ბათუმში „ბათუმი ტექსტილის“ შენობის ნაწილი დაანგრიეს – რა შენდება აქ

ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, „ბათუმი ტექსტილის“ შენობის დიდი ნაწილი უკვე დაანგრიეს. შპს „მერმისი კაპიტალი“ აქ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო ნებართვის მიხედვით, კომპანიის ნაკვეთი ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთი თავისი შენობებით ყოფილმა მფლობელმა, ბათუმის „სამკერვალო საწარმოო გაერთიანებამ“ შპს „მერმისი კაპიტალს“ 2021 წლის იანვარში მიჰყიდა. ეს ქონება 2006 …

რატომ შეუერთდა დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ოცნებიდან“ წასულ „ოთხეულს“

4 ოქტომბერს აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, ზაალ მიქელაძე მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. ეს მოძრაობა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს წელს, აგვისტოში და აქამდე ძირითადად იმით გახდნენ ცნობილი, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ავრცელებენ კრიტიკულ განცხადებებს. რატომ გადაწყვიტა ზაალ მიქელაძემ მოძრაობაში …

რატომ გაიაფდა თხილი საქართველოში – ინტერვიუ ექსპორტიორთან

სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში დღეს ხარისხიან თხილს 2, გამართლების შემთხვევაში კი, 3 ლარად ჩააბარებ. შარშან იმავე ხარისხის თხილი 5, 6 ლარიც კი ღირდა. რამ გამოიწვია თხილის ფასის მკვეთრი შემცირება, რა რაოდენობის თხილის მოსავალი გვაქვს წელს საქართველოში, როგორია თხილის ხარისხი და რა ღირს წელს ქართული თხილი ევროპაში? – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს ქართული თხილის ექსპორტიორი კომპანიის, …

მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს – დირექტორი

„მიწევს მშობლისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ბავშვს, მიწევს ქმრისთვის ჩივილი, რომ არ სცემოს ცოლს. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, არ არსებობს, რომ ეს დავთმო“, – გვეუბნება მარნეულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მწერალი, პედაგოგი შორენა ხუხუა. „ბათუმელები“ მას დირექტორის ახალ სტანდარტზე ესაუბრა. ქალბატონო შორენა, როდის გახდით დირექტორი და რატომ? 2009 წელს ავარიაში …

485 ათასი ლარის სახელმწიფო ტენდერი ბათუმის საკრებულოს წევრის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის კომპანია ხელვაჩაურში სახელმწიფო ტენდერებს ნეპოტიზმის წყალობით იგებს. დღეს, 4 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე მამუკა ჯევაიშმა თქვა, რომ ბოლო წლებში საკრებულოს წევრის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 17 სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა. „ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან დოლიძე იგებს ტენდერებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ის დეპუტატობამდე მაღალ თანამდებობას იკავებდა აჭარის მთავრობაში. …

მობილიზაციიდან 2 კვირაში რუსეთი 700 ათასმა ადამიანმა დატოვა – Forbes

„ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან ორ კვირაში რუსეთი 700 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 200 000 ყაზახეთში გადავიდა – ქვეყნიდან გაქცეულთა რაოდენობა Forbes-მა გაარკვია, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უცნობია, რამდენი მათგანი გეგმავს უკან დაბრუნებას. როგორც Forbes-ს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, მობილიზაციის დაწყებიდან რუსეთი თითქმის მილიონამდე ადამიანმა დატოვა, კიდევ ერთი წყაროს ცნობით კი, ეს რიცხვი 600-700 ათასია. იმის გამოთვლა, …

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შესაძლო აკრძალვა – სამინისტროს განმარტება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ მუშაობენ საკითხზე, უნდა აიკრძალოს თუ არა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი საქართველოში. იმპორტიორების თქმით კი, მსგავსი მოლოდინის გამო 10 წლის და მეტი ასაკის ავტომანქანებზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც გაიზარდა. „ინფორმაცია, რომ 2023 წლის იანვრიდან საქართველოში აიკრძალება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი, სიმართლეს არ შეესაბამება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს …

გამოვრიცხავთ აქციაზე მყოფებთან კონტაქტსა და მუქარას – ირანის საკონსულო ბათუმში

ირანის საკონსულო ბათუმში ეხმიანება ირანის მოქალაქეების განცხადებას, რომლის თანახმადაც საკონსულო მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ბათუმში განმარტავს, რომ საკონსულო არ დაკონტაქტებია მოქალაქეებს და არ დამუქრებია მათ. საკონსულოს განმარტებას, რომელიც წერილობით მივიღეთ, გთავაზობთ უცვლელად: „აღვნიშნავთ, რომ თქვენ მიერ დასმულმა საკითხმა ჩვენში დიდი გაოცება გამოიწვია და აქვე უარვყოფთ და …

ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა აღიარა – ამას არც ვმალავთ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აღიარა, რომ მისი ქვეყანა „რუსეთის სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობს“, თუმცა იქვე დასძინა, რომ მან უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნაზე უარი თქვა. სააგენტო Белта-ს ცნობით, ლუკაშენკომ ამის შესახებ სამხედრო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თათბირზე ილაპარაკა. „რაც შეეხება ჩვენ მონაწილეობას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში უკრაინაში, ჩვენ მასში ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არც ვმალავთ, მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ არსად ვგზავნით …

ზელენსკი და უკრაინელი ჟურნალისტები ნობელის პრემიის გამორჩეული კანდიდატები არიან – Reuters

ომი უკრაინაში ან კლიმატის ცვლილებები – სააგენტო Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ამ ორი საკითხიდან ერთ-ერთს გამოეხმაურება ნობელის კომიტეტი 7 ოქტომბერს, როდესაც მშვიდობის პრემიის ლაურეატს გამოაცხადებს. „წლევანდელმა ნობელის პრემიამ მშვიდობის დარგში შესაძლოა დაგმოს ომი უკრაინაში და პრემიის ლაურეატად აღიაროს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოპონენტები, ან მოხალისეები, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებიან, ან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბუკმეკერთა სიაში …

„ზღვის მიღმა ბათუმია“ – ოდესის ლიტერატურული ფესტივალი ხვალ ბათუმში გაიხსნება

ხვალ, 5 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს. დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში ლიტერატურული ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფესტივალის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ფესტივალის პროგრამა და ფესტივალის ქართველი და უცხოელი მონაწილეების ვინაობა გააცნეს მედიას. ოდესის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კონრად ადენაუერის ფონდია. ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში, …

თურქეთში სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ 93 პროცენტი შეადგინა

თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო 24 წლის განმავლობაში. ექსპერტები ამის ერთ-ერთ მიზეზად საპროცენტო განაკვეთების შემცირების პოლიტიკას მიიჩნევენ – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. გამოცემა ეყრდნობა თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მაჩვენებლებს. სტატისტიკის თანახმად, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში ახალ პიკს, 83,45 პროცენტს მიაღწია, ხოლო ზრდამ 3,08 პროცენტი შეადგინა. ეს არის წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთში 1998 …

თუ პუტინი ბირთვულ გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით ამას შავ ზღვაში გააკეთებს – The Times

უკრაინის საზღვრებთან ბირთვული გამოცდის ჩატარებით ვლადიმერ პუტინი აპირებს, აჩვენოს მსოფლიოს, რომ მზადაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოსაყენებლად – წერს ბრიტანული The Times-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბირთვული გამოცდის საფრთხის შესახებ NATO-მ თავისი წევრები უკვე გააფრთხილა. „კრემლი გზავნის სიგნალებს, რომ მზადაა მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი ბრძოლის ველზე პოზიციებს კარგავს. შიში, რომ პუტინმა მართლაც შეიძლება მიმართოს ამგვარ ტაქტიკას განსაკუთრებით …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის 21 საათიდან 5 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი  ღამით: 13 – 18 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: 15 –20 გრადუსი ღამით: 5 …

პუტინი ხარკოვსა და ლიმანში მარცხზე პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობს – ISW

თავდაცვაში საკადრო ცვლილებებით ვლადიმერ პუტინი ცდილობს, რუსეთის ჯარების უკვე ძველ და მომავალ დანაკარგებზეც პასუხისმგებლობა სხვებზე გადაიტანოს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთ სამხედრო ოლქში ახალი მეთაური დანიშნა – გენერალ-ლეიტენანტი რომან ბერდნიკოვი, რომელმაც ამ პოსტზე ალექსანდ ჟურავლიოვი შეცვალა. ISW-ი მანამდე წერდა, რომ დასავლეთ ოლქის დანაყოფები, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, …

დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ბრალდებით აჭარაში 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. „განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, აჭარის რეგიონში ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ …

ანგისისა და მარუხის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ანგისისა და მარუხის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გახდა. ანგისის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა აღმაშენებლის ქუჩის წრიულიდან [ვოქსიდან] გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში [ამავე მიმართულებით]; მარუხის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა შავშეთის ქუჩიდან სოხუმის ქუჩის მონაკვეთამდე [ამავე მიმართულებით]. მოძრაობის ეს წესი არ ეხება სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებს. საკრებულოს დადგენილება 2022 წლის 3 ოქტომბრიდან …

10 თვის ჩვილს რაქიტი აქვს და სავალდებულო მასაჟებს ვერ ვუკეთებთ – ქალი უკრაინიდან

ოლენა ზაზიულჩიკი ორ შვილთან და დედასთან ერთად უკრაინიდან ბათუმში მარტში ჩამოვიდა, ომის დაწყებისთანავე. ოთხსულიანი ოჯახი ბათუმში ადგილობრივებმა შეიფარეს, სადაც დღემდე რჩებიან. ოლენას 8 წლის და 10 თვის შვილები ჰყავს. 8 წლის ბიჭმა  წელს ბათუმის მე-20 სკოლის მესამე კლასში დაიწყო სწავლა. 10 თვის ჩვილს კი სასწრაფოდ სჭირდება პროფესიონალური მასაჟის კურსები – ბავშვს რაქიტის დიაგნოზი აქვს, მასაჟის …

რუსეთს სულ უფრო უჭირს ახალწვეულების წვრთნა და შეიარაღებაც – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, სავალდებულო სამსახურში გაწვევის საშემოდგომო ციკლი რუსეთში წელს ტრადიციულზე ერთი თვით გვიან დაიწყება. „30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას მორიგი საშემოდგომო გაწვევის შესახებ. განსაზღვრულია 120 000 ახალწვეულის მომზადება, თუმცა კანონით რუსეთს ამ ახალწვეულების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაგზავნა არ შეუძლია,“ – წერს უწყება 4 ოქტომბრის რელიზში და დასძენს, რომ ამ ახალწვეულებს არ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 60 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +370] ტანკი – 2 424 ერთეული [+44] ჯავშანტექნიკა – 5 018 ერთეული [+27] საარტილერიო სისტემა – 1 407 ერთეული [+2] MLRS – 340 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

რა ჯანდაბა უნდა – დეკანოზი კაცზე, რომელიც ამბობს, რომ „ნაციონალობის“ გამო ტაძარში არ უშვებენ

„რა უნდა მაგას, რა ჯანდაბა უნდა?“ – კითხვა შემოგვიბრუნა დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ, რომელიც ორთაბათუმის თემში, ყოროლისწყლის ტაძრის მღვდელია და სოფელ ყოროლისთავში მცხოვრებ ირაკლი დიასამიძეს და მისი ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა. მიზეზი მოქალაქეების პოლიტიკური გემოვნებაა – ოპოზიციას, კონკრეტულად კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს. სასულიერო პირი კი, ამის გამო უხერხულობას არ გრძნობს, პირიქით – მოქალაქეს ჩვენთან საუბრის დროს …

რატომ ეშინია გათენების ყოფილ ბუღალტერს ბათუმიდან

„ჩემს თვალზე ცრემლი არ გამშრალა. ყოველი დღის გათენების მეშინია, არ ვიცი რა მელოდება ხვალ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 68 წლის ეთერ შარაძე. ის საუბრის დროსაც ვერ მალავს ცრემლებს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შრომობდა, არასდროს გაჩერებულა, თუმცა ხანდაზმულ ასაკში მაინც ბინის გარეშე, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა. ეთერი ახლა ნივთებს ალაგებს, მუყაოს ყუთებში ფუთავს და ელოდება, როდის ეტყვის ბინის …

როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები

დამცირების, წამებისა და შიმშილის 19 კვირა – სწორედ ამდენი ხანი გაატარა ოლენოვკასა და სხვა კოლონიებში „აზოვსტალის“ 200-ზე მეტმა დამცველმა, ვიდრე მათ უკრაინა დაიბრუნებდა. 16 და 17 მაისს, ორთვენახევრიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ, როდესაც უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრებიდან გამოდიოდნენ, „ოლენოვკა“ იმედივით ჟღერდა. რუსმა სამხედროებმა პირობა მისცეს უკრაინის დაზვერვას, რომ „აზოვსტალის“ დამცველებსაც და „აზოვის“ მეთაურებსაც ნორმალურ …

გასვლითი სხდომა ქედაში და ვახშამი ბიუჯეტის ხარჯზე – თანხა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დახარჯა

საქართველოს პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა აჭარაში, კერძოდ კი, ქედის მუნიციპალიტეტში, გასვლითი სხდომა 2022 წლის 28 ივლისს გამართა. ამ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის ანგარიში და მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. სხდომის შემდგომ ვახშამი გაიმართა, რისთვისაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიუჯეტიდან 2990 ლარი დახარჯა. ვახშამი რესტორან „შატო ივერში“ შედგა. ვახშმის ხარჯის ანაზღაურებისა და …

ბათუმში აქციის გამართვის გამო ირანის საკონსულო გვემუქრება – მოქალაქე

ბათუმში მცხოვრები ირანელები ამბობენ, რომ საფრთხეში არიან ირანის საკონსულოს ქმედებების გამო. უკვე მეორე კვირაა, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები, რომელთა შორის ირანელებიც არიან, სოლიდარობის აქციას მართავენ ირანის ქალაქებში მიმდინარე პროტესტის გამო. როგორც „ბათუმელებს“ მოქალაქეები უყვებიან, ირანის საკონსულო აქციაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციას აგროვებს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას საკონსულოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ადამიანმა დაურეკა …

რას ფიქრობს რუსეთიდან ბათუმში გამოქცეული კაცი აფხაზეთზე, ყირიმსა და პუტინზე

38 წლის ალექსეი ზინინი საქართველოში ლარსის გავლით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. რუსეთიდან სამხედრო მობილიზაციას გამოექცა და ახლა ბათუმში ცხოვრობს. ჯერ ზუსტად არ იცის, სად გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ ამბობს, რომ პუტინის რუსეთში არ დაბრუნდება. ალექსეი ზინინს აფხაზეთის, ყირიმის, დონბასის შესახებ ვკითხეთ. მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქემ ისაუბრა ასევე საკუთარ დამოკიდებულებებზე: რა იყო მისთვის მობილიზაციის გარდა ყველაზე გაუსაძლისი …

რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტური აბორტის შესახებ – ექიმის რჩევები

მედიკამენტური აბორტი ორსულობის შეწყვეტის ნაკლებად ინვაზიური მეთოდია, როცა კონკრეტული მედიკამენტების მიღების საშუალებით ორსულობის შეწყვეტას არ სჭირდება ოპერაცია ან ანესთეზია. თუ ადრე მედიკამენტური აბორტი მხოლოდ ამბულატორიაში ტარდებოდა, ახლა მედიკამენტის მიღება ბინაზეც არის შესაძლებელი, მაგრამ აუცილებლად შესაბამისი გამოკვლევებისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. „ეს იმიტომ, რომ ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობის დროს მედიკამენტური აბორტის ჩატარება საფრთხისშემცველია“ – ამბობს ბათუმის სამედიცინო …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინს მოაწყობენ [ფოტო]

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ორხაზიანი ზიპლაინის ატრაქციონს ამონტაჟებენ. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე ზიპლაინი ტესტურ რეჟიმშია და მისი გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. ზიპლაინით სარგებლობა ფასიანი იქნება. ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2022 წლის 11 აპრილს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სასყიდლიანი იჯარის უფლებით [სარგებლობაში გაცემა] გამოაცხადა აუქციონი 70 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 2 (ორი)-ხაზიანი ზიპლაინის …

3 მობილიზებული გარდაიცვალა რუსეთის თავდაცვის სასწავლო ცენტრში – მედია

სამი მობილიზებული რუსი რეზერვისტი ელანის გარნიზონში, სვერდლოვსკის ოლქში მდებარე თავდაცვის სასწავლო ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატ მაქსიმ ივანოვსა და „ინფორმირებულ წყაროზე“ დაყრდნობით გამოცემა ЕАН-ი წერს. გამოცემის რესპონდენტების ცნობით, ერთ-ერთ მობილიზებულს გულის შეტევა დაემართა, მეორემ თავი მოიკლა, მესამე კი ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა. მანამდე ელანის სასწავლო ცენტრში სამი მობილიზებული სამხედროს გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა ტელეგრამ არხი …

კადიროვის თქმით, თავის 16, 15 და 14 წლის შვილებს უკრაინაში ომში უშვებს

ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ამბობს, რომ ის საკუთარ არასრულწლოვან შვილებს – ახმადს, ელისა და ადამს უკრაინაში საომრად უშვებს. მისი თქმით, 16, 15 და 14 წლის ახმადს, ელისა და ადამს სპეციალური სამხედრო მომზადება აქვთ გავლილი სპეცრაზმის რუსული უნივერსიტეტის ბაზაზე, სადაც სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებას ასწავლიან. „არასრულწლოვნობა არ უნდა უშლიდეს ხელს ჩვენი სამშობლოს დამცველთა …

დღეს წყალი შეწყდება ბარცხანასა და ბათუმის გარეუბნებში

„ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის, თამარის, ანგისის დასახლებებსა და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს. წყალმომარაგება შეწყდება 23:00 საათამდე. წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

ფრონტზე მარცხის გამო კრემლს საკუთარი პროპაგანდისტები აკრიტიკებენ – ISW

რუსეთის მარცხი ხარკოვსა და ლიმანში რუსული საინფორმაციო სივრცეს ცვლის, კრემლის პროპაგანდისტებმა სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკა დაიწყეს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW). „რუსეთის მარცხმა ხარკოვის ოლქსა და ლიმანში, ამავე დროს კრემლის უუნარობამ ეფექტიანად და სამართლიანად ჩაეტარებინა „ნაწილობრივი მობილიზაცია“, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსულ საინფორმაციო სივრცეზე. კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები და რუსი სამხედრო ბლოგერები ლიმანის დაკარგვას გლოვობენ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 60 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +320] ტანკი – 2 380 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 4 991 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 1 405 ერთეული [+0] MLRS – 338 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

პუტინმა უჩვეულოდ სწრაფად აღიარა მობილიზაციის ხარვეზები – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში ისევ რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ და მისი მიმდინარეობაა. უწყება აღნიშნავს, რომ 21 სექტემბერს დაწყებულ „ნაწილობრივ მობილიზაციაზე“ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების საბჭოში ილაპარაკა. მან თქვა, რომ „ამ მობილიზაციის კამპანიის განმავლობაში ბევრი კითხვა ჩნდება და ჩვენ დროულად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და აღარ გავიმეოროთ ისინი.“ „პუტინისგან …

„ბარცხანის ნაპირგამაგრება გასახლების გარეშე შეუძლებელია“ – რაში ხარჯავს მერია 1,8 მილიონს

ბათუმში, ბაქრაძისა და ნონეშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ბარცხანაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო/სატენდერო ღირებულება 1,8 მილიონი ლარია. „ბათუმელებმა“ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლით აღმოაჩინა, რომ  ვერ მოხერხდა ისეთი კონსტრუქციის დაპროექტება, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს წყალმოვარდნისგან დაიცავდა. მიზეზი ის არის, რომ ასეთი კონსტრუქცია რომც დაპროექტდეს, ის მდინარის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე მდებარე შენობა-ნაგებობების …

რა აქვთ და რა სჭირდებათ ხულოში ახალგაზრდებს

თითქმის ყველა ხულოელი  მოჭიდავის ამბავი, რომლებმაც უკვე მიაღწიეს პატარა თუ დიდ წარმატებას, ხულოს სასპორტო სკოლაში დაიწყო. ამ სკოლის აღზრდილია 23 წლის ლერი აბულაძეც, რომელიც 12 სექტემბერს ვიცე-მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 63 წონით კატეგორიაში. ლერიმ წელს ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა. ახლა კიდევ უფრო მეტი მონდომებით აპირებს მომზადებას ჯერ ევროპის და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებისთვის. ლერი კიდევ …

Exit mobile version