7 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 126 ადამიანი მკურნალობს, მათგან 6 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
რეგიონის კოვიდსასტუმროებში 201 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაშია 631 ინფიცირებული.