2 000 ლარია ჯარიმა გზიდან და ავტობანიდან 100-200 მეტრში შეუთანხმებელი მშენებლობისთვის – ახალი კანონი

საავტომობილო გზებზე ან გზების გასწვრივ სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელიც გზების დეპარტამენტთან არ იქნება შეთანხმებული, ჯარიმა 2 ათასი ლარია. საუბარია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ გზებზე. შესაბამის კანონს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 2026 წლის 16 სექტემბერს მოაწერა და ის ძალაში 2026 წლის 19 სექტემბრიდან შევიდა. სამშენებლო სამუშაოების წარმოება ან მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად გამოიწვევს დაჯარიმებას – …

აფეთქება ათენში – ბოლო ცნობებით დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ტურისტები

საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ბოლო ცნობებით 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბერძნული მედიის თანახმად, ორსართულიანი სახლის ჩამონგრევა ათენის ტურისტულ ზონაში, პლაკაზე, შესაძლოა, გაზის აფეთქებას მოჰყვა. ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეციალისტები მიზეზის დასადგენად მუშაობენ. შემთხვევა პარასკევს, 25 სექტემბერს მოხდა. დღეს, 26 სექტემბერს, ბოლო ცნობების თანახმად, სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 ამერიკელი ტურისტი და 2 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. …

„ლელო“ითხოვს გასაჯაროვდეს ხელშეკრულება გონიოს პოლიგონის გასხვისებაზე – „ამის უკან დგას ივანიშვილი“

დღეს, 26 სექტემბერს, გონიოში ბრიფინგი გამართა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. „ლელო“ ითხოვს გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „ოცნების“ მთავრობამ გონიოს ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიები, ჯამში 258,8 ჰექტარი, „იგლ ჰილს საქართველოს“ მიმდინარე წლის ივლისში უზუფრუქტით გადასცა. „იგლ ჰილს საქართველოს“ 66,67 პროცენტის მესაკუთრე არაბული კომპანია „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედია“, ხოლო წილის 33,33 …

უკრაინის შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა კრასნოდარში, ილსკის ნავთობის ქარხანაში

26 სექტემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. დარტყმის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. შეტევის შესახებ წერენ რუსული წყაროებიც ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ცნობით, არის მსხვერპლი. ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 6.6 მილიონი ტონა ნავთობია. ქარხანა იღებს, ინახავს და ამუშავებს …

ვილი სანიოლის ახალგაზრდული ნაკრების ქართველი მწვრთნელი შეცვლის

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლს შეცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს. სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა. სანიოლი გუშინ, 25 სექტემბერს, ერთა ლიგის მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს. ნაკრების ცნობით, რამაზ …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. “დაკავებული, შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა” – წერს შსს. უწყების ცნობით, დაკავებული უკრაინის მოქალაქეა. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 527 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 376 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 25 435 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 50 371 …

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შს სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის მეოთხე ჩიხი N4) კუთვნილი უზბეკური რესტორანი. „ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი …

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი

დღეს, 25 სექტემბერს, უკრაინაში, კიევის სოლომიანსკის რაიონში რუსული დრონების განხორციელებული თავდასხმის შედეგად საოფისე შენობა დაზიანდა. ვრცელდება ცნობები ოთხი დაღუპულის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, 15:30 საათის მონაცემებით, საოფისე შენობის მახლობლად, სადაც დრონი დაეცა, ავტოსადგომზე მანქანები იწვის და 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. 25 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით …

რა გვესმის, როცა აღარ გვესმის – მეორე იმპლანტის ამბავი

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი ___ „გავიმარჯვე-ბ!” ვუთხარი ჩემს თავს დილის 04:17 საათზე სადარბაზოს სარკეში, როცა მეორე კოხლეარული იმპლანტის ოპერაციისთვის ჩავიარე. სამახსოვრო ფოტო გადავიღე და შევამოწმე, ხომ ნამდვილად ისევ ის  ვიყავი, აქამდე რომ მომიყვანა. საკუთარი ხმა ჯერ კიდევ ჩამესმა – ბუნებრივად, თან რაღაცნაირად ძალდაუტანებლად. გამოსათხოვარივით. მარცხენა მხარეს ნარჩენი სმენა სტეროიდების მეშვეობით ოდნავ გააცოცხლეს და ბოლო …

სასულიერო კლუბები აჭარის 13 საჯარო სკოლაშიც გახსნეს

2026 სასწავლო წელს, აჭარის 13 საჯარო სკოლაში სასულიერო კლუბები გაიხსნა, სადაც ე.წ „ღირებულებით გაკვეთილებს“ ჩაუტარებენ მოსწავლეებს. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 8 სასულიერო კლუბია გახსნილი ბათუმის საჯარო სკოლაში, 2 – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და 3 კლუბი, ქობულეთის საჯარო სკოლებში. „სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება აღნიშნული კლუბების რაოდენობის გაზრდა“-გვწერენ განათლების სამინისტროდან. სასულიერო კლუბები სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. კერძოდ, …

პროკურატურა: მოქალაქეებს მისაღებ ფასად სახლების აშენებას დაჰპირდნენ და 365 ათასი ლარი თაღლითურად მიითვისეს

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად, მოქალაქეებს თითქოსდა მისაღებ ფასად საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენებას და საჭირო ნებართვების და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას დაჰპირდა და დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა. „აღნიშნული მოტივით ბრალდებული სხვა პირთან …

დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში ნავთობის კიდევ ერთი ქარხანა გაჩერდა

რუსეთში, როსტოვის რეგიონში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დროებით შეაჩერა მუშაობა. მედიის ცნობით, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ტონა ნავთობს, ანუ დღეში დაახლოებით 100 000 ბარელს ამუშავებს. მისი წარმოების უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის. ასევე, 25 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქებში: ულიანოვსკსა და პერმში აფეთქებები გაისმა. დრონები თავს დაესხნენ როგორც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. __________ ფოტოზე: …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 სექტემბრის 21 საათიდან 26 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 12 – 17 გრადუსი …

გურიაში პოლიციამ სამი პირი დააკავა, უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, „წრიპას“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

გურიაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის  ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ვერსია ასეთია: „ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 525 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 590. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 369 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 415 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 50 275 …

„სულ იმის ჯავრი მაქვს, აფხაზეთი და სამაჩაბლო არ გააჩუქონ“ – რეპორტაჟი აფხაზეთის ქუჩიდან

– სად მივდივართ? – აფხაზეთის ქუჩაზე. – ვისთან? – აფხაზეთიდან დევნილებთან. – რაზე უნდა ვესაუბროთ? – აფხაზეთზე, დევნილობაზე … იმაზე, რაც აწუხებთ. – წავედით. „და მაინც, რაზე უნდა ვესაუბროთ?” – ვფიქრობ გზაში – “დარჩა რამე, რაც დევნილობის 33 წლის მანძილზე არ უთქვამს ამ ხალხს? და რაზეც ისაუბრეს, ის მოვისმინეთ? გავიგეთ? ან გაგება კმარა? დარდს შემსუბუქება, …

„ჭერი იყო საგანგაშო“ – რატომ არ განახლდა სწავლა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წელს არ განახლებულა. 200-მდე მოსწავლეს სწავლა ონლაინ უწევს. „დისტანციურზე ვართ 15-იდან პირველ ოქტომბრამდე“- ამბობს სკოლის დირექტორი ლელა გათენაძე „ბათუმელებთან“. მისი თქმით, სკოლა სარემონტოა, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდა. დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეებმა და მშობლებმაც იცოდნენ, რომ სწავლა ახალ სასწავლო წელს სკოლაში არ განახლდებოდა. „დამრიგებლებმა ჩაატარეს კრებები ყველა …

ბათუმისა და ხელვაჩაურის საზღვრის შეცვლაზე საკრებულოს სამუშაო ჯგუფი ვადაში ვერ ეტევა

ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს. აღნიშნულ ჯგუფს საზღვრების შეცვლაზე შუამდგომლობა სამი თვის ვადაში, ოქტომბრამდე უნდა მოემზადებინა, თუმცა ეს ვადა ერთი თვით კიდევ გაგრძელდება. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძეა. ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება კი ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე უნდა …

სამტრედია–გრიგოლეთის ავტობანის ჩაკეტილ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე განახლდა – დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთზე მოძრაობა განახლდა. სამუშაოები 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, დეპარტამენტის განცხადებით, ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა და ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი დაგეგმილზე ადრე გაიხსნა. „ამ ეტაპზე, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია“ – აცხადებს გზების …

ბათუმის მერია ქალაქმშენებლობის სამსახურს აუქმებს – ვინ გასცემს სამშენებლო ნებართვებს?

ბათუმის მერია ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს აუქმებს. მერიის გადაწყვეტილებით, ამ სამსახურის ფუნქციებს გადაიბარებს ახალი სსიპ -ი, რომელიც მერიამ უკვე შექმნა. ამასთან, მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული საქმისწარმოების წესი. მზად არის სანებართვო მოსაკრებელთან დაკავშირებული ცვლილების პროექტიც. ახალი სსიპ-ის შექმნასა და ამოქმედებასთან დაკავშირებით მერია საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების გადახედვა-დაზუსტებასაც სთხოვს, შესაბამისი ცვლილება …

ბათუმში ბრიტანეთის ელჩი და მოძრავი საელჩო მოსახლეობას შეხვდა

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი და ბრიტანეთის მოძრავი საელჩო ბათუმს 23 სექტემბერს სტუმრობდნენ. „მოძრავი საელჩოს“ ფარგლებში საელჩოს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ბათუმში ვიზიტისას ბრიტანეთის ელჩი და NATO-ს წარმომადგენელი ალექსანდრ ვინნიკოვი ახალგაზრდებსაც შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ნატო-ს და საქართველოს, ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობის შესახებ.

„შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და შტორმული ღელვა“ – სააგენტო ამინდზე გაფრთხილებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. „აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 523 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 540. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 367 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 402 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 50 240 …

ხულო-თაგოს საბაგირო მესამე წელია გაჩერებულია, უგზოობის გამო კი სოფელი იცლება

მესამე წელია ხულო-თაგოს საბაგირო გზა გაჩერებულია და მოსახლეობას ერთადერთი საავტომობილო, შემოვლითი გზით უწევს სარგებლობა. ამ სამი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობამ არათუ ტენდერი ვერ გამოაცხადა აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტისა და შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, არამედ ჯერ საპროექტო წინადადებაც კი არ აქვს მზად. ადგილობრივები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ საბაგიროს გაჩერებამ და პრობლემურმა სამანქანო გზამ ხელი შეუწყო სოფლიდან მიგრაციის პროცესის დაჩქარებას, …

ჯარიმებით და მოსაკრებლებით ბათუმის ბიუჯეტში 75 მილიონი შევიდა – 6 თვის მონაცემები

2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშის მიხედვით 6 თვეში ბათუმის ბიუჯეტის „სხვა შემოსავლების“ ნაწილში 30 მილიონი ლარით მეტი შევიდა, საპროგნოზო მოცულობა 55 მილიონ 920 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 75 მილიონ 287 000 ლარი შეადგინა, ანუ გეგმის 134.6% . „სხვა შემოსავლები“ ბიუჯეტში ადმინისტრაციულ მოსაკრებლების და საჯარიმო სანქციების შედეგად ასახულ გადასახადებს აერთიანებს და ადგილობრივი ბიუჯეტის …

ხულოში, სოფელ თაგოს სკოლას წელს არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს სკოლაში წელს არც ერთი ბავშვი არ მისულა. სკოლამ სასწავლო წელი ფაქტობრივად ვერ განაახლა, რადგან სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს. მიუხედავად ამისა, სკოლა ინარჩუნებს ადმინისტრაციას. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. გასულ წელს თაგოს სკოლაში 12 მოსწავლე სწავლობდა. ისინი მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ფაქტი დაგვიდასტურა ასევე ხულოს საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, რომან ქედელიძემ. ის …

ბათუმში ტურნირს პუტინისტი სპორტსმენი დაესწრება, რომლის შვილიც აზერბაიჯანის სახელით გამოდის

24-დან 26 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის ყინულის სასახლეში გაიმართება ახალგაზრდული გრან პრი ფიგურულ ციგურაობაში – ISU Junior Grand Prix Batumi 2026. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, ეს საერთაშორისო ახალგაზრდული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ვარსკვლავებს გააერთიანებს. ბათუმში გრან პრის დაესწრება რუსი მოციგურავე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევგენი პლუშენკო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხურვალე მხარდამჭერი და …

თურქეთი გამოსავალს ეძებს – გახშირებული თავდასხმები გემებზე შავ ზღვაში

თურქეთი შეშფოთებულია შავ ზღვაში კომერციულ გემებზე დრონების გახშირებული თავდასხმების გამო და რუსეთსა და უკრაინასთან შეთანხმებას ცდილობს. სამშაბათს, 22 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რუსეთი ახორციელებს მათ თუ უკრაინა. „შავ ზღვაში კომერციულ გემებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები მიუღებელია, განურჩევლად იმისა, …

8,6 მილიონი ლარი დაიხარჯება გონიოში სკვერის მოსაწყობად

გონიოში, ისტორიული ციხის მიმდებარედ, ზღვის მხარეს, ბათუმის მერია სკვერის მოწყობას გეგმავს. სამუშაოები აფსაროსის გზატკეცილის მესამე შესახვევში რამდენიმე მისამართზე უნდა ჩატარდეს. ქალაქის ბიუჯეტიდან ამისათვის 8,6 მილიონი ლარია გამოყოფილი. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმში [გონიოში], აფსაროსის გზატკეცილი III შესახვევის N1, N2, N4, N8-10, N14, N20-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 8 664 698 ლარით გამოაცხადა. სატენდერო …

აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგში მეორე საჩივარი წარადგინეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა. საქმე ეხება 2026 წლის აპრილში ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემასა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას. 3 აპრილს სასამართლომ სადიგოვისთვის საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გააუქმა, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, 4 აპრილს …

ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი – სულ 97 ბოთლი. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია. …

ქედაში კაცს 190 ათასი ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს – 1 პირი დააკავეს, 3 ბრალდებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარაში ერთი პირი დააკავეს, სამ პირს კი ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტია. „ბრალდებულები, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 522 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 367 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 387 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 50 216 …

2 მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში – პროექტი, რომელშიც სახანძრო და საკანალიზაციო სისტემა გამორჩათ

ბათუმში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2025 წელს უნდა დაესრულებინა კომპანია „არალს“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სახელს რამდენიმე მიზეზით უკავშირებენ. ამ კომპანიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და სამუშაოები ჯერაც არ დაუსრულებია. ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშში წერს, რომ შპს „არალმა“ 6 თვეში გათვალისწინებული დაფინანსების მხოლოდ 20-23 პროცენტი აითვისა. საქმე ისაა, რომ კომპანიას 10 …

Exit mobile version