ქალაქის ინფრასტრუქტურა მომავალი წლის პრიორიტეტებს შორისაა, თუმცა დაფინანსება ამ კუთხით წინა წლებთან შედარებით არ იზრდება, არც ახალი დიდი სამშენებლო პროექტებია დაგეგმილი, ძველი გაგრძელდება. პრიორიტეტებს შორისაა ჯანმრთელობის დაცვა. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 2 მილიონნახევარი ლარით იზრდება, აქედან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ახალი პროგრამა c ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა იქნება. სამაგიეროდ მილიონი ლარი მოაკლდება ქალაქის გამწვანებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს. კიდევ ერთი სიახლე – მერიის ბიუჯეტიდან მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს წაახალისებენ.