მთავარი,სიახლეები

უკრაინელებმა ახალი თავდაცვის ხაზი სავარაუდოდ ბახმუტის დასავლეთით ააგეს – ბრიტანეთის დაზვერვა

18.01.2023
უკრაინელებმა ახალი თავდაცვის ხაზი სავარაუდოდ ბახმუტის დასავლეთით ააგეს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 18 იანვრის ანგარიში დონბასის ქალაქ სოლედარიდან უკრაინული ძალების სავარაუდო უკან დახევას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 16 იანვრის ბოლოსთვის უკრაინის ძალებმა დიდი ალბათობით სოლედარი რუსი სამხედროებისა და „ვაგნერის“ დაჯგუფების კონტროლქვეშ დატოვეს.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ახალი თავდაცვის ხაზი სავარაუდოდ დასავლეთით ააგეს.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, სოლედარის აღება ძირითადად „ვაგნერის“ დაჯგუფების შედეგი იყო და წარმოადგენდა ბახმუტის – უფრო დიდი დასახლების აღებაში დამხმარე ოპერაციას. ამ ეტაპზე, როგორც ბრიტანელი დაზვერვის ანალიტიკოსები იუწყებიან, ბახმუტის მომარაგების ორი ძირითადი მარშრუტიდან, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ, ერთ-ერთი მზარდი ზეწოლის ქვეშაა.

როგორც ბრიტანული დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ 2023 წლის იანვრიდან ბახმუტის სამხრეთი და აღმოსავლეთი კვლავაც ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის სამიზნეა.

2023 წლის 8 იანვრის გამოსახულებების ანალიზმა ბახმუტსა და ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლების დამატებითი მტკიცებულებები გამოავლინა. ბახმუტში უკრაინულ კულტურის ცენტრს აქვს მიღებული დაზიანებები, ხოლო ახალმა არაპირდაპირმა ცეცხლი მოიცვა არაერთი არეა ქალაქის გარეთ [მონიშნულია მუქ ფერებში].

„თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ ქალაქის შემოგარენის დაცვას რუსული ძალებისგან“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 18 იანვრის ანგარიშში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: