რას ითხოვენ გონიოელები მერიისგან

 

 რკინაბეტონის საფარი არ არის შეღებილი, სკამები და სანაგვე ურნები არ დგას,  არ არის ჩართული განათება – ეს მდგომარეობა გონიო-კვარიათის  ზღვისპირა  ბულვარშია. აქ რკინაბეტონის საფარი და ველობილიკი 2012 წელს გაკეთდა. ბულვარი 2,75 კილომეტრის სიგრძეზეა გაშლილი. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ აქაურობა კეთილმოუწყობელია.  

ცეკვის სიყვარული როგორც ‘დიაგნოზი’

 

„ცეკვაზე დამოკიდებულება” – ეს ნესტან შაშიკაძის დიაგნოზია, დიაგნოზი საკუთარ თავს თვითონ დაუსვა, ექიმია, თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულება ცუდი შედეგის მომტანია.  

ძროხა ყვითელ ავტობუსში

 

მემთეურები მთიდან ბარში ბრუნდებიან. მსხვილფეხა საქონლის გადასაყვანად კი ძველ, პაზი ტიპის ავტობუსს იყენებენ. 

„მე მივეცი სახელმწიფოს ოქრო, მან კი წამართვა მიწა“

 

1999 წელს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს მნიშვნელოვანი აღმოჩენა შეემატა. სოფელ ზანაქიძეებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის დოცენტმა, მიხეილ ფარტენაძემ მიწაში, რომელსაც წლების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდა, ოქროს დიადემა აღმოაჩინა. სპეციალისტების შეფასებით, ოქროს ფირფიტისგან დამზადებული დიადემა ახალი წ.აღ-ის მეორე საუკუნით, რომაული ხანით თარიღდება. დიადემა და სხვა ნივთები მიხეილ ფარტენაძემ მუზეუმს ანუ სახელმწიფოს გადასცა. მას სახელმწიფომ არქეოლოგიური კვლევების გაგრძელების მიზნით აღნიშნული მიწის დათმობა და ალტერნატიული ფართობის დათმობა შესთავაზა. მიხეილ ფარტენაძე დათანხმდა, თუმცა ოქროს სანაცვლოდ მიღებული მიწა მისი უკვე აღარ არის. 

სექსისტური და სტერეოტიპული მედია

 

„სექსისტური და სტერეოტიპული მედია“- მსგავს შეფასებებს ქართული ბეჭდური თუ ტელემედია უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან ხშირად იღებს. მედია, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ეთიკურ სტანდარტებს, ხშირად ხდება დისკრიმინაციის წამახალისებელი და საზოგადოებაში არსებული დოგმების გამყარების ინსპირატორი. ქართულ ტელესივრცეში, საავტორო, გასართობ თუ სხვადასხვა ტიპის გადაცემებში ხშირია დისკრიმინაციული სიტყვებისა თუ გამონათქვამების გამოყენება, როგორც გენდერული, ასევე რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მისამართით. რატომ მიმართავს მედია სიძულვილის ენას და როგორ უნდა დაიცვას თავი დისკრიმინაციის საფრთხის წახალისებისგან?  

gogasus: ჩემი კონკურენტი ვერავინ ვერ იქნება

 

 

gogasus-ი საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი სტილისტია. თბილისში, “გოგასუს ჰაირ სტუდიოს” დამაარსებელი და საქართველოში “ჰეარ შოუების” (თმის შოუ) ორგანიზატორი ამჟამად ბათუმში მასტერკლასებს უტარებს სტილისტებს.

გაკვეთილები გოგონებისა და ბიჭებისათვის

 

 

რამდენიმე კვირის წინ ჩემს ნათესავთან ვიყავი სტუმრად დაბადების დღეზე. ანანო, რომელიც 8 წლის გახდა, მიყვებოდა: „გუშინ მეგობრებთან ერთად გავისეირნე, წასვლამდე 2 საათი ვემზადებოდი – თმები გავიკეთე, გამოვიპრანჭე… მერე მაღაზიებში შევიარეთ და კაბები და „ბრჭყვიალა აბადოკები” დავათვალიერეთ (რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად). სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი ოთახი დავალაგე და დედას ნამცხვრის გამოცხობაში დავეხმარე, მოკლედ, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც გოგონების წესია”- დაასრულა ანანომ.

კინო ეხმარება ბავშვებს

 

14 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს ბათუმის საერთაშირისო ფესტივალი (BIAFF) დაიწყო, რომელიც წელს, უკვე მეცხრედ იმართება. BIAFF 2014 ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს მოწვეულ სტუმრებსა და კინომოყვარულებს. წელს, BIAFF-ზე სიახლეს წარმოადგენს კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებები, რომლიდანაც შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში“.  

გადასახლებული ორი წლის ასაკში

 

ენვერ სვანიძე გადასახლების დროს ორი წლის იყო. მისი უმცროსი ძმები კი – შვიდი თვის და ერთი წლის. მშობლები, ბებია-ბაბუა და ბიძა, სოფელ მარადიდიდან 1951 წელს ყაზახეთში გადაასახლეს. „დეკემბრის ცივ დღეს სამი ჯარისკაცი დაგვადგა თავზე. თოვლსა და ყინვაში ფეხით გვატარეს ბავშვები და მოხუცები. გზაც არ იყო, საცალფეხო ბილიკებით გვიწევდა სიარული. ჩვენთან ერთად სოფლიდან ოცზე მეტი ოჯახი გაასახლეს. საშინელი წვალება და გაჭირვება გამოვიარეთ“ – ასე იხსენებს სტალინური რეპრესიების დეტალებს ენვერ სვანიძე. 

„ეტლში მჯდომი ხშირად ვფიქრობ – რა იქნება მომავალში?“

 

„როცა ქუჩაში მივდივარ, ადამიანები ფართოდ გახელილი თვალებით მიყურებენ. ბავშვებისგან არ მწყინს, როცა თითს იშვერენ და ამბობენ – „რა პატარაა“. მათთვის არავის უსწავლებია, რომ ადამიანი განსხვავებული შეიძლება იყოს, მაგრამ თანასწორი. უნივერსიტეტშიც გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ. თუმცა, გამოჩნდნენ სხვები და ცოტათი შეიცვალა დამოკიდებულება. ადრე ვღიზიანდებოდი, როცა ჩემი ტანმორჩილობის გამო ახსნა-განმარტების გაკეთება მიწევდა, თუმცა მივეჩვიე და ახლა გულთან აღარ მიმაქვს“, – ამბობს შორენა მამულაძე. ის ახლა 25 წლისაა. საზოგადოებაში არსებულ სტიგმას სძლია და სტუდენტი გახდა. 

შაკიკი – თავის ფეთქებადი ტკივილი

 

შაკიკი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ათ პროცენტს აწუხებს, სამჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ზოგჯერ დაავადებას თან ახლავს წინასწარი სიმპტომები, რომლის ამოცნობითაც შესაძლოა შეტევა საერთოდ აიცილო თავიდან. შეტევამდელ სიმპტომებს  აურა ჰქვია, თუმცა დაავადება შესაძლოა აურის გარეშეც მიმდინარეობდეს. „შესაძლოა პაციენტი ნახევარი საათით ადრე ნათელ წერტილებს ან/და ხაზებს ხედავდეს. ასეთ დროს პაციენტი ტკივილის დაწყებამდე იღებს ექიმის მიერ დანიშნულ მითითებებს და მედიკამენტს. ამით შეიძლება შეტევა საერთოდ აიცილო თავიდან“, – ამბობს ნევროლოგი ირმა ხვიჩია.

ექსტრემალური ტურიზმი მტირალაზე 15 ლარად

 

მტირალას ეროვნულ პარკში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ახალი გასართობი ელის. ექსტრემალური ტურისტული სერვისი  „ზიპლაინი“  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა  და გერმანელი ექსპერტების მხარდაჭერით მოეწყო. „ზიპლაინი“ ხეებს შორის, დახრილ სივრცეზე გაბმული ბაგირია, რომლითაც, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტისკენ დაშვება. პარკში დამონტაჟებული „ზიპლაინის“  საერთო სიგრძე 250 მეტრია. 

ვინ გაიმარჯვა ბოტანიკური ბაღის ფოტოკონკურსში

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსი “მწვანე ბაღი” დღეს დასრულდა, გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ.

კომკავშირელი, რომელსაც გადასახლების ცნობა მიჰქონდა

 

ვახტანგ მაკარაძე სოფელ ფერიაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობს. ის ახლა 90 წლისაა. ვახტანგ მაკარაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც გადასასახლებლად გამზადებულ ოჯახებში საბჭოთა მთავრობის ავისმომასწავებელი ცნობა მიჰქონდა. 

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი: „ყველაფერს ბოლოს ვიგებ“

 

აპარატის რეორგანიზაცია, ორი ახალი დეპარტამენტის დამატება და საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა აჭარის მთავრობის აპარატის ახალი უფროსის უახლოეს გეგმებშია. რუსლან ქორიძეს საბანკო სექტორში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს. ბანკში მუშაობას უკავშირდება მისი არჩილ ხაბაძესთან ნაცნობობაც.  ბათუმის საზღვაო ბანკში მას საოპერაციო განყოფილება, არჩილ ხაბაძეს კი საკრედიტო განყოფილება ებარა. გასულ წელს მას ბათუმის ვიცე-მერის პოსტი ჩააბარეს, დაახლოებით ერთი თვის წინ კი, არჩილ ხაბაძის აპარატის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.  

ბეგბედერი, რომანტიკული ეგოისტი

 

ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკს“ მკითხველი უკვე კარგად იცნობს. მისი „რომანტიკული ეგოისტი“ კი შედარებით ნაკლებად პოპულარულია, თუმცა წაკითხვად ნამდვილად ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ იგი ცნობილი მწერლის დღიურს წარმოადგენს. ბედგბედერი, ოსკარ დიუფრენზის ფსევდონიმს ამოფარებული, სრულიად გულახდილად მოგვითხრობს საკუთარი ცხოვრების შესახებ. ზოგ ადგილას ფსევდონიმი თითქოს ავიწყდება და მკითხველს ახსენებს, რომ დიუფრეზნი, სინამდვილეში, ფრედერიკ ბეგბედერია.

ინტერვიუ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილესთან

 

ახალი სასწავლო წლიდან აჭარის ექვსს საჯარო სკოლაში   ექიმები იმუშავებენ. რა კრიტერიუმებით შეირჩა საჯარო სკოლები, რატომ შემცირდა დასვენების დღეები, ვინ მიიღეებს წიგნებს უფასოდ და რა ფუნქცია აკისრია აჭარის განათლების სამინისტროს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეების კითხვებს გადაცემაში „შეუზღუდავი სივრცე“ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი პასუხობდა.

დაიწყება თუ არა აჭარაში სახელისუფლებო კრიზისი

 

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნებამ“ დღეს აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. შეიქმნება თუ არა აჭარაში სახელისუფლებო კრიზისი და ვინ რა პოლიტიკურ დივიდენდებს ელოდება კრიზისისგან? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ იურისტმა გენო გელაძემ ისაუბრა. 

იტალიური, თურქული თუ ჩინური? – სამშენებლო მასალები ხარისხის კონტროლის გარეშე

 

„ეს ესპანური კაფელია და იმიტომ ღირს 60 ლარი; ეს იტალიური გამათბობელი ქვაბია და იმიტომ ღირს 1300 ლარი, თუ თურქული გინდა – 1000 ლარად მოგცემ“. –  ცოტა ხანს თუ გაჩერდები ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში ან უფრო პატარა ზომის მაღაზიაში, მსგავს განმარტებას აუცილებლად მოისმენ. ამ ეტაპზე საქართველოში შემოსული ამ ტიპის პროდუქციის ხარისხს პრაქტიკულად არავინ აკონტროლებს, შესაბამისად, მომხმარებლის უფლებების დაცვა, გარდა მეწარმის კეთილი ნებისა, თითქმის შეუძლებელია.

რა უნდა ვიცოდეთ ჰერპესზე

 

სტატისტიკის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 90% ჰერპესვირუსის უბრალო ფორმით არის ინფიცირებული. დერმატოლოგ ნატალია შავდიას თქმით, ჰერპესვირუსი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სამუდამოდ რჩება იქ და მისგან დამცველი ძალების შესუსტებისთანავე ბუშტუკოვანი გამონაყრით ვლინდება. 

რა შედეგი მოიტანა ტყეებში მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებამ

 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ქობულეთში, ხულოსა და შუახევში მწერდამჭერი ხაფანგები დაამონტაჟა. ხაფანგების შეძენა გარემოს დაცვის სამმართველოს ტყის მავნებლების გასანადგურებლად დასჭირდა. აჭარაში, წიწვოვან მცენარეებში, ორი სახის მავნებელია გავრცელებული – მბეჭდავი ქერქიჭამია და კენწეროს ქერქიჭამია. 

მთავრობაში დაპირისპირების შედეგები

 

ცვლილებები უმაღლეს საბჭოში “მურმან დუმბაძის გუნდზე თავდასხმად” შეაფასეს და მთავრობის მიმართ უნდობლობის პროცედურის წამოწყების შესახებ დაანონსეს. თუმცა პროცესმა ცხადყო, რომ ჯერჯერობით მურმან დუმბაძემ უკან დაიხია. ასევე გამოჩნდა, რომ არჩილ ხაბაძე ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ანუ ის ჯერ გამარჯვებულია. მურმან დუმბაძე, როგორც მას ს ჩვევია, სავარაუდოდ, თავის დროს დაელოდება. რა დაანახა ამ მოვლენებმა საზოგადოებას? – “ბათუმელები” ფაქტების ანალიზს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთან ერთად შეეცადა.

პოლიციის უფროსი ‘შაკო კასპიდან’ სამსახურიდან გაათავისუფლეს

 

ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსი, შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. პრესსამსახურის განმარტებით „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურეობრივი მოკვლევა, რისი დასკვნის საფუძველზეც შალვა ჯანიყაშვილი გადაყვანილია კადრების განკარგულებაში“.

სექსუალური შევიწროება ქუჩაში

 

თამამად ჩაცმულ ქალებს ხშირად უამრავი უხამსი კომენტარის მოსმენა უწევთ ქუჩაში, რაც ზოგიერთი მამაკაცის აზრით, ქალისთვის სასიამოვნო კომპლიმენტია. კაცებს ხშირად უკვირთ კიდეც, თუ რატომ არ უღიმიან საპასუხოდ ქალები და არ უტოვებენ ტელეფონის ნომერს. ამას ემატება საზოგადოების განწყობაც, რომელიც ასეთ დროს ისევ ქალს ადანაშაულებს იმის მიხედვით, თუ რა ეცვა მას, სად იმყოფებოდა ამ დროს და დღის რომელ მონაკვეთში გაიარა ქუჩაში.

საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივის შესახებ

 

„EducationUSA“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამაა, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.educationusa.info  – განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს 170 ქვეყანაში ხორციელდება. პროგრამა თანამშრომლობს საერთაშორისო განათლების ცენტრთან, რომელსაც საქართველოში, თბილისის გარდა ოთხი რეგიონალური ოფისი აქვს, მათ შორის ერთი – ბათუმში (1998 წლიდან). საერთაშორისო განათლების ცენტრი თავის მხრივ დახმარებას სთავაზობს ქართველ  სტუდენტებს, პროფესორებსა და პროფესიონალებს, მიიღონ ინფორმაცია უცხოეთში სწავლისა და სტაჟირების  შესაძლებლობების შესახებ. საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით წელს პირველად „EducationUSA“-ს საზაფხულო ბანაკი მოეწყო. მასში საქართველოს რეგიონებიდან 35 სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის  7 ბათუმიდან. რა უნდა იცოდეს საზღვარგარეთ სწავლის მსურველმა სკოლის მოსწავლემ და რა მოეთხოვება საერთაშორისო პროგრამის მონაწილეს – ამაზე „EducationUSA“-ს საზაფხულო ბანაკში მონაწილე მოსწავლეები გვესაუბრნენ.   

თაკო მექვაბიძე ზაფხულის მოდასა და კარიერაზე

 

 

„ჩვენ დიზაინერები კი ვქმნით ახალს, თუმცა სინამდვილეში მოდა უკვე არის შექმნილი, ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ ინტერპრეტაციას, რაღაცას ვცვლით, რაღაცას ვახამებთ, ხან 60-იანი წლების ინსპირაციას ვიყენებთ, ხანაც – 80-იანების. დღეს საინტერესო სწორედ ის არის, თუ ვინ როგორ აკეთებს ამას” – ამბობს თაკო მექვაბიძე, ბათუმელი დიზაინერი, რომელიც „ბათუმელებს” საზაფხულო მოდის ტენდენციაზე ესაუბრა.

„დღესაც მეშინია იმ დღეების გახსენების“

 

„ეს ამბავი 1951 წელს მოხდა. მეოთხე კლასში ვიყავი, გაკვეთილზე ვიჯექი, როცა პოლიციელები თავზე დამადგნენ და წამომიყვანეს. ჩემს და-ძმებსაც ასე მოექცნენ. სახლში მოსულს კიდევ შვიდი სალდათი დაგვხვდა, უნდა წაგიყვანოთო – გვითხრეს. საშინელ მდგომარეობაში ჩავარდით, ბათუმშიც კი არ ვიყავით ჩამოსული, რომ გავიგეთ გადასახლებას გვიპირებდნენ, ერთი წივილ-კივილი ატყდა სახლში. ჩემი 28 წლის ძმა დაოჯახებული იყო და ცალკე ცხოვრობდა. როცა ჩვენი ამბავი გაიგო, თავს იკლავდა, მეც წამიყვანეთო, მაგრამ დატოვეს. ჩვენ ის უკანასკნელად იმ დღეს ვნახეთ, რადგან დარდისაგან ერთ წელიწადში გარდაიცვალა“.

5 შენობას ბათუმსა და ჩაქვში კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა, რესტორანი „თეთრი რჩეული“ მახინჯაურში, საცხოვრებელი სახლები დაბა ჩაქვში, ნინოშვილის #18 სა და   ნინოშვილის #24-ში – ეს იმ შენობების ჩამონათვალია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მიენიჭა.  

ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე იხსნება

 

ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე იხსნება. 8 სექტემბერს ხელოვანთათვის განკუთვნილი სივრცე ორ გამოფენას უმასპინძლებს –  „ღრმად საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან“  და  „საპასპორტო ფოტო“. 

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ფარაჯანოვის ფილმით გაიხსნება

 

 „მე მივდივარ BIAFF-ზე“ –  ფეისბუქში დაწყებული კამპანია ორ კვირაში რეალობად იქცევა. 14 სექტემბერს ბათუმში ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი, იგივე BIAFF-ი გაიმართება. 7 დღის მანძილზე კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ საავტორო კინოს სიახლეებს გაეცნონ და ახალი ფილმები ნახონ. 

რიგები ექიმის კაბინეტთან


ორსულ პაციენტ დ.ხ-ს სისხლდენის გამო ექოსკოპიის გადაღება სასწრაფოდ დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს წინასწარ შეუთანხმდა ურიგოდ მიღებაზე, კლინიკაში მისულს მაინც რამდენიმე საათი რიგში მოუწია დგომა. ცოცხალი რიგები აჭარის თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ჯერ კიდევ რეგისტრატურასთან იწყება. მას შემდეგ, რაც პაციენტი გადახდის ქვითარს აიღებს და ექთანს გადასცემს, იგი ექიმის კაბინეტთან მდგარ რიგში გადაინაცვლებს, სადაც ლოდინის რეჟიმში შესაძლოა რამდენიმე საათიც კი დაჰყოს.

ორი თვის ანას საკვები სჭირდება

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში სოფლის გზის ზედა მხარეს ხის ოროთახიანი ფიცრული დგას, ერთი შეხედვით რთულია დაიჯერო, რომ ამ სახლში ადამიანები ცხოვრობენ, რადგან სახლის ერთი ნაწილი გადაუხურავია, იატაკი ძველი და მორყეულია. ამ სახლში ხოზრევანიძეების ხუთსულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორისაა ორი თვის ანაც.

რას ნახავთ კინტრიშის ნაკრძალში


დასახელება: კინტრიშის ნაკრძალი.

მდებარეობა: ქობულეთი, მდინარე კინტრიშის ხეობა, ზღვის დონიდან 350-2500 მეტრი, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის.

სანახაობა: ტურისტულ ბილიკებზე მდებარე ჩანჩქერი, 2500-წლოვანი უთხოვარი, ქვის თაღოვანი ხიდი, ეკლესია, ტბიყელის ტბა, ენდემური სახეობის მცენარეები, ბზის კორომი. 

ზღვა და ყურის ტკივილი

 

რატომ მიმართავენ ყურის ტკივილის გამო პაციენტები ზაფხულში უფრო ხშირად ექიმს სხვა სეზონთან შედარებით, რატომ არის საშიში ყურის ჩხირების გამოყენება და  რა დაავადებებთან შეიძლება იყოს კავშირში ყურის მწვავე ტკივილი, ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგი ბესიკ კოკობინაძე გვესაუბრა. 

ფოტოგრაფი გიზო

 

ყველაზე ხშირად მისი ნახვა ბულვარში შეგიძლიათ. დილა-საღამოს ტყუპ შვილიშვილს ეტლით ასეირნებს, გზადაგზა კი ნაცნობ-მეგობრების ნახვასა და ამბების გამოკითხვასაც ასწრებს. შუადღით ბათუმში, გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩის კვეთაში მდგარი ძველი სახლის კედელს საგამოფენო სივრცედ აქცევს და საკუთარ ფოტო ნამუშევრებს გამოფენს. ორი წელია ასე გრძელდება. 63 წლის ბათუმელი ფოტოგრაფი გიზო ჩიგოგიძე ფოტოებს აღარ იღებს. მისი ნამუშევრები დროში გაჩერებული ბათუმია, სხვა ქალაქი, სხვა სივრცე, სხვა სახეები, განუმეორებელი.

 

ფოტორეპორტაჟი აჭარის მაღალმთიანეთიდან

 

ჩირუხი, საიჩაირი, თხილვანა, შუამთა, ბეშუმი – ეს აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე იაილების სახელწოდებებია. იაილები ზაფხულის საძოვრებია. ყოველი წლის მაისში, ზემო აჭარაში მცხოვრებნი საკუთარ სახლებს ტოვებენ და საქონელი სამი თვით იაილებში მიჰყავთ. მათ სხვანაირად მემთეურებსაც უწოდებენ. მოგზაურობა აჭარის იაილებში ჩირუხიდან დავიწყეთ. შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე საძოვრებამდე სამარშუტო ტაქსით მივედით. ჩირუხიდან ბეშუმამდე გზა,  36 კილომეტრის კი ფეხით დავფარეთ.  

Exit mobile version