კულტურა,მთავარი,სიახლეები

Liquid Structures – სამდღიანი ფესტივალი ბათუმში

15.09.2022 • 822
Liquid Structures – სამდღიანი ფესტივალი ბათუმში

16-17-18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება ფესტივალი Liquid Structure (თხევადი სტრუქტურები). სამდღიანი პროგრამა მოიცავს ვიდეო ჩვენებებს, საუნდ პერფორმანსებს და საჯარო შეხვედრებს არტისტებთან და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.  ფესტივალი 16 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება ყოფილი პიერ ბათუმის, პირსის ტერიტორიაზე:

18:00-20:00-მდე სივრცე საჯარო საუბრებს დაეთმობა ისეთ თემებზე, როგორიცაა კრეატიული ინდუსტრიები, ტურიზმისა და ურბანული განვითარების ურთიერთკავშირი, ადამიანების უფლებები ქალაქებზე, საჯარო სივრცეების პრივატიზაცია, საპორტო ქალაქების ეკოსისტემა, ურბანული, არქიტექტურული და ეკოლოგიური მდგომარეობა.

20:00 საათიდან ხმოვანი განზომილებით ქართველი არტისტები ნატალია ბერიძე (16 სექტემბერი), რეზო ღლონტი (17 სექტემბერი) და ნინო დავაძე (18 სექტმებერი) წარსდგებიან მსმენელების წინაშე.

21:00 საათიდან საუნდ პერფორმანსებს უშუალოდ პირსის ქვეშ, ზღვის ზედაპირზე ვიდეო ჩვენებები მოჰყვება. შავი ზღვა სამი დღის განმავლობაში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20ზე მეტი არტისტის ვიდეომასალას აირეკლავს.

“დიდება ბეტონს” სქრინშოტი ემა ვან დერ პუტის ნამუშევრიდან SOON (2018)

მონაწილეები:

სოლ არჩერი (ნიდერლანდები), ანა ძიაპშიპა (საქართველო), გუიდო ვან დერ ვერვე (ნიდერლანდები), ჰიტო შტეიერლი (გერმანია), მარიოლინ დიკმანი და თორილ იოჰანსენი  (ნიდერლანდები), სიპრიენ გაილარი (საფრანგეთი), იონას ბრინკერი (გერმანია), ემა ვან დერ პუტი (ნიდერლანდები), პიოტრ არმიანოვსკი (უკრაინა), ვაჟიკო ჩაჩხიანი (საქართველო), მეგი რუსტამოვა (საქართელო, ბელგია), უტა ბექაია (საქართელო), ზაქარი ფორმვალტი (ნიდერლანდები), იონათას დე ანდრადე (ბრაზილია), ამაუტა გარსია და დავიდ კამარგო (მექსიკა), მარტა ჰრუნიუკი და ერიკა რუქსი (ნიდერლანდები, პოლონეთი), მარკო პანდო (ნიდერლანდები), ლი მინგი (ჩინეთი), სოფიო მედოიძე (საქართველო, ბრიტანეთი), მიშიკო სულაკაური (საქართველო).

 

ბულვარის კოლონადის მოპირდაპირედ სანაპიროს მხარს, ყოფილი რესტორანი “პიერ ბათუმის” ტერიტორია

 

Liquid Structures – Artistic Urban Intervention  იხილეთ Facebook ღონისძიება

 

როგორც გამოფენის კურატორი ნონა მარკარიანი ამბობს, გამოფენის იდეა გაჩნდა ორი წლის წინ, მაგრამ პანდემიის გამო არ ეძლეოდა განხორციელების საშუალება:

“კონცეფცია და სახელოვნებო მედიუმი თავიდანვე განსაზღვრული და უშუალოდ ადგილმდებარეობით ნაკარნახევი. Პირსის არქიტექტურული გარემო, ბოძებს შორის მოთავსებული ჰორიზონტი ქმნის ეკრანის სიმულაციას, აქედან გაჩნდა ვიდეო პროექციის და ვიდეო ნამუშევრების ჩვენების იდეა”.

ნონა მარკარიანი

რა თქმა უნდა გვინდოდა გვესაუბრა ზღვაზე, ოღონდ ურბანული განვითარების კონტექსტში: რა როლი აქვს ზღვას იმ ურბანულ ტრანსოფრმაციაში, რომელსაც განიცდის ქალაქი? Როგორ ვიყენებთ დღეს ზღვას და რამდენად ვუფრთხილდებით მას, როგორც ქალაქის ან ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ რესურსს? ამ და სხვა მრავალ საკითხვებზე კეთდება აქცენტი. ნამუშევრები და არტისტებიც ამ პრინციპით შევარჩიეთ. ყველა არტისტი მაყურებელს სთავაზობს თავის პერსპექტივას იმ პრობლემაზე, რომელზეც ვსაუბრობთ იქნება ეს მას-ტურიზმი, ეკოლოგია თუ ურბანული პრობლემები. – ამბობს ნონა

პირსი, საფესტივალო ტერიტორია

პროექტი ორგანიზებულია კვლევითი პროექტის Batumi Urban Agenda-ს ფარგლებში, რომელიც შეიქმნა ქალაქში არსებული ურბანული და სოციალური კრიზისის საპასუხოდ.

არტისტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის Instagram-ის გვერდზე

სქრინშოტი Liquid Structures ინსტაგრამის გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი