ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს

16.08.2022
ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს

ბათუმის მერიას მიმდინარე წლის ბოლომდე 293 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შესყიდვა და ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟება აქვს დაგეგმილი. მერია ქალაქის სამ სკვერში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს.

კამერების შეძენა-მონტაჟზე, ასევე, სკვერებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 489 ათას 778 ლარია.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეონაკადის [სტრიმის] უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ბათუმში მდებარე სასერვერომდე [ანგისა] და  თბილისის [სსიპ 112] მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში“.

ამასთან, „შესყიდვის ობიექტზე უნდა გავრცელდეს ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება [ადგილზე], რომელიც აითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. პრეტენდენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს ელფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში.“

რაც შეეხება ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, ის უნდა მოეწყოს ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სკვერში, ანწუხელიძის სახელობის სკვერში, ასევე ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებულ სკვერში.

ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის, მათ შორის, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს არაუგვიანეს 2022 წლის 25 დეკემბრისა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 14 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბერს დასრულდება,

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: