კვირის ამბები

ნაფიც მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს

25.01.2014
ნაფიც მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს

 

ბრალდების თანახმად,  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის გასაცემი კომპენსაციის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით,  თბილისში    მცხოვრები ანდრია ჭულუხაძე, რომელსაც 2009 წლის 27 აგვისტოდან ეკავა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაუკავშირდა    ქურთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს გულნარა კახნიაშვილს,  რომელმაც გასცა ყალბი ცნობა ანდრია ჭულუხაძის გორის რაიონის სოფელ აჩაბეთში რეგისტრაციის შესახებ.

 

ამავე განზრახვით, ასევე თბილისში მუდმივად მცხოვრებმა კახა გოჩაშვილი დაუკავშირდა ქემერტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ თამაზ კასრაძეს, რომელმაც ასევე პირადი მოტივით გასცა ყალბი ცნობა, გორის რაიონის სოფელ  ხეითში მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

 

ყალბი ცნობების საფუძველზე, კახა გოჩაშვილმა და ანდრეა ჭულუხაძემ, 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ,  როგორც  უსახლკაროდ დარჩენილებმა სახელმწიფოსგან მიიღეს ფულადი კომპენსაცია 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

 სულ გაიმართა 10 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 20  მოწმე, ასევე თავად ბრალდებულები, რომლებმაც თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბარალდებაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

  ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამართლებელი ვერდიქტი საბოლოოა და არ საჩივრდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.