მოითხოვე ხელშეკრულების გაფორმება „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“

 

 

„მოითხოვეთ ხელშეკრულების გაფორმება!“ – ამ სლოგანით ურჩევს არასამთავრობო ორგანიცაზია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მოქალაქეებს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ხელშეკრულების გაფორმებას. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება ორგანიზაციის ვებგვერდზე ელექტრონულადაც შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კამპანიის წამოწყება ენერგოკომპანიის მისამართით მოსახლეობის გაზრდილმა უკმაყოფილებამ განაპირობა, მოქალაქეების აქტივობა მაინც დაბალია. 

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები ბათუმში

 

აჭარაში რვა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სულ 8 352 სტუდენტი სწავლობს. ამ სასწავლებლებიდან სამი სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხოლო ხუთი – კერძო სასწავლებელი. რა პრობლემები აქვთ კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, რომელთაც ფილიალები ბათუმში გახსნეს?  

იპოვეთ მოძრაობის წესის 30-მდე დარღვევა

 

ვიდეო გადაღებულია ზურაბ გორგილაძისა და დემეტრე თავდადევულის ქუჩების კვეთაში, სადაც ოთხი წუთის განმავლობაში ოცდაათამდე საგზაო დარღვევა ფიქსირდება. 

როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა და სამკვიდრო მოწმობა

 

როგორ უნდა მოვიქცეთ მემკვიდრეობს მიღებისას? ვის შეუძლია პრეტენზიის გაცხადება? რა იურიდიული შედეგები აქვს ანდერძს, ამის შესახებ “ბათუმელებს” ნოტარიუსი ხათუნა კალანდარიშვილი ესაუბრა.

არჩილ ხაბაძის მეუღლე ოჯახური ცხოვრების შესახებ

 

 „რამდენიმე დღის წინ საყიდლებზე ვიყავი წასული, როცა მაღაზიებიდან დიდი პარკებით გამოვდიოდი, ახლობლები შემხვდნენ, მკითხეს, რატომ მომქონდა მარტოს ამხელა პარკები,  სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ დამაკლდა არჩილი, იქამდე ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ახლა კი ოჯახისთვის ვეღარ იცლის, მთელი დღე სამსახურშია“ –  ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მეუღლე, 26 წლის თამუნა სირაბიძე. იგი იუსტიციის სახლში სამოქალაქო რეესტრის მთავარი სპეციალისტია.

„ბავშვს ვერ მივიღებ“- სტერეოტიპები აუტიზმზე

 

„ვაიმე, აუტიზმი?“ –  იყვირა მასწავლებელმა და სკამიდან წამოხტა. „რა ცოდვა ხარ, რა საწყალი შვილი გყავს“, „მე გეტყვი ვის საფლავზე უნდა მიიყვანო, რომ განიკურნოს“, „მეორე შვილი ნორმალური გყავს? ჯანმრთელია?“ – ძნელია მშობლისთვის ასეთი ფრაზების მოსმენა. როცა ვეუბნები, რომ ჩემი შვილი აუტიზმის მქონეა, საშინლად რეაგირებენ, შემდეგ კი იწყება პრობლემები “.

შრომითი მიგრაცია

 

შრომითი მიგრაცია არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების მიზნით ხალხთა გადაადგილება. დღეს, დაახლოებით, 105 მილიონი ადამიანი მუშაობს საკუთარი სამშობლოს (თავისი მოქალაქეობის ქვეყნის) გარეთ. შრომითი მობილურობა გლობალიზაციისა და გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. შრომითი მიგრანტების შემოსავალმა 2011 წელს მიაღწია 440 მილიარდ დოლარს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 350 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა ფულადი გზავნილების სახით გადაირიცხა განვითარებად ქვეყნებში.

ნასამართლობის სტატისტიკა

 

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2014 წლის რვა თვეში 10605 ადამიანს მიენიჭა მსჯავრდებულის სტატუსი, ხოლო 3915 პირს – პატიმრობა.

ხანმოკლე ყოფა იმათთან ერთად, ვინც საკუთარ თავს უმცირესობას უწოდებს

 

ახლა გარდაბანში ვარ, ეროვნული უმცირესობით დასახლებულ რეგიონში. აქ ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. არიან ცოტა სომხები და უკრაინელებიც. ცხადია, ქართველებიც – ოღონდ მე ვისაც შევხვდი ქართველებს, ძირითადად დევნილები არიან, როგორც მითხრეს, ცხინვალიდან. 

იტალიაში მოღვაწე ქართველი წარმატებული კარდიოქირურგი, 22-წლიანი სამუშაო სტაჟი და 4 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია

 

კარდიოქირურგი ბუბა კალანდაძე იტალიაში 22-წლიანი სამედიცინო მოღვაწეობის შემდეგ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კარდიოქირურგიულ ოპერაციებს იტალიელ კოლეგებთან ერთად წარუძღვება.

როგორ ამოვიცნოთ ინფარქტი და ინსულტი

 

გულის დაავადებებში ყველაზე ხშირი და სახიფათო დაავადების – მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა 10% პაციენტის გარდაცვალებით სრულდება, ამიტომ ინფარქტის ადრეული ნიშნების ცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების ამოცნობასა და დროულ მკურნალობაში.

ვინ დადო მარიხუანა ტაქსის სავარძლის ქვეშ?

 

ბათუმში 45 წლის ტაქსის მძღოლი დააკავეს. პროკურორის, შოთა ხორავას მტკიცებით, მძღოლს ჩხრეკისას მარიხუანა აღმოაჩნდა. სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ მარიხუანა ტაქსის მძღოლის მანქანაშიც ინახებოდა. აღმოჩენილ მარიხუანას ექსპერტიზა ჩაუტარდა და პროკურორის მტკიცებით ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეფასდა. სასჯელის მაქსიმუმი – 11 წლამდე პატიმრობაა. დაკავებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ტაქსის მძღოლს მარიხუანა მგზავრმა ჩაუდო, რის შემდეგაც ის პოლიციამ გააჩერა და დააკავა. 

მებო ბათუმში

 

 

ბათუმში პირველად უკრავს, თუმცა იცის, რომ აქ ბევრი მსმენელი ჰყავს. ზღვისპირა ქალაქიდან ხშირად წერენ თბილი წერილებს. მათი ავტორები 31 აგვისტოს მაღაზიის – “წიგნები ბათუმში” – წინ დათქმულ დროზე ადრე მოკალათდნენ და მოთმინებით ელოდებოდნენ მებო ნუცუბიძის გამოსვლას. 

“დრიმლენდ ოაზისი” – ინვესტიცია ევროპიდან

 

ავსტრიული საინვესტიციო კომპანია, რომელიც აჭარაში 105-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, საქართველოში პირველად 2007 წელს გამოჩნდა. პროექტი ერთ სივრცეში სასტუმრო-საცხოვრებელი და გასართობი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობას საინვესტიციო კომპანია “ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია “საქტურ კურორტი” განახორციელებს, რომლის წილების ნაწილი 2013 წელს გასხვისდა.

თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი პოლიტიკა

 

აჭარის მუნიციპალიტეტებში “დანარჩენ სამყაროსთან დასაკავშირებლად”  სპეციალური საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები შექმნეს.  გამგებლები ამტკიცებენ, რომ მუნიციპალიტეტებში საზადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა ხალხის სასარგებლოდ  იცვლება  და ” XXI საუკუნესთან შესაბამისობაში მოდის”. 

როგორ დავიცვათ ღვიძლი

 

ღვიძლზე, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკული საშუალებების მავნე ზეგავლენის შესახებ ყველასთვის ცნობილია. ცოტამ თუ იცის, რომ ღვიძლს გარკვეული ტიპის საკვები პროდუქტებიც ვნებს და ზედმეტი დატვირთვის შედეგად შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგია განვითარდეს. იმის შესახებ, თუ რა ფუნქციას ასრულებს ღვიძლი ორგანიზმში და როგორ დავიცვათ იგი მავნე ზეგავლენისგან, გასტროენტეროლოგი ეკა ზოიძე გვესაუბრა.

„იგივე იგივე“ – თანამედროვე არტი ბათუმში

 

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში CAC 41N/41E დღეს გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით „იგივე იგივე“.

სტუდენტები თვითმმართველობას აკრიტიკებენ

 

 

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” გასულ კვირას “პრესკაფეში” სტუდენტური თვითმართველობის როლსა და ფუნქციაზე დისკუსია გაიმართა.

 

ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის” სატენდერო განცხადება

 

ტენდერი ცხადდება პროექტის  –  „აჭარის მაღალმთიანეთში სტიქიური უბედურებების რისკის შემცირების ხელშეწყობა“ –  ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“ Oxfam GB – სთან ერთად ECHO/DIP/BUD/2014/92010 პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის დაფინანსებით ანხორციელებს კონკურსში გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის ოთხი თემისათვის:  

„ბებიას დილით დატოვებული ოჯახის ნაცვლად საღამოს ცარიელი სახლი დახვდა“

 

გრიშა გორგაძე 56 წლისაა. ბათუმში, ერთ-ერთ მშენებლობაზე, დაცვაში მუშაობს.  იგი ერთი წლის იყო, როცა  ოჯახთან ერთად გადაასახლეს. რეპრესიებზე საუბრისას იხსენებს, რომ ბათუმიდან ყაზახეთის გზაზე, მატარებელში ხელი მიჰყინვია ვაგონის კედელზე, მისი ერთ-ერთი პირველი მოგონება ბავშვობიდან კი მიწურია ყაზახეთში, სადაც მაჭახელას თემიდან გადასახლებული ოჯახი ცხოვრობდა. 

მედეა, მედია და ორი საბჭო

 

ბათუმური სხდომის ჩანაწერები

ბათუმში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. ძლივს ვიჯერებ, რომ გუშინდელი მედიაკონფერენცია წარმატებით და მშვიდობით ჩავიარე. ჯერ კიდევ არ მტოვებს მოუსვენრობის შეგრძნება, შეგრძნება იმის, რომ რაღაც დაგრჩა, როგორც ყოველი მოგზაურობის დროს და იმის, რომ ისევ გეჩქარება. ამჯერად ეს შეგრძნება ფანტომური სულაც არ არის, საბჭოს სხდომაზე მაგვიანდება, საქმის მასალებს ნათიას ვატან, ნათია კუპრაშვილს, საბჭოს თავმჯდომარეა, მისი იქ არყოფნა არ შეიძლება და ველოდები ჩემს რიგს სასტუმროს შესასვლელში, რომ გასაღები ჩავაბარო და ნომერი დავხურო. 

„კოლხობა“ სარფში

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტში, სოფელ სარფში სახალხო დღესასწაული „კოლხობა“ გაიმართა. დღესასწაულზე ლაზური ფოლკლორი, ადგილობრივი ანსამბლების და რეწვის ოსტატების შემოქმედება, ასევე ტრადიციული კერძები იყო წარმოდგენილი.

ადამიანი და მგელი

 

აჭარის მაღალმთიანეთში მგლის მომრავლებას უჩივიან. გლეხები ამბობენ, რომ მგლები სოფლების საძოვრებზე ჩასვლას აღარ უფრთხიან და რქოსან პირუტყვს თავს ესხმიან.   თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მგლის რიცხოვნობა ქვეყნის მასშტაბით გაზრდილი არ არის. საქართველოში 1400-დან 1500-მდე მგელი ბინადრობს.


ადამიანისა და მგლის კონფლიქტის თემაზე წლებია მუშაობენ მკვლევარები. „ბათუმელების“ კითხვებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის  პროგრამა – „მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიის  და კონსერვაციის“  დირექტორმა, პროფესორმა ნათია კოპალიანმა უპასუხა. 

რას აპროტესტებენ სტუდენტები

 

 

სტუდენტურმა მოძრაობა „ალტერნატივამ“ სწავლის დაწყების პირველივე დღეს  გააპროტესტა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში უხარისხო განათლების სისტემა, ვინაიდან, პირველ დღეს, ყოველწლიურად, ჩვენ ვისმენთ „ზღაპრებს“ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან, რომ თითქოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიღებთ ევროპულ განათლებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

„ადამიანები არ უნდა გარიყონ“

 

 

თბილისში სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა სკოლა-ბაღის კარი, რომელიც მეზობელ საერთო ეზოში გადის, ეზოს მცხოვრებლებმა შეადუღეს იმ მიზეზით, რომ მათ არ სურდათ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს მათ ეზოში გაევლოთ. ეზოს მცხოვრებლების თქმით ძირითადი მიზეზი, რის გამოც კარი შეადუღეს, „სიბრალულია“.  „აღშფოთებული ვარ“ – ასე  შეაფასა ფაქტი ბათუმის მერის მრჩეველმა შორენა მამულაძემ, რომელიც თავადაც სსმ (სპეციალური საჭიროებების მქონე) პირია. შორენა მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა მენტალობაშია. რაში ხედავს ის გამოსავალს? – მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. 

აჭარის მთავრობის მივლინების ხარჯები და მიზნები

 

აჭარის მთავრობამ 2014 წლის პირველ რვა თვეში 200 ათასზე მეტი ლარი დახარჯა მივლინებისთვის. თანხის ხარჯვაში ლიდერი უმაღლესი საბჭოა. საზღვარგარეთ მივლინებებში ამ ორგანოს 50 ათასამდე ლარი აქვს დახარჯული,
თითქმის 16 ათასიც- ქვეყნის შიგნით. რა სიკეთე მიიღო რეგიონის მოსახლეობამ  მთავრობის წევრების ამ ვიზიტებისგან და რას უნდა ელოდეს მომავალში. „ბათუმელებმა“ გასულ კვირას აჭარის ხელისუფლების მივლინებების ხარჯები  შეისწავლა.

„ძნელია დაივიწყო ტკივილი, რომელშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და ნათესავიც“

 

„მამაჩემი, სულეიმან დიდმანიძე, ხელოსანი კაცი იყო. ნავებს აკეთებდა და ყიდდა. ეს იყო ოჯახის ძირითადი შემოსავალი. წყნარი, გლეხური ცხოვრება გვქონდა. არც მდიდრები ვიყავით და არც ღარიბები. სოფელ მარადიდში ვცხოვრობდით, საქონელი და ფრინველი გვყავდა, ეზოში კი ორსართულიანი სახლი გვედგა. იმ წელს, როცა ჩემი ოჯახი გადაასახლეს, 13 წლის გავხდი. უფროსი ძმა გვყავდა გარდაცვლილი და ყველანი მგლოვიარედ ვიყავით. მამაჩემი ახალმა ტრაგედიამ სულ მოტეხა~. დავით დიდმანიძე ბავშვობის ტკივილიან დღეებს 77 წლის ასაკშიც ცრემლებით იხსენებს. „ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოსცე ეს განცდა. სიკვდილამდე  არ წაიშლება ჩემი გონებიდან წარსული“, – ამბობს ის და ცდილობს, თხრობის დროს სიმშვიდე შეინარჩუნოს. 

ყველაზე მაღალი და დაბალი რეიტინგის მქონე სპეციალობები უნივერსიტეტში

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2014-2015 სასწავლო წლისთვის 1052 პირველკურსელი მიიღო. ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტის სტატუსი წელს სოციალურ, მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტმა მოიპოვა. ყველაზე პოპულარული სპეციალობა კი სამართალმცოდნეობაა – აქ ერთ ვაკანტურ ადგილზე 24 აბიტურიენტი მოდიოდა. 

საჰაერო ნავიგაციის ინჟინერი

 

 

რიტმში ყოფნა და გადაღლილობა არ აშინებს. მთავარია, ის საქმე აკეთოს, რაც ასე უყვარს, მერე რა თუ ღამის გათენება უწევს, ან სხეულის ყველა კუნთი სტკივა, არ წუწუნებს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ცეკვას ეხება. დავით კუცია პროფესიით საჰაერო ნავიგაციის სამსახურის ინჟინერია. საპასუხისმგებლო სამსახურის შემდგომ მისი ფიქრები ლათინურ რიტმებში იკარგება. დათო დღეს აღარ ცეკვავს, თუმცა იცის, რომ დაბრუნდება, რადგან ცეკვისთვის არასოდეს არის გვიან. 

ძალადობა ღირებულებების სახელით

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: „…როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინამდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი მერე მეუღლემ, ან ძმამ, ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო, შეურაცხყოფის, ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია!“. ბათუმის საკრებულოს წევრმა კი, კიდევ ერთ ვიცე-სპიკერს, მურმან დუმბაძეს ფეისბუქით შეუთვალა – „ქეჩა მკარით“. როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსის ენა და რა გამოწვევის დაძლევა მოუწევს საზოგადოებას ქცევის წესების შესაცვლელად?

ვინ აგებს პასუხს სოფლის უსაფრთხოებაზე

 

ორი კვირაა შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში სასწავლო პროცესი ჩაშლილია. ბავშვები ჩანჩხალოდან ცხრა დღეა სკოლაში წასვლის ნაცვლად მშობლებთან ერთად აქციებს მართავენ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვენ. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ დაეწყო „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობა სოფლის ერთ ნაწილში. ადგილობრივთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც გვირაბის მშენებლობისთვის აფეთქებების სერია დაიწყო, სახლები და სკოლა დაიბზარა. 

ვინ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე – მშობლები, პოლიცია თუ ჩვენი მძღოლი მარადი?!

 

უკვე სტუდენტი ვარ, მალე სწავლა დამეწყება, მანამდე კი, ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე სოფელში წავსულიყავი, რათა “ძალები აღმედგინა”. ნამდვილი ტრაგიკომედია აღმოჩნდა ჩემი მოგზაურობა, ბათუმიდან ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ულამაზეს სოფლამდე – ირემაძეებამდე. წინ მელოდა სულ რაღაც ორ, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი სამსაათიანი მოგზაურობა და შემდეგ უკვე რამდენიმე დღე, შემეძლო ნამდვილ ნეტარებაში გამეტარებინა.  

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

 

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი დაფარა, თუმცა მოძრაობა არ შეწყვეტილა. 

პატარა პრინცი

 

 

ანტუან დე სენტ ეკზიუპერის შედევრს ხშირად მიაკუთვნებენ საბავშვო წიგნების კატეგორიას, რაც მცდარი შეხედულებაა. ზოგადად, წიგნების ასეთი მკაცრი კლასიფიკაცია საბჭოთა პერიოდის საგანმანათლებლო სისტემიდან მომდინარეობს და ჯერ კიდევ ღრმად აქვს ჩენში ფესვები გადგმული. ეკზიუპერის რომ თავი დავანებოთ, ასეთი კლასიფიკაციის მსხვერპლნი გახდნენ „გულივერის მოგზაურობა“ (მწვავე პოლიტიკური სატირა, რომელიც საბავშვო ლიტერატურადაა მიჩნეული), „მობი დიკი“ (უდიდესი ნაწარმოები თავისუფლებასა და ჰუმანურობაზე), „გარგანტუა და პანტაგრუელი“ (კიდევ ერთი სატირა, რომელმაც კათოლიკური ეკლესია და საფრანგეთის მთავრობა აიგდო მასხრად) და მრავალი სხვა. ამ კლასიფიკაციაში მოხვდა პატარა პრინციც, მცირე ზომის შედევრი, რომელსაც ხშირად ზღაპრად მიიჩნევენ და არც ისე სერიოზულად აღიქვამენ.

ვინ იღებს ძვირადღირებულ დაკვეთებს ბათუმის მერიისგან

 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაფორმებული კონტრაქტების მონიტორინგით დგინდება, რომ მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს დღესაც ის კომპანიები იღებენ, რომლებიც ბაზარზე 2010 წლიდან გამოჩნდნენ. მათგან უმეტესობა წინა ხელისუფლებასთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან ასოცირდებოდა ან “ნაციონალური მოძრაობის” შემწირველი იყო. დღეს ეს კომპანიები ბაზარზე გამოცდილებით, ტექნიკური და ფინანსური მდგრადობით ლიდერობენ და ტენდერებსაც იგებენ. 

Exit mobile version