მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდის 1108 ახალი შემთხვევაა, 7 ადამიანი გარდაიცვალა

09.07.2021 • 1302
საქართველოში კოვიდის 1108 ახალი შემთხვევაა, 7 ადამიანი გარდაიცვალა

9 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 895 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 7 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3 285 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 691 მძიმე პაციენტია.

8 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.47 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.89%.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: