მთავარი,სიახლეები

დღეს შესაძლოა პუტინმა მობილიზაციის მეორე ტალღა გამოაცხადოს – ISW

18.01.2023
დღეს შესაძლოა პუტინმა მობილიზაციის მეორე ტალღა გამოაცხადოს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა გამოაცხადოს უახლოეს დღეებში და შესაძლოა ეს დღეს, 18 იანვარს, გააკეთოს.

ამის შესახებ ISW-ის უახლეს ანგარიშში წერია.

ISW-ის ანგარიშში საუბარია კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ, 17 იანვარს, თქვა, რომ პუტინი 18 იანვარს სიტყვით გამოვა  პეტერბურგში საბჭოთა არმიის მიერ ლენინგრადის ნაცისტური ბლოკადის გარღვევის 80 წლისთავთან დაკავშირებით.

„პუტინს უყვარს სიმბოლური თარიღების გამოყენება. ზოგიერთი ომის მომხრე რუსი ბლოგერი აღნიშნავს, რომ ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, გამოაცხადოს მობილიზაცია ან ომი უკრაინასთან“, – ნათქვამია ამერიკელი ანალიტიკოსების ანგარიშში.

17 იანვრის ანგარიშში ISW-ი წერს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებაზე, რომელმაც გუშინ, 17 იანვარს, გამოაცხადა ყოვლისმომცველი სამხედრო რეფორმა 2023 წლიდან 2026 წლამდე, სავარაუდოდ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის მოსამზადებლად და უფრო ძლიერი რუსული არმიის სწრაფად შესაქმნელად.

ეს და სხვა რეფორმები ადასტურებს რუსეთის განზრახვას, რუსეთის შეიარაღებული ძალები მოამზადოს ფართომასშტაბიანი ომისთვის და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისთვის, – ვარაუდობს ISW-ი. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია შეძლებენ თუ ვერა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდას, როგორც შოიგუმ აღწერა, სამი წლის განმავლობაში, რადგან შოიგუმ მანამდეც გააკეთა განცხადებები რუსეთის სამხედრო რეფორმების შესახებ, რომლებიც არასოდეს განხორციელებულა.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა მოუწოდა „ვაგნერის“ დაჯგუფებას, შეწყვიტოს რეკრუტირება სერბეთში. ამავე დროს, ISW-ის ცნობით, ევგენი პრიგოჟინი შესაძლოა ცდილობდეს „ვაგნერის“ დაჯგუფების იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას რუსეთში.

ISW-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ოკუპანტებმა განაგრძეს კონტრშეტევები კრემენნაიას მახლობლად და უკრაინელი ოფიციალური პირები კვლავ ვარაუდობენ, რომ რუსული ჯარები შესაძლოა ემზადებოდნენ გადამწყვეტი შეტევისთვის ლუგანსკის რეგიონში.

რუსეთის არმიამ ასევე განაგრძო შეტევა დონეცკის ფრონტის ხაზზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: