მთავარი,სიახლეები

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

07.07.2021 •
ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

2021 წლის ტურისტულ სეზონზე ბათუმის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები ბათუმის ნაგავსაყარზე წაიყვანეს, ტურისტების თვალს მოარიდეს.

ამ ძაღლებს მართალია პატრონი არ ჰყავთ, მაგრამ ბევრ მათგანზე ბათუმელი ცხოველისმოყვარულები ზრუნავდნენ, მოქალაქეები, რომელთაც ეცოდებათ მიუსაფარი ცხოველები, ცდილობენ საკვები მიაწოდონ და საჭიროების შემთხვევაში უმკურნალონ კიდეც, საკუთარი სახსრებითა და სხვა ცხოველისმოყვარულების დახმარებით.

ქალაქის ცენტრიდან რომ მიუსაფარი ძაღლები მერიამ ნაგავსაყრელზე გადაიყვანა, ეს ბათუმელმა აქტივისტებმა დაახლოებით 10 დღის წინ შენიშნეს და ფეისბუქზე, ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფში დაიგეგმა აქცია, რომლის მონაწილეებმაც გადაწყვიტეს ბათუმის ნაგავსაყარზე გასულიყვნენ, ენახათ მიუსაფარი ძაღლები, გამოეკვებათ და შეემუშავებინათ გეგმა მათ გადასარჩენად.

კვირას, 4 ივლისს, აქტივისტებს ბათუმის კოკისპირულმა წვიმამაც ვერ გადააფიქრებინა ნაგავსაყარზე წასვლა. ფოტომასალა, რომელიც მათ ნაგავსაყარზე გადაიღეს, შემზარავია. ასობით ჩონჩხადქცეული, დაავადებული ძაღლი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს ნაგავსაყარზე.

ეს ჰასკია. ერთ დროს ბევრისთვის საოცნებო ძაღლი, რომელიც საქართველოში მაწანწალა ძაღლად აქციეს ადამიანებმა.

ძაღლები ნაგავსაყარზე ვერ წვიმას და ვერც სიცხეს თავს ვერ აფარებენ

ლეკვი, რომელიც გუბეში იხრჩობა. ლეკვი აქტივისტებმა წამოიყვანეს და გადაარჩინეს.

ნაგავსაყარზე იპოვეს „ყურშაც“, ძაღლი, რომელიც აქამდე ბათუმში, აბაშიძის და მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობდა და ხშირად ხვდებოდა ფოტოკადრებში, როგორც მეგობრული ცხოველი

ბათუმელი აქტივისტი ლია მგელაძე

ძაღლები ბათუმის ნაგავსაყრელიდან

ძაღლები ბათუმის ნაგავსაყრელიდან

ბევრი ცხოველი დაავადებულია

ძაღლები ბათუმის ნაგავსაყრელიდან

ძაღლი, რომელიც პარალიზებული იყო. ცხოველისმოყვარულები იძულებულნი გახდნენ, ცხოველი რომ ტანჯვისგან ეხსნათ, ვეტერინარის დახმარებით, ძაღლი დაეძინებინათ.

 

რა იქნება ახლა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ბათუმის ნაგავსაყარზე მყოფი ცხოველების შესახებ?

5 ივლისს, ბათუმის მერიის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ აქციაზე. ისინი მერიას ცხოველთა უფლებების დაცვას და კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეებს მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. აქტივისტების თქმით, მათ დაჰპირდნენ, რომ ნაგავსაყრელზე მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის მდგომარეობას, პირველ რიგში კი შეიძლება გადაიხუროს ტერიტორია, რომ ცხოველების ყოფა მცირედით შემსუბუქდეს.

სანამ მერია კონკრეტულ ზომებს მიიღებს, ბათუმელი ცხოველისმოყვარულები ლოდინს არ აპირებენ. აქტივისტები უკვე მეორედ გავიდნენ ნაგავსაყრელზე ცხოველების გამოსაკვებად და შეიქმნა ჯგუფი ფეისბუქზე, რომელიც კონკრეტულად ბათუმის ნაგავსაყრელზე მყოფი ცხოველების დასახმარებლად შეიქმნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: