ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა იგეგმება. სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. მომსახურებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტიდან, მაქსიმუმ 87 839 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.
ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ ამ წრიულთან საფეხმავლო ხიდებიც უნდა აშენდეს, რომლებიც შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს და გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. ხიდებზე ადაპტირებული ლიფტების მონტაჟიც იგეგმება. ამ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
რაც შეეხება ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ხელოვნური კუნძულები უნდა მოეწყოს, მერიის სამმართველოს 2 325 076 ლარით აქვს გამოცხადებული.
წინადადებების მიღება 2023 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.
ამ ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია:
- იუსტიციის სახლის მიმდებარედ უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა – მაქსიმუმ 87 839 ლარით;
- ბაღის ქუჩის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია – 510 044 ლარით;
- ასევე დაგეგმილია ბათუმში, ფანასკერტელ ციციშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 1 727 193 ლარით [ტენდერის პირობის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, 2023 წელს ანაზღაურდება არაუმეტეს 727 194 ლარი. ამასთან, მერიის სამმართველო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება 2023 წელს დამატებითი დაფინანსების შესახებ].
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი ბათუმს შეუერთეს. უგზოობის და უწყლობის გარდა, ბათუმის ამ ქუჩაზე არც კანალიზაციის სისტემაა მოწყობილი და არც გარეგანათება შეგხვდებათ სადმე:
ამ თემაზე:
კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია
მთავარი ფოტო: ბათუმი / გურამ მურვანიძის ფოტო