ნეტგაზეთი • RU

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 19 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 118 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760]
  • ტანკი – 3 136 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 6 235 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 122 ერთეული [+14]
  • MLRS – 442 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 287 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 277 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 882 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 896 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 190 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 19 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 374 თვითმფრინავი
  • 200 ვერტმფრენი
  • 2 903 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 569 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 985 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 865 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 113 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი, სავარაუდოდ, T14-ების უკრაინაში გადაყვანას განიხილავს – ბრიტანეთის დაზვერვა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com