მულტიმედია

მიგრანტ ქალთა ისტორიები

31.01.2022
მიგრანტ ქალთა ისტორიები
აქ თავმოყრილია აჭარიდან შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების ამბები, მათი გამოცდილებები, ისტორიები, ხმები, რომლთა მოსმენაც, ვთვლით, რომ დაგვეხმარება მიგრანტ ქალთა შრომის, ეკონომიკური თუ პოლიტიკური როლის დანახვასა და აღიარებაში.
ფილმი "ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის" სტამბოლში შრომითი მიგრაციით მყოფი ქალების ცხოვრებას გაჩვენებთ.

ემიგრაციაში გატარებულ წლებს ითვლიან, მაგრამ არ იციან, როდის დაბრუნდებიან შინ, საქართველოში. კვირაში მხოლოდ ერთი დღე ისვენებენ და ყველაზე ბედნიერი მაშინ არიან, როცა მთელი თვის ხელფასს უგზავნიან ოჯახს.

ნახეთ "ბათუმელების" მომზადებული ფილმი

მასალები მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, პროექტის "შრომის გატანა თავის გასატანად - მიგრანტ ქალთა ისტორიები" ფარგლებში
მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძელებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.