მთავარი,სიახლეები

ბათუმის პარკში შავი სკამები გათეთრდა და გაიტანეს

31.01.2022
ბათუმის პარკში შავი სკამები გათეთრდა და გაიტანეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული შავი სკამების ნაწილმა ფერი შეიცვალა – წვიმისა და თოვლის შემდეგ სკამები გათეთრდა. დღეს, 31 იანვარს, პარკიდან სკამები გაიტანეს.

ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფერის შეცვლის მიზეზი საღებავი გახდა და სკამები ხელახლა შესაღებად წაიღეს.

„ბათუმელებს“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანია – „თითოეულ პროექტს გააჩნია საგარანტიო ვადა მსგავსი და სხვა ტიპის ტექნიკური დაზიანების აღმოფხვრისთვის“.

ერთი სკამის შესაძენად მერიამ 4 500 ლარი გადაიხადა. ქვის ახალი სკამებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მერიის ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებულიც ის გახდა – შპს „გეოლოდი“.  გარდა სკამებისა, პარკში დამონტაჟებულია ქვის მაგიდებიც.

ფერშეცვლილი სკამები პარკში. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

ფერშეცვლილი სკამები პარკში. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

ფერშეცვლილი სკამები პარკში. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: