მთავარი,სიახლეები

საქართველოში მტვრის ნაწილაკები საჰარის უდაბნოდან შემოიჭრა – სააგენტო 

10.03.2020
საქართველოში მტვრის ნაწილაკები საჰარის უდაბნოდან შემოიჭრა – სააგენტო 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში 2020 წლის 5 მარტიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების მატება.

9 მარტს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში – 2.5-ჯერ, თბილისში – წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.9-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.7-ჯერ, „ილიას ბაღში“ – 2.3-ჯერ, რუსთავში – 3-ჯერ.

„ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] კონცენტრაციების მატება, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი საჰარის უდაბნოს მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ კუთხით ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა წყარო არსებობს, მათ შორის: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

ჯანმრთელობაზე ზეგავლენა: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

6 მარტს ბათუმში მტვრის ნაწილაკებით [PM10 მკგ/მ3] ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი იყო 116.76, რაც ძალიან ცუდია. დღეს, 10 მარტს, 13:00 საათის მონაცემებით კი, აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ ძალიან ცუდია – 111,92.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/258285/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: