენტი. „შესაბამისად, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 60 პროცენტზე მეტი“, – ნათქვამია გზამკვლევში, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისთვის მოამზადა.
ამავე გზამკვლევის მიხედვით, ტესტში აკადემიური უნარების ნაწილისათვის დადგენილია შიდა ზღვარი – ქულათა საერთო რაოდენობის 40 პროცენტი. „ამ ნაწილში ზღვარის გადასალახად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 40 პროცენტზე მეტი“.
რაც შეეხება სხვა დეტალებს:
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის საგნობრივი კომპეტენციების დამადასტურებელ გამოცდებში ბარიერი მნიშვნელოვნად დაწეულია.
მაგალითად, 2020 წლის ტესტის ფორმატის მიხედვით, საგნობრივი ცოდნის ნაწილის მაქსიმალური ქულა იყო 62, ხოლო 2021 წლის ტესტის ფორმატი 51 ქულამდე შემცირდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილის მაქსიმალური ქულა იყო 25, წელს იქნება 21 ქულა.
მათემატიკური ნაწილის მაქსიმალური ქულა იყო 22, წელს იქნება 18 ქულა.
ბუნებისმეტყველების ნაწილის მაქსიმალური ქულა იყო 15, წელს გახდა 12 ქულა.
ბარიერი დაიწია აკადემიური უნარების ნაწილშიც.
თუ 2020 წელს ამ ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 18, წელს 14 ქულამდე შემცირდა.
ტესტის მაქსიმალური ქულა გასულ წელს იყო 80, წელს იქნება 65. ერთი საათით შემცირებულია ტესტირებისთვის განკუთვნილი დროც და 5-ის ნაცვლად, 4 საათი იქნება.
„შესაბამისად, პროფესიაში შემსვლელთათვის მთლიანი ტესტის ბარიერად (60%-ზე მეტი) განისაზღვრა 40 ქულა და მეტი, ხოლო ანალიტიკური უნარების შიდა ბარიერად (40%-ზე მეტი) – 6 ქულა და მეტი“, – წერია გამოცდების გზამკვლევში.
ცვლილებები აკადემიური უნარების ნაწილში:
წაკითხული ტექსტის გააზრების ნაწილში – არჩევითპასუხიანი 1-ქულიანი დავალებების რიცხვს დააკლდა 2 ქულა – იყო 7 შეკითხვა, გახდა 5.
ანალიტიკური წერის ნაწილში – ესეს შეფასების სქემის მიხედვით მაქსიმალურ ქულად, ნაცვლად 11 ქულისა, განისაზღვრა -9.
თითო ქულა დააკლდა შინაარსის რელევანტურობისა და დასაბუთების კრიტერიუმებს (შინაარსის რელევანტურობა – მაქსიმალური ქულა -1.
დასაბუთება – მაქსიმალური ქულა – 2.
ტესტური დავალებების ცვლილების დეტალები კი ასე გამოიყურება:
I-IV კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი კომპეტენცია
ენობრივი კომპეტენციის ნაწილს დააკლდა 2 ქულა, ლიტერატურის ნაწილსაც დააკლდა ასევე, 2 ქულა.
ამავე კლასების მათემატიკის საგნობრივ კომპეტენციაში
საგნობრივი ცოდნა – დააკლდა ჯამში 4 ქულა არჩევითპასუხიანი და ღია დავალების შემცირების ხარჯზე.
ბუნებისმეტყველების საგნობრივ კომპეტენციაში
საგნობრივი ცოდნა – დააკლდა ჯამში 3 ქულა არჩევითპასუხიანი და ღია დავალების შემცირების ხარჯზე.
რატომ დააკლდა ქულები კომპეტენციის დამადასტურებელ კომპონენტებს და ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება იმას, რომ პედაგოგების საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ბარიერების დაძლევას და მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას თავის საგანში? – ვკითხეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. ცენტრში გვითხრეს, რომ ცვლილებები უკავშირდება საგამოცდო დროის შემცირებას.
„შესაბამისად, შემცირდა დავალებების რაოდენობაც, თუმცა ტესტი არ გამარტივებულა“, – გვითხრეს ცენტრში.
მათი თქმით, საგამოცდო დროის შემცირებას თავად პედაგოგები ითხოვდნენ. „დროის შემცირებას ითხოვდნენ იმ მიზეზით, რომ, მათი აზრით, ძალიან ხანგრძლივი იყო გამოცდა, საგამოცდო ტესტის დროის შემცირება კი თავისთავად გულისხმობს ტესტის დავალებების შემცირებას“, – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.
მათი აზრით, მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ტესტებში მიღებული შედეგების ყოველწლიურმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დავალებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შესაძლებელია მასწავლებელთა კომპეტენციის ობიექტურად გაზომვა.
პედაგოგების საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა 14 ივლისს დაიწყება.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმს უკვე შეუწყდა, თუმცა, ცალკეულ უბნებში ბუნებრივი აირის მიწოდება ისევ ფიქსირდება. „სოკარში“ აცხადებენ, რომ „ეს მილებში ჩარჩენილი გაზია“.
„ბათუმი-ხელვაჩაურის მკვებავი ცენტრალური მილის ურდული გადაკეტილია. სადღაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მილებში ჩარჩენილი გაზია“- ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ავტობანის მშენებლობის გამო, ახალი ცენტრალური მაგისტრალის დაერთების პროცესი ხვალ, 9 ივლისიდან დაიწყება.
„იმედია, ხვალ დასრულდება დაერთების პროცესი და შემდეგ დავიწყებთ ეტაპობრივ ჩართვას. 85 ათასი აბონენტია გათიშული, ეს არ არის ცოტა. ვნახოთ რა დრო დაგვჭირდება“, – ამბობს ვახტანგ ბერიშვილი.
„სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა – იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ჩირუხის მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ზიპლაინის ზედა სადგური ჩირუხის იალებში 2400 მეტრზე, ხოლო ქვედა სადგური 2060 მეტრზე განთავსდება.
„არწივის ფორმის, 10-მეტრიანი ზედა სადგურიდან ზიპლაინით დაშვების გარდა ვიზიტორებს ჩირუხის ულამაზესი პანორამული ხედების ნახვის საშუალება ექნებათ.
ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა ზიპლაინის ქვედა სადგურთან, სადაც მოსასვენებელი სივრცეებისა და კვების ობიექტის განთავსება იგეგმება.
ჩირუხის მთაში ზიპლაინისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 10 მილიონ ლარს დახარჯავს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
2021 წლის ტურისტულ სეზონზე ბათუმის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები ბათუმის ნაგავსაყარზე წაიყვანეს, ტურისტების თვალს მოარიდეს.
ამ ძაღლებს მართალია პატრონი არ ჰყავთ, მაგრამ ბევრ მათგანზე ბათუმელი ცხოველისმოყვარულები ზრუნავდნენ, მოქალაქეები, რომელთაც ეცოდებათ მიუსაფარი ცხოველები, ცდილობენ საკვები მიაწოდონ და საჭიროების შემთხვევაში უმკურნალონ კიდეც, საკუთარი სახსრებითა და სხვა ცხოველისმოყვარულების დახმარებით.
ქალაქის ცენტრიდან რომ მიუსაფარი ძაღლები მერიამ ნაგავსაყრელზე გადაიყვანა, ეს ბათუმელმა აქტივისტებმა დაახლოებით 10 დღის წინ შენიშნეს და ფეისბუქზე, ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფში დაიგეგმა აქცია, რომლის მონაწილეებმაც გადაწყვიტეს ბათუმის ნაგავსაყარზე გასულიყვნენ, ენახათ მიუსაფარი ძაღლები, გამოეკვებათ და შეემუშავებინათ გეგმა მათ გადასარჩენად.
კვირას, 4 ივლისს, აქტივისტებს ბათუმის კოკისპირულმა წვიმამაც ვერ გადააფიქრებინა ნაგავსაყარზე წასვლა. ფოტომასალა, რომელიც მათ ნაგავსაყარზე გადაიღეს, შემზარავია. ასობით ჩონჩხადქცეული, დაავადებული ძაღლი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს ნაგავსაყარზე.
ეს ჰასკია. ერთ დროს ბევრისთვის საოცნებო ძაღლი, რომელიც საქართველოში მაწანწალა ძაღლად აქციეს ადამიანებმა.ძაღლები ნაგავსაყარზე ვერ წვიმას და ვერც სიცხეს თავს ვერ აფარებენლეკვი, რომელიც გუბეში იხრჩობა. ლეკვი აქტივისტებმა წამოიყვანეს და გადაარჩინეს.ნაგავსაყარზე იპოვეს „ყურშაც“, ძაღლი, რომელიც აქამდე ბათუმში, აბაშიძის და მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობდა და ხშირად ხვდებოდა ფოტოკადრებში, როგორც მეგობრული ცხოველიბათუმელი აქტივისტი ლია მგელაძეძაღლები ბათუმის ნაგავსაყრელიდანძაღლები ბათუმის ნაგავსაყრელიდანბევრი ცხოველი დაავადებულიაძაღლები ბათუმის ნაგავსაყრელიდანძაღლი, რომელიც პარალიზებული იყო. ცხოველისმოყვარულები იძულებულნი გახდნენ, ცხოველი რომ ტანჯვისგან ეხსნათ, ვეტერინარის დახმარებით, ძაღლი დაეძინებინათ.
რა იქნება ახლა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ბათუმის ნაგავსაყარზე მყოფი ცხოველების შესახებ?
5 ივლისს, ბათუმის მერიის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენაქციაზე. ისინი მერიას ცხოველთა უფლებების დაცვას და კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეებს მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. აქტივისტების თქმით, მათ დაჰპირდნენ, რომ ნაგავსაყრელზე მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის მდგომარეობას, პირველ რიგში კი შეიძლება გადაიხუროს ტერიტორია, რომ ცხოველების ყოფა მცირედით შემსუბუქდეს.
სანამ მერია კონკრეტულ ზომებს მიიღებს, ბათუმელი ცხოველისმოყვარულები ლოდინს არ აპირებენ. აქტივისტები უკვე მეორედ გავიდნენ ნაგავსაყრელზე ცხოველების გამოსაკვებად და შეიქმნა ჯგუფი ფეისბუქზე, რომელიც კონკრეტულად ბათუმის ნაგავსაყრელზე მყოფი ცხოველების დასახმარებლად შეიქმნა.
სახლი ქედაში, სადაც ვიზრდებოდი სავსე იყო წიგნებით. რაც თავი მახსოვს, მახსოვს წიგნებიც. წლების შემდეგ, როცა ჩემი ბავშვობის პერიოდის გააზრებას ვცდილობდი, მივხდი, რომ მაშინ ძალიან გამიმართლა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი ჩანდა, საზაფხულო არდადეგების დროს, ერთადერთი ხსნა წიგნების კითხვა იყო.
პირველი წიგნი რაც წავიკითხე – იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ აღმოჩნდა. პირველი კლასის დასრულების შემდეგ, თითქმის მთელი სამი თვე ვკითხულობდი ამ წიგნს და იმ დღიდან მოყოლებული, წიგნები სულ თან დამყვება. მას შემდეგ, ჟანრობრივად, გემოვნება და ინტერესი ბევრჯერ შემეცვალა. უცვლელი დარჩა მთავარი – წიგნი.
ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი დიდებულ მარკ ტვენს ეკუთვნის. მრავალი წლის წინ, „ტომ სოიერის თავგადასავალმა“, საბოლოოდ მომწამლა კითხვისადმი სიყვარულით. დღემდე მახსოვს დასაწყისი:
„- ტომ!
პასუხი არ არის.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!
მოხუცმა ცხვირზე ჩამოიწია სათვალე და“… ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დაიწყო.
მახსოვს, ტომ სოიერის თავგადასავალს რომ ვკითხულობდი, წიგნის მთელი სიუჟეტი თვალწინ ცოცხლდებოდა და კადრებად ლაგდებოდა ჩემს წინ. დიდი სიამოვნება იყო მარკ ტვენის გაცნობა და მის სამყაროში შესვლა.
ტომ სოიერს, ასტრიდ ლინდგრენის – „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“ მოჰყვა. მერე იყო: ჟიულ ვერნის – „80000 კილომეტრი წყალქვეშ“, ჯონათან სვიფტის – „გულივერის მოგზაურობა“ და ა.შ. შემდეგი კიდევ ბევრი ლიტერატურული აღმოჩენა. ქედაში, ჩემი ბავშვობის სახლში, თერთმეტი დაუვიწყარი წელი გავატარე წიგნებთან ერთად.
ბავშვობიდან დიდი დრო გავიდა. ახლა მხატვრულ ლიტერატურაზე მეტად დოკუმენტური პროზა მიზიდავს. თუმცა უცვლელი დარჩა ერთი, სიყვარული წიგნების მიმართ. ალბათ ამიტომაც არის, რომ აგერ უკვე ათი წელია, საქართველოსთან დაკავშირებულ, ძველ რარიტეტულ გამოცემებს ვეძებ ყველგან. ვეძებ და ბევრი ვიპოვე უკვე.
ცხადია, ამ ჩანაწერის იდეა რარიტეტული წიგნებისადმი ჩემს ინტერესს არ უკავშირდება. გპირდებით ამგვარი წიგნების შესახებაც მოვყვები ოდესმე. მანამდე სხვა, უფრო სწორედ მთავარი მინდა ვთქვა, რის გამოც ამ წერილის ვწერ.
როგორც PISA-ს კვლევა მოწმობს, სოფლად მცხოვრები ბავშვები 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ეს სკოლაში სწავლის დაახლოებით 1,5 წელს უტოლდება. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით კი, ბავშვების 44%-ს საქართველოში 3 საბავშვო წიგნიც არ აქვს. სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა და სინამდვილეში იგი იმაზე მძიმეა, ვიდრე PISA-ს, ან გაეროს ბავშთა ფონდის მონაცემების გაცნობისას დაგრჩათ.
არადა დრო ძალიან სწრაფად გადის. ტექნოლოგიური პროგრესის და აჩქარებული სამყაროს პირობებში, ზემოთ აღნიშნულმა 1,5 წელმა შესაძლოა, სოფლად მცხოვრები ბავშვების მთელი მომავალი ცხოვრება განსაზღვროს. სახელმწიფო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, რომ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ისეთივე წვდომა ჰქონდეთ ყველა საჭირო სიკეთეზე, როგორც ურბანულ გარემოში მცხოვრებ ბავშვებს. თანაბარი სასტარტო პირობების არ არსებობის ფონზე, იზრდება უთანასწორობა.
ვიცი, რომ მხოლოდ წიგნები არ არის გამოსავალი და მხოლოდ წიგნები ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას, მაგრამ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ პროექტში ჩართვა და კარგ წამოწყებაში ჩვენი წვლილის შეტანა, შესაშური საქმე იქნება.
სიამოვნებით ვიღებ ამ გამოწვევას და ვერთვები კამპანიაში, რომლის მიზანიც მაღალმთიანი აჭარის სამოცზე მეტ სოფელში, სკოლის, თუ სოფლის ბიბლიოთეკებისთვის, თანამედროვე მხატვრული და სპეციალობების შესაბამისი წიგნების საჩუქრად მიწოდებაა.
დიდი იმედი მაქვს, ჩემს ბევრ მეგობარს ვიხილავ ამ კამპანიაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 7 ივლისს, აბიტურიენტები ინგლისური და რუსული ენების გამოცდას აბარებენ. დადასტურებული კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო გამოცდაზე 30 აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა. ცენტრის ინფორმაციით, მათთვის გამოცდა მოგვიანებით დაინიშნება.
მთლიანობაში, კოვიდი 150-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს დადასტურებული.
დღევანდელ გამოცდაზე დააგვიანა 8 აბიტურიენტმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ.
ხვალ, 8 ივლისს, აბიტურიენტები გერმანული და ინგლისური ენების გამოცდას ჩააბარებენ.
დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს.
შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შუახევის კულტურის სახლს.
აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში
შუახევში ტურისტული მიზიდულობის მნიშვნელოვანი ცენტრები იქმნება. ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. ასევე დაახლოებით 10 მლნ ლარი დაიხარჯება ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობისთვის. ჯვარიმინდორზე დაიწყო თავშესაფრის და საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იგეგმება კავიანის ციხის გავლით ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა.
დაწყებულია გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი. საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ფაქტობრივად ყველა კომერციული საქმიანობა გომარდულში გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.
თორნიკე რიჟვაძე
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება დაბა შუახევის და შუახევის სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა. შუახევის სისტემური განვითარება ხელს შეუწყობს სრულიად ახალი შესაძლებლობების გაჩენას.
გზების რეაბილიტაციისთვის შუახევის მუნიციპალიტეტში 10 883 580 ლარი დაიხარჯება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები შეიქმნება.
მიმდინარეობს 240 მოსწავლეზე გათვლილი, დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ექვს სკოლას. მუნიციპალიტეტს შეემატება სამი ახალი ბაღი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შუახევის აშენდა პირველი პროფესიული სასწავლებელი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის.
მიმდინარეობს, 500 მაყურებელზე გათვლილი, დაბა შუახევის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭვანის, ხიჭაურის და ტაკიძეების სპორტული მოედნები.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით განხორციელდება 14 ახალი პროგრამა, რისთვისაც დამატებით ბიუჯეტიდან 1 291 170 ლარი გამოიყოფა. დაიწყება სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაცია.
გაგრძელდება სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამები. განახლებული ბიუჯეტით განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზების, სასმელი წყლის რეაბილიტაცია; იალაღებზე ელექტროსადენების ქსელის მოწყობა; ჩირუხისა და გომის მთის ცენტრების კეთილმოწყობა. გაორმაგდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ბიუჯეტი.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, ეს არის საბაჟო პროცედურებთან არსებული პრობლემები,“ – განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ დღეს ბათუმში.
დღეს, 7 ივლისს, ბათუმში საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას.
„ჩვენი სურვილი იქნება, რომ საბაჟო პროცედურები განხორციელდეს ახალქალაქში და იქ მოხდეს ყველა პროცედურების გატარება. მე როგორც ვიცი, ახალქალაქში ტერიტორიულად არის ამის შესაძლებლობა. ჩვენ საბაჟო ოპერაციებს ყარსში ვასრულებთ, საზღვრიდან სადღაც 80 კილომეტრში და ამ მანძილს და უსაფრთხოებას რკინიგზას ვანდობთ. [კარწახში] როგორც ვიცი, საზღვარზე არ არის საბაჟო სამსახური, ოპერატორებს უწევთ შორი გზიდან მოსვლა ხშირად, რაც იწვევს ლოდინს. ამიტომ, თუ [კარწახიდან] 30 კილომეტრის დაშორებით, ახალქალაქში განხორციელდება საბაჟო პროცედურები, უფრო გამარტივდება ეს ყველაფერი,“ – განმარტა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ მიზეზი, თუ რატომ ითხოვს თურქული მხარე ახალქალაქში საბაჟოს გადატანას.
საბაჟო კომიტეტის შეხვედრას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა უძღვებოდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე მან თქვა, რომ საკითხს დადებითად გადაწყვეტენ.
„რაც შეეხება ახალქალაქში საბაჟოს გადმოტანას, მართალი გითხრათ, ბოლომდე არ ვიყავი ჩართული. ამას გპირდებით, რომ ახლო მომავალში, დარწმუნებული ვარ, დადებითად გადავწყვეტთ,“ – უთხრა რიზა თუნა თურაგაის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.
საბაჟო კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სთხოვა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს.
„ბათუმელებმა“ რიზა თუნა თურაგაის ჰკითხა, თუ რატომ ითხოვს თურქული მხარე კარწახში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ახალქალაქში გადატანას.
„კარწახში არსებული ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სწრაფად განხორციელდეს საბაჟო ოპერაციები. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბაჟო პროცედურები განხორციელდეს ახალქალაქში და აღარ მოხდეს შეყოვნება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ საბაჟო ოპერაციები განხორციელდება ახალქალაქში, მაშინ ეს პროცედურები დაჩქარდება,“ – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ.
2021 წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო მოძრაობა „თბილისი პრაიდი“, რომელიც ჰომო და ტრანსფობიას უპირისპირდება, 1-5 ივლისს თბილისში „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზებას გეგმავდა. კვირეულის ფარგლებში იგეგმებოდა რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვა. „ჩვენ გვინდა სახელმწიფოს ჩვენი ხმა გავაგონოთ“, – აცხადებდნენ „თბილისი პრაიდის“ წევრები.
„თბილისი პრაიდის“ განცხადებიდან მალევე, 15 ივნისს, ახალდაფუძნებული პარტიის – „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერმა, მილიონერმა ლევან ვასაძემ განაცხადა, სახელმწიფოს 10 დღეს ვაძლევ იმისთვის, რომ დაანონსებული პრაიდი გააუქმოსო.
ვასაძის „ათდღიანი ვადა“ 25 ივნისს სრულდებოდა.
24 ივნისს „ერთობა, რაობა, იმედის“ თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ პარტიის ლიდერი, ლევან ვასაძე თურქეთში იმყოფებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგან ვასაძე სუსტად გრძნობდა თავს და ამის მიზეზს საქართველოში ექიმები ვერ მიხვდნენ. 30 ივნისს ლევან ვასაძემ მიმართვაგაავრცელა, რომ 1-5 ივლისს, „პრაიდის კვირეულის“ დროს, ვერ იქნებოდა საქართველოში.
დაგეგმილ „პრაიდზე“ 29 ივნისს პირველი განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ და მიმართა ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, არ დაეჭირათ მხარი „თბილისი პრაიდისთვის“. ამავე განცხადებაში საპატრიარქომ მიმართა საქართველოს ხელისუფლებასაც და მოუწოდა, „ადეკვატურად“ შეეფასებინა ვითარება და აერიდებინათ „გარდაუვალი შფოთი“.
თუმცა ამ განცხადებამ ვერ იმუშავა ისე, როგორც ეს საპატრიარქოს სურდა.
მეტიც:
1-ელ ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრაიდის მონაწილეებს აქვთ თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება
გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა არაერთი დასავლური სახელმწიფოს საელჩოებმა საქართველოში, „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელესდა ხელისუფლებას მოუწოდეს, დაეცვა შეკრების თავისუფლება
პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება
1-ელ ივლისს ჩატარდა „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება, კინოჩვენება, სადაც მივიდნენ ჰომოფობიური აქციის მონაწილეები და ღონისძიების ჩაშლა ამაოდ სცადეს. ღონისძიება შედგადა პოლიციამ ძალადობრივი აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
3 ივლისს საპატრიარქომ მორიგი განცხადება გაავრცელა.
ამჯერად საპატრიარქო ღიად გამოვიდა „ღირსების მარშის“ კონტრაქციის ორგანიზატორის როლში.
„5 ივლისს, 17 სთ.ზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ.გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა საპატრიარქომ.
4 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ 5 ივლისს რუსთაველზე ბავშვებიც გამოვიდოდნენ.
5 ივლისს, დილიდანვე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოჩნდნენ ძალადობრივი ჯგუფები, ძირითადად აგრესიულად განწყობილი კაცები, რომლებიც უშვერად იგინებოდნენ. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.
ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიესპარლამენტის წინ პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები, რომლებსაც არაფერი აკავშირებდათ „თბილისი პრაიდის“ აქციასთან და პირდაპირ დაიწყეს აქციის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების დევნა, ცემა, ქუჩაში თრევა და გინება.
დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოძალადეებს ღიად მოუწოდა ძალადობისკენ.
რუსთაველის გამზირზე, სადაც საპატრიარქოს მიერ მობილიზებული მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებს სცემდნენ, პოლიციელების არასაკმარისი რაოდენობა იყო და პოლიცია არა მოძალადეების დაკავებას, არამედ ჟურნალისტების გარიდებას ცდილობდა.
ასევე, აქციის მიმდინარეობისას ქუჩაში ცივი იარაღით დაჭრესპოლონელი ტურისტი. სხვადასხვა მედიაგამოცემის ცნობით, დაჭრის შესაძლო მიზეზი ის გახდა, რომ ტურისტს საყურე ეკეთა, თუმცა შსს აცხადებს, რომ ამ ფაქტს არ აქვს კავშირი საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციასთან.
ძალადობის, დარბევის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ, 5 ივლისს, შუადღისას, საქართველოს საპატრიარქომ ისევ გაავრცელა განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავადაა ამ აქციის ორგანიზატორი.
„ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული“, – წერია განცხადებაში. ამ დროსთვის უკვე ნაცემია ათობით ჟურნალისტი საპატრიარქოს ორგანიზებული აქციის მონაწილეების მიერ. მათგან ზოგს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაც კი დასჭირდა.
5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარში“ არ შედგა. „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ ვერ დააყენებენ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ.
5 ივლისს, საღამოს, საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ საპატრიარქო „დიდად წუხს, რომ დაშავდნენ ადამიანები, ყველაზე მეტად კი – ჟურნალისტები“.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაგებით მოეკიდება მათ პოზიციას.
ამ განცხადებას თან ახლავს ფოტომასალაც, სადაც რუსთაველზე შეკრებილი ძალადობრივი აქციის მონაწილეები და მღვდელმთავრები ჩანან.
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, 5 ივლისს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციაზე 55 ადამიანზე იძალადეს, მათ შორის, 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.
მიუხედავად სამართალდარღვევის ფაქტებისა და მრავალი ფოტო/ვიდეომასალის არსებობისა, საიდანაც მოძალადეების ამოცნობა იოლი იყო, 5 ივლისს შსს-მ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირი დააკავა.
დღის ბოლოს, ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ცემისა და ოფისების დარბევის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს ორგანიზებული ძალადობრივი აქციის წევრებმა იცეკვეს.
აჭარაში 1000 ფერმერს წელს თანადაფინანსებით მოტობლოკებს გადასცემენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოტობლოკები იმ განაცხადების/პროექტების მიხედვით გაიცემა, რაც ფერმერებმა 2021 წელს უკვე წარადგინეს „საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში.
წელს 2 953 ფერმერიდან, ვინც სამინისტროს აღნიშნული პროექტის ფარგლებში განაცხადით მიმართა, უმრავლესობა – 2 231 ითხოვდამცირე მექანიზაციის საშუალებებს, მათ შორის, ძირითადად მოტობლოკებს.
სამინისტრომ მოტობლოკების დაფინანსება პრიორიტეტად მაშინ არ მიიჩნია და სპეციალური ქვეპროგრამა მოგვიანებით, ივნისის ბოლოს დააფინანსეს 1,5 მილიონი ლარით.
მაშინ სამინისტროში ამბობდნენ, რომ ვინც მოტობლოკს ითხოვდა, განაცხადის ხელახლა წარდგენა მოუწევდა. თუმცა დღეს სამინისტროში აცხადებენ, რომ მოტობლოკებზე განაცხადებს აღარ მიიღებენ და ტექნიკას უკვე წარდგენილი განაცხადების მიხედვით დაარიგებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოტობლოკს დაახლოებით 1700 ადამიანი ითხოვდა. ამ განაცხადებს კი, [ყველას, მიუხედავად იმისა, განმცხადებელი მხოლოდ მოტობლოკს ითხოვდა, თუ მოტობლოკს და კიდევ სხვა რამეს] სპეციალური კომისია ხელახლა განიხილავს.
„ნებისმიერ განაცხადს, სადაც მოტობლოკი იყო მითითებული, განიხილავს კომისია. შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმებთან ერთად, ალბათ იმის მიხედვითაც მოხდება, ვინ რა ღირებულების ტექნიკას ითხოვს. შეფასების კრიტერიუმები უახლოეს პერიოდში დაზუსტდება და დავიწყებთ განაცხადების განხილვას“, – გვითხრა ლევან ბოლქვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.
1000 მოტოკულტივატორის [მოტობლოკის] შესყიდვაზე ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება დაიწყება 2021 წლის 31 ივლისს და 5 აგვისტოს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, გამარჯვებულმა სამინისტროს მოტობლოკები უნდა გადასცეს. მას შეუძლია ტექნიკა სამინისტროს მიაწოდოს ერთიანად ან ეტაპობრივად. ეტაპობრივი მოწოდების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100 ცალი მოტოკულტივატორის მიწოდება.
შესყიდული საქონელი ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გაიცემა, ფერმერებისა და აგრომეწარმეების მხრიდან, ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონლის სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე გადახდის პირობით,“ – აღნიშნულია ქვეპროგრამაში.
დღეს, 7 ივლისს, ბათუმში საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“. დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ მოაწერეს ხელი.
რას გულისხმობს შეთანხმება, რომელიც 2 ქვეყანას შორის გაფორმდა
ამიერიდან ქართველი და თურქი მებაჟეები ინფორმაციას ელექტრონულად გაცვლიან, რაც ტვირთის გატარებას საზღვარზე ერთი კვირიდან ერთ საათამდე შეამცირებს. შემოსავლების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და გაზრდის კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობას.
„ერთობლივი საბაჟო კომიტეტის ფორმატში გვქონდა შეხვედრა. სადაც განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. თურქეთი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც გვაკავშირებს ძალიან სწრაფად მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად მოხდეს საბაჟო პროცედურების განხორციელება. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლის სისტემებზე, რომელიც უზრუნველყოფს საზღვრის უსაფრთხოებას და ყველა საბაჟო სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონულ ფორმატში მიწოდების შესაძლებლობას. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“.
საბაჟო დერეფანში იქნება ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ელექტრონული სისტემების მეშვეობით, სადაც მოხვდება წონის შესახებ ინფორმაცია, ფიტოსანიტარული სერტიფიკატის შესახებ ინფორმაცია, ინვოისების წინასწარი ურთიერთგაცვლა ელექტრონულ ფორმატში. ამას არ დასჭირდება დრო. წამიერად იქნება როგორც ჩვენი, ისე თურქეთის მხრიდან ხელმისაწვდომი.
მაგალითად, დღემდე ინფორმაციის გაცვლას ერთი სამუშაო დღე სჭირდება. ამ ღონისძიებების შემდეგ ეს იქნება წამიერად – ერთდროულად ნახავს ორივე მხარე ერთმანეთის ინფორმაციას,“ – თქვა შეთანხმებაზე საუბრისას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.
თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, რიზა თუნა თურაგაის თქმით, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
„ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ინფორმაციის გაცვლა და პროცედურების გამარტივება. ეს თავისთავად ხელს შეუწყობს იმას, რომ გაიზარდოს ტრანსპორტის მიმოსვლა.
სარფის საბაჟო არის ის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სადაც ყველაზე მეტი ტვირთის მიმოქცევა ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაზრდის არსებულ მონაცემებს. დღეის მდგომარეობით დღიურად 500-470 ტრაილერის გატარება ხდება. ჩვენი მიზანია, ამ შეთანხმების საფუძველზე დღიურმა გამტარუნარიანობამ 700-მდე მიაღწიოს.
ჩვენ უმოკლეს დროში განვახორციელებთ ამ პროექტს. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შეადგენს 1.8 მილიარდ დოლარს, ხოლო ჩვენი პრეზიდენტის და თქვენი პრემიერ-მინისტრის დასახული მიზანი არის 3 მილიარდი დოლარი და ჩვენ გვჯერა, რომ ამ ციფრს მალე მივაღწევთ,“ – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ.
როგორც ცნობილია, ახალი სისტემა უახლოეს დღეებში ამოქმედდება.
ხელმოწერა – თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, რიზა თუნა თურაგაი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.
„მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები მათ საშვებულებო პერიოდს ემთხვევა, თუმცა ტრენინგებზე მოთხოვნა პედაგოგების მხრიდან ძალიან მაღალია“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
პედაგოგების ნაწილი ამის გამო სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოხატავს და ამბობს, რომ მათ უფლება აქვთ კუთვნილი შვებულება ისე გაატარონ, როგორც სურთ.
„სავალდებულო ტრენინგები შვებულებას ემთხვევა ნამდვილად, რადგან ყოველდღიურად შემოდის მინიმუმ 69 წერილი და 5 ათასი წერილია დაგროვილი ამ დროისთვის, სადაც ითხოვენ, რომ აუცილებლად გაგვატარეთ ტრენინგებიო.
იანვარში ჩატარდა კვლევა ჩვენი ცენტრის მეშვეობით, გამოვკითხეთ მასწავლებლები რა მოდულებში და საგნებში სურდათ კომპეტენციის ამაღლება, შემდეგ შემუშავდა 50-მდე ტრენინგ-მოდული და მაისში დაიწყო ტრენინგები. ასეთი პრაქტიკა ადრეც გვქონია, რომ შვებულების პერიოდში ტარდებოდა სავალდებულო ტრენინგები.
რა თქმა უნდა, არიან უკმაყოფილოებიც, მაგრამ ამ ეტაპისთვის ძალიან ბევრია ტრენინგების გავლის მსურველი“, – გვითხრეს მასწავლებლის სახლში.
ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის განკუთვნილი სავალდებულო ტრენინგები 10-15 აგვისტოს დასრულდება.
„ამ წლისთვის რა სავალდებულო ტრენინგიც იყო დაგეგმილი, ყველა ამ პერიოდში ჩატარდება. ჯგუფში არის 40-50 პედაგოგი, ზოგი გვთხოვს კოვიდის გამო გადავადებას, მაგრამ ამ პერიოდში ვფიქრობთ ყველა ტრენინგი მოესწრება“, – გვეუბნებიან ცენტრში.
ცენტრის განცხადებით, სავალდებულო ტრენინგები ონლაინში მიმდინარეობს, ამიტომ პედაგოგებს პროცესში ჩართვა გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად შეეძლებათ.
დაცული ტერიტორიების სააგენტო კინტრიშის დაცული ტერიტორიებისა და მტირალას ეროვნული პარკის შიდა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი მინიმუმ 150 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა ტიპის (საფეხმავლო, ველო და საცხენოსნო) ბილიკებისა და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და შემდგომ მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისთვის 7 მილიონ 30 ათასი ლარია გამოყოფილი. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 21 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.
ტექნიკური დავალების მიხედვით:
პროექტირების პირველ ეტაპზე საპროექტო ორგანიზაციამ, ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარებიდან გამომდინარე, უნდა შეარჩიოს, როგორი გადასასვლელები მოაწყოს მდინარეებსა და ხევებზე (ფონური გადასასვლელი ან/და ხის გადასასვლელი ან/და ხიდი) და შეუთანხმოს დამკვეთს;
საპროექტო ორგანიზაციამ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში უნდა განსაზღვროს საფეხმავლო ბილიკების კატეგორია (მარტივი, საშუალო სირთულის, რთული) ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;
საბაზისო ინფრასტრუქტურის ჩამონათვალში მითითებული გადასასვლელების სახეობებიდან მარტივი საფეხმავლო ბილიკის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ ხიდების და ბოგირების გამოყენება;
ტურისტული ინფრასტრუქტურა გულისხმობს შემდეგ კომპონენტებს: ფანჩატური; საცეცხლურები; ხის ძელსკამები; ტურისტული თავშესაფარი (კოტეჯი) ფართობით არაუმეტეს 60 კვ.მ; ცხენის დასაბმელი; უნაგირის ფარდული; ცხენის დასარწყულებელი; ველოპარკინგების მოწყობა; საქემფინგე სივრცე.
საპროექტო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს დღეის მდგომარეობით მარშრუტზე და მარშრუტის მიმდებარედ უკვე არსებული ტურისტული თავშესაფრების, სარეინჯეროებისა და სხვა საბაზისო თუ რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის (დეფექტური აქტები და ხარჯთაღრიცხვები) მომზადება-წარდგენა.
ტენდერის პირობის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს არაუგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბრისა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2023 წლის 1-ლი დეკემბრისა.
დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება: 2021 წელს – 397 000 ლარით; 2022 წელს – 3 291 000 ლარით; 2023 წელს – 3 342 000 ლარით.
დაცული ტერიტორიები აჭარაში [5-კინტრიშის, 6-მტირალას]კინტრიშისა და მტირალას პარკებში მოსაწყობი ბილიკები [მონიშნულია წითელი ხაზით]მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 27 კილომეტრშია. პარკის ტერიტორია მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. აქ უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს.
კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და მისი საერთო ფართობი 13 514 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე.
მთავარი ფოტოზე: ზიპლაინი, ტურისტები მტირალას ეროვნულ პარკში. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
მხოლოდ 8 ივლისს, კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:
[checklist]
5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად
700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად
15 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 10 ლარად
ულიმიტო ინტერნეტს – 19 ლარად
[/checklist]
აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა ჩაირთოს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით მთელი თვით.
პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.
*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. ასევე, არ ვრცელდება სპეც. დანიშნულების ნომრებზე.
„ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ მეწილეებმა სასამართლო დავა წააგეს. გადაწყვეტილება მოსამართლე როინ კახიძემ მიიღო.
საუბარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“.
ამ ორგანიზაციაში მაშინ ის ექიმები გაწევრიანდნენ, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. იმისთვის, რომ ექიმების კომპანიას პირნათლად შეესრულებინა სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები, სამშობიაროში ქვემოიჯარე შემოიყვანეს – „მრავალპროფილური სამშობიარო სახლი“. ქვემოიჯარეს მილიონ 200 ათასის ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და კიდევ სხვა ვალდებულებები. მოსარჩელეების მტკიცებით, ქვემოიჯარემ ვალდებულებები არ შეასრულა და კომპანიამ ბათუმის სამშობიარო სახლი უნდა დატოვოს. ექიმები ეჭვობენ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პროცესია სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ბათუმის სამშობიარო სახლის სრულად გაკოტრების შემთხვევაში სახელმწიფო ამ შენობას და სარფიან ადგილსაც გაყიდის.
ქვემოიჯარის მტკიცებით კი, ექიმების მოთხოვნები უსაფუძვლოა და კომპანია ვალდებულებებს ასრულებს.
ზიანის ანაზღაურება, ქვემოიჯარესთან ხელშეკრულების მოშლა და დირექტორის გათავისუფლება – ეს სამი მოთხოვნა ჰქონდათ მოსარჩელეებს, რომელთა ნაწილი უკვე ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელიც აღარაა და წუხს იმაზე, რომ სახელმწიფო პირგასამტეხლოს მათ მოსთხოვს, რადგან მეიჯარეები თავად არიან.
მოსამართლე როინ კახიძემ სარჩელის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ქვემოიჯარემ დაიწყო ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რაც აცნობა სასამართლოს,“ – ამბობს ერთ-ერთი მოსარჩელე ნანა შერვაშიძე „ბათუმელებთან“. მისი თქმით, საბანკო გარანტია – 200 ათასი ლარი ქვემოიჯარემ გადაიხადა და ასევე იჯარის თანხა 80 ათასი ლარი.
„ოთხი წელი არ იხდიდნენ ამას, ახლა გადაიხადეს, ვფიქრობ ამის გამო აღარ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოივნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
„თანხის გადახდა არაა კავშირში სასარჩელო მოთხოვნებთან,“ – ამბობს „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ იურისტი, სიმონ ასათიანი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურება იყო, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
„ჩვენ შევასრულეთ ფინანსური ვალდებულებები იმ ვადაში, რა ვადაც გვქონდა… მოსარჩელეს ზიანის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი სასამართლოში არ წარმოუდგენია, რადგან ეს ტანხა გადახდილია, ჩამოიწერება პირგასამტეხლოც. რეალურად ზიანი არ არსებობს,“ – აღნიშნა სიმონა ასათიანმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 7 ივლისის 21 საათიდან 8 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 26- 31 გრადუსი
ღამით: 20 – 25 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 18- 23 გრადუსი სითბო
ღამით: 10 -15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 9-10 ივლისს, აჭარაში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა.
აჭარის მთავრობის გათვლებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 2021 წელს მიწების გაყიდვის ხარჯზე 62 მილიონი ლარით გაიზრდება. თუმცა კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთების გაყიდვა/პრივატიზება არის დაგეგმილი, მთავრობა არ ასაჯაროებს.
აჭარის მთავრობა 2021 წელს მიწების გაყიდვიდან ბიუჯეტში 89 მილიონ ლარს ელოდება, იანვრიდან 5 ივლისამდე პერიოდში კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, სამინისტრომ მხოლოდ მიწის 8 ნაკვეთი [შენობით თუ მის გარეშე] გაყიდა, ჯამში, 3 706 100 ლარად.
თუმცა, სამინისტროსგან მიღებულ პრივატიზებული ქონებების ნუსხა [„პრივატიზებული ქონებების ობიექტთა ნუსხა 2021წ.“] არასრულია. სამინისტრომ წელს ელექტრონულ აუქციონზე 30 063 000 ლარად გაყიდა მიწის ნაკვეთი ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, თუმცა ეს ნაკვეთი, რომელიც „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა, სამინისტროდან მიღებულ ნუსხაში არ არის.
6 ივლისის მდგომარეობით სამინისტრო აჭარაში მდებარე 18 ნაკვეთს ყიდის ელექტრონულ აუქციონზე. მათგან რამდენიმეს განმეორებით.
სამინისტროს ყველა იმ ქონების პრივატიზების უფლება აქვს, რომელიც აჭარის საკუთრებაშია და რომლის პრივატიზებაც კანონით არ იკრძალება – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.
აჭარაში საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა [გაყიდვის პირობების, საკადასტრო კოდების, საწყისი საპრივატიზებო თანხისა და პრივატიზების ფორმის მითითებით] „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ოფიციალურად, წერილობით გამოითხოვა. რომელი ქონების პრივატიზებას გეგმავს წელს მთავრობა, სამინისტრომ ჩამონათვალი არ მოგვაწოდა.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხა არ საჭიროებს ცალკე სამართლებრივი აქტით დამტკიცებას და სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ყველა იმ ქონების პრივატიზება, რომელიც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით არ იკრძალება მისი პრივატიზება“, – მოგვწერეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან.
აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონით პრივატიზებას არ ექვემდებარება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ქონება.
[toggle title=”სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება, ნახეთ აქ:“]
მუხლი 4. სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება
პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება :
ა) წიაღი;
ბ) წყლის რესურსები;
გ) ტერიტორიული წყლები;
დ) კონტინენტური შელფი;
ე) სახელმწიფო ტყე, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ვ) საჰაერო სივრცე;
ზ) სახელმწიფო ნაკრძალი;
თ) ეროვნული პარკი;
ი) ბუნების ძეგლი;
კ) აღკვეთილი;
კ1) (ამოღებულია);
ლ) კულტურული ფასეულობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არქეოლოგიური დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთი, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული შენობა-ნაგებობები, შესაბამისი პირობებისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე;
მ) რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული;
ნ) ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები;
ო) კინო-, ფოტო- და ფონომასალების სახელმწიფო ფონდები;
პ) საქართველოს სამინისტროების/უწყებების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არქივები და ფონდები, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი (მოძრავი ძეგლი);
ჟ) სამუზეუმო კოლექციები და ფონდები;
რ) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული ქონება, რომელშიც ფუნქციონირებს საჯარო სკოლები, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები;
უ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია;
ფ) საავტომობილო გზები (ალტერნატიული მნიშვნელობის გზის არარსებობისას);
ქ) საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლის საშუალებები;
ღ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ – დასაფრენი ზოლები;
ყ) სიხშირეთა სპექტრი;
შ) საქართველოს პოზიცია გეოსტაციონარულ ორბიტაზე;
ჩ) სახელმწიფო პანთეონები;
ც) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებისათვის გადაცემული ქონება;
ძ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ძ.ა) საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე;
ძ.ბ) პირუტყვის გადასარეკი ტრასები;
ძ.გ) წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყელი (მკაცრი რეჟიმის ზონა);
ძ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწა;
ძ.ე) დაცული ტერიტორიების მიწა, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;
ძ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში არსებული სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწები;
ძ.ზ) საქართველოს მდინარეების – ენგურის, რიონის, ყვირილის, მტკვრის, ხრამის, თერგის, ქსნის, არაგვის, სუფსის, ბახვისწყლის, ხობის (ხობისწყლის), ტეხურის, ცხენისწყლის, ძირულის, ნენსკრის, კინტრიშის, ჯეჯორის, ხანისწყლის, გუბაზეულის, ფარავნის, სტორის, ნაკრის, ხელედულის, ჯონოულის, საკაურის, ჩაქვისწყლის, წაბლარასწყლის, სამყურისწყლის, მაგანის, პირიქითის ალაზნის, ავანისხევის, დუმალის, ჩელთის, ჩვეშურის (ჩაშურის), დურუჯის, ჩხოროწყუს, ივრის, ლებარდეს, წაჩხურის, ბჟოლისხევის, ჭანისწყლის, მერისის (აკავრეთის), შავი წყლის, ურაველის, ხუმფრერის, ყვირილისწყლის, ჯუთისწყლის (ჯუთის), სნოსწყლის, ხდის (ხდისწყლის), ამალის, ჩხერის, ქესიის, მნაისისწყლის, ჭოროხის და აჭარის – წყლის – მიმდებარე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობა და რომელთა X და Y კოორდინატები დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“−„ძ.დ“ და „ძ.ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება დასაშვებია მხოლოდ სანიტარიული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“ და „ძ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება დაიშვება აგრეთვე უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
(ამოღებულია);
(ამოღებულია).
განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
„ბეშუმში პანდემია არ ვიცით,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებსაც ბეშუმში სახლები აქვთ. მათი თქმით, ფასები იგივეა, რადგან პანდემია გასულ წელსაც არ იგრძნობოდა. ზოგიერთის თქმით კი, ბეშუმში დასვენება გაძვირდა, რადგან „ყველაფერი ძვირდება“.
„ახლა ამოვედი ბეშუმში და სახლს ვალაგებ. უკვე გავაქირავე სახლი და ველოდები სტუმრებს. 20 დღით ვაქირავებ 700 ლარად,“ – გვითხრა ლელა თურმანიძემ. მას 4 ადამიანის ერთდროულად განთავსება შეუძლია ძველ სახლში, რომელიც წლების წინ გაარემონტა. ლელა ამბობს, რომ სახლში სველი წერტილებიც აქვს.
„შუქი არის, წყალი, ცხელი წყალიც მაქვს, კომფორტული ბინები უფრო ძვირი ღირს, ბევრად უფრო ძვირი, ჩემზე იაფადაც არის სახლები, მაგრამ იშვიათად, ახლა გავიგე, ჩემს ახლობელს გაუქირავებია სახლი 500 ლარად, მაგრამ იმას ცხელი წყალი არ აქვს, მაგალითად,“ – გვიყვება ლელა თურმანიძე.
ლელას თქმით, ბეშუმში სახლების ნაწილი უკვე გაქირავებულია, თუმცა აქ ძირითადად დამსვენებლებს 15 – 20 ივლისიდან ელიან.
„გასულ წელსაც ეს ფასები იყო, რა ვიცი, ბეშუმში პანდემია არ არის,“ – ამბობს ლელა თურმანიძე, თუმცა კითხვაზე, რამდენ ლარად გააქირავა გასულ წელს სახლი, გვპასუხობს, 500 ლარადო.
„ახლობელი იყო და მაგიტომ დავუკელი ფასი, პანდემია არაფერ შუაშია,“ – დასძინა მან.
კოტეჯი აქვს და სასტუმროც ბეშუმში თამაზ შანთაძეს. მასთანაც ყველა ოთახი 10 აგვისტოს ჩათვლით უკვე დაჯავშნილია.
„10 ლარით გავზარდეთ ფასი შარშანდელთან შედარებით, ყველაფრის ფასმა მოიმატა,“ – ამბობს თამაზ შანთაძე. კოტეჯს, სადაც 6 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი, ის ღამეში 100 ლარად აქირავებს, აგვისტოში – 150 ლარად. სასტუმროში კი ერთი ღამის ფასი 60 ლარია.
„ადრე კვებაც მქონდა, მაგრამ გასულ წელს გაგვაფრთხილეს, დიდი დარბაზი გახდა საჭირო და მასეთი არ მაქვს. ამიტომ კვება აღარ არის,“ – დასძინა თამაზ შანთაძემ.
გამქირავებლების თქმით, ბეშუმში უკვე ამუშავდა სუპერმარკეტები და სამედიცინო პუნქტი. მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც – ბათუმი ბეშუმი.
შსს-ს ინფორმაციით, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.
„დაკავებული არიან 1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,“ – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ სულ 7 პირია დაკავებული.