მთავარი,სიახლეები

რომელი ქუჩების შეკეთება დაიწყება წელს ბათუმში – ბიუჯეტიდან 59 მილიონი ლარი დაიხარჯება

19.01.2023
რომელი ქუჩების შეკეთება დაიწყება წელს ბათუმში – ბიუჯეტიდან 59 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ორი ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ორივე ტენდერში, ჯამში, 59 მილიონ 354 ათას 417 ლარია.

პირველი ტენდერის ფარგლებში იგეგმება:

  • გიორგი ლეონიძის ქუჩის კეთილმოწყობა
  • შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია – პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში
  • ასევე, მონაკვეთების: ალ. სულაბერიძისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების კვეთიდან ალ. პუშკინის ქუჩამდე, ალ. პუშკინის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე და იმედაშვილის ქუჩა ბაქოს ქუჩამდე – რეაბილიტაციია.

აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი 26 032 017 ლარითაა გამოცხადებული.

წინადადებების მიღება დაიწყება 2023 წლის 15 თებერვალს და 20 თებერვალს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოებს, ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 28 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

მეორე ტენდერის ფარგლებში კი დაგეგმილია:

  • მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების [ალ. სულაბერიძის და მ. ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან ფრ. ხალვაშის გამზირამდე] კეთილმოწყობა.

ეს ტენდერი 33 322 400 ლარითაა გამოცხადებული.

წინადადებების მიღება ამ შემთხვევაშიც 2023 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოებს, ამ ტენდერის პირობითაც, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 28 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ორივე ტენდერის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები ქუჩებზე, რომლებიც წითელი ხაზითაა აღნიშნული

ამ ქუჩების სარეაბილიტაციო დეტალური პროექტები თან ერთვის სატენდერო დოკუმენტებს.

ამასთან, ცალკე ტენდერებია გამოცხადებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე:

პირველი ტენდერის შემთხვევაში ზედამხედველობისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 267 319 ლარია გამოყოფილი, თუმცა ტენდერში გამარჯვებული ამ შემთხვევაში სხვა სამუშაოებსაც გაუწევს ზედამხედველობას [ხიდების მოწყობას შემდეგ მისამართებზე: ლორთქიფანიძის ქ. №116ა-ს მიმდებარედ, მიხეილ შარაშიძის ქ. №45-ის მიმდებარედ, ზედაღელის დასახლება №76-ის მიმდებარედ, თოდოგაურის დასახლება №26-ის მიმდებარედ და მახვილაურის დასახლება №31-ის მიმდებარედ].

მეორე ტენდერის შემთხვევაში კი, ზედამხედველობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დამატებით 333 224 ლარია გამოყოფილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: