რეჟისორსა და მსახიობს, ოთო ქათამაძეს დღეს დაკრძალავენ

42 წლის ასაკში გარდაცვლილ მსახიობს, რეჟისორსა და დრამატურგ ოთარ [ოთო] ქათამაძეს დღეს, 28 აგვისტოს დაკრძალავენ.

ოთარ ქათამაძის გამოსვენება მოხდება ბათუმის დრამატული თეატრიდან, სადაც მსახიობთან გამოთხოვების ცერემონია გაიმართა.

ოთო ქათამაძე 24 აგვისტოს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მსახიობი მძიმე დიაგნოზით შეიყვანეს.

მას ანევრიზმა გაუსკდა და რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსახიობ ოთო ქათამაძეს დღეს დაკრძალავენ

ოთო ქათამაძე არაერთი პიესის ავტორია. გამოცემული აქვს პიესების კრებულიც.

იყო არაერთი ფესტივალისა და პროექტის ავტორი.

2004-2006 წლებში ასევე იყო თბილისის თეატრალური სარდაფის მსახიობი.

ოთო ქათამაძე ბათუმის დრამატული თეატრის სცენიდან გაასვენეს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება, ადევნება, მუქარა – დაკავებულია ერთი პირი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის გავრცელების მუქარით რამდენჯერმე აიძულა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

„ბრალდებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სისტემატურად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, ჩაცმულობას, მეგობრებთან ურთიერთობას და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მასთან. გარდა აღნიშნულისა, ბრალდებული დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ასევე ინტერნეტის გამოყენებით, რამდენიმე პირსა და დაზარალებულს შორის არსებული ინტიმური ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა მინიმუმ 14 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია

დღეს, 28 აგვისტოს, უკრაინის დედაქალაქზე, კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა.

ბოლო ცნობების თანახმად, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია – 2, 14 და 17 წლის.

დაშავდა 40-მდე ადამიანი.

რუსეთმა კიევზე შეტევა დღეს დაახლოებით დილის 5 საათზე განახორციელა. გამოყენებული იყო დრონები, საჰაერო და სახმელეთო რაკეტები, სულ 629 საჰაერო თავდასხმის იარაღი, რომელთაგანაც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ  589-ის განეიტრალება შეძლო.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ მაშველები აგრძელებენ კიევში, დარნიცკის რაიონში მდებარე 5-სართულიანი შენობის ნანგრევების გაწმენდას და შესაძლოა, მის ქვეშ კიდევ იყოს მინიმუმ 3 ადამიანი. ამ საცხოვრებელ კორპუსში რუსეთის დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

დაკარგულად ითვლება ათამდე ადამიანი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

 

13 სექტემბერს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დასაცავად საპროტესტო მსვლელობა იგეგმება

საქართველომ, შესაძლოა, დაკარგოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებელია ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად.

ვიზალიბერალიზაციის დაცვის მიზნით საქართველოს მოქალაქეები 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ.

„საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ზღვარზეა. საქართველოს მოქალაქეები ვკარგავთ უმნიშვნელოვანეს სიკეთეს, სუსტდება და რუსეთის ტყვეობაში ექცევა საქართველო, ჩვენი ოჯახები.

ამ ყველაფერში ერთადერთი დამნაშავე ივანიშვილის რუსული რეჟიმია, რომელიც ყველაფერს აკეთებს უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის გასაუქმებლად.

ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ გზასთან. ჩვენს წინაშე საერთო ეროვნული ამოცანაა – არ დავთმოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარი, დავასრულოთ რუსული რეჟიმი და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დავუბრუნოთ.

მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.

13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით თსუ-ს პირველ კორპუსთან, საიდანაც შედგება საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ.

ჩვენ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით გამარჯვებამდე“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ივანიშვილის მთავრობის ინტერესი განსხვავებული აზრის განადგურებაა“ – განცხადება

52 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს იმ 7 ორგანიზაციას, რომელიც გუშინ, პროკურატურის მოთხოვნით დააყადაღეს დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის.

ორგანიზაციების განცხადება დღეს, 28 აგვისტოს გავრცელდა.

„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI), „დემოკრატიის მცველებს“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ (GDI), „საფარს“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.

ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.

ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნების” მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. პრევენცია პროგრესისთვის (PFP) /
  2. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  3. საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
  4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  5. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  6. სამოქალაქო იდეა
  7. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  8. ევროპის ფონდი
  9. საქართველოს ევროპული ორბიტა
  10. საქართველოს მომავლის აკადემია
  11. უფლებები საქართველო
  12. მედიაომბუდსმენი
  13. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  14. თბილისი პრაიდი
  15. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  16. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი)
  18. ყვარლის ევროკლუბი
  19. სტუდია მონიტორი
  20. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  21. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  22. ონლაინ გამომცემლობა პუბლიკა
  23. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  24. სათემო განვითარების ცენტრი
  25. ბათუმელები/ნეტგაზეთი
  26. მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭე
  27. ინდიგო
  28. “აი,ფაქტი”
  29. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  30. მედია აპრილი
  31. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  32. რადიო “მარნეული”
  33. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  34. შშმ ქალთა ალიანსი
  35. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  36. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
  37. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
  38. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  39. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  40. მედიაკლუბი
  41. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  42. ღია სივრცე კავკასია
  43. ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
  44. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  45. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  46. მწვანე ალტერნატივა
  47. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  48. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  49. დემოკრატ მესხთა კავშირი
  50. ტოლერანტი
  51. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
  52. მედია ცენტრი კახეთი

____________

ფოტოზე: „არა რუსულ ოცნებას”, – წარწერა ბათუმში, ქვაფენილზე. ფოტო: „ბათუმელები“

ამინდის პროგნოზი ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აგვისტოს 21 საათიდან 29 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 23– 28გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 30-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 079 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
  • ტანკი – 11 139 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 185 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 32 064 ერთეული [+40]
  • MLRS – 1 474 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 961 ერთეული [+325]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 60 007 ერთეული [+120]
  • სპეცტექნიკა – 3 952 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 80 018 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 831 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 005 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 547 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ ყირიმზე რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებს დაარტყა

ზელენსკიმ მიანიშნა, რომ „დრუჟბის“ ბედი დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უვიზო თუ გაუქმდება, ყველაფერს დაკარგავს საქართველო“ – ემიგრანტი პოლონეთიდან

„მე ვხედავ აქ ბევრ იმედგამქრალ ქართველს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მუშაობენ მშენებლობებზე, სხვადასხვა საწარმოში და მეუბნებიან, „საქართველო აღარ არის“, ხმას არ გვაღებინებენ და იქ მომავალი არ გვაქვსო. ბევრი ასეთი გულდასაწყვეტი წინადადება მოვისმინე მათგან.

გუშინაც ველაპარაკე ერთ-ერთს, უნდა დავბრუნდეო საქართველოში, მაგრამ რა ვაკეთო იქ არ ვიცი, ამაზე ფიქრი მკლავს, იქ ყველაფერს მოკლებული ვართო.

უვიზო თუ გაუქმდება, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ეს ადამიანები. ამიტომ აუცილებელია ბრძოლა“, – ამბობს ლერი პაპიძე, ხელოვანი, რომელიც 30 წელია პოლონეთში ცხოვრობს და ვროცლავის ხელოვნების აკადემიაში ასწავლის.

„ბათუმელები“ ლერი პაპიძეს ესაუბრა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ საფრთხეებზე, რის წინაშეც დააყენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველო.

„როცა ვრეკავ საქართველოში და ველაპარაკები, ჩემს ძმას ან ბიძაშვილს, ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე, „არ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკიო“. ეტყობა ეშინიათ, ან რა ვიცი, რატომ არიდებენ თავს.

გუშინწინ ველაპარაკე ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. მხატვარია ისიც და ისიც ასე მეუბნება ხოლმე, – „გეხვეწები ლერი, პოლიტიკაზე არაფერი არ შემეკითხოო“. ასე დაემსგავსა საქართველო რუსეთს იმ რეპრესიებით, რასაც დღეს ვხედავთ.

თუ ევროპა დავკარგეთ, საქართველო დაკარგავს თვითღირებულებას და დაუბრუნდება იმ დროში, როგორიც იყო ჩემს ახალგაზრდობაში.

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ჩრდილო მეზობლებთან ურთიერთობის ისტორია და ამ მწარე გამოცდილების მიუხედავად, ხალხის ნაწილმა მაინც ვერ ისწავლა ის, რომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთში დავბრუნდეთ. სამწუხაროდ, ეს ბევრს არ ესმის.

ევროპას უნდა ჩვენი მიღება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეგობარი მოვიშოროთ. ევროპასთან დაცილებით კი ჩვენ დავკარგავთ საერთოდ ყველაფერს“, – ამბობს ლერი პაპიძე.

ლერი პაპიძე სახელოსნოში/პოლონეთი

ის, რაც დღეს ხდება საქართველოში – სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა, დაპატიმრება ახალგაზრდების და რეპრესიული კანონების მიღება, მას სტალინურ რეპრესიებს აგონებს.

„მე არ მოვსწრებივარ ამას, მაგრამ ხომ წაგვიკითხავს და მოგვისმენია ეს ისტორიები? დიდი არაფერი განსხვავებაა. მაშინაც არაფრის თქმის და გაკეთების უფლება ჰქონდათ ადამიანებს.

ბრეჟნევის დროს ბავშვი ვიყავი და რა გვქონდა მაშინ? – თვითმყოფადობა გვქონდა დაკარგული. ვიყავით მოსკოვზე დამოკიდებული და ყველაფერი მასთან უნდა შეგვეთანხმებინა – ფილმის გადაღება იყო, შენობის აშენება თუ სხვა რამ, ყველაფერი მოსკოვს უნდა დაემტკიცებინა. ახლაც მივექანებით აქეთ.

რა გამოდის, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ დამოუკიდებლობას? თუ ჩვენ რაღაც მოძალადე პატრონი უნდა გვყავდეს სულ და დიქტატორი გვჭირდება. ეს არის საშინელება.

30 წელია პოლონეთში ვცხოვრობ და პოლონელები არასდროს იჩერებენ დიქტატორს, რადგან სხვა მენტალობის ხალხია.

ვეუბნები ხოლმე მეგობრებს საქართველოში, წადით ევროპაში, იცხოვრეთ ცოტა ხანი, ნახე როგორი სიტუაციაა, აქ არავინ გაძალებს არაფერს, არავინ გეუბნება, რომ თვითმყოფადობა დაკარგო. ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრი ისევ პროპაგანდის ქვეშ არის და ასე აზროვნებს საქართველოში.

მაშინ, როცა რუსეთი გვართმევდა ყველაფერს და ახლაც წართმეული გვაქვს ტერიტორიის 20%-ი, ეს ჩვენი ბრალია – ჩვენი უსუსურობის, ერთმანეთის გაუტანლობის ბრალი.

მეც უსუსური ვარ, მარტო ვმსჯელობთ და ვერაფერს ვაკეთებთ სხვას აქედან. კი, ხმას აქ ვაძლევ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიგნოს, რომ ევროპის დაკარგვა არ შეიძლება, მივექანებით უფსკრულისკენ“, – ამბობს ლერი პაპიძე.

აწუხებს ის განცდა, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს ნდობას ევროპაში.

„მრცხვენია იმის გამო, რომ ქვეყნის რუსიფიკაცია მიმდინარეობს და თქვენ რას აკეთებთო რომ მეკითხებიან აქ, პოლონეთში. გაყიდეს საქართველო არა მარტო მენტალურად, ფიზიკურადაც ყიდიან. ყველაფრის ჩახშობა მიდის, ყველაფრის განადგურება, საშინელ დღეში ვართ. მგონი არასდროს ვყოფილვართ ასეთ მძიმე დღეში, როგორც ახლა ვართ.

აქ ვხედავ ბევრ იმედგამქრალ ქართველს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მუშაობენ მშენებლობებზე, სხვადასხვა საწარმოში და მეუბნებიან, „საქართველო აღარ არის“, ხმას არ გვაღებინებენ და იქ მომავალი არ გვაქვსო. ბევრი ასეთი გულდასაწყვეტი წინადადება მოვისმინე მათგან. გუშინაც ველაპარაკე ერთ-ერთს, უნდა დავბრუნდე საქართველოში, მაგრამ რა ვაკეთო იქ არ ვიცი, ამაზე ფიქრი მკლავს, იქ ყველაფერს მოკლებული ვართო.

უვიზო თუ გაუქმდება, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ეს ადამიანები. ამიტომ აუცილებელია ბრძოლა. გაგრძელდეს საპროტესტო აქციები – თვალი თუ დავხუჭეთ, დავემსგავსებით გაწვრთნილ ცხოველებს, ასე არ შეიძლება.

აქაურმა ემიგრანტებმაც უნდა შევიტანოთ წვლილი ამ ბრძოლაში, ხმა ამოვიღოთ, ევროპასაც შევახსენოთ, რომ ჩვენი მთავრობაა მოღალატე, ქართველ ხალხს კი ყოველთვის უნდოდა და უნდა ევროპა“, – გვეუბნება ის.

ლერი პაპიძე ამბობს, რომ წლებია პოლონეთში ცხოვრობს და აქ ბევრად დაცულად და ღირსეულად გრძნობს თავს, ვიდრე საკუთარ სამშობლოში.

ლერი პაპიძე თიხაზე მუშაობის დროს/პოლონეთი.

„ევროპამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. რასაც აქ მივაღწიე, იმის ნახევრის ნახევარს ვერ მივაღწევდი საქართველოში. შეიძლება ერთეულები კი აღწევენ რაღაცას, მაგრამ მე მყავს უამრავი მეგობარი სამხატვრო აკადემიიდან, რომლებიც შეიძლება ჩემზე ნიჭიერი ბიჭები იყვნენ, მაგრამ დღეს რომ ვნახულობ მათ, მეცოდებიან უბრალოდ.

როგორ გამოიყურებიან… მოხუცებს ჰგვანან უკვე, კბილები არ აქვთ, ძველი მანქანებით დადიან, არაფერი არ გააჩნიათ.

მე ხელი გამომიწოდა აქაურმა ხალხმა. აქ სინდისიანი, ნამუსიანი ადამიანი, ნამდვილად მიაღწევ შენს მიზნებს.

ყოველ წელს ჩამოვდივარ ხოლმე საქართველოში და ამ ბოლო დროს, ვამჩნევ, რომ ხალხი უფრო გაბოროტებულია, უფრო მეტი ნაოჭები აქვთ, ნაკლებად იცინიან. ეს გამოიწვია ისევ ჩრდილოეთთან დაახლოებამ. რით ვერ ვისწავლეთ ჭკუა, რომ რუსეთთან ყოფნა არ შეიძლება. ან რუსეთმა როგორ გიშველოს, თავად გაჭირვებულია და მანდ რომ საზიზღრობები ხდება, ისეთი სად ხდება. ასეთი კორუფცია და ასეთი გაუტანლობა რაც რუსეთშია, სხვაგან სად ხდება. ევროპაში თუ ვინმე ვერ დაგეხმარება, არც დაგაზიანებს.

ათასობით ხალხს ვიცნობ აქ, სამხატვრო აკადემიაში ვმუშაობ, ვასწავლი და ძალიან პატივს მცემენ. ვარშავიდან მირეკავენ თუ პოზნანიდან, მეპატიჟებიან ყველგან. მიწვევა მქონდა საფრანგეთშიც, დავდივარ ხოლმე პლენერებზე და მაქვს ღირსების შეგრძნება, მაქვს თვითშეფასება და ასე იქნებიან ჩემი შვილებიც, რადგან აქ ადამიანის ღირსებას პატივს სცემენ. არავინ გატყუებს, პირდაპირ გეუბნებიან სიმართლეს, არავინ გითხრის ორმოებს, როგორც ჩვენთან.

ვიცი, რა უნდა გავაკეთო ნახევარი წლის მერე, როდის უნდა გავიდე პენსიაში, რამდენი მექნება პენსია, მყავს ჩემი ექიმი, მაქვს დაზღვევა, რომლის თანხასაც იხდის ჩემი სამსახური და არაფრის მეშინია. საქართველოში რომ ჩავდივარ, იქ მაქვს შიში, არაფერი დამემართოს-მეთქი, აქ არა.

აქ ვარ დაცული, პოლონეთში ვიქნები, საფრანგეთში თუ ესპანეთში, ჩემი დაზღვევა ყველგან მომემსახურება.

ადამიანის დაუცველობა – სულ ეს პრობლემა გვქონდა საქართველოში. ევროპაში კი ადამიანი დაუცველი არ არის. უმუშევარიც კი დაცულია და მასაც აქვს დაზღვევა, იმასაც ეხმარება ექიმი და ჩვენ ასეთ ევროპას ვიშორებთ“, – ამბობს ლერი პაპიძე.

ლერი პაპიძე ვროცლავის ხელოვნების აკადემიის ლექტორია.

მისი თქმით, რუსეთთა დაახლოებით, საქართველოში რუსული კრიმინალური კულტურაც აღაზევეს.

„ქურდებზე დავწერე რაღაც და შემომივარდნენ. შენ რა, პატივს არ სცემ ქურდებსო? რატომ უნდა ვცე პატივი არ მესმის. რა სამარცხვინოა.

არ შეიძლება ერთ კაცზე იყოს დამოკიდებული მთელი ქვეყანა. ძალიან ფესვგადგმულია ჩვენთან ძალადობა, ურჩევნიათ ისევ საზიზღრობები გააკეთონ, ვიდრე სამსახური დაკარგონ. სამშობლოს დაკარგვა შეიძლება და სამსახურის არა?

ვფიქრობ, ივანიშვილი მოგზავნილია ამისთვის, რომ ყველაფერი დაკარგოს საქართველომ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, როგორი წაგებულიც არ უნდა გვქონდეს ახალ ბრძოლა, იმედის გაქრობა არ შეიძლება.

მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, ყველა სფერო, ყველა სამსახური. პოლიცია, თავდაცვა ყველა უნდა იყოს ხალხის მხარეს, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. თორემ გაგვარუსებენ და სულ უფრო დაგვაბეჩავებენ, ნაწილობრივ დაბეჩავებულები ისედაც ვართ უკვე.

მთავარია. ივანიშვილი და მისი მოღალატე მთავრობა მოვიშოროთ, მერე ავირჩევთ იმას, ვინც გვინდა და გვექნება დემოკრატიული ქვეყანა.

თუ ამას შევძლებთ, ევროპაც მოტრიალდება ჩვენკენ“, – ამბობს ლერი პაპიძე.

“Despite Asset Freezes and Repressions, Georgian NGOs Will Continue Our Work” – Response to Escalated Crackdown

“Despite Asset Freezes and Repressions, Georgian NGOs Will Continue Our Work,” – said representatives of civil society organizations whose accounts have been frozen by the authorities.

Today, seven civil society organizations held a joint briefing and stated:

“The asset freeze of seven independent organizations represents yet another illegal act by Ivanishvili’s government. It violates fundamental human rights and serves to sabotage the European integration process.

Today, the Georgian Prosecutor’s Office, within the framework of an absurd investigation, froze the bank accounts of 7 independent organizations that do Georgian work, serve Georgian citizens, and fight for Georgia’s European future. The grounds for the freeze are stated to be that we have been and are assisting mass-tortured people, prisoners of conscience, and fined citizens. The illegal ruling does not contain any factual justification. The judge based the decision solely on some blank quotes.

The adversaries of the Georgian people want us to no longer be able to protect the rights of children, women, people with disabilities, students, those illegally detained, workers, and the elderly; to no longer investigate and report on injustice, corruption, torture, and systemic violence; to no longer defend them in the ECtHR and other international courts. They want not only to sabotage future European integration, but also to deprive the Georgian people of the greatest good they have already gained – the right to visa-free travel.

We will not cease our work. Regardless of seizures, repressions, or threats, we will stubbornly continue our work as long as the Georgian people fight for justice and fairness every day. We will fight against authoritarian rules and Russian laws and use all legal mechanisms to prevent the opponents of the country’s democratic and European path, as enshrined in the Constitution, from achieving their goal. We will protect Georgia’s European path and continue to fight to save the visa-free travel and Georgia’s democratic future”.

The Tbilisi City Court granted the Prosecutor’s Office’s motion, freezing the bank accounts of seven CSOs.

According to the court’s decision, the following organizations’ accounts were frozen: the Civil Society Foundation, the International Society for Fair Elections and Democracy, the Institute for the Development of Freedom of Information, Democracy Defenders, the Georgian Democratic Initiative, Sapari, and the Social Justice Center.

The Prosecutor’s Office requested the court to freeze the accounts as part of an investigation for “sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, assistance to foreign organizations or organizations under foreign control in hostile activities, and mobilization of funds for activities against Georgia’s constitutional order and national security.”

Specifically, the Prosecutor’s Office requested the account freezes because, during the spring protests, the organizations had purchased protective gear for participants, including shields, goggles, masks, face coverings, pepper spray, and other items. They also assisted people with paying fines and supported detained individuals and their families.


Related: 

Georgia Escalates Crackdown on Civil Society | Sabotage Allegations Spark Reactions in Tbilisi 

In Connection with Pro-EU Protests, Court Freezes Bank Accounts of 7 CSOs Citing Alleged Sabotage

Georgia Escalates Crackdown on Civil Society | Sabotage Allegations Spark Reactions in Tbilisi

The decision by Tbilisi City Court to freeze the bank accounts of seven civil society organizations has drawn sharp reactions from rights groups and public figures, who warn the move threatens Georgia’s democracy and relations with the EU.

According to Tamta Mikeladze, head of the civil society organization Social Justice Center, freezing the accounts of civil society organizations just before “the deadline on the EU visa liberalization issue” represents an escalation in relations with Brussels.

She explained that the account freezes effectively paralyze the organizations both institutionally and financially.

“Early this morning, we discovered that our accounts had been frozen. At first, we thought this had occurred as part of a procedure by the Anti-Corruption Bureau. However, we later learned from a public statement by the Prosecutor’s Office that the accounts of our organization and others had been frozen under the Office’s motion as part of an investigation into so-called sabotage. The accusation is so absurd that it probably doesn’t even need justification, though we will provide a more detailed response later.

At the same time, this decision practically means institutional and financial paralysis for our organizations. The Georgian Dream party wants to prevent us from continuing our support for citizens and social groups, to stop us from exposing their crimes and injustices, and to halt our efforts to build solidarity within society.

The decision to destroy civil society organizations just a few days before the visa liberalization deadline (August 31) practically represents an escalation in relations with Brussels by the Georgian Dream party and a complete sabotage of the process,” wrote Tamta Mikeladze on Facebook.

The women’s rights organization Sapari also has responded to the freezing of its bank accounts, declaring that it will continue the fight for truth and justice both in Georgia and internationally.

According to Sapari, it will carry on providing voluntary assistance to people for as long as it is able.

“On August 27, the Tbilisi City Court, acting on a request from the Prosecutor’s Office of Georgia, ordered the freezing of Sapari’s bank accounts.

For 24 years, Sapari has worked to advance the rights of women and girls, combat gender-based violence, and promote equality. During this time, we have provided support to thousands of women and children — helping them stop violence, seek justice, and, in many cases, simply survive. Our mission has always been to empower women socially, economically, and politically.

The allegations disseminated by the Prosecutor’s Office — that Sapari’s funds were used to organize violent acts or procure equipment — are entirely baseless and defamatory. No evidence has been presented to substantiate these claims.

This decision is yet another example of the increasing use of Russian-style repressions against Georgian civil society organizations, with the clear aim of silencing critical voices and dismantling the foundations of civic life.

Georgia’s democratic development and the safety of all those who defend freedom, justice, and the country’s independence are now under direct threat.
Sapari remains committed to the fight for truth and justice, in Georgia and internationally. We call on the ruling Georgian Dream party to immediately lift the freeze on our accounts and to cease Russian-style repressions against its own citizens. We further urge the international community to respond to this unprecedented attack on civil society in Georgia.

To women and children who are victims of violence, we say: reach out to us if you need support in defending your rights, your health, or your life. We will continue to assist you voluntarily for as long as we are able, because Sapari is a team united around the principles of equality and human dignity — a community of freedom-loving, patriotic citizens,” – reads the statement.

The head of the Georgian think tank Civic Idea and former Defense Minister, Tina Khidasheli, has also commented on the decision to freeze the accounts of seven CSOs.

“In this utterly disgraceful statement [by the Prosecutor’s Office], it says that human rights NGOs should be punished because ‘their organizational and financial activities were fully directed toward… , covering the legal defense costs, and other personal or organizational expenses.’

In other words, once again, human rights organizations are to be prosecuted under charges of sabotage, and a judge has upheld this simply because they provided their beneficiaries with legal services and helped them resolve organizational issues.

Nothing else written in this statement matters — because the very fact that the Prosecutor’s Office could write this, and that a judge would endorse it, is a tragedy of such scale that not even in the Soviet Union, decades after the 1930s, had such a thing occurred,” wrote Tina Khidasheli.

Simon Janashia, representative of “Freedom Square” and an education expert, also responded to the freezing of 7 CSOs’ bank accounts. According to him, the Prosecutor’s Office freezing the accounts of human rights organizations means that in Georgia, defending human rights is now being punished.

“NGOs have been helping countless people protect themselves from the repressions of Georgian Dream.

Today, the ‘Dream’ Prosecutor’s Office froze the accounts of these organizations and opened cases that could lead to life imprisonment for their members.

To put it simply: when Giorgi Akhobadze and Tedo Abramov were framed with drugs and kept illegally in prison for eight months before being released due to ‘insufficient evidence,’ according to the ‘Dream’s’ logic, no one should have defended them—because apparently, that was sabotage against the state.

This means that in Georgia today, defending human rights is punished when those rights are being violated by the state.

Moreover, at a time when Georgia must submit a report on the state of democracy to ensure that visa-free travel is not suspended, relations with Europe are also placed under enormous threat.

This once again shows that members of Georgian Dream are ready to sacrifice everyone and everything—fine and imprison innocent people, sell out Georgia’s interests—just so that Bidzina Ivanishvili can cling to power forever.

We will not accept this!” – wrote Simon Janashia 


The Tbilisi City Court granted the Prosecutor’s Office’s motion and ordered the freezing of the bank accounts of seven civil society organizations.

By the court’s decision, the accounts of the following organizations were frozen: the Civil Society Foundation, the International Society for Fair Elections and Democracy, the Institute for the Development of Freedom of Information, Defenders of Democracy, the Georgian Democratic Initiative, Sapari, and the Social Justice Center.

The Prosecutor’s Office petitioned the court for this measure within the framework of an ongoing investigation into “sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, assisting a foreign organization and organizations under foreign control in hostile activities, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and the foundations of national security.”

Specifically, prosecutors argued that during the spring protests, these organizations purchased gas masks, protective goggles, respirators, face coverings, pepper spray, and other equipment for demonstrators.

In Connection with Pro-EU Protests, Court Freezes Bank Accounts of 7 CSOs Citing Alleged Sabotage

7-15 წელი, 15-20 წელი, 10-20 წელი, უვადო – იურისტი პროკურატურის განცხადებაზე NGO-ების დაყადაღების შესახებ

დღეს, 27 აგვისტოს, გენერალური პროკურატურის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, მოძრაობა “სოციალური დემოკრატიის“ წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სრულმასშტაბიან დევნას უწოდებს.

თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობოების განადგურების გადაწყვეტილება „პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა“ და ამ „პროცესის სრული საბოტაჟი“.

ვახუშტი მენაბდის განმარტებით, დღეს გაცხადებული დევნა „არ არის არც აგენტების და არც გრანტების კანონი, არც ფარა, ეს სამშობლოს ღალატის მუხლებია. სულ ცოტა, სამი უმძიმესი მუხლით მიდის გამოძიება. იცით ეს რას ნიშნავს? სასჯელები ასეთია: 7-15 წელი, 15-20 წელი, 10-20 წელი, უვადო.

რა მუხლებია ეს:

საბოტაჟი (მ. 318) – საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა (2-4 წელი); ამავე მიზნით ნაგებობის, ტექნიკის, განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება (5-10 წელი); იგივე ქმედება ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (10-20 წელი, უვადო).

უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მ. 319) – ასეთი დახმარება, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის 318-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები (7-15 წელი).

საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა (მ. 321 პრიმა): მატერიალური რესურსების შეგროვება იმის შეცნობით, რომ იგი შესაძლებელია გამოიყენონ [318 და 319 მუხლებით] გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩასადენად (6-10 წელი); იგივე ქმედება თუ ის ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან არაერთგზის (10-15 წელი); თუ ამ ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია (15-20 წელი).

თუ დავაკვირდებით რა ქმედებაში სდებს პროკურატურა ბრალს ამ 7 ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ვნახავთ, რომ ზემოთ ჩამოწერილი მუხლების ყველაზე მძიმე შემადგენლობებზეა საუბარი.

საჯარო განცხადებაში პროკურატურა წერს, რომ ეს ორგანიზაციები:

1. მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ;

2. უზრუნველყოფდნენ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ მფარველობას;

3. იყენებდნენ ფინანსებს სპეციალური აღჭურვილობის შესაძენად.

როგორც ჩანს, რეჟიმი ახალ საფეხურზე გადადის და ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა“.

__

დაყადაღებულია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

ეს არასამთავრობოებია:

  1. ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
  2. ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
  3. ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
  4. ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“
  5.  ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
  6. ა(ა)იპ „საფარი“
  7. ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

„თურქეთში თვალზე ოპერაციას გაუკეთებენ“ – ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ალექსი ახვლედიანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს.

დღეს, 27 აგვისტოს, ალექსი ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა 6 ივლისის შემთხვევა ჟურნალისტებთან.

ახვლედიანის ვერსიით, 6 ივლისს, საღამოს 5 საათზე დაურეკა თორნიკე რიჟვაძემ და შესთავაზა მასთან სახლში, საგარეჯოში წასულიყვნენ. ახვლედიანი ამბობს, რომ ის და რიჟვაძე ახლო მეგობრები არიან და მას „მეოთხე შვილადაც“ მოიხსენიებდა.

ალექსი ახვლედიანის ვერსიით, საგარეჯოში 6 ივლისს იყო თორნიკე რიჟვაძე, თავად ახვლედიანი, ალექსი ახვლედიანის უმცროსი შვილი, ალექსი ახვლედიანის ორი მეგობარი და დამხმარე ქალი. მოგვიანებით საგარეჯოში ჩავიდა თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე და სიძე, დავით ბალაძე.

„იყო ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი, როგორც უნდა ყოფილიყო“, – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

ალექსი ახვლედიანის თქმით, როცა სუფრა დაიშალა, საგარეჯოს სახლში დარჩა თავად და თორნიკე რიჟვაძე. მან მიაცილა რიჟვაძე საძინებლამდე და თავად ტუალეტში შევიდა.

„ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი დავდე დატენვაზე და შევედი ტუალეტში. რამდენიმე წუთში მესმის ტელეფონის ზარი. გამოვედი, დავხედე, თორნიკე რეკავს. ავიღე ყურმილი, ხო ძმაო, გისმენ, გისმენ… ხმა არ გამცა, რა. მერე გავთიშე და გადავურეკე, ვიფიქრე, შეიძლება კავშირი არ არის. გადავურეკე და აღარ იღებდა და რომ არ იღებდა, გამოვედი ინსტინქტურად, რომ რა ხდება, რა და ნუ მერე…“ – გაიხსენა ალექსი ახვლედიანმა.

ალექსი ახვლედიანის თქმით, მას არ გაუგია გასროლის ხმა, როდესაც ოთახში შევიდა თორნიკე რიჟვაძე უგონო მდგომარეობაში დახვდა და შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანა.

ალექსი ახვლედიანმა დღეს, 27 აგვისტოს, ასევე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძის 6 ივლისამდელ გეგმებზე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძეს სურდა თანამდებობიდან წასვლა, რადგან ფიქრობდა, რომ „შვიდი წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ [აჭარაში] ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც“.

„მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ… ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა და ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, ნამდვილად ეს არ მიკითხავს და არ დამიზუსტებია. როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამოდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა, დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა,“ – თქვა ჟურნალისტებთან ალექსი ახვლედიანმა.

ახვლედიანის ინფორმაციით, მან ურჩია თორნიკე რიჟვაძეს, ბრიტანეთის ნაცვლად ჩეხეთში საქართველოს ელჩობა ეთხოვა პრემიერ-მინისტრისთვის.

„მე ვურჩევდი, რომ ეგება ეთხოვა პრემიერისთვის, რომ ბრიტანეთის მაგივრად წამოსულიყო ჩეხეთში ელჩად, იმიტომ, რომ იცით, მე საკმაოდ მჭიდრო კავშირები მაქვს. ორივეს ძალიან, თვითონ ჩეხეთის ქართველობაში ძალიან ბევრი სამეგობრო გვყავს, ბევრი ნაცნობი, ბევრი ახლობელი და გაცილებით გაუადვილდებოდა მას იქ, ვიდრე ბრიტანეთში და ჩვენც იმიტომ, რომ უფრო ახლოს იქნებოდა და უფრო რაღაცა. თორნიკემ ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა, რომ აუ, სამაგიეროდო, ბრიტანეთშიო, შვილები მიიღებენ ცოტა უფრო მაღალ კვალიფიციურ განათლებასო…“ – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორს ჟურნალისტებმა რიჟვაძის ახლანდელ მდგომარეობაზეც დაუსვეს შეკითხვა. ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ორთვიან სარეაბილიტაციო კურსს გადის და მასთან კონტაქტი მკაცრად შეზღუდულია. ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს მანამდე პრობლემა ჰქონდა თვალთან დაკავშირებით, რომელი პრობლემაც სტრესის ფონზე უფრო გაუარესდა.

„მასთან კომუნიკაცია არის საკმაოდ შეზღუდული ოჯახის წევრებისთვისაც კი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი, საკმაოდ ისეთი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება, ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არა აქვს. გუშინწინდელი ინფორმაციით, ალბათ კვირის ბოლოს, თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას,“ – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ივლისის დასაწყისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავდა დაკავებული თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე და სწორედ მამის მოსაძებნად ჩავიდა თორნიკე რიჟვაძე თბილისში.

ახვლედიანმა ასევე უარყო ინფორმაცია ინცინდენტში მამუკა მდინარაძის შესაძლო მონაწილეობაზე და თქვა, რომ ის არასდროს შეხვედრია მამუკა მდინარაძეს.

“ჩემდა სამწუხაროდ და მერე, როგორც ბატონი მამუკას ბიოგრაფია წავიკითხე, ჩვენ ერთ პერიოდში გვიმუშავია შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბატონი მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ და საერთოდ, აი, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი,” – თქვა ალექსი ახვლედიანმა.

ალექსი ახვლედიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დღეს, 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

—————————–

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უგონო მდგომარეობაში მყოფი, იარაღით დაჭრილი მიიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში. შსს-ს და პროკურატურის ვერსიით, თორნიკე რიჟვაძეს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.

იმავე დღეს დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც მოხდა ინციდენტი. გამოძიება ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებოდა. შსს-ს ვერსიით სწორედ ალექსი ახვლედიანის კუთვნილი იარაღით სცადა თვითმკვლელობა თორნიკე რიჟვაძემ.

„ივანიშვილს საქმის გარჩევა რიჟვაძესთან არ დაუსრულებია“ – რას ნიშნავს მდინარაძის განცხადება

თეატრ „სახელოსნო 42“-ის შემოდგომის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე შემოდგომის სცენას, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 16 სექტემბრიდან იწყებს. ცნობილ და საყვარელ სპექტაკლებთან ერთად, მაყურებლებს პრემიერა „ვერაგობა და სიყვარული“ ელოდებათ.

თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ფასდაკლებით სარგებლობისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და VISA.

 

გაეცანით სექტემბერ – ოქტომბერის სპექტაკლების აფიშას:

16, 20, 24 სექტემბერი – „ამარკორდი“

სპექტაკლი სიყვარულის წერილია იმ სამყაროზე, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის არსებობენ და შეხსენება იმისა, რამდენად მარტივად შეუძლია ბოროტებას წაგვართვას ყველაზე ძვირფასი: თავისუფლება და ბედნიერება, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ.

17, 21 სექტემბერი, 4 ოქტომბერი – „ცხვირი“

თქვენი სახელი? სტატუსი? გავლენა? და თუ ერთ დილას აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი სხვას გადაეცა – თქვენ ვინ იქნებით? იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრა – არამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა. შენთვის განკუთვნილ ადგილას. შენს სამუშაო მაგიდასთან. შენს ტანსაცმელში. მას შენი სახელი ჰქვია, მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს. რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის? რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?

18 სექტემბერი – ვერაგობა და სიყვარული – „პრემიერა“

არსებობს სიყვარული იქ, სადაც მაღალი ფენის წარმომადგენლები ვერაგობას საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებენ? სადაც სიყვარული იძულებულია დაემორჩილოს იერარქიას; სადაც სიყვარული ინსტრუმენტი ხდება; შეიძლება კი ამ ვითარებაში სიყვარულსა და ვერაგობას შორის ზღვარი არსებობდეს?

27 სექტემბერი – „TooTsie“

სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.

1 ოქტომბერი – „1921-1924“

სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ თაობებს წაართვა მომავალი, ოცნება, მთლიანად ცხოვრება და დიდი ხნით გამოუვალ, ტრაგიკულ მდგომარეობაში გამოკეტა.

5 ოქტომბერი – „ბენზინგასამართი სადგური“

როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით „ბენზინგასამართ სადგურზე“ აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი

უვიზო მიმოსვლა უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დგება – სიმონ ჯანაშია არასამთავრობოების დაყადაღებაზე

„თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენელი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას ეხმიანება ფეისბუქზე. ის თქმით, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დაყადაღება პროკურატურის მიერ, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უკვე ისჯება ადამიანის უფლებების დაცვა.

დღეს, 27 აგვისტოს, პროკურატურამ დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების უფლებებს. არასამთავრობების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობოების განადგურების გადაწყვეტილება „პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა“ და ამ „პროცესის სრული საბოტაჟი“.

„არასამთავრობო ორგანიზაციები უამრავ ადამიანს ეხმარებოდნენ „ქართული ოცნების“ რეპრესიებისგან დასაცავად.

დღეს “ოცნების” პროკურატურამ ამ ორგანიზაციების ანგარიშები დააყადაღა და საქმეები აღძრა, რომლებიც ამ ორგანიზაციების წევრების უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მარტივად რომ ავხსნათ, გიორგი ახობაძეს და თედო აბრამოვს რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და 8 თვე ციხეში ჰყავდათ უკანონოდ, სანამ “არასაკმარისი მტკიცებულებების” გამო გაათავისუფლებდნენ, თურმე ისინი არავის არ უნდა დაეცვა, რადგან ოცნების “ლოგიკით” ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი ყოფილა.

ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ისჯება მაშინ, როდესაც ამ უფლებებს სახელმწიფო არღვევს.

დამატებით ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს უნდა წარედგინა ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გაჩერებულიყო, ევროპასთან ურთიერთობა ასევე უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დგება.

ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მზად არიან ყველა და ყველაფერი გაწირონ, უდანაშაულო ხალხი დააჯარიმონ და დააპატიმრონ, საქართველოს ინტერესები გაყიდონ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა სამუდამოდ შეინარჩუნოს ხელისუფლება.

არ შევეგუებით!“ – წერს სიმონ ჯანაშია.

დღეს, 27 აგვისტოს, პროკურატურამ დააყადაღა 7 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციების დაყადაღების საფუძველი გახდა ის, რომ ისინი „აქციებისთვის ყიდულობდნენ სათვალეებს, პირბადეებს“.

არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას, „ქართული ოცნების“ რეპრესიების წინააღმდეგ.

In Connection with Pro-EU Protests, Court Freezes Bank Accounts of 7 CSOs Citing Alleged Sabotage

The Tbilisi City Court granted the Prosecutor’s Office’s motion and ordered the freezing of the bank accounts of seven civil society organizations.

By the court’s decision, the accounts of the following organizations were frozen: the Civil Society Foundation, the International Society for Fair Elections and Democracy, the Institute for the Development of Freedom of Information, Democracy Defenders, the Georgian Democratic Initiative, Sapari, and the Social Justice Center.

The Prosecutor’s Office petitioned the court for this measure within the framework of an ongoing investigation into “sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, assisting a foreign organization and organizations under foreign control in hostile activities, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and the foundations of national security.”

Specifically, prosecutors argued that during the spring protests, these organizations purchased gas masks, protective goggles, respirators, face coverings, pepper spray, and other equipment for demonstrators.

“The Tbilisi City Court has granted the Prosecutor’s Office’s motion to freeze the bank accounts of several non-governmental organizations, within the framework of an ongoing investigation into acts of sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, assisting foreign organizations and entities under foreign control in hostile activities, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and the foundations of national security.

According to the investigation, during 2024, protest rallies were held in front of the Parliament of Georgia and at various locations across the country. Within a short period, these rallies took on a violent character and exceeded the boundaries set by law. Parallel to the ongoing protests, calls by opposition party leaders and certain NGO leaders for mass disobedience and nationwide resistance gradually escalated the rallies into confrontations with police forces, which the investigation found to be organized and deliberate. As a result, violent groups injured dozens of law enforcement officers. Protesters used pyrotechnics, flammable and incendiary substances, including so-called “Molotov cocktails.” Violent groups set fire to the Parliament building, causing significant damage to the legislature. They also set fire to police vehicles and destroyed state and private property on Rustaveli Avenue.

To carry out violent actions against law enforcement effectively, certain protest participants were equipped with gas masks, helmets, face masks, respirators, protective goggles, batons, and other items. Protesters were also repeatedly observed using pepper spray and similar means against police officers.

The investigation determined that the coordinated equipping of protest participants with such special means was financed, in part, by NGOs. Specifically, targeted funds of the Civil Society Foundation, the International Society for Fair Elections and Democracy, the Institute for the Development of Freedom of Information, Defenders of Democracy, the Georgian Democratic Initiative, Sapari, and the Social Justice Center were used to purchase items such as gas masks, protective goggles, respirators, face masks, pepper spray, and other means actively used by protesters during violent clashes with police.

The leaders of these organizations openly called on the public to engage in disobedience and resistance. At the same time, their organizational and financial activities were fully directed toward providing financial protection for individuals involved in violent actions and their family members. This included covering fines, legal defense costs, and other personal or organizational expenses for offenders. The purpose of these actions was twofold: to encourage participation in unlawful activities, and to shield those already engaged in such actions. Ultimately, this coordinated activity aimed to weaken law enforcement agencies and disrupt their normal functioning.

Since the activities of these NGOs went beyond their charter-defined goals and a significant portion of their funding was used to finance unlawful activities, on August 27 the court ordered the freezing of their bank accounts, thereby restricting the further misuse of funds.

The public will be periodically informed about the progress and results of the investigation,” – reads the statement by The Prosecution Service of Georgia.

ბათუმის საკრებულო ვერ ისვენებს, მიუხედავად იმისა, რომ კობახიძემ 29 აგვისტო უქმე დღედ გამოაცხადა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც საკრებულო მორიგ სხდომას 2025 წლის 29 აგვისტოს ჩაატარებს. 29 აგვისტო „ოცნების“ მთავრობამ უქმე დღედ ისე გამოაცხადა, მიზეზი არ დაუკონკრეტებია. საკრებულოს კი, ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე, სხდომის ჩატარება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

დადგენილებაში, რომელსაც ხელს „ოცნების პრემიერი“ აწერს, აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავად განსაზღვრავს, ვის მიმართ არ გავრცელდეს ეს დადგენილება იმ შემთხვევაში, „თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“.

ბათუმის საკრებულოს ბრძანების მიხედვით, რომ არა „გადაუდებელი აუცილებლობა“, საკრებულო 29 აგვისტოს სხდომას არ ჩაატარებდა. თუმცა, ვინაიდან აგვისტოში არცერთი სხდომა არ ჩატარებულა, ამასთან 30-31 აგვისტო შაბათ-კვირაა, ხოლო „კანონმდებლობით სავალდებულოა თვეში ერთი სხდომის ჩატარება, პროცედურული თვალსაზრისით არსებობს 29 აგვისტოს სხდომის ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა“, – წერია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.

„2025 წლის 29 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადების მიუხედავდ, ჩატარებულ იქნეს საკრებულოს მორიგი [დაგეგმილი/მოწვეული] სხდომა 2025 წლის 29 აგვისტოს არასამუშაო პერიოდში [არასამუშაო საათებში]… არასამუშაო დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ ეცნობოს საკრებულოს წევრებს“, – წერია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.

სხდომა 29 აგვისტოს დღის 11:00 საათზე იყო ჩანიშნული.

ამ სხდომაზე საკრებულო რამდენიმე საკითხს განიხილავს. მათ შორის გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭებისა და ქალაქის ქონების აჭარისთვის გადაცემის საკითხებს.

ამ თემაზე:

ბათუმში გოგოლის ქუჩის ნაწილს გიორგი ცაბაძის სახელს დაარქმევენ

ბათუმის სტადიონთან მთავრობა კიდევ ერთ ნაკვეთს ასხვისებს – ცნობილია დაინტერესებული კომპანია

 

 

მემედ აბაშიძის გამზირზე ბუჩქებს თხრიან, გამწვანებაში ამბობენ, რომ აქ კორდს დააგებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ქალაქის მერიის გამწვანების სამსახური მრავალწლოვან ბუჩქებს ჭრის და თხრის. ტროტუარის გასწვრივ გაზონებში მხოლოდ ხეებს ტოვებენ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის გამწვანების სამსახურს.

„მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ეს ბუჩქები გადაზრდილი იყო, ამასთან დაზიანებული და დაავადებულიც. შესაბამისად, არც ვიზუალი იყო მისაღები, განსაკუთრებით დიდთოვლობის შემდეგ, ამიტომ გაზონში მათ ნაცვლად უახლოეს პერიოდში იგეგმება კორდის დაგება. რაც შეეხება ხეებს, ყველა დარჩება ადგილზე. ეს ბუჩქები ყველა ჩვენს სანერგეშია გამოყვანილი“, – გვითხრეს მერიის გამწვანების სამსახურში.

გამწვანების სამსახურში ასევე თქვეს, რომ ბუჩქების ნაწილს ისევ სანერგეში გადაიტანენ და მათი „უმრავლესობა გადარჩება“. თუმცა, ბუჩქებს ისე ჩეხავენ და თხრიან, რომ საეჭვოა ისინი გადასარგავად გადაჰქონდეთ.

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე ბუჩქებს ჭრიან და თხრიან / 27.08.2025

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე ბუჩქებს ჭრიან და თხრიან / 27.08.2025

„აქციებისთვის ყიდულობდნენ სათვალეებს, პირბადეებს“ – პროკურატურა 7 არასამთავრობოს აყადაღებს

დღეს, 27 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს.

ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ნოემბერ-დეკემბრის აქციის მონაწილეებისთვის ჯარიმების გადახდას, დამცავ სათვალეების, სპეციალური აირწინაღების, პირბადეებისა თუ სხვა საშუალებების შეძენასა და დარიგებას ედავებიან.

დაყადაღებულია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

ეს არასამთავრობოებია:

  1. ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
  2. ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
  3. ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
  4. ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“
  5.  ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
  6. ა(ა)იპ „საფარი“
  7. ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

პროკურატურა არასამთავრობოებთან მიმართებაში იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „მტრული საქმიანობა“, „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა“.

პროკურატურა წერს: ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა, მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე, საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა  საპოლიციო ძალებთან,  დაპირისპირებაში, რასაც  მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა“.

გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით“.

პროკურატურა ირწმუნება, რომ „აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ  და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად.

ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა არაერთი რეპრესიული კანონი, რაც მძლავრი ბერკეტია არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დევნისთვის. ევროკავშირი „ოცნებას“ ამ კანონების გაუქმებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

„მოვითხოვთ რეპრესიული ნორმატიული აქტის გაუქმებას“ – არამთავრობოები

არსამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული რეპრესიული ნორმატიული აქტების გაუქმებას მოითხოვენ.

განცხადება დღეს, 27 აგვისტოს გავრცელდა.

„ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი, რათა წინ აღვუდგეთ რეპრესირებულ კანონებს და მოგვეცეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელება.“-აცხადებენ არასამთავრობოები.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ რეპრესირებული ორგანიზაციები მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვთ იმ ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომლითაც დაწყებულია ჩვენს მიმართ ე.წ. მოკვლევა.

2025 წლის 31 მაისის ბრძანებით, რაჟდენ კუპრაშვილმა თავის თავს და ანტიკორუფციულ ბიუროს იმაზე მეტი უფლებამოსილება მიანიჭა ვიდრე ეს განსაზღვრულია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში“. მას შეუძლია დაიწყოს მოკვლევა, ინსპექტირება, მიმართოს სასამართლოს ყადაღის დადების მოთხოვნით იმ ორგანიზაციების მიმართ ვისაც მიაჩნია რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში.

ამგვარი უფლებამოსილებები უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში არ არის გაწერილი და ფორმალური საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე მოხდა მათი მიღება.

აღნიშნული იწვევს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე ორგანიზაციების უფლებების დარღვევას, რადგან ჩვენი უფლებები იზღუდება კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევით მიღებული ნორმების საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ვითხოვთ 2025 წლის 31 მაისის ბრძანების ცალკეული დებულებების ბათილად გამოცხადებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მათი უკანონობის გამო.

ჩვენ მოთხოვნას სრულად ადასტურებს ევროპის საბჭოსთან არსებული სპეციალური ექსპერტთა საბჭოს (Conference of INGOs) სამართლებრივი დასკვნა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

ამ დასკვნის მიხედვითაც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების უფლებას, მათ შორის იმის გამო, რომ კანონში არსებული ბუნდოვანი დებულებები ადამიანის უფლებების მრავალგზის შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებენ. გარდა აღნიშნულისა, დასკვნაში საუბარია 8 დამატებით მიზეზე, რის გამოც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის აღნიშნულია სანქციის სიმკაცრე, რომელიც იმაზე უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს ვიდრე რუსეთის ფედერაციის კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო სწორედ ამ საფუძვლით.

ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი, რათა წინ აღვუდგეთ რეპრესირებულ კანონებს და მოგვეცეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელება“-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში“-ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 078 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 11 135 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 178 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 32 024 ერთეული [+45]
  • MLRS – 1 472 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 212 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 636 ერთეული [+194]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 59 887 ერთეული [+118]
  • სპეცტექნიკა – 3 950 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 79 664 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 797 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 928 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 423 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ ყირიმზე რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებს დაარტყა

ზელენსკიმ მიანიშნა, რომ „დრუჟბის“ ბედი დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსმა გენერალმა ტოტლებენმა პირველივე ბრძოლაში უღალატა ერეკლეს – პედაგოგი

კატასტროფაა ის, რასაც ამ ქვეყანას უპირებენ, რომ შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გამოგვაძევონ ევროსაბჭოდან და დავკარგოთ წვდომა ევროპულ სასამართლოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა ერთ კაცს ემსახუროს“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი, მასწავლებელი რუსთავიდან.

„ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე ესაუბრა.

„გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ვარ მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, არ შემიძლია ისე გავატარო, თითქოს ეს ყველაფერი ჩემზე არ მოქმედებს.

დიახ, მოქმედებს ყველა ადამიანზე და არ მგონია, რომ ეს იყოს პოზიტიური მოქმედება – ეს ჩანს თვალნათლივ. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გართულდება ჩვენი ცხოვრება ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის დაკარგვით. ამბობენ, რომ გართულდება მოგზაურობა, ხელი შეეშლებათ მკურნალობაში, ვეღარ დასაქმებიან, ოჯახები დაიშლება და ასე შემდეგ.

ეს არის პრობლემები, რომელიც ზედაპირზე ცურავს და მეტ-ნაკლებად ყველას ეხება, მაგრამ მე მაინც გავიხსენებ რისმაგ გორდეზიანის სიტყვებს, როცა თქვა, ევროპა ადგილი კი არ არის, ევროპა არის იდეა და იდეა არის ის ღირებულებები, რომლის შესახებ ადამიანებმა შესაძლოა იცოდნენ, მაგრამ ბოლომდე გათავისებული არ ჰქონდეთ.

ევროპული ღირებულება არის თავისუფლება, თანასწორობა, კანონმორჩილება, გახსნილობა, ღიაობა, ინდივიდუალიზმი, პლურალიზმი, მულტიკულტურალიზმი, სეკულარიზმი, ემანსიპაცია, სწრაფვა მშვიდობისკენ და მზადყოფნა ომისთვის.

თავისუფლების მნიშვნელობა თითქოს ყველას ესმის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ეს თავისუფლება გათელილია. მზია ამაღლობელის, ნინო დათაშვილის, ყველა სინდისის პატიმრის უფლებებია გათელილი. სხვანაირად როგორ შეიძლება აღიქვა, თუ არა ასე?

თანასწორობა ნიშნავს, რომ ეროვნების, რწმენის, რასის, წარმომავლობის, თანამდებობის, ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა უნდა იყოს ერთმანეთთან თანასწორი ყველაფრის წინაშე. მაგრამ მე ამ თანასწორობას ვერ ვხედავ, მაგალითად, ანდრო ჭიჭინაძესა და პოლიციელს შორის, ქუჩაში ნაცემ ჟურნალისტებს, მომიტინგეების და პოლიციელებს შორის, რომლებიც ძალადობენ ხალხზე.

თანასწორობას ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ ვერსად.

კონსტიტუციაში კი გვიწერია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ ერთია რა გიწერია, მეორეა – რას ვაკეთებთ და რას ვუწევთ პოპულარიზაციას. ყოველ შემთხვევაში, ვხედავ, რომ სიტყვა და საქმე განსხვავდება ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი.

მისი აზრით, დღეს, „ქართული ოცნება“ ღირებულებების აღრევას ცდილობს.

„საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად ცვლიან რეალობას. თეთრს აშავებენ და შავს ათეთრებენ. რატომ აკეთებენ ამას? რა თქმა უნდა, საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად და ამაში ორი აზრი არ არსებობს.

„ოცნების“ უკან დგას რუსული პოლიტიკა, რუსეთი კი დამპყრობელი იყო ოდითგან. წარსულს თუ გადავხედავთ, არც ერთ პერიოდში რუსეთი ჩვენი მეგობარი არ ყოფილა. რუსმა გენერალმა ტოტლებენმა პირველივე ბრძოლაში უღალატა ერეკლეს, დახმარების ნაცვლად.

უახლოეს წარსულს გადავხედოთ. მე ვარ საბჭოთა მოსწავლე, რომელსაც ეკეთა ყელსახვევი და აღარ მაქვს სურვილი, ჩემი შვილიც ასე, ყელსახვევგაკეთებული გაიზარდოს ერთფეროვნებაში.

წლების განმავლობაში ჩაკეტილ სისტემაში ვიცხოვრეთ. ვხედავდი კორუფციას, ვხედავდი ადამიანების დაჩაგვრას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, უთანასწორობას ვხედავდი.

როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, აღმოჩნდა, რომ ყველა ადგილი გაყიდული იყო და დავიწყეთ პროტესტი. მაშინ მედია დაგვიდგა გვერდით. „რუსთავი 2“, თავისუფალი მედია იყო მაშინ და მე ვერ გავხდებოდი სტუდენტი, მათ რომ არ გაეშუქებინათ ეს ამბავი. ამიტომ გვჭირდება საზოგადოებას თავისუფალი მედია.

სკოლა 89 წელს დავამთავრე და მოვესწარი 9 აპრილსაც. 8 აპრილს რუსთაველზე ვიყავი და ვნახე მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ანთებული თვალები. ვნახე თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამიტომ აღარ მინდა დავბრუნდე იმ წარსულში, რომელსაც თავი ძლივს დავაღწიეთ.

მინდა ადამიანებს გვქონდეს სახელმწიფო ინსტიტუციების იმედი, გვქონდეს იმედი, რომ ჩვენს ნაშრომებს ობიექტურად შეაფასებენ უნივერსიტეტებში, სკოლებში. დღეს თითქმის ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილია. ვერაფერს მოკიდებ ხელს და ვერ იტყვი, რომ „აი, მე ამას ვენდობი“.

შშმ პირის, 13 წლის მოზარდის მდგომარეობა ვნახეთ ხომ ამ დღეებში, როგორ არ მიიღეს კლინიკებმა. წარმოუდგენელია, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, 21-ე საუკუნეში.

ბევრი ისეთი რამ ხდება, რომელზე თვალის დახუჭვაc ნიშნავს ქვეყნის მოშლას და ეს ძალიან ცუდია. ფასეულობების რღვევა მიდის, მაგრამ ჩვენ, მასწავლებლებმა კარგად უნდა გადავხედოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს და ისე ვიმოქმედოთ“, – ამბობს ხათუნა.

მისი აზრით, ადამიანი თუ თავისუფალია, რეალიზებულია საკუთარ პროფესიაში და არ არის ვიღაცის დახმარებით აღზევებული, ის არასდროს გახდება სხვისი მონა-მორჩილი.

„კატასტროფაა ის, რასაც ამ ქვეყანას უპირებენ, რომ შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გამოგვაძევონ ევროსაბჭოდან და დავკარგოთ წვდომა ევროპულ სასამართლოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა, ერთ კაცს ემსახუროს.

ვიზალიბერალიზაცია არის ამ ქვეყნის გადარჩენა დღეს, რადგან უფრო მეტად დაიცლება ქვეყანა. ხომ ხედავთ როგორ იზრდება ემიგრანტების რაოდენობა, 5 500 ბავშვია ქვეყნიდან გასული ბოლო პერიოდში. მიდიან იმიტომ, რომ აქ არაფერი ეიმედებათ. თუ თავისუფალი მიმოსვლაც შეგვიჩერეს, საერთოდ აღარ მოუნდებათ აქ დარჩენა.

მე, უბრალოდ, მიკვირს იმ მასწავლებლების, ვინც დუმს ამ თემაზე. რადგან მასწავლებელი არაფერია, თუ არ არის ბავშვი. დღეს ერთი სკოლა დაიკეტება, ხვალ ორი და შეიძლება დაგვრჩეს ცარიელი სკოლები. 22 წლის ვიყავი, როცა პირველად სკოლაში მუშაობა დავიწყე და მაშინ პირველი ემიგრანტები, ჩემი მოსწავლეების მშობლები იყვნენ და ვხედავდი ამ ბავშვების ტრაგედიებს.

მერე დაიწყო ტვინების გადინება და ეს ყოველთვის პრობლემაა ქვეყნისთვის, რადგან თუ ახალგაზრდობა წავა, ერი დაბერდება და ვერ განვითარდება.

საბჭოთა კავშირი გვიკლავდა მოაზროვნე ადამიანებს, ახლა ქვეყნიდან გარბიან ახალგაზრდები, განათლებული ადამიანები, რადგან აქ არ აძლევენ არსებობის და რეალიზაციის საშუალებას, რომ სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ თავი.

სამაგიეროდ, შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. საქართველო ქართველების გარეშე, ეს ყოველთვის იყო რუსეთის მიზანი და ამ ხალხს გვინაცვლებენ რუსებით“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანა გადარჩება მაშინ, თუ ახალგაზრდობა არ დათმობს თავისუფლებას.

„ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს. როდესაც პირველი საპროტესტო ტალღა წამოვიდა და ხალხი გამოვიდა ქუჩებში, ბევრი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა. თუნდაც სინდისის პატიმრები ავიღოთ, როგორი გონიერი ახალგაზრდები არიან, არა? როგორი თანამედროვე.

როცა მათ ვუყურებ და ვუსმენ, ვფიქრობ ესენი არიან ნიმუში, როგორი უნდა იყოს პატრიოტი მოქალაქე. ვფიქრობ, უნდა გაერთიანდეს ეს ძალა და მართონ ქვეყანა.

ჩვენც უფრო მეტ ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ, კარდაკარ უნდა ვიაროთ, სინდისის პატიმრების დედების მსგავსად და ავუხსნათ ხალხს, რატომ გვჭირდება ევროკავშირი, რატომ არის ის ჩვენი ოცნება და არა ის თავსმოხვეული „ოცნება“, რომელიც  გვაშორებს მშვიდობას, განვითარებას და ჩაგრავს უდანაშაულო ადამიანებს.

________________

ამ თემაზე:

„აქ ადამიანები შიშით იღვიძებენ, კალაძისნაირები კი უკვე ცხოვრობენ ევროპაში“ – მასწავლებელი

ქობულეთში ზღვაში 1 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი ზღვაში დაიხრჩო – ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შემთხვევა დღეს, 26 აგვისტოს მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

 

 

ლუსტრაციის კანონი შეეხება მათ, ვინც თანამშრომლობდა საბჭოთა და რუსულ სპეცსამსახურებთან – ინტერვიუ

პარტია „თავისუფლების მოედანი“ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ ლუსტრაციის კანონის ინიციირებას გეგმავს.

ლუსტრაციის კანონი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოიღეს. გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში სპეციალურმა ინსტიტუტებმა შეისწავლეს, თუ ვინ მონაწილეობდა საბჭოთა რეპრესიებში და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გამტკიცებაში. შესწავლის შედეგად ეს ადამიანები სახელმწიფო სამსახურებს დროებით ან სამუდამოდ ჩამოშორდნენ.

როგორ გეგმავს „თავისუფლების მოედანი“ საქართველოში ლუსტრაციის კანონის ამოქმედებას?

პარტიის გეგმა ასეთია – პარლამენტის მიერ შეიქმნება „ეროვნული მეხსიერების საბჭო“, რომლის შემადგენლობა დაკომპლექტდება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით; საბჭო შეისწავლის ყოფილი საბჭოთა უშიშროების ორგანოების, კომუნისტური პარტიისა და სხვა ტოტალიტარული ორგანიზაციების არქივებს და გამოავლენს იმ ადამიანებს, ვინც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდა, მოხალისეობრივად ან იძულებით თანამშრომლობდა სისტემასთან.

„ბათუმელები“ ლუსტრაციის კანონის შესახებ ესაუბრა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ცუცქირიძეს.

  • ბატონო ლევან, რატომ სჭირდება საქართველოს ლუსტრაციის კანონი?

გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, რატომ უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან, ასევე, უნდა ვუთხრათ რა შეიცვლება სახელმწიფოს მმართველობაში, რა შეიცვლება პოლიტიკაში „ოცნების“ წასვლის შემდეგ.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, არა მხოლოდ სახელების და გვარების ცვლილებისთვის, არამედ პოლიტიკის კეთების ფუნდამენტურად გადააზრებისთვის ამ ქვეყანაში.

„თავისუფლების მოედანში“ ვფიქრობთ, რომ როდესაც გარდამავალი პერიოდი დადგება, რამდენიმე საკვანძო რეფორმა უნდა განხორციელდეს. მათ შორის, ერთ-ერთი არის ლუსტრაციის კანონი.

ჩვენ ლუსტრაციის კანონს ვხედავთ, როგორც დემოკრატიის ერთგვარ იმუნიზაციას ავტორიტარიზმის ვირუსისგან.

ეს აქამდე არასდროს არ გაგვიკეთებია.

სულ გვქონდა რაღაც ძვრები, ცვლილებები, რაღაც ფრაგმენტული რეფორმები, მაგრამ დემოკრატიის გაძლიერება და დემოკრატიის დაცვა ავტორიტარიზმისგან, სამწუხაროდ, არ გვქონია პრიორიტეტად არასდროს.

ახლა აღმოვჩნდით ამ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ კეთდება რუსული სპეცსამსახურების საქმე საქართველოში.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ ლუსტრაციის კანონი არის ერთ-ერთი სასწრაფოდ გასაკეთებელი რამ, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობას ჩამოვაცილოთ ის ადამიანები, რომლებიც რუსულ, საბჭოთა და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ ან ახლაც თანამშრომლობენ.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ლუსტრაციის კანონის მიღება და ამოქმედება ჩვენს ქვეყანაში?

აუცილებელია, ეს ისე გაკეთდეს, რომ ლუსტრაციის პროცესი არ იქცეს ნადირობად პოლიტიკურ ოპონენტებზე ან ადამიანებზე, რომლებსაც არ ვეთანხმებით. არ უნდა დავუშვათ ეს.

როგორ უნდა გაკეთდეს? უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას ისეთი დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ლუსტრაციის პროცესის გაძღოლა და ხელმძღვანელობა. ჩვენ კანონპროექტში ამას ვუწოდებთ „ეროვნული მეხსიერების საბჭოს,“ რომელიც უნდა დაკომპლექტდეს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე საზოგადოების წარმომადგენლებისგან. ამ საბჭოს შექმნისა და დაკომპლექტების პროცესი, ასევე, უნდა იყოს გამჭვირვალე. საბჭოში უნდა აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოების ნდობა. უნდა იყვნენ მიუკერძოებლები და სამართლიანი ადამიანები საკუთარ საქმეში.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსი ამ საკითხზე. ჩვენ თუ გვინდა, რომ ნდობა ჰქონდეს ამ პროცესს, უნდა მოვემზადოთ ამისთვის. ლუსტრაციის პროცესის მომზადება, მანამდე უნდა დავიწყოთ, სანამ ეს უკვე პოლიტიკურად და ტექნიკურად შესაძლებელი იქნება.

ამიტომაც ჩვენ სპეციალისტებთან ერთად ვმართავთ საჯარო შეხვედრებს და საჯარო განხილვებს, რომ აი, ამ კითხვებს გავცეთ პასუხები და ადამიანებს მივცეთ ზუსტი ინფორმაცია იმაზე, როგორ ვხედავთ ლუსტრაციის პროცესს.

თუმცა, მხოლოდ „ეროვნული მეხსიერების საბჭო“ ვერ იქნება მარტო ამის სამართლიანად და ობიექტურად წარმმართველი. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობს, იმიტომ, რომ პარლამენტში უნდა დაიწყოს ეს პროცესი. ამ პროცესს, ასევე, სჭირდება სხვა ინსტიტუტები, რომელთა რეფორმირებაც არის აუცილებელი. მაგალითად, სასამართლო.

დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე, ამის გაკეთება რთული იქნება, ისევე, როგორც პარტიული კონტროლისგან თავისუფალი პოლიციის, გამოძიების და ზოგადად ძალოვანი სისტემის გარეშე. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ ლუსტრაციაზე, სინამდვილეში, ასევე, ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ. ლუსტრაცია ამის მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ ის იზოლაციაში ვერ განხორციელდება.

ჩვენი გარდამავალი პერიოდის პროგრამა მოიცავს სწრაფ და საკვანძო რეფორმებს სასამართლოში, შსს-ში, პროკურატურაში, თვითმმართველობებში, საარჩევნო სისტემებში. რამდენიმე სხვა კრიტიკულ საკითხია – მაგალითად, საჯარო სექტორის დეპოლიტიზაცია.

ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ლუსტრაციის პროცესი გახდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

  • რა არის ლუსტრაციის კანონის ძირითადი ამოცანა და როგორ მიიღწევა ის?

პირველი ამოცანა არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნებს, რომლებმაც ლუსტრაციის პროცესი განახორციელეს, დღეს მათ ბევრად უფრო ჯანსაღი სახელმწიფო ორგანიზმი გააჩნიათ, ვიდრე იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს არ გააკეთეს.

ამიტომ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და რთული წარსულისთვის თვალის გასწორება არის ჩვენი იმუნიტეტის აღდგენისთვის, რეაბილიტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.

მეორე ამოცანა აქ არის იმ ადამიანების, ვინც საბჭოთა სისტემის ორგანოებთან თანამშრომლობდა, ჩამოცილება სახელმწიფო მმართველობიდან და არა მხოლოდ მმართველობიდან, არამედ სახელმწიფოსთან რაიმე მნიშვნელოვან შეხებასთან.

მესამე ამოცანა არის ის, რომ დავიცვათ დემოკრატია და აღარ დავუშვათ იმის გამეორება, რაც, მაგალითად, ახლა ხდება საქართველოში.

აი, ეს სამი ძირითადი მიზანი გვაქვს, რასაც გვინდა, მივაღწიოთ.

  • თქვენ დადიხართ რეგიონებში, ხვდებით ხალხს, აწყობთ საჯარო განხილვებს. რა კითხვები მოდის საზოგადოებიდან ლუსტრაციის კანონის შესახებ?

არცერთ შეხვედრაზე, რაც გვქონდა, არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს ეთქვას, რომ ლუსტრაციის კანონი არ გვჭირდება. პირიქით, საყოველთაო მხარდაჭერა ჰქონდა ამ იდეას. რაც შეეხება შეკითხვებს, ადამიანებს აინტერესებთ, უნდა შეეხოს თუ არა ეს კანონი იმ ადამიანებს, ვინც დღესაც მუშაობს, დღესაც აგრძელებს რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობას და მათ ან პროპაგანდისტულ საქმიანობაში ეხმარება, ან დეზინფორმაციაში, ან ჰიბრიდულ ომში.

ამაზე ჩვენი პასუხია და მეც ვფიქრობ, რომ კი, უნდა შეეხოთ.

მეორე საკითხი, რაზეც კითხვები ისმება – შეეხება თუ არა ლუსტრაციის კანონი იმ ადამიანებს, რომლებიც, წარსულში იყვნენ კომუნისტური პარტიის წევრები.

ადამიანი შეიძლება იყო კომუნისტური პარტიის რიგითი წევრი, ან კომკავშირში იყო, ან უწევდა პარტიული ბილეთის აღება, იმისათვის, რომ სამსახური ეშოვა ან რაღაც ასეთი… რა თქმა უნდა, ეს კანონი მათ არ შეეხებათ.

ლუსტრაციის კანონი შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ, შეგნებულად იყვნენ ჩართული სპეცსამსახურების საქმიანობაში და მათი მიზნების რეალიზაციაში ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ასევე, არის ხოლმე შეკითხვები ნდობასთან დაკავშირებით.

როგორ შეგვიძლია ვენდოთ სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

ლუსტრაციის პროცესის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის, ჩვენთანაც, რომლის ხელშიც არის არქივების დიდი ნაწილი.

იმ პირობებში, როდესაც აბსოლუტურად მორყეულია რწმენა სამართალდამცავი ინსტიტუტების მიმართ, ეს შეკითხვა ბუნებრივად ჩნდება. ვინ არის ეს ხალხი და რამდენად კეთილსინდისიერად გააკეთებს საქმეს?!

ამიტომაც არის, რომ ჩვენ ამ ლუსტრაციის პროცესს მოვიაზრებ სხვა რეფორმებთან ერთად. ამის ნაწილია შსს-ს და ზოგადად, სამართალდამცავი სისტემის ძირეული და სწრაფი რეფორმა.

ლუსტრაციის პროცესი ვერ მოხდება ვერც ერთი ცალკე პარტიის მიერ, ეს უნდა იყოს ეროვნული შეთანხმების საგანი და ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს საზოგადოებაში. ეს შეხვედრები გვეხმარება, რომ უკეთესი კანონპროექტი მოვამზადოთ.

ახლა რასაც განვიხილავთ, არის პირველი, პრინციპების დონეზე მომზადებული ტექსტი. ამ შეხვედრების რაუნდის შემდეგ, მერე უკვე განახლებულ ტექსტს წარვუდგენთ საზოგადოებას.

  • რა იქნება ამ საჯარო განხილვების მერე, რა პროცესია რეალურ კანონად ქცევამდე გასავლელი?

ჩვენი მიზანია ახალი არჩევნებისთვის, გვქონდეს რამდენიმე საკვანძო საკითხზე, მათ შორის, ლუსტრაციასთან დაკავშირებით, უკვე შემდგარი კონსენსუსი, ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

გვინდა მოხდეს ინტერპარტიული კონსენსუსი. იმისთვის, რომ სწრაფად მოვახდინოთ გარღვევა, იმ მძიმე დანაკარგების ანაზღაურება, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა, ჩვენ წინასწარ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ.

ამიტომ, ჩვენი სურვილი და მიზანია ამ დისკუსიების შემდეგ ძალიან მალე განახლებული ტექსტი წარვადგინოთ, შევათანხმოთ პოლიტიკურ აქტორებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და ვიცოდეთ, რომ როდესაც ჩატარდება ახალი არჩევანი, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომლის გატანასაც შევძლებთ.

„თავისუფლების მოედნისთვის“ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალ და თავისუფალ პარლამენტში წარვადგენთ.

ლევან ცუცქირიძე ლუსტრაციის კანონის მიღებაზე - პროტესტის 269-ე ღამე ბათუმში, საკონსტიტუციოსთან

 

ქვეყანაში 3 657 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს – აღწერის წინასწარი მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2024 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით დღეს, 2025 წლის 26 აგვისტოს დამატებითი მონაცემები გაავრცელა, სადაც საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებია გამიჯნული.

საქსტატის მონაცემებით, საყოველთაო აღწერით აღრიცხული მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი, ანუ 3 მილიონ 657 ათასი ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტი, ანუ 257 ათასი ადამიანი – ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ მთლიანობაში [უცხოელების ჩათვლით] 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი [53 პროცენტი] ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი [47 პროცენტი] – კაცი.

„საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში“, – აცხადებს საქსტატი.

საქსტატის განცხადებით „ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია, სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს საფუძველზე… აღწერის დეტალური [საბოლოო] შედეგები კი გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში.

აღწერის წინასწარი შედეგები პირველად 2025 წლის 25 ივნისს გამოქვეყნდა. „საქსტატი გამოხატავს მზადყოფნას, პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, მონაცემთა დამუშავების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“, – განაცხადა საქსტატმა დღეს, 2025 წლის 26 აგვისტოს.

„საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად [აღწერის კრიტიკული მომენტი] განისაზღვრა 2024 წლის 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია“, – აღნიშნულია საქსტატის განცხადებაში.

ამ თემაზე:

რატომ მიდიან ქართველები ქვეყნიდან და რატომ მოდიან რუსები საქართველოში – ეს სახიფათოა?

 

თურქეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან

თურქეთში იზმირის პროვინციაში და ადანაში, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან.

თურქული მედიის ცნობით, „სეფერიჰისარის“ კაშხლის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე ხანძარი უცნობი მიზეზით გაჩნდა.

ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ ცნობით, დღეს, 26 აგვისტოს, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები, ათეულობით სახმელეთო ტექნიკა და 200 მეხანძრეა მობილიზებული.

ამავე დროს, ტყის ხანძარია ადანას პროვინციაშიც, სადაც, ასევე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან.

მედიის ცნობით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე თურქეთში ტყის 5400-ზე მეტი ხანძარი იყო.

მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის პრემიის ფინალისტთა მოკლე სიაშია

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი,  მზია ამაღლობელი აზერბაიჯანელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია.

მზია ამაღლობელთან ერთად ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.

ვაცლავ ჰაველის პრემიის მიზანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა სფეროში სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ქმედებების აღიარება.

„მზია ამაღლობელი 2000 წლიდან პიონერი ქართველი ჟურნალისტია და დამოუკიდებელი მედია საშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი.

მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობისა და მკაცრად მოპყრობისა, რაც საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამოაშკარავებას მოჰყვა, მისმა გაბედულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო მედიის მიმართ რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაზე ყურადღების მიპყრობას, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას.

მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა განაჩენმა 2025 წელს იგი პრესის თავისუფლებისა და სახელმწიფო რეპრესიების წინაშე მდგრადობის სიმბოლოდ აქცია, რაც ხაზს უსვამს ჟურნალისტების სასიცოცხლო როლს ადამიანის უფლებების დაცვაში“, – ვკითხულობთ მზია ამაღლობელზე პრემიის ფინალისტთა შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პრემიის ფინალისტია უკრაინელი ჟურნალისტი, მაქსიმ ბუტკევიჩი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელი, პაციფისტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა. მან ორ წელზე მეტი გაატარა რუსეთში, პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ.

ჰაველის პრემიის აზერბაიჯანელი ფინალისტი კი ჟურნალისტი ულვი ჰასანლია, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის, „აბზას მედიის“ დირექტორი. 2025 წლის ივნისში ჰასანლის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ამჟამად მძიმე პირობებში იმყოფება ციხეში, სადაც ის შიმშილობს და სამარტოო საკანშია.

ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია 2013 წელს დააარსა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასა და „ქარტა 77“ ფონდთან ერთად.

დაარსების დღიდან ჰაველის პრემია გადაეცათ: მარია კორინა მაჩადოს (ვენესუელა), ოსმან კავალას (თურქეთი), ვლადიმერ კარა-მურზას (რუსეთი), მარია კალესნიკოვას (ბელარუსი), ლუჯაინ ალჰათლოულს (საუდის არაბეთი), ერთობლივად ილჰამ ტოჰტის (ჩინეთი) და ადამიანის უფლებების ახალგაზრდულ ინიციატივას (ბალკანეთი), ოიუბ ტიტიევს (რუსეთი), მურატ არსლანს (თურქეთი), ნადია მურადს (ერაყი), ლუდმილა ალექსეევას (რუსეთი), ანარ მამადლის (აზერბაიჯანი) და ალეს ბიალიაცკის (ბელარუსი).

ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია გაიცემა ცერემონიაზე, რომელიც იმართება სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის ორშაბათს, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. პრიზის მფლობელის სახელს აცხადებს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

  • მზია ამაღლობელის საქმე – მოკლედ 

6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება, რითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავებოდა, გადაკვალიფირდა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე: პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პროკურატურის შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა უკანონო პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.

არდადეგებიდან სკოლამდე – მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად

არდადეგების შემდგომ სკოლისთვის მომზადება, თითქმის ყველასთვის, მოუსვენრობასთან, პოზიტიური სიახლეების მოლოდინთან და განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ასეა, 1 სექტემბრის თარიღიც – მრავალი წლის განმავლობაში, სწავლა ყველგან სწორედ ამ დღეს იწყებოდა. მაშინ იშვიათად თუ იტყოდნენ – „სკოლისთვის ვემზადები“, ძირითადად ყველა 1 სექტემბრისთვის ემზადებოდა.

სწავლა უმეტეს სკოლებში დიდი ხანია, 1 სექტემბერს აღარ იწყება, თუმცა ამ თარიღს წელსაც განსაკუთრებული მოლოდინებით უნდა დაელოდოთ, რადგან თიბისიმ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებისთვის, ტრადიციულად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოგიმზადათ.

1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, მოსწავლის ბარათით თიბისის პარტნიორ ობიექტებში გადახდისას, 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 150 ლარი) მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

თიბისიმ სტუდენტებზეც იზრუნა და უნივერსიტეტისთვის მომზადება მათაც გაუმარტივა. თუ ხარ 18-დან 23 წლამდე და გაქვს ახალი თიბისი ბარათი, ისარგებლე იდენტური შეთავაზებით და მოემზადე უნივერსიტეტისთვის თიბისისთან ერთად.

მოსწავლის ბარათის და ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლებს შეთავაზებები დაგხვდებათ იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდით:

  • ბიბლუსი
  • სანტა ესპერანსა
  • შაქრო ბაბუა
  • Miniso
  • Reckless (დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 50%-ს, მაქსიმუმ 150 ლარს)
  • Antaris
  • Orgservice
  • IZIPIZI
  • Flormar

ბოლომდე ისიამოვნეთ არდადეგებიდან სკოლამდე პერიოდით და დაიწყეთ, ახალი სასწავლო წელი თქვენთვის სასურველი ნივთებით.

შეთავაზების დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

უკრაინამ ყირიმზე რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებს დაარტყა

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ყირიმის ლოჯისტიკური ობიექტებზე დარტყმა განახორციელეს.

„ვაგრძელებთ ოკუპანტების ლოგისტიკის განადგურებას ოკუპირებულ ყირიმში.

„სპეციალური ოპერაციების ძალებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მწყობრიდან იქნა გამოყვანილი ლოჯისტიკის ობიექტები, რომელიც უზრუნველყოფენ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილების ფუნქციონირებას და საბრძოლო მომარაგებას“ – წერს „ტელეგრამში“ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები.

ამავე დროს, ადგილობრივი ტელეგრამის არხები იუწყებიან აფეთქებების შესახებ ჯანკოიში და დარტყმის შესახებ კრასნოგვარდეისკის რაიონში. „კრიმენერგომ“ გამოაცხადა ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის შესახებ კრასნოგვარდეისკის რამდენიმე დასახლებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დილით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე რვა უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ყირიმის ტელეგრამ არხებზე დარტყმის ამსახველი რამდენიმე ფოტო ვრცელდება, თუმცა სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

_________________

ფოტო: ტელეგრამი/Крымский ветер

თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 26 აგვისტოს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა.

თვითმფრინავი ამ წუთებში [14:10 სთ.] ზღვის თავზე მანევრირებს.

განახლება:

თვითმფრინავი მეორე მცდელობისას [დაახლოებით 14:16 სთ-ზე] დაჯდა ბათუმის აეროპორტში.

თვითმფინავი ბათუმის აეროპორტში პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა / 26.08.2025
თვითმფინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობისას დაჯდა / 26.08.2025

————————

თელავივი-ბათუმის რეისი ბათუმის აეროპორტში 10 აგვისტოს მხოლოდ მესამე მცდელობისას დაჯდა. მაშინ „ბათუმელებს“ ბათუმის აეროპორტში უთხრეს, რომ „ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურული ამბავი ოპერირების ნაწილში“.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 21 საათიდან 27 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 23– 28გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 28-29 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 077 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
  • ტანკი – 11 134 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 178 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 31 979 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 472 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 442 ერთეული [+95]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 59 769 ერთეული [+97]
  • სპეცტექნიკა – 3 950 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 665 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 79 322 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 755 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 28 873 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 314 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ ყირიმზე რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებს დაარტყა

ზელენსკიმ მიანიშნა, რომ „დრუჟბის“ ბედი დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საარჩევნოდ მედიის მუშაობას ვეღარ დააკვირდება

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დღეს, 26 აგვისტოს, განცხადებას ავრცელებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო, ქარტია ვეღარ გაუწევს მონიტორინგ მედიების მიერ საარჩევნო საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.

„2012 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ გაუწევს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად და პროფესიულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა და მის მიერ მედიის მიმართ გატარებულმა დამაზიანებელმა პოლიტიკამ მსგავსი საქმიანობის განხორციელება წელს შეუძლებელი გახადა.

„ქართული ოცნების“ მეცადინეობით ქარტიამ დაკარგა წვდომა იმ დასავლელი დონორების ფინანსებზე, რომელთა მხარდაჭერითაც ქარტია წლების განმავლობაში ახორციელებდა მედიამონიტორინგის მასშტაბურ და კომპლექსურ პროექტებს.

მედიაკონტენტის მონიტორინგი, რომელიც იძლევა არჩევნების სამართლიანობის შესაფასებლად საყურადღებო ინფორმაციას, მნიშვნელოვანია თავად მედიასაშუალებებისთვისაც, შეცდომების დასანახად და სამომავლოდ მათი გამოსწორებისთვის.

საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, საარჩევნო კონტენტის მონიტორინგი ქარტიამ პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განახორციელა, ხოლო ბოლოს – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

წინა მუნიციპალური არჩევნების დროს, 2021 წელს, ქარტია დააკვირდა ახალი ამბების გაშუქებას და პოლიტიკური ტოკშოუებს ექვს ნაციონალურ ტელეარხზე და ცხრა ონლაინ მედიასაშუალებაში.

ამ ეტაპისთვის ქარტია მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობს საბაზისო ფუნქციების შესრულებას, მათ შორის, მოქალაქეთა განცხადებების განხილვას პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე, თუმცა, ის პროექტების განხორციელებას და საზოგადოებისა და ჟურნალისტური თემისათვის ამ და სხვა საჭირო სერვისების მიწოდებას ვეღარ ახერხებს“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

„თხილის ფასი 6-7 ლარია, პროდუქციის 80 %-ი ევროკავშირის ბაზარზე გადის“ – ასოციაცია

„თხილის კარგი მოსავალი გვაქვს და ველოდებით, რომ ექსპორტი წელს საკმაოდ გაიზრდება – მინიმუმ 130 მილიონ დოლარამდე. ჩვენი პროდუქციის 80 პროცენტი კი ევროკავშირის ბაზარზე გადის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბიზნესმენი მერაბ ჭითანავა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 100,7 მილიონი აშშ დოლარის თხილია გატანილი.

„ნორმალურად მიდის მოსავლის აღება, ჯერჯერობით ექსპორტი არ დაწყებულა ჩვენთან, სექტემბერში აქტიურდება ეს პროცესი. შესაბამისად, პოზიტიურად ვუყურებთ და ველოდებით, რომ ჩვენი ექსპორტი, წელს საკმაოდ გაიზრდება – მინიმუმ 130 მილიონზე გავა მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი წელია, მაღალი ფასებია თხილზე და ფერმერების გააქტიურებასაც გამოიწვევს მომავალი სეზონისთვისაც,“ – ამბობს მერაბ ჭითანავა.

მისივე თქმით, თხილის ფასი ჯერ არ დარეგულირებულა, თუმცა ყოველდღიურად მატულობს: „ჩვეულებრივად იყიდება თხილი და ხარისხიანი თხილის ფასი დღეს 6-7 ლარია, გააჩნია რა პროდუქციაზეა საუბარი. უხარისხო თხილი კი, სადღაც 5,5-6 ლარის ფარგლებშია“.

მერაბ ჭითანავას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზეც ვკითხეთ – თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს თხილის ექსპორტიორები.

„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გეტყვით, რომ ჩვენი თხილის 80% გადის ევროკავშირის ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ ინტენსიურად გვაქვს კომუნიკაცია ევროპის ბაზართან. რაც უფრო მარტივად იქნება ჩვენი ექსპორტი, მით უკეთესია, ორი აზრი ამაზე არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ახლა კარგი იქნება ჩვენთვის ეგ [უვიზოს გაუქმება]-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს არ დადგება. რამდენადაც ვიცი, რაღაც ფორმით ეს საკითხი გადაიდო და პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვეულებრივად გრძელდება უვიზო რეჟიმი, როგორც იყო,” – ამბობს მერაბ ჭითანავა.

მერაბ ჭითანავას ვკითხეთ, როგორ აისახება უვიზო რეჟიმის გაუქმება თხილის ექსპორტზე და რა მნიშვნელობა აქვს ქართული ბიზნესისათვის ევროპულ ბაზარს.

“ძალიან ძნელია მომავალზე საუბარი. ადრე არ გვქონდა უვიზო მიმოსვლა და ვმოძრაობდით, იმიტომ რომ გაცემა არ იყო პრობლემა… ერთადერთი მოცემულობა რაც არის, ისაა, რომ ევროპის ბაზარი არის ჩვენი საექსპორტო ძირითადი ბაზარი და მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს ფაქტია.

[უვიზო რეჟიმი] კომფორტია და რა ვიცი, ვაჭრობის შესაძლებლობაა, კომუნიკაციის შესაძლებლობაა, მიმოსვლის შესაძლებლობაა“, – აცხადებს მერაბ ჭითანავა.

მერაბ ჭითანავას თქმით, ქართული თხილის ძირითადი ბაზრები იტალია და გერმანიაა. ქართული თხილი ჩინეთშიც გადის, თუმცა, ჩინეთი ევროპის ბაზრის ალტერნატივა „არავითარ შემთხვევაში არ იქნება“.

ამავე თემაზე:

სამინისტრო: აჭარაში თხილის 20-მდე დაავადება დაფიქსირდა – როგორ მოვუაროთ თხილს

 

„რამდენიმე საათი იატაკზე ეწვინათ მოზარდი“ – შშმ მოზარდის რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ

18 წლის შშმ პირი, ანზორ (გიო) დავითური „ჯეო ჰოსპიტალში“ მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში, 21 აგვისტოს, მის მიღებაზე სამმა საავადმყოფომ განაცხადა უარი.

როგორც მოზარდის დედა, მაია ბარათაშვილი მედიასთან აცხადებდა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო დამძიმდა.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების უფლებები როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კონვენციებითაა დაცული, საქართველოში შშმ პირებს და მათ მშობლებს მაინც უწევთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ყოფნა.

რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ შშმ პირის ჯანმრთელობის უფლების დაცვა და რატომ ამბობენ უარს კლინიკები მათთვის მომსახურებაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბავშვთა უფლებადამცველს და ადვოკატს ანა არგანაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში შშმ ბავშვების მომსახურებაზე უარის თქმის მიზეზად ადგილის ან ტექნიკის უქონლობას ასახელებენ კლინიკები, თუმცა რეალური მიზეზი დამოკიდებულებაა.

„ბოლოს დედას დასჭირდა პოლიციის გამოძახება, რომ მისი შვილი მიეღოთ კლინიკაში. პოლიციის გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს გიორგი „ჯეო ჰოსპიტალში“. ამ დროს გიორგის ჰქონდა ძლიერი ტკივილები და ტიროდა, იყო ცუდად.

წინა კლინიკებში, როცა დაინახეს, რომ პაციენტი იყო შშმ, დედას უთხრეს ფსიქიატრიულში წაიყვანეთო. ეს არის სწორედ დისკრიმინაციული მიდგომა, რადგან დაინახავენ თუ არა შშმ პირს, ფიქრობენ, რომ მისი ადგილი ფსიქიატრიულშია და არა ისეთ საავადმყოფოში, სადაც დანარჩენი საზოგადოება დადის“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, „ჯეო ჰოსპიტალში“ შეყვანილი მოზარდი, რამდენიმე საათის განმავლობაში იატაკზე ჰყავდათ დაწვენილი.

„ეს ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, რომ მოზარდი იატაკზე წევს და მერე თვითონაც აღიარეს კლინიკაში, რომ „სულ რაღაც სამ საათამდეო“. მაგრამ 3 საათზე მეტი ხანი ეწვათ იატაკზე ადამიანი, რომელსაც ძლიერი ტკივილები ჰქონდა და იატაკს თავს ურტყამდა.

ფსიქიატრებსაც ესაუბრა დედა, თუმცა მათაც თქვეს, რომ თუ ტკივილი სომატურია, ვერ დაეხმარებიან. ბოლოს გიორგის გაუკეთეს ანესთეზია და ასე გადაიყვანეს პალატაში“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

18 წლის ანზორ (გიო) დავითურის დედა, მაია ბარათაშვილი.

მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მოზარდის დედა, რომელსაც მხოლოდ თავად შეუძლია შვილის საჭიროებების გაგება, გარეთ დატოვეს და არ შეუშვეს პალატაში.

მშობელს არ მიაწოდეს ინფორმაცია, რა პროცედურები ჩაუტარდა მის შვილს. გადაუღეს თუ არა მრტ, რა გამოკვლევები ჩატარდა და დილით ეუბნებიან, რომ თურმე მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, რომ სუნთქვის პრობლემები აქვს – სიცოცხლესთან შეუთავსებელია ეს სუნთქვის დარღვევაო და ბავშვი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე“, – გვეუბნება ანა.

სანამ ანესთეზიას ჩაუტარებდნენ, მანამდე თუ გამოიკვლიეს, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცედურის ჩატარება მოზარდისთვის? – ვკითხეთ ანას. მისი თქმით, ამის თაობაზე ინფორმაცია არავის მიუწოდებია მათთვის.

„პირველად რომ გამოუტანეს მშობელს რაღაც ფურცლები, იქ ყველა გრაფა ცარიელი იყო, ხელმოუწერელი, საიდანაც ვერაფერს გაიგებდი. შემდეგ ვითხოვდით ინფორმაციის საათობრივ განახლებას, ანუ ორ საათში ერთხელ, ერთ საათში ერთხელ, ექვს საათში ერთხელ და ამასაც არ აკეთებდნენ. მაშინ მივხვდით, რომ რაღაც დიდი პრობლემა იყო.

მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, არის სისტემაში, რადგან გიორგის შემთხვევა არ არის პირველი, როცა შშმ პირს, კლინიკები არ მოექცნენ სათანადოდ ან დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება“, – ამბობს ანა არგანაშვილი და სხვა ბავშვების ისტორიებსაც იხსენებს.

„ჩვენ გვაქვს ერთ ასეთი შემთხვევა, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო სამი წლის წინ – შშმ ბავშვი გარდაიცვალა და ზუსტად ასეთივე სიტუაცია იყო, როგორც გიორგის შემთხვევაშია დღეს. თუმცა ვხედავთ, რომ რეალურად, შშმ პირების მიმართ დამოკიდებულება მაინც არ იცვლება კლინიკებში.

პროკურატურასაც გულგრილი დამოკიდებულება აქვს, გამოძიებას იწყებენ და არ ამთავრებენ. იმ შემთხვევაზეც, როცა ბავშვი გარდაიცვალა, არავის ბრალი არ წარუდგინეს, არ მივიდა საქმე სასამართლომდე, რადგან ეს პრობლემა არის არაღიარებული სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც ბავშვთა ქორწინებებს არ აღრიცხავდა სახელმწიფო წლები წინ, როცა ჩვენ ათასობით შემთხვევა გვქონდა, ასეა შშმ პირებთან მიმართებაშიც: არ აღრიცხავენ შშმ პირებთან დაკავშირებულ არასათანადო სამედიცინო მომსახურების შემთხვევებს, რადგან არ უნდათ ასეთი მაგალითები შევიდეს სტატისტიკაში.

როგორ უმკურნალეს, უმკურნალეს თუ არა, რატომ დამძიმდა, ვინ რა არ გააკეთა – ამის ანალიზი არ არსებობს. ეს არის პირდაპირ გაწირვა ამ ადამიანების – სიცოცხლის უფლების დარღვევასთან გვაქვს საქმე და პროტოკოლების ქონა-არქონაზე მეტი დარღვევაა სიცოცხლის უფლების დარღვევა“, – ამბობს ანა.

მსგავს ისტორიებზე წერენ შშმ ბავშვების მშობლები ფეისბუქზეც.

მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი, თეონა ბარბაქაძე წერს, რომ მისი მცირეწლოვანი გოგონა, სწორედ არასათანადო მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.

„ამიხსენით რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი ანგელოზი. მე ის ცოცხალი და ბედნიერი მინდოდა. ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის“, – წერს ის.

კიდევ ერთი მშობელი, სახელად მანანა, ეხმიანება გიორგის შემთხვევას და თავის პირად ისტორიასაც იხსენებს.

„18 წლის გიორგიმ, ჩემი ბოლო ერთი წლის ტკივილი განმიახლა. როგორ დაგვარბენინებდნენ მე და 23 წლის ლუკას კლინიკიდან კლინიკაში. როგორ ეჩხუბა სასწრაფოს ექიმს მორიგე ექიმი კლინიკაში, როგორ დავავლე გამწარებულმა ლუკას ხელი და ქარში გავვარდი. არ ვიცი, სად მივდიოდით. სასწრაფოს ექიმმა არ მიგვატოვა და სხვა კლინიკაში გადაგვიყვანეს.

ერთი წელი ჯოჯოხეთი გავიარეთ. შშმ პირის ტკივილს, მშობელზე კარგად ვერავინ აგიხსნით. შვილის გვერდით უნდა იყოს დედა. ისიც გვეყოფა, რომ ყოველდღე ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად, არც მორგებული ჯანდაცვის სისტემაა შშმ პირებზე და არც პენსია ნორმალური“-წერს მანანა.

ანა არგანაშვილიც სწორედ ამ ტიპის გულგრილობასა და დისკრიმინაციაზე საუბრობს.

„ბევრი ისტორიაა ასეთი. ერთი დედა წერდა, რომ საავადმყოფოებს შორის დაატარებდნენ მის შშმ შვილს, რომელიც ვერ ლაპარაკობს. შუა გადასხმიდან მოხსნეს და გააგდეს კლინიკიდან  იმიტომ, რომ სხვა პაციენტები ჰყავდათ მისაღები.

დედები გვიყვებიან, რომ მათთვის არ არის ადგილი არც ერთ საავადმყოფოში. ეუბნებიან, რომ „ამ ბავშვს ხელს ვერ მოვკიდებ“, რამე არ დაემართოს. ანუ ერთმანეთში არის არეული შიშიც, უცოდინარობაც და გამოუცდელობაც.

გიორგის შემთხვევაშიც კადრებში ვნახეთ, რომ ანესთეზიას როცა უკეთებენ, დაცვას უჭირავს მოზარდი და ვიზიტორებს, ანუ გამვლელ ხალხს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულია სისტემური პრობლემა. არ იციან, როგორ იმუშაონ შშმ ბავშვთან, როგორ მოექცნენ“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

გიორგის ამბავს ფსიქიატრთა ასოციაციაც გამოეხმაურა ფეისბუქზე, სადაც წერენ, რომ არ შეიძლებოდა დედის და გიორგი დაშორება პალატაში შეყვანისას, რადგან ეს წარმოქმნის დამატებით შფოთვებს, უნებლიე მოძრაობებს, უფრო პანიკურია მოზარდის რეაქცია, რადგან ვერავის ვერ აგებინებს რა უნდა, მხოლოდ დედას ესმის და დედაც არ არის მასთან“, – გვეუბნება ანა.

მისი აზრით, ცალკე პრობლემაა შშმ ბავშვის მშობლის მიმართ დამოკიდებულება.

„გიორგის დედა, მაგალითად, ორი ღამე იყო გარეთ, ღია ცის ქვეშ. ასე ხომ ზიანდება მშობლის ორგანიზმიც, არა? ვერ ვხედავთ ჩვენ თანასწორობას, პატივისცემას მშობლის მიმართ.

არც ინფორმაციას აწვდის ვინმე დედას, რა მდგომარეობაშია მისი შვილი, რა სამედიცინო პროცედურები უტარდება, რადგან, მათი აზრით, მაინც ვერ გაიგებს დედა. ანუ არათანაბრად აღიქვამენ ამ დროს შშმ ბავშვის მშობელს და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებენ, დამცირებულად აღიქვამენ“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მას შემდეგ ჩაერია საქმეში, როცა თავად დაუკავშირდა.

„მე თვითონ დავუკავშირდი სამინისტროს, როდესაც გამწვავდა პრობლემა და დაიწყო კრიზისი, მაგრამ ყველა ხომ ვერ დაუკავშირდება სამინისტროს? მაშინ უნდა დადგეს მინისტრი და ყველა ექიმი, კლინიკა ცალ-ცალკე მოიაროს. ეს შეუძლებელია. გამოდის ვწირავთ მათ, ვინც ვერ უკავშირდება მინისტრს.

ის, რომ იატაკზე ეწვინათ პაციენტი, ეგ იმის გამოხატულებაა, რომ არ იცოდნენ რა უნდა ექნათ ამ პაციენტისთვის.

გამოდის, თანასწორად არ აღიქვამენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არც პირებს და არც მათ ოჯახებს, ამიტომ მათ ეზღუდებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, მიიღონ ინფორმაცია და აქედან გამომდინარე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ეს დისკრიმინაცია ნამდვილად გამომდინარეობს იქიდან, რომ პაციენტი შშმ პირია და ის ამ პირის მშობელი. ვფიქრობ, დღემდე ირღვევა ეს უფლებები, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული და სხვა კონვენციებითაც, რომ მშობელი ჩართული იყოს სრულფასოვნად თავისი შვილის სამედიცინო ინტერვენციაში.

ეს სრულფასოვანი ჩართულობა ნიშნავს ინფორმაციის დროულად და სრულყოფილ ქონას, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, მეორე აზრის მოსმენას და ყველა ამასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

როგორც ანა ამბობს, ამჟამად ყველა ორიენტირებულია იმაზე, რომ შშმ მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნდეს.

„როდესაც ჯანდაცვის მინისტრი მოვიდა, თქვა, რომ მოდით, ამ წუთში ყველა ვიყოთ ორიენტირებული ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაზე და შემდეგ გაირკვეს ზუსტად, იყო თუ არა გადაცდომა, ან რაიმე დარღვევა.

რაღაცნაირი კომპრომისი ჩამოყალიბდა და მართალი გითხრა, ალბათ ლოგიკურიც არის: ახლა ნამდვილად ყველა ძალა მიმართულია, რომ მოზარდი გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, მოზარდის მშობელი ითხოვდა შვილის გადაყვანას უცხოეთში, მაგრამ გადაყვანაზე უარი უთხრეს, „არ არის უსაფრთხოო, იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა“.

თუმცა მშობელი ითხოვს, რომ მისი შვილის გადარჩენაში ჩაერთონ კვალიფიციური ექიმები. „როგორც ვიცი, იყო საუბარი იმაზე, რომ სხვა კლინიკებიდანაც მოიწვევენ სპეციალისტებს“, – ამბობს ანა.

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

თიბისი -მ  საქართველოს საბანკო სექტორში პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი გაუშვა.

ახალი გენერაციული ჩატბოტი წარმოადგენს რევოლუციურ გადაწყვეტას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლებსა და  ბანკს შორის ურთიერთობის ხარისხს, ამარტივებს პროცესს და ქმნის საფუძველს მომავალი ტექნოლოგიური განვითარებისთვის.

თიბისის AI, ციფრული განვითარების და ბიზნეს ოპერაციების განვითარების გუნდებმა, მჭიდრო თანამშრომლობით, ერთობლივად შეძლეს ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსაც შეესაბამება და ამავდროულად, ითვალისწინებს ქართული ბაზრის სპეციფიკას.

თიბისის მიზანი არა მხოლოდ მორიგი ტექნოლოგიური სიახლის დანერგვა, არამედ სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხობრივი ტრანსფორმაცია და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივება იყო. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს ჩატბოტს, ღრმად გაანალიზოს კლიენტის კითხვები და მიაწოდოს დეტალური პასუხები სხვადასხვა ფინანსურ თემებზე. სისტემა მუდმივად სწავლობს, ვითარდება და ჩატბოტის ფუნქციონალი მუდმივად ფართოვდება. ყოველივე აღნიშნული, ამ ინსტრუმენტს კლიენტებისთვის ნამდვილ AI ასისტენტად აქცევს.

ახალი გენერაციული ჩატბოტი, ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია ჩვენ ვებგვერდზე – https://tbcbank.ge/ka. უახლოეს მომავალში კი, სისტემა დაინერგება თიბისის ყველა ციფრულ არხში.

ამ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯით, თიბისიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია – მოუსვენარი, გამბედავი, მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.

Exit mobile version