ტერაბანკი პირებს, რომლებსაც მრავალწლიანი ბაღების გაშენება და ამ მიზნით ფინანსების მოძიება სურთ, შეღავათიან აგროსესხს სთავაზობს.
ახალი პროდუქტი ტერაბანკმა სოფლის განვითარების სააგენტოს აგრო საგრანტო პროგრამის, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში შექმნა. პროგრამის პირობების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგებს შეიძენენ, სააგენტოსგან 70-80%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ. დარჩენილ 20-30%-ს კი ტერაბანკი მათ შეღავათიანი აგრო სესხით დაუფინანსებს. აღსანიშნავია, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილს – წლიურ 11%-ს – სახელმწიფო 48 თვის განმავლობაში დამატებით დაასუბსიდირებს.
ტერაბანკი მსესხებლებს მოქნილ გრაფიკსა და სეზონურ გადახდებსაც შესთავაზებს. შეღავათიანი აგრო კრედიტით სარგებლობა ბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ.
„მრავალწლიანი ბაღების გაშენება დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. მოხარულები ვართ, რომ ამ საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ვზრდით და ხელს ვუწყობთ არა მარტო მათი ბიზნესის, არამედ მთლიანად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას“, – აცხადებენ ტერაბანკში.
აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრმებში სისტემატურად მონაწილეობს. “დანერგე მომავალი“ მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის გაცნობა სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3qhgIP0
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00
ოპოზიციის მხარდამჭერები ბათუმიდან აქციაზე გაემგზავრნენ. თბილისში გამგზავრების კადრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კირთაძემ, ფეისბუქზე გამოაქვეყნა. გიორგი კირთაძის თქმით, დაახლოებით 5000 ადამიანი 300-ზე მეტი მიკროავტობისით გაემგზავრა თბილისში. „ორგანიზებისთვის დავნომრეთ მანქანები“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
დღეს, 8 ნოემბერს, 8 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტში არის გადაღებული. პენიტენციური სამსახური ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
კადრების გავრცელების შემდეგ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ „ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა, თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ. კვლავ ვიმეორებ, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით – ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით“.
ბოლო ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო 93 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
ონალაინსწავლობდა 5 სკოლა, თუმცა, როგორც აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, 5 ნოემბრის მდგომარეობით აჭარაში ყველა სკოლაში პირდაპირ, საკლასო ოთახებში სწავლობენ. მხოლოდ ცალკეული კლასებია ონლაინსწავლებაზე.
ბოლო კვირის მონაცემებით, აჭარის სკოლებში ვირუსი დაუდასტურდა მოსწავლეების 0.67 პროცენტს და სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,1 პროცენტს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 82, 3%.
„მე ასევე მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში,“ – აღნიშნა დღეს, 8 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა არჩეულ მერებს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისმა ფრაზამ გაუგებრობა გამოიწვია.
„ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს,“ – განაცხადა21 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მე მინდა განვუცხადო მას, რომ ვიქნები მზად ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენიც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტისთვის.
ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო დღეს, რომ სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციონერ მერთან,“ – აღნიშნა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო სასულე ორკესტრი, ჩასაბერი ინსტრუმენტების ევროპის და აფრიკის ბენდი „ტოპსაიდი“ დაუკრავს.
კონცერტი 17:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ორგანიზატორია აშშ-ის საელჩო საქართველოში.
ორკესტრის შემადგენლობაში არიან ამერიკული ხომალდების – USS Mount Whitney-ისა და და USS porter-ის სამხედრო პირები.
ამერიკული სამხედრო გემები USS Mount Whitney და და USS porter-ი დღეს, 8 ნოემბერს, შემოვიდნენ ბათუმის ნავსადგურში. „მაუნტ უიტნი” საქართველოში ხუთჯერ არის ნამყოფი, მათ შორის, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მოწოდების მიზნით.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ნოემბრის 21 საათიდან 9 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 19 – 24 გრადუსი
ღამით: 9 – 14 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 10-15 გრადუსი
ღამით: 1 – 6 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 10-11 ნოემბერს, ბათუმში მოსალოდნელია წვიმა.
8 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2 191 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 21 477, ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 74 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარაში – 89, იმერეთში – 362, ქვემო ქართლში – 146, შიდა ქართლში – 81, გურიაში – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 140, კახეთში – 162, მცხეთა-მთიანეთში – 64, სამცხე-ჯავახეთში – 52, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -20.
7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.41%.
ამ ეტაპზე ინფიცირების 51 382 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
იდეების რეგისტრაცია პროექტისთვის „შენი იდეა ბათუმს“ 30 სექტემბერს დასრულდა. მოქალაქეებმა ვებგვერდზე: www.idea.batumi.ge 71 იდეა დაარეგისტრირეს.
ბათუმში ცვლილებების მსურველმა მოქალაქეებმა წინა წლებთან შედარებით წელს პროექტში ბევრად მრავალფეროვანი იდეები წარადგინეს.
ამ დროისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო იდეების ანალიზზე მუშაობს.
პროექტის ფარგლებში შემოსულ იდეებს სპეციალური საბჭო განიხილავს.
საბჭო შედგება მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელების, საკრებულოდან მოწვეული წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
საბჭო ანალიზისას მსჯელობს იდეების სამართლებრივ შესაბამისობაზე.
საბჭო განიხილავს, რამდენად შეესაბამება რეგისტრირებული იდეები წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათ შორის:
[checklist]
იდეით გათვალისწინებული ღონისძიებები არის თუ არა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში
ინფრასტრუქტურული იდეების შემთხვევაში არის თუ არა ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
წარმოდგენილი პროექტის განხორციელება დაგეგმილია თუ არა ბათუმის მუნიციპალურ ტერიტორიაზე
ხომ არ ატარებს პროექტი კომერციულ ხასიათს და ა.შ.
[/checklist]
„შენი იდეა ბათუმს“ – 71 იდეას საბჭო განიხილავს
„საბჭომ იდეების ანალიზისთვის პირველად შეკრებისას წარმოდგენილი იდეები დაყო იმის მიხედვით, თუ რომელი იდეა მერიის რომელმა სამსახურმა უნდა განახორციელოს.
ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით საბჭო განიხილავს, რომელი იდეა გადავა კონკურსის შემდგომ ეტაპზე.
შერჩეულ იდეებს განიხილავენ შესაბამისი სამსახურები და დაეხმარებიან პროექტის ავტორს მის დახვეწასა და ფინანსურ დასაბუთებაში.
ასევე, შედგება პროექტების ხარჯთაღრიცხვა და დაზუსტდება იდეის განხორციელების ზუსტი ადგილმდებარეობა, პროცედურული შეფერხება რომ არ წარმოიქმნას.
იდეების ანალიზი 14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე გადასული პროექტები კი 15 ნოემბერს აიტვირთება ვებპლატფორმაზე idea.batumi.ge“- ამბობს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ედნარ ნატარიძე.
საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული იდეები ვებპლატფორმაზე განთავსებისთანავე ხმის მიცემის ეტაპზე გადავა. ხმის მიცემის პროცესში მოქალაქეები ჩაერთვებიან და გამარჯვებულ იდეებს გამოავლენენ.
გამარჯვებული პროექტები ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარით დაფინანსდება.
გაიმარჯვებს ის პროექტები, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ, რიგითობის მიხედვით, ფინანსური რესურსის ამოწურვამდე. დათქმულია მინიმალური კომპეტენცია – ხმის მიცემის პროცესში ჩართული მოქალაქეების არანაკლებ 20%-მა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი იდეას, რომ გამარჯვებულად ჩაითვალოს.
იდეებისთვის ხმის მიცემა მოქალაქეებს 15 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
გამარჯვებული იდეები გათვალისწინებული იქნება შემდეგი წლის ბიუჯეტში, შესაბამისად, 2021 წლის გამარჯვებული იდეები 2022 წელს განხორციელდება. შემდეგ კი, როგორც ყველა საბიუჯეტო პროექტის შემთხვევაში ხდება, იდეების განსახორციელებლად შესყიდვების პროცედურები დაიწყება.
„შენი იდეა ბათუმს“ – იდეების განხილვა ბათუმის მერიაში
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის „შენი იდეა ბათუმის“ საბჭოს წევრი თეონა დიასამიძე ამბობს, რომ წელს დარეგისტრირებული იდეები მრავალფეროვანი და შინაარსიანია.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი ყოველწლიურად ხორციელდებოდეს, ეს უწყობს ხელს მონაწილეობის კულტურის გაზრდას და მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.
„პროექტს არჩევნების პროცესსაც შევადარებდი, რადგან გამარჯვებულმა იდეამ უნდა მოიპოვოს ხმების რაოდენობა, დაარწმუნოს მოქალაქეები, უბნის მცხოვრებლები იდეის უნიკალობასა და მისი მხარდაჭერის აუცილებლობაში,“ – ამბობს თეონა დიასამიძე.
წელს კონკურსზე წარმოდგენილი იდეების დიდი ნაწილი ეხება კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ საკითხებს, კეთილმოწყობას, შშმ პირთა ინკლუზიასა და გარემოს ადაპტაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ნარჩენების მართვას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, სკოლამდელ, არაფორმალურ და პროფესიულ განათლებას, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, გამწვანებას, კოვიდ19-ით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებას.
„შენი იდეა ბათუმს“ – ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ, რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. პროექტს ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო.
პროექტის მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (GGI Georgia) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
ხვალ, 8 ნოემბერს, ბათუმის პორტში ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Mount Whitney და USS porter-ი შემოვა. აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის საზღვაო ხომალდი „მაუნთ უითნი“ ბათუმის პორტში მეხუთედ შემოდის.
რაც შეეხება USS porter-ს, ეს მისი მეოთხე ვიზიტია ბათუმის პორტში. USS Porter0 (DDG 78) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. ხომალდის სიგრძე 154 მეტრია, სიგანე კი – 20 მეტრი, წყალწყვა – 11 მეტრი.
ორივე სამხედრო ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.
მთავარი ფოტო: Mount Whitney |U.S. Naval Forces Europe-Africa/U.S. Sixth Fleet
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) ხელისუფლებას სთხოვა, ველოსიპედს, რომელიც „ძალიან დიდი ხანი დგას რესპუბლიკის მოედანზე“, ერთი „რული“ მაინც მოხსნას, რადგან ის ზუსტად მათ [ნაციონალური მოძრაობის] მმართველობას ასახავს.
„ეს ველოსიპედი, რომელიც ძალიან დიდი ხანია დგას რესპუბლიკის მოედანზე და ასახავს ზუსტად მათ მმართველობას, მათ რეჟიმს, რომელსაც ორი „რული“ აქვს და რომელიც არსად არ მიდის. აი, ეს არი…
ხომ იცით, სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზუსტად გამოხატავს ეს ველოსიპედი მათ მმართველობას და მათი მმართველობის სიმბოლოა. მე გთხოვთ ისევე, როგორც გთხოვეთ წინა შემთხვევაში ღირსების დღის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ასევე ამ შემთხვევაში, რომ თუ ველოსიპედს არ გავიტანთ აქედან, ერთი „რული“ მაინც მოხსენით თქვენ მამაცხონებულებო, რომ წინ მაინც წავიდეთ. წინ.
ერთი „რული“ მოვხსნათ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიმბოლოებს“, – განაცხადა აქციაზე არტისტმა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 2007 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით აქცია – „არ აგარევინებთ“ მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი).
2007 წლის 7 ნოემბერი
სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული.
სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, რიც შედეგად ტელევიზია დროებით დაიხურა, მოგვიანებით კი ის მფლობელს წაართვეს.
მინიმუმ 8 ადამიანი დააკავა პოლიციამ დღეს, 7 ნოემბერს, მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
მრევლის ერთ-ერთი წევრის მიერ გავრცელებულ ლაივში ჩანს დაკავების ეპიზოდი, როგორ მიჰყავთ აქციის მონაწილეები პოლიციელებს.
„ბიჭები მოვიდნენ, კვირა დღეა, ტაძარში შესვლა უნდოდათ, მაგრამ ყველა დააკავეს,“ – ამბობს მოქალაქე ლაივჩართვაში.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ორი დაკავებულის ვინაობა, ერთი სასულიერო პირია, ბერი მარკოზი, ხოლო მეორე მორჩილი – შალვა ჩხიკვაძე.
სასულიერო პირის დაკავების კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაარცელა.
„ჩატენე შენთან მანქანაში“ – მიმართავს ერთი პოლიციელი მეორეს, რომელიც სასულიერო პირს აკავებს.
მარტვილში საპროტესტო აქცია მეორე დღეა გრძელდება. გუშინდელის მსგავსად მრევლის ნაწილი დღეს დილიდან სალხინოს მამათა მონასტრის წინ შეიკრიბა. მოქალაქეები ითხოვენ ბერები მონასტერში შეუშვან. მონასტრის შესასვლელს კი პოლიციის კორდონი იცავს.
„ბათუმელები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად და იმის საკითხავად, თუ რა მიზეზით დააკავეს ორი ადამიანი, შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა. შსს-ს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ დაკავების შესახებ დეტალებს მოგვიანებით მოგვაწვდის.
კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში ორ წელზე მეტია გრძელდება, მწვავე ფაზაში კი მას შემდეგ შევიდა, რაც ეპარქიის მმართველად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე [კალაიჯიშვილი] დანიშნეს.
მიტროპოლიტმა სტეფანემ ჯერ მსახურება აუკრძალა, შემდეგ კი ეკლესიიდან განკვეთა ათამდე სასულიერო პირი. ამასთან მოსთხოვა მათ საეკლესიო სამოსლის ჩაბარება და მონასტრების დატოვება. სასულიერო პირები ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მიტროპოლიტმა ეს გადაწყვეტილება საეკლესიო კანონიკის გვერდის ავლით და დარღვევით მიიღო. განკვეთილი სასულიერო პირები ითხოვენ წმინდა სინოდი შეიკრიბოს, სადაც მათი საკითხი განიხილება. არაერთი დაპირების მიუხედავად, წმინდა სინოდის სხდომა არ გამართულა, განკვეთილი სასულიერო პირების საკითხი კი ამ დრომდე ღიად რჩება.
საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებებით კი ჩანს, რომ საპატრიარქო მხარს უჭერს მიტროპოლიტ სტეფანეს. სწორედ საპატრიარქომ მისცა ე.წ. განკვეთილ ბერებს მონასტრების დატოვების ვადა მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე. ხოლო მას შემდეგ, რაც ბერები ამ ბრძანებას არ დაემორჩილნენ, 5 ნოემბერს, გამთენიისას, სალხინოს მონასტრის კელიებში ჩოხაში ჩაცმული პირები შევიდნენ და ბერები კელიებიდან გამოაძევეს. დაპირისპირების დროს ადგილზე მისულმა პოლიციამ ყველა სასულიერო პირი დააკავა. თუმცა მოგვიანებით ისინი იმავე დღეს გაათავისუფლეს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 5 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეკლესიიდან მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს რადგან წასასვლელი არსად აქვთ, თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს.
5-6-7 ნოემბერს სალხინოს მამათა მონასტრის წინ ბერებისა და მრევლის ერთობლივი საპროტესტო აქციები გაიმართა. მრევლის წევრები ითხოვდნენ, მიეცათ ტაძარში შესვლის უფლება, თუმცა პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. ასევე, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 11.06%-ია.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა – 168, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 246, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 59, სამცხე-ჯავახეთი – 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.
საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ოფიციალური ინფორმაციით გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 752 855 შემთხვევა.
პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდოდ ციხის ექიმის კაბინეტში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს. პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ უწყება ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„2021 წლის 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა ფოტო და ვიდეომასალა.
ვიდეომასალაზე ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში. სამსახურის განცხადების თანახმად, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, საკვებისა და ნატურალური წვენების მიღების ფაქტი, ხოლო ფოტომასალაზე ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული პროდუქტები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.
___
რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია იმართება მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 37 დღეა შიმშილობს.
ბათუმელი ადვოკატები საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ. ადვოკატები ითხოვენ, შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა.
„პატიმრობის კოდექსი, ისევე როგორც პაციენტის შესახებ საქართველოს კანონი, ითვალისწინებს, რომ ასეთ [შიმშილობის] შემთხვევაში პირი ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაყვანილი იქნეს შესაბამის მულტიფუნქციურ კლინიკაში.
ის, რომ ამდენი დღე შიმშილობს და არ გადაჰყავთ, ფაქტობრივად შეიძლება შეფასდეს, რომ ეს არის არაადამიანური მოპყრობა. რაც აკრძალულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით,“ – ამბობს ადვოკატი ირაკლი შავაძე, რომელიც ამ მიმართვის ერთ-ერთი თანაავტორია.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც ბათუმელი ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, ეხება იუსტიციის მინისტრის მიერ 5 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართოს.
„სასამართლო პროცესი სად ჩატარდება, უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს არა პენიტენციურში, არამედ სასამართლოში. იუსტიციის მინისტრმა რეკომენდაცია გავეციო, მაგრამ სასამართლოა ჩანიშნული და სასამართლო პროცესი სასურველია გაიმართოს სასამართლოში. სადაც შეიძლება დაუშვან ტელევიზიები, მას [სააკაშვილს] შესაძლოა სურვილი ჰქონდეს, რომ რამე განცხადებები გააკეთოს,“ – ამბობს ირაკლი შავაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 37 დღეა შიმშილობს. მისი მომხრეები ითხოვენ, ხელისუფლებამ აღასრულოს კანონი და გადაიყვანოს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ექსპრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილი 37 დღეა შიმშილობს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და რუსთავის ციხესთან კარვები გაიშლება.
აზერბაიჯანელ ინჟინერს – ბახდიარ გუსეინოვს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ მეჰდიზადე გულარს ჯერ კიდევ 2011 წლიდან ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დანაზოგის შეგროვებისთანავე საქართველოში უძრავ ქონებას შეიძენდნენ.
ბახდიარმა ახალი ბინის შერჩევა მეუღლესთან ერთად დიდი სიფრთხილით დაიწყო და, საბოლოოდ არჩევანი ბათუმზე შეაჩერა, კონკრეტულად კი კომპანია “ეიჩ გრუპზე”:
ბახდიარმა კონტრაქტით გაწერილ ვადებში – 2019 წლის ბოლოს 51 კვადრატულ მეტრი ბინის საკუთრებაში მიღება ვერ შეძლო. მან “ბათუმელებს” წარუდგინა ხელშეკრულება და გადახდის ქვითრები, საიდანაც მისი მონათხრობი დასტურდება.
მეტიც, მას კომპანიის დირექტორი, როგორც “გამყიდველი მხარე”, შესყიდული უძრავი ქონების მის სახელზე გაფორმების უფლებას არ აძლევს.
ამის გამო, ბახდიარის მიერ დაბანდებული 100 000 ლარი სახელმწიფო უწყებებში არ ფიქსირდება. შესაბამისად, ბინადრობის უფლების მიღებაც არ შეუძლია:
ბახდიარის და მისი მეუღლის საქართველოში ჩამოსვლიდან 1 წელი რამდენიმე კვირაში იწურება და კანონი რომ არ დაარღვიოს, იგი იძულებულია, ქვეყანა მალე დატოვოს. შესაბამისად, კიდევ უფრო ეწურება იმედი, რომ შეძლებს ბინის საკუთრებაში რეგისტრაციას.
ხელშეკრულების თანახმად, ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, ჟიული შარტავს 7 ნომერში მდებარე კორპუსში ბახდიარს 51 კვადრატული მეტრი ბინის „შავი კარკასი“ 2019 წლის ბოლოსთვის უნდა ჩაჰბარებოდა, თუმცა ბახდიარის თანახმად, რაც ადგილზე გადამოწმებითაც დასტურდება, კორპუსი საექსპლუატაციო პირობებამდე მიყვანილი ჯერაც არ არის:
ასე გამოიყურება ბინა, რომელშიც ბახტიარმა და მისმა მეუღლემ 100 ათასი ლარი გადაიხადეს და 2019 წელს უნდა ჩაჰბარებოდათ. ისინი ამბობენ, რომ კომპანია მათ თანხის სრულად დაფარვის მიუხედავად ბინას არ უფორმებს.
აქ სამი ლიფტიდან არცერთის გამოყენება არ არის შესაძლებელი.
საკეტები მორყეულია, კიბეები მოსაპირკეთებელი, მოაჯირები და შუქი მხოლოდ მესამე სართულამდეა, სარდაფში წყლის გუბეები დგას, სადარბაზოს უჯრედებში სამშენებლო მასალა აწყვია…
ბახდიარის თანახმად, კორპუსში გადაადგილება უსაფრთხო არ არის, განსაკუთრებით, შებინდებისას.
იგივე ვითარებაა ბინაში, რომელშიც ბახდიარს 100 000 ლარი აქვს გადახდილი:
მხოლოდ ცარიელი კედლები და მეტალოპლასტმასის კონსტრუქციებია შუშების გარეშე.
“მე ხომ ყველაფრისთვის გადავიხადე. სად არის ფანჯრები?” – გულდაწყვეტით კითხულობს ბახდიარი.
მისი თქმით, აქ ორი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.
კომპანიამ ბახდიარს განუცხადა, რომ სამშენებლო მასალების მის ბინაში ასატანად კიდევ 1250 დოლარის დამატებაა საჭირო.
“ესპუნქტიკონტრაქტითგათვალისწინებულიარყოფილა”, – აღნიშნავს გუსეინოვი “ბათუმელებთან.”
“რუსუდანთანდაკავშირებაშეუძლებელია. თუდარეკავთმენეჯერთან, გიპასუხებთ, რომყველაფერირიგზეა, მშენებლობაკიუბრალოდპანდემიისგამოშეჩერდა”, – აცხადებს “ეიჩ გრუპის” კიდევ ერთი კლიენტი – იგორ აგაფონოვი, რომელიც ასევე მოტყუებულად გრძნობს თავს. რუსუდანი [ბერიძე] ამ კომპანიის დირექტორია.
იგორ აგაფანოვი რუსეთის მოქალაქეა. ის, როგორც ბახდიარ გუსეინოვს, ამბობენ, რომ სხვებიც, მათი მომავალი მეზობელი, ვინც ამ კორპუსში შეიძინა ბინა, იგივე მდგომარეობაში არიან – მოტყუებულად გრძნობენ თავს. მათი უმრავლესობა უცხოელია.
ბათუმის ზღვისპირა ზოლში, ჟიული შარტავას #7-ში ბინების მომავალ მესაკუთრეებს რუსუდან ბერიძესთან კომუნიკაციაზე უფრო ის აწუხებთ, რომ მათი ბინები კონტრაქტით გაწერილ ვადებში ვერ დასრულდა. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ვერც ბინა გაიფორმონ საკუთრებაში და ვერც გადახდილი თანხა – ათობით ათასი ლარი დაიბრუნონ.
“მათპირველისართულიშეალამაზესდამიმღებისივრცემოაწყეს. ყოველიმისვლისასგვაჩვენებენდაგვეუბნებიან: “შეხედეთ, ყველაფერიკარგადმიდის.” როგორცკიმაღლაადიხარ, სრულიქაოსიდაარეულობაგხვდება”, – ამბობს აგაფონოვი.
აგაფონოვმა დაიქირავა იურისტები, რომელთა განცხადებებსაც მშენებლები არ იღებენ, საჯარო უწყებები კი პასუხებს არ იძლევიან. “კომპანიამფულიაიღოდაახლააღარაინტერესებს, როგორგაგრძელდებასიტუაცია. რუსეთიდანვრეკავდიორიწელი, პერსონალიხშირადუხეშადმესაუბრებოდა”, – ჰყვებაიგორაგაფონოვი.
მისი თქმით, იგი აპირებს მიმართოს სასამართლოს და შეიტანოს განცხადება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში.
„ბათუმელებმა“ საკუთარი კლიენტების პრეტენზიებზე რუსუდან ბერიძის პოზიციაც მოისმინა. კომპანიის დირექტორი კლიენტების პრეტენზიებს არ იზიარებს. მისი თქმით, 37-სართულიან კორპუსში “შესასვლელებიმოწესრიგდა, ერთილიფტიმალეჩაირთვებაერთ–ერთსადარბაზოში, ორიდაიხურაუსაფრთხოებისმიზნით. რემონტიმიმდინარეობს, პროცესიაღწევსმეხუთესართულამდედაშემდეგგანახლდებამაღლიდან. სადარბაზოებშიმოსაპირკეთებელიიყოიატაკი, ამაზეახლამუშაობენ.”
ამბობს, რომ პანდემიის გამო მშენებლობა ერთი წლით შეჩერდა, ახლა კი სამუშაო პროცესი განახლდა და ბინებში ფანჯრებიც მალევე ჩაისმება.
ბერიძე “ბათუმელებთან” იმაზეც საუბრობს, რომ კომპანიას პროექტში ცვლილების შეტანა სურს, რის შესახებაც განცხადება მერიაში უკვე შეტანილია.
ამ მიზეზით, მათ არ შეუძლიათ ბინები მომხმარებლებს გადასცენ მფლობელობაში:
კომპანიისგან დაზარალებული სხვა მყიდველებიც “ეიჩ გრუპისგან” პასუხს ითხოვენ, თუმცა უკვე ორი წელია 31 დეკემბერი ინიშნება ბინების გადაცემის საბოლოო ვადად. ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ დაზარალებულები არიან, მერიაში განაცხადი რამდენჯერმე შეიტანეს სახელმწიფოსგან დახმარების მიღების იმედით.
“ტელევიზორშიცმინახავსდაინტერნეტშიცამომიკითხავს, რომსაქართველოსხელისუფლებაუცხოელიმოქალაქეებისპრობლემებსითვალისწინებსდამათაღმოსაფხვრელადზომებსმიიღებს”, – აღნიშნავს ბახდიარი.
საჯარო უწყებისაგან ხელშეწყობის მოპოვებას ისინი დღემდე ვერ ახერხებენ. რამდენიმე უცხოელმა, რომლებმაც ამ კორპუსში იყიდეს ბინები, საქართველო უკვე დატოვეს. ისინი ბინის ჩაბარებას ამჯერად ამა წლის 31 დეკემბრამდე ელოდებიან.
საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანია “ეიჩ გრუპი” 2016 წელს ჯონი ბაკურიძეს [80%] და ზურაბ ველიაძეს [20] დაუფუძნებიათ. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიას შვიდი მფლობელი ჰყავს – ზურაბ ველიაძეს ისევ 20% ეკუთვნის. 15-15 პროცენტს ფლობენ რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები – ვადიმ კორსუნსკი, მარინა ილჩენკო, მაგომედ ჩაბიევი. ამ კომპანიაში წილებს საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ფლობს – ამირან ფაღავა [5%], ავთანდილ ბაკურიძე [15%], მამუკა ჯაფარიძე [15%].
საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია ეიზ გრუპი შარტავას ქუჩაზე 3 7652 კვადრატული მეტრი საერალიზაციო ფართობს ფლობს.
დღეს, 6 ნოემბერს, მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციას მრევლის ნაწილი მართავს და ითხოვს გადადგეს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი. მრევლის წევრებს ხელში სანთლები უჭირავთ და ითხოვენ ეკლესიაში შესვლის უფლებას. სალხინოს მამათა მონასტრის წინ პოლიციის კორდონი დგას. მონასტერში არც მრევლს უშვებენ და არც სასულიერო პირებს.
მრევლის პროტესტი გუშინ, 5 ნოემბერს მომხდარმა ფაქტმა განაპირობა. სალხინოს მამათა მონასტერში 5 ნოემბერს, ადრე დილით 5 ბერი დააკავეს. მათ შორის სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი (გვილავა). მოგვიანებით შსს-მ განმარტა, რომ ბერები პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.
სალხინოს მამათა მონასტრის ბერებს, რომელიც გუშინ მონასტრიდან გამოიყვანეს, ამ დრომდე არ აძლევენ მონასტრის ტერიტორიაზე შესვლის და პირადი ნივთების აღების საშუალებას. დღესვე აქციაზე ცნობილი გახდა, რომ მრევლის მიერ მიტროპოლიტის გადადგომის მოთხოვნით შეგროვდა 10 ათასი ხელმოწერა.
მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) მარტვილიდან „ბათუმელებს“ უყვება, რომ მიტროპოლიტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მრევლმა ერთი თვის წინ დაიწყო. მონაზვნის თქმით მრევლი ითხოვს „დატოვოს ჭყონდიდის ეპარქია სტეფანე კალაიჯიშვილმა და აღდგეს ეპარქიაში სამართლიანობა“.
„10 ათასამდე ხელმოწერაა უკვე შეგროვილი. ეს პროცესი გრძელდება, არ გაჩერდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ხელმოწერა იქნება. კაციშვილი არ დადის ამათ წირვებზე ტაძრებში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მონაზონი სოსანა.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან განცხადებას ავრცელებს. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი წერს, რომ უარს აცხადებს შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებზე, ვიტამინებსა და გლუკოზის აბებზე.
„მინდა გამოვეხმაურო ხელისუფლების მიერ ჩემს შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას: ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ამას არ გამოუწვევია კვების შეფერხება.
30 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ.
დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე.
ვერ მოგატყუებთ, ჩემი მდგომარეობა, ჩემი შეგრძნებით, მკვეთრად გაუარესდა და, ვფიქრობ, მალე მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება.
ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება. ახლა მე ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ჩემი სამშობლოს პატრიოტების სოლიდარობის, ადამიანურობის ჰუმანურობის და და მოქალაქეობრივი პოზიციის,“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს, საქართველოში ჩამოსვლამდე ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, “პრაიმთაიმმა” გაავრცელა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კი გუშინ, 5 ნოემბერს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.
მთავარი ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან
თურქეთში, ქალაქ ხოფაში, მეთევზემ, რომელმაც ბევრი თევზი დაიჭირა, ერთი კილო ქაფშია 5 ლირად გაყიდა. მიმდინარე სეზონზე თურქეთში ქაფშია 15-20 ლირა ღირს და ყველა მოქალაქეს მისი ყიდვის საშუალება არ აქვს. როგორც თურქული გამოცემა „ჰაბერლერი“ წერს, 6 საათში თევზის მაღაზიის მფლობელმა 75 ტონა ქაფშია გაყიდა.
„ჰაბერლერის“ ცნობით, ხოფელი სერქან აქსოი 12 წელია თევზაობს. „შევიდეს თევზი ყველა სახლში“ – ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეთევზემ ქაფშიის ფასი 5 ლირამდე შეამცირა.
ხოფაში, ერთი დღის განმავლობაში ჩატარებულმა აქციამ დიდი ყურადღება მიიპყრო. ფასდაკლების შესახებ მთელმა რაიონმა გაიგო და თევზის მაღაზიის წინ რიგები გაჩნდა. ზოგი მოქალაქე ქაფშიას კილოობით ყიდულობდა, ზოგმა კი ყუთებითაც წაიღო.
მეთევზეს თქმით, მსგავსი აქციები წინა წლებშიც მოაწყო, მაშინ ის ქაფშიას 3 ლირად ჰყიდდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ, შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ლ.ბ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ადგილზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრაუნინგის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.
რაც შეეხება მეორე პირს, 1991 წელს დაბადებული გ.კ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა, ქალაქ ქობულეთში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 46 საბრძოლო ვაზნა,“ – ნათქვამია ოფიციალურ რელიზში.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 178 ადამიანი დაინფიცირდა.
6 ნოემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობას გადის 1768 პაციენტი. აქედან კლინიკებში 538 პაციენტი, 269 პაციენტი კოვიდ სასტუმროებში, ბინაზე კი 961.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გაჯანმრთელდა 132 ადამიანი.
რაც შეეხება ვაქცინაციას, დღემდე აჭარაში სულ გაკეთებულია 219 055 აცრა. აქედან ორი დოზით აცრილია 103 568 მოქალაქე, ხოლო 124 პირს მესამე დოზა ე.წ. ბუსტერი აქვს გაკეთებული.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაიცვალა 68 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
5 240 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარაში – 178, იმერეთში – 1 045, ქვემო ქართლში – 396, შიდა ქართლში – 429, გურიაში – 105, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 384, კახეთში – 488, მცხეთა-მთიანეთში – 144, სამცხე-ჯავახეთში – 142, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -57.
ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის #42-ში, შპს „ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე ცათამბჯენის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ კიდევ თითო ცათამბჯენის აშენება იგეგმება. ამ პროექტებზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა, ამჯერად კი პროექტების სავარაუდო რენდერებიც მოვიპოვეთ. ორივე მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია.
რენდერიწითელი ისრით ნაჩვენებია სამშენებლო ტერიტორიები
რენდერების მიხედვით, რომლებიც კომპანიებმა მერიას განაშენიანების დეტალურ გეგმასთან ერთად წარუდგინეს, ორივე პროექტი „ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე პროექტებთან თითქმის გათანაბრებული იქნება, „ალიანსი ფრივილიჯი“ 180 მეტრი სიმაღლის შენობას აშენებს.
თუ ორივე პროექტი დამტკიცდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის გაგრძელებაზე, ახალი ბულვარის მიმართულებით, სასტუმრო „ჰილტონის“ შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით 3 ცათამბჯენი გაჩნდება, ძველი ბულვარის მხარეს კი – „ბაბილონ თაუერი“ შენდება.
სამშენებლო ტერიტორია სხვადასხვა მხრიდან
„ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე ცათამბჯენის გვერდით, რუსთაველის #39 -ში, მშენებლობის ნებართვას შპს „ბრიტიშ დეველოპმენტი“ ითხოვს. კომპანია ამ მისამართზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და შპს „ალიანსის“ მშენებარე პროექტის შუაში მოქცეულ 8000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთს ფლობს. შპს „ბრიტიშ დეველოპმენტის“ ნაკვეთის მიმდებარედ, რუსთაველის #44-ში კი, მშენებლობის უფლებას შპს „ვესტინვესტი“ ითხოვს.
ვესტინვესტს“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ 2016 წელს მიჰყიდა. 2017 წელს ეს კომპანია, მიწის ნაკვეთთან ერთად, „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფმა“ შეისყიდა. კომპანია ახალ მფლობელს 25-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც გადაეცა.
ბათუმის მერიას ახალი პროექტების საჯარო განხილვა 2021 წლის 12 ნოემბერს 15:00 საათზე აქვს ჩანიშნული. საჯარო განხილვა ე.წ. ბრიფინგრუმში უნდა ჩატარდეს.
მერია წერს ასევე, რომ დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღეში წარადგინონ მოსაზრება საკითხის ირგვლივ, თუმცა როდის არის ინფორმაცია გამოქვეყნებული, ამის გარკვევა რთულია. მით უმეტეს, რომ მერიას არც კი უცდია, თუნდაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაზიარებით გაეზარდა დოკუმენტების ხელმისაწვდომობა დაინტერესებული საზოგადოებისთვის. მერია ამას არ აკეთებს, სამაგიეროდ ყოველთვის აქვეყნებს ინფორმაციას, სად, რა მიმდინარე სამუშაოები მოინახულა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
ორივე პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა ახალ საკრებულოს მოუწევს. გარდა ამისა, აუცილებელია ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც შეითანხმოს, რადგან მიწის ორივე ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უარი თქვა ბათუმში ბათილი ბიულეტენის ნამდვილად მიჩნევაზე.
საუბარია ბათუმის 50-ე საარჩევნო უბნის შემთხვევაზე – ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის არჩევანი მკაფიოდ ჩანს, კომისიამ იმიტომ მიიჩნია ბათილად, რომ მას კუთხე ჰქონდა დაზიანებული. საოლქო საარჩევნო კომისია ამ საჩივარზე უბნის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას დაეყრდნო, რომელმაც თქვა, რომ ბიულეტენი კონვერტის გარეშე იყო მოთავსებული ყუთში. საოლქო კომისიამ უარი თქვა ენახა უტყუარი მტკიცებულება – ცესკოს მიერ ორგანიზიებული ვიდეო კამერის ჩანაწერი.
ვიდეო კადრების მიხედვით კი, ოლქში ბიულეტენის გაბათილების დროს არც კი უხსენებიათ, რომ ბიულეტენი კონვერტში არ იდო.
არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ოპოზიცია განსაკუთრებით ბათილი ბიულეტენების სიმრავლეზე საუბრობს, რადგან განსხვავება მერობის კანდიდატებს შორის მცირე იყო.
„საოლქო კომისიისგან განსხვავებით მოსამართლემ თავიდან ბოლომდე ნახა ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილება იმაზე მეტად დაუსაბუთებელი იყო იყო, ვიდრე საოლქო კომისიის“, – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ითხოვდა სასამართლოში 50-ე უბანზე მიჩნეული ბათილი ბიულეტენის ნამდვილად ცნობას.
პაატა დიასამიძის თქმით, მოსამართლემ ამ საქმეზე ახსენა კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც განსაზღვრულია საარჩევნო ბიულეტენის რეკვიზიტები. ბიულეტენს უნდა ჰქონდეს თარიღიც, თუმცა ამ შემთხვევაში ბიულეტენის ნამდვილობა დგინდება მარტივად, როგორც რეგისტრატორის ბეჭდით და ხელმოწერით, ასევე მერობის კანდიდატების ჩამონათვალით.
საია-ს იურისტი განსაკუთრებით იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ბიულეტენის ბათილად მიჩნევის საფუძველი ვერც მოსამართლემ დაასახელა.
„მოსამართლეს არაფერი უთქვამს, რა იყო ბათილობის საფუძველი. მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
საოლქო კომისია დაეყრდნო ცრუ ახსნა-განმარტებას, რადგან უბნის კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომისიას უთხრა, ყუაც დაზიანებული იყო და კონვერტშიც არ იდოო. თუ კონვერტში არ იდო ბიულეტენი, ის ავტომატურად ბათილია და რატომ ჰქონდათ ის გადადებული სამსჯელოდ, როგორც საეჭვო ბიულეტენი?
ვიდეო ჩანაწერში კი ჩანს, რომ კომისიის თავმჯდომარე მიმართავს წევრებს, საეჭვოა ეს ბიულეტენი და კენჭი ვუყაროთ, ანუ დასტურდება, რომ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა საუბნო კომისიამ საოლქო კომისიას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.
საია-ს იურისტის შეფასებით სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არჩევნების სანდოობის მიმართ ეჭვებს აძლიერებს და ნიჰილისტურ დამოკიდებულებას იწვევს.
საია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
___
წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბრის ბათუმის მერის მეორე ტურის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატ გიორგი კირთაძეს სახელისუფლო კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 1 526 ხმით მოუგო.
ბათუმის 79-ე ოლქში ამ არჩევნებზე 2017 ბიულეტენი გააუქმეს.
თურქული მედია ქალაქ ტრაბზონში უცნაური ფაქტის შესახებ წერს. ძაღლი თავისი გარდაცვლილი მეპატრონის საფლავზე მიდის და წვება.
ომერ გუვენმა 11 წლის ქუჩის ძაღლი შეიფარა და მასზე ზრუნვა დაიწყო. ძაღლს მან „ფერო“ შეარქვა.
კაცი 29 ოქტომბერს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ „ფერო“ მისი საფლავის რეგულარული სტუმარია.
ომერის რძლის ფატმა გუვენის თქმით, მოხუცს ძალიან უყვარდა ცხოველები:
„მაწანწალა კატებსაც უვლიდა. ზამთარში ქალაქგარეთ გადიოდა. როდესაც ომერი ქალაქს ტოვებდა, კატები ქრებოდნენ.
არ ვიცი, გრძნობდა თუ არა ძაღლი მის მოსვლას, მაგრამ როცა ბრუნდებოდა, „ფერო“ ყოველთვის მის გვერდით იყო. ჩემს მამამთილსაც ძალიან უყვარდა, იქამდე არ ჭამდა, სანამ ფეროს არ დააპურებდა.
ზოგჯერ მეზობლები ხედავენ, რომ ფერო სასაფლაოზე ჩვენ გარეშე მიდის. როდესაც დაკრძალეს, ძაღლი პირდაპირ საფლავზე დაჯდა,“ – უთხრა ფატმამ ჟურნალისტებს.
ბათუმის ცენტრალურ პარკში 300-მდე ახალ საბაღე სკამს ეტაპობრივად განათავსებენ, მათ შორის, სანათიან სკამებს. პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა.
პარკის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა პინგპონგის ორი მაგიდა და ქვის სკამები.
ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ცენტრალური პარკის კეთილმოწყობასა და შესაბამისი ინვენტარის განთავსებაზე, ასევე საბაღე სკამებისა და სხვადასხვა სახის დასაჯდომის შესყიდვა/განლაგებაზე ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) სექტემბერში გამოაცხადა. ტენდერში კომპანია შპს „გეოლოდმა“ გაიმარჯვა.
ბათუმის ცენტრალურ პარკში ახალი სკამები, მაგიდები, ურნები და მონუმენტები 2021 წლის 10 დეკემბრამდე უნდა განთავსდეს. საამისოდ ბიუჯეტიდან 997 600 ლარი დაიხარჯა.
შავი, ქვისგან ჩამოსხმული საპიკნიკე მაგიდა
ასე გამოიყურება დანარჩენი ინვენტარი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით:
ბაზალტის ქვის გრანულებისგან ჩამოსხმული ზურგიანი სკამიქვისგან ჩამოსხმული ველოსადგომიქვისგან ჩამოსხმული ზურგიანი სკამიქვისგან ჩამოსხმული პუფიქვისგან ჩამოსხმული სკამიქვისგან ჩამოსხმული სკამიზურგიანი სკამი „სმარტ“-3ზურგიანი სკამი „სპრინგ“რკინისგან დამზადებული სკამიქვის სკამი ბეჟი ფერის ტრავენტინის ეფექტით ხისფაქტურებიანი WPC ძელაკებითქვისგან ჩამოსხმული სკამიწითელი ქვის გრანულებისგან ჩამოსხმული ზურგიანი სკამი
მონუმენტები:
შავი ქვისგან ჩამოსხმული ქანდაკება, შიგნით ჩამონტაჟებული დეკორატიული ლედგანათებებითშავი ქვისგან ჩამოსხმული ქანდაკება „ბიჭი წიგნით”
პარკში განთავსდება ორი ახალი დიზაინის ნაგვის ურნა:
ურნა თერმომოდიფიცირებული ხის ძელებითა და საკეტიანი რკინის კარებით, ურნაში მოთავსებული უნდა იყოს თუნუქის ნაგავშემკრები კონტეინერი. ურნის თავზე დამონტაჟებულია საფერფლე.ბეჟი ქვისგან ჩამოსხმული ურნა
ამერიკული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მის მიერ შემუშავებული Covid-ის სამკურნალო ექსპერიმენტული პრეპარატი 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს მოზრდილებში – ინფორმაციას„ბიბისი“ ავრცელებს.
პრეპარატი „პაქსლოვიდი“ განკუთვნილია სიმპტომების გამოვლენიდან მალევე გამოსაყენებლად, კოვიდით მძიმე ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.
Pfizer-ი აცხადებს, რომ დროზე ადრე შეწყვიტა ცდების ჩატარება, რადგან თავდაპირველი შედეგები დადებითი იყო.
Pfizer-ის პრეპარატი შექმნილია იმ ფერმენტის დასაბლოკად, რომელიც ვირუსს ეხმარება გამრავლებაში. პრეპარატის სამი აბი მიიღება დღეში ორჯერ, ხუთი დღის განმავლობაში.
Pfizer-ი აცხადებს, რომ გეგმავს წარუდგინოს თავისი აბების შუალედური საცდელი შედეგები აშშ-ს მედიკამენტების მარეგულირებელ ორგანოს, FDA-ს გადაუდებელი სიტუაციების დროს გამოსაყენებლად.
კომპანია Pfizer-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ თქვა, რომ პრეპარატს აქვს პოტენცია, გადაარჩინოს პაციენტების სიცოცხლე, შეამციროს Covid 19-ის ინფექციების სიმძიმე და გამორიცხოს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ათიდან 9 შემთხვევაში.
„ბიბისი“ წერს, რომ კვლევის შუალედური შედეგები, რომელშიც 1219 კოვიდით ინფიცირებული პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენებს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს მხოლოდ 0.8% იმ პაციენტებისა, რომლებიც „პაქსლოვიდით“ მკურნალობდნენ, ხოლო იმ პაციენტებიდან, რომლებიც იღებდნენ „პლაცებოს“, ჰოსპიტალიზებული იქნა 7%.
პაციენტებს მკურნალობა უტარდებოდათ Covid-ის სიმპტომების გამოვლენიდან სამი დღის განმავლობაში.
შვიდი პაციენტი, რომლებიც იღებდნენ „პლაცებოს“, გარდაიცვალა, ხოლო იმ ჯგუფში, სადაც „პაქსლოვიდით“ მკურნალობდნენ პაციენტებს, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობისას პაციენტების 1%, რომლებიც „პაქსლოვიდს“ იღებდნენ, საავადმყოფოში გადაიყვანეს და არც ერთი მათგანი არ გარდაცვლილა.
კვლევაში მონაწილე პაციენტები იყვნენ ხანდაზმულები ან ჰქონდათ ისეთი თანმხლები დაავადება, რაც უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებდა მათ ჯანმრთელობას კოვიდით ინფიცირებისას.
კვლევის მონაწილეთაგან ყველას ჰქონდა კორონავირუსის მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები.
Pfizer-ი ასევე სწავლობს ახალი პრეპარატით მკურნალობის გავლენას იმ ადამიანებზე, რომლებიც კოვიდინფიცირების რისკჯგუფში არ არიან და მათზე, ვინც უკვე დაინფიცირდა კოვიდ 19-ით ოჯახის წევრისგან.
5 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მარმარილოს ზღვა სპეციალური დაცვის საჭიროების მქონე ზონად გამოაცხადა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგად მარმარილოს ზღვაში დაწესებული იქნება ახალი ზომები ნებისმიერი საზღვაო საქმიანობისთვის, დაბინძურებისგან დასაცავად.
თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, ახალ რეგულაციაში მითითებული ზონა მოიცავს სტამბოლის, კოჯაელის, იალოვას, ბურსას, ბალიკესირის, ჩანაქალეს და თექირდაღის წყლებს, ასევე ამ პროვინციების სანაპიროებს.
„ზღვა დღითიდღე იწმინდება და თევზი ბრუნდება. ჩვენ ვხედავთ ბიომრავალფეროვნებისა და ჟანგბადის დონის ნელ, მაგრამ სტაბილურ ზრდას,“ – განაცხადა თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარებისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა – მურატ ქურუმმა. მან ისიც აღნიშნა, რომ ისინი მარმარილოს ზღვის დაბინძურების პოტენციურ წყაროებს სწავლობენ და დღემდე ჩატარდა 88 000-ზე მეტი შემოწმება.
„ზღვის დაბინძურებისთვის ჩვენ ჯამში 13,5 მილიონი აშშ დოლარით (131,6 მილიონი თურქული ლირა) დავაჯარიმეთ 899 ბიზნესი და 99 საზღვაო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე შევაჩერეთ 140 ბიზნესი დაბინძურების გამო,“ – განაცხადა მინისტრმა.
„დეილი საბაჰის“ ცნობით, მინისტრმა ისიც დასძინა, რომ ამჟამად მარმარილოს ზღვაში ჩამდინარე წყლების მხოლოდ 46% ექვემდებარება სიღრმისეულ ბიოლოგიურ გაწმენდას და მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლის 100%-მდე გაზრდა სურთ.
„მარმარილოს ზღვაში ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენების მაჩვენებელი 1,2%-დან 5%-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ სტამბოლს (ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 15 მილიონზე მეტია) გადამუშავებული წყალი ერთი თვის მანძილზე ეყოფა,“ – ამბობს ქურუმი.
2021 წლის ზაფხულში მარმარილოს ზღვაში ლორწო წარმოიქმნაწყალმცენარის – ფიტოპლანქტონის გამრავლების შედეგად, რაც, სპეციალისტების თქმით, გამოწვეულია გლობალური დათბობისა და წყლის დაბინძურების გამო.
დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.
აქციის მონაწილეებს აქციაზე სიმბოლურად პატარა გალია ჰქონდათ მიტანილი. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, თავად გააკეთებენ ამას.
„კიდევ ერთხელ ბათუმი და ბათუმელი ახალგაზრდები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილი, პუტინისა და ივანიშვილის პირადი პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს.
ჩვენ ამას არ შევეგუებით. არ მივცემთ მთავრობას მოსვენებას, ყველა სამთავრობო სამსახურებთან, დაწესებულებებთან გავმართავთ მსგავს აქციებს და მოვემზადებით მასშტაბური აქციისთვის თბილისში“ – ამბობს ლაშა კილაბერია, საკრებულოს ახალარჩეული წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე
აქციის წევრებს აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან გალიის დადგმის ნება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ აქციის მიზანი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერაა:
„რიჟვაძის პირად დაცვად არიან გადაქცეულები. ჩვენ აქ უწყინრად მოვიტანეთ გალია იმისთვის, რომ სიმბოლურად მხარდაჭერა გამოგვეხატა მიხეილ სააკაშვილისთვის და თუ „ოცნება“ ამყოფებს მას გალიაში, ჩვენ გავაღებთ კარებს.
აი, ამ ფორმით მოვიტანეთ და არ დაგვადგმევინეს. არაფერი გაგვიფუჭებია, არც გზა გადაგვიკეტავს, კანონს ვერ გვიმარტავენ, თუ რის საფუძველზე გვაჩერებენ“.
ექსპრეზიდენტის მხარდაჭერაზე ისაუბრა აქციის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან გორგილაძემ:
„ის სირცხვილი, რაც 30 წლის წინ ვჭამეთ და ჩვენივე ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენივე ხელით მოვკალით, რომ არ განმეორდეს, უნდა ვთხოვოთ, მოვუწოდოთ თუ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მოუფრთხილდნენ პრეზიდენტის ჯანმრთელობას, ის პოლიტპატიმარია და გაათავისუფლონ“.
__________________
36-ე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდება.
ბოლო ორი წელია, სილქნეტის მობილური ქსელი ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს ეხება როგორც ქვეყნის მასშტაბით მობილური ინტერნეტის დაფარვის გაფართოებასა და 4.5G ქსელის გაძლიერებას, ისე – ახალი თაობის „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიის დანერგვასა და მისი დაფარვის არეალის გაზრდას დედაქალაქში, ბათუმსა და ზღვისპიერთში, რაიონულ ცენტრებსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, საკურორტო ზონებში და ა.შ. სილქნეტის 4G ქსელი მიწისქვეშ, მეტროს სადგურებშიც კი ხელმისაწვდომია.
სილქნეტის მიერ დანერგილი ტექნოლოგია „გიგაბიტ LTE“ უაღრესად სწრაფია, ახასიათებს სტაბილური სიჩქარე და მაღალი ტევადობა, იძლევა საშუალებას, რომ გაცილებით უფრო მეტ აბონენტს შესთავაზოს მობილური ინტერნეტ-სერვისი სიჩქარის დეგრადაციის გარეშე. აქედან გამომდინარე, მისი საშუალებით შესაძლებელია დიდი მოცულობის ფაილების გადაგზავნა, მაღალი გარჩევადობის ვიდეოების ყურება წყვეტის გარეშე, საქმიანი საკითხების მოგვარება ოპერატიულად (ინტერნეტ ხმოვანი და ვიდეო ზარებითა და კონფერენც-ზარებით), სიახლეების გაცნობა, სოციალური ქსელებით სარგებლობა, ონლაინ სწავლა, გართობა, შემეცნება, უწყვეტი კავშირი ახლობლებთან ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან.
მაშინ როცა პანდემიის პირობებში 2 ჯერ და 3 ჯერ მეტად გაიზარდა მობილური ინტერნეტის მოხმარება და 4G მხარდაჭერის მქონე მობილური მოწყობილობების რაოდენობაც, კომპანიამ ქსელის გასაძლიერებლად უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენა და დაფარვის ზონებიც გააფართოვა.
კომუნიკაციების კომისიის მიერ, ბოლო 6 თვის მანძილზე ჩატარებული საფუძვლიანი კვლევისა და მონიტორინგის შედეგებით, აჭარაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, კურორტებზე: საირმე, ბაკურიანი, მანგლისი, ავტობანის მთელ პერიმეტრზე, თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში კომპანია სილქნეტი პირველ ადგილზეა მობილური ინტერნეტის სიჩქარითა (HTTP Average Data Rate) და დაყოვნების პარამეტრებით (ICMP Ping average (ms), რაც პირდაპირ განსაზღვრავს ინტერნეტის ხარისხს, განსაკუთრებით – OTT აპლიკაციების გამოყენებისას, როგორიცა Viber, Whatsapp, და სხვა. ასევე, უპირატესობა, ან თანაბარი მაჩვენებლები აქვს კომპანიას სხვა ოპერატორებთან მიმართებით, ხმოვანი სერვისის ხარისხის (Good calls – წარმატებულად განხორციელებული და უწყვეტი ხმოვანი ზარები) თვალსაზრისითაც.
სილქნეტი აგრძელებს ქსელის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით და მომავალი წლის გაზაფხულამდე გეგმავს საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში მობილური ინტერნეტის და ხმოვანი კავშირის მაღალი ხარისხით კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და გაძლიერებას.
თუ ჯერ არ სარგებლობთ სილქნეტის ქსელით, დაპორტირდით hello.silknet.com – დან ან შეიძინე SIM ბარათი სახლიდან გასუვლელად!
დღეს, 5 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ახალარჩეული ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური წევრების მოსყიდვას და დაშინებას ცდილობს, საკრებულოში გადაბირებისა და უმრავლესობის შექმნის მოტივით.
„ამის შესახებ ჯერ კიდევ კობახიძე-ღარიბაშვილმა გააკეთეს განცხადება, რომ ექნებათ უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. გახარიას პარტიიდან შესული საკრებულოს ერთი წევრი ხომ გადაიყვანეს და როგორც ჩანს, დანარჩენი ორი წევრის გადაბირება ვეღარ შეძლეს და დაერივნენ საკრებულოში არჩეულ წევრებს „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ძალიან ბევრთან მივიდნენ, იყო მუქარა ოჯახის წევრებზე და მოსყიდვის მცდელობა“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
გიორგი კირთაძე კონკრეტული პირების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი პარტიის ბევრ წევრთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელით იყვნენ მისული.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც ერთი წევრის გადაბირება შეძლოს ოპოზიციიდან, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ენმ-ს წევრების გადაბირება გამორიცხულია.
„ნაციონალური მოძრაობის“ 15 წევრიდან ვერცერთს ვერ წაიყვანენ, ამას გამოვრიცხავ. ყველა ცალ-ცალკე მოვიდა და მომიყვა ამბავი, ამიტომ გავაკეთეთ ბრიფინგი. „ლელოდან“ დარჩა ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის ორი წევრი, ამიტომ მოვუწოდეთ დღეს მათაც, რომ სწრაფად დავსხდეთ და გადავწყვიტოთ უმრავლესობის ფორმირება. იმიტომ, რომ კობახიძე-ღარიბაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ გადაიბირებენ წევრებს.
ოპოზიცია ვაპირებთ ბრძოლას, არავის არ ეშინია არც დავით რიჟვაძის და არც მათ შანტაჟს აჰყვება არავინ. იმედია, რომ სხვა პარტიებთან ერთად მალე ავირჩევთ საკრებულოს თავმჯდომარესაც. თვითონაც ხვდებიან, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ცდილობენ, რომ ერთი ოპოზიციონერი მაინც გადაიყვანონ მათ მხარეს,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.
ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირების და დაშანტაჟების პროცესზე საუბრობს, საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძეც. მისი თქმითაც, ოპოზიციონერ წევრებს სთავაზობენ დიდძალ თანხას და ემუქრებიან ოჯახის წევრებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით ამას კი ყველაზე ახლობელი-შუამავალი ადამიანების პირით აკეთებენ. „გახარიას გუნდმა ეს ზეწოლა უკვე გამოსცადა და ერთი გადაბირებული დეპუტატიც მიიღო“-ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ირაკლი კუპრაძე
კირთაძის საპასუხოდ ბრიფინგი გამართა დღეს უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ირაკლი ჭეიშვილმა.
„წინასწარ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, აბსოლუტურად ყველაფერი გამოჩნდება, გვექნება თუ არა უმრავლესობა და რა როგორ იქნება. ყველაფერი იქნება დეკლარირებულად, არაფერს არ ვმალავთ,“ – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რა აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ უმრავლესობა ექნებათ, ჭეიშვილი ამბობს, რომ „ისაუბრებენ ყველასთან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა“.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გახარიას პარტიიდან დარჩენილი ორი წევრის გადაბირებაზეც მუშაობს „ოცნება“ – ჭეიშვილი ამბობს, რომ ასე არ ფიქრობს, თუმცა აღნიშნავს:
„ყველაფერი მოგვიანებით გამოჩნდება. მოსყიდვის და შანტაჟის გარეშე არ შეიძლება ადამიანმა აზრი შეიცვალოს, არ შეიძლება ითანამშრომლოს?
არ ვიცით ვინ რა პოზიციას დაიჭერს, არც ის, დამოუკიდებელი დეპუტატი რას გააკეთებს, უბრალოდ ყველაფერი გამოჩნდება ცოტა ხანში. ყველა სცენარის განვითარება შეიძლება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა საკრებულოში ჩვენს სასარგებლოდ დალაგდება.
„ქართულ ოცნებას“ ბათუმის ახალ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლელოსთან“ ერთად – 16. იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულოს ორი წევრი გახარიას პარტიიდან „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებს, ოპოზიცია უმრავლესობას დაკარგავს. გახარიას პარტიიდან შესულმა საკრებულოს ერთმა წევრმა პარტია 29 ოქტომბერს დატოვა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.
ირაკლი თავდგირიძის ამ განცხადებიდან მალევე, ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნდის კიდევ ერთმა წევრმა აკაკი გვიანიძემ თქვა: „ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო. ამიტომ გასაყიდი უნდა გაიყიდოს, რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე უფრო მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება“.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ეთანხმება გიორგი კირთაძის განცხადებას, რომ აუცილებელია კონსულტაცია ოპოზიციის წევრებთან. „დაჟინებით ვითხოვ სწრაფი კონსულტაციის გამართვას ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელთაგან, ყველას ერთად-უკლებრივ გვიჭირავს ოპოზიციური უმრავლესობის ფორმირების გასაღები. 1 ხმის დაკარგვა და გაყიდვაც კი, ოპოზიციური უმრავლესობის დაშლას ნიშნავს.
დრო მხოლოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობს, რომელიც მზადაა ძალადობის, ზეწოლის და მოსყიდვის ნებისმიერი ფორმა გამოიყენოს უმრავლესობის მისაღებად. შესაბამისად, სამივე ოპოზიციურმა პარტიამ (ლელო; გახარია საქართველოსთვის; ენმ) უნდა აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა, დროულად დაგეგმოს კონსულტაცია და მიაღწიოს შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ნათელი გახდება“-ამბობს ირაკლი კუპრაძე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, „ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები ამ დროისთვის გამოკითხვის მიზნით გადაყვანილნი არიან პოლიციის განყოფილებაში.
სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. ასევე, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა – კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს“.
სალხინოს მამათა მონასტერში დილიდან ხმაურია. მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი 5 სასულიერო პირი პოლიციამ დააკავა. შსს-ში აქამდე არ აცხადებდნენ, რა სტატუსით გადაიყვანეს ისინი პოლიციაში.
ერთ-ერთი ფეისბუქგვერდი, რომელსაც აღნიშნული სასულიერო პირების მრევი მართავს, იუწყება, რომ ადგილზე დილიდან მივიდა მიტროპოლიტი სტეფანე „ჩოხოსნებთან ერთად“ და სწორედ მათ მიჰყვა საპოლიციო ძალა. ზემოხსენებული სასულიერო პირები მიტროპოლიტს სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ და მას არ ემორჩილებიან.
„გთხოვთ, დაგვეხმაროთ თუნდაც 1 ლარით“, „თქვენი თანადგომა ისევ გვჭირდება“, „სხივური თერაპიის დროულად დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, „გთხოვთ, გადაგვირჩინეთ შვილი“ – ამ შინაარსის შეტყობინებებს ყოველდღიურად ვხედავთ სოციალურ ქსელებში, როცა მშობლები შვილების გადასარჩენად საზოგადოებისგან ითხოვენ დახმარებას.
ასეთ დროს წუთებს, საათებს, დღეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ამბობს, რომ ბავშვთა ონკოლოგიას სრულად აფინანსებს. თუმცა რა ხდება რეალობაში, ამაზე იმ ბავშვების მშობლები გვიყვებიან, რომელთა შვილებიც სხვადასხვა სიმსივნეს ებრძვიან კლინიკებში.
თუ ბავშვს ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდა, მაშინ გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ გამგზავრებაა, რადგან ტრანსპლანტაცია საქართველოში ვერ კეთდება.
ასეთ დროს მშობლები ორცეცხლშუა აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან შვილის ავადობით მიღებულ სტრესს უფულობა ემატება. უცხოურ კლინიკებში ძვლის ტვინის გადანერგვა ან სხვა სიმსივნური ოპერაცია ათასობით ევრო ღირს, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება კი მიზერულია, საბოლოოდ, მშობლები საზოგადოების მოწყალების იმედად რჩებიან.
რას გვიყვებიან მშობლები
ია ცერცვაძე 7 წლის ლუკა ბენიძის მშობელია. წყალტუბოში, სოფელ ქვილიშორში იყვნენ, როცა ლუკას თავის ტკივილი დაეწყო, მშობლებმა ბავშვი ქუთაისში კლინიკაში გადაიყვანეს.
„კლინიკაში გვითხრეს, რომ ბავშვს შაკიკი ჰქონდა, რომ რაღაც ვირუსული იყო და ამ მიმართულებით დაუწყეს მკურნალობა. უარესად გახდა ბავშვი, გაუძლიერდა ტკივილი და გულისრევაც. არავის მოსვლია აზრად, რომ ბავშვისთვის CAT-ე გადაეღოთ. ბოლოს ისევ ჩვენ, მშობლებმა, გადავწყვიტეთ და მაშინ გამოჩნდა პრობლემა“, – გვეუბნება ია ცერცვაძე.
თავის ტვინში დაგროვილი სითხე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა იყო საჭირო ოპერაციისთვის.
„გაოგნებული ვიყავით მშობლები ამ ამბით, საავადმყოფო კი ბავშვის გადაყვანაშიც არ დაგვეხმარა და კატასტროფის მანქანა არ გამოიძახა. სანამ 700 ლარი არ ჩავუთვალეთ მძღოლს, მანქანა არ დაიძრა ადგილიდან, მაშინ, როცა ჩემი შვილის სიცოცხლე საათებზე იყო დამოკიდებული“, – ამბობს ია.
ია ცერცვაძე ლუკასთან ერთად კლინიკაში
ლუკას მეოთხე სტადიის სიმსივნე თავიდან 11 ოქტომბერს ამოკვეთეს. ფორმა მძიმე, აგრესიული აღმოჩნდა. იმისთვის, რომ ლუკას სხივური თერაპია დაეწყო, თავის ტვინის 3T ფორმატში გადაღება იყო აუცილებელი, რომელსაც მხოლოდ ორ კლინიკაში – თოდუასა და „ავერსში“ იღებენ. ია ამბობს, რომ „ავერსში“ 8 ნოემბრამდე დაჯავშნილია ადგილები და ბავშვს ვერ მიიღებენ. ჯერჯერობით პასუხი არც თოდუას კლინიკიდან აქვს.
მათ აღარ ვენდობი – ბოლომდე ვიბრძოლებ ლუკასთვის
„სასწრაფოდ გერმანიაში გვინდა ლუკას გადაყვანა, თუმცა კლინიკა არ გვაძლევს მიმართვას. უნდათ, რომ აქ დავრჩეთ, თუმცა იმედს არ მაძლევენ. არც ხარისხიანი ქიმია აქვთ, შეიძლება უარესად დამძიმდეს ჩემი შვილის მდგომარეობა.
არ დავთმობთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ ლუკასთვის. მე არ ვენდობი ჯანდაცვის სისტემას, რადგან აქ ყველაფერს ფული და ნაცნობობა წყვეტს“, – გვეუბნება ია და იხსენებს შემთხვევას, როგორ დასჭირდათ ნაცნობების ჩარევა დაფინანსების მისაღებად.
„სახელმწიფომ ოპერაცია მხოლოდ 70 პროცენტით დაგვიფინანსა, დანარჩენი ან მერიას უნდა მოეცა, ან თვითონ მოგვეძიებინა. ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ დარჩენილი 30%-ის დაფარვა, მაგრამ უარი გვითხრეს, პასუხი ერთ თვეს არ იქნებაო. საავადმყოფო კი გვაჩქარებდა თანხის დაფარვას.
გვითხრეს, თუ ნაცნობი არ გყავთ, ვერაფერს მიაღწევთო. ბოლოს მართლად ჩავრიეთ ერთი ადამიანი და ზუსტად სამ საათში გამოგვიყეს თანხა. სწორედ ამიტომ არ ვენდობი ქართულ ჯანდაცვას, ვშიშობ, რომ აქ დროს დამაკარგინებენ და ხელიდან გამომეცლება შვილი. ძნელია, როცა სხვის 1 ლარზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ მაინც წავიყვან ლუკას გერმანიაში“, – გვეუბნება ის.
ქეითის გზა საქართველოდან იტალიამდე
4 წლის ქეით ახვლედიანს ლეიკემია აღმოაჩნდა. ქიმიოთერაპია თბილისში, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. დედის თქმით, უჩვეულო ის იყო, რომ რეციდივი სწორედ ქიმიით მკურნალობის დროს გამოვლინდა. „ასე არ უნდა ყოფილიყო, ასე არ ხდება ხოლმე, რადგან ქიმია აჩერებს სიმსივნეს და წმენდს უჯრედებს“, – ამბობს კარინა გრიგორიანი, ქეითის დედა.
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის ქეითი სასწრაფოდ უცხოეთში უნდა წასულიყო. ოპერაციისთვის კი კლინიკები 150-200 ათას ევროს ითხოვდნენ. სირთულეს ისიც ქმნიდა, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს. ჩაკეტილი იყო ევროპის საჰაერო სივრცე და მიწვევას თითქმის არც ერთი კლინიკა არ აკეთებდა.
„სასოწარკვეთილი ვიყავი. ბოლოს ელჩებიც ჩავრიეთ. საქართველოში ვატიკანის ელჩი ძალიან დაგვეხმარა და დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა იტალიაში ჩამოვედით. სწორედ ელჩის დახმარებით მოხერხდა. თუმცა თანხის ნაწილი 70 ათასი ევრო აქ ჩამოსვლამდე მაინც გადავიხეთ, რადგან კლინიკა მოწვევას ისე არ აკეთებდა. თუმცა შემდეგ კლინიკამ ბოლომდე (18 წლამდე) აიღო ქეითზე უფასოდ მკურნალობის და მონიტორინგის პასუხისმგებლობა“ – გვეუბნება კარინა.
სწორედ აქ, ვატიკანის კლინიკაში გაირკვა, რომ ქეითს თბილისში უხარისხო ქიმია გადაუსხეს, ამიტომ გამოვლინდა ნაადრევი რეციდივი. ამის გამო კარინა გრიგორიანმა საქართველოს პროკურატურას ცოტა ხნის წინ მიმართა და გამოძიების დაწყებას ელოდება.
„აქ სხვა მშობლებსაც ვესაუბრე, რომლებიც ძირითადად აფრიკის ქვეყნებიდან არიან. იქაც სწორედ ეს პრობლემა აქვთ, უხარისხო მედიკამენტების გამო ურთულდებათ ბავშვებს მდგომარეობა“, – ამბობს კარინა.
კარინა გრიგორიანი 4 წლის ქეითთან ერთად
ქეითს იტალიაში გადანერგვა წარმატებით ჩაუტარდა, ახლა ელოდებიან გადალახონ კიდევ ერთი რთული ეტაპი.
რას გვიყვება კარინა იაშვილის კლინიკაზე
„იაშვილის კლინიკა ამ ეტაპზე უკონკურენტოა, სწორედ ამიტომ არ ვითარდება, არც აინტერესებთ. ყველაზე საშინელება იცით რა არის? როცა პაციენტი ქიმიაზეა, მასთან ხელთათმანის გარეშე მუშაობა არ შეიძლება. ბოლოს რომ ვიყავი კლინიკაში, ხელთათმანიც კი არ ჰქონდათ ექთნებს, რომ პროცედურები ჩაეტარებინათ. ეს იმ დროს, როცა ამბობენ, რომ მილიონობით ლარი ირიცხება კლინიკაში ამ ბავშვების მკურნალობისთვის.
დამლაგებლებიც კი არ ალაგებდნენ ოთახებს. დედები ალაგებდნენ, რაც აბსოლუტურად არ შეიძლება, რადგან შემდეგ ისინი საჭმელს ეხებიან ხელით და ბავშვებს აჭმევენ. წარმოუდგენელია, ძალიან სარისკოა ეს“, – ამბობს კარინა გრიგორიანი.
მისი თქმით, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა დღეს „ნიუჰოსპიტალშია“ შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ უფროსებისთვის. რამდენიმე კლინიკაში უკვე კეთდება კარტთერაპიაც. „სურვილის შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია განავითაროს სხვა კლინიკები და გაჩნდეს კონკურენცია, თუმცა არ აკეთებს. ჩვენ, მშობლებმა, უნდა ვიხმაუროთ, რომ ჩვენმა შვილებმა ხარისხიანი მკურნალობა მიიღონ. გავაგებინოთ სახელმწიფოს, რომ ჩვენი შვილების უფლებები ირღვევა“, – გვეუბნება კარინა.
ბავშვის უფლებათა ეროვნული კოდექსის მიხედვით, ბავშვის ჯანმრთელობის უფლება დაცულია: „ბავშვს აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული“.
კოდექსში იმასაც ვკითხულობთ, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომი სერვისები, ასევე უნდა შეუქმნას ბავშვებს უვნებელი გარემო.
„რა უფლებების დაცვაზეა საუბარი, როცა თვეობით ვიხვეწებით 1 ლარს ჩვენი შვილების გადასარჩენად. სახელმწფო ვალდებულია სრულად დააფინანსოს სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
მათ არ უნდა უწევდეთ იმ საშინელი გზის გავლა, რასაც დღეს გავდივართ შვილები და მშობლები“, – ამბობს კარინა.
მშობლები, ვის შვილებსაც უცხოეთში მკურნალობა სჭირდებათ, თანხას სოციალური ქსელების მეშვეობით აგროვებენ ან საქველმოქმედო ფონდების დახმარებით ახერხებენ გამგზავრებას. თუმცა ეს პროცესი ძალიან გაწელილია დროში.
ქეითი
„მაგალითად, ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ფონდი „იალქანი“, ძალიან მალე შეგვიგროვა თანხა, 1 ლარის გადმორიცხვის აქცია გააკეთა, გზის ფული კი „დიმიტრი ცინცაძის ფონდმა“ მოგვცა.
იტალიაში როცა ჩამოვედი, ისიც კი გავიგე, რომ საუნივერსიტეტო კლინიკებში უფასოდ შეუძლიათ იმკურნალონ ბავშვებმა, თუ აქ შეძლებენ ჩამოსვლას და შემდეგ სასწრაფოთი შევლენ კლინიკაში. ბევრი მშობელია გამწარებული და მინდა იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენც ასეთ კლინიკაში ვიმყოფებით და ერთ-ერთი საუკეთესოა“, – ამბობს კარინა.
სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სახელმწიფოს აქვს „სოლიდარობის ფონდი“ შექმნილი, სადაც თანხები საჯარო სექტორში დასაქმებული პირების სახელფასო ანგარიშებიდან ირიცხება. თუმცა, როგორც მშობლები გვეუბნებიან, ფონდიდან თანხის დროული გადარიცხვა არ ხერხდება უცხოურ კლინიკებში, რის გამოც მათ მაინც ხალხის დახმარება სჭირდებათ.
„ეს ფონდი სრულად მაინც არ გაფინანსებს და გაძლევს საგარანტიო ფურცელს. როგორც გაირკვა, აღარ ენდობიან მათ საგარანტიოებსაც, რადგან თვეებზე ანაწილებენ თანხას და ძალიან გვიან ურიცხავენ კლინიკებს. კლინიკები კი სანამ თანხის ნაწილს მაინც არ გადარიცხავ, არ გიგზავნიან მოწვევას.
მაშინ, როცა თითოეულ საათს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, უნდა იყოს დაფინანსება დროული სახელმწიფოს მხრიდან. ისედაც უდიდეს ტრავმას ვიღებთ შვილების ავადობის გამო“, – ამბობს კარინა.
ლტოლვილობა – გზა საფრანგეთამდე
დარეჯან სურმანიძე 9 წლის რეზო ასანიძის დედაა. ოჯახი საფრანგეთში გამგზავრებამდე მახინჯაურში ცხოვრობდა. ახლა კი მთელი ოჯახით ლტოლვილად ჩაბარდა საფრანგეთს.
რეზოს ქიმიოთერაპია იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, თუმცა გამოვლინდა რეციდივი და ძვლის ტვინის გადანერგვა გახდა საჭირო.
„ლიმფობლასტური ლეიკემია 2018 წელს აღმოაჩნდა. შოკი იყო ჩვენთვის, სხვაგან წასვლა არც გვიფიქრია, იაშვილში დავიწყეთ მკურნალობა. 1-2 კურსით როცა შედეგი ვერ მივიღეთ, ქიმია ჩვენი ხარჯით ჩამოვიტანეთ გერმანიიდან. იაშვილს, როგორც მახსოვს, რუსული ქიმია ჰქონდა შემოტანილი. კარგად მიდიოდა მკურნალობა, ექიმიც გვილოცავდა, განიკურნაო. თუმცა რეციდივი მაინც გამოვლინდა“.
დარეჯანის თქმით, ათი დღე ჰქონდათ იმისთვის, რომ უცხოეთში რომელიმე კლინიკაში წასულიყვნენ და ოპერაცია გაეკეთებინათ.
„როცა თავს ზემოთ ძალა არაა, მაშინ გეძლევა რაღაც არაბუნებრივი ძალა. გადავწყვიტეთ, რომ თანხის შეგროვებას არ დავლოდებოდით და ლტოლვილად წავსულიყავით საფრანგეთში“, – გვეუბნება დარეჯანი.
მტკივნეული და შიშით სავსე გზა
„გვეუბნებოდნენ, რომ შეიძლება არ მიგიღოთ საფრანგეთმა, ვერ ჩაბარდეთო. რეზოსთან ერთად მეორე, 12 წლის ბავშვიც მიმყავდა და შეიძლება ქუჩაში დამრჩეს-მეთქი, – ვფიქრობდი. მთელი ეს პერიოდი შიშში გავატარე, არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. თუმცა ისეთი მდგომარეობა მქონდა, ვოცნებობდი, ოღონდ კლინიკის კარებთან მივაღწიო-მეთქი…
ვერც კი წარმოვიდგენდი, ისე მიგვიღო საფრანგეთმა, ბინაც მოგვცეს, მკურნალობაც უფასოდ გვაქვს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ფრანგებისთვის.
საქართველომ, ჩვენმა ჯანდაცვამ კი, ასე უპატრონოდ, საცოდავად გამოგვიშვა. განა მარტო მე? ჩემსავით ათეულობით ადამიანია ამ დღეში. მიშვებ, სად მიშვებ? არც მეკითხები ფული მაქვს თუ არა, გადავრჩები თუ არა. სახელმწიფოზეა აქ საუბარი. როცა ბავშვი, შენი ქვეყნის მოქალაქე ამ დღეშია, გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს არა? “ – გვეუბნება დარეჯანი.
მისი თქმით, ეს უნდა დასრულდეს. „ქართულ სახელმწიფოს შეუძლია ეს დაასრულოს, თუკი მოინდომებს. ბავშვებს, მშობლებს, არ უნდა უწევდით ამ გზის გავლა. როცა ბავშვს სჭირდება ძვლის ტვინის გადანერგვა და აქ ვერ კეთდება, ასეთ დროს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ევროპულ კლინიკებთან ხელშეკრულება, რომ საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს პაციენტის გადაყვანა. ხალხი რამდენჯერ გადმოგირიცხავს? 100 ათას ევროს ვინ გადმომირიცხავს? როდემდე უნდა იმათხოვროს გამწარებულმა მშობელმა.
მე გამიმართლა, საფრანგეთში ვარ და უფასოდ მკურნალობენ ჩემს შვილს, მაგრამ რა ქნან იმ მშობლებმა, ბავშვებმა, ვინც ვერ მიდის ლტოლვილად, ვინც კერძო კლინიკებშია და ლარს იხვეწება, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?“ – ამბობს დარეჯანი. მისი თქმით, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა განადგურებულია.
რეზი ასანიძე და დარეჯან სურმანიძე
„რომელ უფასო მკურნალობაზე საუბრობენ, 20 ათასი მარტო თბილისი-ბათუმში მიმოსვლაში დავხარჯეთ. აქაური თვალით რომ ვუყურებ, ვფიქრობ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა განადგურებული და არ ვიცი რა ეშველება.
იმდენჯერ შემოდის ექთანი (ღამითაც) სიცხეს, წნევას უკონტროლებს ბავშვს, წამალზე საუბარიც ზედმეტია, ყველაფერი ხარისხიანია. თუმცა 380 ლარი როცა აქვს ექთანს ხელფასი, მეტი რა უნდა მოსთხოვო. ყველა პრობლემა ერთადაა აკინძული საქართველოს ჯანდაცვაში და საბოლოოდ ჩვენ ვზარალდებით – ბავშვები და მშობლები“, – ამბობს დარეჯანი.
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, მინიმუმ 5 წელია მოცდის დრო, რომ საბოლოოდ ჩაითვალოს პაციენტი განკურნებულად. დარეჯანს და მის ოჯახს სურს, ეს პერიოდი საფრანგეთში დაჰყონ, რადგან ხელმეორედ არ მოუწიოთ იმავე გზის გავლა. თუმცა იმაზეც შიშობს, რომ კლინიკიდან გაწერის შემდეგ, შესაძლოა საფრანგეთმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვოს.
„ვერ დავბრუნდები ქართული ჯანდაცვის და სახელმწიფოს იმედად. იმ შიშის გამო, რაც აქ ჩამოსვლამდე გავიარე, არ ვიცი რამდენი წელი დამაკლდა. არ შევარჩენ საქართველოს ამ ყველაფერს. აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობა სრულად დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, როცა წუთები წყვეტს ყველაფერს. როცა ფულის გამო ვერ უკეთებ ბავშვს რაც საჭიროა, განგრევს და განადგურებს ადამიანს. მე ამას ასე არ დავტოვებ“, – ამბობს დარეჯანი.
„სუპერგმირები“ და პეტიცია – რას ითხოვენ მშობლები
ორი წლის მართა ესპანეთში, ბარსელონას კლინიკაში გარდაიცვალა. მას ღვიძლის სოლიდური სიმსივნე ჰქონდა. ბავშვის დედის, მარიამ მითაიშვილის თქმით, მართას საქართველოში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და შესაბმისად, არასწორადაც უმკურნალეს.
„როცა მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ამის შემდეგ გვითხრეს, რომ უცხოეთში წაგვეყვანა. ბარსელონაში აღმოვაჩინეთ, რომ თურმე არასწორად მკურნალობდნენ. ყველაფერი იმდენად დაგვიანებული იყო, ბარსელონაში ფაქტობრივად პალიატიურ მოვლაზე გადაიყვანეს ჩემი შვილი, სადაც გარდაიცვალა კიდეც“, – გვეუბნება მარიამ მითაიშვილი.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მარიამმა ორგანიზაცია „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“ დააარსა. მისი თქმით, ყველა ბავშვი სუპერგმირია, რომელიც ასეთ პატარა ასაკში ამხელა ტკივილს იტანს და მძიმე სენს ებრძვის.
მართა დედასთან ერთად
მარიამი მიიჩნევს, რომ ბავშვების სიცოცხლის ხარისხი აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს საქართველოში, იქნება ეს ფსიქოლოგიური მომსახურება, გარემო თუ მკურნალობის მეთოდები.
ორგანიზაცია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ქართულ ენაზე პირველად თარგმნეს წიგნი, რომელიც სპეციალურად ონკობავშვებისთვის შეიქმნა ამერიკაში და აპრობირებულია ევროპის ქვეყნებშიც.
„წიგნი შეიქმნა იმისთვის, რომ ბავშვებს მათთვის გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დაავადების შესახებ, რაც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას. ისინი საავადმყოფოში იწყებენ ცხოვრებას და მტკივნეულ პროცედურებს გადიან. ევროპაში ფსიქოლოგები, მშობლები, ექიმები აქტიურად იყენებენ ხოლმე ამ წიგნებს, სადაც მარტივი მხატვრული ისტორიებითაა ახსნილი ყველაფერი“.
საქართველოში წიგნის 800-მდე ეგზემპლარი „ღია საზოგადოების ფონდის“ დახმარებით დაიბეჭდა. წიგნები კლინიკაში და რემისიაში მყოფ ბავშვებს დაურიგდა.
სად და როგორ ირღვევა ყველაზე მეტად ბავშვის უფლებები?
მარიამი ამბობს, რომ ხარვეზი ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ მისი ინიციატივით მომზადდა პეტიცია, სადაც ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ასპროცენტიან დაფინანსებას მოითხოვენ. მშობლების აზრით, სრულად უნდა დაფინანსდეს საკონტროლო კვლევებიც მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდში.
პეტიციას 8 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მარიამის თქმით, სიმსივნური დაავადებების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობაა.
„ჩემი შვილის შემთხვევაში ბევრი ფაქტორი არსებობდა იმისთვის, რომ ეჭვი შეეტანათ დიაგნოზში და შეეცვალათ მკურნალობა. თუმცა ასე არ მოხდა. გულგრილობასთან ერთად საქმე არაპროფესიონალიზმთანაც გვაქვს“, – გვეუბნება ის.
მარიამის თქმით, არასწორია, როცა ამბობენ, რომ სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ბავშვებს, რადგან წლიური ლიმიტი ერთ პაციენტზე განსაზღვრულია და 23 ათას ლარს შეადგენს. „თუ ამაში ვერ ეტევი, მაშინ მშობელმა უნდა მოიძიოს თანხა. 23 ათასი ძალიან მცირეა. როცა ევროპაში 100-150 ათასი ევრო ღირს მინიმუმ, ეს ისედაც გვაჩვენებს, რომ საქართველოში მკურნალობა ვერ იქნება ხარისხიანი.
მშობლებს ხშირად უწევთ წამლების, საკვების ყიდვა. როცა უკუჩვენებები იწყება, იქ სხვადასხვა წამალი შეიძლება დაგჭირდეს, რომელსაც კლინიკა არ გაძლევს.
კვება ავიღოთ თუნდაც, კატასტროფულია, შეუძლებელია იმით ბავშვი გამოკვებო, მით უმეტეს, ნებისმიერ ასაკის ბავშვზე ერთნაირი კვებაა გათვალისწინებული. 9 თვის და 15 წლის ბავშვი როგორ შეჭამს ერთნაირ საკვებს?
ამასთან, ყველა ქალაქში ხომ არ ცხოვრობს, ვიღაცას სოფლიდან უწევს ჩამოსვლა თბილისში, შეიძლება საერთოდ არ მუშაობდეს არც ერთი მშობელი და რომც მუშაობდეს ერთ-ერთი მაინც, მიტოვება მოუწევს, რადგან ბავშვს კლინიკაში მომვლელი სჭირდება.
თუ ქიმიამ არ იმოქმედა და ტრანსპლანტაცია დასჭირდა ბავშვს, მაშინ ასობით ევროა საჭირო და აუცილებელია ევროპაში გადაყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს მინიმუმ ორი კვირა სჭირდება, ზოგჯერ ერთი თვეც, რომ დაფინანსება გამოყოს. როცა სასწრაფოა, მაშინ ეს დრო ბავშვისთვის დამღუპველია. ფონდების საგარანტიოებსაც აღარ ენდობიან უცხოეთში, ხშირად მაშინ რიცხავენ, როცა დამთავრებული აქვს ბავშვს მკურნალობა. ჩვენ, სამწუხაროდ, აღარ დაგვჭირდა. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ბავშვებისთვის სრულ დაფინანსებას. ჩვენ ვთვლით, რომ ვალდებულია სახელმწიფო დააფინანსოს ბავშვები“, – ამბობს მარიამ მითაიშვილი.
შორენა მეხეშიძე 8 წლის ლუკასთან ერთად. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
შორენა მეხეშიძე 25 წლისაა და სამი შვილის მარტოხელა დედაა. ბათუმში ცხოვრობს. სანამ 8 წლის გიორგის ლეიკემია დაუდგინდებოდა, დამლაგებლად მუშაობდა, ახლა კი მუშაობას ვეღარ ახერხებს.
შორენა თავის სამ შვილს, თავისი დედის 107-ლარიანი პენსიით ზრდის. ბავშვებს აქვთ სოციალური დახმარებაც, საკვებისთვის ბარათზე 50 ლარი ერიცხებათ, რაც ბაშვების სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისი არ არის.
შორენა მშობლებთან ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს, სადაც ნესტია. ექიმი კი ურჩევს, რომ ბავშვი ნათელ და მშრალ გარემოში ჰყავდეს.
„გიორგის მწვავე ლიმფობლასტური ლეიკიმია დაუდგინდა. იაშვილის კლინიკაში ქიმიოთერაპიის დროს პრეპარატის შეცვლა გახდა საჭირო, რასაც უსხამდნენ, მან საშინელი რეაქცია მისცა. მითხრეს, რომ დაიღუპებოდა, თუ გააგრძელებდნენ. ამიტომ ფონდებს და ჯანდაცვის სამინისტროს დახმარება ვთხოვე და ქიმია გერმანიიდან ჩამოვიტანეთ. 5 ათასი ევრო გადავიხადეთ“, – ამბობს შორენა.
გიორგი ჩახალიანი
ქიმიოთერაპიის გამო გიორგის პირის ღრუ დაუზიანდა, ამიტომ კლინიკის საკვებს ვერ იღებდა. დედა ამბობს, რომ პირის მოვლისთვის მედიკამენტების შეძენაც მას უწევდა. „ექიმი გეუბნება, რომ წამალი უნდა იყიდო, შენ კი ხსნი საფულეში 1 თეთრიც არ გაქვს, ეს ძალიან დამთრგუნველია მშობლისთვის“, – ამბობს შორენა.
სხვა მშობლების მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სრულად უნდა დააფინანსოს ბავშვები.
რას ამბობენ იაშვილის კლინიკაში?
„ბათუმელები“ იაშვილის კლინიკაში ონკოლოგიური განყოფილების უფროსს, ასმათ შენგელიას ესაუბრა, რომელიც მშობლების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს ნაწილობრივ იზიარებს.
მაგალითად, ადასტურებს, რომ კლინიკაში სანიტრების ნაკლებობაა და მხოლოდ ორი დამლაგებელი მუშაობს 40-პაციენტიან განყოფილებაში. ექიმი იმასაც გვიდასტურებს, რომ პალატების დალაგება თავად მშობლებს უწევთ.
„გეთანხმებით, რომ ამას უნდა აკეთებდეს სანიტარი, მაგრამ სანიტრების დიდი გასაჭირი გვაქვს, რადგან მეტი ანაზღაურება უნდათ, 42 ბავშვს ვერ მოემსახურება 2 სანიტარი“, – გვეუბნება ასმათ შენგელია.
ჰიგიენის სხვა პირობებს რაც შეეხება, შენგელია უარყოფს იმ ფაქტს, რომ ექთანი უხელთათმანოდ მუშაობს პაციენტთან.
„ექთანმა შესაძლოა თქვა, რომ არ ჰყოფნის ხელთათმანები და ეს სხვანაირად გაიგო მშობელმა, მაგრამ უხელთათმანოდ ექთანი პალატაში არ შედის.
მედიკამენტები იხსნება სპეციალურ სივრცეში, გამწოვი კარადის ქვეშ. თუმცა არის ზოგჯერ რაღაც პრობლემები. მაგალითად, გაფუჭდა სადღაც ონკანი ან ჩამრეცხი… არც ცუდია და არც საუკეთესო ეს კლინიკა“, – გვეუბნება ის.
რაც შეეხება ბავშვების კვებას, შენგელიას თქმით, კვება პროგრამით არ ფინანსდება და ეს კლინიკის სერვისში შედის. ის მშობლების კრიტიკას იმ ნაწილში იზიარებს, რომ საკვები არ არის ასაკობრივად გათვალისწინებული და ყველას (2 წლის ბავშვსაც და 14 წლისასაც) ერთი პორცია და შემადგენლობა მიეწოდება.
სახელმწიფო დაფინანსებაზე კი შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის:
„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აფინანსებს სახელმწიფო 2 მილიონ 250 ათასი ლარით. ეს არის წლიური ლიმიტი და წელიწადში დაახლოებით 40 ახალი პაციენტი შემოდის.
ინფლაციის ფონზე, რა თქმა უნდა, ცოტაა ეს დაფინანსება და ვფიქრობთ, რომ დაფინანსება უნდა გაგვიზარდონ. ვაპირებთ, ამ მოთხოვნით მივმართოთ სახელმწიფოს“, – გვეუბნება შენგელია.
ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსება მოიცავს ქიმიოთერაპიის სრულ კურსს და სტაციონარს – 180 დღე. შენგელიას თქმით, კლინიკას ქიმიოთერაპიისთვის სამხრეთ კორეული და ინდური მედიკამენტები მიეწოდება.
მისი თქმით, მშობელს მაშინ უწევს მედიკამენტების ყიდვა, თუ ის ამბობს, რომ ან ენდობა ინდურ წამალს და სურს შეიძინოს გერმანული ან სხვა ევროპული. „მეც მომწონს გერმანული, მაგრამ ჩვენ რასაც გვაწვდიან, იმას მოვიხმართ“, – გვეუბნება შენგელია. მისი თქმით, აღნიშნულ პრეპარატებს რაიმე გართულებები არ ჰქონია, „მხოლოდ რამდენიმე მშობელი გვყავს უკმაყოფილო“, – ამბობს ის.
„სოლიდარობის ფონდი“
სოლიდარობის ფონდი სახელმწიფომ დააარსა, სადაც საჯარო მოხელეები რიცხავენ ხელფასიდან 1 ლარს. ფონდის ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად 21 562 417 ლარია ფონდში მობილიზებული. ფონდში თანხა შეაქვთ 400-ზე მეტ საჯარო უწყებაში დასაქმებულ მოქალაქეებს და 100-მდე პარტნიორ ორგანიზაციას.
ფონდის ინფორმაციით, ამ დროისთვის 858 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა. აქედან 386 ბავშვსა და ახალგაზრდას სამედიცინო დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაუფინანსდა საქართველოში, 472 შემთხვევაში კი – საზღვარგარეთ.
რაც შეეხება აჭარას, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ონკოლოგიისთვის ცალკე ბიუჯეტი არ არის გამოყოფილი. პროგრამა ითვალისწინებს ძვლის ტვინის გადანერგვას, ამ პროგრამით ფინანსდებიან ბავშვებიც.
მაგალითად, მიმდინარე წელს 0-18 წლამდე 3 ბავშვი დაფინანსდა – ერთი პაციენტი 210 000 ლარით, ორი კი 180 ათასით ლარით.
„ერთი ბავშვის გარდაცვალებაც არის ტრაგედია, თითოეულის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია და არ შეიძლება აქ სტატისტიკით საუბარი, რაც ამორალურია“, – ამბობს მარიამი, მართას დედა.
მისი თქმით, სიმსივნით დაავადებული ბავშვების აღრიცხვა სახელმწიფომ მხოლოდ 2015 წლიდან დაიწყო. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველწლიურად 100-მდე ბავშვი ავადდება სხვადასხვა სიმსივნით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 0-19 წლამდე ასაკის 61 ადამიანს დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი.
აღნიშნული სამსახურის მონაცემებით, სისხლის მიმოქცევის დაავადებების შემდეგ, საქართველოში სწორედ სიმსივნური დაავადებები ლიდერობს (16.0 პროცენტით). მაგალითად, თუ 2010 წელს სიმსივნური დაავადებების გამო 3 085 ადამიანი გარდაიცვალა, 2020 წელს ამავე მიზეზით გარდაიცვალა 8 089 ადამიანი.
ბოლო პერიოდში 5-14 წლის ასაკში ადამიანების გარდაცვალების მიზეზებს შორის უბედური შემთხვევების შემდეგ, სწორედ ავთვისებიანი სიმსივნეები სახელდება.
მშობლები, რომლებსაც ვესაუბრეთ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ „საქართველოს სახელმწიფომ, ევროპის მსგავსად, სრულად უნდა დააფინანსოს სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობა და გაზარდოს სიცოცხლის ხარისხი“.
რადგან მშობლები ამ მოთხოვნის დაყენებას პარლამენტში აპირებენ, „ბათუმელები“ დაინტერესდა, დაუჭერენ თუ არა მხარს მაგალითად ჯანდაცვის კომიტეტის წევრები ბავშვთა სიმსივნეების მკურნალობის ბიუჯეტის ზრდას და საერთოდ, რას ფიქრობენ ამ პრობლემაზე. ვცადეთ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ჩაწერაც, თუმცა უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ „ამ თემას კარგად არ იცნობდა“. თემაზე საუბარი არც ჯანდაცვის სამინისტროში ისურვეს.
დაავადებების შემთხვევების ზრდასთან ერთად, ქვეყანაში იზრდება სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც. ბოლო ორ წელში, კორონავირუსის პანდემიის დროს, კიდევ უფრო გაიზარდა სიღარიბე საქართველოში. გაჩერდა ბიზნესი, იკლო ოჯახების შემოსავლებმაც.
ბოლო მონაცემებით საქართველოში სახელმწიფო შემწეობას 174 612 ოჯახი იღებს.
„სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების ცნობიერების ამაღლების თვეა მთელ მსოფლიოში. იქ, ფაქტობრივად, მთელი სექტემბერი ამ ბავშვებს აქვთ ხოლმე დათმობილი, ტარდება უამრავი კონფერენცია, ბავშვების ფინანსურად დახმარებაც კი, როცა უმაღლეს დონეზე დგას იქ მომსახურებაგული მწყდება იმაზეც, რომ საქართველოში კი სათანადოდ არც ამ თვეს აღნიშნავენ, ისევე როგორც ევროპაში ან ამერიკაში “, – ამბობს მარიამი.
დღეს, 5 ნოემბერს, დილით, ჭყონდიდის ეპარქიაში, მარტვილის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიციამ რამდენიმე ბერი და სამოქალაქო პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
„დილის ლოცვაზე იყვნენ და შემოვარდნენ თურმე ჩოხოსნები კაზაკებივით, იმათ მოჰყვა მეუფეც, თითო კელიაში ორ-ორი ჩოხოსანი შეუშვა და მონასტრის დაცლა დაიწყეს ასე იძულებით… მილიციელები მოვიდნენ, მარა რათ გინდა, უყურებდნენ ამ ყველაფერს, რაფერ ყრიდნენ მონაზვნებს კელიებიდან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მონაზონი ათინოგენი [მდივანი].
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა ჭყონდიდის ეპარქიაში მორიგ დაპირისპირებას.
მონაზონი ათინოგენი ამავე ეპარქიის სხვა მონასტერში ცხოვრობს. ის შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა არ შეუშვეს.
მონაზონი ათინოგენი და კიდევ 10-მდე სასულიერო პირი ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ 19 სექტემბრის განჩინებით განკვეთა, თუმცა სასულიერო პირებს ამ დრომდე მონასტერი არ დაუტოვებიათ.
„ჩვენ ველოდებით სინოდის გადაწყვეტილებას, არ მოსულა და არც სასამართლოსთვის მიუმართავთ გამოსახლებისთვის ვინმეს. სინოდი თუ იტყვის გამოდითო, წავალთ, კი არ ვიხვეწებით რამეს, მარა ჩვენი ხელით აშენებულია ეს ყველაფერი, მე პირადად 15 წელია აქ ვცხოვრობ და ჩვენი ხელით ნაშენებია ეს ყველაფერი.
მონაზვნებს ასე საბჭოთა კავშირის დროს ყრიდნენ მონასტრებიდან და კეტავდნენ, დღეს ეს ჩოხოსნები გადააქციეს სადამსჯელო ბრიგადებად.
ჩემთანაც მოვლენ ალბათ მალე,“ – ამბობს მონაზონი ათინოგენი. იგი მიიჩნევს, რომ პრობლემის სათავე სიმართლეა, რომლის გარკვევა ეკლესიაში თუ მის გარეთ არავის სურს.
„ჩვენ ვიძახით, რომ მოკვლეული იყოს სიმართლე, ბრალდებები, რომლებიც ეკლესიის წიაღში ისმის, გამოძიებულ იქნეს და ყველამ პასუხი აგოს ჩვენიდან დაწყებული, უმაღლესი იერარქებით დასრულებული,“ – აღნიშნა მონაზონმა ათინოგენმა.
რატომ მოითხოვა ეპისკოპოსმა სტეფანემ მონასტრის დაცლა დღეს?
„იმიტომ, რომ დღეს პარასკევია. პარასკევს კიდე მარტვილში ბაზარია და ყველა ბაზარში მიდის. ვინც ჩვენ გვერდით უნდა დამდგარიყო, ყველა ბაზარშია, თორე კი ვერ გაგვიბედავდნენ ამდენს, ზოგს კოვიდი აქვს და ჩაწოლილია, ზოგი კიდე შეშაზეა წასული ტყეში.
ასე დადგა საბჭოთა კავშირი და გაცოცხლდა ლენინი,“ – გვითხრა მონაზონმა ათინოგენმა.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ნოემბრის 21 საათიდან 6 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 17 – 22 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 8-13 გრადუსი
ღამით: 0-5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 7-8 ნოემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 5340 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 55 301 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 62 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარაში – 217, იმერეთში – 1 059, ქვემო ქართლში – 413, შიდა ქართლში – 446, გურიაში – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 328, კახეთში – 492, მცხეთა-მთიანეთში – 109, სამცხე-ჯავახეთში – 119, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -71.
ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდით ინფიცირებულია 51 266 ადამიანი, მათგან 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
4 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.99%.