იზიუმში ვპოულობთ სხეულებს გაჩეხილი თავებით და მოჭრილი გენიტალიებით – შსს

ხარკოვის ოლქში უკრაინელებმა სრულად დაიკავეს და გაწმინდეს 118 დასახლებული პუნქტი, რომლებშიც დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

„მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში დავამყარეთ კონტროლი 12 დასახლებულ პუნქტზე, იქ „წმენდის“ სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება,“ – განაცხადა ტელემარათონის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა.

მისი თქმით, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 სექტემბერს 50 სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს, დეოკუპაციის დაწყებიდან დღემდე კი 168 – კერძოდ რომელ დასახლებულ პუნქტებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არ დაუზუსტებია.

ენინის ინფორმაციით, იზიუმში სტიქიურ სასაფლაოზე აღმოჩენილი 48 სამარხიდან უკვე ექსჰუმირებულია 52 ადამიანის ცხედარი, მათ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.

„განვაგრძობთ იმ ცხედრების გამოვლენას, რომლებსაც ძალადობრივი სიკვდილის კვალი ეტყობა. ასეთი ცოტა არაა. ესაა დამტვრეული ნეკნები, გაჩეხილი თავები, კაცები შეკრული ხელებით, მოჭრილი გენიტალიებით,“ – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, სტიქიური სასაფლაო, რომელიც იზიუმთან იპოვეს – ამ ქალაქში ერთადერთი არაა.

ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე უკვე დარეგისტრირებულია 292 სამხედრო დანაშაული.

მოკლედ იზიუმის შესახებ:

რუსეთის არმია იზიუმიდან 10 სექტემბერს გაიქცა და სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დატოვა.

15 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იზიუმის დეოკუპაციის შემდეგ ქალაქში მასობრივი სამარხი იპოვეს.

19 სექტემბრის მონაცემებით, იზიუმის სამარხიდან ექსჰუმირებულია 146 ცხედარი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ასევე ადამიანები, რომლებსაც რუსი სამხედროები იქვე პოლიციის შენობაში აწამებდნენ.

გაერომ იზიუმში უკვე გაგზავნა სპეციალური ჯგუფი სამარხების შესასწავლად.

მთავარ ფოტოზე: მასობრივი სამარხი იზიუმში/ფოტო: Hromadske.ua

ბათუმის აეროპორტში 11 კგ მარიხუანა ამოიღეს

ბათუმის აეროპორტში 11 კილოგრამი მარიხუანა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მარიხუანა ბათუმში სამხრეთ აფრიკიდან შემოიტანა. ბრალდებულს მარიხუანა ბარგის შემოწმების დროს, სამგზავრო ჩანთაში აღმოუჩინეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს.

კრემლის გავლენიან პირებში პანიკაა უკრაინელთა კონტრშეტევების გამო – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ უკრაინელთა კონტრშეტევები კიდევ უფრო აქვეითებს რუსეთის არმიის ისედაც დაბალ მორალურ განწყობას და კრემლის გავლენიან პირებში პანიკას იწვევს.

ISW-ის მკვლევრებს ამის დასტურად მოჰყავთ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების „კანონმდებელთა“ მოწოდება „მთავრობისადმი“, დროულად ჩაატარონ „რეფერენდუმები“ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით და ამ მოწოდების მხარდაჭერა კრემლის პროპაგანდისტებისგან.

„საკითხის ასეთი გადაწყვეტა შეუსაბამოა. რუსეთის ძალები ვერ აკონტროლებენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს სრულად. შესაბამისად, იმ ტერიტორიების შეერთება, რომლებზეც „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები“ პრეტენზიას აცხადებენ, შედეგად მოიტანს იმას, რომ რუსეთს ანექსირებული ექნება ოლქები, რომლებიც ნაწილობრივ უკრაინის ხელისუფლების კანონიერი კონტროლისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გავლენის ქვეშ იქნება,“ – წერს ომის კვლევის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ ჰყოფნის შესაძლებლობა, შეაჩეროს უკრაინის ძალები, რომლებიც მდინარე ოსკილის გავლით, ლუგანსკის ოლქში განაგრძობენ წინსვლას.

ISW-ის მონაცემებით, „რუსეთის სამხედროები სასოწარკვეთილნი ცდილობენ დამატებითი ძალების მობილიზებას ყველა პოტენციური წყაროდან, რათა თავიანთი დეგრადირებული და დემორალიზებული დანაყოფები გააძლიერონ, თუმცა საბრძოლო ძლიერების მიღწევას ვერ ახერხებენ.

უკრაინელთა ბოლო წარმატებები კიდევ უფრო ასუსტებენ რუსეთის არმიის ელიტური დანაყოფების ისედაც დაქვეითებულ საბრძოლო განწყობას,“ – წერს ISW.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • უკრაინის ძალები განაგრძობენ შეზღუდულ და ადგილობრივ შეტევებს მდინარე ოსკილთან და ლიმან-იამპოლ-ბელოგოროვკის ხაზზე.
  • რუსეთის ძალები ცდილობენ შეტევას ბახმუტის სამხრეთით.
  • უკრაინის ძალები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის სამხედრო, სატრანსპორტო და მატერიალურ-ტექნიკურ ობიექტებზე ხერსონის ოლქში.
  • უკრაინული და რუსული წყაროების მიხედვით, 19 სექტემბერს სამი აქტიური საბრძოლო ზონა გამოიკვეთა: ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ინგულეცთან და ოლგინოსთან.
  • იმ მოხალისეთა ბატალიონების რიცხოვნობა, რომლებსაც რუსეთი ქმნის, დიდი ალბათობით, შემცირდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 54 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +160]
  • ტანკი – 2 216 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 4 724 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 1 323 ერთეული [+10]
  • MLRS – 318 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 252 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 217 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 925 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 239 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 587 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 125 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 295 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 007 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 375 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 038 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 839 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 403 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 719 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უახლოეს კვირებში უკრაინამ შესაძლოა ხერსონის დასავლეთ ნაწილი დაიბრუნოს – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რა აღჭურვილობაა საჭირო საქართველოს უსაფრთხოებისთვის – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

რუსეთმა უკრაინელთა შიშით წყალქვეშა ხომალდები ყირიმიდან გაიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობამ თავისი KILO-კლასის წყალქვეშა ხომალდები ყირიმის სევასტოპოლის პორტიდან, რუსეთის სამხრეთში, ნოვოროსიისკში გადაიყვანა.

უწყების ვარაუდით, რუსეთი უფრო და უფრო მეტ საფრთხეს გრძნობს თავისი ფლოტის მიმართ, რადგან ხედავს, რომ უკრაინის ძალებს შორ მანძილზე თავდასხმა წარმატებით შეუძლიათ.

„ბოლო ორ თვეში, ფლოტის სამეთაურო შტაბები და საზღვაო ავიაციის მთავარი ბაზები უკრაინელთა სამიზნე გახდა,“ – წერს უწყებს 20 სექტემბრის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, სწორედ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის ყოფნა იყო ერთ-ერთი საფუძველი, რამაც ვლადიმერ პუტინს 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია გადააწყვეტინა, თუმცა დღეისთვის ბაზის უსაფრთხოება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო მნიშვნელოვნად შერყეულია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგად რუსეთის დანაკარგებზე ამახვილებდა ყურადღებას და წერდა, რომ ბოლო 10 დღეში, რუსეთმა სულ მცირე ოთხი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, რის გამოც, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, მათი რაოდენობა 55-მდე ჩამოვიდა.

რა აღჭურვილობაა საჭირო საქართველოს უსაფრთხოებისთვის – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება კოოპერაცია, ცალკე ჩვენ კი არა, ამერიკაც აღარ იბრძვის. ასევე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თავისებურებები,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი გიორგი სურმავა, რომელსაც საქართველოს სამხედრო აღჭურვილობაზე ვესაუბრეთ და როცა  „თავისებურებების“ დაკონკრეტება ვთხოვეთ, ეს გვითხრა:

„მაგალითად, „შინდისის ბიჭები“ ხომ ვნახეთ ყველამ, როგორ იბრძოლეს, თქვეს, რომ სიკვდილი ჯობია თავისუფლების დაკარგვას,“ – აღნიშნა მან.

გიორგი სურმავას აზრით, ჩვენი რელიეფისა და არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველომ უპირველესად მტრის გადაადგილების შეზღუდვა უნდა შეძლოს ეფექტური დაზვერვით და საინჟინრო საშუალებებით. აუცილებელია საჰაერო თავდაცვის სისტემები, თუმცა ამ დროს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც კი არ აქვს შემუშავებული.

გადამდგარი გენერალი საუბრობს, რა აღჭურვილობაა საჭირო, ეფექტური თავდაცვისთვის. „ბათუმელებმა“ გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გენშტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

  • ბატონო გიორგი, პირველ რიგში, გვითხარით, რას აჩვენებს თქვენთვის ომი უკრაინაში: რამდენად გადამწყვეტია სამხედრო აღჭურვილობა რუსეთის აგრესიის მასშტაბის გათვალისწინებით და ჩვენ რა გვჭირდება ყველაზე მეტად ახლა? 

უკრაინასთან შედარება ჩვენთვის ცოტა არარელევანტურია, რადგან მინიმუმ უკრაინას დიდი თავდაცვითი სივრცე აქვს, ჩვენი დედაქალაქი კი, ფაქტობრივად პირველ ოპერატიულ ეშელონშია, პირველ ხაზზეა და განსხვავებული მიდგომაა საჭირო. უკრაინას მინიმუმ 1000 კმ აქვს სიღრმე და საშუალება, მოაწყოს თავდაცვითი ბაზები, რის საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს.

უკრაინას ჩვენთან შედარებით უპირატესობა ჰქონდა საჰაერო თავდაცვის საშუალებებშიც, ჩვენთან საერთოდ, ნულთან რომ შეადარო, ისე გამოდის, რადგან უკრაინას ასეულობით თვითმფრინავი მაინც ჰყავდა. ჩვენ 2008 წელს 13 ერთეული საფრენი საშუალება მაინც დავაკარგვინეთ რუსებს, თუმცა ეს არ იყო საკმარისი რუსეთის უპირატესობის ნიველირებისთვის. მთავარი პრობლემაა ჩვენი ნაკლებად ეფექტური საჰაერო თავდაცვის საშუალებები.

  • ჩვენი შესაძლებლობების და რელიეფის გათვალისწინებით ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის საშუალებები გვჭირდება? 

მნიშვნელოვანია ზუსტი დამიზნების და შორი დარტყმის საშუალებები. მაგალითად, „ისკანდერს“ მოქმედების რადიუსი აქვს 500 კილომეტრი, იყენებენ ასევე კალიბრს, რასაც აქვს 2 ათას კილომეტრამდე რადიუსი. 2008 წლის ომის დროს ჩვენთან, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიიდან გამოიყენეს „ისკანდერი“.

მეორე რიგის ამოცანაა არტილერიის საწინააღმდეგო აღჭურვილობა, ანუ კონტრბატარეული არტილერია, რაც ასევე ძალიან შეზღუდული რაოდენობით გვაქვს, არ გვაქვს ის ასორტიმენტი, რაც იქნება ეფექტური.

ისევ უკრაინას და რუსეთს თუ შევადარებთ: სარაკეტო საშუალებებში რუსეთს უკრაინასთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდა. უკრაინელებს ჰქონდათ მხოლოდ საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი „ტოჩკაუ“, ასევე თავიანთი ადგილობრივი წარმოებაც გამოიყენეს, გამოიყენეს სანაპირო დაცვის რაკეტები, რუსებს კი ჰქონდათ: „ისკანდერი“, „კალიბრი“, „კინჟალი“, თუმცა ახალი რაცაა, ამის დიდი მარაგი არ ჰქონდათ და გამოზოგვით იყენებდნენ.

არტილერიის მონაცემები რუსეთს და უკრაინას თითქმის ერთნაირი ჰქონდათ, განსაკუთრებით ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემები. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მხოლოდ „გრადი“, ასევე ისრაელში დამზადებული „გრად-ლარი“ და ჩეხური RM – 70-ები, ესეც მცირე ოდენობით. სხვა ეფექტური საშუალებები ჩვენ არ გვაქვს.

  • საქართველოში ვაწარმოებთ ჯავშანმანქანებს „დიდგორი“, ასევე თვითმფრინავებს. რამდენად ეფექტურია ეს საბრძოლო საშუალებები? 

რამდენიმე ერთეული არის, მაგრამ ჯავშანმანქანა და ავტომატი აღარაა გადამწყვეტი დღევანდელ ომში. საფრენი აპარატები Su-25-ები, ვერ ვიტყვი, რომ გადასარევია, მაგრამ მათი მოდერნიზაცია შეიძლება. კოოპერირება შეიძლება, მაგალითად, შვედებთან, ან ჩეხებთან ერთად.

პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება კოოპერაცია, ცალკე ჩვენ კი არა, ამერიკაც აღარ იბრძვის. ასევე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თავისებურებები.

მაგალითად? 

მაგალითად, „შინდისის ბიჭები“. ხომ ვნახეთ ყველამ, რომ იბრძოლეს, თქვეს, რომ სიკვდილი ჯობია თავისუფლების დაკარგვას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიულად მობილურობის გადაადგილების შეზღუდვა მტრისთვის და ამისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების შემდეგ, განსაკუთრებით საჭიროა ეფექტური დაზვერვა და საინჟინრო საშუალებები, რომ მობილურობა შეუზღუდო მტერს. ამას ჩვენ მარტო ვერ მოვახერხებთ.

რამდენად არის ჩვენი არტილერიის ძლიერი მხარე ამერიკული „ჯაველინები“? 

„ჯაველინი“ არის ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, ეფექტურია, თანაც ბოლო თაობის „ჯაველინი“ გვაქვს, მაგრამ მისი მოქმედების რადიუსია 2 კილომეტრი, ანუ ტანკი როცა გამოჩნდება, შეგიძლია ესროლო. გადამწყვეტია საცეცხლე საშუალებები: რაკეტა, თვითმფრინავი, არტილერია. ეს ჯავშანტრასპორტიორები არის უფრო დაცვისთვის. მაგალითად, ხარკოვში შევარდნენ ზუსტად ჯავშანტრანსპორტიორებით უკრაინელები, თანაც სხვადასხვა მიმართულებით დაიფანტნენ, რომ ცეცხლის კონცენტრაცია აეცილებინათ თავიდან.

ანუ ჯერ არის საცეცხლე ზემოქმედება და შემდეგ გჭირდება ეს ჯავშანტრანსპორტიორი, რომ შეხვიდე.

უკრაინაში გამოჩნდა, რომ „ჰაიმარსებმა“ მოუტანა უკრაინელებს წარმატება. ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ ესკალიბურ ჭურვებს და თანამედროვე, ზუსტი დამიზნების აღჭურვილობას. ჩვენ ვახერხებთ რომელიმე აღჭურვილობის შეძენას, ან არის გააქტიურებული მოთხოვნა პარტნიორებთან? 

დიახ, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის თანამედროვე სისტემების გამოყენება, ეს M 270-ები, „ჰაიმარსები“, ჩვენ არცერთი არ გვაქვს. უკრაინას რაც აქვს, ესეც ძალიან მცირეა, მაგრამ დაეტყო უკვე ხელი. განსაკუთრებით „ჰაიმარსს“ აქვს ჭურვი, რომლის მოქმედების რადიუსიც არის 300 კილომეტრი.

დღეს ომში აქტუალური გახდა განსაკუთრებით საცეცხლე ძალა, სისწორე, მუხტის სიდიდე, დამანგრეველი ძალა და მობილურობა, რადგან როცა გაისვრი, იქიდან უნდა წახვიდე, მეორეს ვეღარ ასწრებ უკვე. თუ არ წახვალ, მერე უკვე შენ მოგხვდება. მობილურობა განსაკუთრებით აქტუალურია კონტრარტილერიული ბრძოლის დროს. ამ ახალი თაობის აღჭურვილობას კი, როგორც ვხედავთ, უკრაინას დასავლეთიდან აწვდიან.

საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, პირველ რიგში, გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საშუალებები და დაზვერვის შესაძლებლობები. გვაქვს ფრანგული რადარები, მაგრამ ეს არაა საკმარისი. წარმოიდგინეთ, როცა ის აფრინდება კავკასიონის ქედის ჩრდილოეთიდან, SU – 25 იანგარიშება წუთში 10 კილომეტრი, კავკასიონიდან მოვა დაახლოებით 15 წუთში და რეაგირებას ვერ ასწრებ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, გქონდეს წვდომა დაზვერვის სისტემაზე, ინფორმაცია რომ მიიღო, კავკასიონის იქითაც უნდა ხედავდე საფრთხეს. ამისთვის საჭიროა, ჩართული იყო ამ სისტემაში.

  • რატომ არ ვართ ჩართული ამ სისტემაში? 

ამას სჭირდება, როგორ გითხრათ, შემხვედრი ნაბიჯები, დაჟინებით უნდა ვთხოვდეთ და გაგვიწიონ ანგარიში. ვიდრე ვიყავი გენშტაბში, არ იყო ეს პრობლემა მოგვარებული, მე 2017 წელს წამოვედი და იმის მერე, არ ვიცი, რა შეიცვალა. სამხედრო პირების დონეზე იყო შეხვედრები, მოთხოვნაც გვქონდა, თურქეთთან იყო ასევე მცდელობა, მონაცემების გაცვლაზე, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, საჭიროა მთავრობათაშორისი პროცესი. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს პოლიტიკურად.

  • 2021 წელს ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო და ამბობდა: „ჩვენი ჯარი სრულად იქნება აღჭურვილი ნატოს სტანდარტების M 4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით“. სრულდება ეს დაპირება, თქვენი ინფორმაციით?

როგორც უკვე ვთქვი, ახლო მოქმედების იარაღი არ არის გადამწყვეტი. M -4 ეფექტურად მოქმედებს რამდენიმე ასეულ მეტრზე, იქედან კი, უფრო შორის მანძილის საშუალებებით გესვრიან. ეს ჩამონათვალი ვერ გიშველის, არ ვიცი, ამ აღჭურვილობას მხოლოდ „პარადისთვის“ თუ გამოიყენებ, ეგაა.

არ ვიცი, რამე განსაკუთრებული იარაღი გვეყიდა, ან შემოდიოდეს, ღია წყაროებში მე არ მინახავს მსგავსი არაფერი.

  • რა აფერხებს ამ პროცესს ყველაზე მეტად, რომ ჩვენ ადეკვატურად ვიფიქროთ თავდაცვაზე? 

ყველაზე დიდი წინაღობა არის ის, რომ კარგი და თანამედროვე აღჭურვილობა ძალიან ძვირი ღირს. ვფიქრობ, ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას, მოსახლეობასაც ჰგონია, რომ ომი არ იქნება, ან თუ იქნება, მაინც ვერაფერს გავაკეთებთ. ეს არის მთელი ფილოსოფია.

მთავარი პრობლემა იცით, რა არის, ჩემი აზრით? – სახურავიდან ვცდილობთ ქვეყნის აშენებას. ჩვენ არ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ისიც 2011 წელს მიღებული. 2011 წლის შემდეგ რამდენი რამ შეიცვალა? ყარაბაღის ომი, უკრაინა, თურქეთის და რუსეთის შეტაკება, მერე დაძმობილება, სირია და ჩვენ კიდევ იგივე კონცეფცია გვიდევს. ეს აჩვენებს მარტივად იმას, რომ კონცეფცია არც თავის დროზე მუშაობდა, არავინ ხელმძღვანელობდა ამით და ახლაც ფორმალურია ეს კონცეფცია.

ეროვნული უსაფღთხოების სტრატეგიაში გაწერილი უნდა იყოს ყველა ეროვნული ინსტრუმენტის სინერგიული მოქმედების საკითხები. სამხედრო , დიპლომატია, ეკონომიკა, ინფორმაცია და სხვა. სამხედრო ინსტრუმენტი ერთი ნაწილია მხოლოდ.

  • თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული აქვს „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“, სადაც აღნიშნულია, რომ „აქცენტი გაკეთდება საჰაერო და კიბერგანზომილებების შესაბამისი კომპონენტების განვითარებაზე. საქართველოს თავდაცვის ძალებს უნდა ჰქონდეს აღნიშნულ განზომილებებში მოწინააღმდეგის გავლენის შემცირების უნარი, რათა შეძლოს სახმელეთო სრული სპექტრის ოპერაციებზე წარმატებით კონცენტრირება“. 

დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია კიბერგანზომილება, მაგრამ როგორ უნდა დაიწეროს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია [ან სხვა სტრატეგია], როდესაც არა გვაქვს იერარქიულად მათზე ზემდგომი დოკუმენტი – ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გადანაწილებს რესურსებს, ამოცანებს დარგებს შორის, დასახავს ერთობლივ და კერძო მიზნებს, უზრუნველყოფს ურთიერთქმედებას სინერგიული ეფექტის მისაღებად?

  • თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით მოქმედებს ხელისუფლება, რომელიც მინიმუმ თავდაცვის სტრატეგიასაც არ ამზადებს? 

მე როგორც ვიცი, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ, გამომდინარე ტემპებიდან და შედეგებიდან, ვფიქრობ, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერ აფასებს ამ დოკუმენტის საჭიროებას. პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამის საჭიროებას უბრალოდ ვერ ხედავს… არის კვალიფიკაციის პრობლემაც. ხელისუფლებაშიც ფიქრობენ ასევე, რომ ომი არ უნდა გვქონდეს, ან თუ იქნება, ვერაფერს ვიზამთ.

დააკვირდით: წვეთ-წვეთად მოდის ახლაც გზავნილები, რომ უკრაინელები და რუსები მაინც ძმები არიან, ან ასე: ხომ ვხედავთ, უკრაინაც კი ვერაფერს უშვრება რუსეთს და ჩვენ რას გვიზამს? მე მგონია, რომ ეს ომი დიდი რუსეთის დიდი შერცხვენით დასრულდება.

ეს ფსიქოლოგიური და ინფორმაციული ოპერაციებია, ტელევიზიების და ინტერნეტსივრცის მიღმაც მუშაობს რუსეთი და ეს ყველაფერი იძლევა ამ ეფექტს. მახსოვს, ზუგდიდში როცა რუსის ჯარი შემოდიოდა, ფოტოებს უღებდნენ. 2014 წელსაც უკრაინას იგივე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მერე ვხედავთ როგორ შეიცვალა, როგორ გაძლიერდა უკრაინა, გამოჩნდა, რომ სახელმწიფომ იმუშავა ამ მიმართულებით.

  • უკრაინის ომი რამდენად შეცვლის, თქვენი აზრით, ჩვენთან თავდაცვის კუთხით საზოგადოების დაკვეთას და შესაბამისად თავდაცვის პოლიტიკას? 

მე ამის ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. აშკარაა, რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ ვართ, თუმცა ამის მიუხედავად, შესაძლოა, მაინც არაფერი შეიცვალოს ან პირიქით, გვითხრან, რომ აი, მორჩა რუსეთის საკითხი და აღარაა საფრთხე.

მახსოვს, შევარდნაძის დროს პანკისი დაბომბეს ერთხელ და ბიუჯეტიდან გამოყვეს ფული ორი დივიზიონის მოსამზადებლად. შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღარ გამოყვეს ეს ფული და როცა ამის შესახებ მაშინდელ ფინანსთა მინისტრს, ღოღიაშვილს ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს, თქვა – ხომ მოვილაპარაკეთ უკვე რუსეთთან, გავარკვიეთ უკვე ყველაფერიო.

სხვათა შორის, მაშინ უკრაინიდან უნდა შეგვეძინა საზენიტო სარაკეტო საშუალებები.

  • გაქვთ ამ ისტორიის განმეორების მოლოდინი? 

კი, გვეტყვიან, რომ რუსეთის საკითხი მორჩა და რაღა გვინდა?.. არ ვიცი, ალბათ მუშაობა მიდის კიდეც სტრატეგიაზე, მაგრამ ფაქტი ესაა: ახლა 2022 წელია, ჩვენ კი, მხოლოდ 11 წლის წინ შემუშავებული კონცეფცია გვაქვს.

302 000 ლარი ბათუმის რესპუბლიკურის ეზოს სკვერის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული სკვერის რეაბილიტაციისთვის 302 ათასი ლარია გათვალისწინებული. სკვერი საავადმყოფოს ძველ და ახალ კორპუსებს შორის მდებარეობს. რეაბილიტაციაზე ტენდერი შპს „ბათუმის რესპუბლიკურმა კლინიკურმა საავადმყოფომ“ გამოაცხადა. ეზოს [სკვერის] რეაბილიტაციასთან ერთად სანიაღვრე არხის მოწყობაცაა დაგეგმილი.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულია სკვერი, რომელიც გაშენებულია მე-XX საუკუნის 50-იან წლებში, განაშენიანებისთვის თავდაპირველად გამოყენებული იყო მარადმწვანე მერქნიანი მცენარეები და პალმები. სკვერში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მიმდინარეობდა მოვლითი სამუშაოები, რაც გამოიხატება უსისტემოდ აღმოცენებული მცენარეებით როგორიცაა ხურმა, მურყანი, თუთა, ხეტუხტი, იაპონური კრიპტომერია, ხემყრალი და სხვა.

ასევე ასაკისა და ყინვების შედეგად ძლიერაა დაზიანებულია მცენარეები. სკვერში შეინიშნება ზეხმელი მცენარეები, რომლებიც საფრთხეს უქმნის იქ მყოფ ადამიანებს, შენობა-ნაგებობებს და კომუნიკაციებს. აქვე იდენტიფიცირებულია მცენარეები, რომლებიც საფრთხეს ქმნიან შენობა-ნაგებობებისათვის მათი გადაბელვის, მოჭრის შედეგად მოხდება ზემოთაღნიშნული საფრთხის თავიდან აცილება“, – აღნიშნულია პროექტში.

„ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია სკვერში ჩატარდეს რეკონსტრუქცია განაშენიანების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, ასევე გაისხლას, გადაიბელოს, განხორციელდეს სანიტარული ჭრები ზეხმელ, გადაბერებულ, უსახურ, ამორტიზებულ და საფრთხის შემქმნელი მცენარეებზე, ხოლო მათ ადგილას დაირგოს ახალგაზრდა მარადმწვანე მცენარეები… მცენარეების რაოდენობა უნდა იყოს მოჭრილ მცენარეებზე მინიმუმ ორჯერ მეტი“, – აღნიშნულია პროექტში.

პროექტის მიხედვით, დანომრილია ის მცენარეები, რომლებიც „არსებული სარეველა თვითნათესი მცენარეებია და ექვემდებარება ლიკვიდაციას“ [ასეთი მონიშნულია სულ 13 ძირი], 11 ძირი მცენარე „გადაბერებულია და უნდა ჩანაცვლდეს ახალგაზრდა ნერგით“, ხოლო „დანარჩენი მცენარეები რჩება ხელუხლებლად“ [ასეთია სულ 104 ძირი].

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოს არსებული სიტუაცია / ფოტოები პროექტიდან

სკვერში რეაბილიტაციის შემდეგ რჩება არსებული შადრევანი და აუზი, ასევე ბილიკები, მოეწყობა ბორდიურები, დაიდგმება სკამები და ნაგვის ურნები, განთავსდება ასევე სასმელი წყლის შადრევანი.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 5 ოქტომბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 10 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე [არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში], რომელიც უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბრისა.“

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო /[ სკვერი ფოტოს ცენტრში]
სკვერი რესპუბლიკურის ეზოში დაახლოებით 5 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ტერიტორია, სადაც სკვერია ასევე საავადმყოფოს ძველი და ახალი შენობები დგას, ჯამში 22 109 კვადრატული მეტრია და მისი მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელის საავადმყოფოს ძველ შენობებს.

ამ ნაკვეთიდან ცალკე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ბათუმის N1 პოლიკლინიკაა განთავსებული. პოლიკლინიკის შენობა კი [რომლის ფასადი აბუსერიძის ქუჩაზე გამოდის] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, თუმცა, წილის მმართველი – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგია:

ბათუმის რესპუბლიკური სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა – რა წერია ხელშეკრულებაში

მთავარი ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური საავადნყოფოს ეზო / „ბათუმელების“ არქივიდან

კიდევ 1 შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება – ფოთის თეატრის რეაბილიტაცია არც კი დაწყებულა

„რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფოთის თეატრს“ – ეს კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებაა, რომელიც წინასაარჩევნოდ ფოთელებმა მიიღეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, „ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიური წინასაარჩევნო დაპირებებით გამოირჩეოდნენ. ფოთის თეატრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე 2021 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ზუსტად იმ დღეს, როდესაც პრემიერი ფოთში წინასაარჩევნო ტურნეში იყო და ადგილობრივებს ხვდებოდა.

პოსტი საქართველოს მთავრობის ფეისბუქიდან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ფოთში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ფოთის თეატრის ბედი კი ჯერ ისევ გაურკვეველია. ერთი წელი პროცედურული საკითხების მოგვარებაში გავიდა. თეატრის შენობის რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად 88 კაციანი კოლექტივი ფოთის კულტურის სახლს აფარებს თავს.

ფოთის თეატრის ისტორია

ფოთის თეატრი 140 წლის წინ დაარსდა. 1936 წელს, საბჭოთა კავშირის დროს, თეატრი ფოთის ყოფილი საკათედრო ტაძრის შენობაში გადაიტანეს და იქ ფუნქციონირებდა 2005 წლამდე.

2005 წელს საპატრიარქომ თეატრის შენობის დაბრუნება მოითხოვა. საპატრიარქოს შენობა გადასცეს, სადაც საკათედრო ტაძარი აღადგინეს. ხოლო ფოთის თეატრისთვის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყეს.

ფოთის თეატრის შენობის დრამა და თეატრალური დასის მოხეტიალე ცხოვრება სწორედ ამ დროიდან იწყება.

ფოთის თეატრის მშენებლობა ორი ხელისუფლების პირობებში, 9 წელი გაგრძელდა. მისი შენება მაშინ დაიწყეს როცა საქართველოში მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო და დასრულდა 2014 წელს, როდესაც ქვეყანას უკვე „ქართული ოცნება“ მართავდა.

2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ფოთის ახალი თეატრის შენობა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. თეატრის ახალი შენობის აგება სახელმწიფო ბიუჯეტს 10 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

„დარწმუნებული ვარ, ეს მშვენიერი შენობა ფოთის სავიზიტო ბარათი იქნება,“ – თქვა 2014 წელს გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

2021 წელს, ისევ წინასაარჩევნოდ ჩასულმა პრემიერმა, მის მიერ 7 წლის წინ ზარ-ზეიმით გახსნილი თეატრის შენობის რეაბილიტაციის პირობა დადო.

რა დაემართა ფოთის თეატრის შენობას

ფოთის თეატრის შენობას პრობლემები გახსნიდან მალევე შეექმნა.

„2016-2017 წლებში ნათელი გახდა, რომ შენობას ჰქონდა პრობლემები. სახურავიდან, კედლებიდან წყალი ჩამოდიოდა. ჩამოვარდა ლიფტი. შემდეგ ჩამოვარდა ჭერის ფრაგმენტი. ბოლოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დაიდო და ფოთის თეატრი იძულებული გახდა შენობაში მუშაობა შეეჩერებინა,“ – მოკლედ უყვება „ბათუმელებს“ თეატრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ფოთის თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია.

მისივე თქმით, შენობაში ლიფტის ჩამოვარდნას ადამიანური მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. პირი, რომელიც ლიფტის ჩამოვარდნისას დაშავდა, მოგვიანებით გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც ფოთის თეატრის ახალაშენებული შენობის ავარიულობა ექსპერტიზით დადასტურდა, მის რეაბილიტაციაზე ფოთის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. იმ დროისათვის თეატრის შენობა სწორედ ფოთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო.

2019 წლის 16 აპრილს ფოთის მაშინდელმა მერმა, გოჩა კურდღელიამ შპს „იმედს“ 723 859,20 ლარზე გაუფორმა ხელშეკრულება. შპს „იმედი“ იღებდა პასუხისმგებლობას, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს 2020 წლის 16 იანვრამდე დაასრულებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთის თეატრის შენობის რეაბილიტაციაზე 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, შენობა გამოსაყენებლად ისევ უვარგისია. არასრულყოფილად ჩატარებულმა რეაბილიტაციამ აიძულა საქართველოს მთავრობა 2021 წელს, წინასაარჩევნოდ ფოთელების გულის მოსაგებად, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების დაპირება გაეცა.

თუმცა პრობლემა 2022 წლის სექტემბერში ისევ არაა მოგვარებული.

ფოთის თეატრის შენობის ჭერის ფრაგმენტი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ. 2021 წლის თებერვალი ფოტო: ფოთის თეატრის ფეისბუქ გვერდიდან

ფოთის თეატრის დირექტორი „ბათუმელებს“ უყვება, რომ ამჟამად ფოთის მუნიციპალიტეტის ბალანსიდან თეატრის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

„რადგან ფოთის თეატრი კულტურის სამინისტროს სსიპია, ეკონომიკის  სამინისტრო გადმოგვცემს ჩვენ შენობას. ამის შემდეგ  კულტურის სამინისტროსთან ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას შენობის რეაბილიტაციაზე. ახლა მიდის ზუსტად ეს პროცედურა.

კვირის ბოლოსთვის ველოდებით დოკუმენტს, რომლის შემდეგაც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და უნდა გატარდეს საპროექტო სამუშაოები. გამოიკვეთოს რა სარემონტო სამუშაოებია საჭირო ამ შენობის რეაბილიტაციისთვის. შესაბამისად იქნება თანხობრივად დათვლილი ეს ყველაფერი.

თვითმმართველობამ უკვე რამდენჯერმე სცადა ხარვეზების გამოსწორება, რაც იყო ამ შენობაში, მაგრამ ამ მცდელობის შედეგები არის ის, რომ დღეს ფოთის თეატრის შენობა დაკეტილია. დაჩქარებული ტემპით რომ გაგრძელებულიყო ეს პროცესი, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება – ჩართულია კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და ველოდებით, როდის მოეწერება ხელი საბოლოო დოკუმენტს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თენგიზ ხუხუამ.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურს.

რა ეტაპზეა ფოთის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროცესი, როდის დაიწყო და როდის დასრულდება? ვკითხეთ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს.

ამ კითხვაზე პასუხს ნახევარი დღის განმავლობაში ველოდებოდით. დღის ბოლოს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ამ ტიპის ინფორმაციას „მალე ვერ გაარკვევს და როცა გაარკვევს, გვეტყვის“.

მთავარი ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის თეატრის გახსნაზე 2014 წელს

განახლდება თუ ვერა სასწავლო პროცესი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში – დირექტორის განმარტება

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ჯერ არ განახლებულა. სკოლაში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ განაცხადა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრისთვის განახლდებოდა, თუმცა მშობლები, რომლებიც „ბათუმელებს“ უკავშირდებიან, ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესი ვერც ამ პერიოდისთვის განახლდება და ეს მათ აწუხებთ.

სკოლის სააქტო დარბაზი 19 სექტემბრის მდგომარეობით.
ბათუმის მეორე საჯარო სკოლა

დღეს, 19 სექტემბერს, „ბათუმელები“ იმყოფებოდა სკოლაში, სადაც მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სკოლის ძველ კორპუსში, დღესაც აქტიურად მუშაობენ. გარკვეულ კლასებში ამ დრომდე კედლებიც კი არ არის შებათქაშებული. დერეფნების ნაწილში გამოსაცვლელია იატაკი.

სკოლის დირექტორს ამჯერადაც ვკითხეთ, როგორ აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და ნამდვილად დასრულდება თუ არა რემონტი 11 დღეში.

მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ პროგნოზი რთულია, თუმცა დარწმუნებულია, რომ სკოლის ერთ ნაწილს, დაპირებული დროისთვის ნამდვილად გახსნის.

„ვაპირებთ ოქტომბერში დაწყებას, ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი“, – გვეუბნება ის.

ძველი კორპუსის დერეფანი 19 სექტემბრის მდგომარეობით.  

დირექტორი ამბობს, რომ მშობლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ მას და პასუხსაც მიიღებენ. „დამშვიდდნენ, არაფერი საგანგაშო არ არის. უბრალოდ, დაველოდოთ რამდენიმე დღე, რომ თავი მოვუყაროთ ყველაფერს. ცხრილზე ვმუშაობთ, რაღაც დატვირთვებზე ვმუშაობთ, საკლასო ოთახებზე ვმუშაობთ და რამდენიმე დღე გვჭირდება“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

თუმცა დასძენს, რომ ყველაფრის პროგნოზირება რთულია.

„არაფერს არ ვმალავთ, არც ჩვენ და არც სამინისტრო, ან როგორ დავმალავთ, ხომ მოვა ეს პირველი ან სამი ოქტომბერი? თუმცა, მე დღეს, 19 სექტემბერს, ზუსტ ინფორმაციას ვერ გეტყვით. კვირის ბოლოს დამიკავშირდით ისევ.

დღეს, ეს შემიძლია გითხრათ – მაქსიმალურად არის მობილიზებული ძალები, რომ რემონტი მივიდეს ფინალამდე.

თუ არ მოესწრო, ალტერნატივაზეც ვიფიქრებ, მთლიანად არ დამთავრდება ცხადია, მაგრამ რაც დამთავრდება, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – გვარწმუნებს დირექტორი.

სკოლის შიდა ეზოში 19 სექტემბერს

დირექტორს ვკითხეთ, თუკი გარკვეული მიზეზების გამო ვერ დასრულდება პირველი ოქტომბრისთვის სამუშაოები, როგორ გააგრძელებენ ბავშვები სწავლას? მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ ამ კითხვაზეც პასუხი კვირის ბოლოს ექნება. მას ვკითხეთ, რამდენად იქნება მოსწავლეების უსაფრთხოება დაცული შენობაში, სადაც სწავლის პარალელურად, შენობის მეორე ფლიგელში სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება?

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოსწავლე საფრთხის შემცველ გარემოში შემოვიდეს. თუკი მისაღები დარჩება სხვა ტიპის გადაწყვეტილება, ამას უსათუოდ გაცნობებთ“, – გვეუბნება დირექტორი.

დირექტორი დარწმუნებულია, რომ პირველი ოქტომბრისთვის თუ მთლიანად არა, სკოლის ახალ კორპუსში სამუშაოები ნამდვილად დასრულდება.

მარიზა აბაშიძე სწავლის ონლაინ ფორმატში დაწყებას გამორიცხავს. „არ განიხილება“, – გვეუბნება ის.

როგორ ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები საფრანგეთში – რას სთავაზობს მათ სახელმწიფო

როგორია ევროკავშირში ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი სერვისები, როგორი ტიპის თავშესაფრებს სთავაზობენ მათ, რას გულისხმობს შინ მოვლის სისტემა და როგორ იხდიან ამ სახელმწიფო სერვისებით მოსარგებლეები.

ქვემოთ მოცემულ მასალაში საფრანგეთის მაგალითებია წარმოდგენილი. ეს ქვეყანა სხვადასხვაგვარ მომსახურებას სთავაზობს ხანდაზმულებს, რისთვისაც ისინი საკუთარი პენსიის ნაწილს იხდიან, ნაწილს კი საპენსიო ფონდით სახელმწიფო აფინანსებს.  მოქმედებს არაერთი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხანდაზმულებს ეხმარება.

ხანდაზმულთა თავშესაფარი „Au Coin du Feu”

დამოუკიდებელი რეზიდენციები

ასეთ საცხოვრებლებში დაახლოებით 7-25 ადამიანია განთავსებული და თვეში 800-დან 4000 ევრომდე ღირს (ფასი დათვლილია პარიზის თავშესაფრების ფასების მიხედვით). ასეთი საცხოვრებლებში ხარჯების გარკვეულ ნაწილს სახელმწიფო ფარავს, რადგან საფრანგეთში მოქმედებს ხანდაზმულებისთვის „სოციალური დახმარების პროგრამა განსახლებისთვის“.

ასეთ რეზიდენციებში ძირითადად ის ხანდაზმულები ეწერებიან, რომლებსაც არ აქვთ მძიმე, გართულებული ქრონიკული დაავადებები, ვინც არ საჭიროებს სპეციალურ მომვლელს და ვისთვისაც საკმარისია ჩვეულებრივი მომვლელის ზედამხედველობა და საჭირო დროს მედდის მომსახურება.

საოჯახო მომვლელის სერვისები

ეს არის სერვისი იმ ხანდაზმულებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ან აღარ სურთ საკუთარ სახლში ყოფნა დროებით ან მუდმივად. ასეთი განსახლება ინსტიტუციების ალტერნატივაა, ამ ოჯახური ტიპის დაწესებულებებში ხანდაზმულებს ინდივიდუალური, ოჯახის წევრის მსგავსად მხოლოდ მათ მიმაგრებული მომვლელები ჰყავთ, საჭიროებების მიხედვით, თუ საჭიროება მოითხოვს ერთი, ან რამდენიმე სხვადასხვა სპეციალისტიც.

ოჯახურ მზრუნველთა რაოდენობა საფრანგეთში ბევრი არაა, შესაბამისად ამგვარი მომსახურება შედარებით ძვირია.

სახელმწიფო ცდილობს პოპულარიზაცია გაუწიოს ოჯახურ მზრუნველთა საქმიანობას. ამ საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსების ფასი 1000-დან 1600 ევრომდე მერყეობს.

თავშესაფრის ბენეფიციარები პიკნიკზე/ფოტო: „EHPAD LES GENÊTS”-ის ფეისბუქგვერდიდან

შინ მოვლის სერვისები

შინ მოვლის სერვისების მიზანია მისცეს ხანდაზმულებს საკუთარ სახლში ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა, რაც შეიძლება დიდხანს.

შინ დამხმარეები ხანდაზმულებს ეხმარებიან გასეირნებისას, მოგზაურობებისას, უზრუნველყოფენ მათ ჩართვას  სოციალურ ცხოვრებაში.

არსებობს დამხმარეთა ჯგუფები მებაღეობასა და მებოსტნეობაში, თუმცა ამგვარი სერვისები დამატებით საქმიანობად ითვლება და ჩვეულებრივი გადასახადის გარდა, ასეთი დამხმარის მომსახურებისთვის ხანდაზმულებს ფონდების რესურსების მოძიება სჭირდებათ.

შინ მოვლის მომსახურება რამდენიმე ტიპისაა:

  • სახლში მედდის მომსახურება, მედიკამენტების განაწილება, ინექციები და შინ დაშვებული სხვა საჭირო სამედიცინო მანიპულაციები, ასევე ჰიგიენური მოვლა.
  • მეორე შემთხვევაში მედდის მომსახურებასა და ჰიგიენურ მოვლას ემატება სახლის პირველად და აუცილებელ საქმეებში დახმარება.
  • შესაძლებელია ერთდროულად სახლის დამლაგებლისა და ე.წ. „აკომპანიატორის“ სერვისით სარგებლობა. „აკომპანიატორი“ სახლის დალაგება-დასუფთავებასა და დილით ადგომისა და დაძინების დროს ეხმარება ხანდაზმულს. დადის ასევე საყიდლებზე, ამზადებს კერძებს, საჭიროების შემთხვევაში საპირფარეშოში გამყოლიცაა.

არსებობს ავტორიზებული დაწესებულებები, რომლებიც მსგავს სერვისებს სთავაზობენ ხანდაზმულებს. მათი სია სპეციალურ ბაზაშია დარეგისტრირებული.

საშინაო დახმარების სერვისების ნაწილს საპენსიო ფონდები აფინანსებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.

გარდა სახელმწიფო სერვისებისა, არსებობს ფილანთროპული ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც სხვა მიმართულებასთან ერთად ხანდაზმულთა სხვადასხვა საჭიროებაზე და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ფილანთროპული ფონდია მაგალითად „საფრანგეთის ფონდი“/„Fondation de France“.

ეს პირველი და ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდია საფრანგეთში, რომელიც 50 წლის წინ დაარსდა. ფონდის ქსელი მთელ საფრანგეთშია და აერთიანებს 6 სხვადასხვა რეგიონულ ფონდს, მოხალისეებს, 10 600 სხვადასხვა პროგრამას და დონორებს.

ფონდის ინფორმაციით, საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ხანდაზმულთა ყველაზე მაღალი წილი ხვდება თავშესაფარში (75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა 8.8%).

ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულთა თავშესაფრების მხარდამჭერიცაა. ფონდი ალცჰაიმერით დაავადებულთა 51 თავშესაფარს ეხმარება. საფრანგეთში 1,2 მილიონი ადამიანია ალცჰაიმერით დაავადებული და ყოველწლიურად 225 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება.

ფონდი მხარდამჭერია ასევე ხანდაზმულთათვის განკუთვნილი 94 აქცია-პროგრამის, რომლის მიზანიც სამედიცინო მხარდაჭერა, ხანდაზმულთა სოციალიზაცია და ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაა ინდივიდუალური უნარების მიხედვით.

ალცჰაიმერით დაავადებულთა სპეციალური თავშესაფარი საფრანგეთში, რომლის მხარდამჭერიც „ფრანგული ფონდია“ /ფოტო: Fondation de France”

პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომია:

  • ადგილობრივი საინფორმაციო პუნქტები;
  • ხანდაზმულთა სახლები;
  • დამოუკიდებელი საცხოვრებლები;
  • საოჯახო მომვლელის მომსახურება;
  • შინმოვლისა და დახმარების სერვისები.

ხანდაზმულებს, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი ელექტრონულ მოწყობილობებზე, შეუძლიათ სატელეფონო ცხელ ხაზზე მიიღონ ინფორმაცია, თუ რა მომსახურებას სთავაზობენ მათ სახელმწიფო.

ცხელ ხაზზე ხანდაზმულებს ეხმარებიან აუცილებელი პროცედურების გავლასა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.

აღსანიშნავია ასევე, რომ არსებობს ხანდაზმულთა ადგილობრივი საინფორმაციო პუნქტები, სადაც სერვისების მისაღებად საჭირო პროცედურების გავლა და სრული ინფორმაციის მიღება საცხოვრებელ ადგილთან ახლოს შეუძლიათ.

საინფორმაციო პუნქტებში აღრიცხულია ყველა ის ბენეფიციარი, ვინც სერვისებით სარგებლობს. პუნქტების მისიაა ხანდაზმულების, მათი მომვლელების, ოჯახის წევრებისა და ნათესავების სახელმწიფო სერვისების შესახებ სრულად ინფორმირება.

ხანდაზმულებს რამდენიმე სხვადასხვა მომსახურებასა და დაწესებულებას სთავაზობენ, მათი საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით.

  • სთავაზობენ ხანდაზმულთა განთავსების მომსახურებას, სამედიცინო დაწესებულებებს,  ყოველდღიურ დახმარებას ან შინმოვლის ყოველდღიურ მომსახურებას.
  • დამოუკიდებელ საცხოვრებლებს სთავაზობენ მათ, ვისაც სურს იცხოვროს კერძო საცხოვრებელში, შესაძლებელია ასევე სხვა მაცხოვრებლებთან ერთად განთავსება, სადაც საერთო სივრცეებს და ერთად ცხოვრების მომენტებს იზიარებენ ბენეფიციარები.
  • სთავაზობენ ოჯახურ გარემოში ცხოვრებასაც მათ, ვისაც სურს საოჯახო გარემოში ჰყავდეს მხარდამჭერები.
  • ხელმისაწვდომია შინ მოვლის მომსახურება, როცა ადგილზე ემსახურება მედდა ხანდაზმულს და საჭიროების შემთხვევაში საოჯახო საქმეებშიც ეხმარებიან.

თავშესაფარში განთავსება

ხანდაზმულებს შეუძლიათ ონლაინ – დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით ან ადგილზე მისვლით გაარკვიონ ხანდაზმულთა განთავსების მომსახურების ფასები სხვადასხვა დაწესებულებაში. აქვთ ფასების შედარების და მათ შორის ხელსაყრელი განთავსების ადგილის შერჩევის შესაძლებლობა.

ხანდაზმულთა თავშესაფარი „EHPAD de Crecy” საფრანგეთი, პარიზი

ხანდაზმულთა თავშესაფრების მარტივი საძიებო სისტემაა ხელმისაწვდომი საფრანგეთის ყველა ქალაქსა და რეგიონში. თავშესაფრები სხვადასხვა ტიპისაა, სხვადასხვა საჭიროების მქონე ხანდაზმულებისთვის, მათ შორის არის მძიმე ქცევითი პრობლემების მქონეთა განყოფილებები, სადაც ადაპტირებულ მხარდაჭერას სთავაზობენ, ასეთ განყოფილებებში სპეციალურად მომზადებული პროფესიონალები არიან დასაქმებული. გერონტოლოგები, ფსიქოლოგები, მოტორული უნარების სპეციალისტები და ოკუპაციური თერაპევტები.

ვნახოთ მაგალითად რას სთავაზობს ჩვეულებრივი, რიგითი თავშესაფარი საფრანგეთში  „EHPAD LES GENÊTS” ხანდაზმულებს:

ინდივიდუალური, კომფორტული ოთახები აღჭურვილია კარგი ავეჯით, ფერადი ტელევიზორით, ტელეფონით. არის სპეციალური, ინდივიდუალური ოთახები წყვილების ან დების, ძმების, მეგობრების ერთად განსათავსებლად.

ხანდაზმულთა თავშესაფარ „EHPAD LES GENÊTS”-ის ბენეფიციარები/ფოტო: „EHPAD LES GENÊTS”-ის ფეისბუქგვერდიდან

საკვები მზადდება თითოეული ბენეფიციარის საჭიროების მიხედვით. ძირითადად ამზადებენ ტრადიციულ, ფრანგულ კერძებს.

თავშესაფარში ხელმისაწვდომია ყოველდღიური გაზეთები, მოქმედებს მსუბუქი სპორტის კლუბი, სამზარეულოსა და ხატვის ატელიე, სილამაზის სალონი, სიმღერისა და მებაღეობის კლუბი.

სამზარეულოს ატელიე ხანდაზმულთა თავშესაფარში „EHPAD LES GENÊTS”/ფოტო: თავშესაფრის ფეისბუქგვერდიდან

ხანდაზმულები შესაძლებლობების მიხედვით აწყობენ პიკნიკებს, დადიან მუზეუმებში, კინოში და ზღვაზე.

თავშესაფარში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალია დასაქმებული, მოქმედებს სამედიცინო და პარასამედიცინო კაბინეტი. ადგილზევეა ხელმისაწვდომი კომპიუტერული კვლევები.

თავშესაფარს „EHPAD LES GENÊTS” ცალკე აქვს გამოყოფილი 12 საწოლიანი ოთახი, სადაც ალცჰაიმერითა და აზროვნების დარღვევით გამოხატული სხვა ტიპის დაავადების მქონე ხანდაზმულებს უვლიან.

ეუთოს მისიის ორ წევრს ლუგანსკში 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა უკრაინაში ეუთოს სპეციალური მისიის ორ წევრს, დმიტრო შაბანოვს და მაქსიმ პეტროვს. მათ ბრალად „სახელმწიფოს ღალატი“ ედებათ.

შაბანოვი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) უსაფრთხოების ასისტენტია, პეტროვი კი თარჯიმანი – ორივე მათგანი ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში აპრილის შუა რიცხვებში დააკავეს. ზაფხულში პროკურატურამ მათ უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდება წაუყენა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურა აცხადებდა, რომ ისინი გადაიბირა უკრაინაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელმა, რომელიც მანამდე უკრაინის უშიშროებაში მუშაობდა, რის შემდეგაც ეუთოს მისიის წევრებმა „აშშ-ში სპეციალური მომზადება გაიარეს“ და 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით აგროვებდნენ „ინფორმაციას სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების, ასევე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის პირადი შემადგენლობის გადაადგილების შესახებ“.

მისია, რომელშიც დაკავებულები მუშაობდნენ 2014 წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანი ამ წელს დაწყებული კონფლიქტის მონიტორინგი იყო.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, მისიამ მუშაობა წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწყვიტა, მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის წევრები დაკავების მომენტში ოფიციალურ მოვალეობას ასრულებდნენ.

ეუთო დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ზაფხულში დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ბრალი წარუდგინა უცხოეთის ხუთ მოქალაქეს – მათიას გუსტავსონს, შვედეთიდან, ვეკოსლავ პრებეგს, ხორვატიიდან და სამ ბრიტანელს – ჯონ ჰარდინგს, ენდრიუ ჰილსა და დილან ჰილის.

მათ ბრალად ედებათ: „ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით სწავლების გავლა, შეიარაღებულ კონფლიქტში და საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულ მებრძოლებად მონაწილეობა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საკონსტიტუციო წყობის დამხობის მცდელობა“.

სამ დაკავებულს – გუსტავსონს, ჰარდინგსა და პრებეგს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა უკვე მიუსაჯეს ორ ბრიტანელს, 28 წლის ეიდენ ასლინსა და 48 წლის შონ პინერს. მათთან ერთად 9 ივნისს გაასამართლეს და ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 21 წლის მაროკოელ საადუნ ბრაჰიმს.

მთავარ ფოტოზე: დმიტრო შაბანოვი და მაქსიმ პეტროვი სასამართლო პროცესზე/ფოტო: ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრი

რა გააოცებთ ტურისტებს ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“?

„საოცრებათა მოედანი“ ხალხმრავლობით გამორჩეული ერთ-ერთი ტურისტული ადგილია ბათუმის ბულვარში. ამ მოედანზეა ანბანის კოშკიც. რას ვხედავთ პირველად, როცა „საოცრებათა მოედანზე“ შევდივართ? – მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, მწვანე გაზონებზე შემომდგარ ავტომობილებს და დანაგვიანებულ გარემოს.

18.09.2022 წელი. „საოცრებათა მოედანი“ ბათუმში.

მწვანე გაზონი, რომელსაც „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ ფოტოებზე ხედავთ, ერთ დროს, ქვის მრგვალი ბურთებით იყო შემოსაზღვრული. ახლა კი ეს ბურთები, თითქმის მთელი გაზონის გასწვრივ ამოგლეჯილია და ირგვლივ მიმოფანტული.

18.09.2022 წელი. ეს ქვის ბურთულები გაზონზე ვერტიკალურად უნდა იყოს განთავსებული, ახლა კი ასე ყრია მინდორზე.

ქვის ბურთები მიმოფენილია მოედნის მთელ პერიმეტრზე – გაზონზე შემომდგარი ავტომანქანების ქვეშ და მიმდებარე სკვერებშიც კი.

18.09.2022 წელი. „საოცრებათა მოედანი“ ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მწვანე საფარი მოუვლელია, გაუკრეჭავი, რომელიც ავტომანქანების პარკინგად არის ქცეული. 

18.09.2022 წელი. ავტომობილი „საოცრებათა მოედანზე“ პირდაპირ მწვანე გაზონზე დგას.
18.09.2022 წელი. ამ გაზონის გასწვრივ ქვის ბურთები იყო განლაგებული. თუმცა როგორც ფოტოზე ვხედავთ, ამ ნაწილში მხოლოდ ერთი ქვის ბურთია შემორჩენილი, სხვები კი მოგლეჯილია.

მოედანზე გახსნილი ღია კაფეების წინ განთავსებული საყვავილეები ახლა სანაგვე ურნებად გამოიყენება.

18.09.2022 წელი. ამ ყუთებში წესით მწვანე ნარგავები უნდა იყოს, თუმცა როგორც ვხედავთ მათ სანაგვე ურნების დანიშნულება აქვს დღეს.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში ვკითხეთ, რატომ არის ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილი ასეთი მოუწესრიგებელი, რატომ არ გაკეთდა თუნდაც ტურისტული სეზონისთვის მოედანი და აპირებს თუ არა წლის ბოლომდე მაინც აღადგინოს მოედნის დაზიანებული ინფრასტრუქტურა?

ერთ-ერთი ხალხმარავლი ადგილი ბათუმში მოუწესრიგებელია.

უწყებაში გვიპასუხეს, რომ ადგილზე გავლენ, დაათვალიერებენ ტერიტორიას და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს. მოგვიანებით კი ასეთი პასუხი გაგვცეს:

„ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ბორდიურების აღდგენა რეგულარულად ხორციელდება. ხშირად ხდება გარკვეული ადგილების ავტოსადგომად გამოყენება, ქვის დამცავი ბარიერების თვითნებურად გადაადგილება, რის შედეგადაც ზიანდება ინფრასტრუქტურა“.

თუმცა, ფოტოზე ასახული მდგომარეობა აჩვენებს, რომ ამ ტერიტორიაზე „რეგულარული“ სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა.

მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურში არ თქვეს, რა ზომები ტარდება მწვანე გაზონზე დაპარკინგებული ავტომანქანების ტერიტორიიდან გასაყვანად და როდის დაიბრუნებს საოცრებათა მოედანი თავდაპირველ იერ-სახეს.

ბათუმის მერიას მსგავსი პასუხი ჰქონდა ევროპის მოედანთან დაკავშირებითაც, როცა დაზიანებულ ინფრასტრუქტურის შესახებ დავუსვით კითხვები. მერია მაშინ ამბობდა, რომ ინფრასტრუქტურას მოსახლეობა აზიანებს, თუმცა რას აკეთებს პრობლემების აღმოსაფხვრელად, ამაზე ნაკლებად საუბრობს.

____________________

მსგავს თემაზე:

დაზიანებული ქვის ბოძები ბათუმში, ევროპის მოედანზე [ფოტო]

გარბოდნენ და ყველაფერი დაავიწყდათ – ბალაკლეაში ოკუპანტების სამხედრო არსენალი აღმოაჩინეს

გათავისუფლებული ბალაკლეის გარეუბანში, ერთ-ერთ სახლში, რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტს მიაგნეს. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ცნობით, პუნქტში სამხედრო ტექნიკა და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები აღმოჩნდა.

როგორც ბიურო აღნიშნავს, საწყობში დახვდათ ათობით ყუთი საბრძოლო მასალა, სხვადასხვა კალიბრის ჭურვები, ნაღმები, ხელყუმბარები, რომლებიც რუსეთის არმიამ გაქცევისას დატოვა – ეს ყველაფერი რუს სამხედროებს სარდაფში ჰქონდათ შენიღბული.

იქვე იპოვეს საკვების მარაგი, რომელიც რუსმა სამხედროებმა ადგილობრივებს წაართვეს.

ყველაზე საინტერესო აღმოჩენებს შორისაა ქვეითთა ორი საბრძოლო მანქანა, რომლებიც საბრძოლო მასალებთან ერთად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა.

„ახლა რუსული ჭურვები ისევ რაშისტებს დაუბრუნდებათ“, – წერს გამოძიების სახელმწიფო ბიურო.

ფოტო: გამოძიების სახელმწიფო ბიურო

უკრაინის კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში კრემლს მილიონობით დოლარი დაუჯდა: 6 სექტემბრის შემდეგ რუსეთის არმიის დანაკარგები Forbes-მა შეაფასა – ჟურნალისტების გათვლებით, რუსეთის ზარალი 670 მილიონ დოლარს აღემატება.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6-11 სექტემბრის პერიოდში მოკლულია 2 850 რუსი სამხედრო და განადგურებულია 590 ერთეული ტექნიკა, რომლის ღირებულებაც Forbes-ის შეფასებით $670 მილიონს სცდება.

მთავარი ფოტო: გამოძიების სახელმწიფო ბიურო

არ გამოტოვოთ სილქფესტის აქცია და ჩაირთეთ სასურველი პაკეტი მთელი თვით

19 სექტემბერს სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სილქფესტის აქციით ჩაირთონ  სასურველი პირობა ვებ გვერდიდან,  კომბინაციით *202#  ან აპლიკაცით „My Silknet”: 

  • 400 ადგილობრივი წუთი – 7₾
  • 5 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 7₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14₾
  • ულიმიტო მობილური ინტერნეტი  – 23₾ 

სილქფესტი აქცია ერთჯერადია. შეთავაზებული პაკეტი 30 დღით აქტიურდება.

პაკეტის შეძენა შესაძლებელია სხვა ნომრისთვის USSD კომბინაციით  – *202#, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. 

სილქფესტის შესახებ.

წელს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა 1380 პირველკურსელი მიიღო

დღეს, 19 სექტემბერს, უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო წელი განახლდა. ახალი სასწავლო წელი დაიწყო ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

წელს ბსუ-ში 1380 პირველკურსელი ჩაირიცხა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გასული წლისგან განსხვავებით, საბაკალავრო პროგრამებზე წელს 98-პროცენტიანი ჩარიცხვის მაჩვენებელი აქვს უნივერსიტეტს. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე აბიტურიენტთა რიცხვი კი 156%-ით გაიზარდა“.

ბსუ-ს ინფორმაციით, წელს ყველაზე მოთხოვნადი პროგრამებია: ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ისტორია, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, სამართალმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, სტომატოლოგია,  საჯარო მმართველობა და ეკონომიკა.

ბსუ-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე  7 000-მდე  სტუდენტი სწავლობს, მათ  შორის 500-მდე უცხოელი.

ადმინისტრაციას ვკითხეთ, სტუდენტურ საცხოვრებელთან დაკავშირებითაც, თუ რამდენმა სტუდენტმა მოითხოვა საერთო საცხოვრებელი და რამდენი დაკმაყოფილდა.

ბსუ-ს ინფორმაციით, სტუდენტთა საცხოვრებელი 200 მობინადრეზეა გათვლილი.

„ამ ეტაპზე საცხოვრებლის სარგებლობის მოთხოვნით 120 სტუდენტის განაცხადია შემოსული და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

გრძელდება განცხადებების მიღება და სტუდენტთა საცხოვრებელი სრულად დაკომპლექტდება“, – აცხადებენ ბსუ-ს ადმინისტრაციაში.

___

წელს, ქვეყნის მასშტაბით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

რუსეთის მოწინავე მე-3 კორპუსი ხარკოვში სავსე იყო ალკოჰოლდამოკიდებული მოხალისეებით – ფორბსი

უკრაინასთან ომში მოკლული და დაჭრილი 80 ათასი სამხედროსა და ათასობით განადგურებული სამხედრო ტექნიკის დეფიციტის შესავსებად, რუსეთმა ზაფხულში ახალი საარმიო კორპუსი შექმნა, თუმცა ერთი შეხედვით ძლევამოსილი დანაყოფი ხარკოვიდან გაიქცა და თავისი ძვირადღირებული ტექნიკა დატოვა – რუსეთის მე-3 საარმიო კორპუსის შესახებ სტატიას Forbes აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ დოკუმენტების მიხედვით, მე-3 საარმიო კორპუსი ძლევამოსილი სამხედრო ფორმირებაა, რომელიც რამდენიმე 10 000-კაციანი ბრიგადისგან შედგება. ეს ბრიგადები კიდევ 10-ზე მეტ ბატალიონად იყოფა და მათ შეიარაღებაში ასობით ტანკი – T-80, T-90 და უამრავი სხვა ჯავშანტექნიკაა.

„სინამდვილეში კორპუსი სავსე იყო ხანდაზმული და ცუდად მომზადებული, ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებული მოხალისეებით. როდესაც მე-3 საარმიო კორპუსი ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევის შესაჩერებლად მოწინავე პოზიციებზე გადაისროლეს, ის უბრალოდ… ჩამოიშალა,“ – წერს გამოცემა.

რუსეთის ახალშექმნილი დანაყოფი ხარკოვიდან გაიქცა.

გამოცემის ინფორმაციით, მე-3 საარმიო კორპუსმა გაქცევისას დატოვა ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებსაც მათზე მიხატული განსხვავებული ნიშნით, სამკუთხედში ჩახატული წრით ცნობენ.

„მე-3 საარმიო კორპუსი, რომელიც მოსკოვიდან 320 კილომეტრში, მულინოშია ბაზირებული, რუსეთის საუკეთესო მცდელობა იყო, როგორმე შეევსო თავისი დანაკარგები უკრაინასთან 200 დღიანი ომის შემდეგ. ის, რომ ამ კორპუსმა უკრაინის ომის მიმდინარეობაზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა, რუსეთისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია,“ – წერს Forbes.

გამოცემის ცნობით, მე-3 საარმიო კორპუსის ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია, ის შეიძლება განაახლონ, თუმცა მარცხის შემდეგ, კრემლს ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს.

„ორმო, რომელიც მე-3 საარმიო კორპუსს უნდა ამოევსო, ახლა კიდევ უფრო ღრმაა. ხარკოვის კონტრშეტევა რუსეთის არმიას ასობით ერთეული ტექნიკა და შესაძლოა, ათასობით სამხედროც დაუჯდა. დანაკარგებს შორისაა ელიტური პირველი გვარდიის სატანკო არმიის დიდი ნაწილი,“ – ხაზს უსვამს გამოცემა.

მე-3 საარმიო კორპუსის მარცხის შემდეგ, მე-4 კორპუსის შექმნის შესაძლებლობაზე წერდა დღეს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). ინსტიტუტის ანალიტიკოსები ამას რეალურად მიიჩნევენ იმ ფონზე, რომ რუსეთის რეგიონებში, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ძალიან გააქტიურდა მუშაობა მოხალისეთა ახალი ბატალიონების შესაქმნელად.

თუმცა ISW-ის შეფასებით, ამგვარი ფორმირებები რეალურ გავლენას ომის მიმდინარეობაზე ვერ ახდენს, რადგან ისინი ძალიან განსხვავებული საბრძოლო გამოცდილების, მომზადებისადა მოტივაციის მქონე ხალხისგან შედგება.

უახლოეს კვირებში უკრაინამ შესაძლოა ხერსონის დასავლეთ ნაწილი დაიბრუნოს – ISW

ხერსონის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევა ძლიერდება, რუსები მის შენელებას ცდილობენ და უკეთ დაცულ პოზიციებზე იხევენ – ასე აფასებს ქვეყნის სამხრეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).

ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე, გარკვეულ მონაკვეთებზე, მარცხი განიცადეს დაუკომპლექტებელმა რუსულმა დანაყოფებმა, რამაც უკრაინის დამცველებს წინსვლის შესაძლებლობა მისცა.

ISW-ის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ უკრაინელთა უწყვეტი დარტყმები დნეპრის გასწვრივ, ხერსონის ოლქის დასავლეთით, რუსეთის სახმელეთო კავშირის ხაზებზე, კიდევ უფრო ართულებს რუსეთის არმიის ლოგისტიკას. უკანასკნელი ცნობები ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან საარტილერიო შეტევები მკვეთრად შემცირებულია, ოკუპირებულ ხერსონში კი წყლისა და საკვების დეფიციტია.

ISW-ის პროგნოზით, უახლოეს კვირებში, უკრაინის ძალები ხერსონის ოლქის მთელ დასავლეთ რაიონს თუ არა, მის დიდ ნაწილს მაინც დაიბრუნებენ.

„რუსები ცდილობენ უკეთ დაცულ პოზიციებზე გადაადგილდნენ, მათ მიერვე კონტროლირებული ტერიტორიის ფარგლებში, რათა ხარკოვის მსგავსი ქაოსური უკან დახევა აიცილონ თავიდან,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW-ის ცნობით, უკრაინის ძალები განაგრძობენ პოზიციების გამყარებას ხარკოვშიც, მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

„დონეცკის ოლქი ჯერჯერობით ერთადერთი რეგიონია, სადაც რუსეთის არმია ჯერ კიდევ ცდილობს შეტევებს,“ – წერენ ექსპერტები და დასძენენ, რომ არსებობს ცნობები უკრაინელთა ცალკეული კონტრშეტევების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ უკრაინა ამ რაიონში მსხვილმასშტაბიან კონტრშეტევას გეგმავს.

ISW ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო და უფრო მეტ გათვლას აკეთებს არარეგულარულ, ცუდად გაწვრთნილ მოხალისეთა დანაყოფებზე.

ანალიტიკოსების ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთის მე-3 საარმიო კორპუსმა ხარკოვში მარცხი განიცხადა, რუსეთმა შესაძლოა მე-4 საარმიო კორპუსის ფორმირება დაიწყოს. ISW ამ შესაძლებლობას რეალურად მიიჩნევს იმ ფონზე, რომ რუსეთის რეგიონებში, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ძალიან გააქტიურდა მუშაობა მოხალისეთა ახალი ბატალიონების შესაქმნელად.

ISW აღნიშნავს, რომ მე-3 საარმიო კორპუსმა, რომელსაც პოზიციები ხარკოვის ოლქში ეკავა, ვერ შეძლო ეფექტიანი თავდაცვა და „გაიბნა“. ანალიტიკოსების შეფასებით, ამგვარი ფორმირებები რეალურ გავლენას ომის მიმდინარეობაზე ვერ ახდენს, რადგან ისინი ძალიან განსხვავებული საბრძოლო გამოცდილების, მომზადებისა და მოტივაციის მქონე ხალხისგან შედგება.

რა შეგიძლიათ ნახოთ დღეს, 19 სექტემბერს „აპოლოში“ BIAFF-ზე – აფიშა

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში, დღეს 19 სექტემბერს კინოთეატრ „აპოლოში“ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ფილმები:

12.00 – CINEDOC „ნელი და ნადინი“, მაგნუს გერტენი, შვედეთი/ბელგია/ნორვეგია, 2022. 92 წთ

14.00 – CINEDOC „მაინც ვითამაშებთ“, გიორგი ვარსიმაშვილი, საქართველო, 2022. 85 წთ

16.00 – GEO – „მეოთხე ბრაიტონი“, ლევან კოღუაშვილი, საქართველო/აშშ, 2021 წ. 90 წთ

18.00 – FC1  – „19“, მანიჯე ჰეკმატი, ირანი/გერმანია, 2022. 75 წთ.

20.00 – FC2  – „ცის ნაჭერი“, მაიკლ კოხი, შვეიცარია/გერმანია, 2022. 137 წთ.

22.30 – MC – „სევდის სამკუთხედი“, რუბენ ოსტლუნდი, შვედეთი/გერმანია/საფრანგეთი/დანია, 2022 წ. 142 წთ.

  • ასევე მოეწყობა ღია კინოჩვენებები ევროპის მოედანზე

20.00 – „მრავალჟამიერი“, ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრებული, საქართველო, 2022. 58 წთ

21.00 – GEO – „ქიმიური ქორწინება“, ნინო ბასილია, საქართველო/გერმანია, 2022 წ. 80 წთ.

წელს, ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე კინოსეანსებზე დასწრება ფასიანია. მსურველს შეუძლია შეიძინოს აბონემენტი 60 ლარად. თუმცა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, შენარჩუნებულია თავისუფალი დასწრების კომპონენტიც.

60-ლარიანი აბონემენტის გამოყენება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია.

წელს BIAFF -ი მეჩვიდმეტედ ტარდება ბათუმში. სხვა წლებისგან წლევანდელი ფესტივალი იმით განსხვავდება, რომ ფესტივალის პოპულარობის მიუხედავად, მის დაფინანსებაზე უარი განაცხადეს ბათუმის მერიამ და კულტურის სამინისტრომ.

ფესტივალის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით კამპანიაც დაიწყო.

კონკურსი ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის

გაზეთი „ბათუმელები“ „ბათუმის ამერიკულ კუთხესთან“ ერთად აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის მედიასკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

მედიასკოლის მონაწილეები გაივლიან 2-თვიან კურსს ჟურნალისტიკასა და მედიაწიგნიერებაში. შეისწავლიან ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადებას, ინტერვიუს ჩაწერას.

გაეცნობიან ციფრული მედიის სპეციფიკას, ისწავლიან ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევისა და გადამოწმების ხერხებს.

პროგრამის მიმდინარეობისას მონაწილეები მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს ტრენერების დახმარებით. მათ მიერ მომზადებული ნამუშევრები გამოქვეყნდება „ბათუმელების“ ვებგვერდზე: batumelebi.ge

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს.

სწავლა უფასოა.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს აჭარიდან
  • კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ელფოსტა, სოციალური ქსელები)

კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 250 სიტყვა და მოგვიყევით, რატომ გინდათ მონაწილეობა მედიასკოლაში) ელექტრონულ ფოსტაზე: schoolbatumelebi@gmail.com

სათაურში (subject) ქართული შრიფტით მიუთითეთ: მედიასკოლა და თქვენი სახელი და გვარი [მაგალითად: მედიასკოლა – ანა დუმბაძე]. არასრული განაცხადი არ განიხილება.

კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი.

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით და შედგება გასაუბრება, რის საფუძველზეც შეირჩევა მედიასკოლის 10-12 მონაწილე.

შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტს, რომელსაც გააზრებული აქვს დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა და მისი გავლენა საზოგადოებაზე.

მედიასკოლაში სწავლა დაიწყება ოქტომბრის ბოლოს. შეხვედრები შედგება 2 თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ, შაბათ–კვირას. ტრენერები იქნებიან გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტები.

შეხვედრები ჩატარდება „ბათუმელების“ რედაქციაში, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის №48-ში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 სექტემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 54 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +170]
  • ტანკი – 2 212 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 4 720 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 1 313 ერთეული [+4]
  • MLRS – 312 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 251 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 217 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 920 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 238 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 581 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 125 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 294 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 1 995 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 375 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 028 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 839 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 401 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 692 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინელ ბავშვებს რუსული ოჯახებისთვის გადაცემამდე „ტესტირებას“ უტარებენ – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„ბუჩას მკვლელების“ ბრიგადამ შემადგენლობის 90%-ზე მეტი დაკარგა – გენშტაბი

რუსეთმა ბოლო 10 დღეში უკრაინაში 4 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში, რუსეთმა სულ მცირე ოთხი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, რის გამოც, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, მათი რაოდენობა 55-მდე ჩამოვიდა.

„დანაკარგის ასეთი ზრდა შესაძლოა, ნაწილობრივ გამოწვეული იყოს იმითაც, რომ რუსეთის საჰაერო ძალები დიდ რისკზე მიდიან, როდესაც უკრაინელთა კონტრშეტევების დროს, ჰაერიდან საკუთარი სახმელეთო ძალების მხარდაჭერას ცდილობენ,“ – წერს უწყება 19 სექტემბრის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, რუსი პილოტები ხშირად ცუდად იყვნენ ინფორმირებულნი ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, ამავე დროს, ფრონტის ხაზი ამ დღეებში ძალიან სწრაფად იცვლებოდა: „ზოგიერთ თვითმფრინავს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გზა დაებნა და საბოლოოდ ისეთ ზონაში მოხვდა, რომელშიც მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა იყო.“

უწყების აზრით, ის ფაქტი, რომ რუსეთი ვერ ახერხებს საჰაერო უპირატესობის მოპოვებას, კიდევ უფრო მეტად ანგრევს მის ოპერაციულ სქემებს უკრაინაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის საჰაერო ძალების დანაკარგი 251 თვითმფრინავი, 217 ვერტმფრენი და 918 უპილოტო საფრენი აპარატია.

„ბუჩას მკვლელების“ ბრიგადამ შემადგენლობის 90%-ზე მეტი დაკარგა – გენშტაბი

90%-ზე მეტი დაკარგა რუსეთის სახმელეთო ჯარების 64-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ, რომელმაც ოკუპირებულ ბუჩში უკრაინელები აწამა და დახოცა – ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.

საუბარია ლიკვიდირებულებზე, დაჭრილებზე, დეზერტირებსა და მათზე, ვინც შემდგომ ბრძოლებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 64-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ დაკარგა თავისი შემადგენლობის 90%-ზე მეტი – მოკლულების, დაჭრილების, დეზერტირებისა და საომარი მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შედეგად“, – იუწყება გენერალური შტაბი.

ივლისში ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ბუჩეში ჩადენილი სისასტიკის დასამალად, კრემლს შეეძლო ამ ბრიგადის სრული განადგურება.

ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ბევრ დასახლებასა და ქალაქთან ერთად თავს დაესხა კიევის რეგიონს – რუსეთის ჯარებმა მათ შორის დაიკავეს ქალაქი ბუჩა.

აპრილის დასაწყისში ბუჩა მტრისგან გათავისუფლდა, მაგრამ ქალაქში აღმოაჩინეს მასობრივი საფლავები, რომლებშიც ასობით ადგილობრივი მცხოვრები იყო დამარხული. დაღუპულთა ცხედრებზე ძალადობის კვალი დაფიქსირდა.

ბუჩას ქუჩებში დახვრეტილი მოქალაქეების ცხედრები იყო მიმოფანტული, მათ შორის იყვნენ ქალებიც, ბევრი მოკლულის დაწვაც სცადეს.

მოგვიანებით, ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე მოკლეს, გააუპატიურეს ბავშვები და მოზარდები, უკრაინა დღემდე პოულობს ნაწამები ადამიანების ცხედრებს.

ქალებისა და გოგოების ჯგუფი 25 დღის განმავლობაში სახლის სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი. 9 მათგანი ახლა ორსულადაა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ჯარების 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის „გმირობა და სიმამაცე“ აღნიშნა – მოძალადეების, მარადიორებისა და მკვლელების ბრიგადას „გვარდიელები“ უწოდა.

ბათუმში საავტორო კინოს ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – ბიაფი დაიწყო. ბიაფი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება.

„ეს წელი შევა ბიაფის ისტორიაში საფესტივალო წლად, როდესაც ყველა სახელმწიფო უწყებამ უარი უთხრა ფესტივალს დაფინანსებაზე,” – თქვა გახსნის ცერემონიალზე ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა.

მისივე თქმით, შექმნილი ფინანსური სირთულეები ფესტივალის მენეჯმენტმა ნაწილობრივ დაძლია და შესაძლებელი გახდა მისი ჩატარება. ფესტივალის მენეჯმენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბიაფს სოლიდარობა გამოუცხადა და მის ჩატარებას მხარი დაუჭირა.

„ვფიქრობ სექტემბერი ყოველთვის დარჩება ბიაფის თვედ ბათუმში” – თქვა ზვიად ელიზიანმა.

გახსნის ცერემონიალზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე.

ბიაფი 2022

ბიაფის გახსნის ცერემონიალზე ელდარ შენგელაიას ბოლო ნამუშევრები, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ტრილოგია – “მრავალჟამიერი” აჩვენეს.

წელს მხატვრული ფილმების საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე ლეხ მაიევსკი (პოლონეთი) იქნება. ჟიურის წევრები არიან: კარმენ გრეი (გერმანია), ლაშა ხალვაში, ნინო ბასილია და გელა ბაბლუანი (საქართველო).

რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჟიურის, წელს BIAFF-ზე მოკლემეტრაჟიან ფილმებს შეაფასებს სამკაციანი ჟიური: ზურაბ ცინცქილაძე (საქართველო), ილეანა სტანკულესკუ (რუმინეთი) და თორნიკე გოგრიჭიანი (საქართველო).

ამავე თემაზე:

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

უკრაინელ ბავშვებს რუსული ოჯახებისთვის გადაცემამდე „ტესტირებას“ უტარებენ – ISW

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე, რუსებს მიჰყავთ უკრაინელ ბავშვები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამერიკული ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW[ თანახმად, გაშვილებამდე გატაცებულ ბავშვებს აიძულებენ გაიარონ ე.წ. „ფსიქოლოგიური ტესტირება“.

ISW-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც გაშვილების მიზნით დეპორტირებულები არიან რუსეთში, მიიღებენ ამ ქვეყნის მოქალაქეობას და ასევე უშვებენ და-ძმების დაშორების ალბათობას.

ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მუშაობს, რუსულ ოჯახებში მოათავსოს 125 უკრაინელი ობოლი ბავშვი, რომლებიც ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან არიან. მისივე თქმით, 7-ზე მეტი დედმამიშვილის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს და-ძმების განცალკევება.

ლვოვა-ბელოვას თქმით, უკრაინიდან გაყვანილ ბავშვებს უკვე უტარებენ „ფსიქოლოგიურ ტესტირებას“ და ასე ადგენენ ამა თუ იმ რუსულ ოჯახში ჩვილების მოთავსების მიზანშეწონილობას.

ცოტა ხნით ადრე ISW-მ განაცხადა, რომ ბავშვების იძულებითი გაყვანა „ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების მთლიანად ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით“ არის კონვენციის დარღვევა, გენოციდი და ის დასჯადია.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს იშვილონ უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი არასრულწლოვანები და მცირეწლოვანები. ხელისუფლება მათ სახელმწიფო დახმარებას და ერთჯერადად თანხას ჰპირდება. მიმღებ ოჯახს ერთი ბავშვისთვის, ყოველწლიურად, 20000 რუბლს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის კი 150 000 რუბლს ჰპირდებიან.

ქობულეთში სათვალთვალო კამერებს სოფლებშიც დაამონტაჟებენ – გამოყოფილია 1 მილიონი ლარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 57 ათასი ლარია.

ქობულეთი ამჯერად 159 სათვალთვალო კამერას შეისყიდის და ქალაქთან ერთად სოფლებშიც დაამონტაჟებს. კონკრეტული სოფლების ჩამონათვალი სატენდერო დოკუმენტაციას არ ახლავს.

სატენდერო დავალებაში აღნიშნულია, რომ „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის სოფლებში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეო ნაკადის [სტრიმის] უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ბათუში მდებარე სასერვერომდე [ანგისა] და თბილისის [სსიპ 112] მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში“.

ამასთან, შესყიდვის ობიექტზე უნდა გავრცელდეს 1-წლიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურეობა.

ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის, მათ შორის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, უნდა მოეწყოს არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში.

მიწისქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა (ხაზოვანი ნაგებობის სიგრძე 1კმ.) ქობულეთის ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა დაგეგმილი, სადაც უნდა განთვასდეს, როგორც საკომუნიკაციო, ისე ბულვარში დასამონტაჟებელი კამერებისთვის განკუთვნილი ელ. კაბელი.

ტენდერში წინადადებების მიღება კი 2022 წლის 19 სექტემბერს დასრულდება.

19 სექტემბერს დასრულდება წინადადებების მიღება ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყონის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სადაც სატენდერო თანხა 1 მილიონ 489 ათას 778 ლარია.

ბათუმის მერიას მიმდინარე წლის ბოლომდე 293 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შესყიდვა და ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟება აქვს დაგეგმილი.

ვრცლად:

ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს

დღეს საღამოს და ღამით ძლიერი ქარია მოსალოდნელი – ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 სექტემბერს, საღამოს და ღამის საათებში აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.

ხვალ, 19 სექტემბერს კი, დღისით ზღვაზე 4-ბალიანი [13-18დმ] ღელვაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, გვიან საღამოდან ქარის გაძლიერება შავი ზღვის მთელ სანაპირო რაიონებშია მოსალოდნელი. 19 სექტემბერს კი გაწვიმდება.

როგორი ამინდი იქნება აჭარაში ორშაბათიდან, ნახეთ ამ ბმულზე:

დღეს საღამოს და ღამით ძლიერი ქარია მოსალოდნელი – ზღვაზე შტორმი

Ad Black Sea დასრულდა | გაიცანით გამარჯვებულები

ბათუმში რეკლამის ორდღიანი ფესტივალი Ad Black Sea დასრულდა. 17 სექტემბერს, ღამით ბათუმის შერატონში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც სხვადასხვა კატერგორიებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

საუკეთესო სარეკლამო კამპანიაში პრიზები ამგვარად განაწილდა:

  • კონკურსის საუკეთესოს ტიტული მოიპოვა სააგენტო Windfor’s-მა კამპანიით “დამოკიდებლობა ჩვენია”.

YouTube video player

  • ოქროს და ვერცხლის პრიზიორი კამპანია გახდა “ქალები ბაზრდიდან”. ხელნაკეთი აქსესუარებისა და ჩანთების ბრენდ “კოსმოს”-სთვის შექმნილი კამპანიისთვის Holy Motors-დააჯილდოეს.

“მსოფლიოს ირგვლივ წელის ჩანთები მაღალი მოდის სიმბოლოდ იქცა, თუმცა საქართველოში ის ბაზარში მომუშავე ქალებთან ასოცირდება”

კამპანიის ფარგლებში კომპანიებმა მოიწვიეს ქალები ბაზრიდან და აქციეს სარეკლამო კამპანიის სახედ.

ფოტო: Cosmo-ს ფეისბუქის გვერდიდან
  • ამავე კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ:

WE INSTEAD OF US – Bickerstaff (Ukraine) – Single Channel Campaigns

ამ კამპანიის ფარგლებში, ცნობილი უკრაინული რძის პროდუქტების ბრენდმა Galychyna-მ სახელი უკრაინის მიატეცებული ტერიტორიების დასახელებებით შეიცვალა და იქცა “პირველ რძედ მსოფლიოში, რომელმაც ხალხი აატირა”

WE INSTEAD OF US

ასევე:

Laska Upcycle Merch – Bickerstaff (Ukraine) – Integrated Advertising Campaigns

Russia For Sale – Leavingstone (Georgia) – PR Campaigns

Russia For Sale – Leavingstone (Georgia) – Social Advertising and Charity

  • B – ბრენდული კონტენტი და ვიზუალური ამბის თხროვა

Shortlist:

Full Picture – Windfor’s (Georgia) – Live Broadcast/Live Streaming

 

  • C – დიზაინი და ბრენდინგი

ოქრო:

Domestic violence statistics. Now you see – FCB Artgroup Almaty (Kazakhstan) – Data Visualisation

ვერცხლი:

Khortytsia – the island of a mystery – Bickerstaff (Ukraine) – Corporate & Brand Identity

Thirst for jazz – BBDO Ukraine (Ukraine) – Packaging

The Glow of Audi RS e-tron GT – NRG Brands (Bulgaria) – Spatial: Installations / Sets & Stages

Laska Upcycle Merch – Bickerstaff (Ukraine) – Creative Transformation

ბრინჯაო:

New identity for Abay Opera and Ballet Theatre – Seed (Kazakhstan) – Corporate & Brand Identity

I am Georgia – Windfor’s (Georgia) – Corporate & Brand Identity

Laska Upcycle Merch – Bickerstaff (Ukraine) – Promotional Item Design & DM-Materials / Original Business Gifts

Happy Father’s Day – Windfor’s (Georgia) – Posters

WE INSTEAD OF US – Bickerstaff (Ukraine) – Packaging

მოკლე სია:

Sounds of the City – SHYPOTA DESIGN STUDIO (Ukraine) – Corporate & Brand Identity

COLLECT YOUR OWN MUSIC BAND – SHYPOTA DESIGN STUDIO (Ukraine) – Illustration & Photography

I am Georgia – Windfor’s (Georgia) – Illustration & Photography

I am Georgia – Windfor’s (Georgia) – Typography

COLLECT YOUR OWN MUSIC BAND – SHYPOTA DESIGN STUDIO (Ukraine) – Packaging

Father’s legacy – BBDO Ukraine (Ukraine) – Packaging

Balanced Flavour – Doping Creative Agency (Armenia) – Packaging

Sounds of the City – SHYPOTA DESIGN STUDIO (Ukraine) – Spacial: Exhibitions/Expo/Trade Shows

 

  • D – დიჯითალი და მობილური

ოქრო:

Independence Is Ours – Windfor’s (Georgia) – User Participation

ვერცხლი:

Russia For Sale – Leavingstone (Georgia) – Social Advertising and Charity

Independence Is Ours – Windfor’s (Georgia) – Promotional Websites

ბრინჯაო:

All around the (Russian) World – Bickerstaff (Ukraine) -Social Advertising and Charity

Shortlist:

Georgia By Post – Redberry (Georgia) – Consumer Services & B2B

Taras Shevchenko’s voice re-construction – Tabasco (Ukraine) – Innovation in Digital & Mobile

 

  • E – დიჯითალი და მობაილ კრაფტი

მოკლე სია:

Khortytsia – the island of a mystery – Bickerstaff (Ukraine) – Typography

Russia For Sale – Leavingstone (Georgia) – Use of Technology

Domestic violence statistics. Now you see – FCB Artgroup Almaty (Kazakhstan) – Use of Data

 

  • F – ფილმი

ვერცხლი:

Laska Upcycle Merch – Bickerstaff (Ukraine) – Social Advertising and Charity

TEAM GEORGIA  – JWT Metro (Georgia) – Corporate Social Responsibility (CSR) / Corporate Image

ბრინჯაო:

Everyone’s watching. love movie – GForce Grey (Kazakhstan) – Consumer Services & B2B

Proud TV Rainbow – Holy Motors (Georgia) – Tactical

მოკლე სია:

SUPERHEROES – JWT Metro (Georgia) – Corporate Social Responsibility (CSR) / Corporate Image

Holy Motors – Holy Motors (Georgia) – Self Promotion

LOVE UA Dad – SHOTS (Ukraine) – TV & Cinema

 

  • G – ფილმ კრაფტი

საუკეთესო:

TEAM GEORGIA  – JWT Metro (Georgia) – Cinematography

ვერცხლი:

Since 1805 With Love – Redberry (Georgia) – Animation

Since 1805 With Love – Redberry (Georgia)  – Production Design / Art Direction

ბრინჯაო:

Everyone’s watching. Series – GForce Grey (Kazakhstan) – Script

Inner Child – JWT Metro (Georgia) – Use of Music

SUPERHEROES – JWT Metro (Georgia) – Production Design / Art Direction

მოკლე სია:

I am Georgia – Windfor’s (Georgia) – Direction

LOVE UA Dad – SHOTS (Ukraine) – Script

Nugo 2.0 – GARNAMATAC (Georgia) – Animation

Champion Wine – Hans & Gruber (Georgia) – Production Design / Art Direction

 

  • H – მედია

Gold:

Terms and Conditions – JWT Metro (Georgia) – Direct

Silver:

WE INSTEAD OF US – Bickerstaff (Ukraine) – Retail

Bronze:

Orange Jersey – Endorphin (Azerbaijan) – Use of Special Events, Stunts, Sponsorship, Promotions

Twisted Flags – Inna Tabachenko (Ukraine) – Use of Special Events, Stunts, Sponsorship, Promotions

Shortlist:

Full Picture – Windfor’s (Georgia) – Use of TV & Other Screens, Radio & Audio Platforms

#unseetheprejudice – proof. (Bulgaria) – Use of Influencers 

 

  • I – სახლს მიღმა

ვერცხლი:

WE INSTEAD OF US – Bickerstaff (Ukraine) – FMCG

მოკლე სია:

Khortytsia – the island of a mystery – Bickerstaff (Ukraine) – Travel, Leisure, Entertainment, HORECA

My Name is Enough – Doping Creative (Armenia) – Social Advertising and Charity

 

  • J – ბეჭდური და საგამომცემლო

ვერცხლი:

Women From The Bazaar – Holy Motors (Georgia) – Magazines / Newspapers

ბრინჯაო:

Georgia by Post – Redberry (Georgia) – Craft: Art Direction

მოკლე სია:

Little Ninja Rules – Windsor’s (Georgia) – Craft: Illustration

 

  • K – კრეატიული ეფექტურობა

ოქრო:

#soundoff – proof. (Bulgaria) – Creative Effectiveness – Social

ვერცხლი:

LASKA UPCYCLE MERCH – Bickerstaff (Ukraine) – Creative Effectiveness – Social

ბრინჯაო:

Maxx Power – World Records – Mozaika (Georgia) – Creative Effectiveness

All around the (Russian) World – Bickerstaff (Ukraine) – Creative Effectiveness – Social

Easter Gif Attack – Bickerstaff (Ukraine) – Creative Effectiveness – Social

მოკლე სია:

Corona VS Zoommer Girl – Leavingstone (Georgia) – Creative Effectiveness

 

ბათუმის ბულვართან დაგეგმილი 2 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს სააგენტო განიხილავს

ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია წარადგინა. სააგენტოში შეტანილია სკრინინგის ანგარიშიც.

აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს.

2 თაუერი, რომელიც ბათუმში უნდა აშენდეს / ფოტომონტაჟი / წყარო გდგ

ამჯერად, სააგენტოში წარდგენილი სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარუდგინონ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

  • სტრატეგიული დოკუმენტი – ეს არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო [განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები].
  • სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] – არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.
  • სკრინინგი კი – არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.

განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და სკრინინგის განცხადების განხილვა სააგენტოში დაწყებულია და ის 2022 წლის 27 სექტემბერს დასრულდება.

წყარო: სკრინინგის ანგარიში

ამავე თემაზე:

ბათუმში, ნურის ტბასა და ბულვარს შორის, 2 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ – K2-ის გაზრდას ითხოვენ

ორშაბათიდან ბათუმში ამინდი შეიცვლება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, კვირას, 18 სექტემბერს, აჭარაში უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი, +35 გრადუსამდე იქნება.

18 სექტემბრის საღამოს 9 საათიდან 19 სექტემბრის საღამოს 9 საათამდე კი, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი, 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი,
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 20 და 21 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა; შესაძლოა ელვა-ჭექაც.

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

განახლება – გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბერს, საღამოს და ღამის საათებში ზღვის სანაპირო რაიონებში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი:

ორშაბათიდან ბათუმში ამინდი შეიცვლება – უახლოესი დღეების პროგნოზი

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 54 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +230]
  • ტანკი – 2 210 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 4 718 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 1 309 ერთეული [+3]
  • MLRS – 312 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 251 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 217 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 918 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 238 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 578 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 122 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 1 981 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 375 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 022 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 837 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 397 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 680 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინის არმიამ გაანადგურა ყველა გადასასვლელი დნეპერზე, ხერსონის რეგიონში – გენშტაბი[/yellow_box]

„საყოველთაო მობილიზაცია რომ გამოაცხადოს პუტინმა, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ არეულობას რუსეთში,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი და ამჯერად გადამწყვეტ ფაქტორად „ხერსონზე კონტროლს“ ასახელებს: თუ რუსები უკრაინელებს ხერსონში გაუმკლავდნენ, რუსები ძალებს მოიკრებენ, ხოლო ხერსონიც თუ დაიბრუნეს უკრაინელებმა დაზამთრებამდე, მაშინ უკვე ზაპოროჟიეს გათავისუფლებაც მარტივდება:

მგონი უკვე პუტინიც უშვებს რუსეთის ამ ომში დამარცხებას – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

უკრაინის არმიამ გაანადგურა ყველა გადასასვლელი დნეპერზე, ხერსონის რეგიონში – გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს ყველა გადასასვლელი მდინარე დნეპრზე ხერსონის რეგიონში. პანიკაში მყოფი ოკუპანტები უკან დასახევ გზებს ეძებენ – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 17 სექტემბრის ოპერატიულ ანგარიშში.

უწყება აღნიშნავს, რომ ოკუპანტები სასოწარკვეთილები არიან, რადგან ახალი გადასასვლელის ასაგებად მათ 9 ვაგონის ჩაძირვა მოუხდათ.

„თავდაცვის ძალების წარმატებული მოქმედებით, ხერსონის მიმართულებაზე, დნეპრზე, ყველა გადასასვლელის მწყობრიდან გამოყვანის გამო, ოკუპანტები ამზადებენ უკანდასახევის მარშრუტებს. კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის რაიონში, გადასასვლელის მოსაწყობად 9 ვაგონი ჩაძირეს“, – აცხადებს უკრაინის გენერალურ შტაბი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის ოლქში უკვე მოახდინეს ოთხი დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია. მოსახლეობა კი, სროლების მიუხედავად, საკუთარ სახლებში ბრუნდება.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ განცხადებით კი მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ძალები მყიფე და გაფანტულია, ის ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია, შესაბამისად, ამ მიმართულებით ვითარება საკმაოდ დაძაბულია.

როგორ მოატყუა ღარიბაშვილმა ფოთში მცხოვრები 100 ოჯახი

„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას,“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს დაპირება წინასაარჩევნოდ ფოთში მცხოვრებ დევნილებს მისცა.

დაპირების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც მთავრობა და არც პრემიერი მის შესრულებას არ აპირებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში 2021 წლის 27 აგვისტოს ჩავიდა. ზუსტად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. პრემიერს ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებლები შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს. ღარიბაშვილმა მათ უთხრა, რომ „მათი გადაყვანა არ იქნებოდა პრობლემა“.

საქმე ის არის, რომ ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახი ცხოვრობს. ამ კორპუსების მოპირდაპირე მხარეს ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალი „ტრანსფორდია“. მოსახლეობა 3 წელია ამტკიცებს, რომ „ტრანსფორდი“ სახიფათო ტვირთების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების ასრულებს და გარემოს აბინძურებს. დაბინძურებული გარემო კი, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

სწორედ ამიტომ თხოვეს ფოთელებმა დახმარება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილი კი მათ დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა.

რა მოხდა არჩევნების შემდეგ   

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. „ქართულმა ოცნების“ კანდიდატი გახდა ფოთის მერიც და „ქართული ოცნებაა“ ფოთის საკრებულოს უმრავლესობაშიც.

დაპირების გაცემიდან კი ზუსტად ერთი წელი და 20 დღე გავიდა.

მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, დანაპირების შესრულებას არ გეგმავს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მთავრობიდან წერილობით მივიღეთ.

„ბათუმელებმა“ 15 აგვისტოს საქართველოს მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

„ბათუმელები“ ითხოვდა მთავრობას მოეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ფოთელებისთვის მიცემული დაპირების შესრულება, როგორ აპირებდა საქართველოს მთავრობა 100 ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებდა თითოეული ოჯახი და როდის.

საქართველოს მთავრობამ რედაქციის მიერ 15 აგვისტოს გაგზავნილი წერილი 24 აგვისტოს გადაუგზავნა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს.

სააგენტომ კი 14 სექტემბერს „ბათუმელებს“ მოწერა:

„ქალაქ ფოთში, ჯავახიშვილის ქ. N30-ში მდებარე შენობა წარმოადგენს დევნილთა კომპაქტური განსახლების, პრივატიზებულ ობიექტს, სადაც მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში აქვთ გადაცემული. ზემოხსენებული გარემოებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ დევნილ ოჯახებზე, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გასცეს ფულადი კომპენსაცია“.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პასუხი

პასუხი, რომელიც სააგენტოდან მივიღეთ, ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ან შეგნებულად არ გვცემს პასუხს კითხვაზე და მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე ფორმალური პასუხით ცდილობს თავის არიდებას, ან პასუხისმგებელი პირები ვერ ხვდებიან „ბათუმელების“ მიერ დასმული კითხვების შინაარს.

ჯავახიშვილის #30-ში მცხოვრებნი ამბობენ, რომ საცხოვრებელი ფართობი, რომელიც წლების წინ ნამდვილად გადასცა სახელმწიფომ მათ საკუთრებაში, სიცოცხლისთვის სახიფათო ზონაშია. ისინი ითხოვენ სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და ითხოვენ ფულად კომპენსაციას.

„ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. ისინი ამბობენ, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, თავად მოძებნიან ალტერნატიულ ბინებს და საცხოვრებლად უსაფრთხო ზონაში გადავლენ. ხოლო მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი მთავრობას შეუძლია გამოიყენოს. ადგილობრივების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საცხოვრებელი კორპუსი ეკონომიკურად აქტიურ ზონაში დგას, შენობის საბაზრო ღირებულება საკმაოდ მაღალი იქნება.

სწორედ ამ მოთხოვნის შესრულებას დაჰპირდა მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როცა თქვა, რომ „100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა“.

ამასთან, საქართველოს მთავრობის და დევნილთა სააგენტოს პასუხი წინააღმდეგობაში მოდის ფოთის მერიის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კომენტართან, რომლის თანახმადაც „პრემიერი დაჰპირდა მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას“.

  • რას დაჰპირდა პრემიერი ჯავახიშვილის N30-ში მცხოვრებთ

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე დღემდეა განთავსებული 2021 წლის 27 აგვისტოთი დათარიღებული ვიდეო, რომელშიც ღარიბაშვილის ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრაა ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები ვეფხია გულედანი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ხვდება და დახმარებას სთხოვს. კადრებში მკაფიოდ ისმის ყველა დაპირება, რომელსაც პრემიერი მოსახლეობას აძლევს.

ვიდეო, რომელიც 2 წუთსა და 8 წამს გრძელდება, იწყება იმით, რომ მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს აჩვენებენ თავიანთ საცხოვრებელ კორპუსს.

ღარიბაშვილი: რამდენი ხანია მანდ ცხოვრობთ?

მოქალაქე: აფხაზეთის მერე

ღარიბაშვილი: რა შეიძლება გაკეთდეს? ამიხსენით კარგად რა პრობლემაა?

მოქალაქე: ხალხი უნდა გადავასახლოთ. შესაბამისი მკურნალობა იქნება [საჭირო], კომპენსაცია იქნება, ბავშვები უნდა გადავარჩინოთ, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, მეტი არაფერი.

ღარიბაშვილი: ჰაერია ცუდი ხო?

მოქალაქე: ჰაერია ცუდი. კვლევები ჩატარებულია – ჰაერში ალუმინი, გოგირდი, მტვერი ნორმას აღემატება. ძალიან გთხოვთ, მიიღეთ რა…

ღარიბაშვილი: რამდენი ოჯახი ხართ?

მოქალაქე: 100 ოჯახი

ღარიბაშვილი: 100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა

პრემიერისა და მოქალაქეების დიალოგში ჩაერთო იქვე მყოფი მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ნათია თურნავა: არ იქნება, არა. მიწას ჩვენ განვკარგავთ, ერთად უნდა შევარჩიოთ სად შენდება, რომ არც თქვენ შეგეშალოთ ხელი და არც პროექტებს შეეშალოს.

მოქალაქე: ქალბატონო ნათია, ჩვენ აქ ბავშვები გვყავს და ის ბავშვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ჩვენ ვითხოვდით, რომ რაღაც თანხა მოეცათ და ჩვენ თვითონ ვნახავდით იმ სახლს. ბავშვებს ჩვენ თვითონ განვკურნავდით და დავანებებდით თავს ყველას. ანგელოზივით ბავშვები გვყავს და…

ღარიბაშვილი: გავიგე! სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას.

ნათია თურნავა: კი, პრემიერმა დავალება მოგვცა, სხვა გზა არ გვაქვს.

ღარიბაშვილი: 100 ოჯახი უნდა  გადავიყვანოთ!

„ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგანაც. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გამოთხოვიდან ერთი თვე გავიდა და ყოველგვარი ვადა დაირღვა, ეკონომიკის სამინისტრომ პასუხი არ მოგვაწოდა.

ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ, რა ეტაპზე იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შესრულება?

ასევე გვაინტერესებდა, როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნული 100 ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებს თითოეული ოჯახი და როდის.

„ბათუმელები“ ისევ ელის ამ კითხვებზე პასუხს შესაბამისი უწყებებიდან.

ამავე თემაზე:

100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის

სულიკო თებიძემ ტყის პირას 3703 კვ. მეტრი მიწა დაირეგისტრირა

ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში, ტყის მასივთან 3 703 კვ.მეტრი მიწის ფართობი 2022 წლის აპრილში დაირეგისტრირა. რეგისტრაციის საფუძვლად კი ჩუქების ხელშეკრულება მიუთითა.  საჯარო რეესტრის მონაცემებით, მანამდე ნაკვეთი სულიკო თებიძის დას, ლეილა თებიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამ მიწის მფლობელი 2021 წელს გახდა.

2021 წელს სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

მიწის ნაკვეთი, რომელიც სულიკო თებიძემ დაირეგისტრირა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლეილა თებიძემ რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძვლად, 2016 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, 2021 წლის 22 იანვრით დათარიღებული ქედის მუნიციპალიტეტის წერილი და 2008 წელს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა მიუთითა [2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ აჭარაში მოქალაქეებს მიწები საკუთრებაში დაურეგისტრირეს, არჩევნების შემდეგ კი მათგან უმეტესობას რეგისტრაცია გააუქმეს – ავტ.] ბევრი მათგანი სასამართლოში დღემდე დავობს, მაგრამ მიწას საკუთრებაში მაინც არ ურეგისტრირებს სახელმწიფო.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, წარდგენილი ნახაზსა და ტყის მასივის კონტურთან ზედდება ფიქსირდებოდა, რის გამოც თავდაპირველად რეესტრმა რეგისტრაცია შეაჩერა. თუმცა შემდეგ მიიღო წერილი მუნიციპალიტეტისგან, რომ ნაკვეთი ნამდვილად სოფლის საზღვრებში შედის და პრობლემაც მოგვარდა.

სულიკო თებიძის ნაკვეთი მომაღლო ადგილზეა და აქედან მდინარე კალასკურისა და მთელი ხეობის ხედი იშლება. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ ამ ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობით შპს „შალე რივიერაა“ დაინტერესებული.  სულიკო თებიძემ კომპანიას უკვე გაუფორმა 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება.

სულიკო თებიძემ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ნაკვეთი მის ოჯახს ეკუთვნოდა: „ვამუშავებდით. იქ მეც ვმუშაობდი, ოჯახის საკუთრება იყო.“

მისივე ინფორმაციით, მოიჯარე კომპანია ნაკვეთზე კოტეჯების აშენებას გეგმავს.

სულიკო თებიძის ნაკვეთის გაგრძელებაზე კიდევ ერთი ნაკვეთის დარეგისტრირებას ალექსანდრე თებიძე ითხოვს. შესაბამისი დოკუმენტებით მან რეესტრს მიმართა. ამ ნაკვეთის რეგისტრაცია რეესტრს გარკვეული გარემოებების  დაზუსტების მიზნით აქვს შეჩერებული. ალექსანდრე თებიძის ნაკვეთში შენობაც ფიქსირდება. სულიკო თებიძემ გვითხრა, რომ ალექსანდრე თებიძე მისი ნათესავი არ არის.

სულიკო თებიძე ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოში „ოცნების“ სიით მოხვდა, ის სიის პირველი ნომერი, შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ახალი საკრებულოს არჩევის შემდეგ ის განათლების ფონდის დირექტორად დანიშნეს. 

ბათუმში 1200-მდე ბავშვი საბავშვო ბაღში რიგს ელოდება

„ამჟამად თქვენს მიერ შერჩეულ ბაღში ადგილი არ არის. გთხოვთ დაიკავოთ რიგი. აირჩიეთ ბაღები ვარიანტების მიხედვით “ – ამ ფრაზას ბათუმში ბავშვის დარეგისტრირებისას თითქმის ყველა მისამართზე დაგიწერთ სპეციალური სისტემა, სადაც ბავშვი ბაღში მისაღებად უნდა დაარეგისტრიროთ.

დღეს, 17 სექტმბერს, ბათუმელებმა რამდენიმე მისამართი შეამოწმა. როგორც ირკვევა არის ისეთი ბაღებიც, სადაც თავის რიგს ასზე მეტი ბავშვი ელოდება. განსაკუთრებით 3-წლიანების ჯგუფები შევამოწმეთ, თავის რიგს ჯერ კიდევ ელოდებიან 4-5 წლის ბავშვებიც.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით დიასამიძე გვარწმუნებს, რომ წელს ბაღში აღსაზრდელების მიღების საკითხი დღის წესრგში ისე მწვავედ აღარ დგას, როგორც გასულ წელს. მისი ინფორმაციით, წელს ბაღი 3170-მა სკოლის ასაკის ბავშვა დატოვა, შესაბამისად, ამდენივე ადგილი გამოთავისუფლდა.

სიტემაში დარეგისტრირებული, თუმცა ბაღში მიღების რიგში მყოფი ბავშვების რაოდენობას დავით დიასამიძე ვერ აზუსტებს, იმ მიზეზით, რომ დასვენების დღეს გადამოწმებას სისტემურად ვერ შეძლებს. მისი ვარაუდით ამ დროისთვის შესაძლოა თავის რიგს დაახლოებით 150-მდე ბავშვი ელოდებოდეს:

„ეს მოძრავი პროცესია. ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია წარმოებს განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში, ამიტომაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა მშობლებმა უკვე დაარეგისტრირეს ბავშვები, რომლებსაც, მაგალითად, ნოემბერში ან დეკემბერში შეუსრულდებათ 3 წლის ასაკი. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ, რომ მთელი წლის ანმავლობაში გაიარონ რეგისტრაცია.“ – განმარტავს დავით დიასამიძე.

სარეგისტრაციო სისტემას თუ დავაკვირდებით რიგები თითქმის ყველა ბაღშია, მათ შორის 3 წლის ასაკის ბავშვების ჯგუფებშიც.

მაგალითად, სარეგისტრაციო სისტემა გვიჩვენებს, რომ ბათუმის პირველ ბაღში, 26 მაისის ქუჩაზე, თავის რიგს სამწლიანების ჯგუფში 31 ბავშვი ელოდება, ოთხწლიანების ჯგუფში 3, ხუთწლიანების ჯგუფში კი, რიგში ერთი ბავშვია.

მე-5 ბაღში, სამწლიანების ჯგუფში რიგში 24 ბავშვია; მე-17 ბაღში [9 მარტის ქუჩაზე] კი, თავის რიგს 66 ბავშვი ელოდება.

სისტემა აჩვენებს, რომ ბავშვები მოლოდინის რეჟში არიან თითქმის ყველა უბანში, გარდა თამარის დასახლებისა.

დავით დიასამიძის ინფორმაციით 3 ოქტომბერს ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი ბაღი იხსნება, რომელიც 250 აღსაზრდელს მიიღებს: „ვაპირებ ბავშვების მშობლებს, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩებზე მცხოვრებლებს, შევთავაზო დროებით ამ ბაღში ატარონ ბავშვები.“

საერთო ჯამში სისტემას თუ დავაკვირდებით თავის რიგს 1200 -მდე დარეგისტრირებული ბავშვი ელოდება. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ლიმიტი კი, ამ დროისთვის, ჯამში 8 080 ადგილია.

2022 წლის ბოლოს ბათუმში სამი ბაღის მშენებლობა უნდა დასრულდეს, ახალი ბაღები ბაგრატიონის ქუჩაზე, თამარის დასახლებასა და ჩაქვში, 2023 წლის იანვარში უნდა აგაიხსნას.

„იყიდება ჰორიზონტი“ – ბულვარში პირსზე ბანერი გამოჩნდა

„იყიდება ჰორიზონტი“  – ამ წაწერით ბანერი ტურისტებს ბათუმის ბულვარში, პირსის ბოლო ნაწილში დახვდათ. ამ პირსის ქვეშ კი, ახალგაზრდებმა ინსტალაცია გამოფინეს და შეხვედრის სივრცე მოაწყვეს – ქალაქში ურბანულ პრობლემებზე სასაუბროდ.

პროექტის ერთ-ერთი ავტორის, მარიამ მორჩაძის განმარტებით, ისინი ურბანულ საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ შეხვედრებს ნოემბრის ბოლომდე გააგრძელებენ, შეგროვილ ინფორმაციას კი, გამოიყენებენ რეკომენდაციებისთვის, რომლებსაც ბათუმის მერიას მიაწვდიან. ასევე, გეგმავენ მერთან შეხვედრას.

„ ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს პლატფორმის შექმნას სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ უფრო მეტი ილაპარაკოს ურბანულ გამოწვევებზე. შეხვედრისთვის მიზანმიმართულად ავირჩიეთ საჯარო სივრცე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ პრივატიზებული იყო. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საჯარო სივრცეები ჩვენია, ჩვენ უნდა ავითვისოთ ისინი და არავის აქვს უფლება ამაში ხელი შეგვიშალოს.“ – ამბობს მარიამი.

მარიამ მორჩაძე

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვა შესაძლებელია იყოს კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ „კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ქალაქზე“.

ურბანული პრობლემები პროექტის თემად ახალგაზრდებს შემთხვევით არ აურჩევიათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა დღეს ბათუმში და ის  უსაფრთხებასთან მჭიდრო კავშრირშია.

ბანერზე მოცემული შინაარსი კი „იყიდება ჰორიზონტი“ ზუსტად გამოხატავს ბათუმში ბოლო დროინდელ ურბანულ პოლიტიკას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ზღვის პირველ ზოლში, გრძელ მონაკვეთში მას ალბათ მხოლოდ წარსულ დროში ჩასმა დასჭირდება, მაგალითად: „გაიყიდა ჰორიზონტი.“

ბათუმში ჰორიზონტი მართლაც ბევრჯერ გაიყიდა.

ამ ამბის ერთი მხარე ის არის, რომ მას შემდეგ რაც სანაპიროზე ჰორიზონტი გაიყიდა და აქ ცათამბჯენები აშენდა, უკანა ფონზე მცხოვრებლები ჰაერის ნაკადისა და მზის სხივის გარეშე დარჩნენ.

მეორე კი ის, რომ მშენებელმა კომპანიებმა დაარღვიეს იმათი უფლებებიც ვინც „ზღვის ჰორიზონტის“ შესაძენად ორჯერ მეტი გადაიხადა, მათი ფანჯრების წინაც ააშენეს და ისიც „ჰორიზონტის“ ფასად გაყიდეს.

პროექტის  მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

 

Liquid Structures – სამდღიანი ფესტივალი ბათუმში

 

 

რუსი ტანკისტი უკრაინის არმიის პოზიციაზე ტანკთან ერთად მივიდა და ჩაბარდა – იუსოვი

ხარკოვის რეგიონში წარმატებული კონტრშეტევის დროს უკრაინელის დამცველებმა არაერთი რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს, მაგრამ იყო ისეთი შემთხვევები, როცა ოკუპანტები ნებაყოფლობით ჩაბარდნენ ტყვედ და თან მიიტანეს ტექნიკაც.

ამის შესახებ უკრაინულ „24-ე არხს“ განუცხადა უკრაინაში სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა. მისი თქმით, ახლახან იყო შემთხვევა, როდესაც რუსი ტანკისტი უკრაინის დამცველების პოზიციებზე ტანკით მივიდა ჩასაბარებლად. ოკუპანტმა განაცხადა, რომ მას ასეთი გეგმა დიდი ხანია ჰქონდა, მაგრამ ხარკოვის ოლქში უკრაინელების აქტიურმა შეტევამ ამის განხორციელება შესაძლებლობა მისცა.

ვინ არიან ტყვეებს შორის?

ტყვეებს შორის ბევრია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან – ისინი იძულებით იყვნენ მობილიზებულები.

ასევე არის რუსი სამხედრო პერსონალი სხვადასხვა ქვედანაყოფიდან, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“. ვაგნერელებს შორის არიან პატიმრები, რომლებიც აგიტაციის შედეგად მოხვდნენ უკრაინის ომში.

„ეს არის საკმაოდ ჭრელი აუდიტორია. უკრაინა მზადაა საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჟენევის კონვენციის შესაბამისად გაცვალოს ისინი, რათა ტყვეობიდან დაიბრუნოს თავისი დამცველები“, – ხაზგასმით აღნიშნა იუსოვმა.

იუსოვის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად იგრძნონ ტყვეებმა თავი დაცულად და ასეც იქნება, რადგან უკრაინა ცივილიზებული ევროპული სახელმწიფოა.

Exit mobile version