მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 იანვარი

20.01.2023 • 1185
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 20 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 119 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770]
  • ტანკი – 3 139 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 6 241 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 129 ერთეული [+7]
  • MLRS – 442 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 287 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 277 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 886 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 749 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 17 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 903 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 190 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 20 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 374 თვითმფრინავი
  • 202 ვერტმფრენი
  • 2 908 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 401 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 583 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 985 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 878 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 121 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მედვედევი რამშტაინის წინ კვლავ ბირთვული ომით იმუქრება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: